IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხუროთმოძღვრება
ეკატო
პოსტი Nov 20 2009, 08:43 PM
პოსტი #1


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



როგორც შეგპირდით წერა დავიწყებ მართლმადიდებლური ტაძრების არქიტექტურის მიმოხილვით


უფლის ტაძარი გარეგნულად არა ჰგავს სხვა ნაგებობებს. უმეტესად ტაძარი ჯვრის ფორმისაა, რაც მოგვაგონებს, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მეუფებისაგან. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაძარი – მსგავსად ნოეს კიდობნისა – მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისაგენ. ზოგჯერ ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება.

ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; გუმბათზე ჯვარია აღმართული – ეკლესიის თავის – იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს (მრავალგუმბათიანობა უმტავრესად რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არქიტექტურას ახასიათებს, და საქართველოში გამონაკლისის გარდა (გურჯაანის ყველაწმინდა) თითქმის არ გვხვდება). ორი გუმბათი მიანიშნებს ქრისტეს ორბუნებოვნებას (ღვთაებრივსა და კაცობრივს); 3 გუმბათი – წმ. სამების სამსახოვნების მაჩვენებელია; 5 – იესო ქრისტესი და 4 მახარებლისა, 7 გუმბათი – 7 საიდუმლოსი და 7 მსოფლიო კრებისა, 9 გუმბათი – ანგელოსთა 9 დასისა, 13 – იესო ქრისტესი და 12 მოციქულის სიმბოლოა.

ეს ტექსტი რომელიღაც ფორუმზე ვიპოვე და ძალიან მომეწონა, მოკლედ და კარგად არის ახსნილი რომ ტაძრის ფორმა მთლად ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიით არ შეიძლება შეიქმნას.






ახლა კი განვიხილავ მართლმადიდებლური ტაძრების რამოდენიმე ტიპს, რომელებიც გავრცელებული საქართველოში


ტეტრაკონქი
IPB-ს სურათიატენის სიონი
(ტეტრა... და კონქი) ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია (ან რაიმე სხვა შენობა), რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრის, ატენის სიონის ტიპის ტაძრები/



დარბაზული ეკლესია
IPB-ს სურათიგავეთი
საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები (ამასაც დავწერ რა არის) და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ. საქართველოში დარბაზული ეკლესიის ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლი: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, გავეთი და სხვა.




ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს:
მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო.
ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგებული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.

საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფეოდალური მიწისმფლობელობის თავისებული ფორმის წარმოშობა. XV საუკუნიდან დიდ საეკლესიო სამონასტრო ცენტრებში — მცხეთაში, ალავერდში, შიომღვიმეში, გელათში, ბიჭვინთაში და სხვა. შეიქმნა რამდენიმე საეკვდრო ფეოდაური ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ეგვტერს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი ქინამძრვარი და სხვა მსახური, ეგვტერში პატრონის, დიდი ფეოდალის — შემწირველის, სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვა). ეგვტერს დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება გლეხებისა და მამულების სახით, რომლის შემოსავალი მხოლოდ ეგვტერის საჭიროებას ხმარდებოდა. XV საუკუნიდან ეგვტერს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო“.

ამ ფოტოზე ჩანს ყინწვისის ტაძრის გვერდით მიშენებული ეგვტერი
IPB-ს სურათი




სამეკლესიიანი ბაზილიკა
IPB-ს სურათიქვემო ბოლნისი
საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა). საქართველოს გარეთ უცნობია. გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა ბოძებით, არამედ კედლებით, ე. ი. არსებითაფ აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენჯერმე იხდიდნენ წირვას.

სამეკლესიიანი ბაზილიკის პირველი ნიმუშები VI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება. თანდათან მან უფრო ჩამოყალიბებული და რთული სახე მიიღო. გვერდის ეკლესიები (ნავები) ერთმანეთს დაუკავშირდა დასავლეთი შემაერთებელი გალერეით და შუა ეკლესიაში (ნავში) შესასვლელიც ამ გალერეიდანაა. ამავე დროს ჩნდება ახალი მოტივი - გვერდის ეკლესიების ორი ან სამთაღიანი ღია შესასვლელები.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის საკულტო ნაგებობები X საუკუნემდეე არსებობდა, შემდეგ აქა-იქ გვხვდება. სამეკლესიიანი ბაზილიკის ცნობილი ნიმუშებია VI-VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ნეკრესის მონასტერში, ქვემო ბოლნისში, დმანისსა და სხვა.

სხვათაშორის ამ ტიპისაა ზუსტად ის ტაძარი, სადაც მე დავდივარ, თუ ვინმეს გინდათ რეალურად ნახოთ როგორია სამეკლესიანი ბაზილიკა, შორს წასვლა არ მოგიწევთ, მობრძანდით დიდ დიღომში 100 000 მოწამის სახელობის ტაძარში smile.gif (მეორე ტაძარი წმ. ილია მართლის სახელობისაა, მესამე კი ანდრია პირველწოდებულის, რომელიც ჯერ დაუსრულებელია )




სამრეკლო
IPB-ს სურათინიკორწმინდის სამრეკლო
საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა.




პატრონიკე, მეორე სართული დონეზე მოთავსებული ზედა გალერეა. ჩვეულებრივ ეწყობოდა ქრისტიანულ ეკლესიებსა და საზეიმო დარბაზებში, ძირითადად შენობის დასავლეთ ნაწილში, ზოგჯერ მიეკვროდა ნავს სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორღანისათვის. პატრონიკე ქართულ ხუროთმოძვრებაში ცნობილია VII საუკუნიდან (წრომის ტაძარი).




აქ არის საინტერესო ცნობები მართლმადიდებური ტაძრის მოწყობილობაზე smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 07:54 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ეკატო


ათიანი, დაჯექი smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 22 2009, 08:57 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



სამართლიანობა მოითხოვს ითქვას

ციტატა
საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა

ამ კაცს და ვახტან ბერიძეს ქართულ არქიტექტურაში დიდად არ ენდოთ, ბევრი ლაფსუსები აქვთ : )

ჭედურობაში ჰო, მაგრამ არქიტექტურაში უფრო ფრთხილად : )


მოვიყვან ლაფსუსის მაგალითს:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა რომელიც არის სამეკლესიანი ბაზილიკისა და გუმბათიანი ეკლესიის ნაჯვარი, ბატონ გ. ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც კუპელჰალეს ტიპი, რაც შეცდომაა (და ამას კიდევ მილიონჯერაც გავიმეორებ და დავამტკიცებ კიდეც)..

ხოლო ვახტანგ ბერიძეს ყინცვისის ტაძარზე (მთავარ ეკლესიაზე) ნათქვამი აქვს რომ ჩამოგავსო კუპელჰალეს ტიპსო, რაც შეცდომაა. იმიტომ რომ ამ "ჩამოგავს" -ზე დაყრდნობით ერთმა ხელოვნებათმცოდნემ ყინცვისის საერთდ კუპელჰალედ მონათლა smile.gif


ისე რომ იცოდეთ, კუპელჰალე არის გუმბათიანი დარბაზის ტიპის ეკლესია, შიგნითა სივრცე სამ თანაბრად სივრცედ გაყოფილი, სადაც გუმბათი ეყრდნობა კედლებიდან გამოშვერილ პილონებს. ამ ტიპის კლასიფიკაცია ჩამოყალიბებულია სტრიგოვსკის მიერ სომხურ ეკლესიებზე დაკვირვებისა და კლასიფიკაციის შედეგად. ისე არ იფიქროთ რომ ჩვენთან არ არის კუპელჰალე, არის, მაგრამ სტრიგოვსკის განმარტების მიხედვით თუ გამოვყოფთ ცოტაა ... : )

სულ ესაა, გმადლობთ ყურადღებისთვის


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 3 2010, 01:23 PM
პოსტი #4


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მეც გავაგრძელებ თემას.
მინდა ბაზილიკებით დავიწყო და ქრონოლოგიურად მივყვე.
ეკატომ უკვე აღნიშნა ბაზილიკის შესახებ, მაგრამ მე უფრო ვრცლად დავწერ:
ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად (ნავ-ი [ბერძ. navis გემი] – ბაზილიკის, ეკლესიის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით. ) ყოფს. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ჩნდება.

რომის იმპერიის ოფიციალურად გაქრისტიანების შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა განივრცო და მიუთითებს ვრცელ, მნიშვნელოვან ეკლესიაზე, რომელსაც პაპის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიური ცერემონიების ჩატარების უფლება მიეცა. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას -- არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს.


საქართველოში ბაზილიკა გავრცელებული იყო უმეტესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ქართულ ბაზილიკას არა აქვს ატრიუმი, ნართექსი და ტრანსპეტი. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები, საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, საქართველოში შემუშავდა აგრეთვე ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა სამეკლესიიანი ბაზილიკა უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბაზილიკები (ბოლნისის სიონი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, წყაროსთავი და სხვა) - V-VI საუკუნეებს განეკუთვნება.

ანჩისხატი (სამ ნავიანი ბაზილიკა)
ისრებით მინშინბეულია ნავები
IPB-ს სურათი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 3 2010, 08:37 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოიცა, ახლა დავიბენი ქევანა სადღაც მეორე თემაში ამტკიცებდა ბრდღნში და თუ სადღაც პჭყრში სომხებს რაღაც ისეთი ქონიათ ჩვენ არ გვაქვსო ანუ კუპელჰოლიო (რაა ეგ ქართულად? მთავარგუმბათოვანი?) და ვითომ რადაო?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 4 2010, 12:04 PM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS
მაგას არ ვამტკიცებ biggrin.gif

იქით თემაში იმიტომ მაქვს ის პოსტი, იმიტომ რომ სომხურ ძეგლებზეც ვსაუბრობ.

კუპელჰალე ითარგმნება როგორც გუმბათიანი დარბაზი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 4 2010, 12:48 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგი მაშინ, აქ იმაზე ვისაუბროთ, რაა ორიგინალური ქართული, ანუ ხუროთმოძღვრებაში რაში პოვა ქართულმა კულტურამ ყველაზე მეტი თვითრეალიზაცია?
სტილი? ნუ ეს ყველას ახასიათებს ჩვენს ირგვლივ
ჩუქურთმებიც ცნობილია..
მოკლედ არგუმენტირებულად მაინტერესებს ეგ საკითხი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 5 2010, 01:40 PM
პოსტი #8


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



KAIROS
ალბათ ქართული ეკლესიები თავდაცვითი ნაგებობების ფუნქციასაც ითვისებდა (საქ. ისტორიიდან გამომდინარე)
საკმაოდ მყარად ნაშენიც არის.
ბერვმა მათგანმა საუკუნეებს გაუძლო
მხატვრული თვალსაზრისით გამოირჩევა განსაკუთრებული პროპორციულობით,
ტექტონიკურად ძალიან საინეტერსოა
სამრეკლო ქართულ ტაძრებში ცალკეა და საინტერესოა სხვაგან როგორ არის? unsure.gif
ქვის დამუშავება მინდა გამოვყო.
ზოგიერთ ძეგლზე ფასადი ფერწერულიც კი გამოდის, ისე არის ქვების წყობა შეხამებული.
მაგალითისთვის დოლისყანა
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

როგორც მახსოვს ერთიდაიგივე ქვით არის ნაშენი გუმბათი და კედლებიც, მაგრამ გუმბათის ყელზე - დამუშავებული ქვა არის გამოყენებული.
ფოტოზე ისე კარგად არ იგრძნობა ეს განსხვავება.
სამწუხაროდ მხოლოდ ქართულ ხუროთმოძღვრებას ვიცნობ და გამიჭირდება სხვა ქვეყნის ძეგლებთან შეფარდება.
ჩემზე ბევრად კომპეტენტურ ხალს ველოდები mze.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 5 2010, 03:09 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რაა ორიგინალური ქართული, ანუ ხუროთმოძღვრებაში რაში პოვა ქართულმა კულტურამ ყველაზე მეტი თვითრეალიზაცია?

ჩემი აზრით ჩვენი ეროვნული ქართული არქიტექტურულ გადაწყვეტაში მჟღავნდება. ის რომ ესა თუ ის სტილი შეხამებულია გარემოსთან (საფარას თუ გაიხსენებ, ნინოწმინდის ძველი ეკლესია, თუნდაც ჯვრის მონასტერი და სხვა), ის რომ არის ჩვენთვის დამახასიათებელი ორნამენტიკა (ფასადების გაფორმება), ის რომ არის ჩვენთვის დამახასიათებელი სტილი კედლის მხატვრობაში

ერთიანობაში კი იქმნება ის რასაც ქართულს ვუწოდებთ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 5 2010, 03:58 PM
პოსტი #10


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842




ციტატა
სტილი შეხამებულია გარემოსთან

ეს ნამვდილად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია! yes4.gif
ქართული საეკლესიო ხელოვნება (ფრესკები, ტაძრები... ) უბრალოებით და სისადავით გამოირჩევა.
ამაშიც მის სიადიადეს ვხედავ.
სხვა ქვეყნების (ირანული, რუსული...) გავლენის მიუხედავად თავის ნაციონალურობას ყველა ეპოქაში ინარჩუნებდა.
რაც შეეხება ჩუქურთმებს - ოოო...
როგორი საინტერესოა, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს და ვერც ვერავინ ვნახე, რომ საფუძვლიანად გამაცნოს user.gif
განსაკუთრებით ვაზის ფოთლის სტილიზაცია, რომელიც უსასრულობის ნიშანსაც შემიძლია მივამსგავსო.
თითქმის ყველა ორნამენტი ამ წრიულობაზეა აგებული


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 5 2010, 04:11 PM
პოსტი #11


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ძალიან საინტერესო წიგნია ”ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს.”

კაიროსს დააინტერესებს smile.gif

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000104/#objs


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 5 2010, 06:23 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



lingvo
პარმენ ზაქარაია smile.gif

ეგ მართლაც კარგია. დაწვრილებით აქვს განხილული არქიტექტურა, ფასადებიანა და ლამის სამშენებლო მასალაც კი განიხილოს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Feb 5 2010, 08:33 PM
პოსტი #13


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



lingvo
მართლა კარგი წიგნია და დიდი დახმარება გამიცია სწავლის პერიოდში smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 5 2010, 11:45 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მადლობა ლინგვო, მართლაც ძალიან საინტერესო წიგნია, უკვე პირველ ნაწილს ვეცნობი, დიდი ინტერესით რათქმაუნდა და ყველას ვურჩევ, ნელნელა წაიკითხოს, ნაწილ-ნაწილ არის დაყოფილი და ადვილად საკითხიცაა, იოლი და ლამაზი ენა აქვს ავტორს.
ძალიან კარგი, მიყვეთ ახლა მაგ წიგნს, რადგან წიგნი ეხება XI საუკუნის გუმბათოვან ტაძრებს, შემდეგში საინტერესო იქნება ასევე პირველი პერიოდის ბაზილიკური ტაძრების აღწერა, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებსა და ცივილიზაციებში, ამას ხუროთმოძღვრების თემაში დავდებ ნელნელა, მაგრამ ქართული ბაზილიკის თავისებურებებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი რაიმეს smile.gif
ახლა ისევ ჩვენს წიგნს მივუბრუნდეთ:
განხილვა იწყება სამთავროდან,
გარდა იმისა, რომ ძალიან დაგწყდება გული, როგორ გაუნადგურებიათ უვიც რესტავრატორებს ტაძრის კარიბჭე, მაინც გრჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რადგან ტაძრის ქვემოთ არის VI საუკუნის ბაზილიკა, მაგრამ წიგნიდან სჩანს რომ იგი არაა შესწავლლი, გამაოცა წარწერამ, რომელიც წერს,რომ ტაძარი მოხატულია თავად ეპისკოპოსის მიერ!
წარმოდგიდგენიათ ეპისკოპოსი, რომელიც ფერებითაა მოთხვრილი და საათობით ხატავს smile.gif მომეწონა smile.gif
ძალიან საინტერესოა სამალავების ფუნქცია, რომელიც სამკვეთლოს და სადიაკვნეს ზემოთ იყო; მსგავსი რამ ბევრ ტაძარშია, ერთი რამ ვერ გავიგე, როგორც მახსოვს იქ ეწერა რომ სამკვეთლო და საკურთხეველი (ასევე საიაკვნე) არიან დაკავშირებულებიო, მაგრამ ნახაზიდან ეგ ვერ დავინახე,
საინტერესოა რამდენი ტაძარი გვაქვს გუმბათოვანებში, რომლებშიც არაა შიგნითა გამავალი კარებები სამკვეთლო-სადიაკვნეში.
კარგი წიგნია ნამდვილად smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 6 2010, 01:46 PM
პოსტი #15


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
ქართული ბაზილიკის თავისებურებებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი რაიმეს

მოკლედ რის თქმაც შემიძლია:
საქართველოში ძირითადად სამნავიანი ბაზილიკებია გარვცელებული, მაგრამ ორნავიანებიც გვხვდება.
იგებოდა IV-X სუკუნეებში.
თავიდან სიგანე და სიგრძე თითქმის ტოლი ჰქონდათ(ნეკრესი), მაგრამ V-VI საუკუნეებიდან იკვეთება სიგრძივი ღერძი (აღმოსავლეთიდან-დასავლეთამდე) (ბოლნისი, ურბნისი) და მაშტაბურადაც საგრძნობლად იზრდება.
შუა ნავის სიმაღლე იკვეთება და გვერდით ნავებთან შედარებით ფართოვდება.
ჩემთვის ერთერთ უსაყვარლეს ტაძრებს გამოვყოფ - ოთხთა და პარხალი (20მ.-მდე სიმაღლე).
გვერდითა ნავები უმეტსწილად თანაბარია.
თაღები სამი სახისაა: შეისრული, ნახევარწრიული და ნალისებრი


პ. ს. ძალიან მშრალად დავწერე და იქნება შემდგომ განვავრცოთ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 19 2010, 06:29 PM
პოსტი #16


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ნეკრესის სამნავიანი ბაზილიკა
IPB-ს სურათი

ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.
კომპლექსი შეიცავს ადრეუ IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.
მემატიანეს ცბობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IV საუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან.
ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2 , მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელშიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულვებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.
ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.
ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება.
მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება.
მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა მანძილზე საგრძნობი ცვლილებებიც განიცადა.
ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.

გეგმა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likasani
პოსტი May 12 2010, 09:41 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 12-May 10
წევრი № 8,816



მიშველეთ ხალხო.აფსიდებს ვერ ვარჩევ კარგად ,გეგმაში კი მაგრამ ისე ვერა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი May 12 2010, 10:24 PM
პოსტი #18


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(likasani @ May 12 2010, 09:41 AM) *

მიშველეთ ხალხო.აფსიდებს ვერ ვარჩევ კარგად ,გეგმაში კი მაგრამ ისე ვერა sad.gif

გეგმაში თუ არჩევ, ე.ი. ფასადზე ვერ არჩევ თუ ინტერიერში?

აფსიდა ძირითად არის ხოლმე ნახევარწრიული ზოგჯერ წახნაგოვანი და უმეტეს შემთხვევაში საკურთხევლის მხარეს, ამ შემთხვევაში ინტერიერში ის საკურთხევლის ნაწილია, არის ტაძრები, სადაც ოთხივე მხარეს გვხვდება აფსიდა, გადახურულია ნახევარგუმბათით.


აი ამ საიტზე შეგიძლია ნახო ატენის სიონი 3D განზომილებაში, შეგიძლია გამოსახულება დაატრიალო და ვყელა ხედი ნახო, ძალიან კარგად ჩანს
http://sketchup.google.com/3dwarehouse/det...rm&prevstart=12

ატენის სიონის შემთხვევაშI ტაძარს 4 წახნაგოვანი აფსიდა აქვს, კარგად ჩანს ფასადებზე

იმედია კარგად აგიხსენი, თუ კიდევ დაგაინტერესებს რამე, მკითხე smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likasani
პოსტი May 13 2010, 10:31 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 12-May 10
წევრი № 8,816



ეგ კი მაგრამ,რომ მაჩვენებს ლექტორი სურათს ვერ ვგებულობ,აი მაგალითად კუმურდოზე თქვა მრავააფსიდიანიაო,და რო ვუყურებ ვერ ვარჩევ unsure.gif დიდი მადლობა ისე მაინც kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი May 13 2010, 10:57 AM
პოსტი #20


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(likasani @ May 13 2010, 10:31 AM) *

ეგ კი მაგრამ,რომ მაჩვენებს ლექტორი სურათს ვერ ვგებულობ,აი მაგალითად კუმურდოზე თქვა მრავააფსიდიანიაო,და რო ვუყურებ ვერ ვარჩევ unsure.gif დიდი მადლობა ისე მაინც kiss1.gif

კუმურდოში ცოტა განსხვავებული აფსიდებია, აუცილებელი არ არის ყველა აფსიდას ცალკე ნახევარგუმბათიანი გადახურვა ქონდეს, ამ შემთხვევაში ეს მარტო ინტერიერში ჩანს,
აი ამ ფოტოზე კარგად დაინახავ
IPB-ს სურათი

ამ აფსიდებიდან ერთი საკურთეველია, გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად

გეგმაზე კარგად ჩანს ეს ყველაფერი
IPB-ს სურათი

გეგმას კარგად თუ დააკვირდები, დაინახავ რომ ხუთივე აფსიდა (საკურთხეველი და გვარდებზე 2-2 შეწყვილებული აფსიდა) ფასადის ბრტყელი ხაზიდან გამოყოფილია სამკუთხედი შეჭრილი ნიშებით. გარედან ეს ნინიშები კი ჩანს, მარა აფსიდის შთაეჭდილებას ერთი შეხედვით არ გიტოვებს იმის გამო, რომ ცალკე ნახევარგუმბათით არ არის გადახურული, არამედ საერთო სახურავშია მოქცეული
IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი