IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ჯვრისწერა
Molen
პოსტი Apr 27 2010, 08:46 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დიდებული მომენტი, როდესაც ორი ადამიანი უნდა შეუღლდეს და დაიწერონ ჯვარი. უფალი მათ აკურთებთ და მისცემთ ლამპარს მომავალი ცხოვრებისა. უფალმა იესომ ბრძანა:

"შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი."

მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს:

ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა? და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული?

ანუ მე თუ გოგონასთან ჯვარი დავიწერე მექნება მასთან ერთად თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ ეგრევე არ მოვაწერე ხელი?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 28 2010, 12:41 AM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა?


ზოგადად კი, მაგრამ თუ იმ პერიოდში დაოჯახდნენ, როცა ეკლესია იდევნებოდა, ალბათ არ ჩაეთვლებათ მრუშობად. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ჯვრისწერა ფორმალურ ხასიათს ატარებს როგორც სიძე-პატარძლის, ასევე მათი ნათესავებისთვის... განა ასეთი ჯვარდაწერილი მეუღლეები ფორმალურად მონაწილეობის გამო არიან წმინდები და ღვთისადმი მოწიწებისა და მოკრძალების მქონე ჯვარდაუწერლები (გარკვეული მიზეზის გამო) მრუშები?!

ციტატა
და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული?
ამ საკითხზე მე არ შემიძლია ცალსახა პასუხის გაცემა და შემოვა სხვა, ვინც იცის. მე ჩემი მოსაზრების გამოთქმა შემიძლია მხოლოდ. ეკლესია ალბათ ვერ მოიწონებს ისეთ ქორწინებას, რომელიც სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული... სრულებითაც არ სურს ეკლესიას იმისი თქმა, რომ მთავარი მე ვარ და ჩემი გაცემული ჯვრისწერის დოკუმენტი ყველაზე მთავარია, რაღა საჭიროა სხვა დანარჩენიო... სამოქალაქო რეგისტრაცია ქორწინებისა შემოღებულია არა მხოლოდ ახალდაქორწინებულთა გასახარებლად, არამედ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოგრაფიის აღწარმოებაში და ა.შ. რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს ამას ეკლესია... smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 28 2010, 12:53 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(აბე @ Apr 28 2010, 12:41 AM) *

რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს ამას ეკლესია... smile.gif


ეკლესია ნამდვილად არ ეწინააღმდეგება ამას.
სულიერი თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ჯვრისწერა აუცილებელია ქრისტიანი წყვილისთვის,
ხელის მოწერა კი - სასურველი, რადგან მიწიერი მოქალაქეობაც გვაქვს და ჩვენ და ჩვენს შვილებსვე შეიძლება
შეგვექმნას პრობლემები, თუ ქორწინება ოფიციალურად არ გვაქვს გაფორმებული.
სულიერ ცხოვრებასა და განვითარებასთან კი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 12:54 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



რას ნიშნავს ღმერთის მიერ შერთება ორი ადამიანისა?

მამაოს დალოცვას თუ ამ ორ ადამიანში სიყვარულის დაბადებას? smile.gif


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 28 2010, 01:02 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა
თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული?

არანაირად არაა აკრძალული!!

ციტატა
ანუ მე თუ გოგონასთან ჯვარი დავიწერე მექნება მასთან ერთად თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ ეგრევე არ მოვაწერე ხელი?

თუ გინდა, სულ ნუ მოაწერ ხელს, მთავარია უფლის წინაშე ,,გააფორმოთ'' თქვენი შეუღლება.
მაგრამ, ხელის მოუწერლობა, უბრალოდ, ამქვეყნიურ პრობლემებს შეგიქმნით. ასე რომ - მოწერა სასურველია.




ციტატა
ეკლესია ალბათ ვერ მოიწონებს ისეთ ქორწინებას, რომელიც სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული...

ამაში ვერ დაგეთანხმები, აბე.


ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 12:54 AM) *

რას ნიშნავს ღმერთის მიერ შერთება ორი ადამიანისა?

მამაოს დალოცვას თუ ამ ორ ადამიანში სიყვარულის დაბადებას? smile.gif


უფრო - სიყვარულის დაბადებას smile.gif
დალოცვა კარგია, მაგრამ, თუ არ გიყვარს, რაც არ უნდა გლოცონ, ბედნიერი ვერ იქნები.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 01:16 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



თუკი სიყვარულის დაბადებას ნიშნავს მაშინ მამაოს დალოცვა რაღა გამოდის?


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 28 2010, 01:57 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 01:16 AM) *

თუკი სიყვარულის დაბადებას ნიშნავს მაშინ მამაოს დალოცვა რაღა გამოდის?


მამაოს დალოცვა, ანუ ჯვრისწერის საიდუმლო, ნიშნავს მადლის მიღებას თავად უფლისგან და შეერთების განმტკიცებას.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 01:59 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



ის რაც უფალმა შეაერთა ვის აქვს ძალა განამტკიცოს?


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 28 2010, 02:01 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 01:59 AM) *

ის რაც უფალმა შეაერთა ვის აქვს ძალა განამტკიცოს?

მასვე, მისივე მსახურის ხელით.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 02:12 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



აკი თქვი ორი ერთდება მაშინ როცა სიყვარული ჩნდება
ეს დამტკიცებასაც ნიშნავს
რა საჭიროა მერე დამტკიცება ღვთის დამტკიცებულისა?


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 28 2010, 02:20 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




მე ვთქვი :

ციტატა
უფრო - სიყვარულის დაბადებას


და სიყვარულს, დამტკიცება კი არა, განმტკიცება სჭირდება.


http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli...li/damateba.htm



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 28 2010, 03:07 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



arjuni
ერთ ხორცნი არა სიყვარულით არამედ ჯვრისწერით/ქორწინებით ხდებიან
ეს ყველაფერი ხდება მღვდლის მეშვეობით, რომელიც სულიწმინდის მადლის მატარებელია... და საიდუმლოდ ამ მადლიდ ერთ ხორცნი ხდებიან

მე ასე გავიგე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 03:31 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



მამაო გაგიმტკიცებს სიყვარულს?

ციტატა
ერთ ხორცნი არა სიყვარულით არამედ ჯვრისწერით/ქორწინებით ხდებიან

ანუ უსიყვარულონი თუ დაქორწინდნენ ერთი ხორცი ხდებიან?


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 28 2010, 11:01 AM
პოსტი #14


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



arjuni
ქორწინების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ადამიანები იღებენ ღვთისაგან კურთხევას ერთად თანაცხოვრებისთვის და ამ კურთხევის გარეშე ურთიერთობა მრუშობად ითვლება. ახლა სხვა საკითხია ამ კურთხევის ფორმა როგორია და ვინ მონაწილეობს მასში. შენ გინდა იმისი თქმა, რომ არ არის აუცილებელი მღვდლები მონაწილეობდნენ ამ კურთხევაში. თუ ამ ლოგიკას გავაგრძელებთ მაშინ საერთოდ არ ყოფილა ეკლესია და მღვდელი საჭირო, რადგანაც უფალთან შუამავლები არ გვჭირდება. ეს ასე არ არის. ეკლესია ადამიანს თვითნებურად არ დაუარსებია რაიმე მიზეზით, არამედ იგი ჭეშმარიტად ღვთის მიერ არის დაარსებული. "მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას." (მათე, 16,17-18).

მაგრამ თვითონ ის პოზიცია "რა აუცილებელია ესა და ეს, რაც ეკლესიაში ხდებაო", არ მომწონს. განა იმიტომ, რომ ფანატიკოსი ვარ და ბრმად ვემორჩილები ეკლესიას, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება მე რაღაცას მართლა ვერ ვხვდებოდე, მაგრამ კრძალულებითა და სიმდაბლით მმართებს იმის გამოკვლევა, რაც არ მესმის, ისე, რომ წინასწარ არაფერი უარვყო და დავგმო, სანამ გამოვარკვევდე... უნდა მიმართო კომპეტენტურ პირებს და დაგაკვალიანებენ... ეხლა, რომ აღმოაჩინო შენ, რომ თურმე მართლა არ ყოფილა ადამიანების მიერ თვითნებურად გამოგონილი ჯვრისწერა, მერე რა პირით უნდა შეხედო უფალს, როცა ორი წუთის წინ გმობდი ჯვრისწერის საიდუმლოებას... ჯერ გამოიკვლიე და მერე დაგმე თუ დასაგმობია...

მაგრამ მე გაძლევ პირობას, რომ თუ კარგად გამოიკვლევ ყველაფერ იმას, რაც გაინტერესებს, ყველაფერში მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ეკლესიაში ადამიანის ნებით არაფერი არ ხდება.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 28 2010, 11:08 AM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ჯვრისწერა არის ჯვრისწერა smile.gif
სამოქალაქო ქორწინება კი - სამოქალაქო ქორწინება, ჩვენი კანონმდებლობა ჯვრისწერას არ ცნობს მგონი : )
სამაგიეროდ ეკლესია ცნობს ორივეს: სამოქალაქო ქორწინებას და ჯვრისწერას...

შესაბამისად:
ციტატა
ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა?

არ ითვლება მრუშობად.

ციტატა
და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული?

ჯვარი აქვთ დაწერილი და რა რელიგიური ხედვით უნდა იყოს აკრძალული? blink.gif


პ.ს. წყაროც ვიპოვე:
http://www.orthodoxy.ge/samartali/jvristsera.htm

მაგრამ აქ წერია ასეთი რამ:
ციტატა
დღესდღეობით შეთანხმების ოფიციალურ ტექსტში მითითებულია, რომ „სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები“ (მუხ. 3). ალბათ, მკითხველისთვისაც გაუგებრობას იწვევს ჯვრისწერის აღიარების ასეთი ფორმულირება. ამ გაურკვევლობის შესახებ ჩვენ მივუთითებდით კონსტიტუციური შეთანხმების კომენტირებისას (იხ. დ. ჩიკვაიძე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კომენტარები, თბ. 2003, გვ. 16-17). ფაქტობრივად, მდგომარეობა არ შეცვლილა: დარჩა იგივე, რაც არსებობდა კონსტიტუციური შეთანხმების დადებამდე ჯვრისწერის სამართლებრივ დარეგულირებასთან დაკავშირებით. არადა, უცილობლივ საჭიროა, რომ ჯვრისწერა აღიარებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ სრული სახით.


: )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 28 2010, 11:22 AM
პოსტი #16


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(terra @ Apr 28 2010, 02:02 AM) *

ამაში ვერ დაგეთანხმები, აბე.


შეგიძლია არ დამეთანხმო, რადგანაც მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი და არ დამიდვია თავი, რომ ეგ ნამდვილად ეგრეა.

თუმცა შევეცდები ჩემი მოსაზრება ცოტათი განვამტკიცო.
ეკლესია როდესაც ჯვარს წერს წყვილს, იგი ჯერ რწმუნდება იმაში, რომ ნამდვილად დიდია ამ ადამიანების სურვილი ერთად თანაცხოვრებისა, არ ხდება მათი შეუღლება რაიმე ფინანსური თუ სხვა მიზეზით, არამედ სიყვარულით, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი შეუღლება. სამოქალაქო ქორწინება, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთი არგუმენტია ეკლესიისთვის. ხომ შეიძლება ადამიანებმა ჯვარი დაიწერონ, მერე ორ თვეში მოუნდეთ გაყრა, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩაფიქრებული და სამოქალაქო გაყრის პროცედურების ხანგრძლივობისა და სირთულის გამო არც აწერდნენ ხელს. ჯვრის აყრას კი უცბათ მოაგვარებენ. შეიძლება არა მხოლოდ გაყრის ადმინისტრაციული პროცედურების სირთულისა და ხანგრძლივობის გამო, არამედ სხვა ინტერესებით არ სურდეთ ხელის მოწერა. ხშირია შემთხვევები, როდესაც კაცი გვარს არ აძლევს ბავშვს და ამაში ხელს უწყობს ის, რომ ხელი არ ჰქონდა მოწერილი ბავშვის დედასთან, თუმცა მის (ქალის) თვალის ასახვევად,ჯვარიც კი აქვს დაწერილი მასთან, რათა აჩვენოს მას, სამუდამოდ შენთან თანაცხოვრება მინდაო... ასეთი ადამიანები ერთი და ორი არიან?!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 28 2010, 02:36 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



პეტრეს ეკლესიას თუ პირდაპირ ეკლესიად გავიგებთ მაშინ ეს ეკლესია კაი ხანია შემუსრილია ჯოჯოხეთისგან

ნურავის უწოდებთ რაბის...

თუკი მამაომ არ დალოცა შენი სიყვარული ეს ნიშნავს რომ შენ იმ ადამიანს უნდა დაშორდე?


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 28 2010, 03:10 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



arjuni

დიახ ერთხორცნი ჯვრისწერით/ქორწინებით საიდუმლოდ ხდებიან... ამიტომაც არ არის მრუშობა მათი შეერთება... ვინაიდან საიდუმლოდ ერთ ხორცნი არიან..

სიყვარული კი გზაა ერთხორცად შეერთებამდე და მის შემდეგ სიყვარულით თანაცხოვრება smile.gif

ციტატა
პეტრეს ეკლესიას თუ პირდაპირ ეკლესიად გავიგებთ მაშინ ეს ეკლესია კაი ხანია შემუსრილია ჯოჯოხეთისგან


ეს როგორ ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 28 2010, 03:29 PM
პოსტი #19


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 03:36 PM) *

პეტრეს ეკლესიას თუ პირდაპირ ეკლესიად გავიგებთ მაშინ ეს ეკლესია კაი ხანია შემუსრილია ჯოჯოხეთისგან


სანამ რაიმეს დაწერ ჯერ კარგად დაფიქრდი. ეკლესიას ძვრა ვერ უყვეს ვერასოდეს და ვერც უყოფენ. შენ წარმოიდგინე ყველაზე უფრო ძალიან როდესაც დევნიდნენ ეკლესიას კომუნიზმის პერიოდში და თითო ოროლლა ეკლესიაღა იყო მოქმედად დარჩენილი, იმ თითო-ოროლა ეკლესიაში არ შეჩერებულა წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება. უფრო მეტიც... როდესაც სპეციალურად გზავნიდნენ "ზემოდან" სასულიეროში სასწავლებლად აგენტებს, რათა გამხდარიყვნენ მღვდლები და შიგნიდან ეკონტროლებინათ ეკლესია, რათა რაიმე მოძრაობა არ აგორებულიყო, ამ აგენტი მღვდლების ნაწილი ისეთი მორწმუნე გახდა, რომ ბევრს შეშურდებოდა... ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია მტკიცედ იდგა ყოველთვის და მტკიცედ იდგება.


ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 03:36 PM) *

ნურავის უწოდებთ რაბის...
თუ მღვდელს არ მიმართავ შენ ტერმინით "მამაო", ძალიან მაინტერესებს შენს ხორციელ მამას რას ეძახი. თუ იმ კაცს ეძახი მამას, რომელიც ხორციელად გზრდის, მითუმეტეს იმ მღვდელს არ უნდა დაუძახო მამა, რომელიც შენ სულიერად გზრდის?! და თუ შენი ხორციელი მამა არის შენი ჭკუის დამრიგებელი, მოძღვარი ამ მიწიერ ცხოვრებაში, მით უმეტეს ის კაცი არ იქნება მოძღვარი, რომელიც შენ სულიერად გმოძღვრავს, რათა უფალთან მიგიყვანოს?!

"მაგრები" ხართ რა ეს პროვოკატორები... მღვდელს არ უწოდებთ მოძღვარს და მამას და ამ დროს იმ კაცს რომელმაც ხორციელად გშვათ (იმედი მაქვს არ იფიქრებ, რომ მამაკაცმა გშვა... ეგრე სახარებაშიც წერია "აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ...") უწოდებთ მოძღვარს და მამას... მაშინ შენს ხორციელ მშობელსაც არ დაუძახო მამა და არ დაუჯერო მის კეთილ მოძღვრებას (რჩევებს)... და საერთოდ არავის რჩევებს არ დაუჯერო,სახარებაში ხომ წერია, ნურვის უწოდებთ რაბისო, რა საჭიროა ვინმესგან ჭკუა ვისწავლოთ...

ისეთ სისულელეებს დაწერთ ხოლმე, ჭკუის განძრევაც გეზარებათ, რომ დაუკვირდეთ... პირდაპირ იმეორებთ ვიღაცის ნათქვამს გაუაზრებლად და მერე ჩვენ გვეძახით ფანატიკოსებს... ფანატიკოსები ვინცა ხართ კარგად გეტყობათ...


ციტატა(arjuni @ Apr 28 2010, 03:36 PM) *

თუკი მამაომ არ დალოცა შენი სიყვარული ეს ნიშნავს რომ შენ იმ ადამიანს უნდა დაშორდე?
თუ მღვდელმა ჯვარი არ დაგწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ადამიანი არა ხარ, არამედ ვიღაც მზაკვარი არსება, რომელსაც სხვა ადამიანთან შეუღლება არა სიყვარულის, არამედ პირადი ინტერესების გამო გინდა და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაშორდე ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა გამოსწორდე, დაემსგავსო ადამიანს და მაშინ მიხვიდე ჯვარდასაწერად, როდესაც მღვდელს სთხოვ უფლის კურთხევას (გამოითხოვოს შენთვის უფლისაგან კურთხევა) სიწმინდის შექმნისთვის და არა სიბოროტისა და მზაკვრობის შექმნისთვის, ან კიდევ ცხოველური სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად ვიღაცა გოგოს გაუბედურებისთვის და ა.შ.

ისე ლაპარაკობ, თითქოს მღვდელი თავის ნება-სურვილით წყვეტდეს დასწეროს თუ არა ჯვარი წყვილს... თუ რაღაცა მოხდა და უღირს მღვდელთან მოხვდი, რომელმაც უმიზეზოდ არ დაგწერა ჯვარი, მიდი სხვასთან... მაგრამ თუ იმ სხვამაც არ დაგწერა, ესე იგი მართლა შენში ყოფილა პრობლემა...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 28 2010, 03:37 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



arjuni
ეკლესია არა პეტრესი არამედ ქრისტესია

კათოლიკე ხომ არ ხარ biggrin.gif ვხუმრობ smile.gif


ქრისტემ ეკლესია პეტრეზე კი არა ჭეშმარიტებაზე ააშენა, ანუ

"შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა" < აი ამ სარწმუნოებაზე აშენდა ეკლესია (ეს პასუხი პეტრეს აკუთვნის) smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 04:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი