IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 106 107 108 109 110 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 19 2018, 10:32 AM
პოსტი #2141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- დედაო, უძღები შვილი ყველა ადამიანის რეალური სახეა?

- უძღები შვილი მართლაც ყოველი ადამიანის სახეა, განსაკუთრებით კი მონაზვნისა. მონაზვნობა უძღები შვილის მამის წიაღში დაბრუნებაა, აღკვეცისას იგალობება ტროპარი: "წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესრეთ უძღებებით წარვაგე ცხოვრება ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ-ვარ კაცთმოყვარებისა შენისასა, მაცხოვარ. დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ, უფალო, სინანულით გიღაღადებ: ვცოდე, მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენსა". შეიძლება ითქვას, რომ ამ ტროპარში მონაზვნის სამოქმედო პროგრამაა მოცემული.

დღეს მონასტერში კაცი მრავალნაირმა მიზეზმა შეიძლება მიიყვანოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უმთავრესად მიუთითებს ცოდვისგან გაქცევისა და საკუთარი უძლურების გამო საცდურთაგან განშორების სურვილზე. უძღები შვილის მამასთან დაბრუნების მიზეზიც ცოდვის სიმძიმე და აუტანლობა იყო ("სიყმილი ძლიერი"). გადაწყვეტილების მიღებისთანავე იგი განეშორა "შორსა სოფელსა და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისასა".

მონაზვნობის მსურველთა პირველი ნაბიჯიც განშორებაა სოფლისგან: "ყოველთა, რომელთა ნებავს მონაზვნობა, ყოველნიმცა საქმე სოფლისა დაუტევებიეს და ყოველივემცა შეურაცხ-უყოფიეს, ყოველივემცა უარუყოფიეს, მორავიდოდინ მონაზვნობად, რათა კეთილი საფუძველი დადვან" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). და კიდევ, "სოფლისგან განშორების გარეშე ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს. განშორებას კი ვუწოდებ არა სხეულით გადასახლებას, არამედ ამ სოფლის საქმეებისგან განდგომას. სოფლისგან განშორების სათნოება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი გონება არ დავაკავოთ ამა ქვეყნით" (წმინდა ისააკ ასური).

სწორედ საამისო მზადყოფნას და სურვილს გამოხატავს აღსაკვეცი, როცა აღმკვეცელის შეკითხვაზე, თუ რისთვის მოსულა შევრდომით წმიდასა ამას მსხვერპლის შესაწირავსა და წმიდათა ამათ კრებულსა, პასუხობს: "მნებავს განშორებაი სოფლისგან". აქედან იწყება მონაზვნობა. აქედან დაიწყო უძღები შვილის გადარჩენის გზაც. როგორც მამები ამბობენ, ამ ღრმა შინაგანი განშორების გარეშე მონაზვნობა ძალიან რთულია. მოციქულებიც შეგვაგონებენ: "არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობაი არს ღმრთისა? აწ უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მეტად ღმერთსა აღუდგების" (იაკ. 4,4); "ნუ გიყვარან სოფელი ესე, ნუცა რაი არს სოფლისა ამის. უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მისთანა" (I ინ. 2,15).

უმრწემესმა ძემ არჩევანი გააკეთა მამასა და სოფელს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მონაზვნობის მსურველნიც არჩევანს აკეთებენ სულიერ და ხორციელ ცხოვრებას შორის და მათი პირველი ნაბიჯი, უძღები შვილის მსგავსად, ეს არის განშორება ამქვეყნიურ ამაო სიამეთაგან და მონასტრის ნავსაყუდელში თავდრეკა, მაგრამ მონაზონი ამ მომენტებზე არ ჩერდება, გარეგნული განდგომა შინაგან განშორებად უნდა იქცეს იმდენად, რომ მან უარყოს თავისი თავი და საკუთარი მეც, სძლიოს ყოველგვარ ცხოვრებისეულ მიჯაჭვულობას, ჩაკლას საკუთარი ნება, ეს "ჯოჯოხეთური თესლი", რომელიც კედელივით დგას ღმერთსა და ადამიანს შორის.

ვიდრე მამის წიაღში დაბრუნდებოდა უძღები შვილი, მოეგო თავსა თვისსა, რაც ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა სრულად თავისი დაბეჩავებული მდგომარეობა და სავალალო ყოფა, იგრძნო სიყმილი ძლიერი ანუ მასში ღმერთის არყოფნით გამოწვეული სიცარიელე. იგი შეაძრწუნა ამგვარმა ყოფამ და დაიწყო შემობრუნების პროცესი. როცა გონება საკუთარ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვან ცოდვებს დაინახავს, სწორედ მაშინ იწყება ზრუნვა სულის განათლებასა და გამოჯანსაღებაზეც, - წერს ღირსი პეტრე დამასკელი.

იმ მომენტიდან, როცა ძე მოეგო თავსა თვისსა, დაიწყო მამისკენ სავალი გზა, გზა მძიმე და იწრო, გზა სინანულისა. მონაზვნისთვისაც "სინანული ღმერთთან შერიგებაა ცოდვების შესაბამისი სიკეთის ქმნით. მონაზონი არის მჭმუნვარე სული, ძილსა და ღვიძილში სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით დამწუხრებული" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). სინანული არის ის, რისთვისაც მონაზონია მოწოდებული და მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის, მონაზვნად აყალიბებს. "ვცოდე, მამაო", - ეს სიტყვები ღმერთთან გვარიგებს.

წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "სიმდაბლე და მისგან წარმოშობილი სინანული არის ერთადერთი პირობა, რომლითაც მიიღება ქრისტე! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი ზნეობრივი მდგომარეობა, რომლითაც შესაძლებელია ქრისტეს გზაზე შედგომა და უფალთან შეთვისება! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი მსხვერპლი, რომლითაც გვაზღვევინებს და რომელსაც შეიწირავს ღმერთი ცოდვილი კაცობრიობისაგან".

მონაზვნობის და ზოგადად ადამიანის მიზანი სულიწმინდის მადლით ღმერთთან ერთობის მოპოვებაა, მაგრამ საამისოდ ჯერ აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ თავში მოიხვეჭოს მშვიდობა და სულიერ ძალთა ერთობა და მათი ღმერთის ნების მორჩილებაში მოყვანა. ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და მის ხატად და მსგავსად შექმნილ სულსაც სამი ძალა აქვს: აზროვნება, გრძნობა და ნება. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში სულის ძალთა ერთობა ერთმანეთთან და ღმერთთან მიმართებაში დაირღვა. ისინი ღმრთისაგან განდგნენ: გონება, გული, ღმერთის სიყვარულის ნაცვლად, თავმოყვარეობის ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. ნება, იმის ნაცვლად, რომ ღმერთთან ერთობისა და ურთიერთობისკენ ისწრაფოდეს, ვნებათა სამსახურში დგას.

ვიდრე სულის ეს სამი ძალა არ განიწმინდება, არ განიკურნება და სწორად არ იქნება ორიენტირებული, ადამიანი მიზანს ვერ მიაღწევს ანუ სულიწმინდის მადლს ვერ მოიხვეჭს. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, სამი ძალის ბუნებრივი მდგომარეობა იმაში მკვიდრობს, რომ გონებამ ღმერთი შეიცნოს, სურვილმა მხოლოდ ღმერთი ისურვოს და შეიყვაროს და ნებამ ღმრთის ნება აღასრულოს. "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა".

/დედა ეფემია (ჩირგაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2018, 10:09 AM
პოსტი #2142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კიეველ მოღვაწე პართენს, რომელსაც სურდა გაეგო, რას ნიშნავს მონაზვნის სქემა, ღვთის დედამ აუწყა: - სქემით შემოსილი - ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მლოცველი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2018, 01:18 PM
პოსტი #2143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი კუნძულ სიროსელი გოგონა ცუდ წრეში მოხვდა და ბოლოს სხეულით ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ცოდვების გამო სინანულში ჩავარდა და გადაწყვიტა, თავისი ხორციელი და, ფერისცვალების მონასტრის მონაზონი, მოენახულებინა.

იმედი ჰქონდა, ანუგეშებდა, მაგრამ დამ ხელი ჰკრა, მონასტერში შესვლა აუკრძალა და ზოგიერთი მონაზონი აუმხედრა. მათ სცემეს გოგონას, უყვიროდნენ, - სიკვდილის ღირსი ხარ, ოჯახის შემარცხვენელოო. გოგონა გაიქცა. ტირილით დაუძლურებული, შავ ფიქრებში გახვეული ჩამოჯდა გზის პირას.

ამ დროს გამოჩნდა წმინდა არსენ პაროსელი (+1879) - მონასტერში მიდიოდა. მამა არსენმა მოუსმინა მას, ანუგეშა, დაუბრუნა ღვთის გულმოწყალების იმედი, სავანეში მიიყვანა და მაშინვე შერთო დათა რიცხვს, რათა თავისი ცხონებისთვის ეღვაწა.
მონაზვნები მკაცრად ამხილა: "მე, თქვენი სულიერი მამა, გეუბნებით: თქვენ არც მონაზვნები ხართ, არც ქრისტიანები და არც ადამიანები. უფსკრულის პირას მდგარი ცხვარი რომ დაგენახათ, ალბათ მის გადასარჩენად გაიქცეოდით - ცოცხალი არსებააო. თუ ამდენს ზრუნავთ ცხოველზე, განა არ უნდა იზრუნოთ დაზე, რომელიც უფრო ძვირფასი სულის პატრონია, ვიდრე მთელი სამყარო? ის დაღუპვის პირას იდგა, მოვიდა თქვენთან დახმარების სათხოვნელად, თქვენ კი უფსკრულში გადასაჩეხად ხელი ჰკარით".

მონაზვნებმა საქციელი შეინანეს. ღირსმა მამამ იმ გოგონას და ერთი წლით განაყენა წმინდა ზიარებისაგან, დანარჩენები კი ნახევარი წლით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2018, 11:27 AM
პოსტი #2144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ახალგაზრდას სურვილი აქვს უფლის სამსახურში ჩადგომისა და ამას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ახლავს, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მას. უძველეს ეკლესია-მონასტრებს ხომ ბერ-მონაზვნები უვლიან და იქ აღავლენენ ღვთისმსახურებას. ზოგს ერში მოუწოდებს უფალი სამშობლოს მსახურებისთვის, ზოგს კიდევ ბერში“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2018, 01:38 PM
პოსტი #2145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გლინელი მამები: ეპისკოპოსი ზინობი, სქემიღუმენი სერაფიმე და სქემიღუმენი ანდრონიკე წუხდნენ, რომ ერთ-ერთი ბერი, ხეზე მკვეთელი, მშვიდი და სიმდაბლით გამორჩეული, დაუკავშირდა დედაკაცს, რომელიც კარგა ხანს მის ღვიძლ დად ასაღებდა თავს. ეს უბედურება, მათი თქმით, ბერს ურჩობის და აღსარებაზე ცოდვათა დაფარვის გამო დაემართა.

ერთმა მღვდელმონაზონმა, რომელიც შემთხვევით ესწრებოდა ამ საუბარს, ეპისკოპოსს ჰკითხა: "მეც ხომ იმ ბერივით მორჩილება არა მაქვს, მეუფეო?" მღვდელმთავარმა შეათვალიერა და უთხრა: "არა, შენ რატომღაც ხანდახან მორჩილებ ხოლმეო". მღვდელმონაზონი მიხვდა შეკითხვის უაზრობას და თავისი "მორჩილების" ფასს.

ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა ფ-მ ეს ბერი თანამცხოვრებ ქალზე დააქორწინა. გლინელმა მამებმა არ მოიწონეს იღუმენის საქციელი - ასეთი ქორწინება ღვთისგან არ არის, ცოტათი უკეთესია მრუშობაზე და მას მწუხარებისა და უბედურების გარდა არაფერი მოაქვს. იღუმენმა თვითნებური გადაწყვეტილებით ბერს სინანულისა და უკან დასაბრუნებელი გზა მოუჭრაო.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2018, 10:16 AM
პოსტი #2146


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნიშანდობლივია ის, რომ მონაზვნები თითქმის შემოსილნი იძინებენ, რათა შუაღამისას ზარის დარეკვისთანავე წამოდგნენ და ბეჯითი მასპინძლებივით უფლის შესაგებებელ სამზადისს შეუდგნენ.

მონასტერში ძალიან ადვილია დროის სწორი გამოყენება ტიბიკონის გამო. აქ განსაზღვრულია დრო ლოცვის, მორჩილების, ხელსაქმის, ტრაპეზის, კითხვის, და თუკი დაგვრჩება თავისუფალი წუთები, მაშინ შეგვიძლია ლოცვით შევეწიოთ ჩვენს ირგვლივ განსაცდელში, მწუხარებაში მყოფ ადამიანებს, მოვიხსენიოთ პატიმრობაში მყოფები და მიცვალებულები.

ქრისტიანი, მით უფრო კი მონაზონი, განუწყვეტლად უნდა ლოცულობდეს, მაგრამ რადგანაც ძალიან შორს ვართ სულიერების ამ საზომიდან, ის მაინც შევძლოთ, რომ წუთები, რომლებსაც თავისუფალს ვუწოდებთ, ამაოდ არ დავკარგოთ და მწირი ლოცვით ერთ ადამიანს - ცოცხალს თუ მიცვალებულს ცოტათი მაინც შევეწიოთ, რაც მთავარია, ამით საკუთარი სულიც გადავირჩინოთ იმ ვნებებისგან, რომლებსაც მცონარება წარმოშობს.“

/დედა რუთი (ღლონტი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2018, 11:07 AM
პოსტი #2147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მე ვიყავი მოწამე, რა მკაცრად ისჯებოდნენ, საშინელი სიკვდილითაც კი, იმ საეკლესიო კანონების დამრღვევნი, რომლებიც კრძალავს ერეტიკოსთა და თვითმკვლელთა მოხსენიებას.

სოჭში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გამოირჩეოდა მდაბალი ხასიათით, მცირედის მეტყველებით და ლოცვის სიყვარულით. ის ხშირად ჩამოდიოდა გუდაუთასა და სოხუმში. ქსოვაც შეეძლო და ცდილობდა, ტაძრისთვის რაიმე გაეკეთებინა. მისი სულიერი მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მაგრამ ამ მონაზონს ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც სულიერ მამასაც კი უმალავდა.

მამამისმა, რომელიც მას ძალზე უყვარდა, უცნობი მიზეზების გამო შინ თავი ჩამოიხრჩო. მონაზონმა შვილმა მას დაუსწრებლად წესი აუგო, თუმცა მღვდლისთვის არ უთქვამს, რით მოკვდა მამამისი, თან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა დაიწყო.

მრავალი წლის შემდეგ საშინელი ამბავი მოგვიტანეს - იმ მონაზონს თავი ჩამოეხრჩო. მაგიდაზე იდო მისი გულსაკიდი ჯვარი. თურმე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია. პირველად თოკი გასწყვეტია და უფალს გადაურჩენია, მაგრამ გულიდან ჯვარი მოუხსნია და ხელახლა ჩამოკიდებულა თოკზე. რა საშინელი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა ამ მონაზონს ეშმაკისგან, რომ მას შემდეგ, რაც თოკი გაუწყდა, ღვთის წინაშე შენანების მაგიერ ეშმაკის ნების ასრულება ისურვა!

განსაკუთრებით ჯავრობდა სულიერი შვილის დაღუპვას მამა კონსტანტინე: - რომ მცოდნოდა, მამამისმა თავი მოიკლა, მაშინ უფლის სახელით ავუკრძალავდი მასზე ლოცვას, მაგრამ დამიმალაო.

ღვთის ნების ურჩობამ იგი ეკლესიის ურჩობამდე მიიყვანა და აღსრულდა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხა. არასოდეს მსმენია, ამ მონაზონს კაცთაგან ვინმე განეკითხა, მაგრამ მან თავის სულში ეკლესია განიკითხა, თვითმკვლელთა მიმართ უმოწყალოდ ჩათვალა და მოისურვა, მამა სიცრუის გზით გადაერჩინა. თვითონაც დაიღუპა ამ საბედისწერო ცოდვით.”




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2018, 10:44 AM
პოსტი #2148


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზვნობის ჯვარი მძიმეა, მაგრამ ტკბილიო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2018, 10:23 AM
პოსტი #2149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დროის მაქსიმალურად და კეთილგონივრულ გამოყენებას მონასტერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იქ დადგენილი წესით მიდის ცხოვრება - გარეგნულად თითქოს ერთფეროვანი ჩანს, შინაგანად კი ღრმა და ტევადია. ქრისტიანობა მოქმედი და მოძრავი ცხოვრების წესია. როგორც მამა სერაფიმე როუზი ამბობს, მხოლოდ ღვაწლი ანიჭებს სიცოცხლეს აზრსა და სიცხადეს. შესაბამისად, უმოქმედობა სიკვდილია. თითოეულ დღეს, წუთს გონივრულად და ბეჯითად დახარჯულს თუ მცონარებითა და უდებებით დაკარგულს, შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი ხვედრი მარადიულობაში.”

/დედა ეფემია (ჩირგაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2018, 10:31 AM
პოსტი #2150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“რევოლუციის შემდეგ ბოდბის მონასტრის იღუმენიად ნინო ვაჩნაძე დანიშნეს. მონასტერში რუსი დები ცხოვრობდნენ და უნდობლად შეხვდნენ მას. ეგონათ, იმიტომ დანიშნეს, რომ აქედან გაგვყარონო.

იღუმენია ჰყვებოდა: "მაწუხებდა დების ამგვარი დამოკიდებულება და გადავწყვიტე, მათთვის სიყვარულით მეჯობნა. მონასტრისთვის, როგორც შემეძლო, ისე ვიღვწოდი. მალე დების შიში და უნდობლობა ნდობითა და გულწრფელი სიყვარულით შეიცვალა. ამბობდნენ, შენს გარდა სხვა იღუმენია არ გვინდა, შენი სახით თითქოს იღუმენია იუბენალია (სქემიღუმენია თამარ მარჯანიშვილი) დაბრუნდა მონასტერშიო.

როცა ბოლშევიკებმა ხელისუფლება ჩაიგდეს, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, მონასტერი მაინც დახურეს. კომისარი ჩექმებიანად ხარხარით ჩაწვა ჩემს ლოგინში. მონასტრის დახურვის შემდეგ ის დედები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, თავიანთ იღუმენიად მთვლიდნენ, რჩევისა და კურთხევისთვის მაკითხავდნენ".

მონასტრის დახურვის მერე იღუმენია ნინო ნათესავებმა საცხოვრებლად მიიწვიეს - შენს ოთახში შენი კურთხევის გარეშე ვერავინ შემოვაო, მაგრამ უარი თქვა ერში ცხოვრებაზე და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ანჩისხატის ტაძრის სამრეკლოს პატარა ოთახში დასახლდა. ამ ცივ, ნახევრად ბნელ ოთახში იღუმენიამ მრავალი წელი გაატარა.

როცა ბოდბის ტაძარი გაიხსნა, პატრიარქ ეფრემის კურთხევით, დედა ნინოს ცხედარი ქალაქის სასაფლაოდან ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს განსასვენებლის ახლოს გადაასვენეს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2018, 10:40 AM
პოსტი #2151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პახუმმა გვიამბო, რომ ამ ამბის მერე უეცრად დაბრმავდა. დაწვა საწოლში და მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ როცა წამოდგომა დააპირა, კვლავ ვერაფერი დაინახა. ლოგინში დიდი ხნით ჩაწვა. დასუსტდა, გახდა, ოჯახის წევრებიც ცუდად უვლიდნენ. მაშინ ღმერთს შეჰღაღადა, ჯანმრთელობა დამიბრუნე და მთელი ცხოვრება შენ გემსახურებიო. "ყველაფერს მოგცემ, ღმერთო", - ამბობდა ის, თუმცა მაშინ არ იცოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. ღმერთმა მას ჯანმრთელობა დაუბრუნა.


განკურნების შემდეგ რჩევისთვის მღვდელს მიმართა: "ღმერთმა ჯანმრთელობა დამიბრუნა და არ ვიცი, რა მსხვერპლი უნდა შევწირო". მღვდელმა ურჩია, მონასტრისთვის რაიმე შეეწირა. მან ზეთი და სანთლები იყიდა და ხოპოვის მონასტერში წავიდა. გზა აერია, დიდხანს დახეტიალობდა და ბოლოს ტყიდან რებეტის მონასტრის სიახლოვეს გამოვიდა. მონაზვნებს შესაწირი გადასცა. მათ უთხრეს, სწორედ ზეთი და სანთლები შემოგვაკლდა ამ ბოლო დროსო. მონასტრის წინამძღვარი რუსი იყო.


მცირე ხნის საუბრის შემდეგ წინამძღვარმა სტუმარს უთხრა: "თავს მთლიანად რატომ არ მიუძღვნი ღმერთს, ყველაფერს რატომ არ აძლევო?" სწორედ ის სიტყვები უთხრა, რომელიც სტუმარმა ოდესღაც ღვთისადმი აღთქმად წარმოთქვა! ამ ყველაფერმა ახალგაზრდა ნიკოლას (ასე ერქვა ერისკაცობაში) მონასტერში წასვლა გადააწყვეტინა და მონაზონი შეიქმნა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2018, 11:46 AM
პოსტი #2152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ახალგაზრდა მონოზონი საშინელი სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა უდაბნოში. ვნებათაგან მიმოტაცებულმა ბოლოს გადაწყვიტა, უდაბნო დაეტოვებინა და ერში დაბრუნებულიყო. და აი, გზად სხვა მონოზონი შეხვდა, რომელსაც სთხოვა: ჩანს, ჩვენი შეხვედრა ღვთის ნებაა. მოდი, ძმაო, ვილოცოთ, რომ ღმერთმა ჩემგან სიძვის ეშმა განაგდოს და ერში არ დავბრუნდეო.

არა, ჩემო კეთილო, ეს კი არა, ძალა და მადლი უნდა გამოსთხოვო უფალს, რომ ბრძოლებიდან გამარჯვებული გამოხვიდეო, - ურჩია შემხვედრმა, მაგრამ რადგან თავისას დაჟინებით ითხოვდა, მუხლი მოიყარეს, ლოცვა ჰყვეს უფლისა მიმართ და მონოზონიც განდეგილობის ადგილს დაუბრუნდა.

გამოხდა ხანი და ამ უკანასკნელმა სულ სხვა მოტივით მოიწადინა უდაბნოს დატოვება. და ღვთის განგებულებით ეს ორი მონოზონი ერთმანეთს ისევ შეხვდა.

- გაგიქარწყლდა, ძმაო, სიძვის ბრძოლები? - დაეკითხა ერთი მეორეს.

- კი გამიქარწყლდა, მამაო, მაგრამ სხვა უბედურება მეწია - მოწყენილობაში ჩავვარდი, მარხვაც გამიჭირდა, ლოცვაც და უდაბნოს მიტოვება საბოლოოდ გადავწყვიტე. რადგან ისევ შევხვდით, კვლავაც მოვიდრიკოთ მუხლნი და უფალს ახლა ის შევთხოვოთ, რასაც უწინ მირჩევდიო...

და მართლაც, მამათა ლოცვით განუახლდა სიძვის ბრძოლები და უფლისგან ამ ბრძოლებში მადლი და შემწეობა მიიღო.

მაშ, ვინც არ იბრძვის, ის არც იმარჯვებს, ხოლო ვინც არ იმარჯვებს, მას უფალი არც აჯილდოებს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2018, 10:47 AM
პოსტი #2153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სიძნელეები, განსაცდელები, გულისთქმათა ჯანყი, ეს - ყოველდღიური ხვედრია მონაზვნისა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2018, 11:14 AM
პოსტი #2154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთ განდეგილ მამას სიძვის ეშმაკი ებრძოდა. დიდხანს დაითმენდა ამ სატანჯველს, ბოლოს კი ბოროტმა შეიმეგობრა, გაიქცა და ერთ ღამეს უახლოეს სოფელში დაეცა.

უკან რომ ბრუნდებოდა, ეშმამ მისი საბოლოოდ დაღუპვა განიზრახა და გულში საუბარი უწყო: ათეული წლების ღვაწლი წყალს მიეცი, რაღა ფასი აქვს შენს სინანულს. ადექი, ეგ ბერული ჩოხა გაიხადე, ერში დაბრუნდი, რომ სასუფევლის დამკარგველმა ამქვეყნიური სიამენიც არ დაკარგოო.

მაგრამ ბერი მიუხვდა ხრიკებს და მყის უპასუხა: შევცოდე? მაგრამ შენ ვინ ხარ? უფალს შევცოდე, ღმერთი ჩემი კი მიმტევებელი მამააო. და ამ სიტყვებით დაუბრუნდა სენაკს, დაემხო წმინდა ხატების წინაშე და თავდავიწყებულ სინანულს მიეცა. ამ ყოფაში ჩავარდნილს მესამე დღეს სინათლის ანგელოზი ეჩვენა და აუწყა: მამაო, აწ საკმარისია, ღმერთმა შეგინდო, შეწყვიტე მოთქმაო.

სჯულის კანონის თანახმად, თუ ბერი სიძვის ცოდვით დაეცა, სულ მცირე, 15-წლიანი უზიარებლობით ისჯება. მაგრამ რაოდენი სინანული უნდა ჰქონოდა ამ ბერს, რომ სამდღიანი სინანული აკმარა ღმერთმა...

- რით მივხვდები, რომ ღმერთმა შემინდოო? - დაეკითხა ბერი ანგელოზს.

- ამის ნიშნად დღეიდან საკვირველთმოქმედების მადლი გეძლევაო, - მიიღო პასუხად.

მაშ, უფალმა არათუ შეუნდო დაცემულს, ეს მადლიც უწყალობა.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2018, 10:33 AM
პოსტი #2155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ოლღას მონასტერში სადღესასწაულო წირვის შემდეგ სტუმრებმა დედა ანგელინას გუნდის მშვენიერი გალობისთვის მადლობა გადაუხადეს. განსაკუთრებით მოეწონათ მონაზონი, რომელიც დაბალი კონტრალტოთი (ბასით) გალობდა და ითხოვეს მისი გაცნობა. იღუმენიამ უთხრა, - ჩვენთან ბასია, ისე კოლტის მწყემსიაო. როცა პასუხით ნირწამხდარი სტუმრები წავიდნენ, იღუმენიამ თქვა: - სადაც ხმით იწონებენ თავს, იქ ეშმაკია ჩასაფრებულიო. ასე ასწავლიდა მონაზვნებს სიმდაბლეს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2018, 10:43 AM
პოსტი #2156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნის ათონის ბერმონაზვნობის მშვენება იყო მამა დანიელ კატუნაკელი, მაგრამ მასაც ჰყავდა უძღები შვილები. დანიელის საძმოში ერთი ბერი მიიღეს, მამა დამასკინი, რომელიც დიდი მონდომებით შრომობდა და მორჩილებდა მოძღვარს, ამის გამო მონაზვნის სქემაც კი შემოსეს.

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მოძღვარი მას აღარ ეჩვენებოდა სულიერად გამოცდილად. მოძღვარსა და საძმოს ბევრ ნაკლს, ბევრ არასრულყოფილებას ამჩნევდა. გადაწყვიტა, რაღაც ეღონა. "უკეთესი მოძღვარი უნდა მოვძებნო, უნდა ვიპოვო ჩემი ფიქრებისნაირი მოძღვარიო", - ფიქრობდა.

ამ გულისთქმებით ერთ დილას ყარაყალის მონასტერში გაემგზავრა სახელგანთქმულ მოძღვარ მამა კონდრატესთან. სჯეროდა, რომ ის სულს დაუმშვიდებდა და ღირსეულ მოძღვარს გამოუძებნიდა. ყველაფერს მოუყვა, გარდა იმისა, რომ ის "უღირსი" მოძღვარი მამა დანიელი იყო და მის პასუხს დაელოდა.

ღვთივგანბრძნობილმა მამამ ურჩია, - წადი კატუნაკში დიდ მამა დანიელთან და ის დაგმოძღვრავს. შენ კი მის მორჩილებაში იქნებიო.

მეხივით დაატყდა თავს მამა დამასკინს ეს სიტყვები. დაფიქრდა და კატუნაკში დაბრუბდა. ამ უჩვეულო "დამთხვევამ" გონს მოიყვანა და მას მერე სიმდაბლით და მორჩილებით იყო მოძღვართან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2018, 06:47 PM
პოსტი #2157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მაშინ განმაცვიფრა მონაზონმა ვიტალიმ - მას ადამიანების თითოეული სიტყვისა სჯეროდა. არც ეეჭვებოდა, ეგებ მატყუებენო. ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავდა. წესად ჰქონდა, - ყველას დამორჩილებოდა. იგონებდა: "როცა მწირული ცხოვრება დავიწყე, ერთმა სალოსმა მითხრა: - იყავი ვითარცა ვირი, რომელზეც ყველა ჯდება, ვისაც მოუნდება და იმდენ ხანს ზის, რამდენიც უნდაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2018, 10:59 AM
პოსტი #2158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი პავლე, ყოვლადუბრალო, მოწაფე ანტონი დიდისა, ერთი სავანის ძმობას ესტუმრა. ყველა საღამოს ლოცვისთვის ეკლესიისკენ გაემართა. წმინდა პავლე კარებთან დადგა და უყურებდა, როგორი სულიერი განწყობით შედიოდნენ შიგნით ძმები, რამეთუ მას ჰქონდა ნიჭი დაფარულთმცოდნეობისა.

მიდიოდნენ ძმები მხიარული სახით და გვერდით ასევე სახემცინარი მფარველი ანგელოზნი მიჰყვებოდნენ. მათ შორის იყო ერთი პირმოღუშული ბერი, რომელზეც ბოროტ სულს ხელი ჰქონდა ჩაჭიდული და ტაძრის გარეთ მიათრევდა. იქვე იდგა მისი დამწუხრებული ანგელოზი. შეწუხდა წმინდა პავლეც. მწარედ ატირდა, გულში მჯიღს ირტყამდა და თვალნი უბედური ძმისკენ მიეპყრო.

ჩამთავრდა წირვა, გამოვიდნენ ბერები, ღირსი მამა დაკვირვებით უცქერდა მათ. მოქუფრული ძმა ტაძრიდან მხიარული სახით გამოვიდა, უფლის ანგელოზი ხელიხელჩაკიდებული მოჰყვებოდა, ეშმაკი კი ახლოს ვერ ეკარებოდა.

ღირსმა პავლემ მოიხმო ძმები, მოუთხრო ნანახი, მერე კი იმ ძმას ჰკითხა ასეთი ფერისცვალების მიზეზი. ღირსი მამისგან მხილებულმა უთხრა, რომ ტაძარში შესულს ღვთის სიტყვა მოესმა ესაია წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ცოდვისგან მოქცევას და კეთილის ქმნას მოუწოდებდა.

"ეს რომ გავიგონე, სინდისის მხილება ვიგრძენი და სიღრმით გულისათ ვთქვი: უფალო, რომელი მოხვედ ცოდვილთა ცხონებად, რომელთაგან პირველი მე ვარ, აღმისრულე ეს სასოწარკვეთილს, რომელიც დამპირდი წინასწარმეტყველის პირით: უკეთუ იყვნეს ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო" (ესაია 1,17-18).

ამიერიდან წმინდა გულით გეფიცები, რომ ბოროტებას აღარ ჩავიდენ შენს წინაშე. განვუდგები ყოველგვარ სიბილწეს და წმინდა გულით გემსახურები. უფალო, მიიღე სინანული ჩემი". ამის მერე წმინდა პავლემ ადიდა ღმერთი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2018, 10:47 AM
პოსტი #2159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი პაფნუტი, როგორც სრულყოფილი მონაზონი, თითქმის არასოდეს სვამდა ღვინოს. ერთხელ, მოგზაურობისას, ავაზაკთა ბრბოს გადაეყარა - ღვინოს შეექცეოდნენ. მეთაური იცნობდა პაფნუტის და იცოდა მისი მარხულობაც, მაგრამ მისი დაცინვა გადაწყვიტა. ღვინიანი თასით მიუახლოვდა და უთხრა: ან დალიე, ან მოკვდიო.

წმინდა მამას სიკვდილისა არ ეშინოდა, მაგრამ წარწყმედული ცხოვარის მოძიება არჩია. დაემორჩილა და დალია. მეთაურმა მუხლი მოუდრიკა: "მაპატიე, გაწყენინე, კაცო ღმრთისაო". "მწამს ღვთისა, რომ ამ თასისთვის მოიღებს შენთვის წყალობას მომავალ საუკუნეში", - უთხრა ღირსმა მამამ. მან: მე კიდევ ვპირდები უფალს, ამიერიდან სიავეს აღარ ჩავიდენო და თან გაჰყვა ღირს მამას. მის კვალს მისი ბანდის წევრებიც გაჰყვნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2018, 10:52 AM
პოსტი #2160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთაწმინდელ მონაზონ-კელიოტებს ტრადიციად აქვთ, კელიის ან კალივის ხატობაზე (ანუ იმ წმინდანის სახსოვრად, ვის სახელზეც არის ნაკურთხი ეკლესია) სხვა მხრიდან იწვევენ ნაცნობ მონაზვნებს დღესასწაულის სამზადისში დასახმარებლად, ასევე ათონზე სტუმრად მყოფ ღვთისმოშიშ ქრისტიან ერისკაცებს, რათა დღესასწაულებს ერთად შეხვდნენ.

დიდმოწამე მინას კალივაში, რომელიც დიდ ლავრას არის მიწერილი და ვიგლას ახლოს მდებარეობს, კალივის მოძღვარი ამ წმინდანის დღესასწაულისთვის ემზადებოდა. დღესასწაულის წინა დღეს გაწვიმდა და სტუმრების მოპატიჟება ვერ შეძლო, რის გამოც ძალიან წუხდა.

საღამოს მწუხრისა და შუაღამიანის მერე, ძილის წინ, მონაზონმა დაახლოებით ამგვარი სიტყვებით ილოცა: "წმინდაო მინა! მაპატიე, რომ ამ წელს წვიმიანი ამინდის გამო ვერავინ მოვიწვიე შენს დღესასწაულზე, გთხოვ, სტუმრებს შენ თვითონ მოუხმო, შენ ხომ მეტი შესაძლებლობა გაქვს".

ბერმა დამშვიდებულმა დაიძინა. დილით კი ტაძარი სავსე იყო მომლოცველებით, რათა წმინდანის დღესასწაული აღენიშნათ. საგულისხმოა, რომ იმ წელს დღესასწაულზე უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე ადრე, როცა სტუმრებს ეპატიჟებოდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 106 107 108 109 110 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი