IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღმერთი - ბუნებრვი და მარტივი... თუ?
Molen
პოსტი Apr 11 2010, 02:00 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მინდა ძალიან მოკლე და უბრალო თემა გავხსნა.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, განსაკუთრებით თუ სახარებას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იესოს მოძღვრება არის მარტივი ("მე დაფარულად არა მითქვამს რა" - აღნიშნავს იესო), უზომოდ კეთილი, უზომოდ სათნო, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ რთული შესასრულებელი, რამეთუ პირველ რიგში ადამიანმა საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეძლოს, დაიცხროს ვნებანი, ავი ფიქრები და უარყოს ყოველივე ბოროტი, შეიყვაროს ღმერთი და მოყვასი, დალოცოს მტერი და იყოს მოწყალე, მოექცეს სხვებს ისე, როგორც მას უნდა, რომ ექცეოდნენ. ანუ თავიდან ბოლომდე იდეალურია, იმდენად, რომ მისი კითხვისას სიამოვნებისაგან ჟრუანტელი მივლის ხოლმე.

მაგრამ როგორც კი თვალს გადაავლებ ადამიანი მაგალითად კაბალას, არაკანონიკურ სახარებებს, გნოსტიკურ ჩანაწერებსა და სხვა ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაშრომებს, ღმერთს გისახავენ, როგორც ურთულეს, სრულიად ამოუნობ, მიუწვდომელ და საერთოდაც რაღაც კოსმიურ ქმნილებას, რომლამდეც იმ კეთილი და მარტივი გზებით კი ვერ მიხვალ, რომელსაც იესო გვისახავს, არამედ მთელი რიგი სირთულეებით, რიტუალებითა და კოსმიურ, სპირიტუალურ და სხვა სახის გზებით, რომელიც ძალიან ხშირად ეგვიპტურ, ინკურ, აცტეკურ ან ინდუისტურ მოძღვრებებს მაგონებს.

თქვენი აზრი მაინტერესებს, ღმერთი მართლაც იმდენად მარტივი მაგრამ ღრმაა, როგორც სიყვარული, თუ არის უდიდესი დაფარული, შეუცნობელი, რომელიც ღმერთთან მიახლოებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის?!

თუმცა მათეს სახარება გვასწავლის, რომ უფლისკენ სწრაფვა სწორედ ჩვენი მოვალეობაა:

48. იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 11 2010, 09:15 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მაგრამ როგორც კი თვალს გადაავლებ ადამიანი მაგალითად კაბალას, არაკანონიკურ სახარებებს, გნოსტიკურ ჩანაწერებსა და სხვა ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაშრომებს, ღმერთს გისახავენ, როგორც ურთულეს, სრულიად ამოუნობ, მიუწვდომელ და საერთოდაც რაღაც კოსმიურ ქმნილებას, რომლამდეც იმ კეთილი და მარტივი გზებით კი ვერ მიხვალ, რომელსაც იესო გვისახავს, არამედ მთელი რიგი სირთულეებით, რიტუალებითა და კოსმიურ, სპირიტუალურ და სხვა სახის გზებით, რომელიც ძალიან ხშირად ეგვიპტურ, ინკურ, აცტეკურ ან ინდუისტურ მოძღვრებებს მაგონებს.

სირთულეები და ჩახუჭუჭებები კი არ არის, უბრალოდ თვლიან რომ არსებობს ცოდნა, რომელიც ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომი არაა, ამისთვის უნდა მოემზადო, გაიარო ესა თუ ის საფეხურები და მერე მიიღებ ჯილდოდ smile.gif

და მარტივი გზა არც ქრისტიანობაში არ არის smile.gif ნამდვილად არ არის, თავადაც ხომ ამბობ რომ რთულად მიიღწევაო? smile.gif
ქრისტე იგავებით საუბრობდა და მაშინაც კი თავიდან ბევრს არ ესმოდა,

ხოდა რაც შეეხება ღმერთს, ვერაფერს გეტყვი, სიტყვებით არ გადმოიცემა : )

მოდი გავარკვიოთ რას ეძახი სიმარტივეს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი Apr 11 2010, 10:20 PM
პოსტი #3


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ქევანა
ციტატა
მოდი გავარკვიოთ რას ეძახი სიმარტივეს

თუნდაც ქრისტეს მოძღვრება ნათელია და დაფარულს არაფერს ტოვებს. გარკვევით ამბობს რა გზა უნდა განვვლო და იმასაც აყოლებს რომ შეიძლება შეგიძულონ. უმცირეს რწმენაზე მიგვითითებს, რომლითაც ყველაფერს იქმს ადამიანი და ყოვლილმომცველი სიყვარულით სრულქმნას მიაღწევს. როდესაც იესო სინედრონის წინაშე წარსდგა მან გარკვევით თქვა მე დაფარულად არა მითქვამს რაო და მართლაც, ახალ აღთქმაში მცირე რამ თუ ბადებს შეკითხვას დანარჩენი გასაგებია.

მაგრამ აი ეგ
ციტატა
არსებობს ცოდნა, რომელიც ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომი არაა
მაინტერესებს რაა და რითი განსხვავდება ახალ აღთქმაში დაწერილი მოძღვრებისაგან?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Apr 12 2010, 09:05 PM
პოსტი #4


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ეს თემა ღვთისმეტყველებაში გაგეხსნა არ ჯობდა? smile.gif

ციტატა
მაგრამ როგორც კი თვალს გადაავლებ ადამიანი მაგალითად კაბალას, არაკანონიკურ სახარებებს, გნოსტიკურ ჩანაწერებსა და სხვა ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაშრომებს, ღმერთს გისახავენ, როგორც ურთულეს, სრულიად ამოუნობ, მიუწვდომელ და საერთოდაც რაღაც კოსმიურ ქმნილებას, რომლამდეც იმ კეთილი და მარტივი გზებით კი ვერ მიხვალ, რომელსაც იესო გვისახავს, არამედ მთელი რიგი სირთულეებით, რიტუალებითა და კოსმიურ, სპირიტუალურ და სხვა სახის გზებით,

http://www.files.ge/file/478852/mama-Teodo...ly-com-flv.html
ამას უყურე, ამ თემასთან დაკავშირებით ცოტას გაგარკვევს


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 13 2010, 09:54 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



რას ნიშნავს მარტივი და რას ნიშნავს რთული ? ესენი ზოგადად პირობითი ცნებებია.

ზოგადად დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო ღმერთამდე მისასვლელად. ის იმდენად მარტივია რამდენადაც სიყვარული. მაგრამ მიუწვდომელი იმდენად რამდენადაც ამოუწურავი...

ადამიანია ამოუწურავი. მაგრამ მისი გამარტივებაც შეიძლება. პიროვნების ცნებაზე დაყვანით.

მიზიდულობის კანონი ზოგადად ძალიან მარტივი ფორმულით გამოისახება მაგრამ პლანეტარული სისტემები ქაოსიდან მან ჩამოაყალიბა...


ღმერთი დიადია. ჩვენ ადამიანები ვქმნით გარკვეულ გონებრივ მოდელებს მის დასანახად.

მამა (წყარო), ძე (ლოგოსი/იდეა) და სულიწმინდა (ცხოველსმყოფელი) = > ეს ადამიანის თვალით იოლად დანახვადი მოდელი (მოდელი არის გამარტივებული სინამდვილე).

სამი პიროვნება და ერთი არსება = ეს სიყვარულის კიდევ ერთი მოდელია.

ამ ყველაფერს შეგიძლია შეხედო ძალიან მარტივადაც და ამავე დროს სხვამ შეიძლება ამ ყველაფერში უდიდესი სირთულე დაინახოს.









მე ვფიქრბ ღვთისმეტყველები განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან ღვთის მიმართ მათ სურთ რაც შეიძლება ღრმად გაიგონ ვინ არის ღმერთი, როგორია, რაგვარი ხასიათი აქვს...

ამიტომ ურთულდებათ ხოლმე.

სასიამოვნოა ღმერთზე ფიქრი და მსჯელობა, მისი ძიება, ახალი აღმოჩენების გაკეთება... ეს ადამიანის მისწრაფებებშია...

თუმცა ღმერთმა გამოუცხადა გლახაკებს და დაფარა ბრძენთაგან... რა საოცარი სიტყვებია...





--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bloody Elf
პოსტი Apr 16 2010, 12:21 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 15-April 10
წევრი № 8,632



ჩვენთვის ღვთის სიტყვა ბიბლიაა.. მოდი იმაზე ვიფიქროთ ბიბლია, როგორ გვისახავს ღმერთს? სადაც ბევრჯერ წერია რომ ღმერთი სიყვარულია. და რომ სიყვარულმა აღძრა ადამიანები შეექმნა, თორემ მოწყენილი კი არ იყო?

მართლაც ყველაფერი ადვილი ენითაა დაწერილია და ქრისტეც ადვილი ენით ქადაგებდა, რაგდან იცოდა ჩვენ არასრულყოფილები ვიყავით და ვერ გავიგებდით ბევრ რამეს ( და ვართ კიდევაც თავისთავად) ქრისტეც და ყველა სხვა ანგელოზი კი სრულყოფილია. მათ ჩვენგან განსხვავებით ტვინის 100% უმუშავებთ ჩვენ კიდე ( 2% მაქსიმუმ 3% და ისიც გენიოსებში გადის) შესაბამისად ღმერთმა იცოდა ეს..

არ მჯერა რომ ღმერთი ბუაა, მკაცრია და საშინელი, იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენთვის გააკეთა და გააკეთებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 16 2010, 08:39 PM
პოსტი #7


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



რათქმაუნდა ეს გზა ძნელია, მაგრამ მისი უპირატესობა მის ჭეშმარიტებაშია. ამ შემთხვევაში ჭეშმარიტება თუნდაც წმიდნა რაციონალური გადასახედიდან არ არის აბსტრაქტული სიტყვა, რადგან არსობრივად ბიბლიური სიყვარული წარმოადგენს ადამიანურობის ყველაზე სრულქმნილ გამოხატულებას. აქ დოსტოევსკის სიტყვები გამახსენდა, რომელიც ამბობს, ქრისტე რომ არ ყოფილიყო ჭეშმარიტება, მე მაინც ქრისტიანი ვიქნებოდი. ზოგისთვის ეს სიტყვები, რაღაც სუბიექტური დამოკიდებულების გამოახატულებაა, მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტება არა თუნდაც მის საყოველთაო მასშტაბურობაში ან თითქოს აქსიომად ქცეულ, ყოველგვარ წინაპირობას მოკლებული ჭეშმარიტებაშია, არამედ მის არსშია.

ამ მხრივ ქრისტიანობა შეიძლება მადლისგან გავათავისუფლოთ ანუ განვიხილოთ როგორც ერთგვარი ადამიანური იდეა, მაგრამ სულიწმინდა სწორედაც ავსებს მას. ის შინაგანად აკავშირებს ტრასცენდენტურს ჩვენს რაობასთან და ქმნის ჰარმონიის უსრულეს ფორმას, ქრისტიანული სიყვარულის სახით, რომელიც არის ონტოლოგიური არსი ადამიანის არსებობისა.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Apr 17 2010, 09:59 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



death
ციტატა
რათქმაუნდა ეს გზა ძნელია, მაგრამ მისი უპირატესობა მის ჭეშმარიტებაშია. ამ შემთხვევაში ჭეშმარიტება თუნდაც წმიდნა რაციონალური გადასახედიდან არ არის აბსტრაქტული სიტყვა, რადგან არსობრივად ბიბლიური სიყვარული წარმოადგენს ადამიანურობის ყველაზე სრულქმნილ გამოხატულებას. აქ დოსტოევსკის სიტყვები გამახსენდა, რომელიც ამბობს, ქრისტე რომ არ ყოფილიყო ჭეშმარიტება, მე მაინც ქრისტიანი ვიქნებოდი. ზოგისთვის ეს სიტყვები, რაღაც სუბიექტური დამოკიდებულების გამოახატულებაა, მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტება არა თუნდაც მის საყოველთაო მასშტაბურობაში ან თითქოს აქსიომად ქცეულ, ყოველგვარ წინაპირობას მოკლებული ჭეშმარიტებაშია, არამედ მის არსშია.

ამ მხრივ ქრისტიანობა შეიძლება მადლისგან გავათავისუფლოთ ანუ განვიხილოთ როგორც ერთგვარი ადამიანური იდეა, მაგრამ სულიწმინდა სწორედაც ავსებს მას. ის შინაგანად აკავშირებს ტრასცენდენტურს ჩვენს რაობასთან და ქმნის ჰარმონიის უსრულეს ფორმას, ქრისტიანული სიყვარულის სახით, რომელიც არის ონტოლოგიური არსი ადამიანის არსებობისა.

რესფექთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 04:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი