მღვიმევი-კაცხის სვეტი..., ვესტუმროთ ჭიათურას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიმევი-კაცხის სვეტი..., ვესტუმროთ ჭიათურას |
A.V.M |
Aug 16 2012, 04:24 PM
პოსტი
#101
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა სულ ეს იყო სურათები? მარტო ნათიას სურათებია 3 გეგაბაიტამდე... უბრალოდ ძნელად ვტვირთავთ.... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნაინა |
Aug 16 2012, 06:27 PM
პოსტი
#102
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური?
აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Aug 16 2012, 06:41 PM
პოსტი
#103
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა იცით რა არ მომწონს? ვერ გამიგია ეს ფორუმილი მოლოცვა იყო, თუ ფბ-ური? აქ თითო-ორ სურათს დებთ, ფბ კი გადაჭედილია ამ გასვლის დროს გადაღებული სურათებით. 3 აპარატი იყო მოლოცვაზე. ეკატოს,ნათიას და კაიროსის. ეს ხალხი კი ფორუმზე მეტ დროს ფბ-ზე ატარებს და ამიტომ. ჩვენ რაც გვაქვს სურათები მათგან მოწოდებული ქე ვტვირთავთ ნელ-ნელა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ანანო |
Aug 16 2012, 06:46 PM
პოსტი
#104
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
თემის გახსნა მინდოდა და მეზარება ყველა ფოტოს ატვირთვა
-------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ნაინა |
Aug 16 2012, 07:10 PM
პოსტი
#105
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მარტო ფოტოებზეც არაა საქმე, რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა
მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Aug 16 2012, 10:00 PM
პოსტი
#106
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა რისი ნახვა მოასწარით ამ ერთ დღეში, რა მოგეწონათ, რა არა და ასე შემდეგ, რამე მაინც ხომ უნდა დაწეროთ. მაგის დაწერას ხვალ ვაპირებდი. უფრო სწორად დღეს დავწერ და ხვალ დავდებ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Aug 16 2012, 11:51 PM
პოსტი
#107
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
კდემამოსილი კიარა, მაყვალებს ურიგებდა გოგოებს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Aug 17 2012, 01:27 AM
პოსტი
#108
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საჩხერე-ჭიათურის მოლოცვა 12.08.2012
იშვიათად რომ დღევანდელ ფორუმზე ქველმოქმედებისა და მომლოცველობის განყოფილება აქტიურობდეს . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი , რომ ერთ მშვენიერ დღეს ,,ახალ პოსტებში’’ ვნახე თემა სათაურით-,,მღვიმევი-კაცხის სვეტი ‘’. პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ჩავეწერე სიაში . ხელმძღვანელი გალერეის მოდერი ანანო გახლდათ , ხოლო ექსკურსიის მარშრუტს კი ნაინა ადგენდა მიჩიგანიდან . აღმოჩნდა რომ რამდენიმე ფორუმელმა არ იცოდა ზუსტი მდებარეობა სოფელ გომისა და ნაინას უხდებოდა ოკეანისგაღმიდან მათთვის ამის სწავლა. საიტზე დავწერე რომ ამ სოფლიდან ვიყავი და შევეშველებოდი კოორდინაციაში .გაირკვა ,რომ აღნიშნულ სოფელში უნდა შევერთებოდით თბილისიდან წამოსულ ჯგუფს მე და მაშიკო თავის დაქალითურთ(რომლებიც ქუთეისიდან მოდიოდნენ) მათ დეტალურად აღვუწერე ჩემი გარეგნობა-ჩაცმლობა რომ ადვილად ვეცნე, რა თქმა უნდა მეც დავინტერესდი თუ როგორ უნდა მეცნო ისინი, ამაზე გენიალური პასუხი მივიღე-,, ჩვენ საყვარელი გოგოები ვართ. და ხელში გაზეთი გვეჭირება.’’ მეც დავუწყე ცქერა საყვარელ და გაზეთიან გოგოებს , საბოლოოდ მივაგენი . უფრო სწორად, მივაგენი-,,უგაზეთო საყვარლებს.'' ჩვენც ჩრდილში გადავინაცვლეთ და დაველოდეთ ჯგუფს. უეცრად ჩაგვიქროლა სპრინტერმა, შიგ მჯდომთა ტანჯულ-ბედნიერ სახეების დანახვაზე დავრწმუნდი რომ ისინი ,,ჩარჩელები’’ იყვნენ. ჩემი ვარაუდი გამართლდა და ისინი მართლა ,,ჩვენიანები’’ აღმოჩნდნენ. დავიწყე ფორუმელების გაცნობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ უმეტესობა არათუ რეალობაში არამედ ფორუმიდანაც არ ვიცოდი მაგალითად ჰარირა. რომლის გაცნობის რიგი რომ მოვიდა ცოტა არ იყოს რაღაც-რაღაცებზე დავეჭვდი, თუმცა გავიგე რომ მას გზაში შარვალზე ლუდი გადასხმია და კითხვებიც უმალ გაქრა გონებიდან . ამის შემდეგ გემრიელად დავლიე( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაყინი და უეცრად სპრინტერიც გააჩერა ზვიადამ(მძღოლმა). აღმოჩნდა რომ კაიროსს რაღაც ისტორიული ძეგლი დაუნახავს ტრანსპორტიდან და იმის მოსანახულებლად წავედით. იქამდე მისასვლელად მცირე დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და ამ დაბრკოლებას პატარა მდინარე წარმოადგენდა , მართალია ზოგი ფორუმელი მდინარის გადალახვისას- ,,ვარდენასავით’’ მოიქცა, თუმცა საბოლოოდ მშვიდად მივედით ძეგლთან , რომელიც სოფელ ალის ძველი, სამონასტრო კომპლექსი გახლდათ . ჯერ კიდევ კომპლექსის ეზოში მიიქცია ყურადღება ხეზე ჩამოკიდებულმა ცხვრის ფეხმა და ზემო შემოდებულმა მარილმა.(თუ მიცვალებულის ცხონება გინდა ცხვრის ფეხი სასაფლაოდან არ უნდა წამოიღო). ამ ადგილზე ყველა პირველად ვიყავით, თუმცა კაიროსმა ერთი შეხედვით იმდენი რამ გახადა ნათელი რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უგზოუკვლო განათლებაში , აგრეთვე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა იმაშიც , რომ ქართველებს ისტორიული ძეგლის უკვდავყოფაზე მეტად საკუთარი სახელების ,,უკვდავყოფა’’ გვიზიდავს ჰერმოსტრატესავით. თუკი ტაძარში კაიროსი ქვების განლაგებას, არქეოლოგიურ მასალას და ძეგლის არქიტექტონიკას სწავლობდა მე ამ სოფლის ,,love storey-ებს’’ ვარკვევდი. აღმოჩნდა რომ ჯემალას ყვარებია მზია , მაყვალას კი როინა. ხოლო ეს უკანასკნელი სატრფოს ღალატით გულდათუთქული-..ჯდა მტირალი წყლისა პირსა.’’ იატაკიდან 4-5 მეტრზე გაკეთებულ ამგვარ წარწერების მხილველს შეუძლებელია არ აღმოგხდომოდა ,,ჯარისკაცის მამის’’ ცნობილი სიტყვები-,, შენ აქ საიდან გაჩნდი ? რა მარჯვენამ მოგიყვანა შე ბარაქიანო შენა.’’ და ამის შემდეგ ბარაქიანად არ გადაგეკურთხებინა მისი ,,ხელმარჯვე ავტორისთვის.’’ მისი ავტორისთვის,რომელიც მთავრობასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს რადგან ვერ ,,უზრუნველყოფს’’ დავით გარეჯისა და ტაო-კლარჯეთის შთამომავლობისთვის შენახვას. ჩავჯექით სპრინტერში და გავაგრძელეთ გზა.მივუახლოვდით საჩხერეს. აქ კი ყველამ ვიცოდით რომ არ უნდა გვეხსენებინა სიტყვა რომელიც ,,ბ’’-ზე იწყება და ,,ძ’’ ურევია. აქაოდა საჩხერეში ყველაფერი მუქთაააო არ დავიზარეთ ყანიდან ჭყინტი სიმინდების მოპარვა , თან შენდობას ვთხოვდით მის პატრონს, რომელიც დამტვრეული ჩალისა და გამქრალი ტაროების დანახვაზე აუცილებლად არცთუ სასიამოვნოდ მოიკითხავდა ამის გამკეთებელს. შემდეგ გეზი ავიღეთ მღვიმევის მონასტრისაკენ. აქ მისულ კაიროსს კი ავუხდინე სურვილი და დავითვალე მონასტრამდე მიმყვანი საფეხურების რაოდენოდა . აღმოჩნდა რომ იგი 200 ბეტონის და 40 რკინის საფეხურისგან შედგებოდა . ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მღვიმეში გამოკვეთილმა მონასტერმა. კაიროსმა აგვიხსნა თუ რომელ ქვეყანაში იყო ამგვარი კომპლექსი , საიდან იღებდა ტრადიციებს და როგორ განვითარდა შემდგომში. შეთანხმებისამებრ აქ უნდა გამეცნო ჩვენი ფორუმელი-გვანცა, მართალია იგი და მისი ნათესავი-თათია გავიცანით თუმცა ვერაფრით დავიყოლიეთ ჩვენთან ერთად გზის გაგრძელებაზე,ლამის საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავრთეთ საქმეში-მაგრამ შენც არ მომიკვდე. მათ შემხედვარე კაცი იფდიქრებდა,რომ ესენი მოსალოცად კი არა გილიოტინა-ეშაფოტზე მიდიანო. შემდეგ მოვინახულეთ კაცხის რვაკუთხა ტაძარი , რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალურია საქართველოში . აქ ეკატომ და რა თქმა უნდა კაიროსმა გამოიყენეს მათი პროფესიული ცოდნა და გვითხრეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძრის პირვანდელი სახე , რა სამუშაოები იყო ჩატარებული ამის შემდეგ და ვენამდე 70 წლიანმა უღმერთობის ხანამ . აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ მხოლოდ ამ დროს გაგვახსენდა ფოტოაპარატების არსებობა და გადავიღეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი სურათი და გავეშურეთ კაცხის სვეტის მოსანახულებლად . გზაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა სწვდებოდა ჩვენს სმენას-,,გვშია!’’ მივედით სვეტამდე , მართალია იმედი გაგვიცრუვდა და სვეტის წვერზე ასვლა ვერ შევძელით , მაგრამ მაინც ძალიან კარგათ განვითარდა მოვლენები . სვეტის ძირში ნათლად შეიმჩნევა მასზე დანთებულ სანთელთა წვის კვალი. ჩვენ რა თქმა გავიხსენეთ რომ ასეთ წმინდა ადგილზე თუ გსურს მადლი მოიპოვო სანთელი შანდალზე კი არა, არამედ უშუალოდ ისტორიულ ძეგლზე უნდა დაანთო . შევთანხმდით იმ აზრზზე , რომ ერთობლივი სურათი გადაგვეღო, თან ისე , რომ სვეტი ბოლომდე გამოჩენილიყო. ფოტოს გადაღება ბუაჩამ ითავა .სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორი წვალება დაითმინა,რომ სვეტი გამოჩენილიყო. აპარატი მიწაზე დადო , ცალ მხარზე დაწვა, მარცხენა ხელი ჰაერში აწია და -ჰოპ. გადაღებულია. ამ დროს ზუსტად იმავე ადგილზე დადგა კაიროსი, გაიმართა წელში და გადაგვიღო სურათი, თან ისე,რომ სვეტი ბოლომდე გამოჩნდა. ეჭვი არ იყო , რომ ბუაჩა- ,,ამაოდ დაშვრა.’’ ამასობაში საჭმლის ჯერიც დადგა , გავაჩაღეთ ცეცხლი და ბუაჩამ დაიწყო თავისი კულინარიული ნიჭის გამოვლენა დაიწყო , მართალია გაბრაზდა როცა უმოქმედოდ დამინახა მაშნ, როდესაც მწვადს ცეცხლი ეკიდა თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი იყო , რადგან-,,არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.’’ დაიწყო ,,პურისჭამა’’ მე კი უმოწყალოდ ვხოცდი ბზიკებს. ამაზეა ნათქვამი: ,,შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ჯორი, ბზიკი ჩემგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი.’’ ამასობაში გაჩერდა ტაქსი , საიდანაც გურულო გადმოვიდა , ამან ყველას გამხიარულება გამოიწვია. განსაკუთრებით ჰარირასი,რომელმაც თქვა-,,აი! მეორე ხმაც მოვიდა.’’ გურულოს მალე მოყვნენ სამედიცინოს სტუდენტები და მალე მცირე პოლემიკაც გაიმართა ვეტერინარებსა და ადამიანთა ექიმებს შორის, თუ რატომ იყო ამ სასწავლებლის რამდენიმე ლექტორი-,,უზრდელი , უხეში და თანამდებობისთვის შეუფერებელი.’’ სულ მალე ალკოჰოლმაც გაჭრა. ჩვენ კი დავტკბით ჰარირასა და გურულოს სიმღერით , სიმღერას ცეკვა მოჰყვა და სანდრინიოს შემხედვარე პუბლიკა შეუძლებელია არ აღფრთოვანდეს მისი დახვეწილი პლასტიკით , მომხიბლავი ელასტიურობით , ელეგანტური მიხვრა-მოხვრით და.ა.შ. დავრწმუნდით რომ ქართულმა ქორეოგრაფიამ ნამდვილი ტალანტი დაკარგა . მის ცეკვიდან გამოსჭვიოდა ელეგანტურობა , მიმზიდველობა , ესთეტიურობა და ყველაფერი რაც საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებისთვის. ცეკვის შემდეგ ქართული ისეთ მტკივნეულ თემას შევეხეთ , როგორც ქართული ენის რეფორმაა და ერთხმად შევთანხმდით რომ ამიერიდან მძღოლს აღარ უნდა ეთქვა სიტყვა-,,გავახალასტოე,’’ არამედ -,,გავამარტოსულე’’. ამაზე ზვიადა დაგვთანხმდა და უკვე ანეკდოტებზე მიდგა ჯერი. სანდრინიოს (იგივე სანდრას) მონაყოლის შემდეგ იქ მყოფმა მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ აღარ ვიყიდდით პალტოს და თუ მაინცდამაინც მას ღილები არ უნდა ჰქონოდა. ამასობაში მოსაღამოვდა და გვარიანად შეზარხოშებულები გამოვემართეთ შინისკენ . გზაში შექმნილი დაბრკოლებით კი როგორც იტყვიან-,,შარი ხეირად მექცა.’’ რადგან მომეცა საშუალება ჯერ დავმტკბარიყავი ფორუმელთა ინტელექტით და მეცქირა მათი ,,ნამიოკობანასთვის’’ შემდეგ ეკატოს , გურულოს და ანანოსთან ერთად განმეხილა ფორუმის-,,წარსული , აწმყო დამომავალი.’’ ამასობაში გომშიც ამოვედით. მაშიკო თავიდან კი ცდილობდა რომ საღამოს 9 საათამდე ჩაეღწია საქართველოს მამაქალაქში (ანუ მეორე დედაქალაქში ) , მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო’’ და დაახლოებით 10 საათზე ავიდა ,,ქუთეისისკენ’’ მიმავალ ,,მარშუტში.’’ აქ ჯენტლმენობა ისევ ბუაჩამ გამოიჩინა და გოგოებიც გავაცილეთ მშვიდობიანად ამის შემდეგ მე ჩემი სახლისკენ წავედი ფორუმელები კი ავტობანისკენ. P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ. უკეთესი ექსკურსიების მოლოდინით! A.V.M ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
athos |
Aug 17 2012, 05:00 AM
პოსტი
#109
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
A.V.M
ციტატა P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ. კარგი იყო -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
mariami-k |
Aug 17 2012, 07:45 AM
პოსტი
#110
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
A.V.M
ამდენი დიდი ხანია არ მიცინია... გაიხარე გურამ კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ნაინა |
Aug 17 2012, 09:24 AM
პოსტი
#111
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
A.V.M
რამხელა ღვაწლი ჩამიდია თქვენს ექსკურსიაში, შენ კი მოყოლა გეზარებოდა კარგი იყო, მომეწონა. აი ყოჩაღ, ხომ შეგძლებია, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. ( მასწავლებლების საყვარელი სიტყვები ) ხო კიდევ რა მინდოდა მეთქვა, თუ გაიგოთ როგორ დაგვირგვინდა ჯემალას და მზიას ლავ-სთორი მეც მომახსენეთ, ნამეტანი დავინტერესედი -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ანანო |
Aug 17 2012, 11:03 AM
პოსტი
#112
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
A.V.M
შენ გაიხარე,რა კარგად გავხალისდი თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები ეხლა საქმე თავზე მაყრია და შუადღისთვის მოვიცლი : ))) -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
A.V.M |
Aug 17 2012, 02:49 PM
პოსტი
#113
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მადლობა ყველას...
ციტატა თემას გავხსნი დღეს და იქ გადააკოპირე ეს პოსტი,თუ არ დამზარდები ძირს სიზამრმაცე! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tamuna m |
Aug 17 2012, 03:06 PM
პოსტი
#114
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
A.V.M
მეტს ვერაფერს გეტყვი -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
George Leluashvili |
Aug 17 2012, 05:01 PM
პოსტი
#115
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ალექსანდრე |
Aug 17 2012, 05:07 PM
პოსტი
#116
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ყოჩაღ გურამ, მაგარი იყო ძალიან
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Aug 17 2012, 05:46 PM
პოსტი
#117
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
A.V.M
ჩემდა გასაოცრად, თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა. შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
Aug 17 2012, 06:30 PM
პოსტი
#118
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მარიამი
მადლობა... ციტატა ერთი ნაკლი ჰქონდა ამ აღწერას. შუალედებში შესაბამისი ფოტო-მასალა აკლდა. ვიღებ შენიშვნას... ციტატა შემდეგში არ დაგინახოთ ფოტოების გარეშე ექსკურსიიდან ჩამოსულები პიონერულ სიტყვას ვიძლევი,ეგრე მოვიქცევი... ჩაფიქრებული ,,ექსკურსია მძღოლი'' წინ მოუძღვის მომლოცველებს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Aug 17 2012, 08:15 PM
პოსტი
#119
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
Aug 17 2012, 09:08 PM
პოსტი
#120
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
არა რა, ჩემგან ამის გამაზვა არ იქნება შემდეგში
-------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი