მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
marine |
Feb 29 2024, 06:44 PM
პოსტი
#621
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამის საფლავის გახსნა უდიდესი სიფრთხილითა და მოკრძალებით აღესრულა. გაითხარა სამარხის მიმდებარე ტერიტორიაც, რომ წმინდა ნაწილების აღმოყვანება თავისუფლად მომხდარიყო. საფლავში ჩასული იყო 4-5 მოძღვარი, რომლებიც წმინდა ნაწილებს მიწის მტვრისაგან არქეოლოგიური ფუნჯებით წმენდნენ. ერთ-ერთი მოძღვარი, რომელსაც წილად ხვდა პატივი მონაწილეობა მიეღო, იყო დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, რომელსაც თავისი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: "ყოველივე ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. საფლავში რომ ვიყავით და ვთხრიდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. რაღაც განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. არც საუბრის სურვილი გვქონდა და არც სხვა რამეზე ფიქრი შეგვეძლო; მხოლოდ ერთადერთი აზრით ვიყავით მოცულნი... ბოლო ეტაპზე, როგორც არქეოლოგები, ისე ვმუშაობდით ფუნჯებით, რომ არ დაზიანებულიყო არაფერი. გათხრების დროს მიწიდან გამოანათა ასევე მამა გაბრიელის სკვნილის თეთრმა ბურთულებმა... აშკარად გვქონდა დიდი სიწმინდის შეგრძნება. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას განიცდის ადამიანი და ჩვენ ყველანი უდიდეს მადლს ვგრძნობდით!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 04:06 PM
პოსტი
#622
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საკურთხეველშიც შევიყვანე [დეკ. გიორგი ბერძნიშვილი]. ტრაპეზს მოეფერა და სურათიც მაშინ გადავუღე...
"- აი, ეს ჯვარი კი გაბრიელის ნაქონია", - მითხრა უკან რომ დავბრუნდით და კვლავ ჩვენს სკამზე ჩამოვჯექით. "- ხედავ როგორი გაცვეთილია? გაბრიელს უხეში ხელები ჰქონდა და ჯვარს რომ სულ ეფერებოდა, იმისგან გაცვდა... - მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ილიამ ეს ჯვარი მომცა და მითხრა: ' - აჰა, გაბრიელის ჯვარს გაძლევ და აბა შენ იცი, როგორ ატარებო..." მამა გიორგიმ ჯვარი მოიხსნა და მომაწოდა "- წაიკითხე რა აწერიაო" " - 1797, ,220 წლის ყოფილა", - ვემთხვიე ჯვარს და რადგან მოხუცებულს ხელები უკანკალებდა, მკერდზე ჯვარი ჩემი ხელით ჩამოვკიდე. " - სულ მალე, სწორედ მასე დამკიდებენ მაგ ჯვარსო", - თქვა და კვლავ გულიანად გაიცინა... მერე ძლივძლივობით ადგა, მამაპაპურად დაგვლოცა და ფარფატით კვლავ ნიავს გაყვა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 23 2024, 05:12 PM
პოსტი
#623
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ მონასტერში ხდებოდა მონაზვნად აღკვეცა. შევიდა მამა გაბრიელი და ყველას აიძულა, მუხლი მოედრიკათ, ეპისკოპოსსაც კი, რომელიც აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
"ყველამ დაიჩოქეთ! აქ მე ვარ მთავარსარდალი", - თქვა მან. ყველამ მართლაც დაიჩოქა. "რას ტანჯავთ ამ საწყლებს?! დედებო, ყველანი ადექით, წამოდით ჩემთან", - გააგრძელა მან. სხვა ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას? - მამა გაბრიელმა ჩაშალა აღკვეცა და ყველა თან წაიყვანა. თან უთხრა მათ: - ოღონდ არა საჭირო, ნუ მეტყვით, რომ თქვენ ორ-ორი ამ სამ-სამი ფრთა გაქვთ. არავის არ გაქვთ ფრთები. მალე მოვა სული წმიდა და თქვენ ყველა მას დაინახავთ. ყველა ელოდა ზეციდან ხილვას, სინამდვილეში კი ორ საათში მოვიდა გლახაკი და სთხოვა მათ: - მაჭამეთ რამე, - მაგრამ მას არავინ მიაქცია ყურადღება. და როცა მათხოვარმა დააპირა წასვლა, მამა გაბრიელმა თავისთან უხმო, მისცა ფული, აჭამა და უთხრა მონაზვნებს: - სული წმიდა მოვიდა, თქვენ კი ყურადღებაც არ მიაქციეთ! და ყველა სინანულში ჩავარდა. დიდება უფალს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 17 2024, 10:09 AM
პოსტი
#624
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ღირსი მამა გაბრიელის უფროსი დის მოგონება
"ჩვენ მისი არ გვესმოდა. ის ბავშვობიდან სულ სხვა იყო, განსაკუთრებული მგრძნობიარე გულის. როცა მას მღვდლად ხელი დაასხეს მორწმუნე ხალხი პატივს მიაგებდა, გაბრიელი კი სახლში დაბრუნებისას შედიოდა ეკლესიაში და მოთქმით ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი იყო ღია, მე გავიგვე ტირილის ხმა, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე: - ვასიკო, ძმაო, რატომ ტირი ასე, რამე ცუდი ამბავია? მან კი მიპასუხა: - დაო, ქრისტე ბაგაში დაიბადა, მე კი ხალხი პატივს მცემს და ხელებს მიკოცნისო. ძნელია, გაიგო მისი ასეთი სიმდაბლე. ის ყრმობიდან იყო გამსჭვალული ქრისტეს სიყვარულით, ყველაფერი მისთვის უნდოდა, თავისთვის კი - არაფერი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 14 2024, 06:43 PM
პოსტი
#625
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 27 2024, 06:48 PM
პოსტი
#626
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი ალიზით, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა თვითონ სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუნა და განრისხებულმა თქვა: "როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი