IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

211 გვერდი V « < 202 203 204 205 206 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 25 2023, 11:00 AM
პოსტი #4061


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება - მსხვერპლზე აღმატებულია. როგორც ვთქვით, დიდ სულიერ ღვაწლს ღირსი მამები უდიდეს ფიზიკურ შრომასაც ურთავდნენ. მრავალი წლის მანძილზე ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ დამსხდარიყვნენ ღამისთევისას ან სამი ათას მეტანიაზე ნაკლები შეესრულებინათ. ასევე მრავალი წლის განმავლობაში საწოლზე არ წვებოდნენ. „მაგრამ ბოლოს, ჩვენი ღვაწლის უკიდურესობა მონაზვნებმა გამოასწორეს, - ჰყვებოდა მამა არსენი, - ბერი ათონიდან სოზეელში დადიოდა ხოლმე იქაური მონასტრების სულიერად გასაძლიერებლად. ერთ-ერთ მონასტერში დედებმა ნახეს, რომ ლოგინი დილით ხელუხლებელი ხვდებოდათ. ეს ამბავი იღუმენიამაც შეიტყო, მოიხმო ბერი იოსები და ჰკითხა: - მორჩილება თუ შეგიძლიაო. რა თქმა უნდაო, - უპასუხა მამა იოსებმა. მაშინ, ამიერიდან ლოგინში ჩაწვები და ისე დაისვენებ ხოლმეო, - უთხრა იღუმენიამ. მამა იოსები მძიმე დღეში ჩავარდა. მაგრამ მაინც დაემორჩილა. პირველად ჩაწვა ლოგინში და როცა გაიღვიძა, ძალების ისეთი მობერვა იგრძნო, იმგვარი გონების სინათლე, რომ მიხვდა ნათქვამის აზრს: მორჩილება მსხვერპლს სჯობს. კარგად ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ და უკან დაბრუნებულმა მითხრა, - მამაო არსენ, დღეიდან ჩვენს ხის საწოლზე დავიძინებთო. უყოყმანოდ ვუპასუხე, - გვაკურთხე მამაო-მეთქი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2023, 09:58 AM
პოსტი #4062


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს, გვიანი შემოდგომა იყო. ერთი კვირა ვიავადმყოფე და მერე, როცა ღამისთევის ლოცვაზე საკურთხეველში შევედი, პატარა მაგიდაზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, წიგნები და მამა წინამძღვრის პირადი ნივთები ელაგა ხოლმე, დავინახე ახალი და ძალიან ლამაზი ნივთი - ოქროთი შემკული ძველებური მალაქიტის შანდალი, რომელშიც ცვილის სანთელი იდო. პეჩორა რუსეთის ჩრდილოეთია და შემოდგომაზე ძალიან ადრე ბნელდება. ამიტომაც შემოიტანა წინაძღვარმა საკურთხეველში შანდალი, რომელიც ღამისთევის ლოცვების კითხვისას გამოგადგებოდა. მაგრამ ჩემი ყმაწვილური თვალებისათვის საკურთხეველში საკმაო სინათლე იყო. ამიტომაც გვიან მივხვდი, რატომ დასჭირდა წინამძღვარს შანდლის შემოტანა.

დრო რომ მოვიდა, ჩვეულებისამებრ, კონდაკი ავიღე და მამა წინამძღვარს გადავუშალე.

-სანთელი აიღე, - მითხრა მან.

მეც მორჩილად გადავდე წიგნი, სანთელი ავიღე და მორიგ მითითებას დაველოდე.

-რაღას უდგარხარ? - კუშტად იკითხა მან და დაეტყო, რომ ჩემი მიუხვედრელობით უკმაყოფილო დარჩა.

-რა ვუყო? - გულუბრყვილოდ ვიკითხე მე.

წინამძღვარი კიდევ უფრო გაბრაზდა:

-რა ვუყო... რა ვუყო... რა უყო და - ქუჩაში გადააგდე.

ახლაც მახსოვს, რა აღმაფრენა დამეუფლა. მაშინვე თვალწინ დამიდგნენ ძველი მოღვაწეები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ იღუმენის მორჩილებას - წყლობით რწყავდნენ ხმელ ჯოხებს, ზღვაში ხტებოდნენ, წყალზე ფეხით გადიოდნენ, უფსკრულში ყრიდნენ გზად ნაპოვნ ოქროს ზოდებს... წარმოვიდგინე, როგორ გავვარდებოდი გარეთ და რაც ძალი და ღონე მქონდა, ამ ძვირფას, მაგრამ მარადისობასთან შედარებით არაფრად ღირებულ შანდალს ტაძრის სტოას შევალეწავდი... და ისეთი სისწრაფით გავვარდი კარებისკენ, რომ წინამძღვარმა კაბაში ხელის წავლება ძლივს მოასწრო.

-შეიშალე? - შიშნარევი ხმით მკითხა მან და ანტიკვარული ნივთი ხელიდან გამომტაცა.

-თქვენ თვითონ არ მითხარით?! - გავიკვირვე მე.

წინამძღვარმა ისე შემომხედა, თითქოს სულით ავადმყოფი ვყოფილიყავი და მითხრა:

-გიორგი, რა გემართება... სანთელი აანთე - ვერ ხედავ, რომ ბნელა?

მაშინღა მივხვედი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. უძველესი მორჩილების შეუსრულებლობითა და მალაქიტის სალუტის ჩაშლის გამო შეწუხებულმა ერთი მაგარი ამოვიოხრე, სანთელი ავანთე და მამა წინამძღვრის კონდაკი გადავუშალე.

აკი ვთქვი, წინამძღვარი ვერ იტანდა, როდესაც მის ბრძანებას არ ასრულებდნენ; მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ მის ყველა განკარგულებას მაინც არ ვასრულებდით. პირიქით - ხანდახან სრულიად საწინააღმდეგოსაც კი მოვიმოქმედებდით ხოლმე და ისიც არ ბრაზდებოდა და ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარაო, ჩვენ კი ამგვარი ურჩობის გამო, სინდისიც კი არ გვქენჯნიდა. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მაგალითად, წინამძღვარი რომელიმე გამოშტერებულ ტურისტზე გაბრაზდებოდა და დაგვიყვირებდა, სტაცეთ ხელი და გააპანღურეთ მონასტრიდანო. ჩვენც, რა თქმა უნდა, შურდულივით მოვწყდებოდით ადგილს და ბრძანების შესასრულებლად თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდებოდით იმ უბედურს, ჩურჩულ-ჩურჩულით ვამშვიდებდით, სანამ ჭიშკრამდე არ მივიყვანდით ხოლმე. წინამძღვარი ამას მშვენივრად ხედავდა და უსიტყვოდ იწონებდა კიდეც, რადგან ჩვენ მორჩილებასაც ვასრულებდით და თან უგუნურ მოშურნეობასაც არ ვიჩენდით.

საერთოდ, წინამძღვარს შესანიშნავად ესმოდა, თუ რა სჭირდებოდათ მის ბერებს - მხოლოდ და მხოლოდ რწმენასა და მორჩილებაში გაძლიერება. უძველეს მონაზვნურ პატერიკებში არაერთი ამბავია მოთხრობილი, თუ როგორ უბიძგებდნენ მონასტრის იღუმენები თვით სრულყოფილებას მიღწეულ ბერებსაც კი მორჩილებისა და სიმშვიდის მაგალითის ჩვენებისაკენ.”

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2023, 12:37 PM
პოსტი #4063


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სერაფიმ საროველი ამბობს: „მონაზონი, რომელსაც არ აქვს იესუს ლოცვა, დამწვარი მუგუზალია“. მაშასადამე, მისი წმინდა აზრით, ის სრულიადაც არ არის მონაზონი, ვინც არ ლოცულობს იესუს იმ ლოცვით, რომელიც, ბერი პაისის თანახმად, მართლაც ბრწყინავდა ძველ მონაზვნობაში, როგორც შუადღის მზე მთელი თავისი ნათებით. ახლა კი ეს აღარ არის... ახლა, იტყვიან, ბერები აღარ არიან! ან კი საიდან უნდა იყვნენ, როდესაც ახლა კარგი მორჩილები ძალიან ცოტანი არიან. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მონასტერში მყოფნი, ვინც იესუს ლოცვას ასრულებენ, ძვირფას ქვებს უნდა შევადაროთ. ათონელმა ბერებმა თქვეს, რომ ასეთი ადამიანები მონასტერში ღვთის კურთხევას იზიდავენ. სხვებს კი, რომელთათვისაც უცხოა ლოცვის შესრულება, უბრალო ქვების გროვას უწოდებენ, თუმცა არც ასეთები უნდა ჩაცვივდნენ სასოწარკვეთილებაში, ვინაიდან უბრალო ქვებსაც აქვთ საკუთარი ფასი და თავის ადგილას ისინიც საჭირო არიან: ვისაც არ შეუძლია იყოს ნეტარი მარიამი, რომელიც მუდმივად იესოს ფეხებთან იჯდა, იყოს კეთილგონიერი მართა, რომლის შრომა და სიყვარულიც, მსგავსად ქვრივის ორი ლეპტისა, უფალს არ მოუძულებია. წინამძღვრებო, თუკი თქვენსავე მონასტრებში შენიშნავთ იესუს ლოცვის აღმსრულებლებს, გიხაროდეთ და ყოველნაირად ხელი შეუწყეთ მათ, რომ მიაღწიონ წმინდა მიზანს - ლოცვის აღსრულებას, გაანაწილეთ ისინი ისე, რომ იცხოვროთ ისეთ მონაზონთან ერთად, ვინც ცხონებისთვის იღვწის. წმინდა მონასტრების მამები ვალდებულნი არიან თავიანთ ძმებს შთააგონონ, რომ აუცილებლად გვაქვს უფლის მცნება: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში“, ასევე სულიწმიდა გვაუწყებს მახარებლის მიერ: „გამუდმებით ილოცეთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2023, 10:17 AM
პოსტი #4064


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამა [იოანე სინელი] მოძღვრებს შეაგონებს, თუ როგორ მოექცნენ მონასტერში ახალმოსულ ადამიანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოძღვარმა მათგან მიიღოს სრულყოფილი აღსარება ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, ცოდვების სრულად აღიარებით მონაზვნობისკენ მავალნი თავმდაბლობისკენ მიიდრიკებიან - რადგან მოძღვარს მეტი ეცოდინება მათ შესახებ, არ ექნებათ ამპარტავნების გამოვლენის საბაბი. ასევე, როდესაც დაინახავენ, რომ მოძღვარმა მათ სულიერ სნეულებებს უნდა უმკურნალოს და, აგრეთვე, თუ როგორი სიყვარულით იღებს მათ მონასტერიც, თვითონაც ასეთივე სიყვარულით განიმსჭვალებიან მოძღვრისა და სულიერი ძმების მიმართ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2023, 10:39 AM
პოსტი #4065


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რევოლუციამდე რუსეთის შუაგულში მდებარე ერთ მონასტერს ცუდი სახელი გავარდნოდა - ამბობდნენ, იქაური ბერები უსაქმურები და ლოთები არიანო.

სამოქალაქო ომის დროს, ქალაქში, რომლის შორიახლოს ეს მონასტერი მდებარეობდა, ბოლშევიკები შევიდნენ. მათ მთელი მოსახლეობა ბაზრის მოედანზე შეჰყარეს და ცოტა ხანში დატუსაღებული ბერებიც მოასხეს.

კომისარმა ბერებისაკენ გაიშვირა ხელი და ხალხს მიმართა:

„ამხანაგო მოქალაქეებო! ამ უსაქმურებს, მუცელღმერთებსა და ლოთებს ჩემზე უკეთ იცნობთ! ახლა მათ ბოგინს ბოლო მოეღო. ჩვენ გადავწყვიტეთ სამუდამოდ ჩამოვგლიჯოთ ამათ ნიღაბი და თვალნათლივ დაგანახოთ, როგორ ამაიმუნებდნენ ხალხს ეს მუქთახორები და მატყუარები. ამიტომ ახლა მათ წინაშე მიწაზე ჯვარსა და სახარებას ვდებთ და ყოველი მათგანი თქვენს თვალწინ ფეხით გადათელავს მშრომელი ხალხის მოტყუებისა და დამონების ამ ორ მთავარ იარაღს. მერე კი გავუშვებთ და სადაც უნდათ იქ წაეთრნენ“.

ხალხმა სიცილი ატეხა.

ამ ხორხოცში ბერებს იღუმენი გამოეყო - ზვინივით დიდი კაცი, დასიებული სახითა და ჩაწითლებული ცხვირით - და ასე მიმართა ბერებს:

„ჩემო ძმებო... ღორულად კი ვიცხოვრეთ, მაგრამ მოდი, ქრისტიანულად მოვკვდეთ!“

და არც ერთ ბერს ადგილიდან ფეხიც არ მოუცვლია.

იმავე დღეს ყველანი ხმლებით აჩეხეს“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2023, 10:40 AM
პოსტი #4066


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იესუს სახელით ლოცვა არის აღთქმა, თვით ქრისტეს ბრძანება. მონაზვნად აღკვეცისას იდება იესუს ლოცვის აღთქმა, რომელიც აღთქმად რჩება და მოითხოვს მის შესრულებას. ამ აღთქმის თანახმად, მონაზონს მუდამ ბაგეზე, გონებასა და გულში უნდა ჰქონდეს იესოს სახელი ან, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრება უნდა აღავსოს იესუს ლოცვით. არასაკმარისია, თუ მონაზონი ლოცვის საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ ლოცვების ამოკითხვით და გარკვეული რაოდენობის ლოცვებით. ყოველი საქმე ლოცვით უნდა განიწმინდოს, რათა არ დაიკარგოს ლოცვის განწყობა საყოფაცხოვრებო საქმიანობისა თუ მოვალეობებისას, რომელთაც ვეწევით ლოცვის შემდეგ“.

/ღირსი ნიკონი (ბელიაევი, 1888-1931)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2023, 10:53 AM
პოსტი #4067


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ბერად აღკვეცა და მღვდლობა უამრავ რამეს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს - არა. ჩვენი სულის სიღრმეში ჩაბუდებული ძველისძველი ბოროტება მუდამ თან გვდევს და არასოდეს აიღებს ხელს თავის უმთავრეს მიზანზე - ჩვენს სულში ხელმეორედ შემოღწევასა მისი დაპყრობის ფიქრზე. მხოლოდ ბოროტებასთან შეუპოვარი ბრძოლა - სანუკვარი და ბევრისთვის გაუგებარი მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენი გულის სიწმინდისთვის ბრძოლას ნიშნავს - გაგვამართლებს უფლის წინაშე. მაგრამ თუ ქრისტე კაცში ამ ბრძოლას ვერ ხედავს, ამგვარ მღვდელს, ბერს თუ ერისკაცს შეატოვებს იმ ძალას, რომელსაც ასე ჯიუტად ირჩევს კონკრეტული ადამიანი. ეს არჩევანი კი ყოველთვის ერთია - გაუმაძღარი ამპარტავნება და დაუცხრომელი ლტოლვა ამა სოფლის სიამეებისკენ. გადის დრო და ყველა ეს ვნება ადამიანს, რომელიც ღმერთს განუდგა, თავისი ნამდვილი და საზარელი სახით შემოუტრიალდება.

მაშინ გენესარეთის ტბა აღელდება, მისი მორევიდან უკვე კარგი ხნის დამხრჩვალი, გამძვინვარებული ღორები ამოძვრებიან და იმ საცოდავს დაეტაკებიან, ვინც თვითონ გააკეთა არჩევანი მათსა და ღმერთს შორის. „როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგივლსა და მოვლილს, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაბინავდებიან იქ, და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 1 2024, 10:53 AM
პოსტი #4068


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მარხვას დაეშურე, რამდენადაც შეგიძლია, გაიხსენე შენთვის ნათქვამი აღკვეცის დროს, როდესაც სკვნილი მოგცეს: „აი შენ, დაო, სულიერი მახვილი. გონებაში, გულში, ბაგით იმეორე: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე, მე ცოდვილი“. დაიცავი ეს წესი, როგორც შეგეძლება, ისე წარმოთქვი ლოცვა, ზოგჯერ გონებით, ზოგჯერ ზეპირად, ზოგჯერ გულითაც, თუკი უფალი შეგეწევა. უძლურების დროს კი მოინანიე და დაიმდაბლე თავი, მაგრამ ნუ მოგერიდება“.

/ღირსი ილარიონი (პონომარევი, 1805-1873)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2024, 02:17 PM
პოსტი #4069


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტ დაყუდებულს ღვთის უამრავი საიდუმლო და სიბრძნე ესმის. ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მას ყოველდღიურად ეცხადება ღმერთი და საღვთო სიბრძნისა და საიდუმლოებათა შესახებ ესაუბრება - მისი გონება ნათდება საღვთო სიბრძნით, რომლის მეშვეობითაც უამრავ საიდუმლოს შეიცნობს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2024, 10:34 AM
პოსტი #4070


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბიჭებო, არ გეწყინოთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ: მონასტერში აპირებთ ცხოვრებას? ჰა, აპირებთ, არა? ხოდა დაიხსომეთ მაშინ: პირველი - არასოდეს განსაჯოთ არც ბერები და არც უფროსები. განიკითხავ და ვერ მოერგები იქაურობას. გავარდები იქიდან თვალის დახამხამებაში.

ცოტა ხნის წინ ზაგორსკის ლავრიდან ვინმე ვასილი იყო ჩამოსული, იეროდიაკვანი. გავიგონე, როგორ განიკითხავდა ბერებს: არასწორად ცხოვრობენო, ესა და ეს ასე არ უნდა აკეთონო... მე მივუბრუნდი და ვუთხარი, ერთი ამას უყურე - ნახავ, შენ თვითონ აღარ იცხოვრებ მონასტერში-მეთქი.

ასეც მოხდა - წავიდა ლავრიდან. დიახ... აი, რას ამბობენ: თუკი ვინმეს - ბერი იქნება, მღვდელმონაზონი თუ წინაძღვარი - არა აქვს მნიშვნელობა ვის - შეამჩნიე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, რაღაცაში სცოდავს, ნუ მიაქცევ ყურადღებას: შეტრიალდი, ნუ შეხედავ. რას იზამ - სცოდავენ და შესცოდონ... მამა სერაფიმესი არ იყოს - დაე იცხოვრონ ჩვენს გვერდით, ჭამონ ჩვენი პური - დადგება დრო და უფალი თვითონ მოიშორებს მათ. აი, განკითხვისა კი უნდა გეშინოდეთ! ნუ განიკითხავთ! ეს ჩვენი საქმე არაა - უფალი თვითონ მიხედავს“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2024, 11:36 AM
პოსტი #4071


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის საქმიანობა საიდუმლო უნდა იყოს. ამიტომ არის, რომ იესუს ლოცვას წმინდა მამები „საიდუმლო საქმიანობას“ უწოდებდნენ. უფრო მეტიც, საკუთარი თავისაგან საიდუმლოდაც კი უნდა შეინახო, არ უნდა გაჰყვიროდე, როგორც სახარებაში წერია, არათუ სხვების წინაშე, არამედ არც საკუთარი თავის წინაშე“.

/ღირსი ნიკონი (ბელიაევი, 1888-1931)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2024, 01:01 PM
პოსტი #4072


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გავიხსენოთ მარკოზ თრაკიელის მაგალითი, რომელმაც უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწია. მას თავად ანგელოზები აწვდიდნენ საკვებს და ანგელოზებთან ერთად აღავლენდა ლოცვა-ვედრებას. გარეგნულად მთლიანად თმით იყო დაფარული. ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისათვის, შესაძლოა, მისი გარეგნობა არ იყო მომხიბვლელი, მაგრამ სული ჰქონდა გაბრწყინებული“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2024, 10:45 AM
პოსტი #4073


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემი აზრით, მორჩილება ბერმონაზვნური ცხოვრების განუმეორებელი და ალბათ უბედნიერესი დროა. მოგვიანებით ბერს ელის სულიერი ზეაღსვლები და იმგვარი მოვლენებიც, რომელთა წარმოდგენაც ჩვეულებრივ ერისკაცს არ ძალულძს. იქნება უხილავ სულიერი ბრძოლის ველზე უამრავი გამარჯვება და, რაღა თქმა უნდა, დროდადრო დამარცხებებიც, არაჩვეულებრივი აღმოჩენები - სამყაროშიც და საკუთარ თავშიც. მაგრამ ამისდა მიუხედავად, მორჩილების წლებს მაინც არაფერი შეედრება“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2024, 02:13 PM
პოსტი #4074


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იოანე კიბისაღმწერელი, რომელიც ანუგეშებდა და მოძღვრავდა ერთად მცხოვრებ მონაზვნებს, რომლებიც სამონასტრო მორჩილებას ასრულებდნენ, წაახალისებდა რა მათ გულისხმიერებას ლოცვით ღვაწლში, ამბობს: „მონაზვნებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მორჩილებით, უფალი არ სთხოვს ლოცვას, სრულიად წმინდას გართობისაგან. გამუდმებით ებრძოლე აზრების დაფანტულობას და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, თუ გონება მეტად გაგირბის, რადგან ახლადდამწყებ მორჩილთაგან უფალი განუბნეველ ლოცვას არ ითხოვს. ნუ გაწუხებს გონების განბნევა, არამედ გიხაროდეს, როდესაც მას კვლავ მოიკრებ, რადგან სრულიად წარუტაცებელი გონება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ. ჩვენ, ვნებებს დამონებულნი, შევთხოვთ უფალს მუდმივად, დაუღალავად, რადგან ყველა ვნებიანი ასეთი ლოცვით გადავიდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უვნებონი გახდნენ. თუ განუწყვეტლივ გაწვრთნით გონებას ისე, რომ იგი არსად წავა ლოცვის სიტყვებიდან, მაშინ თქვენთან იქნება ჭამის დროსაც კი. რაოდენობა მიზეზია ხარისხისა. უფალი წმინდა ლოცვას მას აძლევს, ვინც დაუზარებლად ბევრს ლოცულობს.

ახალადმწყები მონაზვნები საჭიროებენ ხანგრძლივ დროს ლოცვის შესასწავლად. შეუძლებელია, ლოცვის ღვაწლში შესვლისთანავე მიაღწიო ამ უზენაეს სათნოებას. საჭიროა დროც და თანამიმდევრობაც ღვაწლში, რათა ასკეტი, როგორც ყვავილი, ლოცვისათვის ყოველმხრივ მომწიფდეს, თითქოს ნაყოფი გულმოდგინედ მლოცველებისა, რომლებიც დიდხანს შრომობენ და ვერ აღწევენ სულიერ ლოცვას: „გულს ნუ გაიტეხთ, კეთილო მუშაკებო!“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2024, 12:41 PM
პოსტი #4075


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტერში მყოფი მორჩილი სხვათა თანდასწრებით სიტყვას შეუბრუნებს მოძღვარს, მან ასეთი მორჩილი უნდა დასაჯოს, რადგან ამგვარი ქმედებით სულიერ შვილსაც შეეწიოს და სხვებისთვისაც მაგალითად იქცეს. სასჯელში ეპიტიმია იგულისხმება“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2024, 10:28 AM
პოსტი #4076


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აი, თვითნებობა კი ყველაზე დიდი ცოდვაა, რაც კი ბერმა შეიძლება ჩაიდინოს“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2024, 10:59 AM
პოსტი #4077


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცი, რომელიც განეშორება პირად ან საზოგადო-საეკლესიო ლოცვას, თავს განიყენებს უფალთან ურთიერთობისგან და, უცხოტომელის მსგავსად, რომელმაც არ შეიცნო ღმერთი, იღუპება და ასეთი ქრისტიანი კი არ არის, არამედ წარმართია, მით უმეტეს - მონაზონი, რომელსაც არ გააჩნია მონაზვნური ბეჭედი - ლოცვა: ეს მონაზონი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანია“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2024, 09:48 AM
პოსტი #4078


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სისასტიკეა, როცა მწყურვალს პირიდან გამოსტაცებენ წყალს. რაოდენ დიდი სისასტიკეა, როცა ლმობიერებით მლოცველ მოღვაწე მონაზონს ლოცვის დამთავრებაში ხელს უშლიან“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2024, 01:05 PM
პოსტი #4079


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ძმებო, გთხოვთ, არასოდეს მიატოვოთ ლოცვის კანონი ან არ უგულებელყოთ, ვინაიდან ზოგიერთი მამისგან მსმენია: რა მონაზონია ის, რომელიც ლოცვის კანონს უგულებელყოფს!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2024, 10:53 AM
პოსტი #4080


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამათა ცხოვრებიდან ცნობილია მაგალითები, როდესაც წმინდა ბერები საროსკიპოებში დადიოდნენ. ადამიანებს ისინი მეძავები ეგონათ, მაგრამ სინამდვილეში მეძავებს უქადაგებდნენ და უამრავი სულიც უხსნიათ წარწყმედისაგან“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

211 გვერდი V « < 202 203 204 205 206 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 01:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი