შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
k@the |
Oct 16 2007, 05:33 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ჩემი აზრით აქ
ციტატა "შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" იგულისხმება შიში სიყვარულის დაკარგვისა. ციტატა ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. უდიდესია სიყვარული უფლისა ჩვენდამი. ხოლო შიში ჩვენი, უფლის ამ დიდი სიყვარულის დაკარგვისა, გვმატებს ჩვენ სიბრძნეს. მე ასე მესმის და თქვენი არ ვიცი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მნათე |
Oct 16 2007, 05:34 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უდიდესია სიყვარული უფლისა ჩვენდამი. ხოლო შიში ჩვენი, უფლის ამ დიდი სიყვარულის დაკარგვისა, გვმატებს ჩვენ სიბრძნეს. ბუნდოვანია, იქნებ ვინმეს სხვა აზრი აქვს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Oct 16 2007, 05:37 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ბუნდოვანია, იქნებ ვინმეს სხვა აზრი აქვს იოანე ოქროპირს აქვს მაგაზე აზრი და კიდევ ისააკ ასურს. ჩემი ბიბლიოთეკის კატალოგის სარჩევში ვნახე. სახლში რომ მივალ, კონკრეტულად რა აზრები აქვთ, იმასაც ვნახავ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Oct 16 2007, 05:39 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა იოანე ოქროპირს აქვს მაგაზე აზრი და კიდევ ისააკ ასურს. ჩემი ბიბლიოთეკის კატალოგის სარჩევში ვნახე. სახლში რომ მივალ, კონკრეტულად რა აზრები აქვთ, იმასაც ვნახავ ხო რა, ისევ მისი უწმინდესობა თუ დაგვეხმარება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 16 2007, 05:49 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ჩემ აზრს ვიტყვი.... შიშში ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მიწიერი, სიმხდალით გამოწვეული შიში, რომელიც დაგვეუფლება ხოლმე სიბნელის, დიდი ხმის და სხვა ამქვეყნიური მიზეზების გამო ღვთის შიში, ალბათ, უპირველესად არის უდიდესი კრძალვა, რომელიც შიშშია გადაზრდილი. ყველა ჩვენგანი მდგარა ძალიან დიდ ნაგებობასთან (მაგ. თბილისის ანძასთან), ან დიდ მთასთან და გვიგრძვნია რაღაც ქვეშეცნეული შიში, თუმცა შიშსაც ვერ დაარქმევ.... რაღაც უცნაური გრძნობა, სიდიადის გამო გამოწვეული. მე ასეთი მგონია ღვთის შიში.... გავიხსენოთ საღვთო მოციქული პეტრე. როდესაც მან უფალი ამოიცნო მწირში, წყალში გადახტა... რატომ? შეაშინა განა უფალმა? არა, მან თავისი საშინელი უღირსებისა და მაცხოვრის განუზომელი სიწმინდის განცდამ შეაშინა და შერცხვა ასეთია ალბათ, შიში ღვთისა, განცდა და აღქმა უდიდესი კრძალულებისა, რომელმაც დავით მეფსალმუნეს ათქმევინა - "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა....." -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მარიამი |
Oct 16 2007, 05:57 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კანონისტი
ძალიან კარგად ახსენი. ასეთი შიში ნამდვილად "შეიქმს სიყვარულს" -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
k@the |
Oct 16 2007, 06:12 PM
პოსტი
#8
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კანონისტი
კარგი იყო კიდევ, მაგალითად მშობლის სიყვარული და 'შიში'. მე ყოველთვის შევეცდები ისე მოვიქცე როგორც ჩემს მშობელს უნდა და მის ნებას არ გადავალ, ამას იმის გამო კი არ გავაკეთებ რომ მშობლის მეშინია. არც პატარა ვარ. უბრალოდ ვიცი, როგორ ვუყვარვარ მას და მეშინია მისი ამ სიყვარულის დაკარგვისა. მშობლის დაჯერება, განა შენ საკუთარი ნების არმქონე გადამიანად გაქცევს, არამედ შენს მორჩილებაზე და შიშზე მშობლიური სიყვარულის დაკარგვისა მეტყველებს. მშობლიური სიყვარულით ვუყვარვართ სწორედ უფალს ჩვენ და სანამ ამ სიყვარულს საფრთხეში ჩავაგდებთ, ჩვენი ურიცხვი შეცოდებებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ და 'გვეშინოდეს' ამ ცოდვების ჩადენისა, რადგან ისინი უფლისაგან გვაშორებს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მნათე |
Oct 16 2007, 06:26 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კანონისტი
ჩაიწერე 100%-ით გეთანხმები. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Oct 16 2007, 06:29 PM
პოსტი
#10
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა ჩაიწერე 100%-ით გეთანხმები. მეც ჩავიწერ, პირველი შემთხვევა, როცა ასე უცებ და ასე ლამაზად დასრულდა თემა, ომის და 250 ფრუცლის გარეშე. კანონისტი ნუ, რა ბიჭი ხარ, ქება და ქება ჩემგან. სხვა ,,თემაშიც,, ვაპირებ შენს გამოცდას, ვნახოთ ,,იქ,, თქვენი დონე) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Oct 16 2007, 07:18 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გაიხარეთ.....
მხევალი ნინო ციტატა ასე უცებ და ასე ლამაზად დასრულდა თემა, ომის და 250 ფრუცლის გარეშე რავა, დავხურო? იყოს, რას ერჩი.... P.S. ხუთშაბათს შენთან მოვდივარ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მართა |
Oct 16 2007, 07:37 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ეგ თუ გვაქ, ანუ შიში და სიყვარული ღვთისა,მაშინ ხარ ქრისტიანი!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მარიამი |
Oct 16 2007, 10:45 PM
პოსტი
#13
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მოდი წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ
რა არის შიში ღმრთისა? უმაღლესი სათნოებაა, კაცი ყველაფერს ღმერთს მიაწერდეს და თავისად არაფერი მიაჩნდეს, არ ზრუნავდეს კაცთაგან ქების მოხვეჭაზე, არამედ ყოველივეს ღმრთის წინაშე სათნო-ყოფისათვის იქმოდეს, რამეთუ იგი და არა სხვა ვინმე მოგვთხოვს პასუხს ჩვენი საქმეებისათვის. მაგრამ ჩვენს დროში ეს წესი შებრუნებულია: დღეს იმდენად მისი (ღმერთის) კი არ გვეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზე დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის, არამედ იმათი, ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღმერთის სამსჯავროზე. საიდან გაჩნდა ჩვენში ეს სნეულება? საიდან შემოვიდა ჩვენს გულებში? იქიდან, რომ იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე და უკიდურესად მიჯაჭვულნი ვართ დღევენდელ დღეს. ამიტომაც ჩავდივართ ასე იოლად ცუდ საქმეებს, ხოლო თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, იმასაც მხოლოდ კაცთათვის საჩვენებლად ვიქმთ, ამდენად, ამისთვის სასჯელი მოგველის. კაცმა შეიძლება გულისთქმით შეხედოს ქალს და ეს იმასაც დაუმალოს, ვისაც შეხედა და თავის თანმხლებთაც, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებს იმ თვალს, რომელიც არასოდეს თვლემს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ კაცი ცოდვას ჩაიდენდეს, ღმერთის მღვიძარე თვალი უკვე ხედავს მის სულში შემცოდე გულისთქმას, შინაგან შფოთს და გულისსიტყვათა მღელვარე, დაოუკებელ დუღილს, რამეთუ ყოვლისმხედველს არ სჭირდება არც მოწმეები, არც მტკიცებულებები. ასე რომ, ნუ აქცევ ყურადღებას შენსავე მსგავს ადამიანებს: კაცმა კიდევაც რომ აქოს შენი საქმეები, ეს ქება არას გარგებს, თუკი მათ ღმერთი არ შეიწყნარებს. ასევე, კაცმა რომც გაძაგოს, ეს ვერაფერს დაგაკლებს, თუკი ღმერთი არ განგიკითხავს. როდესაც შენსავე მსგავს მონათა აზრს მაღლა აყენებ, მსაჯულის (ღმერთის) ყვედრებისა არ გეშინია, გაფრთხილდი, არ განარისხო იგი. ამგვარად, არად ჩავაგდოთ კაცობრივი ქება, ყოველთვის გვახსოვდეს შიში ღმრთისა, და მაშინ ყველაზე მრისხანე ვნებებიც კი დადუმდებიან. ამ შიშის გარეშე თუ ვიცხოვრებთ, ვერც რაიმე დიდისა და კეთილშობილურის გაკეთებას შევძლებთ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ" (ფილიპ. 2,12). უბრალოდ კი არ თქვა, "შიშითო", არამედ "ძრწოლითო" დაუმატა, რომელიც არის შიშის აღმატებითი ხარისხი. და თუკი თვით ყოფითი საქმეების კეთებაც კი შეუძლებელია შიშის გარეშე, განა ეს უფრო მეტად არ ითქმის სულიერ საქმეებზე? მაგრამ საიდან იშვება შიში ღმრთისა? იქიდან, თუკი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი ყოველგან არის და ყოველივეს ხედავს - არა მარტო საქმეებს და სიტყვებს, არამედ ყველაფერს, რაც კი გულისა და სულის სიღრმეში ხდება: "განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა" (ებრ. 4,12). თუკი ასე წარვმართავთ საკუთარ თავს, ცუდს არც არაფერს ჩავიდენთ, არც ვიტყვით და არც გავიფიქრებთ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან არის - რამეთუ იგი მართლაც ყოველგან არის. და თუკი ეს აზრი მუდამ თან გახლავს, ყოველთვის შიშსა და ძრწოლას იგრძნობ, თითქოს თვით მეფის წინაშე იდგე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
Oct 17 2007, 12:07 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ზოგადად შიშზე
წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა შიშის შესახებ შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით მამა თეოდორე ნაწყვეტი კითხვებზე პასუხიდან. არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის. არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. ამას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ. მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არს სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისთვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა. |
Iona |
Nov 25 2007, 12:07 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ღვთის შიში -- ბლაგოგავენიე როგორც რუსები იტყვიან.
-------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
zeppelin |
Dec 14 2007, 07:52 PM
პოსტი
#16
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
ღვთის შიში, არის შიში ყოვლისმომცველი ძალისა რომელიც ჩვენს დაცემულ ეგოს ბევრად აღემატება...
|
tatia333 |
Jan 9 2008, 05:43 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 26-November 07 წევრი № 3,276 |
"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა"
მე ესე მგონია,რომ ღვთის შიშში,იგულისხმება უფლის მიმართ ჩვენი დიდი მოკრძალება,შიში ცოდვის ჩადენისა,შიში იმისა რომ უფალი არ დაკარგო და არ დაშორდე მას შენი ცხოვრების წესით. (ღვთის შიშში არ იგულისხმება,ის რომ,გეშინოდეს უფლის როგორც დამსჯელი ძალის.) |
ketevani-ketevani |
Jan 12 2008, 02:45 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 11-January 08 წევრი № 3,615 |
|
toko: |
Jan 12 2008, 06:55 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 9-January 08 წევრი № 3,587 |
ადამინები უფრო ადვილად აწყენინებენ იმას ვისაც უყვართ ვიდრე იმათ ვისი შიშიც აქვთ.ნ.მაკიაველი..
კონტექსტიდან თუა ამოგდებული ბოდიშით |
neo |
Jan 12 2008, 07:08 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მგონი ძალიან მარტივია... შიში გაიძულებს რომ ნაბიჯები გადადგა, ანუ იძულების მეთოდით მიგერეკება სასუფევლისაკენ, სიყვარული კი შრომის, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მიიღწევა... როცა სიყვარული მიიღწევა, ე.ი. როცა აბსოლიტურად გესმის ღმერთი მიერ გადადგმული ნაბიჯები რომ სყვარულს ემსახურება და რომ ეს უკეთესია შენთვის, რა ტქმა უნდა შიში ქრება...
პ.ს. თუმცა მებრი თვლის რომ აქ ,,ღმერთის დაკარგვის შიში" იგულისხმმება... ჩემთვის პირადად ორივე აღქმა მისაღებია -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი