IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეგვიპტე, ისტორია, მითები და საიდუმლოებანი
tamara
პოსტი Mar 2 2008, 07:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ჯერ ფარაონთა სია
(მომაწოდა რატი იოანათამიშვილმა)

ძველი ეგვიპტის ფარაონები

წინადინასტიური ეგვიპტე ძვ.წ.~3500-3230

ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის სამეფო

პუ
სეკა
ხაიუ
ტიუ
ჩეში
ნიხები
უაჯანეჯი
მეხი

ზემო (სამხრეთ) ეგვიპტის სამეფო

სელკი (მორიელი)

კა

ნარმერი (ჰორ-სომი)


ზემო და ქვემო ეგვიპტის ფარაონები


I დინასტია ძვ.წ. 3249-3043

ჰორ-აჰა (მენესი) 3239-3209
იტი (ატოტისი) 3209-3182
ჯერი (სეთჰი) 3182-3151
ჯეთა (უაჯი) 3151-3124
უდიმუ 3124-3104
მერპებია 3104-3078
სემერხეტი 3078-3069
კაა 3069-3043

II დინასტია ძვ.წ. 3043-2742

ხეტეპ-სეხემუი 3043-3006
ნუბნეფერი (რა-ნები) 3006-2967
ნინეჯერი 2967-2920
პერიბრუნი (სეხემიბი) 2920-2903
სენეჯი 2903-2862
აკა (ნეტერკა) 2862-2844
ნეფერხერესი 2844-2819
ხა-ხესემი 2819-2772
ხა-სხემუი 2772-2742

III დინასტია ძვ.წ. 2742-2668 (საფეხურებიანი პირამიდების ეპოქა)

სანეხეტი (ნებკა) 2742-2723
ჯოსერი 2723-2704
სეხემხეტი 2704-2698
ხა-ბა 2698-2692
ჰუნი 2692-2668

IV დინასტია ძვ.წ. 2668-2549 (დიდი პირამიდების ეპოქა)

სნოფრუ 2668-2644
ხუფუ (ხეოფსი) 2644-2621
ჯედეფრი (რაჯედეფი) 2621-2613
ხაფრა (ხეფრენი) 2613-2588
ბაუფერა 2588-2583
მენკაურა (მიკერინი) 2583-2555
შეფსესკაფი 2555-2551
დედეპტაჰი 2551-2549

V დინასტია ძვ.წ. 2549-2424

უსერკაფი 2549-2542
სახურა 2542-2528
ნეფერირკარა 2528-2518
შეფრესკარა 2518-2511
ნეფერაფრა 2511-2504
ნიუსერრა 2504-2501
მენკაუჰარა 2501-2493
ჯედკარა 2493-2454
უნისი 2454-2424

VII დინასტია ძვ.წ. 2250-2232

ნეფერკარა I 2250-2248
ნეფერკარა-ნები 2248-2246
ჯედკარა-შემაი 2246-2244
ნეფერკარა-ხენდუ 2244-2242
მერენჰორი 2242-2240
ნეფერკამინი 2240-2238
ნიკარა 2238-2236
ნეფერკარა-ტერერუ 2236-2234
მეფერკაჰორი 2234-2232

VIII დინასტია ძვ.წ. 2232-2219

უაჯიკარა 2232-2228
ნეფერკამინანუ 2228-2226
კაკარე-იბი 2226-2222
ნეფერკარა II 2222-2221
ნეფერკაუჰორი 2221-2220
ნეფერიკარა 2220-2219

IX დინასტია ძვ.წ. ~2220-2130 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)

ახტოი I 2220-2200
ნეფერკარა III 2200-2190
ახტოი II 2190-2170
სეტუტი (სუნ-ხა) 2170-2160
ახტოი III 2160-2145
მერი 2145-2140
შედი 2140-2135
უსერი 2135-2130

X დინასტია ძვ.წ. 2130-2040 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)

მერიხატორი 2130-2120
ნეფერკარა IV 2120-2115
ახტოი IV (უაკარა) 2115-2070
მერიკარა 2070-2050
უცნობი ფარაონი 2050-2040

XI დინასტია ძვ.წ. 2061-1991 (2133-2061 თებეს ნომარქები, 2061-დან ეგვიპტის კვლავ გამაერთიანებლები)

მენტუხეტეპ I 2133-2118
ინტეფ I (სეხერ-ტაფი) 2133-2117
ინტეფ II (უან-ანხი) 2117-2069
ინტეფ III (ნეხეტ-ნეფური) 2069-2061
მენტუხეტეპ II 2061-2009
მენტუხეტეპ III 2009-1998
მენტუხეტეპ IV 1998-1991

XII დინასტია ძვ.წ. 1991-1786

ამონემხატ I 1991-1962
სენუსერტ I 1962-1928
ამონემხატ II 1928-1896
სენუსერტ II 1896-1878
სენუსერტ III 1878-1842
ამონემხატ III 1842-1797
ამონემხატ IV 1797-1789
ნეფრუსებეკი (ქალ-ფარაონი) 1789-1786

XIII დინასტია ძვ.წ. 1786-1633

სებეკხოტეპ I 1786-1781
სენბუეტი (ამონემხატ V) 1781-1778
სეხეტეპიბრა (ამონემხატ VI) 1778-1777
სანხიბრი 1777-1776
ხეტეპიბრი 1776-1775
სებეკხოტეპ II 1775-1774
რანსენები 1774-1773
ჰორი (აუიბრა) 1773-1772
სეჯეფაკარა (ამონემხატ VII) 1772-1771
ხუტაუირა 1771-1769
სენეფერიბრა (სენუსერტ IV) 1769-1768
ხენჯერი 1768-1764
სემენხარა 1764-1761
სებეკმესაფ I 1761-1754
სებეკხოტეპ III 1754-1751
ნეფერხოტეპ I 1751-1740
სებეკხოტეპ IV 1740-1732
სებეკხოტეპ V 1732-1725
ნეფერხოტეპ II 1725-1715
სებეკხოტეპ VI 1715-1711
ნეფერხოტეპ III 1711-1706
უახიბრა 1706-1696
მერნეფერრა 1696-1673
მერხეტეპრა 1673-1671
ჯედნეფერა (დედიმოს I) 1671-1660
ჯედხეტეფერა (დედიმოს II) 1660-1655
სენებმი 1655-1650
მერშეპსეფ-ინი (მენტუხეტეპ V) 1650-1645
მენტუნმსაფი 1645-1640
სენააიბი (მენკაურა) 1640-1633

XIV დინასტია ძვ.წ. ~1770-1603 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

ხატირა 1770-1765
ნებხაურა 1765-1760
სეხებრა 1760-1755
მერჯეფრა 1755-1750
სავაჯკარა 1750-1745
ნებჯეკარა 1745-1740
უბნერა 1740-1735
უცნობი ფარაონი 1735-1730
აუიბრა 1730-1725
ხერიბრა 1725-1720
ნებსენრა 1720-1715
უცნობი ფარაონი 1715-1710
სეხეპერენრა 1710-1705
ჯედხერურა 1705-1700
სანხიბრა 1700-1695
ნეფერტემრა 1695-1690
სეხემრა 1690-1685
კაკემურრა 1685-1680
ნეფერიბრა 1680-1675
ორი უცნობი ფარაონი 1675-1670
ანხკარა 1670-1665
სემენრა 1665-1660
13 უცნობი ფარაონი 1660-1640
შეფერრა 1640-1635
მენრა 1635-1630
ჯედკარა 1630-1625
13 უცნობი ფარაონი 1625-1615
ხეპუ 1615-1610
ნებენნატი 1610-1605
ბებნემი 1605-1603

XV დინასტია ძვ.წ.1674-1567 (ეგვიპტის დამპყრობელ ჰიქსოსთა დინასტია)

სალათისი (შალიკი) 1674-1659
შეში (მაიებერა) 1659-1645
იაკუბხერი 1645-1637
ხიანი 1637-1617
აპოპი I (აუსერრა) 1617-1595
აპოპი II 1595-1576
ხამუდუ 1576-1567

XVI დინასტია ძვ.წ. ~1650-1565 (ეფემერული დინასტია, მმართველობდა ეგვიპტის მცირე ნაწილზე)

ნუბუსერი 1650-1630
იაკბოამი 1630-1615
ვადჯედი 1615-1600
იაკბაალი 1600-1585
ნუბანხერი 1585-1575
ანატხერი 1575-1570
ხაუსერი 1570-1565

XVII დინასტია ძვ.წ.1665-1567 (თებეს ნომარქთა დინასტია)

ინტეფ IV (რეხოტეპი) 1665-1660
ინტეფ V 1660-1658
სებეკმესაფ II 1658-1642
ჯეხუტი 1642-1641
მენტუხეტეპ VI 1641-1640
ნებირირად I 1640-1622
ნებირირად II 1622-1621
სემენმეჯატრი 1621-1620
სენუსერტ V 1620-1608
სებეკმესაფ III 1608-1599
ინტეფ VI (სეხემრა) 1599-1594
ინტეფ VII 1594-1593
სენახტენრა 1593-1592
სეკენენრა-ტაა I 1592-1588
სეკენენრა-ტაა II 1588-1573
კა-მესუ 1573-1567

XVIII დინასტია ძვ.წ.1567-1319 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)

იაჰმეს I 1567-1546
ამონჰეტეპ I 1546-1526
თუტმოს I 1526-1513
თუტმოს II 1513-1496
ხატშეპსუტი (ქალ-ფარაონი) 1496-1474
თუტმოს III 1474-1442
ამონჰეტეპ II 1442-1416
თუტმოს IV 1416-1408
ამონჰეტეპ III 1408-1372
ეხნატონი (ამონჰეტეპ IV) 1372-1356
სემენხკარა 1356-1354
ტუტანხამონი 1354-1345
ეიე 1345-1342
ხორემხები 1342-1319

XIX დინასტია ძვ.წ.1319-1206

რამსეს I 1319-1318
სეტი I 1318-1304
რამსეს II დიდი 1304-1237
მერნეპტაჰი 1237-1223
სეტი II 1223-1213
ამონ-მესესი 1213-1212
სეპტაჰი 1212-1207
ტაუსერტი 1207-1206

XX დინასტია ძვ.წ.1206-1070

სეტნახტი 1206-1204
რამსეს III 1204-1172
რამსეს IV 1172-1162
რამსეს V 1162-1156
რამსეს VI 1156-1139
რამსეს VII 1139-1133
რამსეს VIII 1133-1127
რამსეს IX 1127-1109
რამსეს X 1109-1099
რამსეს XI 1099-1070


XXI დინასტია ძვ.წ.1070-947

სემენდესი 1070-1044
ხერიხორი [ფაქტ.მმართ.თებეში] 1070-1050
ამენემნისუ 1044-1039
პსუსენ I 1039-993
ამენემიპეტი 993-978
საამონი 978-960
პსუსენ II 960-947

XXII დინასტია ძვ.წ.945-715 (ლიბიური დინასტია)

შეშონკ I 947-924
ოსორკონ I 924-891
შეშონკ II 891-889
ტაკელოტ I 889-874
ოსორკონ II 874-849
ტაკელოტ II 849-823
შეშონკ III 823-773
პამი 773-767
შეშონკ V 767-730
ოსორკონ IV 730-715

XXIII დინასტია ძვ.წ.818-715 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

პეტუმბასტი 818-793
იუპუტ I 793-783
შეშონკ IV 783-777
ოსორკონ III 777-749
ტაკელოტ III 749-734
რუდამონი 734-731
იუპუტ II 731-720
შეშონკ VI 720-715

XXIV დინასტია ძვ.წ.725-711 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)

ტეფნახტი 725-718
ბოკქორისი 718-711

XXV დინასტია ძვ.წ.751-656 (ნუბიური დინასტია)

პიანხი 751-716
შაბაკა 716-695
შებიტკუ 695-689
ტახარკა 689-664
ტანუტამონი 664-656

XXVI დინასტია ძვ.წ.672-525 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)

ნეხო I 672-664
პასმტიხ I 664-611
ნეხო II 611-595
პსამტიხ II 595-589
ხოფრა (აპრისი) 589-568
იაჰმეს II (ამასისი) 568-526
პსამტიხ III 526-525

XXVII დინასტია ძვ.წ.525-404 და 343-332 (ირანელი აქემენიდების სატრაპები)

არიანდი 525-510
ფერენდატ I 510-485
აქემენი 485-456
მეგაბიზე 456-449
არშამა 449-410
ჰიდარნე 410-404
. . .
ფერენდატ II 343-336
სავაკე 336-333
მაზაკე 333-332

XXVIII დინასტია ძვ.წ.404-399

ამირთეი 404-399

XXIX დინასტია ძვ.წ.399-379

ნეფერიტ I 399-393
პსამუტი 393-392
ახორისი 392-380
ნეფერიტ II 380-379

XXX დინასტია ძვ.წ.379-343

ნეკტანებ I 379-362
ჯეხორი (ტახი) 362-360
ნეკტანებ II 360-343


332 - დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა


ელინისტური ეგვიპტე


XXXI დინასტია ძვ.წ.332-323 (ეგვიპტის მაკედონელი სატრაპები)

კლეომენე 332-323
პერდიკა 323-321

XXXII დინასტია ძვ.წ.321-30 (პტოლემაიოსთა დინასტია)

პტოლემაიოს I სოტერი 321-283
პტოლემაიოს II ფილადელფოსი 283-246
პტოლემაიოს III ევერგეტი 246-222
პტოლემაიოს IV ფილოპატორი 222-205
პტოლემაიოს V ეპიფანე 205-181
პტოლემაიოს VI ფილოპატორი 181-145
პტოლემაიოს VII ნეოს ფილოპატორი 145-144
პტოლემაიოს VIII ფისკონი 144-116
პტოლემაიოს IX სოტერი 116-107, 88-81
პტოლემაიოს X ალექსანდრე 107-88
პტოლემაიოს XI ავლეტი 81-80
პტოლემაიოს XII სოტერი 80-58, 56-51
ბერენიკე (ქალ-ფარაონი) 58-57
არქელაოსი 57-56
პტოლემაიოს XIII დიონისე 51-47
კლეოპატრა (ქალ-ფარაონი) 47-30

30-დან რომის პროვინცია

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 2 2008, 08:44 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ეგვიპტეს ისტორიული რუქები

წინადინასტიური ეგვიპტს რუქა -
Egypt in the Predynastic Periods (about 4400 - 3000 BC)
IPB-ს სურათი



ეგვიპტის უძველესი ქალაქები -ზემო ეგვიპტე

Upper Egypt about 4400 - 3000 BC
(underlined site names indicate places covered in Digital Egypt for Universities)
IPB-ს სურათი
Early Egypt
Lower Egypt
IPB-ს სურათი
http://www.digitalegypt.ucl.ac.uk//chronology/index.html
http://www.egyptology.ru/map.htm


ამ რუქაზე ნილოსის სანაპირო და მთელი ეგვიპტე პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად - ზემო -შუა და ქვემო(დელტა) ეგვიპტედ.

IPB-ს სურათი
ზემო ეგვიპტეს ისტორიული ქალაქები
რუქა

IPB-ს სურათი


შუა ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე-დელტა
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
რა თქმა უნდა თითოეულ მათგანზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცნობილ ძველ ეგვიპტურ ქალაქებზე ბევრი საინტერესო მასალის დადება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 2 2008, 10:04 PM
პოსტი #3


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



გაიხარე თამარ!
ძალიან კარგი თემაა!
ისე, თავხედობაში არ ჩამომათვათ და ხომ არ ჯობია, რომ უკვე ცალკე თემა გაიხსნას "მსოფლიო ისტორია"
მსოფლიო მუზეუმები...
ეგვპტე...
და ა.შ
საკმაოდ დაგროვდა თემები.
საქართვლოს ისტორიაში უცნაურად ჟღერს...
არ მეთანხმებით?
მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 2 2008, 11:56 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ეს მარინესთან....
smile.gif



ხეოფსის პირამიდის სქემა-
#1 ოფიციალური შესასვლელია პირამიდაში,
ხოლო #2 ალ-მამუნის მიერ გათხრილი შესასვლელია - ის მძარცველებმა გათხარეს

-820 წელს ჩვ წ-აღ-ით ხალიფმა ალ-მამუნმა ბრძანება გასცა ჩრდილოეთ მხარეს გაეთხარათ პირამიდაში შესასვლელი -, რადგან მთავარი შესასვლელი არ ჩანდა და ხალიფმა იცოდე რომ ის ჩრდილოეთ მხარეს უნდა ყოფილიყო. ამიტომ მან გადაწყვიდა გაეთხარათ ბრმად გვირაბი - შესასვლელი ააფეთქეს დენთით.
ეს წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა - ალ-მამუნის შესასვლელი შიგნით შეუერთდა ოფიციალურ შესასვლელ, რომელსაც ფარაონის საგანძურთან მიდიოდა.

IPB-ს სურათი
http://www.goldentime.ru/hrs_cat_hufu.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 3 2008, 12:16 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



კარნაკის კომლექსი ერთ ერთი ყველაზე გრანდიოზულია ეგვიპტეში - მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მრავალი ფარაონის მიერ და საერთო ჯამში 1500 წელი. ეგვიპტელები მას უწოდებდნენ "იპეტ სუტს" - რაც ნიშნავს - უმშვენიერესი ადგილთა შორის.
განსაკუთრებით იყო იგი აყვავების ხანაში 1550-1069 წლებში ჩვ წ-ა-ღმდე. თებესთან ერთდა იგი წარმოადგენდა საკულტო-ადმინისტრაციულ ცენტრს და სამეფო რეზიდენციის ადგილს. კარნაკში იყო უძვირფასესი საგანძური და თავისი მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ნაგებობებით წარმოადგენდა მუზეომს ცის ქვეშ.

IPB-ს სურათი

კარნაკი შედგებოდა სამი დიდი ტაძარული კომპლექსისაგან -
1) ამონის ტაძრული კომლექსი - ეს იყო თებური სამების თაყვანისცემის ცენტრი - ამონის, მუტის და ჰონსუს სამება.
2) სამხრეთში მდებარეობდა მუტის სატაძრო კომპლექსი, რომელიც შეერთებული იყო მთავარ ამონის კომლექსთან სფინქსების ხეივანით
3) ჩრდილოეთით მდებარეობდა თებური ღვთაების მონტუს ტაძარი.

IPB-ს სურათი

კარნაკის ძირითადი ნაწილი აგებული იყო დედოფალ ხაჩეფსუტის, სეტი I, რამსესII და თუთმოს III-ის დროს. თუმცა ამონის ტაძარი აგებული იყო უძველესი დროიდან. (1900 წელი ჩვ წ-აღმდე) - მოგვიანებით კი ზემოჩამოთვლილმა ფარაონებმა ის გააფართოვეს და გაამდიდრეს - კარნაკის მშენებლობა გრძელდებოდა რომაელების მოსვლამდეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 3 2008, 08:30 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ახლა ორიოდე სიტყვით პირველი სატაძრო კომლექსის შესახებ -
1) ამონის სატაძრო კომლექსი - სწორედ ეს კომპლექსი მიაჩნიათ შეცდომით ტურისტთა უმრავლესობა კარნაკად, მაგრამ ეს ასე არ არის კარნაკი სამი დიდი კომლექსისგან შედგება და ამონის ტაძარი ერთ ერთი მათგანია.
ამონის ტაძარი ყველაზე გრანდიოზულია თავისი ზომებით და მნიშვნელობით. მას რთული აგებულების სტრუქტურა აქვს - და ორი მკვეთი მიმართულებითაა აგებული - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ
ოდესღაც ამონის ტაძარი და ნილოსი შეერთებული იყო არხით.
ტაძრის შესასვლელთან არის სწორედ ცხვრისთავიანი სფინქსების ცნობილი ხეივანი, ხოლო სფინქსების თათებს შორის დგას ფარაონთა ქანდაკებები.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ეს ამონის ტაძრის ეზოა..


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ეს არის ფარაონ სეტი II -ს სალოცავი რომელიც შედგება სამი თაღოვანი ნაგებობისაგან -ეს სამი ღვთაების - ამონის მუტის და ჰონსუს სალოცავებია
IPB-ს სურათი
ეს ტუტანხამონის სფინქსია, რომელიც დააზიანა ხორემხებმა

IPB-ს სურათი
ეს რამსესII -ის ტაძარია და წარწერები ქვევით კი რამსეს II -ს სახელს შეიცავს - ფარაონის სახელი კი იეროგლიფებში შემოხაზული იყო ჩარჩოთი რომელსაც კარტუში ეწოდება.
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ეს რამსეს II -ის ტაძრის თაღებია


თავად რამსეს II-ს ეს პილონი არ აუგია - მან თავისი ასხელი ალბათ მოგვიანებით ჩააწერინა იქ, შესაძლოა ეს თაღი ზევით ააგო ხორემხებმა. ამ თაღის მერე ტურისტები ხვდებიან ამონის ტაძრის ყველაზე გრანდიოზულ ნაწილში - დიდ სვეტებიან დარბაზში

IPB-ს სურათი

ეს დარბაზი ნამდვილი საოცრებაა - უზარმაზარი სვეტების ტყე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე.

IPB-ს სურათი

დარმაზში დგას 134 სვეტი რომლენიც არის 15 მეტრის სიმაღლის (რამდენიმე შემოსასვლელში აღწევს 21 მეტრს) - თითოეული სვეტის გარშემოტყმა დახლოებით ექვს ხელგაშლილ ადამიანს თუ შეუძლია.
თითო სვეტის თავზე ეტევა 50 ფეხზე მდგარი ადამიანი. ტაძრის თავსახური მთლიანად ჩამონგრეულია.
შესაძლოა სვეტებს შორის ფარაონთა ქანდაკებები იდგნენ.

IPB-ს სურათი

ამ დარბაზის შემდეგ გავდივართ კარნაკის ტაძართან რომელიც ამენხოტეპ III-მ ააგო -
IPB-ს სურათი
აქ დგას ცნობილი სვეტი რომელიც ყველაზე მაღალია მთელს ეგვიპტეში - იგი გამოთლილია გრანიტის ერთი ნაჭრისგან და 30 მეტრის სიმაღლისაა.
შემდეგ მოდის უკვე ტაძრის მეტად დაზიანებულ ინაწილი, რომელიც თუთმოს III -ს მიერაა აგებული

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 11:03 AM
პოსტი #7


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



tamara
კარგი ხარ 2kiss.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2008, 04:26 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(mari touchet @ Mar 4 2008, 11:03 AM) *

tamara
კარგი ხარ 2kiss.gif


ჭეშმარიტად rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 4 2008, 08:36 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ახლა ერთი სენსაცია -


პირამიდები ოფიციალური ვერსიით აიგო მაშინ, როცა ეგვიპტელებმა არამც თუ რკინის, არამედ ბრინჯაოს წარმოებაც კი არ იცოდნენ და მხოლოდ სპილენძის იარაღებს იყენებდნენ - მაშინ ბორბალიც არ იყო ჯერ გამოგონებული...

მაგრამ -

ხეოფსის პირამიდის შესწავლისას 102 რიგში აღმოაჩინეს 3 მილიმეტრის სისქის და 300X100 ფართობის რკინის ფირფიტა. ექსპერტიზამა აჩვენა, რომ ეს ფირფიტა დადებული იყო უშუალოდ პირამიდის მშენებლობისას და ბლოკების დადებისას.
მხოლოდ 1989 წელს გახდა შესაძლებელი ამ რკინის ფირფიტსათვის ანალიზი ჩაეტარებინათ. პირველ რიგში უნდა დაედგინათ იყო თუ არა რკინაში ნიკელი.
საქმე იმაშია, რომ რკინის ნივთებს იყენებდნენ ძველი შუმერები 6 000წლის წინ, მაგრამ ის რკინა არ იყო მიღებული მადნისაგან არამედ მეტეორიტული წარმოშობის იყო - მეტეორიტულ რკინაში ნიკელი დიდი რაოდენობითაა.
პირამიდის ბლოკებს შორის ნაპოვნ ფირფიტაში ნიკელის კვალი იქნა აღმოჩენილი - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რკინის ფირფიტა ადამიანებმა მადნისაგან დაამზადეს.
თანაც რკინის ფირფიტის ზედაპირზე ოქროს კვალიც აღმოაჩინეს...

ახლა კი მთავარი შეკითხვა - ვინ დაამზადა ეს ფირფიტა?
ეგვიპტელებს რკინის დამზადება რომ სცოდნოდათ 4500 წლის წინ - მაშინ ეს სხვაგანაც გამოჩნდებოდა - იპოვიდნენ რკინის ნივთებს და რკინის საამქროებს.
ანუ გამოდის, რომ ეს ფირფიტა შეტანილი იყო ეგვიპტეში
საიდან?
http://www.wands.ru/txt/prm_057r.html


http://www.catchpenny.org/iron.html


The Iron Plate in
the Great Pyramid
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2008, 08:51 PM
პოსტი #10


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 6 2008, 11:01 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!

თამუნა- სახელმძღვანელოში ბევრ რამეს ვერ ნახავ -

აი ერთ პარადოქსსაც გაჩვენებ - ეს მე სხვა ფორუმებზეც დავდე და ბარემ აქაც გავიმეორებ -

ერთი საინტერესო გამოთვლა -

длина стороны основания пирамиды Хеопса -- 230 м, число ступеней пирамиды -- 200. Количество каменных блоков при среднем весе каждого 2,5 т и объеме 1 куб.м, уложенных в корпус сооружения, -- 2,6 миллиона. Кроме того, на облицовку пирамиды потребовалось 115 500 мраморных плит

------------------------------

ანუ ხეოფსის პირამიდის შიგნით არის 2 600 000 ცალი 2-ტონიანი ბლოკი.
ჰეროდოტეს მიხედვით ამ პირამიდას აშენებდნენ 20 წელი
ანუ ეს არის 20Х365=7300 დღე.

ბლოკების რაოდენობა გავყოთ დღეებზე -

2 600 000:7300=დაახლოებით ეს არის 356 ბლოკი

ანუ გამოდის, რომ ეგვიპტელები ერთ დღეში აგებდნენ, ამზადებდნენ და აპირკეთებდნენ 356 ცალ უზარმაზარ ორტონიან ბლოკებს!!!!
აღარაფერს ვამბობ პირამიდების მოპირკეთებაზე მარმარილოთი - რომელიც დღეს ფაქტიურად მთლიანად მოცილებულია პირამიდებიდან.


ახლა ვნახოთ რამდენი ხანი მეფობდნენ ხეოფსი და ხეფრენი - შეგახსენებთ, რომ ეს ის ორი ფარაონია, რომლებმაც ააშენეს ოფიციალური ვერსიით ორი უზარმაზარი პირამიდა - ხეოფსის და ხეფრენის პირამიდები გიზის პლატოზე.


Хафра, или Хефрен в греческом варианте, — четвертый фараон Египта из IV династии; царствовал, согласно Туринскому папирусу, 24 года (предположительно, между 2558 и 2532 до н. э.). Считается, что Хафра был либо братом и наследником Хеопса (Хуфу), либо сыном Хуфу и наследником фараона Джедефра.
Пирамида Хафры 29°58′32″ с. ш. 31°07′52″ в. д. (G) и Великий Сфинкс на плато ГизаХафра — строитель второй по величине пирамиды в Гизе. Кроме того, ему приписывается сооружение Великого Сфинкса


Хуфу, Хеопс — третий фараон Четвертой династии Древнего царства Египта (2551—2528 до н. э. или 2589—2566 до н. э.), строитель Великой пирамиды в Гизе. Хуфу — по египетски «защитник Хнума» — известен также как Хеопс по Геродоту, Хембес по Диодору, Суфис I по Манефону, Саофис по Эратосфену. Сын фараона Снофру и Хетепхерес (или Хетефер, Хетеперес).

ანუ ორივე მეფობდა 23-24 წელი ერთმანეთის მიყოლებით და პრაქტიკულად გამოდის რომ ორი პირამიდა ერთმანეთის მიყოლებით უცებ აშენდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე ფარაონი ერთის დაწყებულ საქმეს ვერ გააგრძელებდა - ორივეს თავისი პირამიდა ჰქონდა ასაშენებელი.
ხეფრენის პირამიდაც დაახლოებით ისეთივე სიდიდისაა, როგორიც ხეოფსის - ანუ დღეში აქაც დასამუშავებელი და დასაწყობი ასევე დაახლოებით 300 ბლოკზე მეტი გამოდის...

ისმის კითხვა - რანაირად ახერხებდნენ ეგვიპტელები დღეში 356 ბლოკის გამოტეხვას კარიერიდან, მოპირკეთებას, მოტანას პირამიდამდე (კარიერები საკმაოდ შორის იყო გოზოს პლატოდან დაშორებული), ატანას გარკვეულ სიმაღლეზე და დაწყობას ისე, რომ ბლოკებს შორის დანის პირიც კი არ ეტევა.
(აღარაფერს ვამბობთ სხვა დანარჩენ სამუშაოზე - მაგალითად: გზის გაყვანა, მიწაყრილის გაკეთება გარკვეულ სიმაღლეზე, გრანიტის ბლოკები მოპირკეთება, რომლიტაც ამოფენილია პირამიდის შიდა გალერეა, სარკოფაგის დამზადება, და სხვ).....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 6 2008, 11:16 PM
პოსტი #12


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მართალი ხარ თამარ.
ძალიან ბევრი კითხვისნიშნებია ეგვიპტესთან დაკავშირებით
დისქავერის გადაცემებიც ძალიან საინტერესოა.
სფინქსზე ვუყურე, ადრე და საერთოდ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.
ისე, დოკუმენტური ფილმები მაქვს გადმოწერილი Zagadki_drevnego_egipta
ჯერ ვერ ვნახე.
შენ ხომ არ იცი, რამე ღირებულია, თუ არც ღირს დოროის დაკარგვა?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 6 2008, 11:53 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(tamuna m @ Mar 4 2008, 08:51 PM) *

თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!

კი ნანახი მაქვს ეს ფილმი
- ისიც ვიცოდი სად იყო - საიტი -
საიტის ვნახე ერთხელ - უნდა მოვძებნო
სწორედ იქაა ამაზე საუბარი-
უნდა ნახო აუცილებლად - თუმცა ბევრი რამე არაა სწორი იქაც ...


მართლაც ბევრი რამაა გაურკვეველი-

თუნდაც რა იარაღებით ხდებოდა უმტკიცესი ქვების დამუშავება -
გრანიტზე და ბაზალტზე ნანახია ჭრითი იარაღის კვალი-ასეთი კვალი რომ დატოვო
გრანიტზე მტკიცე საჭრელით უნდა დაამუშავო...
ოფიციალური ვერსიით დამუშავება ხდებოდა სპილენძის იარაღებით -
მაგრამ სპილენძი ასეთ კვალს ვერ დატოვებდა.

IPB-ს სურათი



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 7 2008, 03:37 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



http://www.pravda.ru/science/mysterious/pa...04/46512-punt-0

საინტერესოა ცნობები ეგვიპტის ხელნაწერებში ე.წ. "ღმერთების ქვეყანა" - პუნტზე -


http://www.transport.ru/2_period/v_sveta/1997_02/8.htm
მოსაზრებები პირამიდების მშენებლობაზე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 10 2008, 03:33 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ქალბატონო თამარ, ოქრო ხართ, ოქრო... ზღვა მასალაა როგორც ყოველთვის.. 2kiss.gif

კედლების მოხატულებასაც ხომ შეეხებით? ან საიტი ან ლიტერატურა თუ არის, ადრე შემხვდა მაგდაგვარი, ერთი კარგი საიტი იყო და დამეკარგა, მერე ვეღარ ვიპოვე sad.gif მაინტერესებს ასევე ეგვიპტური დამწერლობაც .....

მოკლედ, მასწავლებელო მე გაგრძელებას ველი.. smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 11 2008, 12:06 PM
პოსტი #16


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



თამარ, შეიძლება ეს გაქვს, მაგრამ მაინც დავდებ.
აქ არის ეგვიპტის მეფეთა სია

http://www.istoria.ge/King&Queens/egvipte/egvipte.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marianitta
პოსტი Mar 24 2008, 10:26 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 23-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,305



იმისათვის რომ თავი ავარიდოთ მეფეთა სახელებისა და საერთოდ გეოგრაფიული სახელების შეცდომით დაწერას და საერთოდ დაუდასტურებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მასალის დადებას და მერე ამ მასალაზე კიდევ ახალი მცდარი ვარაუდების გამოთქმას სჯობს რაც ნამდვილად ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ანუ ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ ეგვიპტოლოგიაზე, შუმეროლოგებმა შუმეროლოგიაზე, ხეთოლოგებმა ხეთოლოგიაზე, არქიტექტორებმა არქიტექტურაზე, მშნებლებმა მშენებლობაზე და ა.შ. ადრეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ხალხის განაწყენებას მოვერიდე. ეხლა მგონი მოძველდა ეს თემა და ვთქვი მაინც... ანდა თუ მაინცდამაინც გვინდა ამაზე საუბარი ჯერ კარგად შევისწავლოთ და მერე... ინტერნეტული რესურსები დისქოვერის ფილმებისა არ იყოს ხშირად შეცდომებსა და ვარაუდებზეა აგებული. თუმცა ეს ხომ საქართველოა, სადაც მსახიობები მეცნიერები არიან და მასხარები პრეზოდენტები...

და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა...საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია. პირდაპირაა ინგლისურიდან გადმოტანილი და ალბათ იმტომ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2008, 10:36 AM
პოსტი #18


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



marianitta

ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ.
მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა.
ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე.
შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია.
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?
მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე!

მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!
უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე smile.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 25 2008, 11:24 AM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



tamuna m
ციტატა
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?

ყველა არ არის ისეთი მეცნიერი თამუნ, რომლის კეთილსინდისიერებაზე შეიძლებოდეს დაყრდნობა .. smile.gif და ყველას არ შეუძლია კვლევა-ძიება და ობიექტური ანალიზის გაკეთება.. აბა ნიკო მარი გაიხსენე biggrin.gif

დამიჯერე, ეს მე ვიცი... როგორც ყველა მხატვარი ვერ იქნება გენიოსი, ასევე მეცნიერებშიც... და არამარტო...


რატომ იყო რომ ჯავახიშვილი სიფრთხილით ეკიდებოდა ისტორიოგრაფიაში დაჟინებულ განცხადებების გაკეთებას..


ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა smile.gif




--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marianitta
პოსტი Mar 25 2008, 01:22 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 23-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,305



ციტატა(tamuna m @ Mar 25 2008, 10:36 AM) *

marianitta

ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ.
მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა.
ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე.
შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია.
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?
მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე!

მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!
უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე smile.gif




ციტატა
მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე

არა კაცო რაა საწყენი, smile.gif მე პირადად მიმაჩნია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჯობია ამ ტემაზე ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ. დახმარება როგორ არ შემიძლია იმ გაგებით რომ ეგვიპტის მახლობელი უძველესი და დღეისათვის უკვე მკვდარი ქვეყნების კულტურასა და ცივილიზაციას შევისწავლი. მაგრამ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ ინტერნეტულ რესურსებ თუ ვიცი, რომ ის სპეციალურია. თანაც მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებთან პროფესიული ენით ლაპარაკი, რომლებსაც ძველ ცივილიზაციებზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ არ არის საჭირო, მე რომ ეხლა მათემატიკოსმა უმაღლეს მათემათიკაზე დამიწყოს საუბარი რა თქმა უნდა ვერ მოვუსმენ smile.gifამიტომ ჯობია სამოყვარულო დონეზე ვისაუბროთ. ხოლო თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ეგვიპტოლოგი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მე ხეთურ, აქადურ და შუმერულ კულტურებს ვსწავლობ და ძალიან საინტერესო იქნებოდა გვესაუბრა ამ ქვეყნების ურთიერთობების ისტორიის თვალსაზრისით. მეც გავიარე ეგვიპტოლოგია და ეგვიპტოლოგი მიკიტხავდა ამ საგანს და არა ხელოვნებათ მცოდნე, მაგრამ მიმაჩნია რომ მაინც არ ვიცი კარგად ეს სფერო კარგად. თუმცა საუბრისათვის მზად ვარ smile.gif გავცვალოთ აზრები, ძალიან საინტერესო იქნება.


ციტატა
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?

აი ეს კი ცალკე თემაა, ყოველთვის როცა დისქავერის ფილმებს ვუყურებ ვხვდები რომ ისინი მხოლოდ სენსაციაზეა გათვლილი. ის არაა პროფესიონალური, მხოლოდ ზოგად ცოდნას იძლევა და იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს ხშირად გადაზედმეტებასაც არ ერიდებიან. იცი რას მაგონებს ეგ ამბავი? როდესაც ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის მუმია იპოვა ეს დიდი სენსაცია იყო ისედაც, მაგრამ თითქოს ეს საკმარისი არ იყო მაშინვე ამ მოვლენას მაგიური მნიშვნელობა შესძინეს, რადგან იმ დროს როგორხ მოგეხსენება მეტად მოდური იყო სპირიტიზმი და საერთოდ მაგია. ამის გამო "ვიღაც-ვიღაცეებმა" შექმნეს ლეგენდა ფარაონის წყევლის შესახებ. ტუტანხამონის აკლდამის "გამთხრელები" ჰოვარდ კარტერის, ლორდ კარვარონის, მისი მეუღლის და სხვათა "გარდაცვალება" ეგრევე მაგიურ საბურველში გახვიეს. ამაზე გამომცემლობებმა ფული იშოვეს? აუარება! არადა სულ ტყუილად აგორდა ასეთი ამბავი. წარმოიდგინე ტუტანხამონი ერთერთი უმნიშვნელო ფარაონი იყო ეგვიპტის ისტორიაში, მაშ რაღა უნდა მოსვლოდათ დიდი ფარაონების სამარხების აღმომჩენებს, ან თუნდაც ეგვიპტელ ქურდებს, რომელთა სოფლებიც მრავლად არსებობდა, მითუმეტეს რომ აკლდამების ქურდების "სპეციალობა" მამიდან შვილზე გადადიოდა... ხომ დახოცილა ნახევარი მსოფლიო. smile.gif











ციტატა
ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა

გაიხარე რააა, რაც იცი იცი smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი