IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   წმინდა მამათა გამონათქვამები   Aug 17 2006, 04:44 PM
marine   "ზოგჯერ თანხმობა...   Jul 12 2022, 11:41 AM
marine   "ცილისმწამებელი ...   Jul 12 2022, 09:22 PM
marine   "შიშობ, რომ რაიმე ...   Jul 12 2022, 09:43 PM
marine   "ნუ აღშფოთდები და...   Jul 14 2022, 08:37 PM
marine   "იგი, ვინც ზარმაც...   Jul 14 2022, 09:01 PM
marine   "რასაც მოისურვებ,...   Jul 17 2022, 05:29 PM
marine   "ღვთისმოსავ სულს ...   Jul 18 2022, 04:17 PM
marine   "იმისათვის, რომ ს...   Jul 19 2022, 09:24 PM
marine   "დაე, ყველამ შეას...   Jul 19 2022, 09:41 PM
marine   "ჩქარა გამოასწორ...   Jul 21 2022, 01:11 PM
marine   "ნეტარია, ვინც ის...   Jul 21 2022, 02:20 PM
marine   "შენდობის მიუცემ...   Jul 28 2022, 08:51 PM
marine   "არათუ გაიქეცი, ა...   Aug 8 2022, 08:04 PM
marine   "ლოცვით, სკვნილით...   Sep 13 2022, 09:25 PM
marine   "ვინც თქვა: "გაე...   Sep 13 2022, 09:47 PM
marine   "ნუ დატოვებ თავს ...   Sep 15 2022, 09:53 AM
marine   "როგორც წვიმის წი...   Nov 10 2022, 06:19 PM
marine   "კარგია, როდესაც ...   Dec 21 2022, 07:59 PM
marine   "ხალხს რასაც ვეტყ...   Dec 22 2022, 04:53 PM
marine   "თუ უფლის გზას შე...   Dec 23 2022, 12:20 PM
marine   "შორს მოიტოვე მავ...   Dec 23 2022, 04:09 PM
marine   "შეიფარე შენში უფ...   Dec 23 2022, 04:36 PM
marine   "გახსოვდეს, რომ პ...   Dec 28 2022, 05:15 PM
marine   "გონებით მტკიცედ ...   Feb 4 2023, 02:39 PM
marine   "წმინდანებიც ხში...   Feb 4 2023, 05:58 PM
marine   "ლოცვა გონებით შე...   Feb 4 2023, 07:54 PM
marine   "წმინდა მამები გვ...   Feb 7 2023, 06:35 PM
marine   "არასდროს გაიქცე...   Feb 13 2023, 09:30 PM
marine   "დაიცავი სინდისი ...   May 9 2023, 03:39 PM
marine   "უფლის ხსოვნა სუნ...   Jun 4 2023, 07:55 PM
marine   "უფალი სინათლის ს...   Jun 9 2023, 02:59 PM
marine   "რა უფრო იოლია? ით...   Jun 11 2023, 08:20 PM
marine   "უფალს თუ მოვიძიე...   Jun 14 2023, 06:09 PM
marine   "უფრო მეტად დაიცა...   Jun 14 2023, 07:40 PM
marine   "წმ. დოროთეს თქმი...   Jun 30 2023, 09:15 PM
marine   "ვინ ვარ მე უფლის ...   Aug 10 2023, 08:07 PM
marine   "ნეტარი ამბროსი ა...   Aug 19 2023, 05:13 PM
marine   "არსებობს სხვა თვ...   Sep 11 2023, 07:10 PM
marine   "როდესაც ხედავთ უ...   Sep 17 2023, 01:05 PM
marine   "ასევე ძალიან მნი...   Oct 17 2023, 08:33 PM
marine   "ყველას თავისი ვნ...   Nov 23 2023, 05:06 PM
marine   "ცალკეულმა ჩვენგ...   Dec 26 2023, 09:17 PM
marine   "აზრდაც ნუ მოგივა...   Feb 1 2024, 07:06 PM
marine   "ქრისტიანთა პური ...   Apr 2 2024, 03:30 PM
marine   "იცოდე, რომ კვირა ...   May 10 2024, 08:53 PM
marine   "გადის დღეები, თვ...   May 26 2024, 05:02 PM
10 გვერდი V « < 8 9 10


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 04:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი