IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:19 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა მოსე წინასწარმეტყველი


"მოსეს ბავშვობიდან ერთ ამბავს მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინი (XIს.): ერთხელ ფარაონის ასულმა მამას მიუყვანა შვილობილი. თამაშისას ბავშვმა ფარაონს გვირგვინი მოაძრო და ზედ ამოტვიფრული კერპის გამოსახულება ფეხით დათრგუნა. ერთმა მოგვმა მისი მოკვლა ურჩია ფარაონს, სხვები კი ეუბნებოდნენ, - ბავშვმა ეს დაუფიქრებლად გააკეთაო და მის უბრალოებაში დასარწმუნებლად ბიჭს ნაკვერჩხლები მისცეს. მან ერთი მათგანი ენაზე დაიდო, დაეწვა და იმის შემდეგ ენაბლუ შეიქმნაო.



ქორების მთის ახლოს ებრაელებს დაეცნენ თავს ამალეკნი. მოსემ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი ისუ ნავეს წინამძღოლობით. თვითონ მთაზე ავიდა და ლოცულობდა ხელებგაშლილი (ჯვარს გამოსახავდა ამით). აარონმა შეამჩნია - როცა მოსე ხელებს დაუშვებდა, ამალეკნი ერეოდნენ ებრაელებს. მოიტანეს დიდი ქვა, დასვეს მოსე, აარონი და კიდევ ორი შეუდგნენ მხრებში და წმინდანის ლოცვით ებრაელებმა სძლიეს მტერს. უფალმა უბრძანა მოსეს: დაწერე ესე წიგნში სახსოვრად და მე აღვხოცო სახსენებელი ამალეკისა ცასა ქვეშეო.



ღვთის ბრძანებით მოსემ გამოთალა ორი ქვის ფიცარი, ავიდა სინას მთაზე და 40-დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება. მთიდან ჩამოსულ ღვთის მხილველ მოსეს სახე უბრწყინავდა, ებრაელები თვალს ვერ უსწორებდნენ ღვთის დიდების ანარეკლს. იმ დღიდან მოსემ გაიკეთა პირის საფარველი და მხოლოდ მაშინ აიხდიდა, როცა ღვთის წინაშე წარსდგებოდა.



ბევრი იღვაწა თავისი ერისთვის წმინდა მოსემ. ერთხელ, როცა იდრტვინეს მასზე, ღმერთმა დასასჯელად გველები მიუვლინა და მრავალი ისრაელიტელი დაიხოცა. დამდაბლდა ხალხი და ღვთის ბრძანებით, წმინდა მოსემ სპილენძის გველი გააკეთებინა და ხეზე დააკიდებინა. გველისგან ნაკბენი კაცი, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, მორჩებოდა. ეს იყო მე-40 წელს. მანამდე, ამავე წელს, როცა ებრაელებმა წყლის გამო იდრტვინეს, უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: ხალხის თანდასწრებით კვერთხი ერთხელ დაარტყით კლდეს და ჩემი სახელით წყლის გამოცემა უბრძანეთო. მათ კი სწორად არ შეასრულეს ღვთის ბრძანება - ორჯერ დაარტყეს კლდეს კვერთხი და თქვეს, - ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუთუ ამ კლდისაგან გამოგიდინოთ წყალიო? ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: რადგანაც არ გრწმენა ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანთ ერს აღთქმის მიწაზეო. მართლაც, მალე გარდაიცვალა აარონი, სამღვდელმთავრო შესამოსლით კი მისი ძე ელეაზარი შეიმოსა. როცა ებრაელები აღთქმული ქვეყნის საზღვარზე მივიდნენ, ღმერთმა ამცნო წმინდა მოსეს სიკვდილის მოახლოება, უბრძანა, თავის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად ისუ ნავეს ძე დაედგინა. წმინდა მოსემ ხელნი დაასხა ისუ ნავეს ძეს, აკურთხა და გადასცა თავისი უფლებები. შემდეგ კიდევ ერთხელ შეკრიბა ებრაელნი და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, ღვთის ბრძანებით ავიდა ნაბავის მთაზე, იქიდან გადახედა აღთქმულ ქვეყანას და გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, რომ ვერავის შეეტყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა, რათა ხალხს არ გაეღმერთებინა. მაშინ ის 120 წლისა იყო.

შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა ჩვენც, ახალ ისრაელს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Nov 15 2018, 01:32 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელთა ყველა ახალშობილი ვაჟი უნდა დაეხოცათ, ფარაონს, სავარაუდოდ, მოსეს დაბადების წინ უნდა გამოეცა, რადგან მის ძმაზე, მოსეზე სამი წლით უფროს აარონზე, იგი არ გავრცელებულა.

ახალდაბადებულ მოსეს დედა სამი თვე მალავდა, მაგრამ მეტხანს დამალვა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ჩალის გაფისულ კალათში ჩააწვინა, დილაადრიან ჩუმად ჩავიდა ნილოსზე და მდინარეს გააყოლა, თავის ქალიშვილ მარიამს კი დაავალა, ჩუმად ედევნებინა თვალი, რა მოუვიდოდა ბავშვს.

ჩვილი მდინარეზე საბანაოდ გამოსულმა ფარაონის ასულმა იპოვა. მიხვდა, რომ ებრაელი იყო, მაგრამ შეებრალა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. როგორც ვიცით, მოსეს ძიძად საკუთარი დედა აუყვანა ფარაონის ასულმა.

ახალშობილს მოსე უწოდეს, რაც წყლიდან გამოყვანილს, გამოსულს ნიშნავს. მოსე თვითონაც წყლიდან იქნა გამოყვანილი, შემდეგ კი თავად გამოიყვანა წყლიდან ისრაელის ერი და იხსნა ეგვიპტელთა მონობისგან."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა   Aug 10 2017, 10:19 AM
marine   "შვილო ჩემო, ქვეყ...   Aug 10 2017, 11:12 AM
marine   "განუწყვეტელი მხ...   Aug 31 2017, 06:30 PM
marine   "ღვთის ნება-სურვი...   Sep 1 2017, 09:22 AM
marine   "[მოსე] სასწაულის ...   Sep 1 2017, 10:09 AM
marine   "მოსეს ლოცვით სას...   Sep 4 2017, 04:00 PM
marine   "თქვენ იცით, რომ ი...   Sep 27 2017, 04:20 PM
marine   "ამიტომ უბრძანა [...   Oct 14 2017, 09:41 AM
marine   "ის ბავშვი, რომელ...   Nov 1 2017, 09:46 AM
marine   "უფალი ბრძანებს: ...   Dec 20 2017, 08:47 PM
marine   მოსეს მიერ ცეცხლოვ...   Jul 19 2018, 08:26 PM
marine   "სულიწმინდის მად...   Aug 6 2018, 09:50 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Aug 14 2018, 11:42 AM
marine   "წმინდა ესაია წინ...   Aug 14 2018, 08:27 PM
marine   "თავისი სიბრძნე ს...   Aug 14 2018, 09:22 PM
marine   "ამ წინასწარმეტყ...   Aug 15 2018, 06:02 PM
marine   "შეყვარებულს არა ...   Aug 17 2018, 06:12 PM
marine   "- მიუხედავად ესო...   Aug 22 2018, 09:16 PM
marine   "იუდეველებს ერთი ...   Oct 22 2018, 08:27 PM
marine   "კანონი, რომლის თ...   Nov 15 2018, 01:32 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Sep 20 2020, 03:17 PM
marine   "ესაია ქალაქ იერუ...   Sep 21 2020, 08:03 PM
marine   "ძველ დროში იუდევ...   Oct 23 2020, 08:16 PM
marine   "პირველი წინასწა...   Nov 20 2020, 09:14 PM
marine   "წმინდა ესაიას თა...   Nov 21 2020, 05:51 PM
marine   "ისრაელში წინასწ...   Nov 21 2020, 06:14 PM
marine   "უკანასკნელი წინ...   Dec 27 2020, 09:49 PM
marine   "რა სულელური ანდა...   Sep 22 2021, 09:41 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Sep 9 2022, 06:35 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Feb 8 2023, 03:36 PM
marine   "ეხლა მესმის, როგ...   Mar 11 2023, 07:47 PM
marine   "ერთხელ ყოვლადბრ...   Mar 24 2023, 02:11 PM
marine   "გავიხსენოთ დიდი ...   Jul 19 2023, 08:21 PM
marine   "აღთქმული ქვეყნი...   Aug 26 2023, 07:20 PM
marine   "ბოლოს, მოსე მახლ...   Aug 30 2023, 04:18 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი