თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ გრანდიოზული აქცია უსახლ-კაროების დასახმარებლად

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2009, 11:11 PM

ბავშვებო, ეხლა მომწიფდა იდეა და განხორციელებაზე გადავიდეთ smile.gif
7 ის მერე 15 ისთვის დავიწყოთ მზადება და მე პირობას ვდებ რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს განვახორციელებ.
შეგვიძლია მინიმუმ ბუტერბროდები დავურიგოტ, ძეხვით და პურით დამზადებული, თერმოსებით ცხელი ყავა და პარკებში ხილი, ვაშლი, მანდარინი, რამდენიმე კანფეტი.
ვინც შემომიერთდება მომწეროს PM რითი შეუძლია დახმარება

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 3 2009, 11:18 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 3 2009, 11:11 PM) *

ბავშვებო, ეხლა მომწიფდა იდეა და განხორციელებაზე გადავიდეთ smile.gif
7 ის მერე 15 ისთვის დავიწყოთ მზადება და მე პირობას ვდებ რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს განვახორციელებ.
შეგვიძლია მინიმუმ ბუტერბროდები დავურიგოტ, ძეხვით და პურით დამზადებული, თერმოსებით ცხელი ყავა და პარკებში ხილი, ვაშლი, მანდარინი, რამდენიმე კანფეტი.
ვინც შემომიერთდება მომწეროს PM რითი შეუძლია დახმარება

კვირა დღე შევარჩიოთ რა....



და ასეთი ხალხი მასიურად სად არის?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 3 2009, 11:26 PM

პატარა, ხის გულზე დასაკიდი ჯვრების ყიდვაც შეიძლება მიუსაფრებისთვის smile.gif

ვინმე კვეთავს ხეზე? ძალიან, ძალიან უბრალო.. ქრისტე რომ გაახსენდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 3 2009, 11:27 PM

ციტატა
ვინმე კვეთავს ხეზე? ძალიან, ძალიან უბრალო.. ქრისტე რომ გაახსენდეთ


1 ლარიც არ ღირს მასეთი ჯვრები. 70 თეთრი ღირს მგონი ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 3 2009, 11:28 PM

ჯვრები მართლაც შესანიშნავი აზრია მნათე.
მამა ირაკლი გვიკურთხებდა, იქნებ შემოგიერთდეთ კიდეც.
განახორციელეთ ხალხო.

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 3 2009, 11:28 PM

ციტატა
და ასეთი ხალხი მასიურად სად არის?

ვფიქრობ ეს ყველაზე კარგად პატრულს ეცოდინება, რომელ უბანზე რამდენი უსახლკაროა და სად აფარებენ თავს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 3 2009, 11:29 PM

ციტატა(ეკატერინე @ Jan 3 2009, 11:28 PM) *

ვფიქრობ ეს ყველაზე კარგად პატრულს ეცოდინება, რომელ უბანზე რამდენი უსახლკაროა და სად აფარებენ თავს

მართალი ხარ, გავარკვევ ამ დღეებში მაგას

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 3 2009, 11:30 PM

ქავთარაძე

მეც შემოგიერთდებით...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 3 2009, 11:32 PM

კარგი იდიაა ნამდვილად.

მეც შემოგიერთდებით და დაგეხმარებით რითითაც შევძლებ.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 3 2009, 11:43 PM

მეც აუცილებლად შემოგიერთდებით, კარგი ინიციატივაა smile.gif
მთავარია ისეთი დღე შეირჩეს რომ ყველას გვეცალოს, ალბათ კვირა smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 3 2009, 11:49 PM

კარგი იქნება თუ ერთჯერადი არ იქნება
იქნებ მოგროვდეს საკმარისი ხალხი რომ ყოველდღე თუ არა, ყოველკვირა მაინც მოვინახულოთ, სანამ ყინვებია.

პირველ რიგში რაღაც სტატისტიკური მონაცემებია შესაგროვებელი. რამდენია ასეთი ადამიანი თბილისში.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 3 2009, 11:55 PM

ეკატერინე

შენ შეგიძლია ამ მონაცემების ნახვა? ან სად უნდა მოვიძიოთ ეგ ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 4 2009, 12:06 AM

ნათიამ იქნებ გაარკვიოს საპატრულო სამსახურში (მათ უფრო ეცოდინებათ) smile.gif

მერიაშიც შეიძლება მისვლა, თუმცა მეეჭვება სტატისტიკა ქონდეთ

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 4 2009, 12:35 AM

მეგობრებო,თქვენს გვერდით მიგულეთ. smile.gif
ერთი რამე უნდა მოგიყვეთ:
სურამში ცხოვრობს ერთი ქალი,ახლა უკვე სრულიად უბედური,მაგრამ რამ მიიყვანა აქამდე?
სჯობს თავიდან დავიწყო:
ნინო დეიდა ალბად თავის დროზე ღირსეული დაფასებული ქალი იყო,მისი ქმარი სამხედრო პირი და აგრეთვე კარგი ადამიანი,ბატონი ნოდარი.სურამში ლამაზი და მყუდრო სახლი ქონდათ,მათ შვილი არ ყავდათ და ამიტომ აიყვანეს ბავშვი,რომელიც გონებრივად ჩამორჩენილი გამოდგა,მაგრამ ნინო დეიდამ ვერ შეძლო ამ ბავშვის მიტოვება და სამუდამოდ შეეგუა აზრს,რომ ნიკა თავის შვილი იყო და გაზარდა.
ამ დროს დაიწყეს იაღოველების სექტამ აქტიური დემაგოგია და ნინო დეიდაც ჩაითრიეს თავიანთ სექტაში,მალე ბატონი ნოდარიც გახდა სექტის წევრი და მათ სახლში ეწყობოდა ხშირად სექტის შეკრებები.აქედან დაიწყო მთავარი უბედურებაც.
ნიკამ ერთ დღეს მოიყვანა თავისივე შესაფერისი გოგო და ნინო დეიდას გამოუცხადა "ეს ჩემი ცოლო არისო" biggrin.gif ნინო დეიდა წინააღმდეგი იყო, მაგრამ რამდენიც დაუბრუნეს თავის პატრონს,იმდენი ნიკამ უკან მოიყვანა.ამის მერე ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს დაანებეს თავი.
მალე ბატონი ნოდარი გარდაიცვალა და ნინო დეიდა მარტო აღმოჩნდა თავისი ქმრის პენსიის ამარად.ცოტა ხანში გაირკვა, რომ ნიკას ცოლი ფეხმძიმედ იყო.ამის მერე ის გამუდმებით ფეხმძიმედ იყო(მათ მხოლოდ გამრავლება შეუძლიათ,სამუშაო და ასე შემდეგ ,მათთვის წარმოუდგენელია) და გააჩინეს სამი ბავშვი,რომლის რჩენის საშუალებაც მათ არ ქონდათ (ამ ბავშვებიდან მხოლოდ უფროსი იყო ნორმალური,დანარჩენი ორი დედ-მამასავით გონებაშეზღუდულია) და ნინო დეიდამ სახლი გაყიდა და სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად ამის მერე კიდევ ორჯერ გაყიდა სახლი და საბოლოოდ საერთოდ უსახლკაროდ დარჩნენ,ის მცირე პენსიის და იაღოველი"და-ძმების"დახმარების ამარად დარჩა.მალე ნინო დეიდამ უკიდურესი გაჭირვების გამო მესამე პატარა გააშვილა და ამაში ფული აიღო,მაგრამ ბავშვი ცოტა ხანში უკან დაუბრუნეს,რადგან არ იყო ჯანმრთელი.ამის გამო სექტამ ნინო დეიდა თავიანთი რიგებიდან გარიცხა.ამის მერე სექტანტები მას აღარ ეხმარებოდნენ.
ყველაზე დიდი საშინელება ამის მერე მოხდა,ტყეში შეგროვილი სოკოს ჭამის მერე ორი ბავშვი დაიღუპა(მოუნათლავები რა თქმა უნდა).ერთი ნორმალური და მეორე გონებაშეზღუდული.
ამის მერე ნინო დეიდა ეკლესიაში მივიდა.................................................................................
მამაოები მას როგორც შეუძლიათ ეხმარებიან,პატარა ბავშვი კი რეზიდენციაში გადაიყვანეს,რომელსაც მამაოები უვლიან.
ნინო დეიდა კი უბედური და საცოდავი ამ ზაფხულში ქუჩაში შემხვდა,დედა ეკლესიაში დავბრუნდიო მითხრა და გამიღიმა sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 4 2009, 09:27 PM

ეკატერინე

ციტატა
ნათიამ იქნებ გაარკვიოს საპატრულო სამსახურში (მათ უფრო ეცოდინებათ)

სამწუხაროდ, პატრულის რეპორტებში არ არის მსგავსი ინფორმაცია...

ნეტა სად შეიძლება რომ მოვიძიოთ? მერიაში არამგონია ჰქონდეთ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 12:37 AM

.ნინო
ნათია
ეკატერინე
მნათე
კარგები ხართ, ეხლა მალე დავწერ მცირე მონახაზს, დავიწყოთ მზადება, ვის რა შეგიძლიათ გააკეთოთ? მე გოგას დავურეკავ ჩანადირს და ვკითხავ ავტობუსებზე(გოგა კარგი ბიჭია და შეიძლება მოგვეხმაროს smile.gif )

საწყის ეტაპზე საკვებზე დავწერ ორიოდ სიტყვას:
ჩემი აზრით ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი რამ:
ვიყიდოთ ძეხვი,(ვინც მოვა შეძლებისდაგვარად მოიტანს მაგალითად 1 ცალ ძეხვს, 1 კოლოფ ყავას(ხსნადს თერმოსებში ჩასასხმელად) 2 ცალ პურს, რომ გამოვიდეს სენდვიჩი. თუ ფული შეგროვდა შეიძლება ყველიც ვიყიდოთ და კეტჩუპიც.
ვფიქრობ აჯობებს ერთდროულად ქალაქის 2 სხვადასხვა ადგილას გავუშვატ მოხალისეებით და ტანსაცმელ-საკვებით დატვირთული ავტობუსი და ტელევიზორში საზოგადოებრივ მაუწყებელზე(სადაც სოც რეკლამები როგორც ვიცი უფასოა) გავაკეთოთ განცხადება აქციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობრებს, სხვა ფორუმის წარმომადგენლებს ფიზიკური და მატერიალური დახმარების გაწევა გაჭირვებული , უსახლკარო ხალხისთვის.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 5 2009, 12:44 AM

ქავთარაძე

კარგი აზრია ქავთო ძალიან. როდისთვის იგეგმება ეს აქცია?

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ.


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 12:52 AM

იდეები სადაა? smile.gif
გელოდებით აბა , ვინ რას ფიქრობთ !

მოდით ეს აქცია დავნიშნოთ 23 იანვარს კვირა დღეა და კარგა დიდი დროა იქამდე, ეკლესიებში მრევლს მივმართოთ, მოძღვრებს ვუთხრათ რომ ესეთი რამე კეთდება და უეჭველად მოგვეხმარებიან.

მნათე
შენ შეგიძლია FORUM.GE ზე გააკეთო რეკლამა, დარწმუნებული ვარ მოგისმენს ხალხი.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 5 2009, 12:56 AM

ქავთარაძე

მოვალ 23-ში. და მოვიტან რა სურსათის წამოღებასაც მოვახერხებ. ყავასაც, მაგრამ თერმოსი არ მაქვს, რომ თბილი ყავა წამოვიღო...

სანაცნობოში ვიტყვი თუ იქნებიან მსურველები

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 12:58 AM

.ნინო
ტანისამოსიც უთხარი რა ახლობლებს smile.gif

პოსტის ავტორი: GoG1cha თარიღი: Jan 5 2009, 12:59 AM

ვაა კარგი აზრია გაიხარეთ. თუ კვირა დღეს დაემთხვევა თქვენს გვერდით მიგულეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 01:00 AM

GoG1cha
კვირა დღეა ჯიგარო მააშ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 5 2009, 01:03 AM

და ფულიც რო აგროვდეს არა?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 5 2009, 01:18 AM

ალბათ რაიმე ადგილი შეირჩეს, დახლი გაკეთდეს და დახლიდან დარიგდეს ცხელი ყავაც და საკვებიც აჯობებს.

ჩამოტარება გაგიჭირდებათ. მანამდე უნდა გააგებინოთ ამ უსახლკაროებს, კონკრეტულად სად მოვიდნენ საკვების მისაღებად.

ისე, ერთი "ბუტერბროდი" ცოტაა, user.gif სულაც დენი თუ იქნება იმ დახლთან გადმოყვანილი და პლიტაზე რამე წვნიანის მსგავსი გაკეთდეს და ის დარიგდეს, არ იქნება ცუდი.

რკინის ჯამები, კოვზები და ჭიქები, თუნდაც ძველი იშოვება სადმე?

ერთი ადგილი რომ იქნება, შეიძლება მოსახლეობას ვთხოვოთ და სადილი მოიტანონ ქვაბით, ან არ ვიცი, მეტი იდეები არ მაქვს ჯერ.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jan 5 2009, 02:08 AM

მეც თქვენთაააააან ვარ...კაი იდეაა..
ისე ბევრი ვერ გაიგებს ალბათ და არ შეიძლება რამოდენიმემ იაროს და გზაზე უამრავი გაჭირვებული შეხვდება ალბათ...და იმათ დაურიგონ...
სიარული არ მეზარება მეsmile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 10:08 AM

ამ საქმეში შეიძლება მერიასაც ვთხოვოთ დახმარება...

ყველა ფორუმზე გავცელდეს ინფორმაცია

ციტატა
რკინის ჯამები, კოვზები და ჭიქები, თუნდაც ძველი იშოვება სადმე?

ერთჯერადები არ წავა?


P.S. ერთი ადგილი შევარჩიოთ სადაც შეიძლება თავშეყრა და ინფორმაციაში მივანიშნოთ რომ დროზე გავრცელდეს ინფო

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jan 5 2009, 10:36 AM

მე რით დაგეხმაროთ ? sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 5 2009, 11:12 AM

მეც შევეცდები დაგეხმაროთ. თუ ვერ ჩამოვალ, მაშინ ვეცდები გამოგიგზავნოთ დახმარება.

კარგი იდეაა.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 5 2009, 12:11 PM

ციტატა
ალბათ რაიმე ადგილი შეირჩეს, დახლი გაკეთდეს და დახლიდან დარიგდეს ცხელი ყავაც და საკვებიც აჯობებს.

ჩამოტარება გაგიჭირდებათ

მგონი მართლა ასე აჯობებს.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jan 5 2009, 12:24 PM

ნუ თუ კაი საქმეზე მიდიხართ მეც გამიყოლეთ smile.gif)
მოკლედ გიერთდებით რა
ოღონდ ჯერ არ წამიკითხია ბოლომდე რა ხდება smile.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jan 5 2009, 12:37 PM

მეც თქვენთან მიგულეთ.ტანისამოსაც მოვაგროვებ ცოტას და როგორც შემეძლება ისე დაგეხმარებით.. ასაწონი ნამცხვრები ვიყიდოთ კიდევ,ძვირი არ დაჯდება.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 12:44 PM

კარგი აზრია smile.gif შეიძლება დახლიც, მომეწონა ეგ იდეა, რკინის ჭურჭელი ცოტა ძნელი რამეა, შეიძლება კათარზისს ვეთხოვოთ... მე მაგათთან არ მქონია შეხება...
აბა კიდე , კიდე იდეები.
orthodox-georgia
კი, ფულიც შეიძლება, მაგრამ ფული არ დარიგდება, დარიგდება იმ ფულით ნაყიდი საკვები და ტანისამოსი.

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 5 2009, 12:44 PM

ძალიან კარგი თემები მხვდება ხოლმე მოკლედ ზოგჯერ...

ისეთი რომ ახალგაღვიძებულს კაი ხასიათზე მაყენებს...

რათქმაუნდა ტარზანა თქვენთანაა smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Jan 5 2009, 12:55 PM

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ არ შეწუხდებით პმ-ში მომწერეთ რა ვინმემ რას აპირებთ და როგორ. smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 5 2009, 12:57 PM

ნუ რა თქმა უნდა თქვენს გვერდით ვარ smile.gif

გიო ჩვენ ხომ გვინდა, რომ ძირითადი აქცენტი უსახლკაროებზე გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ მათი დიდი ნაწილის ინფორმირებას ვერ შევძლებთ, აი მაგალითად, ჩამთან ახლოს მეტროში 2 ადამიანი ცხოვრობს, ნუ იქ ათენებს და აღამებს... ადრე ერთი იყო, ახლა ორნი არიან... ასეთი ადამიანები დარწმუნებული ვარ ბევრგან გინახავთ და კარგი იქნება თუ დაწერთ...
მათთან თბილი ტანისამოსის და საჭმელის მიტანა ჩვენ მოგვიწევს ალბათ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 01:02 PM

მატასი
YEEEE

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 5 2009, 01:04 PM

სატარებლადაც შეიძლება და დასარიგებლად და არ გაგვიჭირდება თუკი პატარა პოლიეთილენის პარკები გვექნება, "ბუტერბროდების" ჩასაწყობად..

ერთჯერადი ჭიქები ყავას როგორ გაუძლებს არ ვიცი sad.gif

შეგვიძლია მეტროებთანაც დავიაროთ, მანდ ბევრნი უნდა იყვნენ თUარ ვცდები...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 01:06 PM

ჩვენი ფორუმელი ირაკლი (ჩავლე) შეგვპირდა მანდარინებს გამოვაგზავნინებ ბათუმიდანო და იმასაც დავარიგეეეეებთ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 5 2009, 01:44 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 5 2009, 01:44 PM) *

orthodox-georgia
კი, ფულიც შეიძლება, მაგრამ ფული არ დარიგდება, დარიგდება იმ ფულით ნაყიდი საკვები და ტანისამოსი.

ხო, რათქმაუნდა .
თუ ფულს ააგროვებთ, მეც მითხარით. ბევრს ვერ შეგპირდებით, მაგრამ მცირედით მეც მოგეხმარებით

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 5 2009, 01:45 PM

ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ეს აქცია თუგინდ მრავალჯერადი იყოს პრობლემას ბოლომდე ვერ გადაჭრის. იქნებ როგორმე მოხერხდეს თუნდაც რამდენიმე გაჭირვებული ადამიანის დასაქმება. ამისთვის ჯერ უნდა გაირკვეს რა ფიზიკური და გონებრივი მონაცემები აქვს ადამაიანს, ან რა განათლება მიუღია და ამის მიხედვით მოვუძებნოთ მას სამსახური. თუგინდ ეზოების მხვეტავად და ა.შ.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 5 2009, 02:05 PM

ძალიან კარგი აზრია, შევეცდები მეც როგორმე დაგეხმაროთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 5 2009, 02:46 PM

ვისაც სახლი არ აქვს და ქუჩაში ათენებს, იქნება მათთვის რაიმე მიტოვებული შენობა მოვიძიოთ, ან თუნდაც რამდენიმე თვით (ზამთრის პერიოდში) ერთი ოთახის ქირით აღება შევძლოთ.

(ნამეტანი ხომ არ მოვინდომე? blink.gif )

საკვების წინასწარ დაფასოება შეგვიძლია, თითო ადამიანზე განსაზღვრული რაოდენობა.
თბილებზე (სამოსი, საბნის მსგავსი რამ... ) აქცენტირებაა აუცილებელი.
ნახევრად გამზადებული სუპები შეიძლება, მაგრამ მომზადება იქნება რთული unsure.gif

პ. ს. კითხვა მაქვს: ასეთი აქცია მხოლოდ ერთჯერადი იქნება?

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jan 5 2009, 02:47 PM

მეც თქვენთან ვარ smile.gif

ასეთი აქციების რა მიყვარს იცით ხალხნო? ის რომ მაშინ განსაკუთრებით ვხვდები ხოლმე თურმე რამდენი რამე მაქვს,მყავს(სახლი კარი,მშობლები,ძმა,ჯანმრთელი ვარ და ისეთი არაფერი მაკლია ) და მადლობას ვწირავ უფალს smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 5 2009, 02:55 PM

ციტატა
ასეთი აქცია მხოლოდ ერთჯერადი იქნება?

ჩვენი ნება არაა? smile.gif თუ მოვინდომებთ ხშირად მოვაწყობთ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 04:03 PM

მატასი

ციტატა
გიო ჩვენ ხომ გვინდა, რომ ძირითადი აქცენტი უსახლკაროებზე გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ მათი დიდი ნაწილის ინფორმირებას ვერ შევძლებთ, აი მაგალითად, ჩამთან ახლოს მეტროში 2 ადამიანი ცხოვრობს

მარჯანიშვილის მეტროსთან რუსული ეკლესია რომ არის მანდაც არიან ხოლმე...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 5 2009, 04:23 PM

ამას ხელით ხომ ვერ დაატარებთ?მანქანა არის?მე გამაჩნია მცირეოდენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი(ნახმარი).პროდუქტთაც შემიძლია დაგეხმაროთ.ძალიან გთხოვთ ჩამრთეთ მეც.სად მოვიტანო და როდის smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 5 2009, 04:25 PM

კათარზისის მსგავსი ადგილი იყო საპატრიარქოს პირდაპირ, კარის ეკლესიის ეზოში , ადრე არიგებდნენ სუფებს და პურს ყოველდღიურად .. ეხლა არ ვიცი დიდი ხანია მანდ არ გამივლია mellow.gif

რავიცი იქნებ გამოგადგეთ unsure.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jan 5 2009, 06:49 PM

თქვენს გვერდში მიგულეთ a075.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 5 2009, 07:17 PM

ნათია

ციტატა
სამწუხაროდ, პატრულის რეპორტებში არ არის მსგავსი ინფორმაცია...

ნეტა სად შეიძლება რომ მოვიძიოთ? მერიაში არამგონია ჰქონდეთ


კარგი, ნათი, შევეცდები ამ დღეებში რამე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას

ა ნ უ კ ა
ციტატა
კათარზისის მსგავსი ადგილი იყო საპატრიარქოს პირდაპირ, კარის ეკლესიის ეზოში , ადრე არიგებდნენ სუფებს და პურს ყოველდღიურად .. ეხლა არ ვიცი დიდი ხანია მანდ არ გამივლია mellow.gif

ახლაც არის

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 5 2009, 07:41 PM

ნათია

ციტატა

მარჯანიშვილის მეტროსთან რუსული ეკლესია რომ არის მანდაც არიან ხოლმე...


ხო ნათი, ზუსტად მასეთ ადამიანებზე ვამბობ, მათ არც ტელევიზორი აქვთ, არც არავინ გააგებინებს და ალბათ ჩვენ თვითონ მოგვიწევს მისვლა.

დარწმუნებული ვარ ბევრს გეყოლებათ ასეთი ადამიანები შემჩნეული და დაწერეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 08:30 PM

მატასი

ციტატა
ხო ნათი, ზუსტად მასეთ ადამიანებზე ვამბობ, მათ არც ტელევიზორი აქვთ, არც არავინ გააგებინებს და ალბათ ჩვენ თვითონ მოგვიწევს მისვლა.

განსაკუთრებით მარჯანიშვილის მიდამოებში მყავს შემჩნეული მასეთი კატეგორიის ხალხი, ისე თავისებური ხალხია, რომც ეხვეწო სახლში არ გამოგყვებიან (ვიღაცამ ქირაზე დაწერა და იმას ვგულისხმობ, ისინი მიჩვეული არიან მასეთ ცოხვრებას) მთავარია ჩვენ საჭმელი მივაწოდოთ და ცოტათი მაინც შევეშველოთ... ექიმებიც წამოვიდნენ რა (იქნებ რა დასჭირდეთ) smile.gif

ციტატა
დარწმუნებული ვარ ბევრს გეყოლებათ ასეთი ადამიანები შემჩნეული და დაწერეთ

მითხრეს რკინიგზის სადგურშიც არიანო

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jan 5 2009, 08:30 PM

თქვენს გვერდით ვარ! უსახლკაროებზე პატრულის თანამშრომლებს ეცოდინება, მე ჩემს ახლობელ პოლიციელებს ვკითხავ, ჩემთანაც ცხოვრობენ ახლოს უსახლკაროები.
ისე მერიაში იქნება სტატისტიკური მონაცემები.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 08:32 PM

nazi

ციტატა
თქვენს გვერდით ვარ! უსახლკაროებზე პატრულის თანამშრომლებს ეცოდინება, მე ჩემს ახლობელ პოლიციელებს ვკითხავ, ჩემთანაც ცხოვრობენ ახლოს უსახლკაროები.

პატრულის რეპორტში არაფერია, მეგობარი დამპირდა გაიკითხავს სასწრაფოებში, პატრულშიც და მერიაში, თუ რამე ინფო მოიძია დამიკავშირდება

inaina
ციტატა
ძალიან გთხოვთ ჩამრთეთ მეც.სად მოვიტანო და როდის

kiss1.gif 23 ში მოდი და ერთად გავაკეთოთ საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 08:33 PM

tamuna m
ეგ ჯერ მგონი მართლაც ნაადრევია, ჯერ ამ ტიპის აქციაზე ვიფიქროთ და მერე ისიც შეიძლება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 08:35 PM

ქავთარაძე
გიო სხვა ფორუმებზეც დადე რა ეს ინფო, მე სადაც ვარ გავავრცელებ... ადნოებშიც გავუშვებ და სკაიპშიც smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 08:36 PM

ნათია
ვფიქრობ სანამ რესპუბლიკის მოედანზე ის ჯიხურები დგას შეგვიძლია მერიაში მისვლა და თხოვნა რომ დატოვონ 1 ცალი მაინც აქციისთვის.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 5 2009, 08:41 PM

inaina
23 ში მოდი და ერთად გავაკეთოთ საქმე smile.gif
[/quote]
რომელ საათზე და სად როცა გავარკვევეთ მოვალ,აუცილებლად kiss1.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jan 5 2009, 08:42 PM

რესპუბლიკის მოედნამდე ვინ მოაღწევს? მაინც უბან-უბან მოგვიწევს სიარული
იცით რაა? ნაციონალების უფასო სასადილოები რომ იყო, იქიდან არ მოგვცემენ ინფორმაციას?

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 5 2009, 08:45 PM

ციტატა
რესპუბლიკის მოედნამდე ვინ მოაღწევს? მაინც უბან-უბან მოგვიწევს სიარული


yes.gif
მეც ასე ვფიქრობ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 08:46 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 5 2009, 08:36 PM) *

ნათია
ვფიქრობ სანამ რესპუბლიკის მოედანზე ის ჯიხურები დგას შეგვიძლია მერიაში მისვლა და თხოვნა რომ დატოვონ 1 ცალი მაინც აქციისთვის.

კანონას ვთხოვოთ იქნებ ჩაგვიბლატოს საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 5 2009, 08:46 PM

მე რომ გითხარით საპატრიარქოს პირდაპირ, იქ იყრიან თავს ყოველ დღე ... იქ გაიკითხეთ აუცილებლად a075.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 08:46 PM

nazi

ციტატა
რესპუბლიკის მოედნამდე ვინ მოაღწევს? მაინც უბან-უბან მოგვიწევს სიარული
იცით რაა?

ხო, ყველა იქ ვერ შეძლებს მოასვლას

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 5 2009, 09:03 PM

თერმოსები გაქვთ?

სოპჩიკები რომაა, ისინი ვიყიდოთ. და დიდი ერთჯერადი ჭიქებია, მგონი ლუდისთვის, იმაში გავუმზადებთ ცხელ სუპებს და ყავას ის ჯობია...

თუ მაგდენს მოვახერხებთ, სულაც ყავაც მივცეთ და სუპიც... ერთმანეთს არ უშლიან smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 5 2009, 10:05 PM

ქავთარაძე

ციტატა
ვფიქრობ სანამ რესპუბლიკის მოედანზე ის ჯიხურები დგას შეგვიძლია მერიაში მისვლა და თხოვნა რომ დატოვონ 1 ცალი მაინც აქციისთვის.


ნათია
ციტატა
კანონას ვთხოვოთ იქნებ ჩაგვიბლატოს საქმე

ეს იდეა ძალიან მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 10:22 PM

თუ ესე ფიქრობთ რაღაზე გადამათქმევინეთ ავტობუსის იდეა ? biggrin.gif თურმე მართალი ვყოფილვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 5 2009, 10:29 PM

მე მგონი ერთჯერადებისთვის ფული უნდა გამოიყოს და გარკვეული რაოდენობის უნდა იქნეს შეძენილი.როგორც ჭიქები,ისე თეფშები და დანა–ჩანგალი.არის ჯამისნაირები,სუპისთვის.
ერთი დიდი ქვაბი მაქვს და იმას თუ დაგვჭირდა წამოვიღებ,თუ გნებავთ მე თვითონ გავამზადებ საჭმელს smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 5 2009, 10:32 PM

inaina
დანა-ჩანგალი არ არის საჭირო.
პოპულში უნდა შევიარო და ვუთხრა რომ მაგათი ქაღალდის პაკეტები მოგვცენ თან რეკლამა გამოუვათ და თან წაგვადგება ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 5 2009, 10:36 PM

ავტობუსი კარგი იდეაა, პირიქით, შეიძლება პატარა მანქანებიც დაგვჭირდეს smile.gif

სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების აღრიცხვა ხომ ჩატარდა, სად შეიძლება მონაცემების ნახვა?


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 10:38 PM

ერთმა მომწერა, მასეთ კატეგორიის ხალხი შეიძლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყოს აღრიცხულიო...


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 5 2009, 10:43 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 5 2009, 10:32 PM) *

inaina
დანა-ჩანგალი არ არის საჭირო.
პოპულში უნდა შევიარო და ვუთხრა რომ მაგათი ქაღალდის პაკეტები მოგვცენ თან რეკლამა გამოუვათ და თან წაგვადგება ძალიან smile.gif

იქნებ წინასწარ დააზუსტო,გაძლევენ თუ არა,იქნებ არ უნდათ რეკლამა?ვთქვათ არ გვაძლევენ?

ერთი ძალიან საყვარელი ქალი ვიცი,აღმაშენებელზე,პსპ და ავერსის დიდი შენობის ტერიტორიაზე ზის ხანდახან კუთხეში....მიყვარს sad.gif იმის ნახვას მოვახერხებთ?

ციტატა(.ნინო @ Jan 5 2009, 09:03 PM) *

თერმოსები გაქვთ?

სოპჩიკები რომაა, ისინი ვიყიდოთ. და დიდი ერთჯერადი ჭიქებია, მგონი ლუდისთვის, იმაში გავუმზადებთ ცხელ სუპებს და ყავას ის ჯობია...

თუ მაგდენს მოვახერხებთ, სულაც ყავაც მივცეთ და სუპიც... ერთმანეთს არ უშლიან smile.gif


მაგას სჯობია მე გავამზადო.დიიიიიიდი ქვაბი მაქვს და არ მეზარება.მხოლოდ წამაღებინეთ.
თერმოსი არ მაქვს,ანუ დიდი თერმოსი.თუმცა დენის წყაროსთან ახლოს თუ ვიქნებით,შეიზლება ელექტროჩაიდანის გამოყენება და იქვე გამზადება

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 5 2009, 11:19 PM

მატასი
ნათია
ყოფილა ორგანიზაცია სადაც ასეტი ხალხი აღრიცხული ჰყავთ და იქნება გავიგოთ...
შემპირდნენ, შევეცდებით გავიგოთო, მაგრამ 100%-ით ვერ გეტყვით

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jan 6 2009, 12:31 AM

ძალიან კარგი იდეაა,იმედია ხელს არაფერი შემიშლის და მეც შემოგიერთდებით smile.gif


პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 6 2009, 12:32 AM

tamuna m
ჩვენ რომ ვიცით, ის შეგპირდა? biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jan 6 2009, 12:33 AM

ციტატა
23 ში მოდი და ერთად გავაკეთოთ საქმე

23 იანვარი პარასკევია და ესეიგი აქციას პარასკევს ვატარებთ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jan 6 2009, 12:36 AM

chanturidze nato,es chemi da aris qutaisshi cxovroben axla ,8 99 350316 esarischemi distelefonisnomeri 3 bichi yavs erti 30 clisaa meore 19 mesame ki mgoni 14-15,erti sityvit rac gamovidnen afxazetidan mxolod daxmarebis fuls 11 lars tu ragacs tu igeben tu ara meti araferi daxmareba mtavrobidan ar miugiat

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 6 2009, 12:37 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 6 2009, 12:32 AM) *

tamuna m
ჩვენ რომ ვიცით, ის შეგპირდა? biggrin.gif tongue.gif

ხო, ის და სხვა რაცხებსაც.
ხალხი გვჭირდება-თქო და რამეს მოვახერხებო.
შენც დაფაცურდი პაწა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 6 2009, 12:42 AM

ციტატა(tamuna m @ Jan 6 2009, 01:37 AM) *

ხო, ის და სხვა რაცხებსაც.
ხალხი გვჭირდება-თქო და რამეს მოვახერხებო.
შენც დაფაცურდი პაწა biggrin.gif

გადავატრიალებ იქაურობას .. არ ჩაერთვებიან და მაგათი აჯობებს laugh.gif

.ნინო
ციტატა

თერმოსები გაქვთ?

კი მაქვს, ოღონდ პატარაა unsure.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 6 2009, 12:50 AM

ციტატა(maikusi @ Jan 6 2009, 01:33 AM) *

23 იანვარი პარასკევია და ესეიგი აქციას პარასკევს ვატარებთ? rolleyes.gif

კვირას არ ჯობია? 25–ში მაგალითად. წირვის მერე fiqri.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 6 2009, 09:56 AM

ციტატა(orthodox-georgia @ Jan 6 2009, 12:50 AM) *

კვირას არ ჯობია? 25–ში მაგალითად. წირვის მერე fiqri.gif

კვირას იქნება, ალბათ გიოს თარიღი შეეშალა smile.gif

პოსტის ავტორი: ekaterine1975 თარიღი: Jan 6 2009, 01:35 PM

ქ. თბილისი მიცკევიჩის ქ#29
ცხოვრობს დევნილი გია ყოჩიშვილი, რომელსაც ყავს სამი შვილი და ძალიან უჭირთ, თქვენი პროექტის საშუალებით თუკი რაიმე სახის დახმარებას შეძლებთ დიდი მადლი იქნება.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 6 2009, 04:36 PM

უი შემშლია smile.gif კვირა მეგონა 23
ხო 25 ში , კვირა დღეს smile.gif

პოსტის ავტორი: სხალთელი თარიღი: Jan 6 2009, 05:19 PM

თუ რამეში გამოგადგებით მეც მიგულეთ გვერდით... პმ ში მომწერეთ...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 8 2009, 12:45 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 6 2009, 04:36 PM) *

უი შემშლია smile.gif კვირა მეგონა 23
ხო 25 ში , კვირა დღეს smile.gif

მარტო ეგ გაირკვა 25 მდე? tongue.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 8 2009, 06:29 PM

მე სანაცნობოში ყველას ვუთხარი რომ ტანისამოსი მომიტანონ, ასევე კოლოფით ყავა და რაიმე ისეთი საჭმელი , რომ გაჭირვებულებს უპრობლემოდ მივაწოდოთ.
ცხელ სადილს რაც შეეხება რომ დავფიქრდეთ უხერხული იქნება მაგ ხალხისთვის... იქ ხომ არ დადგებიან და პლასტმასის თეფშებით დაიწყებენ ჭამას?
ისე კათარზისთანაც შეიძლება დალაპარაკება... მაგათთან მოდიან უპოვრები უმეტესად და ალბათ ტერიტორიასაც დაგვითმობენ.

მიპინეთ რა ეს თემა !

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Jan 8 2009, 07:44 PM

ქავთარაძე


სიამოვნებით შემოგიერთდებით ....

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 8 2009, 08:13 PM

ქავთარაძე
გიო, რას ვფიქრობ იცი, ცალ-ცალკე 100 ან 200 ცალამდე პარკები საკვებით (პური, კალბასი და ა.შ.) ხომ არ გავაკეთოთ და ისე არ გადავცეთ?

ასე დარიგებაც იოლია, რომ ვიპოვოთ ასეთი ხალხი და მივაწოდოთ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 8 2009, 10:42 PM

ხალხო, ამ ყველაფრიდან, გამომიდნეთ განცხადების სახე, რას აპირებთ, როგორ, სად - ზუსტი ინფორმაცია. ამდენს ვერ წავიკითხავ რა. ერთ ფორუმზე უნდა გავხსნა განცხადების თემა smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 8 2009, 11:11 PM

ანუ ერთ-ერთი კათარზისის ტერიტორიას დავიკავებთ,თუ როგორ იქნება? რამდენიმე კათარზისში წავალთ?

სხვა თემაში წავიკითხე,მერიას ტრანსპორტს გამოვაყოფინებ და ისე დავიაროთო,ამაზე რა გადაწყდა?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 9 2009, 05:46 PM

ეს მომწერა ერთ-ერთმა მეგობარმა.

მცხეთის ქუჩაზე...

chemi mezobklebi arian usaxlkaroebi, moxuci qalia deda da tavisi shvili - kaci, chvens saqvabestan cxovoroben, iqneb martla rame daxmareba gaucion.....

პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Jan 9 2009, 07:15 PM

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ!
როდის იკრიბებით?
თანხა იკრიბება თუ პროდუქტი?

სიღარიბის ზღვარზე მყოფთა სია სოც. სუბ. სააგენტოში იქნება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ნომრებია:910046
653418

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 11 2009, 09:13 PM

მოკლედ, 25 მგონი ძალიან ახლოსაა ასეთი დიდი აქციისთვის, ცოტა რომ გადავწიოთ მგონი კარგი იქნება.
ნათია
ეგეც კარგი აზრია ნათი, მაგრამ მაგას პატარა ტრანსპორტი დაჭირდება, რომ ისეთ ადგილებში მივიდეთ სადაც ღატაკები იქნებიან.
სოფიო
კარგი აზრია, მაგათ დავურეკავ ხვალე ან ზეგ, ეგება ქონდეთ ინფორმაცია...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 11 2009, 09:15 PM

ქავთარაძე

ციტატა
ნათია
ეგეც კარგი აზრია ნათი, მაგრამ მაგას პატარა ტრანსპორტი დაჭირდება, რომ ისეთ ადგილებში მივიდეთ სადაც ღატაკები იქნებიან.

აბა მანქანა რისთვის მყავს? ჩემი სიამოვნებისთვის? no.gif

ვისაც მანქანები ყავს ვთხოვოთ და შევიკრიბოთ, თორემ ჩვენ რომ ერთ ადგილას შევიკრიბოთ და ის ღატაკები მოვიდნენ ეგრე არ გამოვა, ვერ გაიგებენ, ვერ მოაღწევენ ჩვენამდე, ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან


პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 11 2009, 10:48 PM

ციტატა
კარგი აზრია, მაგათ დავურეკავ ხვალე ან ზეგ, ეგება ქონდეთ ინფორმაცია...

თუ გინდა მე დავრეკავ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 12 2009, 02:37 PM

ჯავახიშვილის 51 მარჯანიშვილის მეტროსთან, კათოლიკური ეკლესიის გვერძე ყოფილა ეს იღარიბის ზღვარზე მყოფთა სია სოც. სუბ. სააგენტო და მითხრა ოპერატორმა, რომ საჭიროა ჯერ განცხადებით მიმართვა მათ კანცელარიაში და მათ აქვთ ინფორმაცია გაჭირვებული ოჯახების მისამართების შესახებ, ანუ ვინც ეწერება მათთან მისამართს ტოვებს და ამ ინფოს განცხადების საფუძველზე იძლევიან, აბა ვინ მიიტანს განცხადებას?



მატასი
biggrin.gif ეს პოსტი რომ ვნახე უკვე ველაპარაკებოდი იმ ქალს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 13 2009, 11:43 AM

რაარი ხალხო რატო არ აქტიურობთ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 13 2009, 11:50 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 12 2009, 02:37 PM) *

ჯავახიშვილის 51 მარჯანიშვილის მეტროსთან, კათოლიკური ეკლესიის გვერძე ყოფილა ეს იღარიბის ზღვარზე მყოფთა სია სოც. სუბ. სააგენტო და მითხრა ოპერატორმა, რომ საჭიროა ჯერ განცხადებით მიმართვა მათ კანცელარიაში და მათ აქვთ ინფორმაცია გაჭირვებული ოჯახების მისამართების შესახებ, ანუ ვინც ეწერება მათთან მისამართს ტოვებს და ამ ინფოს განცხადების საფუძველზე იძლევიან, აბა ვინ მიიტანს განცხადებას?


გიო, ახლა მეც ვესაუბრე და მითხრეს ჩვენ მხოლოდ გაჭირვებული ანუსიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ოჯახები გვყავს აღრიცხული და არა უსახლკაროებიო, ეგ ალბათ მერიაში უნდა იკითხოთო

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 13 2009, 12:19 PM

ნათია

უსახლკაროები არავის სჭირდება ნათ, მათ არავინ აღრიცხავს. არც აინტერესებთ....

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2009, 01:31 PM

ქავთარაძე

ციტატა
ისე კათარზისთანაც შეიძლება დალაპარაკება

ეს აზრი მეც მომივიდა. მგონი ყველაზე ორგანიზებული იქნება.
თაბ ბევრი შემთხვევა გამიგია, რომ იქ გაუმართავთ სადილი კერძო პირებს
ციტატა
მოკლედ, 25 მგონი ძალიან ახლოსაა ასეთი დიდი აქციისთვის, ცოტა რომ გადავწიოთ მგონი კარგი იქნება

yes.gif ჯობია

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jan 13 2009, 01:33 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 12 2009, 02:37 PM) *

ჯავახიშვილის 51 მარჯანიშვილის მეტროსთან, კათოლიკური ეკლესიის გვერძე ყოფილა ეს იღარიბის ზღვარზე მყოფთა სია სოც. სუბ. სააგენტო და მითხრა ოპერატორმა, რომ საჭიროა ჯერ განცხადებით მიმართვა მათ კანცელარიაში და მათ აქვთ ინფორმაცია გაჭირვებული ოჯახების მისამართების შესახებ, ანუ ვინც ეწერება მათთან მისამართს ტოვებს და ამ ინფოს განცხადების საფუძველზე იძლევიან, აბა ვინ მიიტანს განცხადებას?
მატასი
biggrin.gif ეს პოსტი რომ ვნახე უკვე ველაპარაკებოდი იმ ქალს biggrin.gif

როგორ გავხართ ეს ქავთარაძეები ერთმანეთს biggrin.gif ვა , ხა ხა ხაა biggrin.gif

პ.ს ართი ვარდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 14 2009, 09:23 PM

მე გავიგე რომ ყველა უსახლკარომ იცის სადილები როდის არის და მიდიან კათარზისში.
ერთ-ერთი კათარზისის სასადილო აქვეა დიდ დიღომში სკოლის შენობის გვერდით,ყოველთა წმინდათა ეკლესიის გვერდზე.
თუ საჭიროა ხვად გადავალ და გავიგებ არიან თუ არა უსახლკაროები და საერთოდ რა ხდება smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 15 2009, 12:28 PM

inaina

ციტატა
თუ საჭიროა ხვად გადავალ და გავიგებ არიან თუ არა უსახლკაროები და საერთოდ რა ხდება


თუ მოახერხებ და გაიგებ ძალიან კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 15 2009, 05:15 PM

ციტატა(.ნინო @ Jan 15 2009, 12:28 PM) *

inaina
თუ მოახერხებ და გაიგებ ძალიან კარგი იქნება smile.gif

ნინო ვიყავი
მაგრამ ვერფერი გავიგე დღეს დირექტორი არ იყო.ხვალ იქნებაო 10 საათზე და კიდევ წავალ.
მზარეულები იყვნენ იქ მხოლოდ.
ყოველდღე კვებავენ იქ ადამიანებს,საკმაოდ ბევრი ხალხია,
მაგრამ მე მაინტერესებს მაინცდამაინც უსახლკაროები არა?

მამა დავითი იყო ტაძარში და მითხრა,საქველმოქმედო აქციებს მამა ლუკა სუპატაშვილის მრევლი ხშირად აწყობს და იქით გადადიო,ხვალ თუ არა შაბათს მაინც დავაზუსტებ და ყველაფერს გეტყვით
smile.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 15 2009, 05:19 PM

ციტატა(inaina @ Jan 15 2009, 05:15 PM) *

ნინო ვიყავი
მაგრამ ვერფერი გავიგე დღეს დირექტორი არ იყო.ხვალ იქნებაო 10 საათზე და კიდევ წავალ.
მზარეულები იყვნენ იქ მხოლოდ.
ყოველდღე კვებავენ იქ ადამიანებს,საკმაოდ ბევრი ხალხია,
მაგრამ მე მაინტერესებს მაინცდამაინც უსახლკაროები არა?

მამა დავითი იყო ტაძარში და მითხრა,საქველმოქმედო აქციებს მამა ლუკა სუპატაშვილის მრევლი ხშირად აწყობს და იქით გადადიო,ხვალ თუ არა შაბათს მაინც დავაზუსტებ და ყველაფერს გეტყვით
smile.gif

არადა არ ვიცოდი... თუ რამეა შემატყობინე კაი? და რომელი მამა დავითი შაქარაშვილი ხომ არა?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 15 2009, 05:24 PM

ციტატა(-tamar- @ Jan 15 2009, 05:19 PM) *

არადა არ ვიცოდი... თუ რამეა შემატყობინე კაი? და რომელი მამა დავითი შაქარაშვილი ხომ არა?

მამა დავითის გვარი არ ვიცი ზუსტად მგონი შაქარაშვილია,მარტო ერთი მამა დავითია მეორე მოძღვარი არის მამა კახაბერი smile.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 15 2009, 05:28 PM

ციტატა(inaina @ Jan 15 2009, 05:24 PM) *

მამა დავითის გვარი არ ვიცი ზუსტად მგონი შაქარაშვილია,მარტო ერთი მამა დავითია მეორე მოძღვარი არის მამა კახაბერი smile.gif

კიი ვიცი , ჩემს სკოლაშია ეგ სამლოცველო smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 15 2009, 06:28 PM

inaina

გაიხარე, ღმერთმა შეგიწიროს smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 16 2009, 10:13 PM

დღეს ვიყავი სათნოების სახლში,დირექტორი ისევ ვერ ვნახე
სამაგიეროდ დავიწერე რამოდენიმე უსახლკაროს სახელი და გვარი:

თამრიკო ყვავაძე-4 შვილის დედა, ცხოვრობს ხან ერთ ნათესავთან,ხან მეორესთან და ასე განუწყვეტლივ
ამჟამად ცხოვრობს ბიძაშვილთან, ისევ დროებით ტელ:53 42 99

მანანა ჩანადირი-უბინაო, ესეც ნათესავებთან მიკედლებული;

რუსიკო ელიავა-უბინაო-53 84 05 ნათესავთან დროებით მიკედლებული;

დოდო ქორიძე-უბინაო,მიკედლებული;

ლილი მალაზონია-უბინაო;

მარგალიტა ლიფონავა-უბინაო, მიკედლებული ნათესავთან 53 84 37;

ცისანა სამსონაძე-უბინაო,მიკედლებული.595936;

ხოლო ეს ადამიანი საერთოდ ქუჩაში ცხოვრობს:
ციალა შიუკაშვილი.871 44 00 02.

ესენი არიან სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფნი და აგრეთვე უბინაოები,ეს ტელეფონები მუდმივი არ არის,განუწყვეტლივ იცვლიან ადგილს,ხან ვისთან ცხოვრობენ ხან ვისთან.
სრულ სიას დამახვედრებენ ორშაბათს,ვინც კიდევ არიან უბინაოები.



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 16 2009, 10:15 PM

inaina
გაიხარე ნინ,

ციტატა
სრულ სიას დამახვედრებენ ორშაბათს,ვინც კიდევ არიან უბინაოები

ძალიან კარგი, სია რომ გვქონდეს უფრო ადვილია მათი ნახვა

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Jan 17 2009, 12:13 PM

inaina

გაიხარე, სიას ორშაბათს ველოდებით smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 19 2009, 08:02 PM

მეგობრებო,
ნათლისღებასთან დაკავშირებით,დღეს იქ მისვლა ვერ მოვახერხე,თან დასვენების დღეა და დირექტორი არ იქნებაოsmile.gif
ხვალ დღის რეჟიმი ძალიან დატვირთული მაქვს,ამიტომ იქ მივალ ოთხშაბათს და საღამოს ყველაფერს მოგწერთ.

იაქტიურეთ თქვენც,მარტო დიდ დიღომში რამდენი უსახლკარო ყოფილა და იქნებ თქვენს უბნებშიც არიან,გაიკითხეთ.... smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 20 2009, 01:09 PM

და ჩვენ უბინაოებს რითი უნდა დავეხმაროთ? :-?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 20 2009, 03:06 PM

მე 25 იდან შევუდგები ფულისა და ტანისამოსის შეგროვებას smile.gif
შეეცადეთ ხელფასებიდან დაზოგოთ ფული biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2009, 10:35 AM

პოსტებიიიიი?! smile.gif
იაქტიურეთ!

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jan 21 2009, 03:26 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 21 2009, 10:35 AM) *

პოსტებიიიიი?! smile.gif
იაქტიურეთ!
გიო დაახლოებით რომელი რიცხვისთვის ვგეგმავთ ამ აქციას? rolleyes.gif


ციტატა
შეეცადეთ ხელფასებიდან დაზოგოთ ფული

გიო ცოტას დავზოგავ biggrin.gif მგონი მართლა კაი აზრია ვისაც შეუძლია,ფული რო ავაგროვოთ და პროდუქტი ერთნაირად ვიყიდოთ და ისე გადავანაწილოთ smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 21 2009, 05:28 PM

ციტატა
და ჩვენ უბინაოებს რითი უნდა დავეხმაროთ?


ბინით ვერა biggrin.gif mellow.gif მაგრამ ცოტაოდენ პროდუქტს მივაწვდით და ჩვენს თანადგომას დავანახებთ smile.gif

ციტატა
ფული რო ავაგროვოთ და პროდუქტი ერთნაირად ვიყიდოთ და ისე გადავანაწილოთ

+1


აუ,კაია,თუ პირველ თებერვლამდე არ გავალთ,მეც შევძლებ ალბათ შემოერთებას,მანამდე არ მცალია user.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 21 2009, 06:37 PM

1.თამრიკო ყვავაძე
2.რუსიკო ელიავა
3.ლალი მალაზონია
4.მარგალიტა ლიფონავა
5.ცისანა სამსონაძე
6.ციალა შიუკაშვილი
7.დოდო ქორიძე
8.მარინა ჩანადირი
9.მაკა ბერაია
დაემატა სამი ადამიანი:
10.მანანა ბერაძე 855 74 21 20
11.ბერტა ტატანაშვილი 855 27 17 089(ეს ადამიანი წარმოშობით ბათუმელია და თავის პატარა შვილთან ერთად მეგობართან არის მიკედლებული,უსახლკარო)

12.კნანელი-უბინაო,საკვებს იღებს უმწეოთა სასდილოში;

ეს არის სრული სია,დიდ დიღომში უსახლკაროთა და უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანთა სრული ჩამონათვალი,რისი მოპოვებაც მე შევძელი.

დღეს ვნახე უმწეოთა სასადილოს დირექტორი ქალბატონი ნუნუ მჭედლიძე (და არა სათნოების სახლი,როგორც მე მეგონა),ძალიან კარგი ადამიანი.ჩემდა გასახარად ისეთი სანუგეშო სიტყვები მითხრა,რომ მთელი დღეა დადებითი ემოციებით სავსე დავდივარ smile.gif
როცა ვუთხარი რომ ახალგაზრდებს გაუჩნდათ იდეა დაეხმარონ გაჭირვებულ და უსახლკარო ადამიანებს-მეთქი,ასე მითხრა,აღარ მეგონა ასეთი ახალგაზრდები კიდევ თუ იყვნენო,ესე იგი ღმერთი არ გაგვწირავსო smile.gif
მითხრა,რომ ნაციონალების ოფისში მივსულიყავი ასეთი ადამიანების რაოდენობის დასაზუსტებლად,ქალბატონ მარინა ტალკაძესთან,ოფისი დაკეთილი დამხვდა,სამგიეროდ მქონდა მობილური ტელეფონი და დავურეკე smile.gif
ის დაინტერესდა თუ რომელი ორგანიზაციიდან ვიყავი,როცა ყველაფერი გაირკვა,მან ამიხსნა,რომ ეს ინფორმაცია მას მიეწოდება ვაკე საბურთალოს რაიონის სუბსიდიების სააგენტოდან,მათ ყავთ სოციალური აგენტები,რომელთაც ევალებათ ასეთი ადამინების მოძიება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა,ამდენად,სია,რომელიც ჩვენ გვაინტერესებს გააჩნიათ სწორედ მათ და ამ სიის გაცემაც მათი მოვალეობაა.

სუბსიდიების სააგენტო არის მიცკევიჩის 23-ში.სადაც კომისარიატია.
საჭიროა აქ მისვლა და დანარჩენი უსახლკაროების სიის წამოღება.
ინფორმაცია ღია და საჯაროა.

რაც შეეხება დიდი დიღმის უბინაოებს,მათთან დაკავშირებას შევძლებთ თამრიკო ყვავაძის საშუალებით
მაც იცის ყველას ადგილსამყოფელი და იგი გააფრთხილებს ყველას.
ახლახანს ვესაუბრე მას ტელეფონით და მითხრა,რომ ერთი პურითაც რომ დამეხმაროს ვინმე,ჩემთვის დიდი შეღავათიაო.

მე მზად ვარ ამ აქციის ორგანიზატორებისგან ნებისმიერი ჩემთვის შესაძლებელი დავალება შევასრულო.
ჩემი ხელფასიდან არა,მაგრამ ჩემი ქმრის ხელფასიდან გადავინახავ რამეს biggrin.gif
ასევე ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთებს შევაგროვებ მეზობლებში და ნათესავებში smile.gif

გთხოვთ აქტიურად ჩავერთოთ და შევასრულოთ ჩვენი დაპირებები
აბა თქვენ იცით smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 22 2009, 06:32 PM

აბა, რა ხდება ამ საკითხზე სხვა?
როდისთვის გეგმავთ?

inaina
კარგი ადამიანი ხარ. გაიხარე mpua.gif smile.gif

პოსტის ავტორი: geoweb2009 თარიღი: Jan 22 2009, 08:37 PM

inaina
მაგ სიებს რაც ოფისებში კეთდება ამაგას არ ჯობია ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ და ისეთები მოვძებნოთ მართლა რომ პური ენატრებათ; ჩემი აზრით ასე უფრო შეადგენთ ისეთ სიას ვისაც პირველ რიგში ჭირდება დახმარება;
მეც დიდდიღმელი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 22 2009, 09:21 PM

ნათია
ჯგუფი: Senators
admin
ჯგუფი: Root Admin
k@the
ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე

ვაიმე რა ხალხი მაქებს? ohmy.gif biggrin.gif
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
მაგრამ ამას არ ვიმსახურებ მართლა wub.gif

geoweb2009

ციტატა
inaina
მაგ სიებს რაც ოფისებში კეთდება ამაგას არ ჯობია ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ და ისეთები მოვძებნოთ მართლა რომ პური ენატრებათ; ჩემი აზრით ასე უფრო შეადგენთ ისეთ სიას ვისაც პირველ რიგში ჭირდება დახმარება;
მეც დიდდიღმელი ვარ


სწორედ ჩემს გარშემოა დიდი დიღომი და ასეთები,ვისაც სახლი არა აქვს იმ უმწეოთა სასადილოში მიდიან.
რაც 9 ადამიანი დავწერე სულ ეგაა რაც დიდ დიღომში არიან უკიდურესად გაჭირვებული და უსახლკარო ადამიანები.
ერთხელ დავწერე და კიდევ არ დავიზარებ და გეტყვი,ქალბატონმა თამრიკო ყვავაძემ ასე მითხრა,ერთი პურიც დიდი შეღავათია ჩემთვისო.მე რაც შემეძლო ჩემს გარშემო,გავაკეთე.
ყველამ თავისი უბნის საქმე რომ გააკეთოს იქნება გარკვეული სია და მერე ვიტყვით სად მივიტანოთ ჩვენი შეგროვილი რაღაცეები და ქავთარაძე გვეტყვის ყველაფერს დანარჩენს,კიდევ დროში და რაღაცეებში დავკონკრეტდებით
ალბათ
smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 22 2009, 09:56 PM

inaina

ციტატა
ყველამ თავისი უბნის საქმე რომ გააკეთოს იქნება გარკვეული სია და მერე ვიტყვით სად მივიტანოთ ჩვენი შეგროვილი რაღაცეები

მალე დავწერთ ტექსტს რომელიც ყველგან უნდა გავრცელდეს, ყველამ თავის მრევლში გაავრცელოს, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში...

რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება მით უკეთესია...

ციტატა
სუბსიდიების სააგენტო არის მიცკევიჩის 23-ში.სადაც კომისარიატია.


ამ დღეებში მივალ მანდ smile.gif

P.S. ძალიან დიდი მადლობა kiss1.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 22 2009, 10:05 PM

აღმაშენებელზე რომ კათარზისია, იქაც იგივეა?
თუ ეგ საერთოდ სხვა ამბავია?
უბრალოდ ჩემი მეზობელი დადის მანდ.
ძალიან უჭირთ და საკვებს მაქედან იღებენ, მაგრამ უსახლ-კარი არ არის.
და ასეთებიც შეიძლება?
ცოტა დაბნეული ვარ და მაპატიეთ! (blush)

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jan 23 2009, 05:09 PM

რამე გადაწყდა ამ აქციასთან დაკავშირებით ვერც შემოვდიოდი ეს დღეები და unsure.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 25 2009, 05:18 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 20 2009, 03:06 PM) *

მე 25 იდან შევუდგები ფულისა და ტანისამოსის შეგროვებას smile.gif
შეეცადეთ ხელფასებიდან დაზოგოთ ფული biggrin.gif


გიორგი

მოდი ვისაუბროთ სად მოვიტანოთ შეგროვებული ტანსაცმელი და პროდუქტი
ან საერთოდ რა სახის დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ამ ადამიანებს

სია თანდათან ჩამოყალიბდება
სანამ ეგ მოგვარდება(შემდეგი ეტაპი ნათიამ უნდა გაარკვიოს და ალბად მალე გაარკვევს კიდეც)
ჩვენ სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე ვიმსჯელოთ
smile.gif

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Jan 25 2009, 11:32 PM

ციტატა(inaina @ Jan 5 2009, 10:43 PM) *

იქნებ წინასწარ დააზუსტო,გაძლევენ თუ არა,იქნებ არ უნდათ რეკლამა?ვთქვათ არ გვაძლევენ?

ერთი ძალიან საყვარელი ქალი ვიცი,აღმაშენებელზე,პსპ და ავერსის დიდი შენობის ტერიტორიაზე ზის ხანდახან კუთხეში....მიყვარს sad.gif იმის ნახვას მოვახერხებთ?


გამარჯობათ,
მეც დიდი სიხარულით შემოგიერთდებით, ალბათ თAნხით შევძლებ დაგეხმაროთ
ეგ ქალი მეც ვიცი, მაგრა მიყვარს მეცsmile.gif გამეხარდა რომ შენც გიყვარსsmile.gif რაღAცეები მიმქონდა ხოლმე, მარა კაი ხანია არ მინახია საწყალი ვერ ლაპარაკობს,სანამ სითბო იყო ვნახულობდი მერე რო აცივდა ვიფიქრე რა უნდა ქნას ამ სიცივეში როგორ დაჯდება მეთQი და რომ ვნახე ზამთAრში თოვლშიც მანდ იჯდა ქოლგითsad.gif არ ვიცი ზუსტად როგორ გეგმავთ მარა პეკინზეც შეიძლება რომ ჩამოვყვეთ კვირა დღE თუ იქნება დიდი სიხარულით გამოგყვებით, იქნებ მომწეროთ როგორ აპირებთ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 26 2009, 12:18 AM

მოკლედ, დავიწყე აქციაზე ზრუნვა
1)მინდა ნათიას ვკითხო, ეგება გაითვალისწინოთ ამ თვის ბიუჯეტში ეს აქციაც.
2)მოდით ეხლავე დავიწყოთ სიის ჩამოწერა, მე ნაცნობ-მეგობრებში, მეზობლებში უკვე გავავრცელე ინფო და იმ დროისთვის მექნება შეგროვილი ტანისამოსიც და საკვებიც smile.gif
3)მინდა მივიდე გუდვილის ან პოპულის დირექციასთან სადაც როგორც გავიგე უფრო ოფიციალური სტატუსი ჭრის, ჩვენ დაგვჭირდება პაკეტები და მაგათ ქაღალდის პაკეტები აქვთ და ეგებ გამოვართვათ smile.gif (ამაზე ნათის იმედი მაქვს , იმედია მიმყვება),ეს ყველაზე ცოტაა რაც მაგათ შეუძლიათ... საკვები მაგათ აშკარად უხვად აქვთ ეგება ქნან მადლი smile.gif

inaina
შენ რა კათარზისებთანაც და უსახლკაროებთანაც გქონდა შეხება, მათ უნდა შეატყობინო ადგილი სადაც უნდა მოვიდნენ და მიიღონ დახმარება, ისეთი ადგილი უნდა ავარჩიოთ რომელიც ცენტრი იქნება ყველა რაიონისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 26 2009, 02:18 AM

ციტატა(gvasalia @ Jan 25 2009, 11:32 PM) *

გამარჯობათ,
მეც დიდი სიხარულით შემოგიერთდებით, ალბათ თAნხით შევძლებ დაგეხმაროთ
ეგ ქალი მეც ვიცი, მაგრა მიყვარს მეცsmile.gif გამეხარდა რომ შენც გიყვარსsmile.gif რაღAცეები მიმქონდა ხოლმე, მარა კაი ხანია არ მინახია საწყალი ვერ ლაპარაკობს,სანამ სითბო იყო ვნახულობდი მერე რო აცივდა ვიფიქრე რა უნდა ქნას ამ სიცივეში როგორ დაჯდება მეთQი და რომ ვნახე ზამთAრში თოვლშიც მანდ იჯდა ქოლგითsad.gif არ ვიცი ზუსტად როგორ გეგმავთ მარა პეკინზეც შეიძლება რომ ჩამოვყვეთ კვირა დღE თუ იქნება დიდი სიხარულით გამოგყვებით, იქნებ მომწეროთ როგორ აპირებთ


სასიამოვნოა შენი შემომატება smile.gif

მაგ მოხუცზე არაფერი ვიცოდი ლაპარაკი რომ არ შეეძლო,ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე,მაშინ გავიგე,რომ არ ლაპარაკობდა.მინდოდა გამეგო სახლი ქონდა თუ არა და დიდი გაჭირვებით მანიშნა რომ სახლი აქვს,იქვე ცხოვრობს იმ არკაში,სადაც ზის sad.gif

გიორგი
ოფიციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ჩემი გამოცდილებით დავრწმუნდი ამაში.
დიდი ხანი დამჭირდა სანამ გავაგებინებდი თუ ვინ ვიყავი და რატომ მჭირდებოდა უსახლკაროების სია smile.gif
ყველაზე ძალიან ნაციონალების წარმომადგენელმა მომთხოვა ახსნა განმარტებები და ეგ სტატუსი,მარტო ეგ კი არა რომელი ტაძრის მრევლი ვიყავი და ვინ იყო ჩემი მოძღვარი დაწვრილებით აინერესებდა smile.gif
ამიტომ გაითვალისწინეთ,რომ ეს მნიშვნელოვანია

ესე იგი
ჩვენ ვაგროვებთ:

1.ფულს
2.ტანსაცმელს(?)
3.საკვებს(კონსერვირებულს?თუ მნიშვნელობა არა აქვს?)
4.
5.
6.
7.

კიდევ რას?


გთხოვთ ყველამ მიიღეთ მონაწილეობა მეგობრებო
საინტერესოა აზრები ამ აქციასთან დაკავშირებით
გაგვიზიარეთ
smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 26 2009, 02:41 AM

ციტატა
ტანსაცმელს(?)
3.საკვებს(კონსერვირებულს?თუ მნიშვნელობა არა აქვს?)
4.

საკვები ყველანაირი(ვარგისი უნდა იყოს უეჭველად)
ტანსაცმელსაც რაღათქმაუნდა smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 26 2009, 02:58 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 26 2009, 02:41 AM) *

საკვები ყველანაირი(ვარგისი უნდა იყოს უეჭველად)
ტანსაცმელსაც რაღათქმაუნდა smile.gif

ვარგისი აუცილებლად biggrin.gif
ნივთები?
ვთქვათ ქვაბები ან რაიმე ნივთები

ვთქვათ:

საბნები
ლეიბები
პლედები?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 26 2009, 10:00 AM

ქავთარაძე

ციტატა
1)მინდა ნათიას ვკითხო, ეგება გაითვალისწინოთ ამ თვის ბიუჯეტში ეს აქციაც.

გიო, სამწუხაროდ, კრიზისის გამო ფონდის დაფინანსება შეწყვიტეს...

ასე რომ სანამ ახალი სპონსორი არ მოიძებნება ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს, (ფინანსების არ ქონის გამო)...

ამ აქციის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოგვიწევს smile.gif ვისაც რამდენი შეგვეძლება.... ჩვენმა ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა ფორუმელმა გამოაგზავნა 50 ევრო რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა და ნაწილი მოხმარდება ამ აქციას ნაწილი კი საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ექსკურსიას...



ციტატა
3)მინდა მივიდე გუდვილის ან პოპულის დირექციასთან სადაც როგორც გავიგე უფრო ოფიციალური სტატუსი ჭრის, ჩვენ დაგვჭირდება პაკეტები და მაგათ ქაღალდის პაკეტები აქვთ და ეგებ გამოვართვათ (ამაზე ნათის იმედი მაქვს , იმედია მიმყვება),ეს ყველაზე ცოტაა რაც მაგათ შეუძლიათ... საკვები მაგათ აშკარად უხვად აქვთ ეგება ქნან მადლი

დირექცია სად ზის? ერთ დღეს რომ მეცლება გავიდეთ smile.gif

inaina
ციტატა
სანამ ეგ მოგვარდება(შემდეგი ეტაპი ნათიამ უნდა გაარკვიოს და ალბად მალე გაარკვევს კიდეც)

დღეს გავივლი...

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 26 2009, 02:36 PM

სალამი ყველას ყველას.



პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 26 2009, 04:21 PM

inaina
საბნები,ქვაბები,პლედები ეგ თუ ვინმე მოიტანს თორე ისე ვერ შევიძენთ...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 29 2009, 03:51 PM

აბა რას ვშვრებით?

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 29 2009, 07:21 PM

ვააა smile.gif აქ რაები ხდება თურმე.. smile.gif

პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Jan 29 2009, 08:39 PM

იქნებ ეს ინფორმაცია სხვა საიტებზეც გაგვევრცელებინა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 29 2009, 10:39 PM

ერთგულების საიტის რეკლამა რომ გაკეთდა, იქნება რამეში ეგენიც დაგვეხმარონ?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jan 31 2009, 03:26 PM

გადაწყვიტეთ რა დღეს ატარებთ აქციას? უკვე მეორედ უნდა დავიწყო ხალხის გამოფხიზლება, დაავიწყდათ ჩვენი აქცია იმდენი დრო გავიდა არადა ბევრი დამპირდა დახმარებას. სავარაუდო რიცხვი მითხარით, რომ ტექსტი გავავრცელო საიტებზე.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 31 2009, 04:34 PM

დროზე თორემ თავად ვიქეცი აქციად

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 31 2009, 10:50 PM

ციტატა(nazi @ Jan 31 2009, 03:26 PM) *

გადაწყვიტეთ რა დღეს ატარებთ აქციას? უკვე მეორედ უნდა დავიწყო ხალხის გამოფხიზლება, დაავიწყდათ ჩვენი აქცია იმდენი დრო გავიდა არადა ბევრი დამპირდა დახმარებას. სავარაუდო რიცხვი მითხარით, რომ ტექსტი გავავრცელო საიტებზე.

რადგან 22 ში გუდაურში იგეგმება ექსკურსია, ამიტომ 29 ში (კვირაა მგონი) დავგეგმოთ აქცია, თუმცა გიოს პასუხსაც დაველოდოთ....

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 31 2009, 11:14 PM

ციტატა
რადგან 22 ში გუდაურში იგეგმება ექსკურსია, ამიტომ 29 ში (კვირაა მგონი) დავგეგმოთ აქცია, თუმცა გიოს პასუხსაც დაველოდოთ....

უი,ასე გვიან? უფრო მანამდე ვფიქრობდი..

ნუ როგორც შენ და გიო იტყვითsmile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 31 2009, 11:20 PM

ციტატა(სოფი @ Jan 31 2009, 11:14 PM) *

უი,ასე გვიან? უფრო მანამდე ვფიქრობდი..

ნუ როგორც შენ და გიო იტყვითsmile.gif

არა აქვს მნიშვნელობა, გიოს დაველოდოთ თუ ადრე მოხერხდება ადრე გავაკეთოთ...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2009, 01:32 PM

მოკლედ, წესით უნდა მოხერხდეს 15 ისთვის, გადადება საქმის არამგონია კარგი იყოს, მე არ ვიყავი ქალაქში და ვერ მოვახერხე შემოსვლა, სამაგიეროდ იდეები მაქვს smile.gif
მე ხვალე საღამოს(6-7ისთვის) შევძლებ ვაჟას ძეგლთან შევხვდე ფორუმელებს და შევაგროვო დახმარება, ნათია თუ მოახერხებს მოსვლას ფულს ის ააგროვებს,(დაბდურა ვარ მაგ ამბავში biggrin.gif ) თუ ვინმე შეძლებთ გამირკვიეთ პოპულის "მთავრობა" სად ზის smile.gif რომელ პოპულში.
უსახლკაროებს რაც შეეხება, არამგონია მოხერხდეს ბევრი ადამიანის შეკრება და ჩვენ სანაცნობოში ძალიან გაჭირვებულ ხალხს(ძააალია, ძალიან...) გავაგებინოთ რომ ესეთI აქცია იგეგმება და ისინიც მოვიდნენ.

მგონი შენობა ჯობია ასეთი აქციისთვის და გავარკვიოთ სად შეიძლება შენობის ადააკავება რამდენიმე საათით, შეიძლება კათარზისიც, ან რაიმე მსგავსი დაწესებულება ავირჩიოთ.
მე 5 -6 ფუთით მაქვს უკვე ტანისამოსი.
ჩემი ნომერია 871545515. გაციებული ვარ და სახლიდან ვერ გამოვდივარ დღეს და შემიძლია ქავთარაძის ქუჩის ბოლოში, ჯიქიას გადაკვეთაზე შეგხვდეთ დღესაც თუ დამირეკავთ.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 2 2009, 03:02 PM

ციტატა

თუ ვინმე შეძლებთ გამირკვიეთ პოპულის "მთავრობა" სად ზის smile.gif რომელ პოპულში.

მე როგორც ვიცი, მოსკოვის გამზირზეაა unsure.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2009, 05:20 PM

ვუხმობ ნათიას smile.gif წამყვეს ამ დღეებში მოსკოვის გამზირზე...
ბავშვებო ძალიან გაციებული ვარ და მოდით ცოტა გადავწიოთ შეგროვება ნივთების.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 2 2009, 06:12 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 2 2009, 05:20 PM) *

ვუხმობ ნათიას smile.gif წამყვეს ამ დღეებში მოსკოვის გამზირზე...
ბავშვებო ძალიან გაციებული ვარ და მოდით ცოტა გადავწიოთ შეგროვება ნივთების.


ნივთები შეკრული და გამზადებული მაქვს
როცა იტყვი რომ კარგად ხარ smile.gif დაგირეკავ და მოვიტან
შენობის აღება სწორი აზრია.
თუმცა მაგას გარკვევა სჭირდება.
თუ საჭიროა ჩვენს ნაცნობ დირექტორს დაველაპარაკები,ოღონდ ეს დიდ დიღომშია და რა ვიცი
smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2009, 07:42 PM

inaina

ციტატა
თუ საჭიროა ჩვენს ნაცნობ დირექტორს დაველაპარაკები,ოღონდ ეს დიდ დიღომშია და რა ვიცი

კათარზისის დირექტორს ხო?
ეგება იმან სხვა კათარზისთან დაგვაკავშიროს უფრო ცენტრისკენ.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 2 2009, 09:42 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 2 2009, 07:42 PM) *

inaina

კათარზისის დირექტორს ხო?
ეგება იმან სხვა კათარზისთან დაგვაკავშიროს უფრო ცენტრისკენ.


წავიდე საკითხავად ხვალ?
fiqri.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 2 2009, 10:21 PM

დღეს ვიყავი მიცკევიჩზე სუბსიდიების სააგენტოში (რამდენიმე მოხუციც ელოდებოდა), მაგრამ საწუხაროდ შესვენება დაემთხვა, დიდი ხანი ვერ დაველოდებოდი მეჩქარებოდა, ამ დღეებში შევირბენ ისევ, იქნებ სია მოგვაწოდონ, ან თვითონ ამათთანაც შეიძლება მოლაპარაკება, მოხუცები ხომ მოდიან ამ სააგენტოში და იმ დღეს რომ იქ დავიბაროთ ყველა.... ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს...

ქავთარაძე

ციტატა
ვუხმობ ნათიას წამყვეს ამ დღეებში მოსკოვის გამზირზე...

სამუშაო საათებში დიდი ხნით გამოსვლა არ შემიძლია... sad.gif თუმცა მანამდე იქნებ ერთი დღე (ალბათ კვირა) შევარჩიოთ და მივიდეთ

ციტატა
მოკლედ, წესით უნდა მოხერხდეს 15 ისთვის, გადადება საქმის არამგონია კარგი იყოს, მე არ ვიყავი ქალაქში და ვერ მოვახერხე შემოსვლა, სამაგიეროდ იდეები მაქვს

კარგია 15-ში


ანუ გადაწყდა! დავიწოთ ტექსტის გავრცელება...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 2 2009, 10:41 PM

ეს ტექსტი გაავრცელეთ ყველგან, ასევე თქვენს ეკლესიებშიც, მოძღვრებსაც სთხოვეთ ქადაგებისას მრევლს მიაწოდოს ინფორმაცია

მართლმადიდებლურ ფორუმ www.church.ge -სა და ფორუმთან არსებული საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, 15 თებერვალს ეწყობა საქველმოქმედო აქცია უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც გადაეცემათ მშრალი საჭმელი და ტანისამოსი.

ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, დაგვკავშირდეს 871 54 55 15 გიორგი

შემოგვიერთდით


დარეკე მაგთიდან 200 399, ჯეოსელიდან 700 580 და გახდი ქველმოქმედი!


მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 3 2009, 12:28 PM

ციტატა(ნათია @ Feb 2 2009, 10:21 PM) *

დღეს ვიყავი მიცკევიჩზე სუბსიდიების სააგენტოში (რამდენიმე მოხუციც ელოდებოდა), მაგრამ საწუხაროდ შესვენება დაემთხვა, დიდი ხანი ვერ დაველოდებოდი მეჩქარებოდა, ამ დღეებში შევირბენ ისევ, იქნებ სია მოგვაწოდონ, ან თვითონ ამათთანაც შეიძლება მოლაპარაკება, მოხუცები ხომ მოდიან ამ სააგენტოში და იმ დღეს რომ იქ დავიბაროთ ყველა.... ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს...


ნათია უსახკაროებში მარტო მოხუცეზე უნდა შემედგინა სია??? user.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 3 2009, 02:11 PM

inaina
არაა, ყველაზე, საკვები და ტანისამოსი თანაბრად გადანაწილდება ყველაზე.
დღეს დამირეკა ერთმა ფორუმელმა (მგონი გვასალია, სავარაუდოდ შევხვდები იმ ადამიანს და თანხას გამოვართმევ დღეს... თუ უკეთ ვიქენი...)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 3 2009, 06:59 PM

უი, მირქმას გადაწყდა? unsure.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 4 2009, 05:29 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 3 2009, 06:59 PM) *

უი, მირქმას გადაწყდა? unsure.gif

დილიდან ხომ არ იქნება ,წირვის მერე ალბათ smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 4 2009, 08:01 PM

ხალხო, რა სახის მშრალი საჭმლის ყიდვას ვაპირებთ?

ვთქვათ ხაჩაპურს,სენდვიჩს,ღვეზელს და ასეთებს?

ახლა ვფიქრობდი,რომ იმათთვის ვინც ქუჩაში არ ცხოვრობს და ელემენტარული პირობები აქვს,რომ საჭმელი მოამზადოს,შეიძლება არაერთჯერადი პროდუქტის მიწოდება,მაგალითად ფქვილის,მაკარონის,ლობიოსი და ასე შემდეგ.. თუმცა,რა თქმა უნდა,უნდა გავითვალისწინოთ მათი და ჩვენი თანხის რაოდენობა.. რამდენად გავწვდებით..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 4 2009, 09:52 PM

დღეს ვიყავი მიცკევიჩზე სუბსიდიების სააგენტოში, ისევ შესვენება დაემთხვა, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ მალე გაეღო კარი smile.gif ბევრი ადამიანი ელოდებოდა, ზოგი რეგისტრაციას გადიოდა, ზოგიც კიდევ რაღაცას ელოდებოდა..

ვესაუბრე ბატონ ...., რომელიც ამ საქმეს კურირებს და მითხრა დღეს თათბირი მაქვს 4 საათზე და სოც. აგენტებს დავავალებ მისამართები მომცენ და დაგიკავშირდებიო...

მითხრეს ჯიქიას 20 ნომერში ყოფილან ბევრნი, ძალიან გაჭირვებულები, ეს ალბათ ისაა ჩვენ ადრე (ფლოიდი ტანისამოს და საჭმელს რომ აგროვებდა მათთვის) რომ მცირედით დავეხმარეთ...
თუმცა ამ სააგენტოს შეუძლია მოგვაწოდონ ისეთი სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, ცხოვრობენ გარაჟებში, კარდონისგან გაკეთებულ "ოთახში" და ა.შ.
მოკლედ, ველოდები ამ კაცის ზარს... მთავარია ყველაფერი დროულად მოვაგვაროთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა ჩაერთოს ამ აქციაში, რომ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ...

სოფი

ციტატა
ხალხო, რა სახის მშრალი საჭმლის ყიდვას ვაპირებთ?

ვთქვათ ხაჩაპურს,სენდვიჩს,ღვეზელს და ასეთებს?

პური, კალბასი ანუ მშრალი საჭმელი...

ციტატა
ახლა ვფიქრობდი,რომ იმათთვის ვინც ქუჩაში არ ცხოვრობს და ელემენტარული პირობები აქვს,რომ საჭმელი მოამზადოს,შეიძლება არაერთჯერადი პროდუქტის მიწოდება,მაგალითად ფქვილის,მაკარონის,ლობიოსი და ასე შემდეგ.. თუმცა,რა თქმა უნდა,უნდა გავითვალისწინოთ მათი და ჩვენი თანხის რაოდენობა.. რამდენად გავწვდებით..

სოფ მთავარია თანხა შეგროვდეს იმდენი რომ გავწვდეთ...


.:Lela:.
ციტატა
დილიდან ხომ არ იქნება ,წირვის მერე ალბათ

3 საათზე ნორმალური იქნება smile.gif

inaina
ციტატა
ნათია უსახკაროებში მარტო მოხუცეზე უნდა შემედგინა სია???

არა აქვს მნიშვნელობა

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 5 2009, 11:07 AM

მაკარონი;(20 შეკვრა)
ბრინჯი;(20 შეკვრა,დაფასოებული)
წიწიბურა;(20...)
ფქვილი;(?...)
ძეხვი...



ალბად ასეთი სახით
შეკვრაში შევა:

ერთი მაკარონი:
ერთი ბრინჯი:
ერთი წიწიბურა:
ერთი ფქვილი;
ერთი ძეხვი;
ერთი შეკვრა ტანსაცმელი

მე ასე წარმოვიდგინე
ახლა თქვენ თქვით როგორი სახით იქნება ერთი ადამიანისთვის?
smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 01:17 PM

მოგაწვდით ვაკე-საბურთალოს რაიონში სოც. აგენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები

დვალი გივი - ზოოპარკი, ქოხი
ხუხუნაიშვილი რეზო - გაგარინის ქ. საგზაო დეპარტამენტის სარდაფი
ლეჟავა ლალი - ინფექციური საავადმყოფო მე-2 განყოფილება, (მიმღების უკან)
თანდაშვილი ინგა - ჯიქიას 20 (სარდაფი)
ცაგარელი მაყვალა - ალ. ყაზბეგის 26 (გარაჟი)
ხაჭვანი თინა - ვაზისუბნის 99 (სარდაფი)
ექიზაშვილი ნანა - სასოფლოს დასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღი
ბენიძე ინვარდი - ბახტრიონის 30 (სარდაფი)
ჩოხელი ელიზო - უსახლკარო, საკონტაქტო ბოჭორიშვილის 8
სერგიანი ლარისა - ჩიქოვანის 25 (პირველ სართულზე ფიცრული)
ცანკაშვილი დარიკო - დ. თავდადებულის ქუჩა, მარჯვნივ ბარაკი (ვულკანიზაციასთან)
ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი



P.S. ეს სია მომაწოდა სუბსიდიების სააგენტომ, ეს ხალხი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და დავეხმაროთ...

რაც შეეხება პროდუქტს რამდენად მართებული იქნება ასეთი ხალხისთვის არ ვიცი, სჯობს მზა საკვებს თუ ვიყიდით და მივუტანთ... ქოხში მცხოვრებ კაცს ექნება ის პირობები რომ საჭმელი აკეთოს?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 01:23 PM

კონსერვები შეიძლება, გასახსნელი რომ არ ჭირდება ისეთი კონსერვები, მაგალითად თევზის.
დიდი ხანი ინახება, გახსნი და პურით შეჭამ ადამიანი.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 5 2009, 01:30 PM

მზა საკვები აჯობებს ჩემი აზრითაც. ან ადვილად მოსამზადებელი. ისე პატარა გაზის ქურები (ტურისტული) რომ გვქონოდა ერთი 10 ცალი მაინც კარგი იქნებოდა, გადავცემდით ვისაც არ აქვს და საკვებს მაინც გააცხელებდა. sad.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 5 2009, 02:10 PM

ციტატა(ნათია @ Feb 5 2009, 01:17 PM) *

მოგაწვდით ვაკე-საბურთალოს რაიონში სოც. აგენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები

დვალი გივი - ზოოპარკი, ქოხი
ხუხუნაიშვილი რეზო - გაგარინის ქ. საგზაო დეპარტამენტის სარდაფი
ლეჟავა ლალი - ინფექციური საავადმყოფო მე-2 განყოფილება, (მიმღების უკან)
თანდაშვილი ინგა - ჯიქიას 20 (სარდაფი)
ცაგარელი მაყვალა - ალ. ყაზბეგის 26 (გარაჟი)
ხაჭვანი თინა - ვაზისუბნის 99 (სარდაფი)
ექიზაშვილი ნანა - სასოფლოს დასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღი
ბენიძე ინვარდი - ბახტრიონის 30 (სარდაფი)
ჩოხელი ელიზო - უსახლკარო, საკონტაქტო ბოჭორიშვილის 8
სერგიანი ლარისა - ჩიქოვანის 25 (პირველ სართულზე ფიცრული)
ცანკაშვილი დარიკო - დ. თავდადებულის ქუჩა, მარჯვნივ ბარაკი (ვულკანიზაციასთან)
[b]ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი[/size]
[/b]

P.S. ეს სია მომაწოდა სუბსიდიების სააგენტომ, ეს ხალხი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და დავეხმაროთ...

რაც შეეხება პროდუქტს რამდენად მართებული იქნება ასეთი ხალხისთვის არ ვიცი, სჯობს მზა საკვებს თუ ვიყიდით და მივუტანთ... ქოხში მცხოვრებ კაცს ექნება ის პირობები რომ საჭმელი აკეთოს?

ციტატა
ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი
ნათია,მაგ კაცს მე ვნახავ ხვალ.
ის მაინტერესებს,თუ უნდა ვიქირაოთ,ან დაგვითმობენ ფართს,მაშინ მათ,ვისაც ტელეფონი არა აქვს,უნდა ჩამოვუაროთ და მივიყვანოთ?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2009, 02:12 PM

ხალხო ძალიან ცუდად ვარ, მახველებს და სიცხე მაქ 38 და ვერ გავდივარ სახლიდან.
ნათი, ეგ სია ამოვაპრინტეროთ და შაბათს ან კვირას ჩამოვუაროთ, ეგება პატარა წერილები ამოვაპრინტეროთ და დავჭრათ სადაც მივუთითებთ რომ ამა და ამ დღეს ამა და ამ ადგილას კეთდება ეს აქცია. მანამდე ადგილი დავაზუსტოთ და ვინც არ დაგვხვდება "სახლებში" მათ წერილი დავუტოვოთ.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 5 2009, 02:15 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 5 2009, 02:12 PM) *

ხალხო ძალიან ცუდად ვარ, მახველებს და სიცხე მაქ 38 და ვერ გავდივარ სახლიდან.
ნათი, ეგ სია ამოვაპრინტეროთ და შაბათს ან კვირას ჩამოვუაროთ, ეგება პატარა წერილები ამოვაპრინტეროთ და დავჭრათ სადაც მივუთითებთ რომ ამა და ამ დღეს ამა და ამ ადგილას კეთდება ეს აქცია. მანამდე ადგილი დავაზუსტოთ და ვინც არ დაგვხვდება "სახლებში" მათ წერილი დავუტოვოთ.

დღეს ამოვბეჭდავ და ყველგან გამოვაკრავ სადაც შევძლებ განცხადებას აქციის შესახებ.

ციტატა(inaina @ Feb 5 2009, 11:07 AM) *

მაკარონი;(20 შეკვრა)
ბრინჯი;(20 შეკვრა,დაფასოებული)
წიწიბურა;(20...)
ფქვილი;(?...)
ძეხვი...
ალბად ასეთი სახით
შეკვრაში შევა:

ერთი მაკარონი:
ერთი ბრინჯი:
ერთი წიწიბურა:
ერთი ფქვილი;
ერთი ძეხვი;
ერთი შეკვრა ტანსაცმელი

მე ასე წარმოვიდგინე
ახლა თქვენ თქვით როგორი სახით იქნება ერთი ადამიანისთვის?
smile.gif

ეს მათთვის ვისაც შეუძლია საჭმლის მომზადება?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2009, 04:14 PM

inaina
იცით რა ვიფიქრე? შეიძლება შაქრის დაფასოება მაგალითად 2-2 კოვზად და სტეპლერით შეკვრა , ანუ გავაკეთოთ პაკეტი (სადაც იდება ბუტერბროდი,შაქარი,ჩაი(ან რაიმე მსგავსი რაციონით)

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 05:57 PM

ქავთარაძე
მაშინ ნატეხი შაქარი იყიდეთ და ერთჯერად პარკებში დააფასოვეთ. შენ რასაც ამბობ ეგ რთულია.

საბოლოოდ რამდენ ადიამნზე შეგვიძლია პროდუქტის შეძენა? რაიმე თანხა არის?
ნათიას სიაში 12 ადამიანია, მეტი სხვა?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 5 2009, 06:01 PM

აუ მეც ჩამრთეთ რა მაგ ამბავში
იქით კვირას ხელფასსს ვიღებ

გამოგადგებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 5 2009, 08:31 PM

ციტატა
დვალი გივი - ზოოპარკი, ქოხი
ხუხუნაიშვილი რეზო - გაგარინის ქ. საგზაო დეპარტამენტის სარდაფი
ლეჟავა ლალი - ინფექციური საავადმყოფო მე-2 განყოფილება, (მიმღების უკან)
თანდაშვილი ინგა - ჯიქიას 20 (სარდაფი)
ცაგარელი მაყვალა - ალ. ყაზბეგის 26 (გარაჟი)
ხაჭვანი თინა - ვაზისუბნის 99 (სარდაფი)
ექიზაშვილი ნანა - სასოფლოს დასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღი
ბენიძე ინვარდი - ბახტრიონის 30 (სარდაფი)
ჩოხელი ელიზო - უსახლკარო, საკონტაქტო ბოჭორიშვილის 8
სერგიანი ლარისა - ჩიქოვანის 25 (პირველ სართულზე ფიცრული)
ცანკაშვილი დარიკო - დ. თავდადებულის ქუჩა, მარჯვნივ ბარაკი (ვულკანიზაციასთან)
ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი


მოხუცი ქალია და მისი შვილი-კაცი ჩვენ საქვაბესთან ცხოვრობენ. (მრგვალ ბაღთან რომ 16 სართულიანია, იმის საქვაბეზეა საუბარი )

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 5 2009, 08:35 PM

თანხა უკვე ააგროვეთ? :?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Feb 5 2009, 09:01 PM

აქციისთვის რაღაც მოვიფიქრე და იმედია რამით დაგვეხმარება. www.jobsite.ge-ზე ბანერი დავდე
დაწვრილებით შეგიძლიათ www.aqcia.visual.ge-ზეც იხილოთ. თუ შეძლებთ თქვენც გაავრცელოთ კარგი იქნება. მადლობა visual studios და jobsite.ge-ს დახმარებისათვის.
ვნახოთ რა გამოვა, მთავარია ქავთარაძემ ტელეფონი არ გათიშოს smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2009, 09:31 PM

nazi
კარგი გოგო ხარ ნაზი smile.gif ტელეფონი ჩართული მაქვს.
tamuna m
არა, ჯერ არ ამიგროვებია, ხვალე 6 საათიდან შევიკრიბებით სპორტის სასახლესთან და იქ ავაგროვებ ფულს.
ნათია მინდა რომ იყო , ფული შენ უნდა მოგცე.
ასევე გთხოვთ რომ დაწეროთ ტექსტი, რომლებსაც დავურიგებთ ქუჩებში, მეტროებში , მაგ ხიბარებში მივუტანთ ხალხს და ინფორმაციას მივაწვდით რომ აქცია კეთდება და მოვიდნენ.

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Feb 5 2009, 10:02 PM

http://top.internet.ge/ ნახეთ, აქაც დავდეთ.
www.aqcia. visual. ge ქვია.

http://aqcia.visual.ge/
http://jobsite.ge/

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 10:15 PM

ციტატა(inaina @ Feb 5 2009, 02:10 PM) *

ნათია,მაგ კაცს მე ვნახავ ხვალ.
ის მაინტერესებს,თუ უნდა ვიქირაოთ,ან დაგვითმობენ ფართს,მაშინ მათ,ვისაც ტელეფონი არა აქვს,უნდა ჩამოვუაროთ და მივიყვანოთ?


ყველაზე კარგი ვარიანტია, ჩვენ შევიკრიბებით კვირას 15 თებერვალს 2 საათზე სპორტის სასახლესთან და ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე ჩამოვივლით.... ანუ ადგილზე მივუტანოთ ასე სჯობს...


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 10:23 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 5 2009, 02:12 PM) *

ხალხო ძალიან ცუდად ვარ, მახველებს და სიცხე მაქ 38 და ვერ გავდივარ სახლიდან.
ნათი, ეგ სია ამოვაპრინტეროთ და შაბათს ან კვირას ჩამოვუაროთ, ეგება პატარა წერილები ამოვაპრინტეროთ და დავჭრათ სადაც მივუთითებთ რომ ამა და ამ დღეს ამა და ამ ადგილას კეთდება ეს აქცია. მანამდე ადგილი დავაზუსტოთ და ვინც არ დაგვხვდება "სახლებში" მათ წერილი დავუტოვოთ.

გიო შენ მიხედე თავს, ტელეფონი ჩაიბარე შენ smile.gif...

იმ კვირას ყოველდღე საღამოს 8 საათზე სპორტის სასახლესთან დავნიშნევ "სტრელკას" ფულის ასაგროვებლად... ვისაც რამდენი შეუძლია... smile.gif

ციტატა(Ligia @ Feb 5 2009, 06:01 PM) *

აუ მეც ჩამრთეთ რა მაგ ამბავში
იქით კვირას ხელფასსს ვიღებ

გამოგადგებით biggrin.gif

მიღებული ხარ smile.gif იმ კვირიდან ანუ ორშაბათიდან დავიწყებთ თანხის შეგროვებას...

ციტატა(tamuna m @ Feb 5 2009, 08:35 PM) *

თანხა უკვე ააგროვეთ? :?

ჯერ არა თამუ, ორშაბათს 7 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბოთ smile.gif

ციტატა(.ნინო @ Feb 5 2009, 08:31 PM) *

მოხუცი ქალია და მისი შვილი-კაცი ჩვენ საქვაბესთან ცხოვრობენ. (მრგვალ ბაღთან რომ 16 სართულიანია, იმის საქვაბეზეა საუბარი )

ეს რომელი ნინ?

k@the
ციტატა
საბოლოოდ რამდენ ადიამნზე შეგვიძლია პროდუქტის შეძენა? რაიმე თანხა არის?
ნათიას სიაში 12 ადამიანია, მეტი სხვა?

ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული ანუ რამდენი შეგროვდება თანხა smile.gif





http://www.radikal.ru
P.S. დიდი მადლობა ლადოს smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 5 2009, 10:29 PM

აუ ტექსტი დაწერეთ რა სრულად smile.gif

ამობეჭდვა მინდა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 10:30 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 5 2009, 10:29 PM) *

აუ ტექსტი დაწერეთ რა სრულად smile.gif

ამობეჭდვა მინდა smile.gif


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 5 2009, 10:32 PM

ხომ არ ამოგვებეჭდა რაიმე ტექსტი და დაგვერიგებინა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 10:33 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Feb 5 2009, 10:32 PM) *

ხომ არ ამოგვებეჭდა რაიმე ტექსტი და დაგვერიგებინა?

ვინც როგრო შეძლებს, ამობეჭდეთ დაარიგეთ ყველგან, რაც შეიძლემა მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფო...



ტექსტი:

მართლმადიდებლურ ფორუმ www.church.ge -სა და ფორუმთან არსებული საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, 15 თებერვალს ეწყობა საქველმოქმედო აქცია უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც გადაეცემათ მშრალი საჭმელი და ტანისამოსი.

ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, დაგვკავშირდეს 871 54 55 15 გიორგი

შემოგვიერთდით


დარეკე მაგთიდან 200 399, ჯეოსელიდან 700 580 და გახდი ქველმოქმედი!


მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Feb 5 2009, 10:35 PM

ტექსტი სრულადაა. აკლია რამე ვითომ? შეხვედრის დრო და ადგილი არ წერია იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცით.
p.s ბანერი ჩვენმა ახალმა ფორუმელმა ladoborton-მა მოამზადა
smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 5 2009, 11:12 PM

თანხის რაოდენობაც ორშაბათს სავარაუდოთ გვეცოდინება.
ფიზიკურად რაში შემიძლია დაგეხმაროთ? fiqri.gif
15-ში მგონი ქალაქში არ ვიყო და მანამდე საქმე არ არის გასაკეთებელი?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2009, 11:15 PM

tamuna m

ციტატა
თანხის რაოდენობაც ორშაბათს სავარაუდოთ გვეცოდინება.
ფიზიკურად რაში შემიძლია დაგეხმაროთ?
15-ში მგონი ქალაქში არ ვიყო და მანამდე საქმე არ არის გასაკეთებელი?

კვირასვე ვიყიდით პროდუქტს და თან წავუღებთ მისამართებზე..

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 6 2009, 12:39 AM

ციტატა
ეს რომელი ნინ?


სახელი და გვარი არ ვიცი ნათ, ახლობლებში გავიკითხე და ერთ-ერთმა მითხრა რომ ორი ადამიანი-დედა-შვილი ცხოვრობენ მრგვალ ბართანო, ღია ცის ქვეშ, ზამთარში კი ჩვენ საქვაბეში იძინებენო... მეტი არაფერი ვიცი sad.gif

და კიდევ ერთი მისამართი გავიგე: ხომლელის ქუჩა 8 ნომერის (ვარკეთილშია, მეტროსტან ახლოს), წინ გარაჟების თავზე ერთ კაცს აქვს კარდონის ყუთებით აწყობილი "სახლი" და იქ ცხოვრობს sad.gif

მგონი ესენიც უნდა მივამატოთ იმ სიას

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2009, 02:01 AM


ნათია

ციტატა
კვირასვე ვიყიდით პროდუქტს

არა, მგონი ჯობია ცოტა უფრო ადრე მოვახერხოთ ეგ ამბავი smile.gif მაგალითად 2 დღით ადრე ან წინა დღეს შაბათს. სადმე ფარეხში შევინახავთ ბოლო-ბოლო smile.gif კვირას საქმეები გვექნება ყიდვა გაძნელდება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 05:03 AM

ციტატა
გარაჟების თავზე ერთ კაცს აქვს კარდონის ყუთებით აწყობილი "სახლი" და იქ ცხოვრობს

აქ ათასობითაა მასე sad.gif მერე ჩამოუვლიან ხოლმე მერიიდან და ცხელ საჭმელს და "ადეალებს" ურიგებენ...


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 6 2009, 09:56 AM

ციტატა(ნათია @ Feb 5 2009, 01:17 PM) *

მოგაწვდით ვაკე-საბურთალოს რაიონში სოც. აგენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები

დვალი გივი - ზოოპარკი, ქოხი
ხუხუნაიშვილი რეზო - გაგარინის ქ. საგზაო დეპარტამენტის სარდაფი
ლეჟავა ლალი - ინფექციური საავადმყოფო მე-2 განყოფილება, (მიმღების უკან)
თანდაშვილი ინგა - ჯიქიას 20 (სარდაფი)
ცაგარელი მაყვალა - ალ. ყაზბეგის 26 (გარაჟი)
ხაჭვანი თინა - ვაზისუბნის 99 (სარდაფი)
ექიზაშვილი ნანა - სასოფლოს დასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღი
ბენიძე ინვარდი - ბახტრიონის 30 (სარდაფი)
ჩოხელი ელიზო - უსახლკარო, საკონტაქტო ბოჭორიშვილის 8
სერგიანი ლარისა - ჩიქოვანის 25 (პირველ სართულზე ფიცრული)
ცანკაშვილი დარიკო - დ. თავდადებულის ქუჩა, მარჯვნივ ბარაკი (ვულკანიზაციასთან)
ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი

P.S. ეს სია მომაწოდა სუბსიდიების სააგენტომ, ეს ხალხი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და დავეხმაროთ...

რაც შეეხება პროდუქტს რამდენად მართებული იქნება ასეთი ხალხისთვის არ ვიცი, სჯობს მზა საკვებს თუ ვიყიდით და მივუტანთ... ქოხში მცხოვრებ კაცს ექნება ის პირობები რომ საჭმელი აკეთოს?


ციტატა(.ნინო @ Feb 6 2009, 12:39 AM) *

სახელი და გვარი არ ვიცი ნათ, ახლობლებში გავიკითხე და ერთ-ერთმა მითხრა რომ ორი ადამიანი-დედა-შვილი ცხოვრობენ მრგვალ ბართანო, ღია ცის ქვეშ, ზამთარში კი ჩვენ საქვაბეში იძინებენო... მეტი არაფერი ვიცი sad.gif

და კიდევ ერთი მისამართი გავიგე: ხომლელის ქუჩა 8 ნომერის (ვარკეთილშია, მეტროსტან ახლოს), წინ გარაჟების თავზე ერთ კაცს აქვს კარდონის ყუთებით აწყობილი "სახლი" და იქ ცხოვრობს sad.gif

მგონი ესენიც უნდა მივამატოთ იმ სიას


ანუ ზედა სიას დაემატება კიდევ 2 მისამართი, მრგვალი ბაღი და ვარკეთილი...

ქავთარაძე
ციტატა
არა, მგონი ჯობია ცოტა უფრო ადრე მოვახერხოთ ეგ ამბავი მაგალითად 2 დღით ადრე ან წინა დღეს შაბათს. სადმე ფარეხში შევინახავთ ბოლო-ბოლო კვირას საქმეები გვექნება ყიდვა გაძნელდება.

მე სხვა დღეებში საღამოს 8-ის მერე მცალია და მაგ დროს არაფერი არ იქნება sad.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 6 2009, 10:01 AM

ციტატა(inaina @ Jan 21 2009, 06:37 PM) *

1.თამრიკო ყვავაძე
2.რუსიკო ელიავა
3.ლალი მალაზონია
4.მარგალიტა ლიფონავა
5.ცისანა სამსონაძე
6.ციალა შიუკაშვილი
7.დოდო ქორიძე
8.მარინა ჩანადირი
9.მაკა ბერაია
დაემატა სამი ადამიანი:
10.მანანა ბერაძე 855 74 21 20
11.ბერტა ტატანაშვილი 855 27 17 089(ეს ადამიანი წარმოშობით ბათუმელია და თავის პატარა შვილთან ერთად მეგობართან არის მიკედლებული,უსახლკარო)

12.და კიდევ ერთი ქალი,რომლის სახელი არ მახსოვს და ამას დავაზუსტებ ამ დღეებში.

ეს არის სრული სია,დიდ დიღომში უსახლკაროთა და უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანთა სრული ჩამონათვალი,რისი მოპოვებაც მე შევძელი.


ამ ადამიანებს,რომლებიც სხვის სახლებში ცხოვრობენ და საკვებს უმწეოთა სასადილოში იღებენ ხომ ისევ ვეხმარებით?თუ ამდენს ვერ შევძლებთ?
sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 6 2009, 10:10 AM

ციტატა(inaina @ Feb 6 2009, 10:01 AM) *

ამ ადამიანებს,რომლებიც სხვის სახლებში ცხოვრობენ და საკვებს უმწეოთა სასადილოში იღებენ ხომ ისევ ვეხმარებით?თუ ამდენს ვერ შევძლებთ?
sad.gif

მე ყველას მინდა რომ დავეხმაროთ, ვნახოთ თანხა რამდენი შეგროვდება...

ეს სია ამობეჭდე და წამოიღე თან ოკ?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 6 2009, 10:54 AM

ციტატა(ნათია @ Feb 6 2009, 10:10 AM) *

მე ყველას მინდა რომ დავეხმაროთ, ვნახოთ თანხა რამდენი შეგროვდება...

ეს სია ამობეჭდე და წამოიღე თან ოკ?


მე მათ დავპირდი,რომ შევატყობინებდი აქციის ადგილსამყოფელს და წინასწარ დავურეკავდი,როდის იქნებოდა ეს აქცია,რომ მოსულიყვნენ.
საშინლად არ მინდა,რომ ჩემი სიტყვა ვერ შევასრულო sad.gif


სია ამოვბეჭდავ,არა არის პრობლემა ეგ,მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ავტომატურად ამოვარდნენ სიიდან? sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 6 2009, 11:22 AM

ციტატა(inaina @ Feb 6 2009, 10:54 AM) *

მე მათ დავპირდი,რომ შევატყობინებდი აქციის ადგილსამყოფელს და წინასწარ დავურეკავდი,როდის იქნებოდა ეს აქცია,რომ მოსულიყვნენ.
საშინლად არ მინდა,რომ ჩემი სიტყვა ვერ შევასრულო sad.gif
სია ამოვბეჭდავ,არა არის პრობლემა ეგ,მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ავტომატურად ამოვარდნენ სიიდან? sad.gif

დავეხმაროთ მაგათაც, მთავარია თანხა ავაგროვოთ....

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 6 2009, 04:00 PM

ციტატა(ნათია @ Feb 6 2009, 01:09 PM) *

inaina
ნინ, ეგ სია რომელ უბნის მაცხოვრებლებს ეკუთვნით, იქ რომ დავიბაროთ ყველა (ანუ შენ რა სიაც მოგვაწოდე ის ხალხი)? რაც შეეხება სუბსიდიების სააგენტოსგან მოწოდებულ სიას იმათ მისამართებზე მივაკითხოთ, აბა როგორ უნდა გავაგებინოთ რომ მოვიდნენ sad.gif

მაგაზე ხომ უკვე მოგწერე პირადად.
ყველაფერი გასაგებია kiss1.gif

დღეს დიდი დიღმის მრავალ ბოძზე გავაკარი ზემოთ მოცემული განცხადება,მაღაზიებმა,რომლებ
მაც უფლება მომცეს გამეკრა გავაკარი და ორივე ტაძარში მივიტანე,მამაოები არ იყვნენ,ამიტომ მესანთლეებთან დავტოვე და მათი ნებაა გაავრცელებენ თუ არა.
ჩემი კორპუსი ინფორმირებულია საფუძვლიანად biggrin.gif
რამდენიმე ადამინი ფუთებს ამომიტანს უახლოეს დღეებში და მათ გადავცემ გიორგის smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Feb 6 2009, 04:07 PM

მშვენიერი აქცია წამოგიწყიათ


ვეცდები შემოგიერთდეთ a075.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2009, 07:37 PM

ladoborton
გაიხარე , მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა smile.gif

subterranean
რატო? smile.gif
მოდი, მოგვეხმარე საკვების დარიგებაში smile.gif გაიგცნობ smile.gif

ციტატა
მე სხვა დღეებში საღამოს 8-ის მერე მცალია და მაგ დროს არაფერი არ იქნება

მერე შექალო მარტო შენ ხარ? biggrin.gif შენს გარდა მთელ ბატალიონს ყავს მანქანა biggrin.gif პროდუქტების ცხრილს რო შევადგენთ გავალთ და ვიყიდით smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2009, 09:40 PM

http://www.radikal.ru smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 6 2009, 09:54 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 6 2009, 09:40 PM) *

http://www.radikal.ru smile.gif

:thumb up: მაგარია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 6 2009, 10:44 PM

ქავთარაძე

ციტატა
მერე შექალო მარტო შენ ხარ? შენს გარდა მთელ ბატალიონს ყავს მანქანა პროდუქტების ცხრილს რო შევადგენთ გავალთ და ვიყიდით

ოკ, მასე ვქნათ მაშინ smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 6 2009, 10:50 PM

ერთი მანქანაც მე მყავს,იგულისხმეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 6 2009, 11:34 PM

ქავთარაძე

კარგი სურათებია, მაგრამ ტექსტი გაცილებით კითხვადია პირველ ვარიანტში.

არ შეიძლება რომ იმაში უბრალოდ ფოტოები შეიცვალოს?

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 6 2009, 11:43 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 6 2009, 09:40 PM) *

http://www.radikal.ru smile.gif

ეს კაია ძაან smile.gif)))

.ნინო
ლურჯი ფონი რომ გაღიავდეს ცოტა ხომ? უკეთესად გამოჩნდება წარწერა, smile.gif სულ ოდნავ..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 7 2009, 10:33 PM

იაქტიურეთ!

ციტატა
მაგრამ ტექსტი გაცილებით კითხვადია პირველ ვარიანტში.

ისე კითხვადს რას ეძახი? 20 კმ იდან რომ ჩანდეს?
მშვენივრად იკითხება თუ წაკითხვა გინდა . აღარ შევაწუხოთ ის ადამიანი, დიდი მადლობა მას და იყოს ეს რაც არის smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 7 2009, 10:58 PM

ჩემი მეზობლები მომადგნენ და ორი პარკით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მომიტანეს
გული სიამაყით ამევსოოო wub.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 7 2009, 11:21 PM

inaina
ძალიან კარგი ადამიანი ხარ ასე რომ აქტიურობ
გენაცვალე!

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 7 2009, 11:43 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 7 2009, 11:21 PM) *

inaina
ძალიან კარგი ადამიანი ხარ ასე რომ აქტიურობ
გენაცვალე!

kiss1.gif კარგი ადამიანი შენ ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 8 2009, 06:35 PM

იაქტიურეთ!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 8 2009, 07:34 PM

დამავალეთ რამე და გავაკეთებ
ჩემით ვერაფერი მოვიფიქრე, არა და დახმარება მეც მინდა user.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 9 2009, 10:29 AM

ვისაც თანხის მოტანა უნდა დღეს 10 საათიდან 13 საათამდე ვარ რუსთავი2 ის შენობაში (მეტრო დელისთან), 13 საათიდან 18 საათამდე ვარ იოსებიძეზე (პეკინის პარალელური) კვირის პალიტრის საგამომცემლო სახლში... თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს PM მომწეროს და მობილურის ნომერს მივწერ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 9 2009, 07:21 PM

ხალხო რატომ არ ეხმაურებით ნათიას?
მე ხვალე მცალია საღამოს და 6 საათზე ვიქნები სპორტის სასახლესთან, ვისაც უნდა რაიმე სახის წვლილი შეიტანოს უსახლკარო ადამიანთა დახმარებაში მოვიდეს იქ და მოიტანოს ან ფული, ან ტანისამოსი.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 9 2009, 09:23 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 9 2009, 07:21 PM) *

ხალხო რატომ არ ეხმაურებით ნათიას?
მე ხვალე მცალია საღამოს და 6 საათზე ვიქნები სპორტის სასახლესთან, ვისაც უნდა რაიმე სახის წვლილი შეიტანოს უსახლკარო ადამიანთა დახმარებაში მოვიდეს იქ და მოიტანოს ან ფული, ან ტანისამოსი.

ხვალ დაგირეკავ და მოვალ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 9 2009, 09:48 PM

ქავთარაძე
გიო ტანსაცმელი კვირას მოიტანონ არ ჯობს? ხვალ მხოლოდ ფული შეგროვდეს

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 9 2009, 10:08 PM

ნათია
ხო ნათი ეგეც მართალია მარა დახარისხება ხომ უნდა იმ ტანისამოსს?
მოდით ეგრე იყოს, ხვალე ფული მოიტანეთ მარტო smile.gif ტანისამოსი ცალკე იყოს smile.gif

inaina
ტელეფონს არ ვთიშავ biggrin.gif
ტელი არ გამითიშავს 1 კვირაა biggrin.gif ღამითაც ჩართული მაქვს ეგება ვიღაცას ქველმოქმედება ღამის 5 საათზე მოუნდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 9 2009, 10:25 PM

ქავთარაძე

ციტატა
ხო ნათი ეგეც მართალია მარა დახარისხება ხომ უნდა იმ ტანისამოსს?

როცა მოიტანენ ანუ კვირას მოვახერხებთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 10:37 AM

ხალხო მოდით რა დღეს, გამოიჩინეთ ცოტა გულისხმიერება...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 10:59 AM

ხალხო, თუ არ იაქტიურეთ არაფერი გამოვა! მე და ნათია ორგანიზებას ვუკეთებთ, ინამ ხალხი მოიწვია და ესე არ იქნება ლამაზი სათანადოდ რომ არ გავუმასპინძლდეთ.

საქმე რაშია, ეხლა შევიმუშავე რაღაც პატარა გეგმასავით ,(საკვების პაკეტი, რაც 1 სულზე მოვა(სავარაუდო თანხის მიხედვით) )

შაბათს დილით წავალთ ბაზარში და შევიძენთ ძეხვეულს საბითუმო ფასად.
შემდეგ პურის ქარხანაში შევიძენთ პურს, დღეს ინას გავესაუბრები და დავაზუსტებ რამდენ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია და რამდენი ადამიანი დაგვხვდება ადგილზე მისულთ , ასევე რამდენთან იქნება მისატანი საკვები "სახლში".
მაინტერესებს მოხალისეები რამდენნი ხართ მანქანით.

ფინანსები ჯერ-ჯერობით გვაქვს:
1)50 ევრო_როგორც ნათიამ მითხრა უცხოეთიდან გამოგვიგზავნა ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა.
2)20 ლარი რომელსაც მე ვდებ.
3)...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 11:00 AM

ქავთარაძე

ციტატა
შემდეგ პურის ქარხანაში შევიძენთ პურს

ნაზის ნაცნობი ყავს პურის ქარხანაში და ადგილზე მოგვიტანენ პურს... დღეს უნდა გაირკვეს ეგ ამბავი, დაწერს ალბათ ნაზი

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 10 2009, 11:06 AM

ხალხნო,

მე სამწუხაროდ 6 საათზე არ მცალია სამუშაო დღეებში იქნება ცოტა გვიან ვნახო რომელიმე თქვენგანი ან დამავალეთ რამე და ვიყიდი თვითონ

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 10 2009, 11:14 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 10 2009, 10:59 AM) *

ხალხო, თუ არ იაქტიურეთ არაფერი გამოვა! მე და ნათია ორგანიზებას ვუკეთებთ, ინამ ხალხი მოიწვია და ესე არ იქნება ლამაზი სათანადოდ რომ არ გავუმასპინძლდეთ.

საქმე რაშია, ეხლა შევიმუშავე რაღაც პატარა გეგმასავით ,(საკვების პაკეტი, რაც 1 სულზე მოვა(სავარაუდო თანხის მიხედვით) )

შაბათს დილით წავალთ ბაზარში და შევიძენთ ძეხვეულს საბითუმო ფასად.
შემდეგ პურის ქარხანაში შევიძენთ პურს, დღეს ინას გავესაუბრები და დავაზუსტებ რამდენ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია და რამდენი ადამიანი დაგვხვდება ადგილზე მისულთ , ასევე რამდენთან იქნება მისატანი საკვები "სახლში".
მაინტერესებს მოხალისეები რამდენნი ხართ მანქანით.

ფინანსები ჯერ-ჯერობით გვაქვს:
1)50 ევრო_როგორც ნათიამ მითხრა უცხოეთიდან გამოგვიგზავნა ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა.
2)20 ლარი რომელსაც მე ვდებ.
3)

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 11:20 AM

Ligia
რომელზე შეგიძლია? გვიან რომელია ანუ smile.gif მე შეგხვდები smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 10 2009, 11:39 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 10 2009, 11:20 AM) *

Ligia
რომელზე შეგიძლია? გვიან რომელია ანუ smile.gif მე შეგხვდები smile.gif


7 საათი,
6.30-მდე სამსახურში ვარ და ეს სამსახური მდებარეობს ვაჟა-ფსაველას ბოლოში smile.gif
გზას კიდე თავისი დრო უნდა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 11:48 AM

Ligia
რომელ კვარტანში ხარ? მე ვაჟას ბოლოში ვცხოვრობ და შემიძლია შემოგიარო დღესვე smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 10 2009, 11:52 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 10 2009, 11:48 AM) *

Ligia
რომელ კვარტანში ხარ? მე ვაჟას ბოლოში ვცხოვრობ და შემიძლია შემოგიარო დღესვე smile.gif

რაის კვარტალი biggrin.gif
სანდრო ეულის ქუჩაზე ვარ ენერგო-პრო ჯორჯიაში
როცა გინდა მაშინ შემომიარე

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 10 2009, 11:52 AM

წინა კვირას განცხადება,რომელიც გვაქვს ზემოთ,ამოვბეჭდე და გავაკარი დიდ დიღომში სადაც შევძელი.ასევე მივიტანე მამა ლუკას ტაძარში და დავუტოვე მესანთლეს,რადგან მამა ლუკა არ დამხვდა და ვუთხარი,თუ მამა ლუკა საჭიროდ ჩათვლის გამოაკრას-მეთქი.
მამა ლუკას გამოუკრავს განცხადება და შედეგად:
ეს წუთია დამირეკა ქალბატონმა მანონიმ,რომელსაც ქონია მეორადი ტანსაცმელის მაღაზია.მას უნდა რომ რამდენიმე ტომარა ტანსაცმელი გადმოგვცეს ჩვენ.
გიორგი შენი ტელეფონი აქვს მას და დაგირეკავს ამ კვირაში და მოგიტანს ტომრებით ტანსაცმელს smile.gif
სიხარულისგან დავფრინაააავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 10 2009, 11:55 AM

ქავთარაძე
შენ ის არ ხარ ნათლისღების დროს წყლიდან ამოსული რო ხტებოდი?

ისე შენი სურათი დადე ფორუმზე გიცნო თუ რამეა biggrin.gif


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 12:15 PM

ეს ოჯახი აუცილებლად უნდა მოხვდეს ამ აქციაში
http://church.ge/index.php?s=&showtopic=5836&view=findpost&p=463700






ციტატა(inaina @ Feb 10 2009, 11:52 AM) *

წინა კვირას განცხადება,რომელიც გვაქვს ზემოთ,ამოვბეჭდე და გავაკარი დიდ დიღომში სადაც შევძელი.ასევე მივიტანე მამა ლუკას ტაძარში და დავუტოვე მესანთლეს,რადგან მამა ლუკა არ დამხვდა და ვუთხარი,თუ მამა ლუკა საჭიროდ ჩათვლის გამოაკრას-მეთქი.
მამა ლუკას გამოუკრავს განცხადება და შედეგად:
ეს წუთია დამირეკა ქალბატონმა მანონიმ,რომელსაც ქონია მეორადი ტანსაცმელის მაღაზია.მას უნდა რომ რამდენიმე ტომარა ტანსაცმელი გადმოგვცეს ჩვენ.
გიორგი შენი ტელეფონი აქვს მას და დაგირეკავს ამ კვირაში და მოგიტანს ტომრებით ტანსაცმელს smile.gif
სიხარულისგან დავფრინაააავ biggrin.gif

ძალიან კარგი ხარ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 12:26 PM

Ligia
ვაჟა-ფშაველას ბოლოში რა ადგილასაა? აბა ამიხსენი არ ვიცი მე ეგ ქუჩა smile.gif მე ქავთარაძეზე ვცხოვრობ და გამოვალ

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 10 2009, 12:31 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 10 2009, 12:26 PM) *

Ligia
ვაჟა-ფშაველას ბოლოში რა ადგილასაა? აბა ამიხსენი არ ვიცი მე ეგ ქუჩა smile.gif მე ქავთარაძეზე ვცხოვრობ და გამოვალ


ქავთარაძის ბოლოში ზუსტად მაღლივის გადასასვლელი არა და არც ჯიქიას ქუჩა პირდაპირ რომ ადის , მარჯვნივ შესახვევია ქავთარაძის ბოლოდან, ადრე მსხვილგადამხდელთა შენობა იყო, კუთხეში რაღაცა ბისტროც არის და მაქ ქუჩას გამოუყევი ვაჟასკენ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 12:36 PM

inaina
კარგი ხარ smile.gif
ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 01:25 PM

ავიდა მაღლა თემა!
იაქტიურეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 10 2009, 02:10 PM

ნათია
ქავთარაძე
a025.gif


ახლა დამირეკა ერთმა გოგომ და გაჩერებაზე უნდა შევხვდე,ტანსაცმელს მოიტანს

დიდი მადლობა
smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 03:13 PM

ჩემმა მეგობარმა გადმომცა 100 ლარი და 20 ლიტრი საწვავის ტალონი smile.gif

ასევე მეორე მეგობარმა გადმომცა 20 ლარი


P.S. ანუ სულ მე მაქვს 120 ლარი smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 10 2009, 09:05 PM

ნანა, ინა, როგორ მიხვედით? რატომ არ დაწერე?

დღესაც აგროვდა გარკვეული თანხა...

იმედია შაბათამდე კიდე დაემატება smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 10:45 PM

ხალხო ეხლა შემოვდგი სახლში ფეხი...
დღევანდელ აგროვებაზე(მთლიანად დღეს) 200 ლარი და 5 ევრო აგროვდა smile.gif ნათიას კიდევ 50 ევრო აქვს smile.gif რამდენიმე ფორუმელს კიდევ უნდა შევხვდე და გამოვართვა თანხა smile.gif
მგონი რაღაც უნდა გამოვიდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 10 2009, 11:17 PM

ხალხო, დღეს ვისაუბრეთ კიდეც და ისეც რა საუბარი უნდა? ექსკურსიაზე 50 კაცი რო მიდის გუდაურში და იმის ფული რო აქვს ყველას, ეგება გაგეღოთ 5-5 ლარი და დახმარებოდით იმ ხალხს?

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 10 2009, 11:23 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 10 2009, 10:45 PM) *

ხალხო ეხლა შემოვდგი სახლში ფეხი...
დღევანდელ აგროვებაზე(მთლიანად დღეს) 200 ლარი და 5 ევრო აგროვდა smile.gif ნათიას კიდევ 50 ევრო აქვს smile.gif რამდენიმე ფორუმელს კიდევ უნდა შევხვდე და გამოვართვა თანხა smile.gif
მგონი რაღაც უნდა გამოვიდეს smile.gif

შეგიწიროს ქავთარ უფალმა.

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 11 2009, 12:06 AM

აუ ინამ მითხრა შაბათ-კვირას კიდევ ვიკრიბებითო და აბა გამაგებინეთ რა, იქნებ მოვახერხო sad.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 11 2009, 12:14 AM

რა კარგი ბავშვები ხართ ყველანი wub.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 11 2009, 11:33 AM

იაქტიურეთ!

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 11 2009, 01:19 PM

ციტატა
ხვალ(10.02.1009) 18:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან


კიდევ ვიკრიბებით? smile.gif

მე ძალიან ავად ვარ sad.gif დღეს რომ ყოფილიყო შეხვედრა ვერ მოვიდოდი.
sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Feb 11 2009, 01:25 PM

სამწუხაროდ კვირას მე ვერ შემოგიერთდებით, მარა თნხას მოგაწვდით, ადმინს ან სოფის ვნახავ და გამოვატან

კარგები ხართ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 11 2009, 01:35 PM

inaina
არა ეგ გუშინდელია biggrin.gif
აბა შენ იცი, გამოჯანმრთელდი!

ეკატო
kiss1.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Feb 11 2009, 02:58 PM

ციტატა(Ligia @ Feb 10 2009, 12:31 PM) *

ქავთარაძის ბოლოში ზუსტად მაღლივის გადასასვლელი არა და არც ჯიქიას ქუჩა პირდაპირ რომ ადის , მარჯვნივ შესახვევია ქავთარაძის ბოლოდან, ადრე მსხვილგადამხდელთა შენობა იყო, კუთხეში რაღაცა ბისტროც არის და მაქ ქუჩას გამოუყევი ვაჟასკენ

ეგ სანდრო ეულის ქუჩაა კერძოდ სანდრო ეულის 5 ნომერი a075.gif 200 ნომრი მარშუტკის ბოლო გაჩერებაა მანდვე tongue.gif

აუ მეც მინდა ჩემი პატარა წვლილის შემოტანა სახლში ტანსაცმელს ვნახავ თუ რამე შემომრჩაა კიდე და ვინმეს რომ მოგაწოდოთ შეიძლება?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 11 2009, 09:26 PM

ubralod ninka

ციტატა
აუ მეც მინდა ჩემი პატარა წვლილის შემოტანა სახლში ტანსაცმელს ვნახავ თუ რამე შემომრჩაა კიდე და ვინმეს რომ მოგაწოდოთ შეიძლება?

შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 12 2009, 01:54 PM

დღეს გავაფრთხილებ "ჩემს ხალხს" შეიკრიბონ კვირას 15 თებერვალს დიდი დიღმის უმწეოთა სასადილოში 3 საათზე.

დრო დავაზუსტოთ თუ არა? smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Feb 12 2009, 02:33 PM

თუ რამე მოვიპოვე შეგეხმიანებით აუცილებლად kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Feb 12 2009, 10:30 PM

პური 40 თეთრად ძვირია?
მოგვიტანენ სადაც ვეტყვით. გაიკითხეთ თუ შეგიძლიათ და მითხარით რომ წინასწარ უნდა შევუთანხმდე.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 12 2009, 10:38 PM

nazi

გაიხარეეე

დროზე და ადგილზე ჯერ არ დავკონკრეტებულვართ მგონი...

ნათიას ან გიოს კითხე, ქავთარაძეს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 12 2009, 10:45 PM

მგონი, სჯობს სპორტის სასახლესთან შევიკრიბოთ ყველა, გადავანაწილოთ პროდუქტები...

დიღომში ინაინამ ვინც დაიბარა, ინაინას გავატანთ, მე მისამართებზე დავარიგებ, და ალბათ გიოსაც ეცლება მანქანით რომ მოვიდეს...


ახლა იქნებ იმაზე შევთანხმდეთ საყიდლებზე ვინ წავა და რა ვიყიდოთ...



P.S. პური რამდენი ავიღოთ?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 12 2009, 10:47 PM

ციტატა

ნათია

ყველაზე კარგი ვარიანტია, ჩვენ შევიკრიბებით კვირას 15 თებერვალს 2 საათზე სპორტის სასახლესთან და ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე ჩამოვივლით.... ანუ ადგილზე მივუტანოთ ასე სჯობს...

ბოლოს ამ აზრზე ვიყავით,და თუ შეიცვალა,დაწერენsmile.gif

შეიძლება ისიც რომ,ვინც მანქანებით იქნება,გაინაწილონ უბნები.. ანუ სპორტის სასახლესთან გავყოთ ტანსაცმლის და სჭმლის რაოდენობა და ცალკ-ცალკე დავიაროთ..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 12 2009, 10:49 PM

ციტატა(სოფი @ Feb 12 2009, 10:47 PM) *

ბოლოს ამ აზრზე ვიყავით,და თუ შეიცვალა,დაწერენsmile.gif

შეიძლება ისიც რომ,ვინც მანქანებით იქნება,გაინაწილონ უბნები.. ანუ სპორტის სასახლესთან გავყოთ ტანსაცმლის და სჭმლის რაოდენობა და ცალკ-ცალკე დავიაროთ..

კი მასე ვაპირებთ, ოღOნდ უფრო ადრე უნდა შევიკრიბოთ, 12 საათზე მაინც...



ახლა მთავარია პროდუქტი ვიყიდოთ, პურსაც სპორტის სასახლესთან მოიტანენ და იქ გადავანაწილოთ მერე...

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 12 2009, 11:12 PM

შაბათს მეცლება და გაგყვებით ბაზარში, კიდე ვინ წამოვა?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2009, 12:06 AM

nazi
ნაზი მგონი კარგი ფასი უნდა იყოს, დილით ქორბუდას დავურეკავ(ეგეც ქარხანაში მუშაობს) ეგება რამე უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზოს... smile.gif თუ არადა მაგ ხალხს ვთხოვოთ smile.gif (დიდი მადლობა რომ კითხე 2kiss.gif )

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 12:24 AM

ციტატა
მოგაწვდით ვაკე-საბურთალოს რაიონში სოც. აგენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი პირობები

1. დვალი გივი - ზოოპარკი, ქოხი
2. ხუხუნაიშვილი რეზო - გაგარინის ქ. საგზაო დეპარტამენტის სარდაფი
3. ლეჟავა ლალი - ინფექციური საავადმყოფო მე-2 განყოფილება, (მიმღების უკან)
4. თანდაშვილი ინგა - ჯიქიას 20 (სარდაფი)
5. ცაგარელი მაყვალა - ალ. ყაზბეგის 26 (გარაჟი)
6. ხაჭვანი თინა - ვაზისუბნის 99 (სარდაფი)
7. ექიზაშვილი ნანა - სასოფლოს დასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღი
8. ბენიძე ინვარდი - ბახტრიონის 30 (სარდაფი)
9. ჩოხელი ელიზო - უსახლკარო, საკონტაქტო ბოჭორიშვილის 8
10. სერგიანი ლარისა - ჩიქოვანის 25 (პირველ სართულზე ფიცრული)
11. ცანკაშვილი დარიკო - დ. თავდადებულის ქუჩა, მარჯვნივ ბარაკი (ვულკანიზაციასთან)
12. ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი

P.S. ეს სია მომაწოდა სუბსიდიების სააგენტომ, ეს ხალხი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და დავეხმაროთ...



ციტატა
1.თამრიკო ყვავაძე
2.რუსიკო ელიავა
3.ლალი მალაზონია
4.მარგალიტა ლიფონავა
5.ცისანა სამსონაძე
6.ციალა შიუკაშვილი
7.დოდო ქორიძე
8.მარინა ჩანადირი
9.მაკა ბერაია
დაემატა სამი ადამიანი:
10.მანანა ბერაძე 855 74 21 20
11.ბერტა ტატანაშვილი 855 27 17 089(ეს ადამიანი წარმოშობით ბათუმელია და თავის პატარა შვილთან ერთად მეგობართან არის მიკედლებული,უსახლკარო)

12.და კიდევ ერთი ქალი,რომლის სახელი არ მახსოვს და ამას დავაზუსტებ ამ დღეებში.



+ გიორგი ბერძენიშვილის ოჯახი და ნიკუშა


სულ: 26 ოჯახი

100 პური არ იქნება საკმარისი?

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 13 2009, 12:06 AM) *

nazi
ნაზი მგონი კარგი ფასი უნდა იყოს, დილით ქორბუდას დავურეკავ(ეგეც ქარხანაში მუშაობს) ეგება რამე უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზოს... smile.gif თუ არადა მაგ ხალხს ვთხოვოთ smile.gif (დიდი მადლობა რომ კითხე 2kiss.gif )

პურის საქმე მოგვარებულია, ნაზი მიხედავს მაგ საქმეს smile.gif 100 პური შევუკვეთეთ...

კვირას 2 საათზე პურს სპორტის სასახლესთან მოგვიტანენ smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 13 2009, 12:33 AM

ციტატა(ნათია @ Feb 12 2009, 10:45 PM) *


ახლა იქნებ იმაზე შევთანხმდეთ საყიდლებზე ვინ წავა და რა ვიყიდოთ...


მე მცალია ყოველდღე 2-ის მერე ტუ დაგჭირდით დაგეხმარებით a075.gif


ოღონდ შაბათ -კვირა ვერა unsure.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 13 2009, 09:46 AM

ხალხო ტანსაცმლის დახარისხებაა საჭირო,შაბათს უნდა მოგვარდეს ეს აუცილებლად.
შაბათის შესახებ დავკონკრეტდეთ.
მე მცალია და შევიკრიბოთ იქ სადც ტანსაცმელებს მოვიტან(ჩემს გარშემო რაც მოვაგროვე),იქვე დავახარისხოთ და პარკები გვინდა აუცულებლად,ამაზეც ვიფიქროთ.
smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 09:56 AM

inaina
ინ შენ ხომ დაიბარე ის ხალხი 3 საათზე? შენ მანქანით იქნები?


P.S. ახლა ჩამოვწეროთ სია რისი ყიდვაა აუცილებელი

1. პარკები არ დაგავიწყდეთ smile.gif
2. ძეხვი (ქარხანა იცის ვინმემ იაფად რომ ვიყიდო?)
3. პური (ამას მოიტანენ ქარხნიდან)
4. ??

კიდევ მშრალი საკვები რა არის ვერ ვიხსენებ, დამეხმარეთ აზროვნებაში biggrin.gif

ციტატა(inaina @ Feb 13 2009, 09:46 AM) *

ხალხო ტანსაცმლის დახარისხებაა საჭირო,შაბათს უნდა მოგვარდეს ეს აუცილებლად.
შაბათის შესახებ დავკონკრეტდეთ.
მე მცალია და შევიკრიბოთ იქ სადც ტანსაცმელებს მოვიტან(ჩემს გარშემო რაც მოვაგროვე),იქვე დავახარისხოთ და პარკები გვინდა აუცულებლად,ამაზეც ვიფიქროთ.
smile.gif

კვირას ადრე რომ შევიკრიბოთ და დავახარისხოთ? smile.gif

შაბათს რომ შევიკრიბოთ და დავახარისხოთ, სად წავიღოთ, დავუტოვოთ ფოთოლა კაცს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 13 2009, 10:04 AM

ციტატა(ნათია @ Feb 13 2009, 09:56 AM) *

შენ მანქანით იქნები?

მე ვიქნები მანქანით აუცილებლად.

ციტატა
კვირას ადრე რომ შევიკრიბოთ და დავახარისხოთ? smile.gif
შაბათს რომ შევიკრიბოთ და დავახარისხოთ, სად წავიღოთ, დავუტოვოთ ფოთოლა კაცს? biggrin.gif


laugh.gif
აუუ მე მეგონა ადგილი გვქონდა შესანახი biggrin.gif
კაი კვირას იყოს.
მე ვფიქრობდი წირვაზე რომაა ხალხი შეიძლება არ მოვიდეს თქო smile.gif

ახლა გამოცდაზე მივდივარ და მერე დავწერ ყველაფერს smile.gif

პოსტის ავტორი: lia-07 თარიღი: Feb 13 2009, 10:04 AM

ხო ისე მეც შემიძლია შაბათს საყიდლებზე გამოგყვეთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 10:06 AM

inaina

ციტატა
მე ვფიქრობდი წირვაზე რომაა ხალხი შეიძლება არ მოვიდეს თქო

რამდენიმე კაცი ადრე მოვალთ...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 13 2009, 12:30 PM

ხილს არ ყიდულობთ? ვაშლს მაგალითად... კარგი იქნებოდა თუ თანხა საკმარისია.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2009, 01:14 PM

შაბათს მცალია და თუ დახმარებას შევძლებ ...
თან საცოდავი თუმნიანი მაქვს მოსაცემი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 04:35 PM

ხალხო ზეიკიძის ქარხანა სადაა იცის ვინმემ?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 13 2009, 05:10 PM

ნათია
წეღან ამოვაწყე ჩემი ტანსაცმელი და ჩავაწყე ცალ-ცალკე ბავშვის,ცალკე კაცის,ცალკე ქალის,3 საათი წამართვა.
სხვების მოტანილი ჯერ არ დამიხარისხებია,როგორც მოიტანეს ისე დევს.
მაგას როდის მოვასწრებთ?თან სპორტის სასახლის წინ უნდა დავიწყოთ დახარისხება? sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 05:23 PM

inaina

ციტატა
მაგას როდის მოვასწრებთ?თან სპორტის სასახლის წინ უნდა დავიწყოთ დახარისხება?

მაშინ როცა დრო გექნება, სახლში დაახარისხე ვინც მოგიტანა,

სხვებმაც გაითვალისწინეთ, ვინც ტანსაცმელს მოიტანთ დაახარისხეთ და ისე წამოიღეთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 05:57 PM

ნიკორაში დავრეკე, სამწუხაროდ ის პიროვნება არ იყო ვისაც ეხებოდა ფასდაკლება (ანუ ქარხნის ფასში რომ მოგვცეს ძეხვი) და ხვალ დაგვიკავშირდითო...

ე.ი. ხვალ უნდა იყიდოთ:

1. შაქარი (დაფასოებული 1 კგ-იანი 30 კგ)
2. მაკარონი (დაფასოებული 30 ც)
3. ერთჯერადი სუპები (60 ც)
4.???

ხო, ასევე ნიკუშას ძალიან სჭირდება წამლები ამიტრიპტილინი 0.10 იანი, პუროკსანი (სეროფი), ვანსეარის 50 გრ-იანი ტაბლეტი...

გიორგისთვის შესახვევები სხვა ფორუმელებს მიუწოდებიათ და უფრო საკვები სჭირდებათ,


P.S. ძეხვს მე ვიყიდი კვირას ნიკორას ქარხანაში, (მის: მერაბ ქავთარაძის 11 ნომერშია, ნახალოვკაში)..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 07:18 PM

სულს და გულს უხარია, მოუთმენლად ველოდები კვირას...

რამდენი ხანია ასეთი სიხარული არ მიგვრძნიააა wub.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 13 2009, 10:03 PM

1.თამრიკო ყვავაძე-4 შვილის დედა, ცხოვრობს ხან ერთ ნათესავთან,ხან მეორესთან და ასე განუწყვეტლივ
ამჟამად ცხოვრობს ბიძაშვილთან, ისევ დროებით ტელ:53 42 99

2.მარინა ჩანადირი-უბინაო, ესეც ნათესავებთან მიკედლებული 899 13 80 85;

3.რუსიკო ელიავა-უბინაო-53 84 05 ნათესავთან დროებით მიკედლებული;

4.დოდო ქორიძე-უბინაო,მიკედლებული 53 48 26;

5.ლილი ჩხიკვიშვილი-უბინაო 53 51 70;

6.მარგალიტა ლიფონავა-უბინაო, მიკედლებული ნათესავთან 53 84 37;

7.ცისანა სამსონაძე-უბინაო,მიკედლებული.595936;

ხოლო ეს ადამიანი საერთოდ ქუჩაში ცხოვრობს:
8.ციალა შიუკაშვილი.871 44 00 02.

9.მაკა ბერაია;

დაემატა სამი ადამიანი:

10.მანანა ბერაძე 855 74 21 20

11.ბერტა ტატანაშვილი 855 27 17 089 (ეს ადამიანი წარმოშობით ბათუმელია და თავის პატარა 3 წლის შვილთან ერთად მეგობართან არის მიკედლებული,უსახლკარო)

12.კანანელი-უბინაო,მიკედლებული,საკვებს იღებს უმწეოთა სასდილოში;

ეს ადამიანები მოვლენ უმწეოთა სასდილოში 15 თებერვალს,3 საათზე.
ხოლო დიდ დიღომში მცხოვრებ

13.ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი

მივაკითხავთ და გადავცემთ.
smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 13 2009, 10:06 PM

inaina

ციტატა
ეს ადამიანები მოვლენ უმწეოთა სასდილოში 15 თებერვალს,3 საათზე.
ხოლო დიდ დიღომში მცხოვრებ ნიკოლეიშვილი ნუკრი - დ/დიღომის შესას. რესტორან "ქოხთან" ვაგონი მივაკითხავთ და გადავცემთ.

ძალიან კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2009, 10:45 PM

ბავშვებო, ხვალ ვინმე სადმე ხვდებით? unsure.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2009, 10:59 PM

ეხლა ჩემ დას ველაპარაკები ალბათ ის წაგვიყვანს ბაზარში smile.gif
tamuna m
ნომერი მომწერე და გაგაგებინებ პასუხს დღესვე სმსით.

ციტატა
1. შაქარი (დაფასოებული 1 კგ-იანი 30 კგ)
2. მაკარონი (დაფასოებული 30 ც)
3. ერთჯერადი სუპები (60 ც)

ეს პირველადი ამოცანაა ხვალისთვის და თუ დამრჩა ფული მოვიფიქრებ კიდევ რამეს, ან ძეხვისთვის დავიტოვებთ ფულს smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 13 2009, 11:39 PM

ქავთარაძე

მე რატომ არ შემეხმიანე? ხვალ გაყოლა არ გჭირდება?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2009, 11:44 PM

.ნინო
ბოდიში ნინო ვერ მოვასწარი, ეხლა ვესაუბრე თამუნა M ს და ის წამყვება smile.gif თან თანხაც უნდა გადმომცეს , კაი გოგო ხარ რომ აქტიუროოობ smile.gif კვირას შენი იმედი მექნება kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 14 2009, 12:01 PM

რავარ აქტიურობთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Feb 14 2009, 12:04 PM

აბა რა ხდება? როგორ ხართ? დღეს რა გეგმები გვაქვს? smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 14 2009, 12:19 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 14 2009, 12:01 PM) *

რავარ აქტიურობთ biggrin.gif

უკვე დაბრუნდით? smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2009, 12:35 PM

ციტატა(inaina @ Feb 14 2009, 12:19 PM) *

უკვე დაბრუნდით? smile.gif

იმედია ჯერ არა laugh.gif
ახლა უნდა შევხდეთ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 14 2009, 01:30 PM

ციტატა
კვირას შენი იმედი მექნება


yes4.gif yes4.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 14 2009, 01:42 PM

ქავთარაძე
ნათია
inaina
nazi
tamuna m

kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


კვირას 2-ზე კი ვიკრიბებით,მაგარამ ადრე ვინც მოახერხებს მოსვლას,დასახარისხებლად,ისინ
ი რომელზე მოვიდეთ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 14 2009, 02:01 PM

ბავშვებო, ვიყავი ნიკორას ქარხანაში და ძეხვი ქარხნის ფასში მომცეს (თანამშრომლის ნაცნობი აღმოჩნდა ნიკორიშა და ჩერეზ იმით biggrin.gif )

36 ცალი ძეხვი ვიყიდე 70.90 ლარად smile.gif

ხვალ პურს ადგილზე მოიტანენ და იქვე გადავუხდი თანხას...


ეს რა თანხაც მაქვს მე , ჩვენი საზღვაარგარეთ მყოფი ფორუმელის მიერ გამოგზავნილი 50 ევროა, რომლითაც ვიყიდე ძეხვი და პურსაც ამით გადავიხდი smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2009, 02:32 PM

ნათია
ნათი, იქნებ ვაშლიც შევიძინოთ თუ თანხა გვეყოფა...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 14 2009, 02:51 PM

lingvo

ციტატა
ნათი, იქნებ ვაშლიც შევიძინოთ თუ თანხა გვეყოფა...

თუ თანხა დარჩა სგუშონი იყიდეთ მეთქი, გიოს ვუთხარი...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 14 2009, 04:16 PM

ციტატა(ნათია @ Feb 14 2009, 02:51 PM) *

lingvo

თუ თანხა დარჩა სგუშონი იყიდეთ მეთქი, გიოს ვუთხარი...

ვაშლი კარგია,მაგრამ ძვირი ღირს ამ დროს sad.gif
სგუშონი სულ არ გამახსენდა კარგი აზრია

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Feb 14 2009, 04:54 PM

ტანსაცმელს მეც წამოვიYებ,ქავთარაძე დაგირეკავ და დამაკვალიანე რომ მეც დაგეხმაროთsmile.gifმიყვარხართsmile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 14 2009, 05:18 PM

გიო ხვალ რომელზე უნდა მოვიდეთ, დაწერე რა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 14 2009, 06:45 PM

.ნინო
12 საათზე ყველა სპორტის სასახლესთან smile.gif

ციტატა(izi-bartki @ Feb 14 2009, 04:54 PM) *

ტანსაცმელს მეც წამოვიYებ,ქავთარაძე დაგირეკავ და დამაკვალიანე რომ მეც დაგეხმაროთsmile.gifმიყვარხართsmile.gif

ეს ვინ გამოჩენილაოოო? kiss1.gif

თუ მოხვალ გამიხარდება შენი ნახვა kiss1.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 14 2009, 07:13 PM

ციტატა
12 საათზე ყველა სპორტის სასახლესთან


ვიქნები სერ smile.gif

izi-bartki

რა კარგიაააა, მომენატრე kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 14 2009, 07:38 PM

მე მაპატიეთ რა ეს დღები ძან გადატვირთული ვიყავი დ ავერ დაგეხმარეთ,ძალიან კაია რომ ყველაფერი კარგათ არის ხვალ გინახულებთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2009, 08:00 PM

ბავშვებო, მე ხვალ ვერ მოგეხმარებით
ქალაქიდან გავდივარ sad.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 14 2009, 09:08 PM

tamuna m

არაუშავს თამო kiss1.gif

ხვალ თორმეტისკენ მეც მოვალ smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2009, 09:25 PM

მეც ვერ ვახერხებ მოსვლას სამწუხაროდ, მაგრამ ბიძია თომა თქვენს გვერდით იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2009, 09:51 PM

გიორგისთან გადარეკეთ, ცოცხალია?
რაც მაგან დღეს სიმძიმე ზიდა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 14 2009, 09:52 PM

ე.ი. 12 სპორტის სასახლესთან ხო?

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 14 2009, 10:05 PM

აკი 1-ზეო? unsure.gif

ასე ადრე ვერ მოვახერხებ კაი თქვენ იცით მაშინ smile.gif a075.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 15 2009, 12:01 AM

tamuna m

ციტატა
გიორგისთან გადარეკეთ, ცოცხალია?

კი ცოცხალია smile.gif

.:Lela:.
ციტატა
ასე ადრე ვერ მოვახერხებ კაი თქვენ იცით მაშინ

ჩვენ 2 საათამდე იქ ვიქნებით, ასე რომ შენ 1 ზე მოდი smile.gif



P.S. აუცილებლად წამოიღეთ ფოტო აპარატები, თითოეული კადრი უნდა აისახოს smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 15 2009, 01:54 AM

ხალხო გათიშული ვარ biggrin.gif დღეს ბაზრიდან რაგბზე წავედი და სახლში გასავათებული დავბრუნდი... ისე რაგბის სურათები იხილეთ ჩემს ვებზე smile.gif
www.flickr.com/photos/kavtaradze
ხვალე ყველა იყავით სპორტის სასახლესთან 12 საათზე!

სასურველია მანქანებით მოხვიდეთ, ჯერ-ჯერობით უეჭველად ვიცი რომ მანქანით მოვლენ ნათია და BOO სხვებს ჩემთვის არ შეუტყობინებიათ...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 15 2009, 12:23 PM

მაგვიანდება ცოტა.ახლა გავდივარ სახლიდან

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 15 2009, 03:28 PM

ციტატა(ნათია @ Feb 15 2009, 12:01 AM) *

.:Lela:.
ჩვენ 2 საათამდე იქ ვიქნებით, ასე რომ შენ 1 ზე მოდი smile.gif

რა კარგ დროს ვნახე dry.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 15 2009, 06:23 PM

ველოდებით აქციის შედეგებს... smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 15 2009, 08:04 PM

სურათები არ იქნება?? wub.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 15 2009, 08:57 PM

ხვთისწყალობით ყველაფერი კარგათ დამთავრდა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 15 2009, 09:27 PM

ფოტოები? blink.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Feb 15 2009, 09:49 PM

დაუვიწყარი დღე იყო, არ დამავიწყდება იმ ხალხის ცრემლები ვისაც დავეხმარეთ. ახლა დავიწყებ სურთების ატვირთვას smile.gif

ზაჰესში მაყვალა ასლამაზაშვილთან:


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



ცანკაშვილ დარიკოსთან, მისი შვილი გიორგი გამოგვეგება smile.gif

http://www.radikal.ru

გავოგნდით ნუკრი ნიკოლეიშვილის სახლი რომ ვნახცეთ sad.gif sad.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

კოდორიდან დევნილი ტოლვილებიც მოვინახულეთ smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Feb 15 2009, 09:51 PM

რა კარგები ხართ ყველა kiss1.gif


მე კიდე რა ცუდი ვარ რომ ვერ დაგეხმარეთ sad.gif

საპატიო მიზეზი მქონდა და იმედია მაპატიებთ თქვენს გვერდით რომ არ ვიყავი, სხვა დროს აუცილებლად შემოგიერთდებით, მიყვარხართ ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 15 2009, 10:03 PM

მოიცა თემა არ გავხსნათ?

http://www.radikal.ru

საჭმლის განაწილების დროს.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 15 2009, 10:03 PM

ბიძია თომა

ციტატა
მოიცა თემა არ გავხსნათ?

არა, აქ დაყარეთ სურათებიც smile.gif



პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Feb 15 2009, 10:04 PM

მე და BOO-მ სურათები ვერ გადავიღეთ. პირველად მარტოხელა ქალბატონ ელიზას ვესტუმრეთ, შემდეგ ბატონ რევაზის სანახავად მივედით მაგრამ როგორც შენობაში მყოფმა დაცვის პირმა გვითხრა მთავრობამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო და ზუსტი მისამართი ვერ გვითხრა, ბოლოს ზოოპარკში მივედით ბატონ გივის მოსანახულებლად მაგრამ უშედეგო ძებნის შემდეგ დაცვის უფროს ვთხოვეთ დახმარება და აღმოჩნდა რომ გულის ოპერაცია გაუკეთეს და კიდევ ერთი კვირა საავადმყოფოში უნდა იყოს მისთვის განკუთვნილი საკვები და ტანსაცმელი კი დაცვის პირს დავუტოვეთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)