IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩანახატები, იყოს ლამაზი
abo
პოსტი Sep 20 2007, 09:19 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გაიხარეთ ხალხო ! მაგი ღამის 4 საათზე იდეებმა შემაწუხა, ღამე აზროვნება საღია. იქნება კიდევ არ დავიძინო. laugh.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Sep 21 2007, 01:09 AM
პოსტი #82


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



თოვს ბარდნის ყინვაა საშინელი ეს დარი ჩემს გულს წაგავს გაყინულს რომელიც არსადროს ლღრვება...
გავცქერი ფანჯარას მაგრამ რა იქ მე არავინ მელოდება,მიდის წუთები საათები წლები შენ კი არ ჩანხარ,როდემდე გაძლებს ჩემი გული ასეთ ყინვაში მას შენი სითბო ენატრულება...
ერთხელაც მოვა კიდე ზამთარი და ფანჯარასთან სულ სხვა იქნება
გაქრება ერთი პატარ გოგოს თვალები წრფელი, რომელიც მუდამ შენ გეძებდა და ამ ლოდინს არასდროს ქონდა ზღვარი....
პატრა გოგოს მოციმციმე თვალები უკვე არავის ელის!!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი Sep 21 2007, 02:05 PM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



ციტატა(abo @ Sep 20 2007, 03:39 AM) *

აქსიომა
ადამიანო! სიკვდილს ნუ ეთამაშები, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება

სტუმარი ხვთისაა, მაგრამ სახლის წართმევას თუ დაგიპირებს მტერი

მტერი ყოველთვის გახსოვდეს და ილოცე მისთვის რათა მოყვარედ გადაგექცეს

გადაქცეული სიკეთეა, თუ ამას ქვეყანას მოდებ

მოდებული ჭორი ნახევრად სიმართლეა

სიმართლე გიყვარდეს, ნიშნავს სწორი გზით დადიოდე

დადიოდე ღვთის სახლში , არ ნიშნავს იყო მორწმუნე

მორწმუნე ნიჭიერი მეცნიერი ქვეყნის საჩუქარია

საჩუქარი , რაც ადამიანთა მოდგმამ უფლისგან მიიღო ეს სიცოცხლეა.

სიცოცხლე იმისათვის არ უჩუქებია ღმერთს სიკვდილს ეთამაშო, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება.



აღფრთოვანებული ვარ!!! smile.gif

ციტატა(mogzaura @ Sep 21 2007, 01:09 AM) *



IPB-ს სურათი


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Oct 22 2007, 06:25 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



როდესაც ქალაქს ჩამოაწვება ღამის ბნელეთი,წყვდიადის მეფე დილეგს გაუხსნის მნათობელ მთვარეს,განიდევნება თქვენი გულიდან სევდის მორევი,ქართლის დედა კი ჩუმად დალოცავს თბილისის ღამეს,როცა ქალაქი მთვარის სხივებით მოივერცხლება,ცოდვილ ქუჩებში აკიაფდება ლამპიონები;გზააბნეული თქვენი გრძნობები გამოცოცხლდება,ამღერდებიან მიძინებული საქსაფონები.როცა ქალაქში დაისადგურებს ღამის სიმშვიდე და ვარსკვლავები დასერავენ თბლისის ზეცას;აღორძინდება,აბობოქრდებ
ა გრძნობა მეშვიდე,ღამის ნიავი თან წაიყოლებს ქალაქის სევდას.როდესაც ქალაქს გადაეკვრება ღამის მანდილი,წყვდიადის მეფე ტახტზე აიყვანს მნათობელ მთვარეს,მწამს ქართლის დედა ფიალითა და ხელში მახვილით, ღმერთის კურთხევით,ჩუმად დალოცავს თბილისის ღამეს.


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 01:39 PM
პოსტი #85


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სიკვდილი აკაკუნებს


თარგმანი ინგლისურიდან - ეკა ჭიალაშვილმამოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \"დეილი ნიუსის\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \"ფრესკა\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \"ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\". არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო...

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \"ფაუსტი\" წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ - რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი... ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო... როგორ გითხრათ... უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ...

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \"ფრესკა\" მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \"M&M\" მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი - თავი ამტკივდა, რა...

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \"ჩვენ\" რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი, ეს კი...

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \"კრაისლერს\" დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \"იდენ როკში\" იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს - ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია - თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა... ერთი - ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ...

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე... იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \"ბიკფორდსში\" დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ... არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.


1968

ვუდი ალენი smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Oct 24 2007, 09:38 PM
პოსტი #86


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



რატომ შევედი ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.

მოვედი, მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გაგიხსენო,მოვედი,ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი.მოვედი,იმიტო რომ აღარ ხარ ჩემთან და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის, ღვთისმშობლის ხატო, გევედრები... მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ აინთოს სანთელი კენტად!....



--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Oct 25 2007, 10:34 PM
პოსტი #87


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ციტატა(mogzaura @ Sep 21 2007, 02:09 AM) *

თოვს ბარდნის ყინვაა საშინელი ეს დარი ჩემს გულს წაგავს გაყინულს რომელიც არსადროს ლღრვება...
გავცქერი ფანჯარას მაგრამ რა იქ მე არავინ მელოდება,მიდის წუთები საათები წლები შენ კი არ ჩანხარ,როდემდე გაძლებს ჩემი გული ასეთ ყინვაში მას შენი სითბო ენატრულება...
ერთხელაც მოვა კიდე ზამთარი და ფანჯარასთან სულ სხვა იქნება
გაქრება ერთი პატარ გოგოს თვალები წრფელი, რომელიც მუდამ შენ გეძებდა და ამ ლოდინს არასდროს ქონდა ზღვარი....
პატრა გოგოს მოციმციმე თვალები უკვე არავის ელის!!


ძალიან ლამაზი ჩანახატია, ოღონდ ცოტა ეპილოგი აქვს პესიმისტური tongue.gif


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NinucebiNinucebi
პოსტი Nov 8 2007, 09:45 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 14-October 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,966



არაჩვეულებრივობა ჩვეულებრივობისა

"მშვენიერია ის რაც არაჩვეულებრივია"

გზაზე ორი კაცი მიდიოდა...მიჭრიალებდა დანჯღრეული ცხოვრების ეტლი...თვლემდა მეეტლე...
დიდი გზა გაიარეს.როგორც იქნა მივიდნენ.ერთ-ერთმა გახუნებულყდიანი,დიდი წიგნი გადმოიღო.საჭირო გვერდზე გადაუფურცლა თანამგზავრს.
- ეს შენ მიერ განვლილი ცხოვრების გზაა,რომელზეც შენივე ნაფეხურებია აღბეჭდილი.
- მეორე ვისიღაა - ჰკითხა,როცა თავისი ნაფეხურების გვერდით შეამჩნია სხვაც.
- ეგ ჩემია.მართალაი ვერ მამჩნევდი,მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით მოგყვებოდი ფეხდაფეხ.
- სადღაც მაინც მიგიტოვებივარ...
გზას მხოლოდ ერთი კაცის ნაკვალევიღა აჩნდა.
- არასოდეს მიმიტოვებიხარ.როცა შენ ძალიან გიჭირდა,მე ხელში აყვანილი დამყავდი.
ბრუნავდა ბედ-იღბლის ჭრელი კარუსელი!...


--------------------
გილოცავთ ყველას :) ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს 2008წელს სრულიად საქართველოს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 15 2007, 03:03 PM
პოსტი #89


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ეს ჩანახატი ერთი ჩემი ნაცნობის დაწერილია. ძალიან მომეწონა. ავტორის ნებართვის გარეშე ვდებ აქ. იმედია, არ მიწყენს smile.gif

ციხე ჩიოდა

ეხლა რომ მიცქერი, ეგრე კი არ არის საქმე? მაშინ უნდა გენახე ფეხზე რომ ვიდექი რა კაცი ვიყავი. არწივიც კი ვერ მიბედავდა თავზე გადაფრენას. შენ აქ ამოსვლაში ამოგვარდნია გული და იმას აღარა ჰკითხულობ აქ ვინ ამომზიდა და დამადუღაბა? დიახ კიდევაცა ვჭაბუკობდი და კიდევაც ვიბრძოდი, ჩემი საჭურველ-იარაღი ჩემი ქონგურები და გოდოლები იყო. მაყრიდა ურჯულო ტყვიაწამალსა და იასარს სეტყვასავით მარა ვერ მივართვი ჩემი აღება. პატრონო მყვადა, კაციც ის იყო და ქუდიც იმას ეხურა, თქვენს ქალკუდა პატრონს კი არა ჰგავდა. მომეფერებოდა და მეტყოდა “ჩემო ფარო და ნამუსო”-ო. სწორედ რომ ფუტკარსა ჰგავდა თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე სულ ბრძოლასა და შრომაში გალია. თქვენც ფუტკრებსა ჰგევხართ, ოღონდ მამალ ფუტკრებსა, რომლის საქმეც თაფლის ჭამა და დედა ფიტკრის დამამვლაა, მარა მაგის თავიც აღარა გაქვთ. თუ არა და ერის სიმრავლეზევე გეტყობათ რა ბედენაცა ბრძანდებით, გააჩენთ თითო კინკილა შვილსა და მერე ქვეყანაზე მტვერს დააყენებთ ბაქიაობით. ან-კი თქვენ თვითონ გასაზრდელებმა შვილები როგორ უნდა გაზარდოთ? ვიცი მე თქვენი ზრდილობაცა და თქვენი რწმენაც. თქვენ მორწმუნეები მარტო ეკლესიაში ხართ, წირვა-ლოცვის დროსა და გარეთ კი გავიწყდებათ თქვენი ქრისტიანობა. კაცი რო დღეში, სარკის წინ უფრო მეტ დროს გაატარებს ვიდრე ხატის წინა, მასეთი ქრისტიანობა არ გაიშვას. რა ვიცი თქვენს ფიქრებში მაგრად დააგელვებთ ცხენებს ხმალშემართულები დიდგორზე? მარა ცხადლივ, ცხენი კი არა, წიხლის შიშით ვირთან ვერ მისულხართ ახლო და ხმალი კი არა, ჯაყვით კიტრი ვერ გაგითლიათ. მიიხედ-მოიხედეთ, ეგ თქვენი დღევანდელი დღე არის თქვენი დიდგორი. რით ვეღარ მიმხვდარხართ, რომ ბრძოლის ველზე ხართ და მტერი თავს დაგცემიათ მგელივით. ან, ამ ჩემს ჩამოქცეულ მხრებს რო არ უწამლებთ, ვინ მოგცათ მაგის ნება? არ შეგვიძლიაო? რას მიქვია არშეძლება? თქვენთვის ხომ კარგად აშენებთ მაღალ-მაღალ აგარაკებსა და... ჩიოდა ციხე, ჩიოდა არა იმაზე, რომ მარტოდმატო დარჩენილიყო ყორნების ამარა, არა, იმაზე ჩიოდა, რომ ყველაზე მეტად ეხლა იყო საჭირო ქვეყნისათვის და ქვეყანას კი ყველაზე მეტად ეხლა არ ეცალა მისთვის, რადგან აგარაკ-აუზებისა თუ რესტორან-საროსკიპოების მშენებლობით იყო გართული. ხედავდა ციხე, კარგად ხედავდა, როგორ შემოსულიყო და მოსდებოდა მტერი ქვეყანას და იძახდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხალხოო, მაგრამ ხალხს ციხისა კი არა, დიდი ხანია უკვე ერთმანეთისაც კი აღარ ესმოდათ. ხანდახან ნისლის თეთრი ქულები მიაკითხავდნენ ციხეს, მიეალერსებოდნენ და მიეფერებოდნენ თავის ძველ მეგობარს, მერე ჩასწვებოდნენ ხევში და წანიდოდნენ სადღაც შორეთში. ნისლოვ სპეტაკო, დაუძახებდა ციხე თავის მეგობარს, იქნებ სადმე ჩემს პატრონს გადაეყაროო. თუმცაღა, კარგად იცოდა ციხემ, რომ მისი პატრონისა უკვე ძვლებიც აღარ იყო მიწაში, მარა მაინც ეძახდა. ოხ ერთი კიდევ მანახა იმისი თავი ჩემს ქონგურებზე მდგარი და დამარცხებულ მტერზე გადამყვირალი და მერე თუნდ ამ ხევში ჩამაქცია ერთიანადაო, იტყოდა ხოლმე. ჩიოდა ციხე და თან ცრემლები ჩამოსდიოდა ბებერ ტანზე. ამ ცრემლებს მისი გალავნის დუღაბში გამოსული, კლდის ბალახები ისრუტავდნენ. ეს იყო არა შიშის, არა მარტოობის, არამედ მონატრების ცრემლები, დიახ მონატრებისა...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2007, 12:27 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,119
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მარიამი

მარი, რა ლამაზი ჩანახატია!!!!!!!!!! smile.gif

ჩემ დეიდაშვილს აქვს მიტოვებულ ტაძარზე დაწერილი ძალიან ლამაზი ლექსი და ის გამახსენდა. აუცილებლად განვათავსებ.

ეს კი ჩემი უბრალოზე უბრალო ჩანახატი..


ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი

ირიბად თოვს... ძალიან სწრაფად და თავგამეტებით მოდიან ვარსკვლავა ფიფქები... ფანჯრიდან ვიყურები და შენზე ვფიქრობ... მინდა შენც აქ იყო და ჩემთან ერთად დაინახო, რომ ისე არაფერს უხდება თოვლი, როგორც ნაძვებს... ასე მგონია თეთრი, კუწუბოებაპრეხილი კაბები აცვიათ და სადაცაა აცეკვდებიან...

ძალიან ლამაზია ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი, მაგრამ ბეღურები მეცოდებიან ყველაზე მეტად... ალბათ გათოშილი აქვთ პაწია ფეხუნები... პურის ნაჭრებს ვუყრი ფანჯრიდან და გუნდად ესევიან ნაწყალობევს...

ისევ რაფაზე ვარ დაყრდნობილი და გარეთ, თოვლში, მხოლოდ შენთან ერთად სეირნობა მინდა, მაგრამ რაკი უსასრულოდ შორს ხარ, ვიხსენებ, რომ ყველაზე მეტად ამ თოვლივით თეთრი ფერი გიყვარს...

აი, ახლა, ნეტავ ხედავდე, ბავშვებს ფუმფულა ცუგა გამოუბამთ მარხილზე, მისრიალებენ და ცუგასაც სხვა რა გზა აქვს, მისდევს ბუთქუნა თათებით... რა საყვარელი სურათია...

........
მამას ლექსს წაგიკითხავ, მე რომ დამიწერა:

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
ხაშური თოვლმა უკვე მოფარა,
მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელჭრულა,
ჩემი იმედის სინდიოფალავ.

თბილისის ზამთარიც ეშხშია შესული და ამ თოვლიან სიცივეში, მაინც შენარჩუნებული სულის ჭრელჭრულა ფერებით გეფერები ძალიან, ძალიან შორიდან, შენი საყვარელი თეთრი ქალაქიდან...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 16 2007, 12:32 PM
პოსტი #91


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



marine
ულამაზესი და უთბილესი ჩანახატია, ძალიან, ძალიან მომეწონა wub.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2007, 12:33 PM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,119
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Nov 16 2007, 12:32 PM) *

marine
ულამაზესი და უთბილესი ჩანახატია, ძალიან, ძალიან მომეწონა wub.gif


დიდი მადლობა, მარი mpua.gif მე კიდევ შენი განთავსებული ჩანახატით აღვფრთოვანდი, ამოვბეჭდე და ახლა მეორედ უნდა წავიკითხო smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2007, 03:30 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,119
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Nov 15 2007, 04:03 PM) *

ეს ჩანახატი ერთი ჩემი ნაცნობის დაწერილია. ძალიან მომეწონა. ავტორის ნებართვის გარეშე ვდებ აქ. იმედია, არ მიწყენს smile.gif

ციხე ჩიოდა



ეს ჩანახატი ძალიან მომეწონა და ჩემი დეიდაშვილის დაწერილი ლექსი გამახსენა. მართალია ეს ჩანახატების თემაა, მაგრამ თქვენი ნებართვით ლექსს განვათავსებ:


* * *

ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა,
არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა.
სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა,
ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა.
მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი,
თქვენ მიმატოვეთ თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის.
მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს,
დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა
ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის.
ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს,
შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ?
თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე,
როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს.
თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი,
მუხლზე დაეცა - საქართველო აკურთხეო - სთხოვა ტირილით,
უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან,
კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა.

თამარ მარჯანიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 24 2007, 02:37 PM
პოსტი #94


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ერთხელ, როდესაც ნელ-ნელა ბნელი ფერები ჩემს ცხოვრებაში გაბატონებას იწყებდნენ, ადამიანმა კარზე დამიკაკუნა და მითხრა: შეიძლება შენი მეგობარი ვიყო? _იყავი, _ მხრების აჩეჩვით მივუგე და სევდიანად გამეღიმ: აი, ისე, სადღაც პირის კუთხეებში რომ იცის ჩაწოლა ჩრდილებმა ყრუდ.
სიბნელე კი იზრდებოდა და იზრდებოდა, სადღაც გულში პეტრეს ცრემლლების ღარები გაჩნდა და ვხედავდი, როგორ მოწვეთავდა მასზე დროდადრო საფაერავისფრად სისხლი. მაგრამ ადამიანი მაინც ყოველდილით, დაჟინებით აკაკუნებდა და მაიძულებდა, გამეცინა: - მე მინდა შენი მეგობარი ვიყო. - იყავი, - ისევ ვიჩეჩავდი მხრებს და ვატყობდი, როგორ მეპარებოდა სირცხვილი, ხანდახან მეც რომ მაიძულებდა, დამეკაკუნებინა და მეთქვა: ისევ გინდა ჩემი მეგობარი იყო? გულის მარჯვენა ნაწილში უკვე საკმარისად ჩამობნელდა, მეგობარი კი ფეხს არ იცვლიდა. იყო და იყო, მიყურებდა და მიყურებდა. - წადი, მე ხომ არაფერს გაძლევს? - არა!
- მე ხომ ცივი ვარ? - არა!
- მე ხომ უგულოდ გექცევი?- არა!
- რატომ? - იმიტომ რომ შენ დიდი გული გაქვს!
- მართლა? - ჰო, ძალიან დიდი და მე მიხარია, რომ გიპოვე!
-ამას ჩემზე ამბობ? - ჰო...
ისევ მხრები ავიჩეჩე: მე ხომ არაფერი მომიცია?- შენ ყველაფერი მომეცი, მე შენი გული მიყვარს!
და უცებ გამაჟრიალა, ისე, ყინვიან ღამეში რომ იცის ახლადდანთებულ ცეცხლთან ძვლებმა ჟრიალი და თავი დავხარე. უცებ მივხვდი, როგორ განათდა მარჯვენა კუთხე, ოღონდ ჯერ სუსტი, მბჟუტავი სინათლე იდგა:
-დავრჩები რა! - კარგი, დარჩი.
_ იცი, მე შეიძლება დაგწვა.
_მერე რა, არ მეშინია. დავრცები რა.
_ დაჩი, დარჩი, _ ისევ უცნაურად გამეღიმა...
- რა სისულეელა ჰო?
- რა?
- მეგობარი ხარ და მაინც მომწონხარ?
- არ ვიცი, _ ავიჩეჩე ისევ მხრები...
მზემ ისე ძლიერ გაანათა, ნაპრაკებსაც ჩასწვდა, დაღარული კუნჭულები სისხლსიგან ამოაშრო და სიცარიელე დატოვა. ჩემი მეგობარი მზის მწველმა მცხუნვარებამ გააქრო, ვეღარ გაუძლო და უბრალოდ გააქრო. მერე უეცრად ის წვიმა მოვიდა, დიდი, მოხუცი ადამიანები სევდაჩამდგარი თვალებით რომ დაგვყურებენ და მას სინანულს უწოდებენ. მინდოდა, ისევ მომეძებნა პეტრე და მეთქვა, გთხოვ, ამომივსე ღარი ცრემლით, მაგრამ ვხდებოდი, რომ დიდი ხანია განთიადი გაზეთილ მზეს დამსგავსებოდა და რიყის ქვები ეულად დარჩენილიყვნენ ჭალისპირა ღელეში.
_ მეორეჯერ ვერ შეხვალ, _ უკნიდან ხმადაბლა გამოსცა ჩქამი უცნბობმა;
_ რატომ?
_ უბრალოდ ვერ შეხვალ, იქ ხომ წყალიც კი აღარ დარჩა.
_ და გული?
_ იქ არც სისხლი დარჩა.
_ რა ვქნა?
უცნობმა მხრები აიჩეჩა:_ დიდი მყინვარი რომ დადნება, იმ დროს დაელოდე.
_ როდის დადნება
_ ეგ არავინ იცის...
_ მზე ხომ ანათებს, რატომ არ დნება?
_ დადნება...
პეტრე კი იდგა და იმ მყინვარის წვერიდან დამცქეროდა. და ალბათ, როცა ერთხ დღეს ეს დიდი მყინვარი დადნება, ღარებში ისევ წამოვა ცრემლი. აი, ისეთი, მზემ რომ აიტაცა ჩემი მეგობარი და მერე ცვრად აქცია, მოხუცმა ადამიანებმა სინანული რომ უწოდეს და ჩემს გულში საფერავისფრად გამოგზავნეს... აი, ისეთი, ძლიერი მეგობრობა რომ შეუძლია...




smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Dec 24 2007, 05:58 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



wuxel mindoda mTvare momewyvita cidan, xeli gaviwode kidec fanjridan, magram ver mivwvdi.. mere, cremli momeria, guliT mindoda da ver SevZeli... Rrublebs gavxede, gaparuliyvnen. moviwyine da cxviri minas mivabjine.. civi iyo da daiorTqla, daibinda, mTvarec aRar Canda. fanjara gavaRe, cioda. guliT movindome, Zalian guliT da gavfrindi.. mTvareze gavfrindi. saocrad gamWvirvale iyo ca, Tumca bneli. didxans vifrine, mxolod mTvaresRa vxedavdi. ar vici, romeli kosmosuri siCqare ganvaviTare, magram uceb fexi davdgi zedapirze. Cqami ar imoda arsaidan. sulac ar meSinoda. fiqri mominda, patara Rrmuli vnaxe sadRac da movkalaTdi. yuri miwas davade, miwa Tu eTqmis imas. didxans viyavi ase, dro ar vici ramdeni gavida, saaTis isari piriqiT moZraobda. gadavagde. mere, Zirs Camovixede. dedamiwa amovicani, TuxTuxebda da imitom. Savi iyo da ar momewona. mZime iyo kidev... qaosi ismoda, xmauri, wivil-kivili... stkioda miwas da uceb cremli davinaxe - dedamiwa tiroda. mxolod me SevamCnie, moTuxTuxe xalxisTvis ki sul erTi iyo es. umowyalod ubartyunebdnen fexebs, sul ar adardebdaT, etkineboda Tu ara... Semecoda dedamiwa da Sokoladi Cavugde aqedan, ver daiWira, ascda... moibuza. guli metkina. SemZra am suraTma da aRar mominda dedamiwaze dabruneba. mTvareze davsaxldi. aravin icoda es, mxolod dedamiwa migzavnida xolme Sokoladebs, Rrublebs atanda. mere gulSi vixutebdi da mixaroda. idilia gvqonda me, Rrublebs da dedamiwas... dro gadioda...
erTxel, albaT saRamo iyo, roca saocrad naTeli dedamiwa davinaxe zemodan. davinteresdi, karga xans vakvirdebodi, magram ver mivxvdi ra xdeboda. gafarToebuli TvalebiT daveSvi Zirs, kai xnis mere, galoba gavige, Soridan momdinare "qriste iSva beTlemsao"..... gameRima da siTbo CameRvara gulSi. Soba Tendeboda dedamiwaze....

smile.gif


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Dec 25 2007, 12:19 PM
პოსტი #96


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მივიწყებული ტაძარი კლდეზე ტაძრად დარჩება მარად და მარად...
madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 25 2007, 03:32 PM
პოსტი #97


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თამარი_ცქნაფო

2kiss.gif

სინათლე smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 25 2007, 05:31 PM
პოსტი #98


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ხო მეც სინათლე უნდა მეთქვა


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 25 2007, 10:37 PM
პოსტი #99


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(m16 @ Dec 25 2007, 06:31 PM) *

ხო მეც სინათლე უნდა მეთქვა

რასთან დაკავშირებით?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 27 2007, 03:21 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



Прохожу белый коридор. Бесконечным кажется путь. Хочу продлить... иногда лучше идти... идти... и не дойти. Не хочу конца, не хочу оказаться у дверей. Такой тяжелой кажется мне дверь. Не хочу заходить, видеть взор твой, что так цепляется за жизнь, учуяв близость часа, все сильнее и сильнее хочет продлить хоть миг, хоть мгновение; и еще желание "авось миновало, авось обошлось" и как на спасительного ангела смотришь на меня, ждешь когда я произнесу свою речь и разрешу тебе состариться, нянчить внуков и долго бродить по мостовой. Нет, я вовсе не ангел... и в этот момент даже не врач...Это юристы своими законами исключили жалость, поставили его вне закона...потому что нет любви в букве. Строг закон, может где то справедлив, но не любит. Они сделали меня сегодня палачом... Смотрю в твои глаза, что так умоляют меня "сжальтесь!" и не хочу подчиняться юристам... Почему я не нема!!! В горле комок, сердце сжалось... Где взять силы, чтобы озвучить приговор? отвожу глаза и шепчу: "Больной, вам осталось жить... всего лишь миг".


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 10:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი