თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ცხოვრების უსაზროება...

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 19 2010, 05:26 PM

მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ.
ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა.
მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ.

რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?!
არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება.

მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ.

როგორ აღმოვფხვრა ეს?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 19 2010, 05:54 PM

Molen

რამდენი წლის ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 19 2010, 05:58 PM

terra
რამდენიც მიწერია: 19-ის ვხდები.
აქ რა დასაწერია, მაგრამ ნამდვილად არ ვემდური არაფერს, პირიქით, ყველაფერი იმაზე კარგად მიდის ვიდრე შეიძლება მიდიოდეს.

როგორც დავწერე:

შესანიშნავად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, არ ვუჩივი არაფერს.
როდესაც სიყვარული წამერთვა მას შემდეგ ვარ ასე...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2010, 05:59 PM

Molen
ეგეთი ოცნება მეც მაქვს... პალესტინაში კიარა, უდაბნოში მინდა... სხვა დროში... აი, წარმოიდგინე რომ ფეხთ არაფერი გაცვია, ფეხშიშველი დადიხარ ცხელ ქვიშაზე, სახეში უდაბნოს ცხელი ჰაერი გირტყამს,..... რა ესთეტიკაა, რა ეგზოტიკა :მმმმ:

ოაზისი და ბედაურები, ცხენები, კარვები დიდი და პატარა, ... სამოსიც კი მომწონს მათნაირი, გრძელი პერანგივით და თავზე ბალდახინივით შემოხვეული, თმები გრძელი და დაწნული biggrin.gif

ხოდა, რას ვამბობდი, მესმის შენი, არ გაგიფრენია, არც უაზრობაა smile.gif
უბრალოდ ცოტა დასვენება გინდა ქალაქისგან, ეგაა და ეგ.. ცოტა ხნით სოფელში რომ წახვიდე, ასე 2-3 დღით, იცი რა კარგი იქნება? rolleyes.gif

სოფელში იქ განმარტოვდები, თავს დაუფიქრდები, ანალიზს გაუკეთებ წარსულს და უფრო მხნედ იგრძნობ თავს... იმჰო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 19 2010, 06:06 PM

ადრე ნამდვილად ,, ნამდვილად ასე ვიყავი... რაღაც უაზროდ მეგონა თუ ვცხოვრობდი... რაღაცას გავეკტებდი.. და შემდეგ? მერე რა?? და ა.შ

მაგრამ ეხლა სულ სხვა აზრზე ვარ..

მთავარი მიზანი უნდა იყოს უფალი, ღმერთი ჩვენი.... ამ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სათნო ვეყოთ . . და დავუახლოვდეთ...

დროა ყველაფრისთვი საჭირო... ღმერთი სიყვარულია.. აღანთებს სულს სანთელივით.. და მიგვიძღვება.. გვასწავლის... და გვაჩვენებს ყოველ ნაბიჯზე გზას.. სად და როგორ უნდა წავიდეთ და გავიაროთ...

მაგრამ მე ვხვდები.. რახან უფალმა ინება და ადამიანი მოევლინა ამ ქვეყნად.. ადამიანმაც თავისი ცხოვრება ღვთისადმი სამადლობელად და სადიდებლად უნდა წარმართოს...

ასეა, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს...

შემდეგ კი თავად იცის უფალმა.. რას, როგორ და როდის მოგვაგებს smile.gif

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 19 2010, 06:09 PM

ქევანა
აუ რა მაგრად გესმის ჩემი...
მინდა გრძელი წვერი მქონდეს, დაძონძილი გრძელი სამოსი მეცვას და აღარ ვიყო შებოჭილი კოლოკვიუმებით და შენ კარგი სტუდენტი ხარ უნდა გვასახელო და აღარც პოლიტიკა მინდა (პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობ), სამსახურსაც მივატოვებდი და გრძელსა და ხვეულ ქერა თმას და ყავისფერ წვერს მოვუშვებდი. დილაობით მდინარეში ვიბანავებდი, წიგნებს დავწერდი და წავიკითხავდი...

ასე ვერ მივატოვებ ყველაფერს, ბევრ ადამიას ვჭირდები.. პრობლემა სწორედ ესაა.
და ვინც ცხოვრებაში მიყვარდა ის აქ აღარ არის. იმ სტრესული სიტუაციას თავი დავაღწიე, მაგრამ, მართლა რა, ჩემ ირგვლივ ცუდი არაფერი ხდება, უმადური კი არ ვარ?! თუმცა მწარედ მობეზრებისა და გადაღლილობის შეგრძნება მტანჯავს. თან აშკარად რომ მუდმივად დაძაბული ვბცხოვრობ, რომ ცდუნებებს თავი დავაღწიო (მოგეხსენება ადვილი არაა 19 წლის ბიჭისთვის ყველა ცდუნებისაგან გათავისუფლება).



აკაკი

ციტატა
დროა ყველაფრისთვი საჭირო... ღმერთი სიყვარულია.. აღანთებს სულს სანთელივით.. და მიგვიძღვება.. გვასწავლის... და გვაჩვენებს ყოველ ნაბიჯზე გზას.. სად და როგორ უნდა წავიდეთ და გავიაროთ...

სწორედ სულიწმინდის მადლს ვევედრები, რადგან ადამიანის ბედნიერება, სიხარული და საერთოდ ადამიანობა სულიწმინდიდან მოდის...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 19 2010, 06:12 PM

Molen

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ შენთანა smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2010, 06:12 PM

Molen

ციტატა
ასე ვერ მივატოვებ ყველაფერს, ბევრ ადამიას ვჭირდები.. პრობლემა სწორედ ესაა.

ეგეც მესმის smile.gif

როცა წასვლა მინდოდა, მაგიტომ ვიკავებდი თავს.. უბრალოდ ვერ წავალ ასე, მოუმზადებლად, ახლობლების გაუფრთხილებლად, სანამ არ დავრწმუნდები რომ უჩემოდ კარგად იქნებიან...

ამიტომ, ხშირად ვოცნებობ, რომ ასე 10 წლის მერე მაინც, ჩემი სახლი მქონდეს სოფელში, ფერმასავით....

ეხ, ოცნება ოცნებაა laugh.gif

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 19 2010, 06:15 PM

აკაკი

ციტატა
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ შენთანა

უღრმესი მადლობა, მეგობარო, და იმავეს გისურვებ მეც. გფარავდეს ღმერთი.

ქევანა
ციტატა
ეხ, ოცნება ოცნებაა

ვნახოთ... smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 19 2010, 07:23 PM

ციტატა(Molen @ Apr 19 2010, 05:26 PM) *

მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ.
ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა.
მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ.

რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?!
არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება.

მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ.

როგორ აღმოვფხვრა ეს?


ღმერთი ეძებე

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 19 2010, 08:18 PM

Molen
ბერობაზე ფიქრობ ვარტობ.....მეც ვფიქრობდი, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე დაიწყებდე ჯერ ზრუნნვას, ჩემი აზრით უნდა დარწმუნდე რომ ყველანი შენს ირგვლივ კარგათ არიან განსაკუთრებით მშობლები....როგორც ვიცი იოანე ოქროპირი დედის გარდაცვალების შემდეგ შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 19 2010, 08:49 PM

ვინც გუთანს მიყვება და უკან იხედება ის ვერ გახდება ჩემი ღირსი-ო... რატომ უნდა იყოს დამოკიდებული შვილი მშობელზე ასეთი არჩევანის დროს.. უფალმა, როდესაც მას ერთმა უთხრა უფალო წავალ დავმარხავ მამაჩემს და გამოგყვებიო, უპასუხა შენ მე გამომყევი და მკვდარი მკვდრებმა დამარხონო.. ასე ხომ იყო..
ისე რას ნიშნავს მკვდარი მკვდრებმა დამარხონო ,,ჰა?





პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 19 2010, 09:18 PM

ციტატა(neo @ Apr 19 2010, 07:23 PM) *

ღმერთი ეძებე


ეს მდგომარეობა, რაც ამ კაცმა აღწერა და რაც მეც და ვგონებ შენც გავიარეთ,
უკვე არის ღმერთის ძიება, შეიძლება გარკვეულწილად ცნობიერს მიღმა, მაგრამ მაინც smile.gif
ეს სიმპტომები და კლინიკური ნიშნები, მე პირადად ამაზე მიმანიშნებს.
ადამიანი, უმეტესწილად - სულია და სწორედ ეს სული ეძიებს ვაკუუმისგან, უაზრობისგან, შეუცნობლობისგან განყოფას.
სულს ვერაფერი დააკმაყოფილებს უფლის მადლის და მისი თანამყოფობის განცდის გარდა.
ამიტომ, იგი ყოველთვის ეძიებს და ყოველთვის მიილტვის უფლისკენ.
უბრალოდ, ადამიანთა ნაწილი, სამწუხაროდ, ამ სიცარიელის შევსებას, ამქვეყნიური სიამეებით,
ესთეტიური თუ ხორციელი სიტკბოებით ამაოდ ვცდილობთ.

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 19 2010, 10:25 PM

neo
გაიხარე.

ikanosi

ციტატა
ბერობაზე ფიქრობ ვარტობ..

ხშირად...

terra
რა ზუსტად მსჯელობ...
მინდა რომ რაც მაბადია საერთოდ ყველაფერი გავცე, მინდა რომ ჩემი სულის ქაოსი დიდი გაცემით ჩავახშო და სანაცვლოდ მხოლოდ უფლის მადლი და უფლის მიერ ბოძებული სიყვარული და რა თქმა უნდა ბედნიერება მივიღო. გავცე უფასური ფული და მივიღო შეუფასებელი სიყვარული. გავცე სიყვარული და მივიღო უფალი თვითონ, მივიღო სულიწმინდა და მასთან ერთად ვიყო ცდუნებაზე მაღლა, აქაურ საზრუნავისაგან გათავისუფლებული და სწორედ ბედნიერებით, თავგანწირვით, უდიადესი და უსასრულო სიყვარულით შევქმნა ოჯახი და ყოველმხრივ გულში დავიმარხო მცნებანი ღვთისა, ოჯახთან ერთად ერთგულად, მაგრამ დაფარულად ვადიდებდეთ მას და მის მადლს.

ან უბრალოდ მინდება რომ ახლავე მშვიდად დავტოვო სააქაო და მომეცეს უფლება მივიდე უფალთან საიქიოში...


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 19 2010, 11:01 PM

მინდა

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 20 2010, 01:46 AM

ციტატა(Molen @ Apr 19 2010, 05:26 PM) *

მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ.
ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა.
მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ.

რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?!
არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება.

მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ.

როგორ აღმოვფხვრა ეს?


ყველაფერი რომ კარგად მიდიოდეს არ მგონია აქ გეთხოვა რჩევა ..
ბევრი ფიქრი არ არის კარგი ..... გირჩევ ნაკლები იფიქრო და იოცნებო...ცხოვრება რომ მოგბეზრდა თითქოს............... ბევრი ფიქრისგან არის ჩემი აზრით ...

გირჩევდი საკუთარ მოძღვარს დალაპარაკებოდი.... smile.gif





პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 20 2010, 01:50 AM

ციტატა(A.v.B @ Apr 20 2010, 01:46 AM) *

გირჩევდი საკუთარ მოძღვარს დალაპარაკებოდი.... smile.gif

და პარალელურად ვინმე უფროსს, მოაზროვნე, სანდო ადამიანს, 40 წლის ზევით.
სქესს არ აქვს მნიშვნელობა.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 20 2010, 01:57 AM

ციტატა(terra @ Apr 20 2010, 01:50 AM) *

cool.gif--><div class='quotetop'>ციტატა(A.v.B @ Apr 20 2010, 01:46 AM) *</div><div class='quotemain'><!--quotec-->
გირჩევდი საკუთარ მოძღვარს დალაპარაკებოდი.... smile.gif

და პარალელურად ვინმე უფროსს, მოაზროვნე, სანდო ადამიანს, 40 წლის ზევით.
სქესს არ აქვს მნიშვნელობა.

fiqri.gif

პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Apr 20 2010, 02:22 AM

.

პოსტის ავტორი: gabrieli. თარიღი: Apr 20 2010, 02:32 AM

ეგ განცდა, მიტოვებულობა, მარტოოა, უაზრობა ყველას გვჭირს მეტ-ნაკლებად რო რაღაცა გვინდა და ვერაფრით ვერ ვივსებით, ეგ იმის ბრალია რომ ღმერთთან არ ვართ და არ გვაქვს პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან და ამიტომ ვართ ესე და ამის წამალი ღმერთის გარდა არ არსებობს მთელი მსოფლიო რო შენი იყოს მაინც ეს განცდა გექნება იმიტომ რომ ადამიანი არ არის ამ სოფლის მოქალაქე ადამიანი სასუფევლის მოქალაქეა და აბა აქ როგორ უნდა იყოს კარგად ღვთის გარეშე? როცა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა ღმერთთან იყოს, და ამის წამალი მხოლოდ ღვთისკენ სწრაფვაა, და თუ სხვა გზას ავირჩევთ ჩვენი ეს განცდები და ტანჯვა არ დასრულდება და როცა გარდავიცვლებით მაშინ დაიწყება უარესი რაღაცით რო გვინდა ავივსოთ და რო ვერ ავივსებით აი ესაა ჯოჯოხეთი ღვთის გარეშე ყოფნა და ეს პრობლემა გვაწუხებს უშუალოდ ყველას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 20 2010, 11:13 PM

ციტატა
.როგორც ვიცი იოანე ოქროპირი დედის გარდაცვალების შემდეგ შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას

ეს არ ვიცოდი smile.gif

elusia
უფალმა თქვა, ვინც დედას და მამას პატივს სცემს, ის დღეგრძელობას მოიპოვებსო, ათი მცნებიდან ერთ–ერთია : )

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 20 2010, 11:28 PM

ციტატა(A.v.B @ Apr 20 2010, 01:57 AM) *

fiqri.gif


გამოცდილი ადამიანია საჭირო, რომელსაც აქვს პირადი ემპირია და ცხოვრებისეული წრთობა.
ხო შეიძლება მოძღვარი ლაწირაკი იყოს, 26-27 წლის?!
ჰოდა, ეს მოზრდილი, გამოცდილი, მოაზროვნე და სანდო ადამიანი, შეავსებს მოძღვრის რჩევებს smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 21 2010, 07:05 AM

ცხოვრება არაა უაზრო. ცხოვრების ერთადერთი რეალური აზრი ღმერთის სიყვარული და მისი მსახურებაა. დანარჩენი ყველაფერი ილუზორული და დროებითია.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 21 2010, 08:02 AM

Molen
კარგი გიფიქრია.ფიქრებსაც კარგად გადმოსცემ.რამდენი რამის გაკეთება გდომებია ამიტომაც უაზრობა არ არის ცხოვრება.


პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 21 2010, 11:21 AM

ქევანა
უფალმა რაც თქვა გასაგებია. აბა ეხლა ისეთი ადამიანი მშობელს რომ ეტყვის რა შენი საქმეა სად მივდივარო არც არის მოსაწონი, მაგრამ მშობლების უმრავლესობას არც უნდა შვილი ბერობის და მონაზვნობის გზაზე შემდგარი, მაგრამ შვილის სულიერ მოთხოვნილებას შებრკოლება არ უნდა მიეცეს. უფალმა ისიც თქვა ვინც ყველას არ მოიძულებს ვერ გამომყვებაო. გასაგებია რომ მშობლების დახოცვას არ გულისხმობდა. ნამეტანი სხვის ჭკუაზე სიარული ვერ გამოაწრთობს ადამიანს, ძველი აღთქმის იქეთ რომ არ გაუხედავთ იმ ხალხს დღესაც არ სწამს იესო, ამიტომ აუცილებელია ბევრად თAვისუფლები ვიყოთ, როგორც ქრისტე.10 მცნებებზე დასარჩენად არ მოსულა უფალი უფრო მეტი თავისუფლება მოგვანიჭა არჩევანში.სწორ არჩევანში..ფარისევლებმა ჩაბღაუჭებული 10 მცნება , ლამის ადამიანთა დასამონებლად გამოიყენეს.
ამიტომ მოვიდა უფალი რათა ემხილა ისინი და ამიტომაც თქვა ვინც ყველას არ მოიძულებს და არ გამომყვება მე ის ვერ გახდება ჩემი მოწაფეო. 10 მცნებაში ჩარჩითო არ უთქვამს , ტვინი გაანძრიეთო ეს მცნებები ხომ ხედავთ ფარისევლებმა სათავისოდ გამოიყენესო, ამიტომაც მე უფრო მეტის მოსაცემად მოვედი რადგან გაიგოთ, რომ მე ვარ ერთადერთი წინამძღოლიო. ამიტომაც უფლის იმედად უნდა ვიყოთ. ჩარჩოებისთვის არ ვართ შექმნილი. ადამიანმა თავად უნდა იცოდეს რა უნდა. რა შეუძლია დრო აჩვენებს.


პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Apr 21 2010, 12:08 PM

ყოჩაღ ელუსია, კარგად აზროვნებ, უმაღლესი მცნება სიყვარულია, სიყვარული კი უფლისგანაა

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Apr 21 2010, 12:29 PM

ჩვენი სულიერი ცხოვრება - ესაა ბრძოლა ნათელ და ბნელ აზრებს შორის, ბრძოლა ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის, ხშირად გარემოებები გვკარნახობენ აზრებს, ზოგჯერ კი აუხსნელად იქმნება შეუცნობელი განწყობა. ეს ყველაფერი კი იქიდან მოდის, რომ ჩვენ ვიმყოფებით ცვალებად, არასტაბილურ მატერიალურ სამყაროში. მაგრამ როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქ დედამიწაზე იწყება, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში და იქ მკაფიოდ უნდა დაინახოს და გამიჯნოს ერთმანეტისგან რა სურს გულს და რა ესაჭიროება სულს. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენი გულისთქმანი არასწორ გზაზე შედგომას გვიბიძგებენ და ბოლომდე რომ ავყვეთ ძალიან საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ამიტომ აუცილებელია სულზე ზრუნვა უპირველეს ყოვლისა, რათა არ დავკარგოთ მარადისობა ანუ მარადიული თვისებები:სიყვარული, სიმშვიდე, და საბოლოო ჯამში ურყევად შევინარჩუნოთ რწმენა და წრფელი გულით წარვსდგეთ უფლის წინაშე. უფალი ბრძანებს: იქნება კი ვინმე რწმენით სავსე, როდესაც მეორედ მოვალ ამქვეყნადო? აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი,რომ ამ კითხვას დადებითად ვუპასუხოთ არა ოდენ სიტყვით, არამედ საქმით, შეგეწიოთ ყველას უფალი, გფარავდეთ მუდამ უზენაესის უსაზღვრო მადლი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2010, 12:56 PM

ყველა ადამიანის ცხოვრება მძიმე ჯვრის ტვირთვაა, მთავარია სულიერად არ დავეცეთ და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს, იმედი მომავლისა არ დავკარგოთ.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 21 2010, 01:16 PM

მინდა, მინდა

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 21 2010, 03:01 PM

mtawmindeli
madlioba.gif
აკაკი
fiqri.gif dntknw.gif
?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 21 2010, 04:00 PM

ბედნიერი ხარ რომ მხოლოდ 19 წლისამ განიცადე ეგ შეგრძნება...ზოგს იქიდან ტანჯავს ეგ გრძნობა რაც ცნობიერება აქვს... a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 05:51 PM

ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 27 2010, 07:15 PM

elusia

ციტატა
უფალმა ისიც თქვა ვინც ყველას არ მოიძულებს ვერ გამომყვებაო.

ასეთი რა არ მახსოვს ეთქვას... huh.gif
თუ ყველა გეყვარება ღმერთიც გეყვარება და პირიქითაც თუ ღმერთი გიყვარს მაშინ ყველა გიყვარს

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 27 2010, 07:37 PM

ikanosi
ყველა შეიძულეთო კი არა ვინც ჩემი გულისთვის ვერ შეძლებს ყველას მოძულებას ის მე ვერ გამომყვებაო..

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Apr 27 2010, 08:28 PM

ციტატა
მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე

ხო მარა ეს გაქცევაა საკუთარი თავისგან, პასუხისმგებლობებისგან, განსაცდელის არარსებობის შემთხვევაში თუ ადამიანი არ ცოდავს არ ნიშნავს რომ მასში ცოდვა არ ცოცხლობს, სიცოცხლე არის ძალიან ძალიან პატარა, უნდა იყო იქ სადაც ხარ - შუაგულ ბრძოლის ველზე, აჯობო საკუთარ თავს, სული გამოაწრთო ცეცხლში და ძღვენი უფალს მიართვა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 27 2010, 08:36 PM

elusia
ციტატა მომიყვანე ერთი

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 28 2010, 08:05 PM

ikanosi
,, თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმასა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.ვინც არ აიღემს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება მე , ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს,განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ღირებულებას, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს,დაცინვას დაუწყებს.' და იტყვის:ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.''...........

smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)