IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Jul 21 2017, 11:23 AM
პოსტი #101

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავითი არა მარტო ცხენიდან ჩამოსული კითხულობდა, არამედ ხშირად ცხენზე ამხედრებულიც".

/"კარიბჭე ბავშვებისთვის" გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 03:08 PM
პოსტი #102

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"1114 წელს წმინდა არსენი[იყალთოელი], მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და გელათის აკადემიაში დაიწყო მოღვაწეობა. ის გახლდათ წმინდა მეფე დავითის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და "მოძღვარი სამეცნიერო". გელათის აკადემიაში ყოფნისას თარგმნა "დიდი სჯულისკანონი".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.46/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2017, 11:16 AM
პოსტი #103

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ისტორიკოსები ამბობენ, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქას, საქართველოს გამთლიანებას საფუძველი წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობამ ჩაუყარა."

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 06:30 PM
პოსტი #104

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით, გელათის ეკლესიას "ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებლის მოტანილი დარუბანდიდან", ამ კარებს განჯის კარებს უწოდებდნენ. მის გელათში მოტანაზე კი ხალხი ასეთ რამეს ჰყვებოდა: "ერთ ქართველ ვაჭარს დარუბანდში ლეკებმა (სხვა ვარიანტით - თათრებმა) გასაყიდი საქონელი წაართვეს. ვაჭარმა სამართალი ლეკების უფროსს სთხოვა. მან უთხრა: "რახან ქართველი ხარ, წადი შენს საქართველოში და შენს მეფეს დავითს ფეხქვეშ ჩაუვარდი და სამართალი იმასა სთხოვეო". ვაჭარმა მიუგო: სამართალს მე შენ გთხოვ, თორემ დავითს რომ ეს ვუთხრა, საქმე ცუდად წაგივაო". გაეცინა ლეკების უფროსს: ცუდად წამივა?! რას მიზამს დავითი? ერთბაშად დარუბანდის კარი არ ჩამოხსნასო. დაბრუნდა ვაჭარი საქართველოში და ყველაფერი დავითს უამბო. დაამშვიდა მეფემ ვაჭარი, შემდეგ მოაყვანინა ათასი ცხენი, ათასივე - მათი წინამძღოლით, გააკეთებინა ორი ათასი კიდობანი და შიგ თითო შეიარაღებული ქართველი ჩასვა, ცხენის წინამძღოლები ვაჭრულად გამოაწყო, მომჩივანი ვაჭარი წაუმძღვარა წინ, გაისტუმრა დარუბანდში და თვითონაც უკან გაჰყვა. დარუბანდს რომ მიუახლოვდნენ, დავითმა კაცი გაგზავნა ლეკთა უფროსთან: საქონელი მომაქვს გასაყიდად და კარი გააღეო. გაუღეს კარი... შუაღამისას დავითმა დაახსნევინა კიდობნები, ამოსხა ჯარისკაცები და აიღო დარუბანდი. შემდეგ დარუბანდის კარი ჩამოახსნევინა, შეუბა შიგ ლეკები და ისე ჩამოიტანა გელათში.

დავითმა შეიწყალა ლეკთა უფროსი, მან კი უთხრა: რადგან ამდენი სიკეთე მიყავ, ერთი ხარის ტყავის სიფართე ადგილი მიბოძე სამოსახლოდო. დავითმა უბოძა. ლეკების მთავარმა მოიტანა ხარის ტყავი და წვრილ-წვრილ თასმებად დაჭრა, ეს თასმები ერთიმეორეზე გადააბა და იმსიგრძე ღვედი გამოუვიდა, რომ მთელ დარუბანდს შემოერტყა. დავითმა აღარაფერი თქვა და დარუბანდი ისევ ლეკებს დარჩათ."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.32/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 06:48 PM
პოსტი #105

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მარჯანიშვილის თეატრში "დავით აღმაშენებელი" დაიდგა, მაგრამ "ფეოდალური წყობის განდიდებისთვის" სპექტაკლი მოხსნეს."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.43/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 10:52 AM
პოსტი #106

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

დავით აღმაშენებელი ძალიან მოწყალე და ღვთისმოყვარე იყო, უყვარდა ეკლესიების შენება და სიხარულით აღასრულებდა ამ საქმეს.

ერთხელ დავითმა გელათის დიდებული მონასტრის აგება მოისურვა. დაიბარეს მუშები და დაიწყეს შენება.

ეშმაკმა მოინდომა, ხელი შეეშალა ამ წმინდა, ღვთის სათნო საქმისთვის. კედლები რამდენჯერაც ააშორეს ბალავერს, იმ წყეულმა იმდენჯერ დაანგრია ღამღამობით. დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და არ იქნა, კედლები ბალავერს ვერ ააშორეს.

მეფე, რასაკვირველია, მიხვდა, რომ მისი ხელის მცარავი ეშმაკი იყო და გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეშმაკი ხელთ ეგდო. აიღო ჯამი, აავსო წყლით და დადგა ბალავრის მახლობლად, თვითონ კი კუთხეში ჩასაფრდა. კარგად რომ დაბნელდა, სად იყო და სად არა, გაჩნდა წყეული და შეუდგა თავის საქმეს. ამ დროს შეამჩნია წყლიანი ჯამი და ზედ მივიდა. უცებ დავითი სამალავიდან გამოვარდა და უწმინდურს ხელი სტაცა. ეშმაკი ჯორად იქცა, მაგრამ მეფე არ შეშინდა, ამოსდო ლაგამი და ზურგზე მოახტა. იმ დღის შემდეგ ამ ჯორს აღარ იშორებდა და ადვილად მოათავა გელათის მონასტერი.

მონასტრის აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია, წყალწითელადან თავის ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა. ეს ქვები დატანებულია სამხრეთ-დასავლეთის ყურეში. ერთ მათგანზე დღემდეა ვითომ დავითის მიერ გაკეთებული მზის საათი. დარუბანდიდან ჩამოუტანია უშველებელი კარი და მონასტრის გალავანზე დაუკიდია.

ეშმაკ-ჯორი მონასტრის აგების შემდეგაც ემსახურებოდა დავითს. გაჭირვების დროს, ცუდ გზაზე, მათრახი რომ მოხვდებოდა ხოლმე, ჯორი ისეთი სიმწარით ადგამდა ფეხს, რომ ყველგან კვალს აჩენდა. იმერეთში ერთ კლდეზე დღესაც გიჩვენებენ ნიშანს, რომელსაც "ჯორის კვალს" ან "ეშმაკის ნაფეხურს" ეძახიან. ის ორი ვეება ქვა და დარუბანდის კარიც თურმე იმ ჯორით მოიტანა დავითმა.

მეფე ჯორს თავისი ხელით უვლიდა, თვითონ დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად, სხვას არ ენდობოდა - ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. ერთხელ მოუცლელობის გამო დავითს თვითონ ვერ წაუყვანია წყალზე ეშმაკ-ჯორი. დაუძახა თურმე მეჯინიბეს და უბრძანა, ჯორი დასარწყულებლად წაეყვანა. თან გააფრთხილა, არამც და არამც აღვირი არ წაჰყაროო.

მიიყვანა მეჯინიბემ ეშმაკ-ჯორი წყაროსთან. ჯორმა დაყნოსა წყალი, თავი ისევ მაღლა აიღო და მოჰყვა ფრთხვენასა და წიხლების სროლას. მეჯინიბემ იფიქრა, საწყალს იქნება აღვირი უშლისო და წაჰყარა. ეშმაკ-ჯორმა სიხარულით დაიფრთხვინა, წყაროში ჩახტა და გაუჩინარდა.

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.32/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2017, 06:37 PM
პოსტი #107

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავითის დროიდან ყოფილან გელათში მწირი ბერები, რომლებიც ერისთვის განსაკუთრებულად მკაცრი ტიპიკონით ლოცულობდნენ. უკანასკნელი მწირი მე-20 საუკუნის 20-იანი წლიების დასაწყისში გარდაცვლილა".

/"თვენი", წიგნი 25, 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი, გვ.226/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2017, 06:33 PM
პოსტი #108

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"თურდოს ხეობის პირას დავით აღმაშენებლის მიერ სიყმაწვილეში აღშენებული შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია".

/"თვენი", წიგნი 25, 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი, გვ.244/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2017, 10:44 AM
პოსტი #109

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავით აღმაშენებლის აშენებული ჭიაბერთ ეკლესია".

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.28/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 09:56 PM
პოსტი #110

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავით აღმაშენებელმა მთელი ენერგია, მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს გათავისუფლებას, გაერთიანებას და გაძლიერებას - ქართველი ხალხის ბედნიერებას. დაუღალავად იბრძოდა, იღვწოდა, არ ისვენებდა, არ ილხენდა სხვათა მსგავსად, არამედ ემსახურებოდა თავის ერს. თუ ნადირობდა, ნანადირევსაც ჰყიდდა და მოგებულ ფულს ღატაკებს ურიგებდა. მეტი ცოდნის შეძენას ცდილობდა, სარწმუნოებისა და მეცნიერების საკითხებში ჩაღრმავებისკენ ისწრაფვოდა, სხვათა სარწმუნოებებს სწავლობდა, ფილოსოფოსებთან საუბრობდა..."

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.30/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 10:43 PM
პოსტი #111

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"შეიძლება ითქვას, დავით აღმაშენებელსა და გიორგი მესამეს შორის განსხვავება ისაა, რომ დავითი ასკეტური ხელმწიფე იყო, ხოლო გიორგი მესამე - უფრო მორჭმული მეფე, უყვარდა ლხინი და დროსტარება. დავითი არასდროს მშვიდდებოდა და ყურადღებას არ ადუნებდა, გიორგი კი".

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.31/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 11:32 AM
პოსტი #112

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ბოგრეშიდან 1 კმ-ითაა დაშორებული ნაკიფარი. იგი მაღლობზეა გაშენებული. ნაკიფარის წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია სვანეთის სხვა ეკლესიებისგან ფასადების შემკულობით გამოირჩევა. ეკლესიაში შესვლისთანავე მდიდრულად შემკულ საყდარზე მჯდომი მაცხოვრის გრანდიოზული კომპოზიცა გეგებებათ. კურთხევით აღმართული მარჯვენა ხელი განზე ფართოდ აქვს გაშლილი. გვერდით ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და ორი მთავარანგელოზის გარდა ანგელოზთა დასებიცაა გამოსახული, რომელნიც მის ამალას, ციურ მხედრიონს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა მხატვარ თევდორეს ეკუთვნის.

ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახა რაიმე ცნობა მის შესახებ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის წარმოშობით სვანი იყო, ხოლო პროფესიული განათლება ბარის რომელიმე სამხატვრო ცენტრში უნდა მიეღო. მეფის მხატვრის ტიტული მიუთითებს, რომ მას შესრულებული ჰქონდა სამუშაო მეფის დაკვეთით, მაგრამ ამ მოხატულობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თევდორეს მოღვაწეობა XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის პირველ მესამედს, დავით აღმაშენებლის მეფობას ემთხვევა და საფიქრებელია, რომ იგი მისი მხატვარი ყოფილიყო. თევდორეს შემოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ნაკიფარის ეკლესიის XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატის შესახებ ამავე ხატის წარწერის მიხედვით ვიგებთ, რომ ხატი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს მარუშანის დაკვეთით და მასალით - ოქროთი და ვერცხლით."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.34/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 09:20 PM
პოსტი #113

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მრავალი სათნოება ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს, მათ შორის სიტყვის თქმის ნიჭიც. მრავალგზის მოინახულებდა ხოლმე მონასტრებს და ანუგეშებდა მონაზვნებს, სიმდაბლით შეხვდებოდა მათ, ტკბილად მოიკითხავდა და უზრუნველად ამყოფებდა.

მისი სანუგეშო სიტყვა არ აკლდათ ქსენონში (საავადმყოფო) შეკრებილ სნეულებს, თვითონ მიდიოდა ხოლმე მათთან, მოეფერეობდა, გაამხნევებდა, სწყალობდა. "ნეტავი თქვენ, ვინც ბოლომდე დაითმენთ სნეულებასო", - ჰნატრობდა".

/"კარიბჭე" N3, 2012, გვ.7/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2017, 09:54 PM
პოსტი #114

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

-

"ბოლო დროს ქართველოლოგიაში დავით ყოლბაიას მუშაობიდან განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის" პოლონურ ენაზე შესრულებული პოეტური თარგმანი. ამ საქმეს მან თითქმის ორი წელიწადი მოანდომა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ამაოდ არ უშრომია. ის ფორმითა და შინაარსითაც ახლოს დგას დედანთან.

წიგნის მხატვრული კაზმულობისთვის გამოყენებულია ალბრეხტ დიურერის 1498 წლის "აპოკალიპსისის" გრავიურები. უნდა აღინიშნოს, რომ "გალობანი სინანულისანი" დაიბეჭდა წმ. გრიგოლ ფერაძის სამლოცველოსთან არსებულ ხელით ბეჭდვის სტამბაში ვიქტორ კშიშტოპორსკის მიერ. მხატვრულად გააფორმა მაჩეი იენდრეშკმა.

დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" უნიკალური გამოცემა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2017 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა".

/"ისტორიანი" N9, 2017, გვ.11/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 11:21 AM
პოსტი #115

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"...მეფისა, რომელმაც სულიერად და ხორციელად აღადგინა საქართველო..."

/"კარიბჭე" N3, 2012, გვ.45/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 10:05 PM
პოსტი #116

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში წერია, რომ ის იმდენად წესიერი კაცი იყო, მისი შემხედვარე მეძავები სირცხვილით აღარ მრუშობდნენო".

/დეკ. დავით ქვლივიძე
"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2017, 03:11 PM
პოსტი #117

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"კიევის მთავარი ვლადიმერ ვსევოლოდის ძე მონომახი გახდა (წყაროთა ცნობით, დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაყები სწორედ ვლადიმერ მონომახთან დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად ჩამოასახლა), რომელმაც ყივჩაყთა დამარცხება და ცალკეულ მთავართა დამორჩილება მოახერხა".

/"თქვენი" წიგნი 27, გვ.141/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2018, 10:52 AM
პოსტი #118

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ქართულმა საზოგადოებამ, შესაძლებელია, არც კი იცოდეს, რომ ისტორიკოსმა და მწიგნობარმა, ორიგინალური ხელწერის პოეტმა, გაიოზ კუჭავამ, საწუთროდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაასრულა მუშაობა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის" თანამედროვე ქართულით ახმოვანებაზე (თურმე მან ზეპირადაც კი იცოდა შუა საუკუნეების ეს დიდებული ნაწარმოები და სურდა, ტექსტი ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი ყოფილიყო)".

/"კარიბჭე" N5, 2018, გვ.22/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2018, 06:05 PM
პოსტი #119

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წ.წ.) დამტკიცება და ხელრთვა შემონახულია ორ ძველ ქართულ წერილობით ძეგლზე - დავით აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე.

- ქ-ნო მაია, საინტერესო იქნებოდა გაგვეხსენებინა შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ საბუთზე დავით აღმაშენებლის ხელრთვის ისტორია.

- 1124 წელს, შირვანში ლაშქრობის წინ, მეფე დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მონასტერი და წმინდა შიოს საფლავი მოილოცა. მან შეწევნა სთხოვა "წმიდასა მამასა შიოს" და არსენ ბერისა და თავისი სულიერი მოძღვრის იოვანე ბერის რჩევითა და თხოვნით, მონასტერს ახალი წესდება (ტიპიკონი) განუწესა, დაუმორჩილა უშუალოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, განუახლა ძველი შეწირულობები და დიდძალი ქონებაც შესწირა. ამ ფაქტის აღსანიშნავად შეიქმნა მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც ანდერძი ეწოდება. საბუთი კიდევ უფო მეტ მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ მისი ტექსტი იწყება და მთავრდება მეფის ხელით დაწერილი სიტყვებით, რომლებიც მხედრულითაა შესრულებული, დანარჩენი ტექსტი კი ხუცურით არის დაწერილი.

ეს საბუთი ჯერ შიომღვიმის მონასტერში (XII ს-დან XIX ს-მდე), XIX ს-ში "საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში" და ბოლოს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახებოდა, მაგრამ 1919 წელს დედანი ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზვნის შემდეგ იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო განადგურდა. გადარჩა მხოლოდ საბუთის მცირე ნაწილი, რომელიც 1923 წელს საგანგებოდ მივლინებულმა პროფ. სარგის კაკაბაძემ სამშობლოში დააბრუნა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს ნაფლეთი დედნის შუა ნაწილია და, ბუნებრივია, მასზე წმინდანი მეფის ხელრთვა ვერ მოხვდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ, 1973 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკაში აღმოჩნდა მინის დიდი ზომის რამდენიმე ქართული ისტორიული საბუთის ფოტონეგატივი და მათ შორის დავით აღმაშენებლის ანდერძისა შიომღვიმისადმი. ეს ფოტოები ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას შეუკვეთია ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილისთვის, თუმცა ვეღარ გამოუქვეყნებია.

ნეგატივზე აღმოჩნდა ტექსტის მხოლოდ ორი მესამედი. მასში მოხვდა წმინდა მეფის ხელით დაწერილი ბოლო სტრიქონი, რომელიც მის ხელრთვასაც შეიცავს.

1880 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელს, მღვდელ იოსებ ახალშენაშვილს, სხვა დამწერლობის ნიმუშებთან ერთად, გასანთლულ ქაღალდზე გადაუღია დავით აღმაშენებლის ანდერძის პირველი და ბოლო სტრიქონების პალეოგრაფიული ასლები. ეს მასალა ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გაირკვა, რომ პირველ სტრიქონში წერია: "[ქ. თავსმდებო]ბითა ღ(მრ)თისაითა მე, დ(ავი)თს მიწყიეს". ბოლო სტრიქონში კი წერია: "ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დ(ა)ამტკიცე, მტკიცედა უქციე".

წმინდა დავით აღმაშენებლის მეორე ხელრთვას, როგორც ვთქვით, სინას მთის მონასტრის სამოციქულოზე მიაკვლიეს.

ალბათ მხედველობაში გაქვთ 1902 წელს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის სამეცნიერო მივლინება სინას მთაზე. მათ გადმოიწერეს დავით აღმაშენებლის სამოციქულოს მინაწერი, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა. პირადად თქვენ თუ ხედავთ კალიგრაფიულ სხვაობას დავითის, შიომღვიმისა და სინას მთის მინაწერებს შორის?

- ცნობილია, რომ მეფე დავითი არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებზე, არამედ საზღვარგარეთ არსებული სამონასტრო კერების მატერიალურ უზრუნველყოფაზეც ზრუნავდა. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ უსვამს ხაზს მეფის მიერ სინას მთაზე საეკლესიო წიგნების გაგზავნის ფაქტს. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის ერთ-ერთ ხელნაწერზე - სინა-10-ზე - მოთავსებულია XII ს-ის მხედრულად შესრულებული მეფე დავით აღმაშენებლის მინაწერი, რომლის ტექსტიც ასეთია: "ქ. მე, უნარჩევესმან / მონამან ყოველთა ქრისტ/ესთამან, განვგზავნე წ(ი)გნი ესე / მთას წმ(ი)დ(ა)ს სინას; ვინცა მ(ოი)ხმ(ა)რებდეთ, / ლოცვა ყ(ა)ვთ ჩემთ(უ)ინ".

ამ მინაწერისა და შიომღვიმის ანდერძის მინაწერის ხელი თითქმის იდენტურია, ამასთანავე, მინაწერი XII საუკუნეს განეკუთვნება, რაც მკვლევარებს საფუძველს აძლევს, მათ ავტორად ერთი და იგივე პირი - მეფე დავით აღმაშენებელი მიიჩნიონ. დავითის ისტორიკოსისგან ცნობილია, რომ მეფემ სინას მთაზე სწორედ საეკლესიო დანიშნულების წიგნები გაგზავნა. მისივე ცნობით, მეფეს სამოციქულო წელიწადში ოცდაოთხჯერ წაეკითხა, რაზეც წიგნის ბოლოს მის მიერვე გაკეთებული ნიშანი მიუთითებდა. სწორედ "საწელიწადო სამოციქულოს" განსაკუთრებული სიყვარულით ხსნის ზოგიერთი მკვლევარი სინაზე გაგზავნილ სამოციქულოზე მეფის მიერ მინაწერის გაკეთებას მისი მოხსენიების თხოვნით."

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.55-56/

პოსტი #120

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი