სულიერი მოძღვრის შეცვლის შესახებ, რატომ ან რისთვის ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულიერი მოძღვრის შეცვლის შესახებ, რატომ ან რისთვის ? |
დეკ. ირაკლი |
Oct 9 2008, 10:27 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
.....
|
leluka |
Oct 9 2008, 10:36 PM
პოსტი
#2
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ციტატა სულიერი მოძღვრის შეცვლის შესახებ, რატომ ან რისთვის ? ამბობენ არ შეიძლებაო? ამის გამო ვერავისთან ვერ მივდივარ, მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგი ასეთი ზოგი ისეთი, შეიძლება ერთისგან ვერ მიიღო ის რასაც მიიღებ მეორისგან, არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ იპოვო ისეთი მოძღვარი...რომელიც კარგად გაგიგებს და დაგარიგებს ხდება ისეც რომ იცვლიან რადგან ერიდებათ თქმა, მაინც ვერ იხსნებიან აღსარების დროს და ასე ფიქრობენ რომ მერე სხვასთან ... არ ვიცი ესე თუ შეიძლება მაგრამ დაუშვებელიც არ უნდა იყოს, ბუნებრივად მიმაჩნია, მაგრამ თუ ისეთია მოძღვარი არც უნდა გაგიჭირდეს ბოლომდე აღსარდე -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
neo |
Oct 10 2008, 09:57 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ვფიქრობ თუ გადის დრო და ატყობ რომ წინ ვერარ მიდიხარ, გაიჭედე სულიერი განვიტარების რომელიღაც საფეხურზე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეცვალო და ეს ცვლილება სავსებით დასაშვებია რომ მოძღვარსაც შეეხოს...თუმცა უკიდურეს შემთხვევაში...
იყო ესეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემს ეკლესიაში ორი მღვდელი იყო, ერთი ჩემი მოძღვარი, ეკლესიური ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ქლბათ ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მეორე მღვდლის ქადაგებებიდან უფრო ბევრს ვიღებდი ვიდრე საკუთარი მოძღვრისაგან... თუმცა საზოგადოდ მრევლში სხვანაირი შეხედულება იყო... მერე როცა ერთ ცოდვაში გავიჭედე და ვერ ვთავისუფლდებოდი გადავწყვიტე რომ შემცველა... თუმცა არ ვიცი რომგორ მოხდა, გახსნა მივიღე და აღარ შევიცვალე... მოძღვრის შეცვლის სხვა მარტივი მიზეზებიც არსებობს, მე ჩემი მოვკევი... სხვაც მინახავს მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია აღნიშვნა მნიშვნელოვანი -------------------- www.cordesign.ge
|
kato_Bato |
Oct 10 2008, 10:14 AM
პოსტი
#4
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ერთადერთ დასაშვებ მიზეზად მიმაჩნია მოძღვრის მოუცლელობა.
თუმცა ხანდახან მრევლი მოუცლელობას იმაში ურევს, რომ მოძღვარი თურმე არ ჩაეკითხა "ესეც ხომ არ გიქნიაო" მაინც ამ პრობლემას მასთან გაუხსნელობა ქმნის, ჩემი აზრით. თუ შენ იმდენად ახლოს ხარ და გულწრფელი შენს სულიერ მამასთან, რომ გულში გაფიქრებულსაც ეუბნები და იმ ცოდვებსაც რომლის გახსენებისაც გეშინია, მაშინ იმასაც ეტყვი, რისთვის განიკითხავ გულში და რისთვის გინდა მისგან გათავისუფლდე. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Oct 10 2008, 10:43 AM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ჩემს ახლობლობაში ყოფილა შემთხვევები (არა ერთი), როცა ადამიანი დაუახლოვდა სხვა მოძღვარს არა იმ მიზნით, რომ მისი სულიერი შვილი გამხდარიყო, უბრალოდ ოჯახური, ან სხვა რამე გარემო პირობებიდან გამომდინარე, ხშირად უწევდა მასთან შეხვედრა. მერე როგორღაც შეეჩვია მას, უფრო ახლოს იყო, ვიდრე საკუთარ მოძღვართან, შეეჩვია, რომ მისთვის გადაეშალა გული, მიეღო რჩევები... და ასე ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი გახდა ფაქტობრივად მისი სულიერი მოძღვარი.
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
k@the |
Oct 10 2008, 12:59 PM
პოსტი
#6
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
დამლოცეთ მამა ირაკლი,
მიზეზი შეიძლება იყოს ასევე სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ანუ მანძილი, რის გამოც ვეღარ ახერხებ შენს მოძღვართან საუბარს. კიდევ ერთი კითხვა მაქვს მამაო, როდის ხდება რომელიმე მღვდელი ადამიანის სულიერი მოძღვარი? როდის თვლის მღვდელი, რომ მასთან მოსული ადამიანი მისი სულიერი შვილია? ხშირად ადამიანი მიდის ეკლესიაში პირველად, მივა მღვდელთან და ''მინდა ჩემი სულიერი მოძღვარი გახდეთო ეუბნება'', არ ვიცი ეგ რამდენად სწორია. ან ის რომ, პირველად ვისაც აღსარებას ჩააბარებ, ის იყოს შენი სულიერი მოძღვარი. ალბათ უნდა ეძიებდე ადამიანი, ახლომახლო ეკლესიებში წირვებს ესწრებოდე, ისმენდე ქადაგებებს და ასე გადაწყვიტო რომელი მღვდელი წარმოგიდგენია სულიერ მოძღვრად. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანუდოსელი |
Oct 10 2008, 01:08 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ან ის რომ, პირველად ვისაც აღსარებას ჩააბარებ, ის იყოს შენი სულიერი მოძღვარი. ჩემთან საერთოდ აბსურდული სიტუაცია იყო, ერთ მოძღვართან მივედი აღსარების სათქმელად ჩემი მოძღვრის მოუცლელობის გამო, ესეც ავუხსენი რომ მოძღვარს ამ ეტაპზე არ სცალიათქო... მივედი და ძალიან მალე წავედი იტალიაში 3 წლით რომ ჩამოვედი დამხვდა ის სასულიერო პირი ცხვირჩამოშვებული, მეთქი რა ეტაკა და ერთხელაც ვერ მოითმინა და მითხრა: იტალიაში რომ წახვედი კურთხევა არ უნდა აიღო ჩემგანო? მეთქი მამმა მია, მადონნა, მე მოძღვრისგან ავიღე და თქვენგან რატომ უნდა ამეღო ასე სავალდებულოდთქო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
likka |
Oct 10 2008, 01:12 PM
პოსტი
#8
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
არ ვიცი, შეცვლა არ ქვია ამას ალბათ, მაგრამ რასაც ჰქვია სულიერი მოძღვარი ჩემთვის გახდა მამა ანდრია (ჩვენი ფორუმელი)... არაფერი ამდაგვარ არასდროს არ მიმიღია საკუთარი მოძღვრისგან. არც განკითხვით ვამბობ, არც წყენით, უბრალდო ფაქტია რა. და დავეთანმხები k@the-ს. რომ ასე ბავშვობაში რომ გარემოებებიდან გამომდინარე მიხვალ და ეტყვი - "მამაო, მინდა ჩემი სულიერი მოზღვარი გახდეთო", ხშირად და ძალიან ხშირად არ ამართლებს (მგონი)... ეს იგივე, როცა გყავს მეგობარი, სისხლით და ხორცით შეზრდილი, აი ბავშვობიდან, ლამის აკვნიდან ერთად რომ მოდიხართ, აღმოაჩენ რომ ვერ უგებთ ერთმანეთს და ორივე წვალობთ, მაგრამ მიანც რომ ებღაუჭებით ერთმანეთს, და იმ მცნებას ჯერ კიდევ მეგობრობა რომ ჰქვია....და არსებობს კიდე, უკვე არჩეული, შერჩეული და დანახული მეგობარი - სულიერი მეგობარი... ეს ორი სხვადსასხვა რამეა, და როგორც პირველი მეგობრობის შემთხვევაში იტანჯება ადამიანი, ისევეა მოძღვართანც, რომელსაც ბოლომდე ვერ ეხსნება, და იმასავ ვერ იღებს რაც სჭირდება...
მე ორივე გამოვცადე, მეგობრის დაკარგვაც და სულიერი მოზღვრის აღმოჩენაც... მთავარია, როგორც მამა ანდრიამ მითხრა - არა მოძღვრის შეცვლა, არამედ "რწმენის მარცვალ-მარცვალ შეგროვება" - თავისი წილი მადლი ყველა მოძღვარს აქვს რავიცი -------------------- ეჰ...
|
leluka |
Oct 10 2008, 01:36 PM
პოსტი
#9
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
likka
ციტატა არ ვიცი, შეცვლა არ ქვია ამას ალბათ, მაგრამ რასაც ჰქვია სულიერი მოძღვარი ჩემთვის გახდა მამა ანდრია (ჩვენი ფორუმელი)... არაფერი ამდაგვარ არასდროს არ მიმიღია საკუთარი მოძღვრისგან. არც განკითხვით ვამბობ, არც წყენით, უბრალდო ფაქტია რა. და დავეთანმხები k@the-ს. რომ ასე ბავშვობაში რომ გარემოებებიდან გამომდინარე მიხვალ და ეტყვი - "მამაო, მინდა ჩემი სულიერი მოზღვარი გახდეთო", ხშირად და ძალიან ხშირად არ ამართლებს (მგონი)... ეს იგივე, როცა გყავს მეგობარი, სისხლით და ხორცით შეზრდილი, აი ბავშვობიდან, ლამის აკვნიდან ერთად რომ მოდიხართ, აღმოაჩენ რომ ვერ უგებთ ერთმანეთს და ორივე წვალობთ, მაგრამ მიანც რომ ებღაუჭებით ერთმანეთს, და იმ მცნებას ჯერ კიდევ მეგობრობა რომ ჰქვია....და არსებობს კიდე, უკვე არჩეული, შერჩეული და დანახული მეგობარი - სულიერი მეგობარი... ეს ორი სხვადსასხვა რამეა, და როგორც პირველი მეგობრობის შემთხვევაში იტანჯება ადამიანი, ისევეა მოძღვართანც, რომელსაც ბოლომდე ვერ ეხსნება, და იმასავ ვერ იღებს რაც სჭირდება...მე ორივე გამოვცადე, მეგობრის დაკარგვაც და სულიერი მოზღვრის აღმოჩენაც...მთავარია, როგორც მამა ანდრიამ მითხრა - არა მოძღვრის შეცვლა, არამედ "რწმენის მარცვალ-მარცვალ შეგროვება" - თავისი წილი მადლი ყველა მოძღვარს აქვს რავიცი აუ ლიკაააა, ჩემი მეორე მე ხომ არ ხარ -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
mariami-k |
Oct 10 2008, 01:41 PM
პოსტი
#10
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
სულიერი მოძღვრის შეცვლის საკითხს მე ცოტა სიფრთხილით ვეკიდები. მე პირადად როცა მონასტერში ყოფნის დროს სხვისთვის ჩამიბარებია აღსარება, ზოგჯერ გამჩენია მოძღვრის შეცვლის სურვილი, მაგრამ როცა კარგად დავფიქრებულვარ მივმხვდარვარ, რომ პრობლება ჩემში ყოფილა. ზოგ შემთხვევაში იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივდივართ ხშირად ჩვენს მოძღვრებთან, ან მივდივართ აღსარებაზე წირვისა და ლოცვის პერიოდში, როცა მოძღვარს დრო არ აქვს სასაუბროდ. ამიტომ აღსარებიდან რომ გამოვდივართ გვიჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, გრძნობა იმისა, რომ ბოლომდე ვერ გავიხსენით. ხოლო როცა სხვა მოძღვართან მოგვიწევს აღსარების ჩაბარება და იმ პერიოდში იმ მოძღვარს სცალია და რაღაცას დაგვარიგებ და გვესაუბრება, ჩვენ უფრო მეტად ვიხსნებით და გვგონია რომ ჩვენი მოძღვარი ისეთი არ არის როგორც ეს და სწორედ აქედან ჩნდება მოძღვრის შეცვლის სურვილი უმეტეს შემთხვევაში. თUმცა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე რომ პრობლება ჩვენშია, ჩვენს უყურადღებობაში და მოუცლელობაში.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
nino_ni |
Oct 10 2008, 01:42 PM
პოსტი
#11
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
მე როგორც ვიცი დასაშვებია მოძღვრის შეცვლა. თუ ადამიანი ვერ იღებს სულიერ საზრდოს მამაოსთან ჯობს სხვა მამაოსთან მივიდეს.....
თუმცა მე პირადად ამაზე არასდროს არ მიფიქრია...მიზეზი ალბათ ის არის რომ ჩემი მამაო იმდენად მიყვარს (და მიყვარს სწორედ იმიტომ რომ "ჩემს გულში ზის" და აშკარად არ მაძლევს საშუალებას რომ უფალს დავშორდე),რომ მისგან წასვლა და მოძღვრის შეცვლა ჩემთვის წარმოუდგენელია პ.ს. ჩემი მამაო არის სოლოლაკში მდებარე ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია) ეს ისე ცნობისთვის -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
likka |
Oct 10 2008, 01:53 PM
პოსტი
#12
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
leluka
ციტატა აუ ლიკაააა, ჩემი მეორე მე ხომ არ ხარ მამა ანდრია RULES mariami-k ციტატა როცა კარგად დავფიქრებულვარ მივმხვდარვარ, რომ პრობლება ჩემში ყოფილა. ზოგ შემთხვევაში იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივდივართ ხშირად ჩვენს მოძღვრებთან, ან მივდივართ აღსარებაზე წირვისა და ლოცვის პერიოდში, როცა მოძღვარს დრო არ აქვს სასაუბროდ. ეგრეა, მართალი ხარ -------------------- ეჰ...
|
mariami-k |
Oct 10 2008, 01:56 PM
პოსტი
#13
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
likka
leluka მეთანხმებით. მამა ანდრია არაჩვეულებრივი მოძღვარია. მეც ხშირად დამხმარებია. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
leluka |
Oct 10 2008, 03:52 PM
პოსტი
#14
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
likka
ციტატა მამა ანდრია RULES იეს ძალიან მიყვარს :წუბ: ციტატა მამა ანდრია არაჩვეულებრივი მოძღვარია ძალიან ძალიან ძალიან ადამიანი -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
guest |
Oct 10 2008, 04:44 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მამა ზაქარია იყო ჩემი მოძღვარი საქართველოში (ახლა კვიპროსშია თუ არ ვცდები), სანამ სულ წამოვიდოდი სამშობლოდან, მანამდეც დიდი ხნით მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და მან თვითონ დამარიგა, რომ იქ მენახა მართლმადიდებელი მოძღვარი. მას მერე ჩემი სულიერი მამა არის სერბი მამა მარკო (ბევრი ქართველის მოძღვარია მარკო ასევე).
რომელმაც ჩემი აქ ყოფნა გადამატანინა . ალბათ ძალიან გამიმართლა რომ მას შევხვდი, ასევე დაახლოვდნენ ის და მამა ზაქარია შემდგომში. ძალიან მოხარული ვარ ამ მხრივ |
ოიგიუს მინიმუს |
Oct 10 2008, 06:37 PM
პოსტი
#16
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 |
ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა იცვლიდეს ყოველდღე მოძღვარს, მაგრამ ხშირად ხდება ისე რომ ადამიანი დაკომპლექსებულია რომელიმე კონკრეტულ მოძღვართან და დიდი ხნის განმავლობაში ვერ აბარებს მას აღსარებას... (სხვადასხვა მიზეზების გამო) ამიტომ ვფიქრობ რომ ადამიანის დაშორებას ეკლესიასთან, აჯობებს კურთხევა აიღოს და აღსარება ჩააბაროს სხვა მოძღვარს.
მადლობა ღმერთს და ჩემ მოძღვარს რომ ჩემსა და მას შორის არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვავა რომ მე მეფიქროს სხვა მოძღვართან გადასვლაზე... მე მას უკვე თითქმის სამი წელია ვაბარებ აღსარებას და ვმსახურობ მასთან და ვერ წარმომიდგენია რომ ჩემ მოძღვარს ოდესმე დავშორდე. -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
Misha Songulashvili |
Oct 10 2008, 08:19 PM
პოსტი
#17
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ეე, ჩემ ცოდვებს რომ მოისმენ მოძღვარი თვითონ გამოცვლის თავის თავს
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
guest |
Oct 10 2008, 08:24 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Misha Songulashvili
ციტატა ეე, ჩემ ცოდვებს რომ მოისმენ მოძღვარი თვითონ გამოცვლის თავის თავს sad.gif კაი მიშა, ჩემი თუ არ იცვლის, ე.ი. შენიც გაუძლებს არ დამიწყო ახლა კონკურენცია |
Misha Songulashvili |
Oct 10 2008, 08:46 PM
პოსტი
#19
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
staywhite
ციტატა კაი მიშა, ჩემი თუ არ იცვლის, ე.ი. შენიც გაუძლებს არ დამიწყო ახლა კონკურენცია რას მეუბნები ნანა რომ თქვენ ჩემზე ცუდი ხართ? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
guest |
Oct 10 2008, 08:54 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Misha Songulashvili
ციტატა რას მეუბნები ნანა რომ თქვენ ჩემზე ცუდი ხართ? არ იცოდი თუ ? მე ყველაზე ცუდი ვარ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 11:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი