IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
დათიკო
პოსტი Oct 26 2007, 06:02 PM
პოსტი #21


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ნათია
ციტატა
კითხვა: სასულიერო პირს (ვგულისხმობ მღვდელს) აუცილებლად შავი ფერის ანაფორა უნდა ეცვას?

პასუხი: ??

არა რა თქმა უნდა
ბევრია ვისაც არ აცვია შავი. არის იასამნისფერიც, ნაცრისფერი, კრემისფერი და ა.შ .
მაგ მამა გიორგი საბიაშვილი ატარებს იასამნისფერ ანაფორას, მამა ამირანი მოყავისფრო, მომწვანო ფერისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 26 2007, 06:09 PM
პოსტი #22


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დათიკო

დიდი მადლობა!

იცი რატომ ვიკითხე? დღეს მამაო შემხვდა, რომელსაც მწვანე ფერის ანაფორა ემოსა და მაშინ დამებადა ეგ კითხვა...

ანუ ინდივიდუალურია...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 26 2007, 06:35 PM
პოსტი #23


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(ნათია @ Oct 26 2007, 07:09 PM) *

დათიკო

დიდი მადლობა!

იცი რატომ ვიკითხე? დღეს მამაო შემხვდა, რომელსაც მწვანე ფერის ანაფორა ემოსა და მაშინ დამებადა ეგ კითხვა...

ანუ ინდივიდუალურია...

ახლა რამოდენიმე ფერის სამოს ხმარობენ მე მაგალითად ნაცრისფერი მწვანე და ყავისფერი ანაფორით შემინიშნია


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 26 2007, 07:19 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(staywhite @ Oct 23 2007, 08:01 AM) *

მე მაქვს რამდენიმე კითხვა, დავიწყებ ამით:

რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვთისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი)


აქ აუცილებელია ნაცნობობა კითხვაზე პასუხის მისაგებად? tongue.gif

მადლობა წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 26 2007, 09:17 PM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს?



ვფიქრობ, სადღაც იყო ამაზე საუბარი, მოკლედ "უბიწოდ ჩასახვაში" იგულისხმება კათოლიკური დოგმატი ( ახალი XX ს.ნე) ღვთისმშობლის უბიწოდ, ანუ ცოდვის გარეშე ჩასახვას, ანუ ჩასახვა მოხდა ჩვეულებრივ, და არა უთესლოდ, რომლის ერთადერთი შემთხვევაა მაცხოვრი, მაგრამ მოხდა პირველქმნილი ცოდვის ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, ე.ი. ფაქტიურად უკვე წმიდა დაიბადა; რაც ფაქტობრივად ამცირებს, თავად დედა ღვთისმშობლის პირად ღვაწლს.

ციტატა
აქ აუცილებელია ნაცნობობა კითხვაზე პასუხის მისაგებად?

აქ არ შემოვდიოდი და smile.gif
იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 26 2007, 09:25 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



KAIROS

რამდენადაც მახსოვს, ღვთისმშობელს პიროვნული ცოდვები არ ქონდა არა?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 26 2007, 09:33 PM
პოსტი #27


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რამდენადაც მახსოვს, ღვთისმშობელს პიროვნული ცოდვები არ ქონდა არა?



ჩვენი გაგებით, რათქმაუნდა მასში ბუნებრივად იყო ცოდვისაკენ მიდრეკილება ( ანუ ის რაც ჩვენ გვესმის პირველქმნილ ცოდვაში); მაგრამ ამ ცოდვას, მასში არ მისცემია არანაირი სახე, არც აზროვნებითი, არც სიტყვითი და არც ქმედითი, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ყოვლადწმიდება, და არა იმაში, რომ ღმერთმა ლამის ძალად შექმნა ასეთად.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 26 2007, 11:15 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS,

დიდი მადლობა, გაიხარეთ ყველამ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 29 2007, 04:34 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კადუნოსელს ეწერა ლაზარეს ენის თემაში ასეთი რამ:

"4. იგი იზიარებს სული წმინდის, როგორც ქალური საწყისის სწავლება ს,რაც ასევე დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და რაც თანმიმდევრული სწავლებაა შტაინერისტების"

შეგიძლიათ მოკლედ განმარტოთ რას ნიშნავს -> ქალური საწყისის სწავლება ? თუ რათქმაუნდა მოკლედ შესაძლებელია.

წინასწარ მადლობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 30 2007, 12:13 AM
პოსტი #30


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მაინტერესებს, სადმე თუ უწერიათ წმ. მამებს შემთხვევით მკვლელობაზე (მაგ: თუ თავდაცვის მიზნით შემოგაკვდა ვინმე რა "ხარისხის" ცოდვად გეთვლება)


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Nov 30 2007, 03:46 AM
პოსტი #31


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ძალიან მაინტერესებს წმინდა მამები მართავდნენ თუ არა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებთან დიალოგს
ერთ ერთ სტატიაში წავიკითხე რომ არ მართავდნენ და ამას იმით ამართლებდნენ რომ ჭეშმარითი მართლმადიდებლობა ეჭქვეშ არ დაეყენებინათ
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და ამის შესახებ წმინდა მამების სწავლება მომიყვანოთ
ერთერთმა ადამიანმა ამით შენ შეურაცყოფა მიაყენე ყველა სასულიერო პირსო და ძალიან მჩირდება რომ დავუმტკიცო რომ მართალი ვარ
დიდი მადლობა წინასწარ


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 30 2007, 04:24 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ნათია
ციტატა
მაინტერესებს, სადმე თუ უწერიათ წმ. მამებს შემთხვევით მკვლელობაზე (მაგ: თუ თავდაცვის მიზნით შემოგაკვდა ვინმე რა "ხარისხის" ცოდვად გეთვლება)

უნებლიე მკვლელობისათვის, ადრინდელი დადგენილება ბრძანებს 7 წლით (ეპიტიმიას) დაწესებულ ხარისხთ მიხედვით, სრული ზიარების მიღებამდე. ხოლო მეორე (ახალი) დადგენილება კი 5 წლის სესრულებას ბრძანებს
[ანკირიის კრების 23-ე კანონი]


ვინც უნებლიედ მკვლელობას ჩაიდენს, მისთვის საკმარისია 11 წლით განკანონება.
[ბასილი დიდის მე-11 კანონი]

უნებლიე კაცისმკვლელი ათი წელი არ უნდა ეზიაროს სიწმიდეს
[ბასილი დიდის 57-ე კანონი]

ცხადია, რომ ასეთებს ეკლესიის გამგებელმა მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეუმოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე შეუმცირდებათ სასჯელი, რადგან გულმოდგინება მისწრაფებით ქცევისა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს
[გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონი]


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 30 2007, 02:54 PM
პოსტი #33


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქალური საწყისის სწავლება



ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს...

ციტატა
წმინდა მამები მართავდნენ თუ არა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებთან დიალოგს


საქმე იმაშია, რომ ზოგადად ვერ ვიტყვით ვერც კის, ვერც არას, რადგან ეს ძალიან პირობითი კითხვაა, იგი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, კერძოდ პერიოდზე,ანუ მნიშვნელოვანია: კითხვა- როდის? მაგალითად, როცა ჯვაროსნები ათონის მთას არბევდნენ და კონსტანინეპოლს ძარცვავდნენ, საერთოდ შეუძლებელი იყო რაიმე დიალოგზე საუბარი, მაგრამ იგივე ჯვაროსნების დროს (ოღონდ I-III ლაშქრობებისას) , საკმაოდ აქტიური იყო ბიზანტიის იმპერატორის და საეკლესიო საყდრის ( ისევე როგორც საქართველოსი) მოლაპარაკებები რომთან, ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ მეორე კითხვა "სად"- ანუ ხშირად მოლაპარაკებები, შეიძლება დაიწყოს ან შეიძლება ჩიხში შევიდეს იქიდან გამომდინარე თუ სად იმყოფება ესათუის ქვეყანაში მცხოვრები მამა, კერძოდ რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიებს უფრო ხშირი და ინტენსიური კონტაქტი აქვთ კათოლიკებთან , რადგანაც პირდაპირ ესაზღვრებიან მათ და მათი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც კათოლიკეა, შესაბამისად დიალოგი იქ, თვითონ ეკლესიის სინოდის და წმ. მამების მხრიდანაც, საკმაოდ ცნობილი მოვლენაა და საკმაოდაც ნაყოფიერი, რაღათქმაუნდა არსებული პრობლემების არ დავიწყებით ( უკრაინა და ა.შ.), ასე რომ დიალოგი შეიძლება და რაღაც გაგებით აუცილებელიცაა , და მას ერიდებიან მხოლოდ მაშინ, როცა უცილობლად ზიანის მომტანია ეკლესიისათვის.

ალექსანდრე, ყოჩაღ! smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 30 2007, 03:28 PM
პოსტი #34


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ალექსანდრე
ციტატა
უნებლიე მკვლელობისათვის, ადრინდელი დადგენილება ბრძანებს 7 წლით (ეპიტიმიას) დაწესებულ ხარისხთ მიხედვით, სრული ზიარების მიღებამდე. ხოლო მეორე (ახალი) დადგენილება კი 5 წლის სესრულებას ბრძანებს
[ანკირიის კრების 23-ე კანონი]


ვინც უნებლიედ მკვლელობას ჩაიდენს, მისთვის საკმარისია 11 წლით განკანონება.
[ბასილი დიდის მე-11 კანონი]

უნებლიე კაცისმკვლელი ათი წელი არ უნდა ეზიაროს სიწმიდეს
[ბასილი დიდის 57-ე კანონი]

ცხადია, რომ ასეთებს ეკლესიის გამგებელმა მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეუმოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე შეუმცირდებათ სასჯელი, რადგან გულმოდგინება მისწრაფებით ქცევისა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს
[გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონი]


გაიხარე ალექს! ზუსტად ეს მინდოდა smile.gif

მადლობა კაიროსსაც!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 4 2007, 02:50 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დაშვებულია თუ არა (ანუ ჯერ კიდევ) ჯვარდაწერილ წყვილს შორის თანაცხოვრება, თუ ეს წყვილი წლების განმავლობაში ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ ჯვარწერა არ არის გაუქმებული?

პ.ს. კაიროს მადლობა ზედა კითხვაზე პასუხისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 4 2007, 11:13 PM
პოსტი #36


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დაშვებულია თუ არა (ანუ ჯერ კიდევ) ჯვარდაწერილ წყვილს შორის თანაცხოვრება, თუ ეს წყვილი წლების განმავლობაში ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ ჯვარწერა არ არის გაუქმებული



ეს უფრო სამართლის თემაა, თუ წყვილი ცოლ-ქმარია კანონიერად, და ამავდროულად არის ჯვარდაწერილიც, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ მათ თანაცხოვრება აუკრძალოს, მითუმეტეს თუ არც გაყრილები არიან და არც ჯვარი აქვთ აყრილი, მაგრამ შენს კითხვაში ვფიქრობ სხვა რამ ჩანს ამ "ჯერ კიდევ" და "წლების განმავლობაში განშორებაში" შეიძლება რაიმე პრობლემა იდგეს უკან, ამიტომ დასაზუსტებელია და მოძღვარს უნდა კითხოს, ვინც პირადად იცნობს ამ წყვილს, მანამ კი უბრალოდ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ წყვილს შორის, რომლებიც არიან კანონიერი მეუღლეები და ჯვარდაწერილები თანაცხოვრება არის ნაკურთხი, მაგრამ არის სხვადასხვა პრობლემები, როცა კავშირი ფორმალობაა ( ანუ ფორმალურად არიან ჯვარდაწერილები და არც გაყრაა ფორმალურად დაფიქსირებული ), მაგრამ ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, თავისი "ახალი " ოჯახები და მეუღლეები ( ან ერთერთს, ამას არა აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ), მაშინ მათი თანაცხოვრება, მანამ სანამ გაარკვევენ, რომელ ოჯახში უნდათ ცხოვრება და ვინაა მათი ნამდვილი მეუღლე, ვფიქრობ დაუშვებელია. თუმცა მაინც დასაკონკრეტებელია და უკეთესია თუ მოძღვარს კითხავს, ვინც მათ იცნობს.

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 22 2007, 12:47 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



როგორც მიეჩვიეთ, აქ ძირითადად მე ვწერ კითხვებს და უნდა ამიტანოთ როგორმე.
ორი კითხვა მაქვს, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება,მაგრამ ჯერ ერთს დავსვამsmile.gif

ასეთი რაღაც მაინტერესებს: ითვლება თუ არა თვითმკვლელობა მუდამ სასიკვდილო ცოდვად?

რომ გაგაგებინოთ,საიდან გამიჩნდა ეს კითხვა მოკლე "დახასიათებას" მოვიყვან: ჯერ ავიღოთ მაგალითად სულით ავადმყოფობის შემთხვევები, ამ დროს რა ხდება?

მოწამეები გასაგებია ჩემთვის, თითქოს მათ წინასწარ იციან, რომ მათი საქციელით ისინი მოკვდინებული იქნებიან და მაინც აკეთებენ, მაგრამ ეს გასაგებია ( ასევე შეიძლება ალბათ ტყვეების მაგალითიც, რომლებიც არ ტყდებიან დაკითხვისას და ა.შ.).

მეორედ ის, რომ მაგალითად, ჩემი მოძღვრის მეუღლე მლადენკა და მე ერთხელ ვსაუბრობდით და ახსენა , რომ სადღაც სერბიაში თურქები რომ თავს დაესხნენ დედათა მონასტერს ასაოხრებლად, მონაზონი ქალები გაუპატიურებისგან თავდასაცავად მონასტრის სამრეკლოდან გადმოხტნენო . იქ დაღუპული დედები მოწამეებად და წმინდანებად არიან შერაცხულნი ( მარკოს ვკითხეთ მერე და რაღაც იყო,სტუმრები ,ამბავი და ვეღარ გვიპასუხა, თან მლადენკას ყოვლადპატიოსნება მთავარეპისკოპოსს მლადენკას უწოდებს biggrin.gif და "ესკალაციის" თავიდან აცილების მიზნით შემდეგისათვის გადავდე , მას მერე კი არც მინახია ).

მესამე "ვარიანტი" ჩემეულია , ვიცი, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრიც ცუდის მაჩვენებელია და მოსანანიებელი, საბრძოლველი, რომ განვდევნოთ, მაგრამ მე თვითონ მქონია ძალიან ცუდი პერიოდი , როცა მიფიქრია არყოფნა მიჯობს ახლა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი ჩემით , არსებული მიზეზების გამო, რასაც სასიკვდილო ცოდვა ქვია.მაგრამ, თავში გამვლია აზრი: სხვამ რომ მომკლას როცა მე მინდა ასე, ესეც ცოდვაა? sad.gif მიფიქრია, პოლიციელების პატრულის მანქანასტან მივსულიყავი და იარაღი დამემიზნებია, ამ დროს პრაკტიკიდან ცნობილია ისინი ეგრევე ტყვიას არჭობენ (თუ მოასწრეს ცხადია, მაგრამ ძირითადად რამდენიმე არიან და აშკარა თავდამსხმელს რომელიმე მაინც უპასუხებს უკუსროლით) , ხოდა შევლენ ცდომილებაში და მესვრიან sad.gif ეს იყო რაღაც წამის გავლენა , როცა ამას ვფიქრობდი,მაგრამ მაინც მაინტერესებს, მე ვთვლი რომ რახან ეს წინასწარ მოფიქრებულია, ალბათ იგივე სიმძიმის ცოდვაა, რაც საკუთარი ხელით თვითმკვლელობა.

წინასწარ მადლობა პასუხისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 23 2007, 05:33 AM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ითვლება თუ არა თვითმკვლელობა მუდამ სასიკვდილო ცოდვად



თვითმკვლელობა მხოლოდ მაშინაა თვითმკვლელობა როცა მოტივი არის საკუთარი თავის მოკვლა ანუ ის მესამე მოტივი, როცა იმედს კარგავ,
ციტატა
როცა მიფიქრია არყოფნა მიჯობს
ესეც სწორია და ალბათ უფრო მძიმეცაა, რადგან არამარტო თავს იკლავ, არამედ სხვასაც აგდებ ცოდვაში, ასე რომ ესეც თვითმკვლელობაა,
ციტატა
მე ვთვლი რომ რახან ეს წინასწარ მოფიქრებულია, ალბათ იგივე სიმძიმის ცოდვაა, რაც საკუთარი ხელით თვითმკვლელობა.

რადგან მნიშნველობა იმას კი არ აქვს ვისი ხელით მოკვდები, რადგან შესაძლებელია, როგორც ზემოთ ვნახეთ სხვისი ხელით თვითმკვლელობა და შესაძლებელია, როცა თავს იკლავ, მაგრამ თვით მკვლელობა არაა, ასე მაგალითად ის მაგალითი რაც შენ მოიყვანე
ციტატა
სულით ავადმყოფობის შემთხვევები, ამ დროს რა ხდება?

მოწამეები გასაგებია ჩემთვის, თითქოს მათ წინასწარ იციან, რომ მათი საქციელით ისინი მოკვდინებული იქნებიან და მაინც აკეთებენ, მაგრამ ეს გასაგებია ( ასევე შეიძლება ალბათ ტყვეების მაგალითიც, რომლებიც არ ტყდებიან დაკითხვისას და ა.შ.).

ყველა ესენი, რადგან სულიერად ავადმყოფს არ ესმის რას აკეთებს, და არც მოეთხოვება პასუხი, მოწამე იმიტომ ჭეშმარიტებას ეწირება და არა თავს იკლავს, ტყვე იმიტომ, რომ იგი იცავს მამულს და ასრულებს თავის ფიცს და სამსახურს, ასევე არც ესენია თვითმკვლელები, როგორც შენ დაწერე
ციტატა
მონაზონი ქალები გაუპატიურებისგან თავდასაცავად მონასტრის სამრეკლოდან გადმოხტნენო
აქაც მოტივი, ის კი არ იყო, რომ რაიმე უიმედობის გამო გადმოხტნენ, არამედ სიწმიდის დაცვის გამო, ამიტომ ისინი უცნაურია და მოწამეებია, ეწამნენ საკუთარი ხელით! ასევე შეგახსენებ ჩვენს დიდ წმიდანს მამა გრიგოლ ფერაძეს, რომელიც ერთი ვარაუდით საკუთარი ფეხით შევიდა გაზის კამერაში სხვის მაგივრად, ასევე იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც წამებით საიდუმლოს გატეხვის ასაცილებლად, ალყაშემორტყმულებმა თავი აიფეთქეს და ა.შ. ანუ მთავარია ის რომ ვინმე იყოს გონზე და რაა მოტივი, მოტივით იზომება ბევრი რამ და არა გარეგნული ქმედებით.

იხარე,

კაიროსი!

პ.ს.

ისე კითხვები მართლაც მოისუსტებს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 23 2007, 09:36 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაი ბიჭი ხარ კაიროს2kiss.gif მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 27 2007, 08:38 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
სადღაც აღსარების შესახებ იყო თემა,ვერ ვიპოვე და აქ დავწერ, რამეთუ რისი კითხვაც მინდა არც ისე მოშორებულია ამ თემას.

მოკლედ,გერმანიის ტელევიზია ამ ბოლო დროს ხშირად აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და მიუხედავად გერმანელების მიმართ "დამჩმორებლური" პოლიტიკისა, ნელნელა იწყება მედლის ორივე მხრიდან შეხედვის მცდელობა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტელეარხ foenix-ზე აჩვენეს ყოფილი სს-ელების ძებნით და დაკავებით დაკავებული ორგანიზაცეიბი. ამ გადაცემაში კი აქტიურობდა ვინმე ამერიკელი როზენბაუმი (გვარი გვეუბნება ვინცაა წარმოშობით),საქმე ეხებოდა ორ ძველ სს-ნაცისტს, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და იორდანიაში უნდა აფარებდნენ თავს.მოთხრობილი იყო აგრეთვე,თუ როგორ შეძლეს მაშინ ნიურნბერგის პროცესისგან თავის დაღწევა და გაყალბებული საბუთებით ევროპის დატოვება. ეს როზენბაუმი კი დაუღალავად ლანძღავდა ერთერთ კათოლიკურ ეკლესიას,სადაც ეს ნაცისტები გაქცევამდე თავს აფარებდნენ და აგრეთვე ვიღაც აბატის დახმარებით მოახერხეს ევროპის დატოვება.

ჩემი კითხვაა: რატომ ილანძღებოდა ეკლესია, თუ მან ვინმე, თუნდაც უდიდესი ცოდვილი შეიფარა? ნუთუ ვალდებულია მოძღვარი რომ ასეთი ხალხი მართლმსაჯულებას გადასცეს? გარდა ამისა,კათოლიკებშიცაა აღსარების საიდუმლო და მარტო აქედან გამომდინარე, რა უნდა გაებაზრებია მღვდელს იქ მისული და აღსარება ჩაბარებული, ,იქნებ მონანიე კიდეც, კაცის ამბავი და მოეკვლევნებინა? გთხოვთ ამიხსნათ ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ხომ ნამდვილად სწორად იქცევა ეკლესია ანუ სასულირო პირი, რომ "მფარველობს" იქ მისულს? ავიღოთ ისევ ახალი ინციდენტები,ვთქვათ რადოვან კარაჯიჩი მონასტერში მივიდა და იქაა, თავს აფარებს, უნდა გასცეს ის მოძღვარმა? სულერთია რომელი ქვეყნის მონასტერში იქნება, რომ ეროვნულობას და პატრიოტულ აზრებს ავცდეთ.


ეს პოსტი დავწერე ადრე "ზნეობის " თემაში და უყურადღებოდ დარჩა, ძალიან მაინტერესებს და როცა მოიცლით მიპასუხეთ გთხოვთ.

მადლობა წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th November 2019 - 02:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი