თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 01:08 PM


მათეს სახარება მე-19 თავი

16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?

17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.

18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,

19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია?

21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.

22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი.

23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში;

24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.




100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა.

აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 02:33 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 02:08 PM) *

24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.


დამკვიდრებული აზრია, რომ მაინცდა მაინც მდიდარი ვერ შევა სასუფეველში, მაგრამ ეს ნებისმიერ ადამიანზეა ნათქვამი, რომელსაც აქვს დაუნჯებული საუნჯე, რომელიც არაა ღვთის საუნჯე - რწმენა.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 02:38 PM

კანუდოსელი
გეთანხმები, თუმც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რომ მატერიალურ სიმდიდრეზე იყო ნათქვამი...პირადად მე მგონია, რომ სიმდიდრე მართლაც ხელს უშლის რწმენას....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 03:02 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 02:08 PM) *

17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.


აი როგორ განმარტავს ამ ადგილს იოანე ოქროპირი:

Подобным образом часто поступал Христос и в других случаях. Хотя Он явно не обличал, но ответом показывал мысль приходивших к Нему. Так и тому, который говорил: "Благой Учитель!" (Мф.19,16) и этой лестью думал расположить Его к себе, Он, имея в виду его намерение, отвечал: "Что ты называешь меня благим? Никто не благ, как только один Бог" (Мф.19,17). И когда говорили Ему: "вот, Твоя Мать и Твои братья" ищут Тебя (Мф.12,47) (так как последние еще имели в себе нечто человеческое, и желали не услышать что-нибудь полезное, но показать, что они близки к Нему, и тем потщеславиться), послушай, что говорит: "кто Моя Мать? и кто Мои братья?" (Мф.12,48). И опять самим Своим братьям, которые говорили Ему: "яви Себя миру" (Ин.7,4), и желали через то приобрести себе тщетную славу, сказал: "Мое время еще не настало, а для вас всегда время" (Ин.7,6). То же самое делает и с противной стороны, Так о Нафанаиле говорит: "вот истинный израильтянин, в котором нет лукавства" (Ин. 1, 47).

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 5 2008, 04:00 PM

შეიძლება ადამიანი არ იყოს მდიდარი მაგრამ რაიმე ნივთზე იმაზე უფრო მეტად იყო მიჯაჭვული ვიდრე მდიდარი 1 მილიონზე .

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 5 2008, 04:05 PM

ციტატა(ლილიანა @ Feb 5 2008, 04:00 PM) *

შეიძლება ადამიანი არ იყოს მდიდარი მაგრამ რაიმე ნივთზე იმაზე უფრო მეტად იყო მიჯაჭვული ვიდრე მდიდარი 1 მილიონზე .


ki.gif ზოგ შემთხვევაში ასეც იქნება

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2008, 04:12 PM

sergi_glaxa

ციტატა
პირადად მე მგონია, რომ სიმდიდრე მართლაც ხელს უშლის რწმენას....

ქონება არ განაპირობებს რწმენას..

შეიძლება მდიდარი ცხონდეს და ღარიბი ვერა ან პირიქით... მთავარია, ადამიანი იყოს სულიერად მდიდარი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 04:42 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 03:38 PM) *

გეთანხმები, თუმც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რომ მატერიალურ სიმდიდრეზე იყო ნათქვამი...პირადად მე მგონია, რომ სიმდიდრე მართლაც ხელს უშლის რწმენას....



სახარებაში არის რამდენიმე კატეგორია:

1. ისტორიული ფაქტი
2. ამ ფაქტის სიმბოლური გაგება
3. განზოგადება


ამიტომ ქრისტეს ეგ სტყვები არ იყო მიმართული მხოლოდ იმ მდიდრის მიმართ - ეს სიტყვები არი თქმული მარადიულობის მიმართდა ყველა სიტუაციის შემთხვევისთვის

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 04:43 PM

ნათია
მე არ მითქვამს, რომ ქონება განაპირობებს რწმენას.
უბრალოდ მდიდრისთვის ძნელია სასუფეველში შესვლა...თუმც არც არავისთვის არის ადვილი, მაგრამ დავუკვირდეთ ამ სიტყვებს:

და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 04:44 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 05:43 PM) *

და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.



ვინაა მდიდარი?

რა შუაშია აქ ფული?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Feb 5 2008, 04:47 PM

ციტატა
უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.


ეს იმიტომ რომ მდიდარს მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება (რაში დახარჯავს იმ ფულს, რას გააკეთებს, როგორ იცხოვრებს, მას უფალმა უბოძა სიმდიდრის ნიჭი რასაც სწორად გამოყენება უნდა) სიმდიდრე კი არ დაღუპავს ადამიანს, არამედ მისი არასწორად გამოყენება, ჩემი აზრით.

ჩვენ ქრისტიანებს მეტი მოგვეცა ( ქრისტიანობა), ამიტომ მეტი მოგვეთხოვება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 5 2008, 04:48 PM

sergi_glaxa

ციტატა
და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში

არამგონია, აქ მხოლოდ ფული იგულისხმებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:16 PM

სიმდიდრე შუაში კი არა თავშია..
რათქმა უნდა აქ მარტო ფული როდი იგულისხმება...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 05:20 PM

ჰოდა მეც მაგაზე ვსაუბრობ, რომ სიმდიდრე ფულში არაა

უამრავი ქრისტესთვის წამებული "მდიდარია" ცნობილი და ასევე უამრავი ღარიბი - ჯოჯოხეთის მაშხალა - მაგალითი ბოლშევიკები

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:25 PM

კანუდოსელი
კი ზაზა გეთანხმები...
უბრალოდ ბევრი ქრისტიანად მოქცევამდე იყო მდიდარი და მერე ყველაფერი გაყიდა და გლახაკთ დაურიგა...
მე არ ვამბობ რომ ყველამ ყველაფერი გაყიდოს...


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 05:39 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 06:25 PM) *

კანუდოსელი
კი ზაზა გეთანხმები...
უბრალოდ ბევრი ქრისტიანად მოქცევამდე იყო მდიდარი და მერე ყველაფერი გაყიდა და გლახაკთ დაურიგა...
მე არ ვამბობ რომ ყველამ ყველაფერი გაყიდოს...



მეტნაკლებობა არ ვცი სათ იყო თუმცა პავლე მოციქულის წერილებშიცაა ნახსენები მდიდარი ქრისტიანი, რომელსაც მონებიც ყავდა და არც გაუკიცხავს ამის გამო მოციქულს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 5 2008, 05:50 PM

სიმდიდრე ადამიანმა უნდა მოახმაროს სათნოებების აღსრულებას, მოწყალებას. თუ ამას არ აღასრულებს მდიდარი ადამიანი იგი შეიძლება სიმდიდრის მონა გახდეს.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 5 2008, 05:53 PM

ციტატა
100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა.

აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე?


კი,უმეტესად ღარიბები უფრო არიან უფალს მიჯაჭვულნი.უბრალოდ ბევრს მაშინ ახსენდება უფალი,როცა რამე უჭირს,თუნდაც ფიზიკურად,ან ვინმე გარდაეცვლება და მერე იწყებს ეკლესიაში სიარულს.. ხვდება რომ მის სულს რაღაც აკლია,ხოლო მდიდარი,როცა თავს უზრუნველად გრძნობს,ძნელად ახსენდება უფალი.. თუმცა ბევრი მდიდარიც ძლიერ მორწმუნეა.. ზოგჯერ ბევრ მდიდარსაც უფრო მეტი სატანჯველი და განსაცდელი აქვს.აქვს იმიტომ, რომ უფალი უგზავნის მათ მისკენ მისახედად,ზოგჯერ მიცემულ ქონებასაც კი ართმევს.

თუმცა ნათიამ კარგად თქვა:
ციტატა
ქონება არ განაპირობებს რწმენას..

შეიძლება მდიდარი ცხონდეს და ღარიბი ვერა ან პირიქით... მთავარია, ადამიანი იყოს სულიერად მდიდარი

აბრაამიც ძალიან მდიდარი იყო,მაგრამ ქონებას არ შეუშლია მისთვის ხელი,რომ ედიდებინა უფალი.როცა უფალმა უთხრა აბრაამს: "დატოვე შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი,და წადი იმ ქვეყანაში,რომელსაც მე გიჩვენებ..." იგი უყოყმანოდ დათანხმდა.

ასევე გამახსენდა იობი,მდიდარი,თუმცა მეტად პატიოსანი,წრფელი,ღვთისმოშიში
და ბოროტებას განრიდებული კაცი.
არ დაგვავიწყდეს ის,რომ სწორედ უფალმა აკურთხა მისი ნახელავი და განამრავლა მისი საქონელი.როცა მდიდარი ივიწყებს უფალს,როგორც ზევით ავრნიშნე,ღმერთი არაერთხელ მოიმოქმედებს იმას,რომ მოაქციოს იგი,დაანახოს სწორი გზა.
შემდეგ,სატანას ხელში მყოფმა,გაუბედურებულმა იობმა,როგორ არ დაგმო ღმერთი:"უფალმა მომცა და უფალმა წამართვა,კურთხეულ იყოს მისი სახელი!"

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:01 PM

მახსენდება ერთი სასულიერო პირის ნათქვამი:

სიმდიდრე მძიმე ტვირთია და მისი ტარების ნიჭი ყველას როდი აქვსო მიცემული...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 5 2008, 06:39 PM

მეც ყოველთვის მეგონა, რომ მატერიალურზე იყო ამ ნაწილში ლაპარაკი...

და სხვა კუთხით შეხედვა აზრადაც არ მომსვლია.

ციტატა
დამკვიდრებული აზრია, რომ მაინცდა მაინც მდიდარი ვერ შევა სასუფეველში, მაგრამ ეს ნებისმიერ ადამიანზეა ნათქვამი, რომელსაც აქვს დაუნჯებული საუნჯე, რომელიც არაა ღვთის საუნჯე - რწმენა.

"გისმენთ ურადღებით "

:ყანდიაშვილი: biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:50 PM

ერთ ერთ კომენტარში ამოვიკითხე, ვითომ ეს ნემსის ყუნწი ყოფილა იერუსალიმის კედელში თუ სადღაც ეგეთში არსებული ვიწრო შესასვლელი სადაც მხედარი აქლემიდან ან ცხენიდან უნდა ჩამოსულიყო და ისე გასულიყო, რადგან სხვაგვარად ვერ გაეტეოდა...
მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იესოს დროს ეს კარები არ იყო, მერე გაუკეთებიათ-ო

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 6 2008, 02:44 AM

აბრაამ მამამთავრის სიმდიდრეზე რას გვეტყვით? smile.gif სიმდიდრე თავისთავად კი არ არის წარმწყმედელი, არამედ მისდამი არასწორი დამოკიდებულება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2008, 04:49 AM

ვიფიქრე რა დავწეროთქო და აი ამათზე უკეთესი რა უნდა მეთქვა? biggrin.gif

ეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე, ანუ შევედი ქადაგებებზე, სადაც იყო სადღაც 15-მდე ქადაგება კვირეების მიხედვით დანომრილი, სათაურების გარეშე, შემთხვევითობას მივენდე და არც კი შევხედე ისე დავაწკნაპუნე თუ არა და... საოცრება ეს არ შემხვდა ზუსტად? ohmy.gif smile.gif მოკლედ კეთილ და ნაყოფიერ კითხვას გისურვებთ!

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიტყვა სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირიაკეს
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. (ლუკა 16, 19-31)

სახარების დღევანდელ საკითხავში ადამიანთა ორი, ურთიერთგანსხვავებული ხვედრია გადმოცემული – ბედნიერება და უბედურება, სიხარული და მწუხარება.

იყო, – გვასწავლის ქრისტეს იგავი, – ორი ადამიანი. ისინი ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ. აწინდელ ცხოვრებაში ერთი მდიდარი იყო, მეორე კი – უპოვარი, საშინლად ღატაკი. მდიდარ კაცს ბრწყინვალედ, ფუფუნებით უყვარდა ჩაცმა, მეორე კი არაფრისმქონე, ძონძებსაც ვერ შოულობდა, გათანგული სხეულის ჩირქმდინარე წყლულები რომ დაეფარა. ერთისათვის ცხოვრების დღენი ვიდოდა, ვითარცა დაუსრულებელი ნადიმი, ლაზარეს კი (ასე ეძახდნენ ღატაკს) არ ტოვებდა შიმშილი, გაჭირვება და მწუხარება...

ცხოვრება მიდიოდა, კვირა კვირას ცვლიდა, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს აბარებდა ანგარიშს და მარადისობას უერთდებოდა, სიკვდილი კი თავის სამკალს იღებდა მდიდრისგანაც და ღარიბისგანაც, მოცინარისგანაც და მტირალისგანაც. იგი ქრისტეს იგავში ხსენებულ ორ კაცსაც მიადგა. ისინი დაიხოცნენ. მარადისობამ მათთვის დაუსრულებელი საზღვრები გახსნა. იმსოფლად მათდაუნებურად მათი ყოფა შეიცვალა. ამ ცხოვრებაში მოძულებული, ყველასაგან მივიწყებული, მშიერი, ტიტველი, ფეხშიშველი ლაზარე სამოთხეშია. იქ იგი ანგელოსთა დასებს და წმინდანთა კრებულს გარემოუცავს; სავანე მისი აბრაამის დაუჭნობელი წიაღია. ბრწყინავს ლაზარე მშვენიერებით, კმაყოფით, უბერებელი ცხოვრებით. ადამიანური ენა ვერ გადმოსცემს, მოციქულებრივ კალამს არ ძალუძს დახატოს, თუ რაოდენ ბედნიერი და ნეტარია იგი ზეციური მამის სასუფეველში. მისი თანამედროვე მდიდარი კი... ვაგლახ! ჯოჯოხეთშია. მის უბედურებაზე, მის გმინვაზე, მის ტანჯვაზე არ ვილაპარაკებ. ყველაფერი ეს თქვენ უწყით სახარებიდან, მოციქულთა წერილებიდან, ჯოჯოხეთის სურათს რომ გვიხატავენ – საუკუნო სიკვდილისა.

ამ ორი ადამიანის ისტორიით მაცხოვარმა ჩვენი ხვედრი დაგვიხატა. ამა სოფლის ნებიერის ხვედრი იმ სოფლად ცოდვილი ადამიანის მძიმე ყოფაა, ლაზარეს ხვედრი კი – ყოველთა მართალთა. ვინ ჰგავს ჩვენგან ამ ადამიანებს? ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველა ღარიბ-ღატაკი ცათა სასუფეველს მხოლოდ იმიტომ დაიმკვიდრებს, რომ ღმერთმა ღატაკი ლაზარე დააჯილდოვა? უსამართლოა თქვენი ამგვარი მსჯელობა. ვცდებით და ვცოდავთ, თუკი ვფიქრობთ, რომ ქრისტე ამ იგავით კიცხავს სიმდიდრეს და ხოტბას ასხამს სიღატაკეს. სიღატაკემ როდი შეიყვანა ლაზარე სამოთხეში, არამედ სიღატაკესთან შეერთებული ყველა წუხილისა და ჭმუნვის სულგრძელად გადატანამ.

სიღატაკეს იმქვეყნად ცათა სასუფეველი აქვს აღთქმული, თუ პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მადლიერებით, მოთმინებით იტანს მას. ღატაკი ადამიანი – პატიოსანი მშრომელი, ახალგაზრდობაში თავისი საქციელით მშობლებს ანუგეშებს და თანდაყოლილი ნიჭის გამომჟღავნებას ცდილობს. მოწიფულობის წლებში, მართალია, ღარიბია, მაგრამ – საქმიანი. იგი უფლისაგან უდრტვინველად იღებს არსობის პურს. ღვთისაგან ბოძებულ ნაღვაწ-ნაშრომს ოჯახს უზიარებს. ცოლს არ გაურბის, არამედ მასთან ერთად რწმენით, სასოებით, სიყვარულით ინაწილებს უბადრუკ წილს. უბადრუკ ქოხში ცოლ-ქმარი დღეებს ნახევრადმშივრები ატარებენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულენი არიან. მათ სინდისს არ ღრღნის ღალატის ლაქა, ბაგეს არ შესძრავს ლანძღვა, დანანება, იჭვნეულობა. იმედი არ ტოვებთ, არამედ მით ცხოვრობენ, არავისთან წუწუნებენ. ღატაკთ აუტანელი შრომა უწევთ – და ისინი ასრულებენ, როგორც კანონს. ასეთი ღარიბნი არ გეცრუებიან, არ მოგპარავენ, სხვისას არ აიღებენ, არ დახარბდებიან არც წოდებას, არც ტიტულს, არც რაიმე სხვას, რაც ღმერთს არ მოუცია. შეავლეთ მათ თვალი: დაღლილი, მაგრამ ფხიზელი სახეები, ხელები დაკოჟრებიათ, წელში მოხრილან, რამეთუ გაჭირვებას სიმკვირცხლე დაუკარგვინებია სიარულში და ხელოვნება ურთიერთობაში. ასე ცხოვრობენ და ცხოვრობენ, ცხოვრობენ და შრომობენ, ხმელ, მაგრამ ალალსა და უსაყვედურო პურს ჭამენ, არსობის პურს. მოდის სიკვდილიც. ამდენი ჭირ-ვარამის გადამტანთ, იგი ვერ აშინებს. გვინახავს პატიოსან გლახაკთა გამგზავრება იმ მხარეში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ისინი ქრისტიანებად მიდიან იმქვეყნად. მიდიან ყოვლადმიმტევებლობითა და სასოებით. არაფერი მიწიერი აღარ ადარდებთ. კაპიტალს – უძრავსა თუ მოძრავ ქონებას – არ ტოვებენ. უფერული, შეუღებავი კუბოს ფიცარი მათი განსასვენებელია, სასაფლაოზე შაურის საფასური მიწის ნაგლეჯი სამი არშინი სიღრმისა და ორი არშინი სიგანისა... აი, მათი ბოლო: კუბოს გარშემო არავინ, საფლავის ახლო-მახლო – მესაფლავენი. არცერთი ადამიანის ცრემლი არ დავარდება არც სუდარაზე და არც საფლავზე. ასეთია ხვედრი პატიოსანი ღატაკისა. ჩვენი დედაქალაქის ნებისმიერ სასაფლაოზე ყოველდღიურად, წლის განმავლობში, შეიძლება ნახოთ ამგვარი შემთხვევა. ეგებ, თქვათ: შემაძრწუნებელი რეალობაა. შემაძრწუნებელი მათთვის, ვინც არად აგდებს ღატაკებს, მე კი ვიტყოდი, რომ დაფარული კაცთათვის, განცხადებულია უფლისთვის. ეს შესვენებული, რომელსაც მშვიდად გაუვლია თავისი ცხოვრება და ხვედრი, სწორედ ის ლაზარეა, რომელზეც დღევანდელი სახარებისეული იგავი გვეზრახება. იგი ღატაკი იყო, მაგრამ თავის უკიდურეს გაჭირვებაზე არ დრტვინავდა. ტანშიშველიც იყო და ფეხშიშველიც, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაითმინა ყველაფერი. სიცოცხლეში არავინ არაფრად აგდებდა, მაგრამ ანგელოზებმა აბრაამის წიაღში შეიყვანეს. ასეთი ღატაკისათვის, (მართალი არ არის) შესაძლოა ბევრს ხვედრი გაეცვალა, მაგრამ მომავალ ცხოვრებაში – იმსოფლად – ეს შეუძლებელია. ბევრს იქ აბრაამი ისევე ეტყვის, როგორც იგავში: „შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი“... (ლუკა 16.25).

მაგრამ, აი, რა! ჩვენს შორის რამდენს მოვძებნით მსგავს ღატაკს? ვფიქრობ, არცთუ ბევრს. მრავალთათვის სიღარიბე და სიღატაკე ცათა სასუფევლის მოპოვების საშუალება არ არის. მრავალი სიღარიბეს ბოროტად იყენებს. მრავალთათვის სიღარიბე – ვაგლახ! – დიდი გზაა სივერაგისკენ, ქურდობისკენ, გარყვნილებისკენ და ყველა სისაძაგლისა და უზნეობისკენ. ასეთი ღარიბ-ღატაკნი წარწყმედის გზას ადგანან. ვაგლახ! – ისინი მიიჩქარიან უსახელობისკენ და მერმე ჯოჯოხეთისკენ. გაჭირვებით გატანჯულნო, სიღატაკის გამო მოყვასთაგან უგულვებელყოფილნო ღარიბ-ღატაკნო, ეკრძალენით, ჰოჲ, თავთა თქვენთა და გაფრთხილდით! ყველა ჩვენთაგანისათვის ერთი იმედია ყოვლადბრძენი განგებულების ერთიანი ნებით გამოხატული: იცხოვრე და იშრომე; ცხოვრება არაა ნადიმი, არაა სეირნობა ერთი ადგილიდან მეორისკენ. იცოდეთ, ცხოვრება მშვენიერია ჩვენთა ვალდებულებათა კეთილსინდისიერი აღსრულებით მიუხედავად წოდებისა, მდგომარეობისა და ასაკისა... ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა




ნილოს სინელი

რვა მზაკვარ სულზე

ვერცხლისმოყვარებაზე

თავი 7. ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშუალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავებში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისათვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით-ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განეშორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს, საზრუნავებით დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს; მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭვულობით არ შეუკრავს სული.

მრავლისმომხვეჭელი კი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე; სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია; ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა; სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება; წამყვანებლებზე მეტად მას ვნება აკავებს.

თავი 8. ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება, და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი; გააორმაგა მან ეს თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქისათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალთ არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი, ადრევე რომ აღწევს „გვირგვინსა მას ზეცისა“ (ფილიპელთა 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრ შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებშია გართული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანძურთსაცავს ოქროთი ავსებს, უპოვარი კი „იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა“ (მათე 6, 20). წყეულ-არს, ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავში ათავსებს მას (მეორე სჯულთაჲ 27, 15), და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარების ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს.



წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი

საუნჯე – სადაც არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი, - გვეუბნება მაცხოვარი, თითქმის ყოველ კაცს რაღაც თავისი საუნჯე აქვს. საერთოდ კი, კაცისათვის საუნჯე ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ემონება და ემსახურება, რისი სასოებაც აქვს. ცოდვილის საუნჯე ცოდვაა, რომელსაც იგი ემონება; ამასთან ყოველ ცოდვილს თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალი ადამიანებისათვის კი საუნჯე ერთია და საერთო – ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი. ანგარების მოყვარე ცოდვილისთვის საუნჯე ვერცხლი ანუ სიმდიდრეა, რომლის შეძენისთვისაც იგი ყოველ ღონეს ხმარობს. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თავისი მახლობელი და ნათესავი, მოყვასის სიყვარულის მცნებას თვით ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ზომას კაცი არც ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს. მართალია, ნათესავები და მახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არა ღმერთზე უმეტესად. მაცხოვარი გვეუბნება: რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი საუნჯე მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს. თუ ისეთი გარემოება შეგემთხვევა, რომ დედ-მამის, ცოლ-შვილის ან სხვისი ვისიმე სიყვარული გაშორებს ღმრთისგან, მაშინ გირჩევნია ისინი დაივიწყო და მხოლოდ ღმრთის სიყვარულს შეუდგე. საუნჯედ ის უნდა ამოირჩიო, რაც შენზე უდიდესი და უმჯობესია და არა შენი სწორი, ან შენზე უარესი. როგორ უნდა დაუმორჩილო შენი გული ვერცხლს, პატივს ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც ამქვეყნად გჭირდება, იმისთვის არ იზრუნო. ღმერთმა ეს ქვეყანა შენთვის შექმნა, ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, შენ კი ქრისტესი ხარ. ყოველი ამსოფლიური საუნჯე მოღალატე და წარმავალია. ისინი მხოლოდ დაფლავამდე მიგყვებიან, მერე კი გიღალატებენ და შიშველს დაგტოვებენ. მართალია, აქაური შენნი ნუგეშნი ღმრთის წინაშე წარდგომის დროსაც მოგაგონდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უმეტესად დაგტანჯონ და ამგვარად, რაც აქ ნუგეშს გცემდა, იქ სასჯელად გადაგვექცევა. სიცოცხლე ამ სოფელში ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ მომავალი ნეტარებისთვის მოვემზადოთ. ამსოფლიური ყოველივე წარმავალია, ამიტომ ვინც საუნჯეს ამ სოფელში გაიჩენს, იგი ზეციურ ჭეშმარიტ საუნჯეს დაკარგავს.


მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)

ვეცხლის მოყვარებისათვის

მაცხოვარი ჩეუნი და უფალი გვასწავებს მეტყველი: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. ცხადი რამ არის რომ ბოროტს მოგებას აყენებს, თორემ კეთილად მოგებას არ დააყენებს. კეთილად მოგებას რომ აყენებდეს, ოქრო და ვეცხლი უხმარი იქნება: თუ კეთილი მოგება დააყენა, ბოროტი ყოვლითურთ უკუთქმული და დაყენებული არის, და ვითარ უნდა იქმნეს სახმარი? დაბადებული სახმარი არ იყოს ერთს რასმე საქმეში არ იქმნება, ვითარცა იტყვის დამასკელი იოანე: „არა რაჲ არს დაბადებულთაგანი რაჲმე, რომელსა შინა არა დასდვა დამბადებელმან სახმარება რაჲმე“; და რადგან სახმარი არის თითოეული - ვეცხლისა და ოქროსას ბოროტად მოგებას აყენებს, თორემ კეთილის მოგებას არ აყენებს.

საღმრთოს წერილიდამ მოვიღოთ ამისი დამამტკიცებელი სახე და სიტყვა. ისრალეთ ეგვიპტიდამ გამოსლუა რომ ეგულვებოდათ, მაშინ ღმერმან უბრძანა: თითოეულმან ისრაელმან ეგვიპტელთაგან ითხოონ ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და გამოსლუაზედ თან წამოიღონ ყოველი ეგვიპტელთ ჭურჭელი, ოქროსი და ვეცხლისა. ისრაელთ ჰყუჱს ეს ბრძანება და ეგვიპტის დიდება თან წაიღეს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა“. ხედავთ, კეთილი მოგება არ დააყენა ღმერთმან. კეთილი მოგება ვითარ იყო, თუ ამის ცნობა გნებავს, ესრეთ ჰსცან. ფარაოს მეფე ისრალეთ ამუშაკებდა და სასყიდელს არ აძლევდა; ამისთვის სასყიდლად ეგვიპტელთ ოქრო და ვეცხლი მისცა ღმერთმან ისრაელთ. მიხედეთ აქ, თუ დააყენა ღმერთმან კეთილი მოგება. კიდევ ლევიტელნი ათისთავს მოიგებდნენ, ღმერთი არ აყენებდა, უფროსად ამცნებდა ათეულის მიღებას, ვითარ იგი ხმობს მოციქული: „და რომელი ლევის ძეთაგანი მღუდელობასა მიიღებენ, მცნება აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან“; კვლად იგი მოციქული პავლე არ აყენებს ჯეროვნად მოგებას და იტყვის: „უკეთუ ჩუჱნ სულიერი დავთესეთ, დიდ-რამე არსაა, რათა ჩუჱნ ხორციელი მოვიმკოთ“.

აწ ერთი სახე მისთვის მოვიღოთ, თუ ვითარს მოგებას აყენებს ღმერთი. ელისეს მსახურმან, გეზიმ, მისის უფლისა ნება არ იყო, ისე მოიგო ვეცხლი და დაისაჯა სულით და ხორცით; ეგრეთუჱ რომელიც ქრიტეს მსახური, ამისს მსგავს ვეცხლს აღიღებ, რომელიც ქრისტეს ნება და ბრძანება არ არის, გეზის მსგავსად სულით და ხორცით დაისჯები. კვლად ღმერთი ამის მსგავსს მოგებას აყენებს: მოღება გნებავს და მიცემა არა. ეს ქრისტეს ღვთისა ნება არ არის; ქრისტე უფალი ასე გიბრძანებს: „ყოველი რაოდენი გინდეს, რათა გიყონ თქუჱნ კაცთა, ეგრეთუჱ თქუჱნ ჰყავით მათდა მიმართ“. მე უღირსი ამა სიტყუასა ესრეთ განგიმარტებ: ყოველი რაოდენიც კაცისა ქრისტეს ღვთისაგან შენ გნებავს, ეგეოდენი ქრისტეს შენ უნდა მისცე, ესე იგი, გლახაკს, ვითარ იგი გამცნებს ქრისტე: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“; და თუ ასე მოიგებ, რომ მიცემა აღარ გნებავს, ამის მსგავსის მოღებისაგან გაყენებს უფალი, ამისთვის რომ საქმესა შინა მოციქულთასა ლუკა სწერს ქრისტეს მიერ ბრძანებულს და იტყვის: „თავადმან სთქუა, უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“. კვალად ვსთქუათ განცხადებით, რომელს მოგებას აყენებს ღმერთი. აყენებს ღმერთი მპარაობით მოგებას, ვითარცა ამცნო მოსეს: „ნუ იპარავ“. კიდევ სხუა მაგალითი მოვიღოთ. ისრაელთა შორის აქარქარიმის ძემან იპარა ოქრო და ვეცხლი და სიკუდიდ დაისაჯა; ეგრეთუჱ, რომელიც მპარაობით ოქროსა და ვეცხლს მოიგებს, სულით სიკუდილს, ესე იგი საუკუნო წარწყმედას, მიეცემა. კიდევ აყენებს ღმერთი ამის მსგავსს მოღებას: შენ ვეცხლი და ოქრო მოიგო და ერთი ვინმე უბრალო და გლახაკი შეაწუხო, საუკუნოდ დაისჯები, ვითარცა იუდამან ვეცხლი მოიგო და უბრალო ქრისტე ვნებად მისცა; ეგრეთუჱ ერთს ვისმე, ანუ დიდს, ანუ მცირეს, ვნებას და მწუხარებას მისცემ, იუდას მსგავსად დაისჯები, თუ ოქროსა და ვეცხლის მიღების მიზეზისათვის, ერთი ვინმე მწუხარებასა და ვნებას მიეცი. კიდევ აყენებს ღმერთი ესევითარსა მოგებას: რომელთამე ჰურითა მიიღეს ვეცხლი და დაფარეს ქრისტეს აღდგომა: ეგრეთუჱ შენ ვეცხლისა და ოქროსათვის ქრისტეს საიდუმლოს დაფარავ და კეთილად ერსა არ განუცხადებ, - ვინც ვეცხლისათვის ქრისტეს აღდგომა დაჰფარა, შენც მასთან აღირაცხები! იმანაც ქრისტეს საკვირველება დაჰფარა ვეცხლისათვის, და შენს საკვირველს საქმეებს ჰფარავ ვეცხლის მოყვარებისათვის და ერს კეთილად არ ასწავებ და არ განუცხადებ. გაყენებს უფალი ესევითარის მოგებისაგან, როგორც ანანიამ მოიგო ვეცხლი და მცირედი მისცა ქრსიტეს მოწაფეთა და მოციქულთა, სხუა დაუფარა; ამისთვის „ანანია დაეცა და სულნი წარხდეს“. ეგრეთუჱ შენ ოქროსა და ვეცხლს მოიგებ, მცირედს რასმეს მისცემ ქრისტეს მოწაფეთა და უმრავლესს დაუფარავ, ანანიას მსგავსად, სულიერებრივად დაეცემი, და როგორც ანანიას სული სიცოცხისა განეშორა, ისე შენგან სული საუკნოსა სიცოცხლისა (რომელ არს სული წმიდა) განგეშორება. იკითხავ: ყოველივე მას უნდა მივსცე, თუ რა ვჰყო? თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ესრეთ უნდა ჰყო: შენთვის და სხუათა ქრისტეს მოწაფეთათვის საერთოდ უნდა იყოს შენი მოგებული; მოწაფენი ქრისტესნი ასე იქცეოდნენ, ვითარცა სწერს ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა: „არცა ერთმან ვინმე ჰთქვის მონაგები თვისად“. ეგების ეს საქმე ძნელად ვისმე აღუჩნდეს; აქ უფლის იესუს სიტყვა უნდა მოვიხსენოთ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლუად სასუფეველსა ცათასა“. ვინც სიძნელე დასდუა მონაგების ერთად საზოგადოდ ხმარებისა, ნაცვალი სიძნელე ქრისტემან მიუგო შესამსგავსი, პირისპირ მდგომი.

გაყენებს უფალი ესე ვითარის მოგებისაგან: ვითარცა ლაზარე გლახაკის ჟამში მდიდარე ვინმე რომ იყო, მან მრავალი სიმდიდრე მოიგო, და მისს სახლში მყოფი ლაზარე გლახაკი შიმშილისაგან იტანჯებოდა, - ამისთვის მდიდარი დაისაჯა ჯოჯხეთსა შინა, და აბრაჰამისაგან წვეთი წყლისა ითხოვა და ვერ მიემთხვა. ეგრეთუჱ შენ მრავალი სიმდიდრე გაქუს და გლახაკს მწუხარედ ჰხედავ და მის შორის სიმდიდრისაგან სუფევას არ მისცემ, მდიდრის მსგავსად ჯოჯხეთსა შინა დაისჯები და ვერცა თუ წვეთის შესამსგავსს მცირეს რასმე ღვთის მოწყალებას მიემთხუჱვი. - გაყენებს ღმერთი მტაცებლობით მოგებისაგან, ვითარცა გასწავებს უფალი იესუ: „ეკრძალენით და დაიცუჱნით თავნი თქუჱნნი ყოვლისაგან ჰანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თჳსი“. ეს უფლის სიტყვა მოწყალებითი სწავლა და განკრძალვა არის; და თუ სიტყვისაგან უფლისა არ შეისმენ, ჰანგარებისა და ტაცებისაგან არ განეყენები, შესაძრწუნებელის რისხვის სიტყვა გესმას უფლისაგან პირითა მოციქულისათა: „არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“. რაოდენის უჯეროს ვეცხლის მოგებისაგან უფალი გაყენებს, ეს შემოკლებით მცირედ ითქუა. თუ არ შეიგონე და არ დააყენე უჯერო ვეცხლის მოგება, დიდი რამ ბრალი შეგემთხუევა; როგორც უჯეროდ უჯერდო ვეცხლიე მოგებად ითქუა გლახაკთ უწყალოება. მარტო ამას მიხედე, თუ რა დიდი ვნება სდევს, და ერთისა ამისგან სხუთა ძნელი ვნება შეისწავე და განეკრძალე. თუ შენ სიმდიდრით ჰსუფევ და რომელიც გლახაკ შენდა მახლობელად არის და ის უპოვარებისათვის სწუხს და მას გლახაკსა ხორციელის საქმისა და სახმრის მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, ქრისტეს შემაწუხებელთა ჰურიათა თანა შეირაცხები. - ვითარ? ჰურიანი სიმდიდრითა და შვებით აღსავსენი იშვებდნენ და ჰხმოვანედნენ და იზახდნენ ხელმწიფებით. ქრისტე მწუხარებით მყოფი წყალს ითხოვდა და არივინ მიუპყრა. ეგრეთუჱ შენ სიმდიდრით იშუებდ და ხელმწიფებრ იზახებ და გლახაკს სიღარიბისაგან მწუხარედ ჰხედავ და მას მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, - შენც ქრისტეს შემაწუხელებლთა ჰურიათა თანა აღირაცხები; გლახაკიც ქრისტედ შერაცხილი არის თვით ქრისტეს მიერ, ვითარცა ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ჰხედავ, საყუარელო, უჯეროდ ვეცხლის მოგებას და ქონებას რა ვნება შეუდგება! ანუ სრულიად უნდა მოიძაგო ოქრო და ვეცხლი, ანუ რომელიც თესლი და ვნება თან ჰყვება ოქროს და ვეცხლს, მისის ვნებისაგან განწმენდილი უნდა მიიღო. თუ ვითარ - მაგალითი უნდა მოვიღოთ. გველი შენ რომ შეიპყარ და სჭამო, გესლიანი არს და სიკუდილს მიგცემს. მკურნალისაგან თუ მიიღე, თრიაქ-ფარუქი, რომელიც არის გველი შემზადებული, არას გავნებს. ეგრეთუჱ ვეცხლი და ოქრო, შენის ძიებით და გონების წადილით თუ მიიღე, ვითარცა გუელი, ამის მსგავსად მკვლელ გექმნება; თუ ქრისტესაგან მიიღე, რომელიც მკურნალი არის სულთა და ხორცთა, მისგან მიღებული არას გავნებს. ეს საქმე აწ საღმრთო წერილიდამ დავამტკიცოთ. ისრაელთ რომ უფლის მცნებით მიიღეს ეგვიპტელთაგან ვეცხლი, გამოსვლის ჟამში, მათ არა ვნებია რა; ელისეს მსახურმა, გეზი, უფლის წინააღმდგომობით მიიღო ვერცხლი - სულით და ხორცით დაისაჯა; ეგრეთუჱ შენ, თუ უფლის მცნების მსგავსად მიიღებ ოქროსა და ვეცხლსა - არას გავნებს; თუ უფლის მცნების მსგავსად არ მიიღე და ურჩებით შეიკრიბე - სულით და ხორცით გეზისაებრ დაისჯები. თუ შესცთე, სიმდიდრის სურვილისაგან და უჯეროდ ვეცხლი და ოქრო შეიკრიბო, აქაც რომელსაც მაგალითს მოგახსენებ, მისდა მსგავსად უნდა ჰყო: თუ გესლიანი რამ საზრდელი მიიღო, მკურნალთან უნდა მიხვიდე და სამკურნალო წამალი მისგან უნდა ისწავო; ეგრეთუჱ გესლიანი უჯერო ვეცხლის შეკრება თუ ჰყო, მკურნალს ქრისტესთან უნდა მიხვიდე და წამალი საკურნებელი მისგან უნდა ისწავო და მიიღო, რომელსა გასწავებს და გეტყვის: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რათა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ საყოფელთაგან თქუენთა, შეგიწყნარენ თქუენ საუკუნეთა შინა საყოფელთა“. მდაბიურად ასე ითქმის: სიცრუვის მამონას ვეცხლს ეძახის; ვეცხლის უხვად მიცემისაგან გალახაკნი მეგობრად უნდა მოვიგოთ, რომ როდესაც აქედამ სიკვდილისაგან მოვაკლდეთ, ქრისტემან შეგვიწყნაროს სასუფეველსა შინა ცათასა. ზემო თქმულთაგან ორი რამ წარმოჩნდა ვეცხლის გესლიანობის სამკურნალოდ: ერთი ესე რომ ქრისტეს ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, და მისგან მოვიღოთ კურნება; მეორე - გლახაკთა უნდა განვუყოთ. ახლა ეს ვიძიოთ, თუ ამათი უქნელობის მიზეზი ვისმე აქუს. რა მიზეზი უნდა აქუნდეს? თუ ვინმე იტყვის: „ქრისტეს რომ ვსთხოვოთ, არ მოგვცემს“ - ეს ყოვლითურთ უჭეშმარიტო არის, ამისთვის რომ ქრისტეს სიტყუა ტყუილი არ იქნება, ვითარცა თვით ბრძანებს: „ცანი და ქუეყანა წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა-სადა წარხდეს“, და ეს უტყუველი პირი ქრისტესი ბრძანებს: „ ითხოვდით და მოგეცესთ“. და თუ იტყვი: „ვსთხოვე და არ მომცა“ - კიდეც შენი მიზეზი არის, რომ არა მოგცა, ამისთვის რომ ბოროტად ითხოვ და არ მოგცა, ვითარცა იტყვის მოციქული იაკობ: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“; თუ კეთილად ითხოვ, შენის იესოს მსგავსად ვინ უნდა მოგცეს? ვერა რომელიმე მსგავსად მისსა ვერ მოგცემს. სხუამ რომ მოგცეს, გაყუედრებს, და შენი იესო შენდა მომართ ყვედრებას არ ჰყოფს და სხუათაგან უფრო სავსებით მოგცემს, ვითარცა თვით გიბრძანებს: „მოგეცეს თქუენ სასწაული კეთილი, შეხრილი და დატენილი და ზედა-გარდათხეული“. მეორედ გლახაკთ მიცემა ითქუა ვეცხლის მოყვარების სამკურნალოდ. და თუ ამის მიზეზად ამას ვინმე იტყვის, რომ სიმდიდრეს ვერ განვაბნევთ, ამას სოფელსა ამითი უნდა ვიცხოვროთო, - აწ ამისი ნაცვალი სიტყუა ვიძიოთ და სვთქუათ: საყუარელო, შენ რომ შეკრებას ეძახი, ვერ ჰხედავ, თორემ ეგ უფრო განბნევა არის; მაგრამ ვეცხლის მოყვარებას დაუბრმია შენი გონების თვალი და ვერ ჰხედავ, თუ შეკრებისაგან უფრო როგორ განაბნევ. იუდა ვეცხლის მოყვარებამან დააბრმო, ის შეჰკრებად ჰგონებდა - უფროსად განბნევა შეხუდა. თქუმულ არს მისთვის: „დააბნია ოცდაათი იგი ვეცხლი“. ეგრეთუჱ შენ შეჰკრებას ჰგონებ, უწყოდე, უფროსადა განაბნევ, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“. რადგან გლახაკს არ განუყოფ შენს სიმდიდრეს, არც ქრისტესთან შეჰკრებ, მაშასადამე განაბნევ; შენ შენს საუნჯეს კეთილად ჰრაცხ, მაგრამ კეთილი არ არის: მღილი, მპარავი და ავაზაკი - ყოველივე შეეხება შენს საუნჯეს, და როგორ კეთილი საუნჯე იქნება? საკვირველი ეს არის: თუ გძულს ოქრო და ვეცხლი, გლახაკს რასათვის უშურველად არ მისცემ? თუ გიყუარს - რასათვის ასეთ საუნჯესა შინა არ დაჰმარხავ, რომ ვერც მღილი, ვერცა მპარავი მიეხოს, ვითარცა გიბრძანებს მაცხოვარი: „საუნჯე თქუენი იყავნ სადა მღილმან და მჭამელმან არა განრყუნის და სადა მპარავთა არა დათხარიან და განიპარიან“. თუ საუნჯისა ამის ცნობა გნებავსთ, გლახაკთა შორის იპოვება ამისი მსგავსი საუნჯე; მათ შორის დაუნჯებულს ვნება არა შეეხება რა, ამისთვის, რომ თვით ქრისტე მცველი ექმნება, სიტყვისა ამისგან სჩანს: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. თუ ასე არა ჰყოთ და სხუა გვარად ვეცხლის მოყვარებით შეიკრებ, აქაც ცთომილი ხარ. თუ ვითარ - ვსთქუათ. მოციქული პავლე იტყვის: „რომელსა ეგონოს თავის თვისი ვითარმედ არს რაჲმე და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს“. სიტყვისა ამის მსგავსად, თავის-თავს აცდუნებს; მას თავისი თავი მდიდარი ჰგონია, მას არა აქუს რა მხოლოდ ერთის ტილოს მეტი. ამას მტკიცე აღმოჩინება მივსცეთ. მოციქული იტყვის: „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად“. ჰსჩანს, რომ არცა რაჲ განღებად ძალ-გვიძს. როდესაც იშვა მდიდარი, სოფლად არა რაჲ-მე შემოუღია, - ვეერცა რას განიღებს, მხოლოდ ერთი ტილოს მეტს; და ერთი ტილო რა სიმდიდრე არის? მიჰხედეთ, რა ცთომაში არის ვეცხლის მოყვარე! ეგების სთქუას ვეცხ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2008, 05:23 AM

მოაკლო ეს ნაწყვეტი რატომღაც, ვაგრძელებ:

...ეგების სთქუას ვეცხლის მოყუარემ: ერთის ტილოს მეტი როგორ არ მაქუს-რა; ჩემი საუნჯე სრულებით ოქროთა და ვეცხლით სავსე არის. ვეცხლის მოყვარეო, ეგე შენი არა არის! გესმის მეუფის იესოს მიერ: „სხუანი დამაშურალ-არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუჱდით“. შენზედ ეს სიტყვა არ ითქმის: დაჰშვერი და შეიკრიბე, მაგრამ შენს შრომილზედ სხუა შემოვა და სხუა მიიღებს, შენ ლიტონი და ცალიერი დაშთები. თქუმულსა ამას თუ არ ირწმუნებ, მე მდიდარს გიჩუჱნებ რომ თავისი სიმდიდრე არცა ცათა შინა აქუნდა და არცა ქუეყანასა ზედა. ეს ქრისტეს მიერი სიტყვით დაგიმტკიცო. ქრისტემან მდიდარს უთხრა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთ და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“. ჰსჩანს თავისი მონაგები მტკიცედ არა ჰქონია; თუ მტკიცედ ჰქონებოდა - „გაქუნდეს“ ასე არ ეტყოდა, ასრე ეტყოდა: „გაქუს“. მაგრამ ვეცხლის მოყუარეს არც ცათა შინა და არც ქუეყანასა ზედა მტკიცედ არა რაჲმე აქუს, - ზემო ქრისტეს მიერ თქუმულმა ესრეთ წარმოაჩინა. კიდევ ვსთქუათ, რომ ვეცხლის მოყუარეს არა-რაჲმე აქუს სიმდიდრე; სიმდიდრის ქონება ეს არის, როცა რამე ენებებოდეს კაცს, თავსის სიმდიდრისაგან მოპიოვოს; თუკი ვერას მოიპოვებს, რაც ენებება, მდიდარი არ იქნება. ახლა მას მდიდარსა მივხედოთ, რომელიც ლაზარა გლახაკის ჟამში მდიდარი იყო; ერთი წვეთი წყალი დასჭირდა, რა დიდის სურვილით ითხოვა, მაგრამ ვერ მოიპოვა! თუ მდიდარი იყო, სადა ჰსჩანს მისი სიმდიდრე? - არა სადა! ამისთვის არა ჰსჩანს, რომ უგვანად შეკრებილი იყო. ოქრო და ვეცხლი ამაოდ და ცუდად განიბნევა.

თუ იძიებ, რომ რომელს სიმდიდრეს აქუს კეთილი მდგომარეობა, გიჩუენო ქრისტეს მიერ სიტყვით. უფალი იესო ბრძანებს: „რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდინ ეზოსა თვისსა, მშვიდობით არიან მონაგები მისი“. როდესაც ქრისტეს შენს სიმდიდრეს ეზოს ჰსცავს, მაშინ შენი მონაგებიც მშვიდობით არის, და თუ ქრისტე არ სცავს, ყოვლითურთ უხმარი არის, ვითარცა არა ქონებული, ვითარცა ზემო წარმოვაჩინეთ ამისდა მაჩუენებლად საქმე მდიდრისა. მოვიდეთ და ქრისტესა და მოწაფეთა მისთა მიერ თქუმული ვეცხლი მოყვარებისა დასხნისათვის მაგალითად ვიხმაროთ. ქრისტემან ბრძანა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან იმრუშა და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“. მოწაფეთა მოახსენეს: „უკეთუ ესოდენი ბრალი არს დედაკაცისა თანა, არა-რა შეჰგავს ქორწინება“. ქრისტემან უბრძანა: „არა ყოველთა დაიტიონ“. ეგრეთუჱ სახედ ამისა მე უღირსი ვიტყვი: რომელიც უჯეროდ ვეცხლს შეიკრებს, ისიც ვეცხლის მოყუარე არის და რომელიც ჯეროვნად შეკრებულს როგორც ჯეროვანი არის, ისე გლახაკს არ განუყოფს, ისიც ვეცხლის მოყუარედ აღირაცხება; და თუ ესოდენი ბრალი არს ვეცხლისა, არა შეჰგავს მოგება; მაგრამ არა ყოველთა დაიტიონ, თორემ უმჯობესი - სრულიად მოუგებლობა არის, ვითარცა არს სიტყუა მაცხოვრისა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. გნებავს ამის ცნობა, თუ სრულიად უპოვარება როგორ უმჯობესი არის სიმდიდრისაგან? მე გიჩუენო: მდიდათ ვაება აქუს ქრისტესაგან, ვითარცა ბრძანებს: „ვაჲ, თქუჱნდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქუენი“; და გლახაკთა ნეტარება აქუს იესოს მიერ: „ნეტარ იყვნენ გალახკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. მიჰხედენ, რაოდენად უმჯობესი შეიქმნა გლახაკი მდიდრისაგან: გალახკი ნეტარებაში არის და მდიდარი ვაებაში. უცხადესი წარმოჩენა ამის უმეტესი რაჲ იქმნება? მაგრამ ერთი სახე კიდევ მოვიღოთ მდიდრისა და გლახაკისა, თუ რომელი უმჯობესი არის. საეჭვო არ არის, რომ გლახაკი უმჯობესი არის: ლაზარე გლახაკი სასუფეველში და მდიდარი - ჯოჯოხეთსა შინა. აქ ერთი საკვირვო საქმე არის: უსულოსა და უგრძნობელსა ნივთზედ ყოვლითურთ ჯეროვნება ეს არის - შენ უნდა უფლებდე; და რადგან ვეცხლის მოყუარე ხარ, შენ ვეცხლის უფლად არა ჩანხარ; თუ უფალი ხარ, ეს როგორ არის, ხელით და ფერხით მისგან შეკრული და დამონებული ხარ: ხელი შეკრული გაქუს მოწყალებისათვის, რომ ერთი რამ ძვრა შენს ხელს მოწყალებისათვის არა აქუს; ფერხი შეკრული გაქუს და ეკკლესიასა შინა სვლას ვერ ახშირებ ამის მოშიშრებისათვის - ვეცხლი მპარავმან არ წარიღოს; თვალი მის მიერ დაბნელებული გაქუს და ქრისტეს მსგავს გლახაკს კეთილად მოწყალებით ვერ ჰხედავ.

კრატისტოს ვინმე ბრძები ვეცხლისაგან თავისის თავის შეკრვასა და მონებას ჰხედვიდა, ამისთვის ყოველივე სიმდიდრე მისი ზღვაში გარდაყარა, და ვეცხლს თავისი თავი არ დაამონა. თუ გნებავს, რომ შენც განირინო თავისი თავი, ვეცხლის მონებისაგან, ხელი განხსენ და აღძარ გლახაკთა მოწყალებისათვის, ფერხი განხსენ სვლად ეკკელსიასა შინა ლოცვისათვის, თვალნი განაღე გლახაკთა მოწყალებით მიხედვისათვის; კრატისტომან ზღვაში განაბნია, შენც ზღვის მიმსგავსებულს ქრისტეს სიყვარულში (ესე იგი, გლახაკთა მოწყალებაში) განაბნიე, რათა წარმავალისა და განხრწნადისა წილ წარუვალი და განუხრწნელი მიიღო საუკუნო დიდებაჲ, აწდა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ.


იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Feb 6 2008, 10:22 AM

...........

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 6 2008, 01:42 PM

ციტატა(Lenus @ Feb 6 2008, 11:22 AM) *

ამასთან მდიდარი არასოდეს არაა დაფასებული ადამიანი.


ერთხელ პატრიარქმა სიონში ქადაგებისას თქვა: ნუ მიეჩვევით სიღარიბესო

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Feb 6 2008, 02:58 PM

...........

პოსტის ავტორი: ელესარი თარიღი: Feb 6 2008, 05:46 PM

ახლა მოკლედ გადავხედე პოსტებს და აი ჩემი პასუხიც (იმედია არავის სიტყვებს არ ვიმეორებ smile.gif ):

სიმდიდრე არის ერთგვარი იარაღი, რომლითაც შეიძლება ან ტაძრების აშენება, მშიერის დაპურება, და ა.შ., ანდა ვინმეს მოსაკვლელად იარაღის ყიდვა. სიმდიდრე თუ სიღარიბე არ განსაზღვრავს ადამიანის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვედრას. არც სიმდიდრე და არც სიღარიბე არ დაგვაშორებს და არც დაგვაახლოვებს უფალთან. მთავარია რამდენად სწორედ და ქრისტიანულად ვატარებთ ჩვენს ჯვარს. პრობლემა კი დამოკიდებულებაშია: სიმდიდრე, სიღარიბე თუ სხვა რამე კი არ უნდა გვფლობდეს ჩვენ, არამედ მხოლოდ ერთი უფალი უნდა გვყავდეს - ჩვენი ღმერთი.

სხვათაშორის სახარებაში ისიც წერია, რომ თუ თვალი/ხელი/ფეხი გაცდუნებსო, სჯობს რომ მოიკვეთოო (მარკოზი 9: 43-48). დავიჯერო არავის არ გვაცდუნებს ხსენებული კიდურები ან თვალი? და ამის გამო გინახავთ სადმე დაინვალიდებული მორწმუნეები? ანუ ზოგი რამ სახარებაში არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც პირდაპირ. სახარება გვაძლევს აზროვნების საშუალებას.

აბა ვნახოთ თუ როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი ზემოთხსენებულ საკითხს:

" Действительно, не столько имеют препятствий на пути ко спасению те, которые владеют немногим, сколько те, которые погружены в бездну богатства, — потому что страсть к богатству тогда бывает сильнее. И я никогда не перестану повторять, что приращение богатства более и более возжигает пламя страсти и делает богачей беднее прежнего: возбуждая в них беспрестанно новые пожелания, заставляет через то сознавать всю свою нищету. Смотри вот, какую силу и здесь показала эта страсть. Того, кто с радостью и усердием подошел к Иисусу, так помрачила она и так отяготила, что, когда Христос повелел ему раздать имение свое, он не мог даже дать Ему никакого ответа, но отошел от Него молча, с поникшим лицом и с печалью. Что же Христос? Что трудно богатому войти в Царство Небесное (ст. 23). Христос этими словами не богатство порицает, но тех, которые пристрастились к нему. Но если трудно войти в Царство Небесное богатому, то что сказать о любостяжателе? Если не давать от своего имения другому есть уже препятствие па пути к царству, то представь, какой собирает огонь тот, кто захватывает чужое! Но для чего же Христос сказал ученикам Своим, что трудно богачу войти в Царство Небесное, когда они были бедны и даже ничего не имели? Для того, чтобы научить их не стыдиться бедности, и как бы оправдаться перед ними в том, почему Он прежде советовал им ничего не иметь. Сказав здесь, что неудобно богатому пойти в Царство Небесное, далее показывает, что и невозможно, не просто невозможно, но и в высшей степени невозможно, что и объясняет примером верблюда и игольных ушей. Удобнее, говорит, верблюду пройти сквозь игольные уши, чем богатому войти в Царство Божье. А отсюда видно, что немалая награда ожидает тех, кто при богатстве умеет жить благоразумно. Потому Христос называет такой образ жизни делом Божьим, чтобы показать, что много нужно благодати тому, кто хочет так жить. Когда же ученики смутились, слыша Его слова, Он далее сказал: людям это невозможно, Богу же всё возможно (ст. 26). Но отчего смущаются ученики, будучи бедны, и даже слишком бедны? Что их беспокоит? Оттого, что имели слишком сильную любовь ко всему человечеству, и уже принимая на себя должность его учителей, страшились за других, за спасение всех людей. Эта-то мысль очень много и смущала их, так что они великую имели нужду в утешении. Потому Иисус, посмотрев сначала на них, сказал: невозможное людям возможно Богу (Лк. 18, 27). Кротким и тихим взором Он успокоил волнующиеся их мысли, и разрешил недоумение (на это самое указывает и евангелист словами: подняв глаза), а потом ободряет их и словами, указывая на силу Божию, и таким образом возбуждал в них надежду. А если хочешь знать, каким образом и невозможное может быть возможным, то слушай. Не для того ведь сказал Христос: невозможное людям возможно Богу, чтобы ты ослабевал в духе и удалялся от дела спасения, как невозможного; нет, Он сказал это для того, чтобы ты, сознавая великость предмета, тем скорее принялся за дело спасения и, с помощью Божьей ступив на путь этих прекрасных подвигов, получил жизнь вечную"

Толкование нашего святого отца, Иоанна Златоуста, Архиепископа константинополя, на святого матфея евангелиста. Беседа 63

http://www.agape-biblia.org/prpakety/zlatoust/Matf063a.htm

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 01:51 PM

ელესარი

ციტატა
სხვათაშორის სახარებაში ისიც წერია, რომ თუ თვალი/ხელი/ფეხი გაცდუნებსო, სჯობს რომ მოიკვეთოო (მარკოზი 9: 43-48). დავიჯერო არავის არ გვაცდუნებს ხსენებული კიდურები ან თვალი? და ამის გამო გინახავთ სადმე დაინვალიდებული მორწმუნეები? ანუ ზოგი რამ სახარებაში არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც პირდაპირ. სახარება გვაძლევს აზროვნების საშუალებას.


რათქმა უნდა ყველაფერს ერთი ერთზე ვერ მიიღებ სახარებაში ჩაწერილს, მაგრამ, როცა ყველაფერზე ვამბობთ: აქ სხვა რამე იგულისხმებაო, არც ეგაა სწორი...
მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?
პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...
ნეტა დღეს თუ გააკეთებს ქრისტიანი ხალხი ამას?

პოსტის ავტორი: ელესარი თარიღი: Feb 8 2008, 02:18 PM

ციტატა
როცა ყველაფერზე ვამბობთ: აქ სხვა რამე იგულისხმებაო, არც ეგაა სწორი...

ჯერ ერთი, ყველაფერზე არ ვამბობთ. მეორეც, ვხელმძღვანელობთ ეკლესიის გამოცდილებით, წმ მამათა განმარტებებით, ეკლესიის კრებების დადგენილებებით ...

ციტატა
პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...

მოციქულთა საქმეებში (საქმე მე-10 თავი), მაგალითად, ნახსენებია კორნელიოსის სახლეულის გაქრისტიანება. ის საკმაოდ მდიდარი კაცი იყო, მაგრამ წმინდა წერილი არ გვეუბნება გაყიდა/დაარიგა თუ არა მან თავისი სიმდიდრე. ვთვლი, ესე რომ ყოფილიყო, ალბათ დაიწერებოდა ამის თაობაზე.
ისე, ხომ არ იცით მისი ცხოვრების შესახებ?

ციტატა
გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?

კი ბატონო, თუ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ამას რა ჯობია! ესეც არის იდეალი, მაგრამ ეკლესია არ აცხადებს ამას როგორც ქრისტიანისათვის აუცილებელ ნორმად. და რომ გაყიდი და დაურიგებ ღატაკებს, მერე უნდა წახვიდე მონასტერში. ხოლო, თუ ქრისტიანს ოჯახი ყავს, მაშინ ის პასუხისმგებელია ოჯახის წინაშეც და სხვასთან ერთად პასუხს აგებს უფლის წინაშე თავისი შვილების აღზრდაზეც.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 02:31 PM

ელესარი

ციტატა
მაგრამ ეკლესია არ აცხადებს ამას როგორც ქრისტიანისათვის აუცილებელ ნორმად.


ყველაფრის გაყიდვა არა მაგრამ მე ქრისტიანობა გლახაკთა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე ვერ წარმომიდგენია...

დიახ გეთანხმები, რომ ოჯახის მიხედვა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა.

პოსტის ავტორი: ელესარი თარიღი: Feb 8 2008, 02:35 PM

ციტატა
მე ქრისტიანობა გლახაკთა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე ვერ წარმომიდგენია...


აი ამაზე კი ორი აზრი არც არის. smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 02:41 PM

sergi_glaxa

ციტატა
მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...ნეტა დღეს თუ გააკეთებს ქრისტიანი ხალხი ამას?

მაცხოვარმა ეგ გამოსაცდელად უთხრა მდიდარს, რომელიც სჯულს ზედმიწევნით ასრულებდა, უთხრა კიდეც ყოველივეს სიყრმიდანვე ვასრულებო და რაღა მაკლია მეო, აი მაშინ უთხრა უფალმა სწორედ ეს სიტყვები რომ ყველაფერი გაყიდე და შემომიდექი მეო, რამაც ძალიან დაამწუხრა ეს ადამიანი, რადგან მდიდარი იყო ძალიან და მიჯაჭვული იყო ამ სიმდიდრეს.


გასაგებია დიდ სულიერ სიმაღლეზე მდგარნი ყველაფერს ყიდდნენ, ურიგებდნენ გლახაკებს და თვითონ მონასტრებში მიდიოდნენ, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ ამის გაკეთებას. უფალის ეს სიტყვები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადგეს ადამიანმა საერთოდ ყველაფერი გაყიდოს და მერე თვითონ შიმშილით ამოხდეს სული, მაშინ ან მონასტერში უნდა წავიდეს ან რავიცი მაშინ ან მწირივით მოწყალება უნდა ითხოვოს ან კიდე რამე უნდა გააკეთოს. ასე რომ უფალმა ამ სიტყვებით დაგვანახა, რომ არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვულნი არაფერზე, ისე რომ დათმობა ვერ შევძლოთ ნებისმიერ დროს. ხვდებით რამხელა წყალობა იყო როდესაც ამ მდიდარს მოუწოდებს უფალი მომდევდი მეო, მოციქულთა რანგს შეემატებოდა, მაშინ როდესაც სხვებს მასთან გაყოლის ნებას არ რთავდა და რისი გულისთვის დათმო მან ეს?

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Feb 8 2008, 02:57 PM

................

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:01 PM

ციტატა(Lenus @ Feb 8 2008, 01:57 PM) *

ალექს,

მადნ ერთი რამაც წერია და მნიშვნელოვანია მგონი - ეს რომ უპასუხა იმ მდიდარმა., მაცხოვარს "ეამაო", ანუ ესიამოვნა და უკვე კმაყოფილი იყო ამ კაცის სულიერი ცხოვრებით, ამგრამ შემდეგ უკე სრულყოფილებაზეა საუბარი ანუ ბერობაზე როგორც ელესარმა თქვა.

შემდეგ უკვე უპოვარების მადლს აზიარებს და სთავაზობს. მაგრამ ამ კაცზე იმის თქმა რომ მიჯაჭვული იყოო, იგივე თვითოეულ ჩვენთაგანზეც ვთქვათ, რომ მიჯაჭვულები ვართ რაღაც მატერიალურზე. მანქანა იქნება ტელეფონი, ბინა და ფული თუ სხვა. ვართ, და მიხვდა ის მდიდარიც რომ ისიც იყო და შეწუხდა ამიტომაც, ხომ არ გაუცინია, ან აინუნში არ ჩაუგდია...

დიახ ლენუს სახარებაში სწერია რომ უფალს შეუყვარდაო ეს ადამიანიო

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 03:04 PM

ნუ გავამართლებთ სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარეობას რაღაც საკუთარი შეხედულებებით, რომელიც არა მგონია მთლად ქრისტიანული იყოს. ვთქვათ ალალად რომ გვიზიდავს სიმდიდრე და მორჩა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2008, 03:08 PM

სიმდიდრე ერთდროულად ღვთის წყალობაც არის, გამოცდაც და ჯვარიც.

სიღარიბის გამო ადამიანი არ ცხონდება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:09 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 02:04 PM) *

ნუ გავამართლებთ სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარეობას რაღაც საკუთარი შეხედულებებით, რომელიც არა მგონია მთლად ქრისტიანული იყოს. ვთქვათ ალალად რომ გვიზიდავს სიმდიდრე და მორჩა...

სიმდიდრე თავისთავად კი არაა დამღუპველი, არამედ სიმდიდრისადმი მიდრეკილება, მისდამი არასწორი დამოკიდებულება, მისდამი მიჯაჭვულობა. მაშინ აბრაამზე რას იტყვი ისიც ხომ ზალიან მდიდარი იყო, მაგრამ თავისი რწმენით, ღვთისმოსაობით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა.



პ.ს შენ რატო არ ყიდი ყველაფერს და რატომ არ ურიგებ გლახაკებს შენს ქონებას? სხვის ქონებაზე და სიმდიდრეზე რომ გაქვს მარტო ლაპარაკი laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 03:12 PM

ალექსანდრე

ციტატა
.ს შენ რატო არ ყიდი ყველაფერს და რატომ არ ურიგებ გლახაკებს შენს ქონებას? სხვის ქონებაზე და სიმდიდრეზე რომ გაქვს მარტო ლაპარაკი

შენ რა იცი მე რა სიმდიდრე მაქვს და რას არ ვყიდი, ან ვის რას ვურიგებ?
ხო აი რა იცი? ან ვინ გითხრა პირადად შენ გაყიდე რამეო? wink.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:15 PM

sergi_glaxa

ციტატა
შენ რა იცი მე რა სიმდიდრე მაქვს და რას არ ვყიდი, ან ვის რას ვურიგებ?ხო აი რა იცი? ან ვინ გითხრა პირადად შენ გაყიდე რამეო?


რატო არ ყიდი ყველაფერს და რატო არ ურიგებ გლახაკებს?




ხოოოდა თუ ყველაფრის გაყიდვა არ შეგიზლია სხვის ქონებაზე ლაპარაკს შეეშვი და შენსას მიხედე laugh.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 03:26 PM

ალექსანდრე

ციტატა
ხოოოდა თუ ყველაფრის გაყიდვა არ შეგიზლია სხვის ქონებაზე ლაპარაკს შეეშვი და შენსას მიხედე


ახალგაზრდავ!!!
თქვენ არ იცით მე რას ვყიდი და ვის რას ვურიგებ?!

არ გინდა ასეთი გაფრენილი ფრაზები wink.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:27 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 02:26 PM) *

ალექსანდრე
ახალგაზრდავ!!!
თქვენ არ იცით მე რას ვყიდი და ვის რას ვურიგებ?!

არ გინდა ასეთი გაფრენილი ფრაზები wink.gif

ყველაფერი უნდა გაყიდო, სულ ყველაფერი ეხლა არ მითხრა სახარებაში ეგრე არ წერიაო biggrin.gif მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე ყველაფერი და ღატაკებს დაურიგეო? tongue.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 03:35 PM

ალექსანდრე

ციტატა
ყველაფერი უნდა გაყიდო, სულ ყველაფერი ეხლა არ მითხრა სახარებაში ეგრე არ წერიაო მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე ყველაფერი და ღატაკებს დაურიგეო?


დიახ უნდა გაყიდო, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია...შენ კი იმის აღიარება გიჭირს რომ არ შეგიძლია და რაღაცა საკუთარ ფილოსოფიას ქმნი...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:44 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 02:35 PM) *

ალექსანდრე
დიახ უნდა გაყიდო, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია...შენ კი იმის აღიარება გიჭირს რომ არ შეგიძლია და რაღაცა საკუთარ ფილოსოფიას ქმნი...

აააა ეხლა არ შეგიზლია? რავი წეღან ყველას მოუწოდებდი laugh.gif ისე ჩემს ნაწერებს გადახედე კარგად და ნახე რაც დავწერე. სადმე ვთქვი რომ შემიძლია თქო?? მეორეც სახარებაში ეგ კონკრეტული ადგილი იმ კონკრეტულ ვითარებას ეხება და ისიც დავწერე თუ რატომ უთხრა უფალმა ეგ სიტვები მდიდარს.

sergi_glaxa
ციტატა
დიახ უნდა გაყიდო, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია.

ხოდა როცა არ შემიძლია არც სხვებს მოვუწოდებ ამისკენ. მე რომ სხვებს მოვუწოდო ჯერ მე უნდა მქონდეს ეს გაკეთებული ვოტ ტაკ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 03:50 PM

ალექსანდრე

ციტატა
ხოდა როცა არ შემიძლია არც სხვებს მოვუწოდებ ამისათვის. მე რომ სხვებს მოვუწოდო ჯერ მე უნდა მქონდეს ეს გაკეთებული ვოტ ტაკ.


თავს მიხედე ყმაწვილო.
მე რაც შემიძლია მე თავად ვიცი გამიგე? და რა მაქვს გაკეთებული აქ ვერ გამოგიმზეურებ..
და კიდევ ფორუმზე გახსნილი თემების ავტორთა უმრავლესობა ნამდვილად ვერ ასრულებს იმას რასაც წერს, მაგრამ ელტვიან რომ შეასრულონ...რა არ აქვთ უფლება ესა თუ ის საკითხი განიხილონ?

და კიდევ გეუბნები მე არ ვაპირებ იმის გამომზეურებას რა გამიკეთებია ცოხვრებაში და რას ვაკეთებ...მე გადამღები ჯგუფები არ დამყავს გესმის?


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:55 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 02:50 PM) *

ალექსანდრე
თავს მიხედე ყმაწვილო.
მე რაც შემიძლია მე თავად ვიცი გამიგე? და რა მაქვს გაკეთებული აქ ვერ გამოგიმზეურებ..
და კიდევ ფორუმზე გახსნილი თემების ავტორთა უმრავლესობა ნამდვილად ვერ ასრულებს იმას რასაც წერს, მაგრამ ელტვიან რომ შეასრულონ...რა არ აქვთ უფლება ესა თუ ის საკითხი განიხილონ?

და კიდევ გეუბნები მე არ ვაპირებ იმის გამომზეურებას რა გამიკეთებია ცოხვრებაში და რას ვაკეთებ...მე გადამღები ჯგუფები არ დამყავს გესმის?

კაი კაი ოღონდ შენ არ გამიბრაზდე და აღარაფერს გეტყვი, მაგრამ იცოდე მე მხოლოდ შენს პოსტებს გამოვეხმაურე smile.gif


რაც გაგიკეთებია ღმერთმა გაგახაროს, უფალი ასწილად მოგაგებს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 04:01 PM

ალექსანდრე

ციტატა
კაი კაი ოღონდ შენ არ გამიბრაზდე და აღარაფერს გეტყვი, მაგრამ იცოდე მე მხოლოდ შენს პოსტებს გამოვეხმაურე


ალოოოოოო
რა ჩემს პოსტებს კაცო?!

საღვთო წერილში წერია: არ იმრუშოვო, გულისთქმით ქალს არ შეხედოვო, აუგი არ თქვაო, არ გაასამართლოვო, არ დაითვროთო...
მაგრამ ზემოტ ჩამოთვლილ ცოდვებს ალბათ ამ ფორუმზე არსებული მორწმუნე ხალხიდან არც თუ ცოტა ჩადის..არა?

ნიშნავს ეს იმას, რომ რახან მე ვმრუშობ არ უნდა ვთქვა რომ მრუშობა ცოდვაა?
ალბათ ხვდები რას ვამბობ...


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 04:17 PM

sergi_glaxa

ციტატა
მაგრამ ზემოტ ჩამოთვლილ ცოდვებს ალბათ ამ ფორუმზე არსებული მორწმუნე ხალხიდან არც თუ ცოტა ჩადის..არა?

მე არ ვიცი სხვა რას ჩადის, მე მხოლოდ ის ვიცი მე რას ვჩადივარ wink.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2008, 04:21 PM

ყყევალმ, რომ ყველაფერი გაყიდოს, წრმომიდგენია (ან უფრო ვერა) რა მოხდება.

ყველაფერი, რომ გაყიდო მათ შორის სახლი, მაშინ ან მონასტერში უნდა წახვიდე ან თავშესფრად ისევ სახლი უნდა ეძებო. სახლის გარდა ჭამაც საჭიროა და ტანსაცმელიც. ანუ მაიც გინდა სახლიც, ჭამაც , ტანსაცმელიც,ანუ ფულიც.

თუ მათხოვრობით აპირებ ცხოვრებას, მაშინ მან უნდა შემოგწიროს, ვისაც არ გაუყიდია, ანუ მაინც ყოფილა საჭირო, რომ ვინმემ არ გაყიდოს, აბა ყველამ, რომ გავყიდოთ შენ მათხოვარს და საწყალს ვინღა გაჭმევს. სხვა შემთვევაში ისევ იქმადე მივდივართ, რომ ჭამო, უნდა იმუშავო, მიწაზე ან სადმე სხვაგან, ამისთვის შემოსავალი უნდა მიიღო, ან ფულის სახით ა მიწაზე მიღებული. რომ არ დაგაწვიმოს სახლი გინდა, რომ არ შეგცივდეს ტანსაცმელი. პირდაპირ თუ გავიგებთ რაც ტქვა უფალმა, გამოდის, რომ ჯერ უნდა გავყიდოთ, მერე ისევ შევიძინოთ, მერე, რომ შევიძენთ სახარების სირტყვების აღსრულებისთვის ისევ უნდა გავყიდოთ და აშ.



პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 04:34 PM

სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.

იგავნი 30:8-9

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 04:38 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 8 2008, 03:21 PM) *

ყყევალმ, რომ ყველაფერი გაყიდოს, წრმომიდგენია (ან უფრო ვერა) რა მოხდება.

ყველაფერი, რომ გაყიდო მათ შორის სახლი, მაშინ ან მონასტერში უნდა წახვიდე ან თავშესფრად ისევ სახლი უნდა ეძებო. სახლის გარდა ჭამაც საჭიროა და ტანსაცმელიც. ანუ მაიც გინდა სახლიც, ჭამაც , ტანსაცმელიც,ანუ ფულიც.

თუ მათხოვრობით აპირებ ცხოვრებას, მაშინ მან უნდა შემოგწიროს, ვისაც არ გაუყიდია, ანუ მაინც ყოფილა საჭირო, რომ ვინმემ არ გაყიდოს, აბა ყველამ, რომ გავყიდოთ შენ მათხოვარს და საწყალს ვინღა გაჭმევს. სხვა შემთვევაში ისევ იქმადე მივდივართ, რომ ჭამო, უნდა იმუშავო, მიწაზე ან სადმე სხვაგან, ამისთვის შემოსავალი უნდა მიიღო, ან ფულის სახით ა მიწაზე მიღებული. რომ არ დაგაწვიმოს სახლი გინდა, რომ არ შეგცივდეს ტანსაცმელი. პირდაპირ თუ გავიგებთ რაც ტქვა უფალმა, გამოდის, რომ ჯერ უნდა გავყიდოთ, მერე ისევ შევიძინოთ, მერე, რომ შევიძენთ სახარების სირტყვების აღსრულებისთვის ისევ უნდა გავყიდოთ და აშ.

მაგას ვამბობ მეც, განა ისიც უფლის დაშვებით არ ხდება რომ ზოგი მდიდარია და ზოგი ღარიბი? აბრაამიც მდიდარი იყო და ცხონდა, სიმდიდრისადმი ცუდი დამოკიდებულება, ვნება დაღუპავს ადამიანს და არა თავად სიმდიდრე. ასეთია უფლის გაგნება ზოგი სიმდიდრით უნდა ცხონდეს და ზოგი სიღარიბით. რატომ დაუშვა უფალმა რომ ზოგი ღარიბია და ზოგიც მდიდარი? ჩვენ რა ვიცი იქნებ იმ ღარიბს სიმდიდრე რომ მისცემოდა სულ დაღუპულიყო ანდა პირიქით? მდიდარს იმიტომ მიეცა სიმდიდრე, რომ მოწყალება გასცეს, ქველმოქმედება არასრულოს, მშიერნი დააპუროს და ამით ცხონდეს.


და კიდევ უფალმა ადამს უთხრა ოფლითა შენითა სჭამდე პურსო, ანუ შრომა საჭიროა და საკუტარი შრომის შედეგად უნდა არსებობდეს ადამიანი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2008, 04:40 PM

დავიჯერო დავით მეფსალმუნე სიღარიბით კვდებოდა?

ან იმედნი ჰქონდა, რაც მის მხოლოდ გამოსაკვებად იყო საჭირო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 8 2008, 04:41 PM

მხევალი ნინო

ციტატა
დავიჯერო დავით მეფსალმუნე სიღარიბით კვდებოდა?

ან იმედნი ჰქონდა, რაც მის მხოლოდ გამოსაკვებად იყო საჭირო?


დავით მეფსალმუნის დროს ახალი აღთქმა არ იყო.... rolleyes.gif

მაგალითი იყო არასწორი, თორემ პათოსს ვეთანხმები. დავით აღმაშენებლით ჩაანაცვლე yes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2008, 04:55 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 04:34 PM) *

სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.

იგავნი 30:8-9




ეს სიტყვები ყველაფერი გაყიდეო იმას ცოტა ხომ არ ეწინააღმდეგება?

კანონისტი
ციტატა
მაგალითი იყო არასწორი, თორემ პათოსს ვეთანხმები. დავით აღმაშენებლით ჩაანაცვლე



ნენა, აქ პროტესტანტი დაობს, რომელიც დავით აღმაშენებლის სიწმინდეს ეჭქვეშ დააყენებს, მეფსალმუნისას არა, თორემ ეგებ ელენე დედოფალი და კონსტანტინეც მომეყვანა მაგალითად.


ლუკას სახარებაა

50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,

51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის

ქალაქ არიმათეის მკვიდრი,

52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

დავიჯერო წარჩინებული მრჩეველი სიღარიბით კვდებოდა თუ არ უსმენდა ქრისტეს ქადაგებას?


მათეს სახარება


57. მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, საბელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.
58. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.

59. წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.



ხედავ, როგორ არ უსმენდა მდიდარი იოსები ქრისტეს ქდაგებას?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 08:00 PM

მხევალი ნინო
იმედია PM ნახე

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 08:12 PM

კანონისტი

ციტატა
დავით მეფსალმუნის დროს ახალი აღთქმა არ იყო.... მაგალითი იყო არასწორი, თორემ პათოსს ვეთანხმები. დავით აღმაშენებლით ჩაანაცვლე


როცა გინდა კარგად იყენებთ ძველ აღთქმას...

არ მინდა რაიმეუხეშად გამომივიდეს! მსმენელმა გაიგოს!



პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 8 2008, 08:19 PM

sergi_glaxa

ციტატა
სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.

იგავნი 30:8-9

გლახა მომიტევე მაგრამ ასე ამოგლეჯილი ფრაზებით ბიბლიიდან ვერ იტყვი სათქმელს. და თუ იტყვი ეს არასწორი იქნება.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Feb 8 2008, 08:27 PM

მხევალი ნინო

QUOTE
ნენა, აქ პროტესტანტი დაობს, რომელიც დავით აღმაშენებლის სიწმინდეს ეჭქვეშ დააყენებს, მეფსალმუნისას არა, თორემ ეგებ ელენე დედოფალი და კონსტანტინეც მომეყვანა მაგალითად.



ეს ფორუმი არსებობს იმისთვის რომ ადამიანებმა თავიანთი აზრი გამოთქვან და არა ერთმანეთის რელიგია ცუდ ჭრილში ახსენონ (როგორც ეს ზემოთ მოყვანილ ტეკსტშია). რელიგიური დისკრიმინაცია (თუნდაც სიტყვიერი) არამარტო არამიზანშეწონილია არამედ არაკანონიერიცაა.

ამიტომ მეგობრებო, მოდით თავი შევიკავოთ შეურაწმყოფელი ფრაზებისგან...

გამრავლდით, გადზლიერდით და გაიხარეთ smile.gif


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 08:38 PM

afxazi

ციტატა
გლახა მომიტევე მაგრამ ასე ამოგლეჯილი ფრაზებით ბიბლიიდან ვერ იტყვი სათქმელს. და თუ იტყვი ეს არასწორი იქნება.


მოსატევებელი არაფერია..პრობლემა ის არის, რომ პროტესტანტი "გლეჯს", თორემ, მართლმადიდებლებს ყველაფერი გეპატიებათ wink.gif
ნუ იუარებ, მაინც იციან smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 8 2008, 08:59 PM

sergi_glaxa

ციტატა
მოსატევებელი არაფერია..პრობლემა ის არის, რომ პროტესტანტი "გლეჯს", თორემ, მართლმადიდებლებს ყველაფერი გეპატიებათ
ნუ იუარებ, მაინც იციან

მე არ მიწოდებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენთვის პროტესტანტი და არც ის მითქვამს რომ ამოგლეჯილი ფრაზებით საუბრობ. ავღნიშნე ის რომ ამ შემთხვევაში ბიბლიის იმ ფრაზით რომელიც შენ მოიყვანე უბრალოდ ვერ შევძლებთ ასე მშრალად საკითხის გადაწყვეტას.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 09:21 PM

afxazi

ციტატა
მე არ მიწოდებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენთვის პროტესტანტი და არც ის მითქვამს რომ ამოგლეჯილი ფრაზებით საუბრობ. ავღნიშნე ის რომ ამ შემთხვევაში ბიბლიის იმ ფრაზით რომელიც შენ მოიყვანე უბრალოდ ვერ შევძლებთ ასე მშრალად საკითხის გადაწყვეტას.


მეგობარო მე არ ვაპირებ რაიმე საკითხის არც მშრალად და არც არანაირად გადაწყვეტას...უბრალოდ ვსაუბრობ ისე როგორც სხვები სხვა თემაში..
ნუთუ არ შეიძლება? განა თემა იმისთვის არ არის რომ აზრი გამოიხატოს?
ან რა ფრაზაც მოვიტანე მე რამე გიმტკიცეთ იმ ფრაზით?


მგონია აჯობებს ადმინისტრატორმა საერთოდ დაკეტოს ეს თემა...
სასაუბროში რომ გამეხსნა კი იქნებოდა აქამდე აკეტილ-აჭედილი..

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 8 2008, 11:56 PM

sergi_glaxa
afxazi
Andria
დამშვიდდით მეგობრებო smile.gif
ნუ იქნებით კატეგორიულები smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 9 2008, 03:47 AM

აქ ისევ იმაზე კამათობენ, რაზედაც კამათი არ შეიძლება იდეალი სხვაა და იგი მიზანია, რეალობა სხვაა და იგი იდეალისაკენ უნდა მიდიოდეს და მას ემგავსებოდეს, თავისთავადი ბოროტება არაა სიმდიდრე, არც თავისთავადი სიკეთეა სიმდიდრის არ ქონა, ერთი სხვა ჯვარია მეორე სხვა, ერთისთვის მძიმე ერთია , მეორეს შეიძლება უფრო მეორე ემძიმოს...
არაფერი ასე მწარე საკამათო...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 10 2008, 03:54 PM

Andria

ციტატა
ეს ფორუმი არსებობს იმისთვის რომ ადამიანებმა თავიანთი აზრი გამოთქვან და არა ერთმანეთის რელიგია ცუდ ჭრილში ახსენონ (როგორც ეს ზემოთ მოყვანილ ტეკსტშია). რელიგიური დისკრიმინაცია (თუნდაც სიტყვიერი) არამარტო არამიზანშეწონილია არამედ არაკანონიერიცაა.



ანდრია ცუდი ჭრილი სად ნახე ეგ მითხარი.

გლახას კარგა ხანია ვიცნობ, მისი პოსტებიდან და თემიდან გამომდინარე ასე თუ ისე ვიცი რას სცემს პატივს და რას ნაკლებად. აქ წმინდანებზე მასა და სხვა ფორუმელებს შორის დიდი კამათი იყო, ხოდა დავით აღმაშენებელი, რომ მომეყვანა, როგორც წმინდანი გლახასთვის, მთლად სწორი არ იქნებოდა.

ნუ ეძებთ ჩემს ნაწერში იმას, რაც არ ყოფილა.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Feb 10 2008, 05:25 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 01:08 PM) *

მათეს სახარება მე-19 თავი



24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.

100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა.

აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე?

ეხლა მე ზუსტ პერეფრაზირებას ვერ მოვახდენ მაგრამ დიალოგის ბოლოს კითხვაზე ნუთუ ვერ გადარჩებიან მდიდრები ქრისტე პასუხობს რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, ასე რომ ჯობია ბოლომდე წავიკითხოთ და ცალკელი ციტატის მიხედვით ნუ გავაკეთებთ დასკვნას

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 11 2008, 07:56 AM

ჩემი აზრით, სიმდიდრე არ არის რათქმაუნდა ცოდვა, თან არავითარ შემთხვევაში კრიტერიუმად არ უნდა ჩაითვალოს. მაგრამ , ძირითადად ვინც მდიდარია, ისინი ივიწყებენ არქონით გამოწვეულ განსაცდელს, ივიწყებენ, თუ ოდესმე იცოდნენ, არმქონის გაჭირვებას, ყოველდღიურ ბრძოლას, რაღაცნაირად უმრავლესობა მათგანი თავს აღმატებულადაც თვლის, კადნიერდება და ამცირებს სხვას. მდიდრები ოჯახსაც ძირითადად ანგარებით ქმნიან, მე მგონი მათ უმცირდებათ მოყვასის სიყვარული, მათი გონება მიქცეულია სახვეჭელზე, დაგროვებულის გამრავლებაზე და უფრო აბციურები ხდებიან. ეს კი ყველა მდიდარს არ ეხება რათქმაუნდა, ძალიან ბევრია ქველმოქმედი მათ შორის, გლახაკთ მომკითხავნი, სათნონი, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. ისე, უცებ გამდიდრებული უფრო "ცუდ თვისებებს" ამჟღავნებს , ვიდრე ის, ვისაც თუნდაც წინაპრებისგან აქვს მიღებული ქონება,ისინი ხამები მაინც არ არიან,სხვა თუ არაფერი ("ახალი რუსების" მაგალითი).


პ.ს.

კაიროს,

შენ რომ გიწერია (#23 პოსტი მაგალითად), ის შენი ნათარგმნია? მაპატიეთ თემისგან გადახვევა, მაგრამ მერე ვერ გავაგებინებ კაიროსს რომელს ვგულისხმობ smile.gif მოკლედ , იმის თქმა მინდა, რომ თუ შენი ნათარგმნია, მაშინ იმ დაგეგმილ თარგმანთა თემაში განთავსება არ დაგავიწყდეს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 11 2008, 12:05 PM

მაინტერესებს სად განვაცხადე რომ მდიდრები ვერ გადარჩებიან მეთქი? ან სად ვთქვი რომ ღარიბები ცხონდებიან?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 12 2008, 02:58 AM

ციტატა
(#23 პოსტი მაგალითად), ის შენი ნათარგმნია


არა ეს დევს უკვე ინტერნეტსივრცეში, და ჩემს კომპიუტერშია ამოკრეფილი smile.gif


ციტატა
მაინტერესებს სად განვაცხადე რომ მდიდრები ვერ გადარჩებიან მეთქი? ან სად ვთქვი რომ ღარიბები ცხონდებიან?


ასეთ სისულელეს რომ არ იტყოდი მე ვიცი smile.gif მაშინ იქნებ ასე დავყოთ, რა საშიშროება ემუქრება და რა ბრძოლები აქვს ერთს და რა მეორეს, ანუ ვიაზროვნოთ "ხსნის შანსების" გაზომვის გარეშე...

ციტატა
მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული,


ამ აზრს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, დადებითი ისაა, რომ შიგ არის დიდი წილი სიმართლისა, რადგან ამასვე ითხოვს ეკლესია,როცა ადამიანი კვდება ქრისტესათვის, ანუ როცა ბერად ან მონაზვნად აღკვეცა ხდება, ანუ "უპოვარება" და "ქალწულობა" ორი ფრთაა მონასტრული ცხოვრებისა, საუნჯის დაუნჯების და ჭეშმარიტი საუნჯის მოპოვების შესახებ ბევრი მამა მოვიყვანე წინ, უბრალოდ არის უარყოფითი მხარე, შეიძლება მოხდეს განზოგადება, და შეიქმნეს აზრი, რომ ღარიბი უფრო ადვილად ცხონდება ვიდრე მდიდარი, ასე დაკონკრეტების და ფორმულების დადგენის პირადად მე წინააღმდეგი ვარ, თუმცა არის კონტარგუმენტი, მაგ: ბერულ-ქალწულური ცხოვრებით მცხოვრები უფრო ახლოსაა საღვთო მადლთან ( და ე.ი. გადარჩენასთან) ვიდრე ერში მცხოვრები დაქორწინებული, მოდი, ეს შედარება გამოვიყენოთ მიახლოებით მაინც რომ მივუახლოვდეთ საკითხს, კამათის გარეშე...
ყველაზე აღმატებული არის ნებისმიერი საუნჯის დატოვება ქრისტესათვის, მომდევნო საფეხურია ღვთისაგან მოცემული მცირე თუ დიდი საუნჯის ღვთის დიდებით მიღება და შესაძლებლობისამებრ სიკეთეში გამოყენება...
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 12 2008, 11:38 AM

KAIROS

ციტატა
უბრალოდ არის უარყოფითი მხარე, შეიძლება მოხდეს განზოგადება, და შეიქმნეს აზრი, რომ ღარიბი უფრო ადვილად ცხონდება ვიდრე მდიდარი


აბსოლუტურად გეთანხმები!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:33 PM

„ეს დიდი მამა მრავალი სათნოებით იყო აღსავსე, მათ შორის უპოვრობითა და უბრალოებით. ფული არ ჰქონდა. როცა ფული სჭირდებოდა, შესთხოვდა თავის ზეციურ მფარველებს და ისინიც უგზავნიდნენ, რამდენიც საჭირო იყო“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 09:40 PM

ამ თემას ვეძებდი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2016, 11:13 PM

"კეთილმოწყობილი ცხოვრება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ხსნას. წმინდა მამათა გამოთქმით, ფუფუნებით მცხოვრებ ადამიანებში ღვთის კი არა, ეშმაკის სული მკვიდრობს".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:06 PM

"ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა. და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 11:24 AM

"ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა, ხოლო მისი აღსასრული - გლახაკთა სიძულვილი".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:31 PM

"წმინდანი [ღირსი მარი მგალობელი] სიღარიბეს უდიდეს კეთილდღეობად თვლიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 01:27 PM

"რაოდენ შეძლებულიც უნდა იყოს ადამიანი, მატერიალურ სიმდიდრეს სულიერების ოაზისი უნდა ამშვენებდეს".

/მამა დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:20 PM

"სიღარიბე კეთილ ადამიანებში ჩვეულებრივ სიმდაბლის მცველია".

/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2016, 11:08 PM

"უფალი არ ასხვავებს მდიდარსა და ღარიბს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:17 PM

"ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფორ საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებას და ცოდვაში დაინთქა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 10:39 PM

"როგორც სიმაძღრის შემდეგ კვლავ მოგშივდება, ასევე სიმდიდრეს სიღატაკე მოსდევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:14 PM

"სიმდიდრე არის ღმერთის კეთილი ნების ნიშანი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2016, 01:44 PM

"სიმდიდრეს იძლევა მხოლოდ ღმერთი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2016, 02:43 PM

"ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება. "არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოველი პურის (ფსალმ. 36, 25)".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 03:00 PM

"წმინდა მამათა მკაცრი შეგონებით კეთილდღეობა სულს მეტ საფრთხეს უქადის, ვიდრე სიდუხჭირე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 07:18 PM

"სადაც ქრისტეს უარყოფენ და განდევნიან, იქ ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძვლები შეირყევა".

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 10 2017, 11:24 PM

გადაჭრით არ ამბობს ქრისტიანობა, ყველა მდიდარს სიკვდილი ემუქრება. შედარებითი უფროა. აბრაამი მატერიალურადაც მდიდარი იყო და სულიერადაც smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:26 PM

"ფუფუნება ანგრევს ყველაფერს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:50 PM

"როცა სულიერება დიდია, მაშინ მატერიალურს ნაკლებად უყურებ".

/მამა დიმიტრი მიხანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2017, 01:19 PM

"თუკი ლოთისთვის ღვინოა საცდური და საკუთარ უმსგავსოებას უფლისგან ბოძებულ კურთხეულ სასმელს მიაჩემებს, ბრძენისთვის იგი ნუგეშისა და კეთილი მხიარულების მომტანია, რადგან სულიერ სიხარულსა და ზიარების საიდუმლოს მადლმოსილებას ხედავს მასში. მრუშისთვის შიშველი სხეული განხურვებისა და ხორცის დუღილის მომასწავებელია, წმინდანისთვის კი ტაძარია ღვთისა, რომელშიც სულიწმინდის მადლია დავანებული. ვერცხლის მოყვარე, სიმდიდრეს დახარბებული ადამიანი ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასეულობით იღუპავს სულს, არადა შეეძლო, ღვთისა და მოყვასის სიყვარული "ეყიდა", მოეპოვებინა. სიმდიდრე კი არ არის ცოდვა, რადგან იგი სახეა ზეციური ხელთუქმნელი სიმდიდრისა, არამედ მისთვის ცხოვრება და უკეთურად გამოყენება."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2017, 11:07 AM

"მატერიალური სიმდიდრე ავიღოთ. თუ ვიკითხავთ, ვინ არის ყველაზე მდიდარი, ერთადერთი პასუხია ლოგიკური - ვისაც მეტი აღარ სურს. მაგრამ არც ერთი მდიდარი არ კმაყოფილდება შეძენილი ქონებით. მხოლოდ ბერად შემდგარი კაცია კმაყოფილი და ბედნიერი მიღწეულით, რადგან შეიძინა ის, რასაც ეძებდა, უფალთან მყოფობს და სულიერადაა მდიდარი."

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 09:55 AM

"მსოფლიოში სამი ბანაკია: 1. უღმერთო ღატაკნი; 2. უღმერთო მდიდარნი; 3. ღატაკი და მდიდარი (მატერიალურად) ქრისტიანენი".

/წმ. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2017, 11:19 AM

"ღატაკნი დახმარების ღირსად მიიჩნევიან; მდიდრები - მსახურების ღირსად".

/არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:29 AM

"სულიაურის წინაპარი ისეთი მდიდარი ყოფილა, რომ ჯორზე მჯდარი თესავდა ყანას და პურს ოქროს სათითურებით მკიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:37 PM

"სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი."

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:35 AM

"მოკვდავნო, გახსოვდეთ: სიმდიდრე, ღირსება და დიდება უკეთეს შემთხვევაში თქვენი სულისთვის არაფერს ნიშნავს, უმეტესწილად კი აუარესებს თქვენს მდგომარეობას. ოქროს შეძენას ნუ ესწრაფვით (მათე 10,9); ეცადეთ, იგი არამატერიალური ფორმით მოიპოვოთ და თანაც - რაც შეიძლება მეტი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2017, 08:28 PM

"ერთი ბერი მიყვებოდა, თუ როგორ უთხრა მას პირად საუბარში სასულიერო პირმა: "- მხოლოდ ერთი რამ მჭირს: - რა ვქნა ფული მიყვარს". " - დალოცვილო, ამ ცოდვამ გააყიდინა თავისი მოძღვარი იუდას და შენ როგორ ამბობ მიყვარს და რა ვქნაო", - თქვა მაშინ ბერმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 03:41 PM

"იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:36 AM

"მოკვდავნო, გახსოვდეთ: სიმდიდრე, ღირსება და დიდება უკეთეს შემთხვევაში თქვენი სულისთვის არაფერს ნიშნავს, უმეტესწილად კი აუარესებს თქვენს მდგომარეობას. ოქროს შეძენას ნუ ესწრაფვით (მათე 10,9); ეცადეთ, იგი არამატერიალური ფორმით მოიპოვოთ და თანაც - რაც შეიძლება მეტი."

/მთავარეპისკოპოსი იოანე სანფრანცისკოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:29 PM

"ძვირფასეულობის მფლობელი მდიდარია, მაგრამ ბედნიერი და კურთხეულია ის, ვინც ამ სიმდიდრეში მისი ჭეშმარიტი მფლობელი, მომცემი - უფალი ამოიცნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:19 PM

"როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:05 PM

"მე არ განვიკითხავთ მათ, ვისაც აქვს სახლები, მინდვრები, ფული, ჰყავთ მოსამსახურეები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი ამ ყოველივეს ფლობდნენ წინდახედულად და გონივრულად. როგორ? - როგორც ეკადრება ბატონებს და არა მონებს; ე.ი. თავად ფლობდნენ სიმდიდრეს და არა ის ფლობდეს მათ; მოიხმარონ ფული კეთილად და ბოროტად არ გამოიყენონ, რადგან ის მოგვეცა აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის დასახარჯად და არა შესანახად. შენახვა მონის საქმეა, ხოლო ხარჯვა მასზე ძალაუფლების მქონე ბატონისა.
ფული იმისთვის კი არ გეძლევა, რომ ბოროტ მონასავით მიწაში ჩაფლო, არამედ იმისთვის, რომ სხვებს გაუნაწილო. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ დაფლულს დატოვებდა. თუკი ინახავ, ე.ი. ფული ბატონობს შენზე. თუ გსურს მისი გამრავლება, ამისთვის საუკეთესო საშუალება ფულის კეთილად ხარჯვაა, რადგან არ არსებობს ღვთის წყალობის მოპოვება უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე. ღვთისთვის ხომ ყველაზე სათნო ადამიანში არსებული მსხვერპლშეწირვის სულია".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:55 PM

"ერთი კაცი ძალიან ნანობდა, წყალობად რომ დაარიგა თავისი ოქრო და უეცრად მკვდარი დაეცა ეკლესიაში, ოქროსთან ერთად სიცოცხლეც დაკარგა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:08 AM

"სიმდიდრეც გბეზრდება, ეს ისეთი სენია, შესაძლოა, ერთ დღეს ყველაზე მაღალი საფეხურიდან უკანასკნელი გლახაკის გვერდით დაგანარცხოს".

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:56 AM

"მაძღარი კეთილდღეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:19 PM

"განცხრომაში მცხოვრები ადამიანი ფასეულს ვერაფერს შექმნის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:35 PM

"მოხუცებისთვის შიმშილი დიდი ტვირთია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:43 PM

"...კაცი გამდიდრდა, მაგრამ არ გაამპარტავნებულა, უხვად გასცემდა მოწყალებას..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 12:44 PM

"ფული იმას უნდა, ვისაც ფული აქვს"

/პოეტი გულნაზ ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:57 PM

"არაფრის მაქნისი ხელები ცდილობენ სხვის ხარჯზე იყვნენ და წურბელას ემსგავსებიან".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:56 PM

"ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს, ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად დაღლა უნდა იგრძნო".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2017, 01:43 PM

"ფული მუდმივი ღირებულა არ არის, ის დროებითი ღირებულებაა".

/დეკ. დავით შაქარაშილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 02:12 PM

"ფული ვისაც ბევრი აქვს, ეს - მოვალეობაა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:07 AM

"ადამიანი, რომელიც სულ იმის ძიებაშია, როგორმე გაიუმჯობესოს ცხოვრება, უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს და უკეთესს მიაღწიოს, სულ განცდებშია და მუდმივად დაძაბულია. ვერ იცლის ღმერთზე საფიქრალად".

/მამა იოანე ჩაჩიბაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:47 AM

"როდესაც ადამიანი ცხოვრობს და ზრუნავს მხოლოდ სიმდიდრის მოსაპოვებლად, საზრდელისთვის, ჩასაცმელისთვის... პირუტყვს ემსგავსება. ადამიანს მეტი მოეთხოვება. როდესაც მას აქვს სიმდიდრე, უნდა გამოიყენოს სულის საცხოვნებლად და არა მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობისა და სიამეთა მისაღებად".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:15 AM

"სიღატაკემ ცოტას თუ დააკარგვინა გონება, სიმდიდრემ კი - მრავალს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:49 AM

"ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:15 PM

"კი ვიტყვი ხოლმე, ამდენი და ამდენი რომ მომცა, ასე და ასე ვიზამდი-მეთქი, მაგრამ ადამიანი ადამიანია და ალბათ ჩემს სინდისსაც მიეძინებოდა სიმდიდრის კალთებქვეშ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:51 PM

"ღვთის მოწყალება რომ მიიღო, საჭიროა კმაყოფილი იყო იმით, რც გაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 01:46 PM

"ვარსებობთ... შოვნიდან შოვნამდე ვართ..." sad.gif

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 01:32 PM

"სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა.

სიმდიდრე თავის თავად არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:29 AM

"მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში. იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერებისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 10:54 AM

"ხვავრიელობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 12:04 PM

სიმდიდრე

„ოქრო - ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც - ჩიტებისთვის კაკანათი"

* * *

„ნეტარია მდიდარი, რომელიც არასდროს კარგავს მხედველობის არიდან მადლის სიმდიდრეს"

* * *

„მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისაგან ვეძიებთ სიმდიდრეს"

* * *

„სიღარიბის გარეშე სიმდიდრეც უსარგებლოა"

* * *

„სახლში საგანძური სახიფათოა: გლახაკთა ხელში კი - უსაფრთხო"

* * *

„სიმდიდრე კი არ ღუპავს მდიდრებს, არამედ სიმდიდრის მოხმარება"

* * *

„მდიდრები კი არა, სიმდიდრის მსახურნი განისჯებიან"

წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:43 PM

"ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდება იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:37 AM

"ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 05:21 PM

"ვინაიდან ამოდის მზე და დააცხუნებს, ხვატი გაახმობს მდელოს, და დაჭკნება მისი ყვავილი, და განქარდება მისი მშვენება; ასე ჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე"

/მოციქული იაკობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:51 PM

"ღმერთი არავის დატოვებს ულუკმაპუროდ, მით უმეტეს, პატიოსან კაცს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2018, 01:08 PM

"მამა აბიბოსი რომ არა, შეიძლება ვყოფილიყავი ეკლესიური, მაგრამ ბევრი ჩვენი თანამემამულის მსგავსად წინ დამეყენებინა მატერიალური კეთილდღეობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 11:46 AM

"მაცხოვარი სიმდიდრეს კი არა, მდიდრული ცხოვრებით გატაცებას უარყოფს. საშიშროება არა თვით სიმდიდრეშია, არამედ იმაში, რომ ქონება დაცემულ ბუნებას მაცდურად ეპარება და უფლისაკენ მიმავალ გზაზე ბევრ წინააღმდეგობას მოუვლენს. ქონებაზე შეყვარებულ ადამიანს ბუნება ეცვლება და დროთა მანძილზე მას წარმართობის სენი – მექრთამეობა და ვერცხლისმოყვარეობა ეუფლება.

რაც შეეხება სიღატაკეს:

"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 10:09 PM

"ცნობილია, რომ მატერიალური კეთილდღეობით ადამიანმა შეიძლება განიცადოს დროებითი სიხარული, ხოლო ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ უფლის მადლით არის შესაძლებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:55 PM

"ბიბლიიდან ვიცით, რომ მრავალი ადამიანი იყო მდიდარი, მაგრამ ისინი მუდამ უფლის გვერდით იყვნენ.

იყვნენ ასევე ისეთი ადამიანები, რომელთაც უდიდესი საფასე ჰქონდათ და ამ საფასით განშორდნენ უფალს. სიმდიდრისმოყვარეობამ ისინი მოაშორა ეკლესიას, ღმერთს და საბოლოოდ დაიღუპეს თავი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:34 PM

"აურაცხელი სიმდიდრე და მისგან შობილი ფუფუნება ლილვლივებდა ახალი რომის ჰაერში თავმოწონებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:54 AM

ომარი (65 წლის):

ჩემი საქმე და საკეთებელი ფულის შოვნა იყო - ყველაფერს იმ თვალით ვუყურებდი, რა შეიძლებოდა გამომედნო მისგან. ეზო და სახლ-კარი ქარვასლას დავამსგავსე - ვაშენებდი და ვაშენებდი. იმ კაცს კაცად არ მივიჩნევდი, ვისაც ფულის კეთება არ შეეძლო - უნიათო და სულელია-მეთქი.

ერთი მეზობელი მყავდა და ახლაც მყავს - მეცნიერი კაცია, მშვიდად და უშფოთველად მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, რაც ჰქონდათ, იმითაც კმაყოფილები იყვნენ. ერთხელ ვკითხე, სახლს რატომ არ აკეთებ, მიაშენ-მოაშენე-მეთქი. რად მინდა ზედმეტი, რაც მაქვს, მაკმაყოფილებსო. კინაღამ წამომცდა, - ფული შენს კაცობას-მეთქი.

მალე მძიმე ცხოვრება მოვიდა და ნელ-ნელა დავკარგე ჩემი ნაშოვნ-ნაღვაწი. კინაღამ გადავირიე! ნერვიულობამ ისე დამრია ხელი, ინფარქტიც მომივიდა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ის ჩემი მეზობელი ჩემ გამო ძალიან წუხდა, მაგრამ თვითონ არ წუწუნებდა, მშვიდად იყო, ეტყობა, ნაჩვევი იყვნენ იმას, რაც ჩემთვის უბედურება იყო.

ამასობაში ქალიშვილი გამითხოვდა და შვილიც ეყოლა. სიძე რაიონიდან იყო და ბინა არ ჰქონდა, ჩემთან ცხოვრობდნენ. ისეთ დღეში ვიყავით, ბავშვისთვის საწოლი ვერ ვიყიდეთ. არ ვიცი, ვისგან გაიგო, შეფუთული მომიტანა ყველაფერი და ბოდიშიც მომიხადა, ჩემი შვილების ნაქონია, მაგრამ კარგად შენახულიო.

რომ გავხსენით, გავოცდით - ახალთახალს ჰგავდა. გამახსენდა, როგორ უდიერად ვეპყრობოდით ჩვენი შვილების ნაქონ ნივთებს მე და ჩემი ცოლი - იმედი გვქონდა, თუ ერთი დაიმტვრეოდა, ახალს ვიყიდიდით.

ჩემს მეზობელს ასე მოჰქონდა სათამაშოები, ტანსაცმელი... თანაც ამას ისე აკეთებდა, თავს დამცირებულად არ იგრძნობდი, უფრო დაფიქრდებოდი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:28 PM

ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს

"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.

მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.

როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.

ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.

მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".

"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.

შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".

არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.

ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."

/პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:28 PM

ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს

"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.

მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.

როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.

ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.

მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".

"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.

შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".

არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.

ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."

/პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:28 PM

ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს

"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.

მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.

როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.

ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.

მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".

"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.

შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".

არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.

ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."

/პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 09:59 PM

"ადამიანი რაც მეტ ფუფუნებას აღწევს, მით უფრო იზრდება მისი სულიერი შფოთი, ხოლო რაც უფრო შორდება ღმერთს, სიმშვიდესაც კარგავს. მთელი ჩვენი პლანეტა ვეღარ იტევს კაცთა შფოთს."

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2018, 04:21 PM

"ზნეობრივი სრულყოფილების მიღწევაში სიმდიდრე ვერაფრით დაგვეხმარება, პირიქით - ხელს შეგვიშლის. მდიდარს ყველას ვალი აქვს, ყველასი მართებს, რადგან სიმდიდრე მრავალთა ძალისხმევით იქმნება, სარგებლობენ კი ერთეულები".

/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:12 PM

"თუ ამქვეყნიურ მატერიალურ საზრუნავს მოვიკლებთ, ანგელოზთა ცხოვრებას მივეახლებით"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:47 PM

"გამოვფხიზლდეთ, ნუ დავემონებით მატერიალურს, რათა ღირსი ვიქნმეთ ზეცის დაუსრულებელ დიდებაში დამკვიდრებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 03:36 PM

"კითხვა: კეთილ საქმეს ვაკეთებთ თუ არა, როდესაც ფულს ვასესხებთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ფულის სესხება მისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, კეთილი საქმეა. სესხი მეორე ჩუქებაა. უფრო მეტიც – სესხს ვინც არ გასცემს (შესაძლებლობის შემთხვევაში) განისჯება ადამიანთა მიმართ არასათნომყოფლობის გამო. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველასთვის ფულის სესხება არ შეიძლება, მაგალითად, ლოთისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 08:06 PM

"ფული სინდისს აფუჭებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:35 PM

"თუ ღვთის ნების აღსრულებისთვის მზად არ ვართ, ვცადოთ და ყური მაინც ვუგდოთ მას. მაგრამ თუ ცხოვრებას მდიდარი ყმაწვილივით გავაგრძელებთ, სიმდიდრეზე რომ ვერ თქვა უარი, როგორღა შევძლებთ ღმერთთან შეხვედრას? ხშირად ხომ ლოცვას გულის მოსაოხებლად უფრო აღვავლენთ, ვიდრე უფლის განსადიდებლად...

ვერაფრით ვთმობთ ქონებას, რომ სანაცვლოდ უძვირფასესი მარგალიტი მივიღოთ. ან, საერთოდ, ვეძებთ კი ამ მარგალიტს? როცა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ, საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენელნი აღარ აინტერესებთ. გავიხსენოთ ძველი გამოთქმა: როცა სასიძოს სასძლო ჰყავს, დედაკაცებითა და მამაკაცებით კი არა, ჩვეულებრივი ადამიანებითაა გარემოცულიო.

ასე უნდა ვუყურებდეთ სიმდიდრესაც. თუ ღმერთთან შეკავშირება გვსურს, ამქვეყნიური სიმდიდრე გაცრეცილ, ნაცრისფერ ფონად უნდა იქცეს იმ მთავარ, ერთადერთ ჭეშმარიტებასთან შედარებით."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 07:52 PM

"იმისთვის გვაქვს სიმდიდრე, რომ მოყვასს მოვახმაროთ ღვთის სახელით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:29 PM

"თუ რაიმეს შევიძენთ, ისევ და ისევ ღმერთი გვაძლევს; თუ არადა, უფლის გარეშე რაც არ უნდა მოვიხვეჭოთ, არ შეგვერგება".

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:44 PM

"უფლით ფულის ერთი ერთეულიც რომ შვიძინოთ, ბარაქიანია და შეგვერგება. უშრომელად მიღებული კი შხამად ამოგვადინდება"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:50 PM

"ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:

-რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?

- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?

-ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მიიჩქარის.

- კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?

- სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.

- ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:16 PM

"ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა: ვერცხლისმოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:50 PM

"ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2020, 10:30 PM

"რა საშინელია შიმშილი, ღმერთმა დაგიფაროთ ამ განსაცდელისგან"

/სქემმონაზონი ნილა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 07:44 PM

"დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:02 PM

"ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია; უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:22 PM

"ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:31 PM

"რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? - ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 06:52 PM

"მდიდარია არა ის, ვინც ბევრი მოიხვეჭა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 07:16 PM

"მდიდრები მხოლოდ მაშინ შევლენ ცათა სასუფეველში, როდესაც მათ ღარიბები შეიყვანენ"

/ლუკა 16,9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:18 PM

"მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:39 PM

"ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 03:47 PM

"რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 04:14 PM

"როდესაც არ გაქვს სიმდიდრე, არც უნდა გსურდეს ის, ხოლო როდესაც გაქვს, ბევრი უნდა იფიქრო არა იმაზე, რომ ფლობ მას, არამედ იმაზე, შეგიძლია თუ არა მისი განკარგვა"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2020, 03:14 PM

"საზიანოა არა მხოლოდ ზრუნვა სიმდიდრის მოპოვებისათვის, არამედ ზედმეტი ყურადღებაც კი ყველაზე აუცილებელი საგნებისადმი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 08:49 PM

"ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:14 PM

"სიყვარული და მისწრაფება სიმდიდრისადმი არაბუნებრივი ვნებაა; სიმდიდრის ნდომა არც ბუნებრივია და არც აუცილებელი, - ეს სრულიად ზედმეტია ადამიანისათვის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:35 PM

"როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:12 PM

"ღარიბის სახლში ღმერთი მეტია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:17 PM

"ყველაზე საზარელი სიღარიბე - იდეების სიღარიბეა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2020, 10:31 PM

"ვერცხლის მოყვარულები უსარგებლო ტვირთს იკიდებენ, ან, უფრო სწორად, საკუთარ ქელეხს ჯერ კიდევ სიცოცხლეში იხდიან. გარდაცვლილებს უბრალოდ მიწას აყრიან, მაშინ, როდესაც ვერცხლის მოყვარის გონი ოქროს მტვერშია გახვეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:18 PM

ვერცხლი და შუშა

"- მოძღვარო, ერთი რამ ვერ გამიგია: მიხვალ საწყალ და გაჭირვებულ კაცთან და მიგიღებს თავაზიანად, როგორც შეუძლია, თანადგომას გაგიწევს; მიდიხარ მდიდართან - ვერც კი შეგამჩნევს. ნუთუ ეს მხოლოდ ფულის გამო ხდება?

- აბა, სარკმელი გამოაღე, რა ხედავ?

- ბავშვიან ქალს ვხედავ, მეურმეს ვხედავ, ბაზრისკენ მიმავალს...

- კეთილი. ახლა ჩაიხედე სარკეში. იქ რას ხედავ?

- რა შემიძლია დავინახო საკუთარი თავის მეტი...

- ჰოდა, საქმეც ეგ არის - სარკმელიცა და სარკეც შუშისგან არის დამზადებული. საკმარისია სულ მცირედი ვერცხლის დამატება და - მხოლოდ საკუთარ თავს დაინახავ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:57 PM

"ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი!"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:07 PM

"ნუ დახარბდები სხვის ლუკმას, საკუთარიც არ შეგერგება."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:52 PM

"ღარიბია არა ის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 11:16 AM

"სიღარიბემ და გაჭირვებამ ბიჭი [მიტროპოლიტი ზინობი] უფრო მორჩილი გახადა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 07:44 PM

"ღარიბი ის კი არ არის, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც არ სწამს, არ სურს უფალში ყოფნა. ასევე, მდიდარი ის კი არ არის, ვისაც სხვაზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც ქრისტეში ჰგიებს სამარადისოდ."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 01:30 PM

"ნივთიერ სიკეთეთა ფლობაზე დამყარებული ბედნიერება არც სრულია და არც მტკიცე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:20 PM

"XIX საუკუნეში რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში მსახურობდა ცნობილი ღირსი მამა, მღვდელი გიორგი ჩეკრიაკოველი. მან ძველი ხის ეკლესიის ადგილას ქვის ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის კი საკმარისი სახსარი არ ჰქონდა. ამ დროს სოფელში ვინმე ძუნწი და ავი ვაჭარი ცხოვრობდა. თავის ნათესავებსაც კი ტყავს აძრობდა და გლახაკებს რას დაინდობდა!

სიბერეში თითქოს გულმოწყალე გახდა, ეკლესია-მონასტრებს ფულს სწირავდა. გაიგო, მამა გიორგის ფული სჭირდებაო და 20 000 მანეთის შეწირვა შესთავაზა. მამა გიორგიმ კი უთხრა, ეკლესიებს ღმერთი აშენებს, ჩვენ კი, ადამიანები, მისი მოურავები ვართ. მადლობას გიხდი ამ შესაწირავისთვის, მაგრამ ბატონმა (უფალმა) მიბრძანა, ფული არ გამოგართვაო. ეს როგორო! - განცვიფრდა ვაჭარი. შენი ფული ხალხის ცრემლით არის დასველებული, ასეთი კი ღმერთს არ სჭირდება. შენი ახლობლები ხელგაწვდილნი ითხოვენ მოწყალებას, შენ კი მათი ცრემლის მოსყიდვა ღვთისაგან ფულით გსურს! შენი მილიონიც არ მინდა. წადი და მაგ ფულით განაწყენებულნი შემოირიგეო.

ამან იმოქმედა ვაჭარზე და მასზე გულნაკლულთ ზოგს სახლი აუშენა, ზოგიც ფეხზე დააყენა, მოძებნა ყველა შეურაცხყოფილი და შეირიგა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:26 PM

"ყველა ადამიანს სამყაროში თავისი ადგილი და განგებით დაკისრებული ვალი აქვს, რომელიც თანაბრად მძიმეა "მდიდრისთვისაც" და "ღარიბისთვისაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:48 PM

"სიმდიდრე, ძალაუფლება, მდგომარეობა - ყველაფერი ეს დალოცვილია, როცა ღმერთშია და დაწყევლილია, როცა ადამიანი ღმერთს განუდგება და ამქვეყნიურს გააღმერთებს."

/ირმა დაუშვილი, ფირმა "დიოს" პრეზიდენტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2020, 07:14 PM

"წმინდა ამბროსის ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ამბავი: წმინდანი, თანამგზავრებთან ერთად, ღამის გასათევად ერთმა მდიდარმა კაცმა მიიღო. აურაცხელმა სიმდიდრემ გააოცა წმ. ამბროსი და მასპინძელს ჰკითხა, შეხვედრია მას თუ არა, ერთხელ მაინც რაიმე განსაცდელი. "არა, არასოდეს, - უპასუხა მდიდარმა, - ჩემი სიმდიდრე განუწყვეტლივ იზრდება, მოსავალიც ყოველთვის უხვი მაქვს, არასოდეს არაფერი მტკივა, არ ვიცი, რა არის ავადმყოფობა. მაშინ წმ. ამბროსი ატირდა და თანამგზავრებს უთხრა: "მოემზადეთ სასწრაფოდ, მივდივართ აქედან, რადგან ღმერთს არასდროს მოუნახულებია ეს ადამიანი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 08:15 PM

"[წმ. იოანე] ოქროპირი მიიჩნევდა, რომ საკუთრება და სიმდიდრე დიდი სატყუარაა და ადამიანსა და ღმერთს შორის ორივე დიდ წინააღმდეგობად არის აღმართული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2020, 09:01 PM

"ოქროპირის მიერ სიმდიდრის უარყოფა ყველაზე მეტად ეკლესიის მისამართით არის გამოთქმული. ეკლესია, უწინარესად, ადამიანის სულიერებასა და არა საკუთარი ინტერიერის გაფორმებაზე უნდა ზრუნავდეს. მაცხოვარს საიდუმლო სერობის მსვლელობის პროცესში თავისი მოწაფეების ზიარებისათვის ოქროს ჭურჭელი არ გამოუყენებია, ერთმანეთის სიყვარულის მცნება აჩუქა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:26 PM

"წმინდა ბარნაბა გეთსემანიელის (+1906) სენაკთან უამრავი ხალხი იყრიდა თავს. მამა ბარნაბა მათ შორის თავის დედას, სქემმონაზონ დარიასაც რომ დაინახავდა, ეტყოდა: - დედიკო, შენც რიგში დგები? რატომ ამბობ უარს შენს ვაჟზე, მე კი არ ვიტყვი უარს დედაზეო. ერთხელ, ჯერ კიდევ ბერად არ იყო აღკვეცილი მამა ბარნაბა, მონასტრის სადღესასწაულო ტრაპეზზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. მამა ბარნაბა ყველას აცნობდა თავის უბრალო, ღარიბულად ჩაცმულ დედას. ქალს რცხვენოდა თავისი სიგლახაკისა. მაშინ მამა ბარნაბამ გაამხნევა იგი: დედიკო, მე შენი სიგლახაკით ვამაყობ, რადგან სწორედ სიღარიბეში აღმზარდე ისეთი, როგორიც საჭირო იყოო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:09 PM

"ისინი, ვინც დაიპყრო სიმდიდრის შეგროვების უგუნურმა ვნებამ და სიყვარულმა, ამისთვის მთელ თავის ძალებს ხარჯავენ და ვერასოდეს ძღებიან, რადგან ვერცხლისმოყვარეობა განუძღომელი სიმთვრალეა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2020, 08:44 PM

"კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 01:01 PM

"ზოგს ბევრი რამე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაინც როგორი ცარიელია!.."

"ზოგს ლუკმა ენატრება, ზოგი ყველაფრით სავსეა და მაინც უმადურია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 09:33 PM

"ვერცხლისმოყვარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე - არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე - სულიწმინდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 09:58 PM

"როგორც შეუძლებელია ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 11:09 PM

ხშირად მინახავს, მოწყენილი მდიდრები, ბედნიერი ღარიბები.
მინახავს უამრავ განსაცდელგამოვლილი გაღიმებული ადამიანები.
მინახავს გამოსწორებული ავაზაკები, მონანული ცოდვილები, სასოწარკვეთილებიდან გამოსულები, რომლებიც სხვებს ანუგეშებდნენ.
ღარიბები ხვდებოდნენ, რომ მათი სიმდიდრე უბრალოებაში ნაპოვნი ღმერთი იყო...
მდიდრები ფიქრობდნენ, ფულით ყველაფერს შეიძენდნენ, მაგრამ მათზე აღმატებული ღმერთის შესახებ რომ გაიგეს, შეწუხდნენ... აღიარებაც გაუჭირდათ და ვერც საკუთარი კერპი დაამსხვრიეს...
ღმერთმა კი ყველა შეიწყალა, ვისაც ოდნავ შეწყალება მოუნდა!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 02:05 PM

"ადამიანი დედამიწაზე ყველაზე დიდი ფასეულობაა.ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება მას არ ჰმატებს ღირსებას, ისევე როგორც სიღარიბე არ აკლებს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2021, 10:30 PM

"სიმდიდრე კი არ არის თავისთავად ბოროტება, არამედ ის, ვინც მას უფრთხილდება, ბოროტია და გაკიცხვის ღირსი. ვინაიდან მხოლოდ კი არ უნდა გქონდეს იგი ან ინახავდე, არამედ ისარგებლო მისით. იგი იმიტომაც იწოდება სიმდიდრედ, რომ განკუთვნილია სასაგებლოდ გამოსაყენებლად და არა შესანახად. ამიტომაც, ვინც მას უფრთხილდება და ინახავს, მას გაუძნელდება ღვთის სასუფეველში შესვლა. ხოლო სიტყვა".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 04:54 PM

"მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 09:54 PM

"სახარება გვასწავლის, რომ კაცი თავის სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს, როგორც ღვთისაგან მიცემულ საშუალებას, რომელიც მან ქველის საქმეს უნდა მოახმაროს. სიმდიდრე ღვთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღვთის მსახურებისა და მოყვასის ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 02:31 PM

"აქლემი, ეს დიდი და მოუქნელი პირუტყვი, უფრო ადვილად გაივლის მეტად დაბალ და ვიწრო სარკმელში, რომელშიც ძლივს ეტევა კაცი, უფრო ჩქარა, განიერი ხომალდის ბაგირი გავა ნემსის ყუნწში, ვიდრე ადამიანი, რომელიც იმდენადაა მიჯაჭვული სიმდიდრეს, რომ დავიწყებია ღმერთი, შევიდოდეს ცათა სასუფეველში. ასეთი დაბალი კარები და ვიწრო გზა, მარადიულ ცხოვრებაში შემყვანი, და ასე ფართო და სულის დამამძიმებელია სიმდიდრე".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 03:45 PM

"ღვთისაგან არის მდიდარიც და ღატაკიც. "მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია" (იგ. 22.2). ერთი შექმნა მდიდრად, რათა სიკეთითა და მოწყალებით მორიდებოდა განკითხვას; სხვა კი ღატაკად, რათა მოთმინებით, სიმამაცითა და ურყევობით დაემკვიდრებინა მარადიული ცხოვრება"

/მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 09:11 PM

"კარი შეიძლება გავაღოთ ოქროს, რკინის და ხის გასაღებითაც კი, მთვარია, ის კლიტეს მოერგოს. ასევე, სამოთხის კარი მდიდარმა შეიძლება ოქროს მონეტით გააღოს, ღარიბმა კი - სპილენძის ლეპტათი".

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 09:44 PM

"ღმერთი მხოლოდ იმას თვლის მდიდრად, ვინც მარადიულობისადმი მდიდრდება, ვინც ქვეყნიურ სიმდიდრეთა ნაყოფთ კი არ მოიმკის, არამედ სათნოებათა ნაყოფთ".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 10:03 PM

"სიმდიდრის არასწორად გამოყენება ადამიანს ზეციურ სამეფოს ართმევს და მას ჯოჯოხეთში ჩააგდებს მარადიული ტანჯვისათვის".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2021, 08:32 PM

"ღვთის განზრახვა, რომლითაც მან სიმდიდრე მოგვცა, იმაში მდგომარეობს, რომ შენთვის საკმარისი და აუცილებელი გქონდეს, ხოლო ზედმეტი ღარიბებს დაურიგო".

/ეპისკოპოსი ილია (მინიატისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:27 PM

"ყველაზე ღარიბი ადამიანი არის, - ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:01 PM

"ბედნიერება არ არის ბევრის მოხვეჭაში... ის რაც გაქვს იმის დაფასებაშია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 10:01 PM

"ზოგიერთს არ მოსწონს მამა იოანე [კრონშტადტელი], ამით კი შეურაცხყოფს სული წმიდას, რომელიც მასში ცხოვრობდა და ცხოვრობს სიკვდილის შემდეგაც. ისინი ამბობენ, მამა იოანე მდიდარი იყო და კარგად იცვამდაო, ის კი არ იციან, რომ ვისშიც სული წმიდა ცხოვრობს, იმას არ ვნებს სიმდიდრე, რადგან მისი სული მთლიანად ღმერთშია დანთქმული. ასეთმა სულმა ფერი იცვალა უფლისა მიერ და დაივიწყა თავისი სიმდიდრე და ტანსაცმელი".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:54 PM

"ძნელი არ არის, შეამჩნიოთ განსხვავება ამ ორ შორის და გამოიცნოთ რწმენით მდიდართა უპირატესობა და რწმენით გლახაკთა ნაკლი.ვდა თუ რწმენა არის საღვთო და უხრწნელი სიკეთე, მაშინ ამქვეყნიური სიმდიდრე წარმავალი და ნივთიერია, მისი დასასრული კი არის ხრწნადობა. ისევე, როგორც უხრწნელი არის ხრწნადზე უმჯობესი, ასევე მისი მომხვეჭელიც ასეთივეა".

/წმ. მიტროფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:26 PM

"ნუ შეიყვარებთ, გვემუდარება იაკობი, სიმდიდრეს და ნუ შეჰხარით ამ ქვეყანას, არამედ გახსოვდეთ თქვენ მიერ ჩადენილი ბილწი საქმეები და ესწრაფეთ უფრო მეტად ამ ხანმოკლე ცხოვრებაში სიგლახაკითა და დროებითი მწუხარებით მიაღწიოთ მარადიული სასუფევლის ზეციურ სიხარულს, ვიდრე წარმავალი სიმდიდრის სიხარულს, რომელიც უსამართლო შრომით არის მოპოვებული, რათა არ მოაკლდეთ მარადიულ სიხარულს, და არ ზღოთ ამ სიმდიდრის გამო გლოვითა და ტანჯვით".

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:37 PM

"სიმდიდრის ბოროტად გამოყენება აქცევს სიმდიდრეს ბოროტებად"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:18 PM

"იუდეველებსა და წარმართებს შორის, კაცსა და ქალს შორის, ღარიბსა და მდიდარს შორის განსხვავება არ არსებობს იქ, სადაც ყურადღება ექცევა არა სახეებს, არამედ საქმეებს".

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:52 PM

"სიმდიდრე კი არ არის უბედურება, არამედ მასზე დაიმედება და მისკენ სწრაფვა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 06:11 PM

"ოქრო-ვერცხლის მოხვეჭელი და მისი მოიმედე იმ ჭეშმარიტების ურწმუნოებას ავლენს, რომ მასზე ღმერთი ზრუნავს"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 07:42 PM

"გახსოვდეს მარადიულობა და ამქვეყნად არაფერს მოისურვებ"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:41 PM

"მწამს, რომ ღმერთი მომეხმარება", - ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან, ცდილობენ ფული დააგროვონ, რომ არანაირი უკმარისობა არ განიცადონ. ასეთი ადამიანები ღმერთს დასცინიან, რადგან სიტყვით მისი იმედი აქვთ, საქმით კი - ფულის".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2021, 05:24 PM

"ამაქვეყნის ძენი ბრწყინვალე და მდიდრულ სახლებს იშენებენ იმ იმედით, რომ წყნარად და სასიამოვნოდ იცხოვრებენ მათში. შენ კი მთელი დრეობითი ცხოვრება სულიერ, სათნოებათა სახლის მშენებლობას მოახმარე, რომელიც სამარადისო განსვენებას მოგიტანს წარუვალ ქვეყანაში, ზეციერი ღმერთის ქალაქში"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 06:27 PM

"ვინც კეთილდღეობის ჟამს გაღატაკებას ელის, მას სიღატაკე მალე არ ეწვევა; რაც არ გინდა თავსგადაუხდელად შეიგნო, მას კარგად გაიგებ საკუთარი გამოცდილებით. ასე რომ, როცა მდიდარი ხარ, გაღარიბების მოლოდინი გქონდეს, როცა განცხრომაში ხარ, შიმშილს ელოდე, როდესაც დიდებით ხარ მოსილი, შერცხვენისთვის მოემზადე, ჯანმრთელობით როცა ტკბები, ავადმყოფობის მოლოდინი იქონიე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 07:46 PM

"მდიდარს იმდენად ის კი არ ახარებს, რაც ხელში უჭირავს, რამდენადაც ის ამწუხრებს, რაც ჯერ არა აქვს და რაც, მისი აზრით, აკლია. ამიტომ მის სულს ყოველთვის საზრუნავი თრგუნავს, რადგან მეტსა და მეტს ითხოვს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:29 PM

"ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე მისთვის გულს იხშობს, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? როდის რჩება გულში ღვთის სიყვარული? - მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ღიაა ყველა ძმისათვის"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 05:48 PM

"ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:29 PM

"თუკი მდიდრები დაინახავენ, რომ სიმდიდრე წარმავალია და რომ ღვთის იმედი ყველა სიმდიდრეზე მეტია, თუკი დაინახავენ, რომ იმავე სიმდიდრის მიზეზიც ღმერთია, მაშინ დამდაბლდებიან".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:33 PM

"ფული იმისთვის კი არ გვეძლევა, რომ მიწაში ჩავმარხოთ, არამედ იმისათვის, რომ სხვებს გავუნაწილოთ. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ დაფლულს დატოვებდა. თუკი ვინახავთ, ე.ი. ფული ბატონოს ჩვენზე. თუ გინდა ფულის გამრავლება, ამისთვის საუკეთესო საშუალება მისი ხარჯვა და დარიგებაა. არ არსებობს მოგება ხარჯვის გარეშე ან სიმდიდრე - გასავლის გარეშე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:42 PM

"ისე მოიპოვე, თითქოს არანაირი საჭიროება არ გქონდეს; ისე დაკარგე, თითქოს ზედმეტს აძლევდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 11:40 AM

"ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 09:51 PM

"მცირედზე კმაყოფილებით ცხოვრება ნიშნავს ჭეშმარიტად მდიდარი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:05 PM

"ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს ეძებს და იმარაგებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:02 PM

"რაც ნაკლები გვსურს, მით უფრო მეტს ვფლობთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:21 PM

"ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:41 PM

"ჩიტი მაშინაც დიდებით უგალობს შემოქმედს, როცა არც ბუდე აქვს და არც საკვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 05:16 PM

"ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 03:51 PM

"ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

"ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ დაკარგვა არ შეგიძლია"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:08 PM

"ხშირად შეახსენე თავს, რომ მცირედი ხნის შემდეგ ან სიმდიდრე დაგტოვებს, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:54 PM

"რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:41 PM

"თუმცაღა უკიდურესად მიდრეკილი ხარ სიმდიდრისადმი, იგი დიდხანს არ გაჩერდება შენთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 05:36 PM

"ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 09:41 PM

"ვერცხლისმოყვარე შეპყრობილია საზრუნავებით, როგორც ტყვე - ჯაჭვებით"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:29 PM

"ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებს უპირატესობას; ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 05:50 PM

"თუ სიმდიდრის იმედი გაქვს, რისი სასოება გექნება შენი ცხოვრების უკანასკნელ საათში?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:03 PM

"ერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებს, სხვა თუმც ღარიბია, მაგრამ - მხიარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:30 PM

"თითქმის ყველა მდიდარი ან თავად არის უსამართლო ადამიანი, ან - უსამართლოს ნაშიერია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:46 PM

"მოექეცი მიწიერ სიმდიდრეს ისე, როგორც სტუმარს, რომელიც პატიოსნად უნდა მიიღო და პატიოსნად გააცილო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:30 PM

"თავს ნუ ჩათვლი იმის მფლობელად, რის წაღებასაც სიკვდილის შემდეგ, ვერაფრით მოახერხებ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:09 PM

"კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:17 PM

"ის კი არაა მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც კარგად სარგებლობს იმით, რაც აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 06:21 PM

"სიმდიდრის ქონა სულაც არ ნიშნავს სიმშვიდესა და კმაყოფილებას და იმას, რომ აღარაფერი გინდოდეს. "შენ მწუხარებ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - როდესაც მდიდარს ხედავ, ის კი თავისზე მდიდრის დანახვაზე შენზე მეტად წუხს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:38 PM

"ვაჭრობაში სასწორად ყოველთვის სინდისი გამოიყენე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:03 PM

"როგორც შეუძლია, ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე, ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 06:23 PM

"ვერცხლისმოყვარენი ნამდვილად უბედური ხალხია ამ და იმქვეყნიურ მომავალ ცხოვრებაშიც. აქ ისინი გაუთავებელ საზრუნავში, შრომასა და წუხილში იმყოფებიან, იქ კი უნდა ითმინონ საუკუნო სატანჯველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 07:24 PM

"პირველ მდიდარს, ისევე, როგორც უკანასკნელ ღატაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები - კეთილნი და ბოროტნი მიჰყვებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 07:05 PM

"უფალმა იმიტომ მოგცა სიმდიდრე, რომ მისით ზეცა იყიდო"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2021, 05:58 PM

"კეთილდღეობაც შეიძლება უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება - კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2021, 01:20 PM

"ნუ მოისურვებ სიკეთეებს, რომელთაც ოდესმე ვეღარ მოიხმარ, მუდმივად ფლობას კი ვერ შეძლებ!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 03:38 PM

"მაცხოვრის მცნება არამომხვეჭელობის შესახებ ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ - ღარიბებსაც, იმიტომ, რომ შესაძლოა გლახაკის გულიც იმდენად იყოს მიდრეკილი ერთ მანეთთან, როგორც მდიდრისა - მთელ ათასთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:15 PM

"თუნდაც მთლიანად მოიპოვო სამყარო, მაინც საფლავში მოთავსდები, სადაც ვერ განარჩევ მეფეს მათხოვრისგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 05:00 PM

"ძვირფასი ქვის მაძიებელი დაუღალავად მისდევს ბრწყინვალე მეტეორს, ვიდრე საფლავის ქვის ქვეშ არ დამშვიდდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 05:08 PM

"ძუნწი აგროვებს, სხვები კი შეგროვებულს გამოიყენებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 05:29 PM

"ვერცხლისმოყვარისთვის სიმდიდრე იგივეა, რაც უგუნურისათვის - ხმალი!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 12:08 PM

"არა მარტო ღარიბები არიან ღარიბები, არიან მდიდარი ღარიბებიც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 07:19 PM

"ფუფუნებაში მცხოვრები მდიდრები ღარიბებზე ღატაკნი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:06 PM

"ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს; ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 09:59 PM

"იბატონე სიმდიდრეზე, მას კი არ მისცე ნება, გმართოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:14 PM

"სად გაქრა შენი ქონება?" - ჰკითხა ერთხელ მეფემ თავის დიდებულ შერემეტიევს. - "ღატაკთა ხელით მე იგი მამაზეციერთან წარვავლინე", - უპასუხა მან. - აი, საუკეთესო გამოყენება სიმდიდრისა - ღირსეული ჭეშმარიტი ქრისტიანისა და დიდებულესათვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:36 PM

"გამდიდრება გსურს? დაუმეგობრდი უფალს და ყველაზე მდიდარი გახდები"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 09:45 PM

"კარგია სიყვარულითა და სიმშვიდით გამდიდრება"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 01:38 PM

"ყველაზე მეტად რწმენის სიმდიდრეზე ვიზრუნოთ, ძმანო, მდიდრებო და ღარიბებო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 07:15 PM

"ყველა მდიდარი კი არ დაიღუპება, შესაბამისად - ვერც ყველა ღარიბი ცხონდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:05 PM

"შეიძლება, ბევრი არ გქონდეს, მაგრამ ბევრისკენ იყო მიდრეკილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:21 PM

"დიდი სიკეთის ღირსი ისაა, ვინც თავს იმის უღირსად მიიჩნევს, რაც აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:39 PM

"რა სარგებელია გქონდეს ნივთებით სავსე სკივრები და სული მცონარებდეს (სათნოებათაგან)?!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 03:49 PM

"მარტო ის კი არ არის ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უყოფს უქონელს, არამედ ისიც, ვისაც, თუმცა არ აქვს ზედმეტი, მაგრამ გაუმაძღრად უნდა იგი და მუდამ ამაზე ფიქრობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 07:13 PM

"ანგარებიანის ხელები ძუნწადაა გამოწვდილი, რათა დაიპყროს მარჯვნიდან და მარცხნიდან, მართებული მოპოვებით და უმართებულო მიმტაცებლობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:00 PM

"შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:28 PM

"სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:33 PM

"სიღარიბე არასწორად მოპოვებულ სიმდიდრეზე უმჯობესია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 03:55 PM

"სჯობს დაკარგო, ვიდრე სამარცხვინო გზით მოიპოვო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:24 PM

"ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:21 PM

"სჯობს ითხოვო, ვიდრე მიიტაცო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 01:47 PM

"ღარიბია ის, ვისაც სიმდიდრე აქვს, და უმეტესიც ვერ აძღობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 02:05 PM

"მავანი მდიდარია ფულით, სულით კი ღარიბია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 06:56 PM

"მდიდრებს ღარიბთა ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 08:14 PM

"ზედმეტად ნუ გამედევნები სიმდიდრეს: რაც არ უნდა მდიდარი იყო, ყველაფერი არ გექნება, და არც - იმის ნახევარი, რაც გსურს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 10:27 PM

"სიღარიბის გარეშე სიმდიდრეც უსარგებლოა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 02:42 PM

"როდესაც მდიდარი გარდაიცვლება, არაფერს წაიღებს თან. მას მიაქვს თან მხოლოდ თავისი სიკეთე - მთხოვნელებს რაც დაურიგა"

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 02:56 PM

"ძუნწს ერთ სიტყვა აქვს დაზეპირებული: "არ მაქვს, არ მოგცემ, რადგან თავად ღარიბი ვარ". ნამდვილად, შენ ღარიბი ხარ და ყველა სიკეთით გაღატაკებული, გლახაკი ხარ სიყვარულით, გლახაკი ხარ კაცთმოყვარეობით, გლახაკი ხარ ღვთის რწმენით, გლახაკი ხარ მარადიული სასოებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 03:52 PM

"სიმდიდრე მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ჩვენი საკუთრება, როდესაც მას ღატაკებს დავურიგებთ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:03 PM

"ძუნწმა მონეტის გამოჭედვა და ნამდვილი მონეტის ყალბისგან განსხვავება იცის, მაგრამ იგი სრულიად ვერ შეიცნობს ძმის გაჭირვებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:28 PM

"ბევრის მქონეს ხშირად არ აქვს ის, რაც შენ გაქვს, თუნდაც უმცირესი იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 07:44 PM

"ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:12 PM

"თუ იმედოვნებ, მარადიულობა მოიპოვო, მაშინ რად გსურს ამდენი წარმავალი რამ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 05:02 PM

"ამბა ისაიას ჰკითხეს: "რა არის ვერცხლისმოყვარეობა?" მან უპასუხა: "ღვთისადმი უნდობლობა იმაში, რომ იგი ზრუნავს შენზე, ღვთის აღთქმების უსასოობა და დამღუპველი სიამოვნებების სიყვარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:51 PM

"ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ შეუძლია უყვარდეს ახლობელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 09:42 AM

"სალესი ქვით შეიძლება გაიგო ოქროს ხარისხი, ხოლო ოქროთი - ადამიანის ხარისხი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 08:31 PM

"ყველა კითხულობს: მდიდარია თუ არა ესა თუ ეს? თითქმის არავინ კითხულობს: კეთილი და ჭკვიანი თუ არის იგი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 09:46 PM

"მდიდარი ხარ; ამის წინააღმდეგი არ ვარ: ძუნწი ხარ, - აი, რისთვის გკიცხავ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 10:12 PM

"მდიდარი ძუნწი მსგავსია ზუსტად იმ ცხოველისა, რომელიც უსარგებლოა თავისი ცხოვრების მანძილზე და სასარგებლო ხდება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 10:27 PM

"მიიჩნიე სიმდიდრე სხვა არაფრად, თუ არა - ეკლად, რომელიც ერჭობა და ასისხლიანებს მას, ვინც მას ხელს მოჰკიდებს"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:02 PM

"სიმდიდრე ბიწიერთათვის წინააღმდეგობაა, კეთილთათვის კი - სათნოებებში შემწე!"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:16 PM

"ნუ შეგშურდება მდიდრისა და ნუ წუხხარ, რომ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი. "ოქროს მდინარესაც მოჰყვება მწარე ცრემლები", - თქვა ერთმა პოეტმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 07:18 PM

"ოქრო ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც ჩიტებისთვის - კაკანათი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:27 PM

"როგორც ესავმა გაყიდა პირველობა საჭმელზე, ასევე მრავალნი ქრისტეს მიერ აღთქმულ სასუფეველს დროებით საგანძურზე ჰყიდიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:59 PM

"ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:17 PM

"ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაიანახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:39 PM

"მხოლოდ მდიდრები კი არ მხიარულობენ და ღარიბებს სიამოვნებანი აკლიათ. ისინიც მხიარულობენ და როგორც ჩანს, უფრო ხშირად და სრულად, ვიდრე - მდიდრები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 07:57 PM

"ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან ვსვამ თუ თიხისა", - თქვა ერთმა ბრძენმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2021, 08:41 PM

"როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად, ასევე მრავალი ადამიანი ქრისტეს მადლს ხრწნად სიმდიდრეზე ჰყიდის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 03:54 PM

"ვიდრე ძუნწი ცოცხალია, არაფერს კარგს არ აკეთებს; მხოლოდ მაშინაა მისგან სიკეთე, როდესაც მოკვდება. მისი სიმდიდრე, რომელიც მანამდე ტუსაღი იყო, სინათლეზე გამოდის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 04:09 PM

"რამდენადაც მძიმეა ძუნწის სკივრი, იმდენად მსუბუქია მისი მემკივდრეების მწუხარება".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)