თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ქართული წირვა-ლოცვები

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 16 2008, 12:44 AM

ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.

მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს.

ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს.

ღმერთს ებარებოდეთ!






პ.ს. მადლობა KAIROS-ს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 16 2008, 01:42 AM

გაცნობებთ, რომ

17 თებერვალს, 16:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოინახულებს დასავლეთ ევროპის მიტოპოლიტი აბრაამი.

ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/


პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 16 2008, 03:10 AM

smile.gif ეს არის ამერიკის ქალაქ ვაშინგტონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ღმრთისმსახურების განრიგი:

ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინება ინგლისურ,ქართულ და სლავურ ენებზე.
წირვა ყოველ კვირადღეს და დიდი დღესასწაულებზე
დილის 9:00 (ინგლისურ ენაზე) და
დილის 10:45 (ქართულ,ინგლისურ და სლავურ ენებზე)

ყოველ კვირადღეს, წირვას მოსდევს პარაკლისი
13:00 საათზე (ქართულ ენაზე)

ამას გარდა ყოველი თვის პირველ შაბათს
დილის 10:00 საათზე აღევლინება წირვა ქართულ ენაზე.
მწუხრი ,ყოველი თვის პირველ პარასკევს 17:00 საათზე.
მწუხრის შემდეგ აღსარება.
ღვთისმსახურნი:
დეკანოზი კონსტანტინე უაიტი (ტაძრის წინამძღვარი),
დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე.

--------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი:
3500 Massachusetts Ave NW, Washington,DC.

http://www.mrevli.org

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 16 2008, 03:54 AM

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია
ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.


თებერლვალ-მარტის ღვთისმსახურებათა განრიგი:

თებერვალი 2008

02.02. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან!
03.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში, +662); მოწამისა ნეოფიტესი (+303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (+III); მოწამისა აგნია ქალწულისა (+დაახლ. 304); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (+VII); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (+1556).
09.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში
10.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ღირსისა ეფრემ ასურისა (+373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (+IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (+VII). კრება რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა.
14.02. ხუთშაბათი 18:00სთ სადღესასწაულო მწუხრი, ცისკარი
15.02. პარასკევი 09:30სთ სადღესასწაულო წირვა
მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ლამპრობა.
16.02. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
17.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. შემდგომი დღესასწაული მიგებებისა. ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა (+VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (+დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (+III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (+868).
23.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ქალაქ Bonn - ში
24.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
უძღები შვილის კვირიაკე. მღვდელმოწამისა ვლასისა (+დაახლ. 316); მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (+დაახლ. 867).


მარტი 2008

01.03. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან!
02.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება. ნიკოლოზისა, ყოვლისა საქართველოისა კათალიკოს-პატრიარქისა (+1591); ლეონისა, რომის პაპისა (+461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (+IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+449-450).
08.03. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში
09.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ყველიერის კვირიაკე. მოგონება სამოთხიდან ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე. მღვდელმთავრისა ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+806).
10.03. ორშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი, დასაწყისი დიდმარხვის პირველი შვიდეულისა.
11.03. სამშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
12.03. ოთხშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
13.03. ხუთშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
15.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
16.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის I კვირიაკე. მართლმადიდებლობის ზეიმი. იოანე (ოქროპირი) IV-სი, ყოვლისა საქართველოჲსა კათოლიკოს-პატრიარქისა (+1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ბასილისკოსი (აფხაზეთის კომანში აღსრულებულისა, +დაახლ. 308); ღირსისა პიამა ქალწულისა (+337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქიელი ხუცისა (+361-3613).
22.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
23.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის II კვირიაკე. მღვდელმთავრისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360); ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (+XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მისთანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანეკტოსი, პავლესი და კრისკენტოსი (+III); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (+III); ღირსისა ანასტასიასი (+567-568). კრება ყოველთა ღირსთა მამათა კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა.
29.03. შაბათი საღამოს ლოცვა არ ჩატარდება!
30.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის III, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა (+1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (+411); მოწამისა მარინოსი.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 16 2008, 01:36 PM

მიუნხენში იმყოფება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მეუფე თებერვლის ბოლომდე იქ დარჩება.

შტუტტგარტში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება შაბათს 1 მარტს.
ისე კი რეგულარულად ყოველი თვის პირველ შაბათ დღეს. მოძღვარი მამა თამაზი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 17 2008, 01:36 AM

xornabujeli
დიდი მადლობა გიორგი. გაგახარებს ღმერთი! smile.gif

iako
იაკო, მისამართი ხო არ იცი, შტუდგარტში სად ტარდება ხოლმე ეგ წირვა? 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 17 2008, 01:56 AM

გაცნობებთ, რომ

23 თებერვალს, 09:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.

ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 17 2008, 02:22 PM

კეტ

ეს არის მისამართი, სადაც ტარდება ქართული წირვა თვეში ერთხელ:

Neue Straße 176, 70186 Stuttgart

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2008, 02:56 AM

17.02.2008 Düsseldorf
მართალია ცოტა დამაგვიანდა, wub.gif მაგრამ ვიყავი დიუსელდორფში. მეუფე აბრაამმა დაგვლოცა, პარაკლისსაც დავესწარი. ძალიან ბედნიერი დავბრუნდი სახლში და თქვენთვის რამოდენიმე სურათიც გამოვიყოლე smile.gif

მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს wub.gif
IPB-ს სურათი

ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ sad.gif ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი smile.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2008, 03:09 AM

გაიხარე, ქეტევან yvavilebi.gif

რა კარგია ახლოს რომ ხარ, ჩემგან შორსაა, მაქ კი არა შტუტგარტშიც ვერ ვივლი.

მადლობა, რომ ეს თემა არსებობს smile.gif ინფორმაცია მაინც გვაქვს,სად რა ხდება.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 18 2008, 03:40 AM

ციტატა(k@the @ Feb 18 2008, 01:56 AM) *

ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ sad.gif ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი smile.gif
IPB-ს სურათი

კარგი პიროვნებაა,მამა დოსითე,ღმერთმა გააძლიეროს.
ღმერთმა გააძლიეროს,გაიგე აბა...
მართლაც ისტორიული ფოტოა,შენ სად ხარ?

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Feb 18 2008, 03:45 AM

k@the

ციტატა


მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს wub.gif


სამებაში მსახურობდა ხო მამა დოსითე? blink.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2008, 03:50 AM

ციტატა(xornabujeli @ Feb 18 2008, 12:40 AM) *

კარგი პიროვნებაა,მამა დოსითე,ღმერთმა გააძლიეროს.
ღმერთმა გააძლიეროს,გაიგე აბა...
მართლაც ისტორიული ფოტოა,შენ სად ხარ?



გიო,

ქეთევანი კიოლნშია, შორს არ არის დიუსელდორფიდან.

მე არასოდეს ვყოფილვარ ქართულ წირვაზე user.gif cray.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2008, 01:47 PM

xornabujeli
სურათი მე გადავიღე wub.gif , სახელს გავიგებ იმ გერმანელის. smile.gif

შოთაძე
კი შოთაძე, ასე თქვეს სამებაში მსახურობდაო. მართლა ძალიან თბილი ადამიანი ჩანს smile.gif

staywhite
2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 18 2008, 06:12 PM

staywhite

ციტატა
მე არასოდეს ვყოფილვარ ქართულ წირვაზე

მალე დაესწრები, უფლის მადლით და წყალობით 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 23 2008, 12:04 PM

კეტ
მამა დოსითე ბრიუსელში მოღვაწეობს მგონი?დიუსელდორფში მას იწვევენ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 23 2008, 09:05 PM

iako
მამა დოსითე არ ვიცი სად მოღვაწეობს და არ მგონია დიუსელდორფში გადმოეყვანათ, მგონი მეუფეს ახლდა უბრალოდ unsure.gif
ანთვერპენში მოღვაწეობს მამა აბიბოსი და ის ჩამოდიოდა ხოლმე დიუსელდორფში wub.gif, ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მამა ისე იყო. მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცი დიუსელდორფში როგორ და რა იქნება.

დღეს ბონნში ვიყავი, მამა თამაზის წირვას დავესწარი wub.gif
ეხლა სამსახურში ვარ და საღამოსკენ ერთ-ორ სურათს დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 24 2008, 12:58 AM

ციტატა(k@the @ Feb 23 2008, 08:05 PM) *

iako
მამა დოსითე არ ვიცი სად მოღვაწეობს და არ მგონია დიუსელდორფში გადმოეყვანათ, მგონი მეუფეს ახლდა უბრალოდ unsure.gif
ანთვერპენში მოღვაწეობს მამა აბიბოსი და ის ჩამოდიოდა ხოლმე დიუსელდორფში wub.gif, ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მამა ისე იყო. მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცი დიუსელდორფში როგორ და რა იქნება.

დღეს ბონნში ვიყავი, მამა თამაზის წირვას დავესწარი wub.gif
ეხლა სამსახურში ვარ და საღამოსკენ ერთ-ორ სურათს დავდებ smile.gif

smile.gif მე და ჩემი მეუღლე მამა თამაზის და მის ძმებს ვიცნობთ,სანამ მღვდელი გახდებოდა ჩვენ ერთი სულიერი მოძვარი გვყავდა მამა ზაქარია(ძინძიბაძე),რომ ნახავ უთხარი მამა ზაქარიას სულიერმა შვილებმა გიორგიმ და მარიკამ მოგიკითხეს თბილისიდან თქო.აბა კარგად! bye1.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 24 2008, 01:32 AM

23.02.2008
როგორც შეგპირდით, ვდებ რამოდენიმე სურათს...
დღეს ქალაქ ბონში (Bonn), ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, წირვა აღავლინა მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეულმა მღვდელმა თამაზ ლომიძემ.

ეს ბერძნული ეკლესია, მე როგორც ვიცი ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარია გერმანიაში.
IPB-ს სურათი

ულამაზესად და უთბილესადაა მოხატული ტაძარი. თვალს ვერ წყვიტავ ადამიანი ფრესკებს.
IPB-ს სურათი

ეს კი ჩვენი მგალობლები. წირვისას ამაღლებულ განწყობას რომ გვიქმნიან. კარგად გალობენ rolleyes.gif
IPB-ს სურათი

მამა თამაზი, უაღრესად უშუალო და თბილი ადამიანი wub.gif . თავის გამოხედვით და ქადაგებით, გიწვევს მოდითო ეკლესიაში smile.gif. მასთან საუბარს არაფერი ჯობია. რაღაცნაირად ვმშვიდდები, კეთილად რომ ამბობს ''შეგინდოს უფალმაო''.
IPB-ს სურათი

თქვენი მონა-მორჩილი, დღეს გახარებული wub.gif
k@the



xornabujeli
აუცილებლად გადავცემ გიორგი. თუმცა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მომიხერხდება ალბათ მისი ნახვა. smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 24 2008, 05:06 PM

მართლაც ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია მამა თამაზი. სასიამოვნოა მასთან საუბარი. ისე მშვიდად გარიგებს, ქადაგებს. თავისი გულახდილობით გეხმარება მასთან ბოლომდე გაიხსნა.



პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 25 2008, 05:49 PM

ციტატა(k@the @ Feb 24 2008, 12:32 AM) *

მამა თამაზი, უაღრესად უშუალო და თბილი ადამიანი wub.gif . თავის გამოხედვით და ქადაგებით, გიწვევს მოდითო ეკლესიაში smile.gif. მასთან საუბარს არაფერი ჯობია. რაღაცნაირად ვმშვიდდები, კეთილად რომ ამბობს ''შეგინდოს უფალმაო''.
IPB-ს სურათი

smile.gif ძალიან ლამაზი,და შინაარსიანი ფოტოებია.მოგიხსენოთ უფალმა,და მშვიდობა წყალობა არ მოგაკლოთ უცხოეთში მყოფ ქართველებს და ღმერთმა ინებოს თქვენი დროული დაბრუნება სამშობლოში.ისე კი დასტყობია მამაოს ასაკი...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 4 2008, 02:35 AM

მამა თამაზის ქადაგებიდან, გამომრჩა დამეწერა wub.gif

მამაომ გადმოგვცა პატრიარქის კურთხევა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს. ეს მარხვა ჩვენთვის, ოთხშაბათი-პარასკევის და პირველი და ბოლო კვირის გარდა თევზით ხსნილია. შეეცადეთ, რომ ყველამ შეინახოთო.

მარხვის შესახებ დაწვრილებით http://www.orthodoxy.ge/markhvebi/did_markhva.htm

გაგაძლიეროთ უფალმა!

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Mar 9 2008, 01:43 AM

ირლანდიაში ქართული ეკლესიის ცენტრი არის ქალაქ dublin-ში აი ამ მისამართზე: domenic collage navan road dublin, კვირაობით ვატარებთ წირვას 11:30 -ზე იწყება მსახურება, ვმოგზაურობთ ქალაქ kork-ში. ეკლეესიის წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 12 2008, 04:57 PM

გაცნობებთ, რომ

29 მარტს, 09:00 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.
მამა თამაზის თხოვნაა მოემზადოთ აღსარება-ზიარებისათვის.

ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.


პოსტის ავტორი: lelio თარიღი: Mar 14 2008, 10:48 PM

საუცხოო ტაძარია და ძალიან სასიამოვნოა როცა უცხო ქვეყანასჰი ხარ და ქრისტიანულ ტაძარში დაიდებ საკუტარ ბინას და სულიერად კარგად გრძნობ თავს .
აღფრთოვანებული ვარ...

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 17 2008, 01:38 PM

შემდეგი ქართული წირვა შტუტტგარტში შედგება 5 აპრილს. მისამართი უკვე მითითებული მაქვს ჩემს ერთ-ერთ პოსტში.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 30 2008, 04:29 PM

გუშინ ვიყავი Bonn-ში ქართულ წირვაზე. ძალიან ლამაზი დღე იყო, ქართველი გოგოებიც გავიცანი wub.gif . ერთი უკვე ჩვენი ფორუმელია და მეორე იმედია მალე მოშინაურდება. ძალიან საყვარელი გოგოები არიან a025.gif
IPB-ს სურათი



xornabujeli
მამა თამაზს გადავეცი გულთბილი მოკითხვა და ასევე მოიკითხეო ჩემგან. smile.gif

პოსტის ავტორი: ruso-nini თარიღი: Apr 11 2008, 04:04 PM

გამარჯობა!!მე რუსო ვარ,შემოგიერთდებით თქვენსავით "ემიგრანტი" გერმანიაში.მინდა გითხრათ რომ ჰამბურგში ყოველი თვის ბოლოს ქართული წირვა,რომელსაც არქიმანდრიტი ლაზარე აღავლენს.შეიძლება ვიმე ცხოვრობთ ახლომახლო ქალაქებში და მოახერხოთ ჩამოსვლა.

18 აპრილს 17:00 რუსუსლ მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება შვიდგზის ზეთისცხება.
19 აპრილს,ლაზარეს შაბათს 10:00 ჩატარდება წირვა.(ორივე ღვტისმსახურებას მამა ლაზარე აღასრულებს)

მისამართი:

Russisch-Orthodoxe Kirche

Vor dem Holstentor 1
20355 Hamburg
U2 (Messehallen)

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 12 2008, 12:41 AM

ციტატა(k@the @ Mar 30 2008, 04:29 PM) *

გუშინ ვიყავი Bonn-ში ქართულ წირვაზე. ძალიან ლამაზი დღე იყო, ქართველი გოგოებიც გავიცანი wub.gif . ერთი უკვე ჩვენი ფორუმელია და მეორე იმედია მალე მოშინაურდება. ძალიან საყვარელი გოგოები არიან a025.gif
IPB-ს სურათი
xornabujeli
მამა თამაზს გადავეცი გულთბილი მოკითხვა და ასევე მოიკითხეო ჩემგან. smile.gif



ბავშვებო ამ გოგონას ხომ არ იცნობთ გერმანიაშია ისიც
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 22 2008, 02:22 PM

გაცნობებთ სასიხარულო ამბავს rolleyes.gif

გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურებანი.
მათ აღასრულებს მღვდელ-მონაზონი მამა ისე

მიმდინარე კვირის განრიგია:

22 აპრილს, სამშაბათს 19:00 საათზე - პარაკლისი
23 აპრილს, ოთხშაბათს 19:00 საათზე - პარაკლისი

24 აპრილს, ხუთშაბათს 10:00 საათზე - წირვა
25 აპრილს, პარასკევს 10:00 საათზე - წირვა (თორმეტი ვნების სახარების კითხვა)
26 აპრილს, შაბათს 10:00 საათზე - წირვა

სააღდგომო ლიტურგია დაიწყება შაბათს, 26 აპრილს 23:00 საათზე



ეკლესიის მისამართია: Fährstr. 95, 40221 Düsseldorf-Hamm
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 22 2008, 03:43 PM

ღვთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში:

დიდი ოთხშაბათი - 18:00 ზეთის კურთხევა, 7-გზის ზეთის ცხება

დიდი ხუთშაბათი - 09.00 საღმრთო წირვა, ხსენება საიდუმლო სერობისა

დიდი პარასკევი - 09:00 12 ვნების სახარების კითხვა

დიდი შაბათი - 09:00 საღმრთო წირვა

- 20: 00-23:00 აღსარებების მიღება

- 23:00 მწუხრი

კვირა - 00:00 ლიტანიობა,

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ღამისთევა)

ბოდიშით, დამეჭირა "enter". ასევე უნდა დამეწერა, რომ ეს არის მიუნხენის ქართული ეკლესიის საეკლესიო მსახურებათა განრიგი. მამა თამაზის თხოვნაა, რომ ზიარების მსურველები(მიუნხენში მცხოვრებლები) შუა კვირაში მობრძანდნენ აღსარებისთვის, რადგან ტრადიციულად ძალიან ბევრი ჩამომსვლელია გერმანიის სხვა ქალაქებიდან. სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებს აღსარების საშუალება ექნებათ შაბათს 20:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე
დაწვრილებითი ინდორმაცია იხილეთ: www.eklesia.de

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 23 2008, 12:08 AM

გაცნობებთ, რომ

31 მაისს, 09:00 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.
მამა თამაზი ეკლესიაში იქნება 08:30 დან და მისი თხოვნაა მოემზადოთ აღსარება-ზიარებისათვის.

ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.





--
ruso-nini
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ჩვენს ფორუმზე შემომატება smile.gif

Bodbeli
მადლობა ინფორმაციისათვის!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 3 2008, 02:55 PM

სიახლე მიუნხენის სამრევლოში - წირვა და პარაკლისი ყოველ ოთხშაბათს !!!

მისი მაღალყოვლადუსაღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით ღმრთისმსახურების განრიგს დაემატა წირვა და პარაკლისი შუა კვირაში. 1 ივნისიდან ყოველი კვირის ოთხშაბათს 09:00 საათზე ჩატარდება ცისკარი, რასაც მოებმება საღმრთო წირვა. ასევე ყოველ ოთხშაბათს 14:00 საათზე ჩატარდება პარაკლისი სავედრებელი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა. წირვის და პარაკლისს შორის შუალედში მრევლს საშუალება ექნება აღსარებისა და მოძღვართან საუბარისა.

www.eklesia.de

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 3 2008, 05:38 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=216&i=dsc0307us0.jpg

ესეც მიუნხენის ქართული ეკლესია თავისი ახალი კანკელით.








http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=391&i=dsc0310ue7.jpg

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 5 2008, 11:37 AM

Bodbeli
ეს ბოლო სურათი აღდგომას არის გადაღებული?
ჩვენი მრევლის წევრი ვიპოვე მასზე, აღდგომას მიუნხენში იმყოფებოდა.

შაბათს 7 ივნისს გერმანიის ქალაქ შტუტტგარტში ჩატარდება ღვთისმსახურება.

წირვა დაიწყება 10 საათზე .
ეკლესიის მისამართია: Neue Straße 176, 70186 Stuttgart


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 8 2008, 03:23 AM

iako

კი, აღდგომის დღეს არის გადაღებული ეს სურათები, ყველაზე ცოტა 350-400 ადამიანი იყო მოსული ამ დღეს, რაც ძალიან სასიხარულოა

ავტობუსის მძღოლი სულ გაგიჟდა, ასე სავსე ავტობუსი მგონი მას არასოდეს არ უტარებია. მე ვერ ავედი ამ ავტობუსში და იძულებული ვიყავი ტაქსით წავსულიყავი

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 10 2008, 08:20 PM

Bodbeli
რამდენჯერაც ჩვენი მრევლის წევრები წამოვიდნენ მიუნხენში, არასოდეს არ მეცალა. მაგრამ ეხლა კი მოვდივარ smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 20 2008, 02:50 AM

21 ივნისს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობი
, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ლოცვა კურთხევით 21 ივნისს, შაბათს დაგეგმილია საღმრთო წირვა ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში. წირვა დაიწყება 10:00 სთ-ზე რუსულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მისამართზე: Hohenzollerndamm 166, 10713 Berlin; . აღსარების და ზიარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. სამრევლოს გუნდთან ერთად აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მრევლისა მოძღვართან. გელით ყველა ბერლინსა და შემოგარენში მცხოვრებ მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

P.S. გააგებინეთ ბერლინში მეგობრებს, ნაცნობებს ........

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 29 2008, 03:40 AM

12 ივლისს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში

12 ივლისს, პეტრე-პავლობას ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში. მსახურება ჩატარდება ბერნულ ტაძარში მისამართზე: Gemeinde "Hl. GEORGIOS" Kirche: Grüneburgpark (Sebastian-Rinz-Str. 2a) 60 323 FRANKFURT/M. წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე.




D19 ივლისს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში

19 ივლისს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში. წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე სერბულ მართლმადიდებლურ ტაძარში მისამართზე: Die Kirche des Hl. Sava, Ruppiner Strasse 28, 13555 Berlin . აღსარების და ზიარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მრევლისა მოძღვართან.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 29 2008, 11:19 PM

შაბათს 5 ივლისს გერმანიის ქალაქ შტუტტგარტში ჩატარდება ღვთისმსახურება.
მოძღვარი მამა თამაზი ლომიძე აღსარებას იბარებს 9-ის ნახევრიდან.
წირვა კი დაიწყება 10 საათზე .
ეკლესიის მისამართია: Neue Straße 176, 70186 Stuttgart



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 1 2008, 05:03 AM

ქართვველებს ევროპაში ერთერთი ყველაზე ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგა smile.gif
უკვე გერმანიაშია და ევროპული ტურნე დაიწყო მისმა უწმიდესობამ !
მალევე 2 დღეში პარიზში გაიხსნება ახალი ქართული ეკლესია ჩვენს საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ( წმ. ნინოს პარიზული ეკლესია თავიდანაც და ახლაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვმდებარება),
ხოლო შემდეგ მისი უწმიდესობა გამოვა მსოფლიო პოლიტიკოსთა კონფერენციაზე საქართველოს შესახებ სიტყვით, შემდეგ კი მოილოცავს იტალიის სიწმინდეებს, მილანს ( წმ. ამბროსი მედიოლანელი ), პავიას ( ნეტარი ავგუსტინე), ტურინს ( მაცხოვრის სუდარა), რომს ( წმ. მოციქულთა თავთა, პეტრეს, შემდეგ პავლეს საკათედრო ტაძრებს, კატაკომბებს, და სხვა უამრავ სიწმიდეებს), რომში ექნება შეხვედრა რომის პაპ ბენედიქტე XVI .სთან, რის შემდეგაც გაემგზავრება ქალაქ ბარიში (წმ. ნიკოლოზის საფლავზე), სადაც ჩატარდება კიდეც ქართული წირვა!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 2 2008, 12:16 PM

ქართულ ეკლესიას პარიზში აკურთხებს 16 ნოემბერს კათოლიკოს_პატრიარქი ილია II.

მისამართს მოგაწოდებთ ხვალ აუცილებლად.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Nov 2 2008, 08:06 PM

უფრო დაზუსტებით აქ არის:


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს. იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, 7 ნოემბერს კი ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაა დაგეგმილი. 8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან. 12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან. 14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი. მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 3 2008, 04:38 AM

ციტატა
ბასკო-მარენგოში

ბასკო არა ესპანო biggrin.gif ( ვიცი, შენი შეცდომა არაა, პრესაშიც მასეა შეცდომით, როგორც ყოველთვის biggrin.gif)
Bosco-Marengo ქვია მაგ პატარა დაბას:
http://maps.google.it/maps?hl=it&q=Bosco+Marengo&ie=UTF8&ll=44.823491,8.679414&spn=0.013758,0.038452&t=h&z=15
(ბოსკო-ტყეს ნიშნავს იტალიურად)
იქ იმართება მსოფლიო პოლიტიკური ფორუმი,
World Political Forum
რომლის დამფუძვნებელი და პრეზიდენტია, არც მეტი და არც ნაკლები, სსრკ-ს პირველი და ბოლო პრეზიდენტი: მიხეილ გორბაჩოვი!
ის გორბაჩოვი, რომელმაც იტალიურ გაზეთ "ილ ჯორნალე"-ში, ჩვენთან ომის დროს საქართველო ლანძღა და აგინა,მის სტატიაში:"აი რა დააშავე "საწყალმა" საქართველომ"

http://www.ilgiornale.it/a.pic1?ID=282886

იქ ის ყვება როგორ "იცავდნენ მშვიდობას თურმე რუსი სამშვიდობო ძალები ოსეთში"
"La forza di pace, costituita da russi, georgiani e osseti, compiva la sua missione"
და რათქმაუნდა დასკვნა:
"La Russia doveva rispondere. Accusarla di aggressione contro «la piccola, indifesa Georgia», non solo è ipocrita, ma dimostra mancanza di umanità."
"რუსეთს უნდა ეპასუხა ( საქართველოს შეტევაზე-კ.), და მისი დადანაშაულება "პატარა და დაუცველი" საქართველოზე აგრესიაში , მხოლოდ იპოკრისია არ არის, არამედ მიანიშნებს ჰუმანურობის ნაკლებობაზე"
და ა.შ.
მსგავს იდიოტობას უპასუხებს ალბათ მისი უწმიდესობა, სწორედ გორბაჩოვისვე მოწყობილ ფორუმზე, მისივე ბუნაგში!

პატრიარქი გამოვა ფორუმის პირველივე დღესვე, რიგით მეოთხე, როდესაც იქნება საუბარი:
" ადამიანის უფლებები- XX ს.ის მაგალითზე, კატასტროფები, იმედი და წინსვლა "


HUMAN RIGHTS AND DEMOCRACY IN A GLOBALIZED WORLD
Bosco Marengo, 6-7 November 2008


Opening speech: Mikhail S. Gorbachev, President of The World Political Forum

10.00 Plenary session - Panel I : Human Rights: Lessons of the XXth Century–Catastrophes, Hopes, Breakthroughs
Chairman: Andrea Comba, President of Turin Saving Bank Foundation, Professor of European Union Law at the University of Torino
Panellists:
Enrique Baron Crespo, former Chairman of the European Parliament
Doudou Diène, former Special UN’s Rapporteur on Racism and Xenophobia
-------------------------
His Holiness Catholicos-Patriarch of All Georgia Ilia II, Head of the Orthodox Church in Georgia
------------------------- (ეს მე გამოვყავი, თორემ იქ ისეა, ჩვეულებრივ)
Danielle Mitterrand, President of the Foundation France Libertés
Vladimir Lukin, Commissioner for Human Rights in the Russian Federation

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 3 2008, 01:27 PM

გერმანიიდან მიდის მრევლი 16-ისათვის პარიზში???

მინდა წასვლაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 3 2008, 04:08 PM

k@the

აპრილისკენ თუ წახვალთ, სავარაუდოთ მეც შემოგიერთდებით smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2008, 05:16 AM

სამწუხაროდ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ უწმიდესს გაუკეთდა ოპერაცია და ღვთის მადლით კარგად არის smile.gif, მაგრამ ვერ შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ინფორმაციების თანახმად, მოგზაურობა არ შედგება sad.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Nov 4 2008, 05:40 PM

ციტატა
მაგრამ ვერ შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ინფორმაციების თანახმად, მოგზაურობა არ შედგება


უკაცრავად ვერ გავიგე ზუსტად,16 პარიზში ეკლესიის გახსნა შედგებ ათუ არა?

პოსტის ავტორი: @NATIA@ თარიღი: Nov 5 2008, 01:22 AM

პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

საუბარი იყო 16 ნოემბერს ეკლესიის კურთხევაზე. ეხლა ეს საკითხი გადაიწევს,როდემდე ჯერ უცნობია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 7 2008, 03:38 AM

ციტატა
პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

საუბარი იყო 16 ნოემბერს ეკლესიის კურთხევაზე. ეხლა ეს საკითხი გადაიწევს,როდემდე ჯერ უცნობია.

რა ცუდია....
ციტატა
პოსტები: 1

გამარჯობა მაინც გეთქვა, ან ბონ სუაღ smile.gif
მთავარია უწმიდესი იყოს კარგად, ტაძარი მალე მაინც გაიხსნება smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Nov 8 2008, 02:02 AM

ღვთისმსახურებანი ბერლინში 8-9 ნოემბერს

8 ნოემბერს, შაბათს 10:00 საათზე ბერლინის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას აღავლენს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), მისამართზე: Hohenzollerndamm 166 10713 Berlin (Wilmersdorf). ხოლო 9 ნოემბერს, კვირას 10:00 საათზე მეუფე დიმიტრი წირვას აღავლენს ბერლინის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------


8 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში

8 ნოემბერს, შაბათს ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება 09:30 საათზე მისამართზე: Solmstrasse 3, Frankfurt/Main. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვის შემდეგ გაიმართება საერთო ტრაპეზი. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში

15 ნოემბერს, შაბათს ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 09:30 საათზე მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).

წირვის შემდეგ ჩატარდება ბერლინის ქართული ეკლესიის მრევლის კრება, რომელზეც განხილული იქნება ბერლინში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები. სასურველია ყველას დასწრება. დასასრულს გაიმართება საერთო ტრაპეზი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 8 2008, 03:50 AM

ციტატა
მღვდელი თამაზი (ლომიძე).

მგონი მამა თამაზი ბერი არაა, ასე რომ გვარი ფრჩხილებში არ უნდა ეწეროს...
ეჰ, მომენატრა ეგ კაცი ხო იცი შენ და ბერლინელებიც sad.gif მიუნჰენელები ხომ საერთოდ sad.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Dec 7 2008, 09:28 PM

შაბათს, 20 დეკემბერს 10:00 სთ-ზე აღევლინება წირვა ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში. ამ დღეს სამრევლო დღესასწაულობს მისი მფარველის, დიდი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზის ხსენებას. წირვის შემდეგ გაიმართება სადღესაწაულო ტრაპეზი მთელი ფრანკფურტის მრევლისათვის მისამართზე: Freie Waldorfschule Frankfurt / M, Friedleben Strasse 52, 60433 Frankfurt. ტრაპეზი დაიწყება 14:00 სთ-ზე. გელით ყველას!

-------------------------------------------------------------------------------------
13 დეკემბერი მიუნხენის ქართული ეკლესიის დღესასწაულია

13 დეკემბერს, შაბათს ვდღესასწაულობთ ჩვენი სამრევლოს მფარველი წმინდანის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას. პარასკევს 12 დეკემბერს აღევლინება ლოცვა 18:00 სთ-ზე და შაბათს წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე. წირვის შემდეგ გაიმართება საზეიმო ტრაპეზი.
-------------------------------------------------------------------------------------



როგრც ჩემთვის ცნობილია. ჩამოდიან გერმანიის სხვა და სხვა ქალაქებიდან, მაგალითად, დიუსელდორფი, შტუტგარტი,.......
ასე რომ, შემოგვიერთდით

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 14 2008, 12:29 AM

ვულოცავ მიუნხენის სამრევლოს, მათი მფარველის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას!
მისი მადლი, შეწევნა და წყალობა არ მოგაკლდეთ!
გაგაძლიეროთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები რწმენაში!
იხარეთ!

http://www.radikal.ru
მამა თამაზი wub.gif მიუნხენის ტაძარში.
http://www.radikal.ru

მიხარია, რომ გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გაზაფხულზე მოვახერხეთ და თქვენი ტაძარი მოვილოცეთ.
ძალიან თბილი მრევლიც გავიცანით. wub.gif
დიუსელდორფიდანაც მოდიონდენ ქართველები, სამწახაროდ მე ვერ შევძელი, იმედია ბოდბელი რამოდენიმე სურათს გვანახებს. rolleyes.gif


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Dec 14 2008, 05:23 PM

k@the
მადლობა, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფთ.
სამწუხაროდ სურათები არ მაქვს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 16 2008, 12:30 AM

@NATIA@

ციტატა
პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.

მამა ანტონი არის მანდ მგონი, თუ მეშლება?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 16 2008, 04:46 PM

დათიკო

მამა ანტონი ლეავრის და რუანის მრევლის მოძღვარია, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პარიზის ქართული ეკლესიის გახსნიდან პარიზში გადავა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 3 2009, 12:20 PM

გაცნობებთ, რომ

7 აპრილს, ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.

12 აპრილს, იერუსალიმად შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ბაიობა, ბზობა..
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.

ბზობას, წირვის შემდეგ 14:00 საათზე, ჩატარდება 7-გზის ზეთის ცხება.


წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.


ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/



პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 3 2009, 10:39 PM

ხვალ 4 აპრილს, ჩატარდება ქართული წირვა ქალაქ შტუტტგარტში. წირვის შემდეგ კი ჩატარდება 7- გზის ზეთისცხება.

წირვას აღავლენს მოძღვარი თამაზ ლომიძე.

მისამართი:

Neuer straße 176, Stuttagrt.


გაზმკვლევი:
Hauptbahnof-იდან Bus 40 richtung Wagenburgstraße და ბოლო გაჩერებაზე ხდება გადაჯდომა Bus 45-ში, richtung Buchwald. ბოლო გაჩერებასთან ახლოს მდებარეობს ეკლესია.

ეს არის საბავშვო ბაღის 2 სართულიანი შენობა,რომლის მეორე სართულზეა ეკლესია.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 15 2009, 07:27 PM

მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ღმრთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში(www.eklesia.de):

ოთხშაბათი,
15.04. - 09:00 პირველშეწირულის ლიტურგია

18:00 საღამოს ლოცვა

ხუთშაბათი, 16.04. - 09:00 წირვა, საიდუმლო სერობის ხსენება

17:00 7-გზის ზეთის ცხების საიდუმლო

პარასკევი, 17.04. - 09:00 ცისკარი 12 ვნების სახარებით

13:00 გარდამოხსნის გამოსვენება

შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა

23:00 მწუხრი

კვირა, 19.04 - 00:00 სააღდგომო ლიტანიობა და წირვა

ყველა მორწმუნემ, ვისაც აღდგომას ზიარება სურს ვნების შვიდეულის ერთ-ერთ დღეს უნდა თქვას აღსარება და აღდგომას აღსარების გარეშე ეზიაროს. გაითვალისწინეთ, რომ აღდგომის ღამეს აღსარებების მიღება შეუძლებელი იქნება ხალხის სიმრავლის გამო.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 15 2009, 11:39 PM

ციტატა
შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა

წირვა დილის ექვს საათზე დიდ შაბათს? ohmy.gif

წესით ამ დღეს ტარდება ბასილი დიდის წირვა დილით ჩვეულებრივ...

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 16 2009, 12:00 AM

KAIROS
ასე ადრე წირვის დაწყება, როგორც ვიცი გამოწვეულია, მრევლის სიმრავლით. უფრო ზუსტად, ასობით ქართველი ჩამოდის ამ დღეს მიუნხენში, ყველასგან აღსარების მიღება კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძარში. ასევე მიმდინარეობს მზადება კვირის ტრაპეზისთვის, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრება(როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამომსვლელები). და ბოლოს, რაც მთავარია, მამა თამაზის დასვენებაც ხომ უნდა.

P. S. მიუნხენის ქართული სამრევლოში ორი სიახლეა. პირველი, მამა თამაზი პატრიარქის მიერ იქნა დეკანოზის ხარისხში აყვანილი(იმედია სწორი სიტყვა ვიხმარე). მეორე, ჩვენს ტაძარზე მალე ჯვარი აღიმართება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 16 2009, 12:12 AM

ციტატა
ასე ადრე წირვის დაწყება, როგორც ვიცი გამოწვეულია, მრევლის სიმრავლით. უფრო ზუსტად, ასობით ქართველი ჩამოდის ამ დღეს მიუნხენში, ყველასგან აღსარების მიღება კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძარში. ასევე მიმდინარეობს მზადება კვირის ტრაპეზისთვის, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრება

შესაშურია პირდაპირ smile.gif
გიერთდებით სულიერად (ბევრი ახლობელიც იქნება მაგ დროს მაქ) smile.gif
გაგაძლიეროთ ღმერთმა
კაიროსი!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 16 2009, 12:18 AM

KAIROS

ციტატა
გაგაძლიეროთ ღმერთმა


გაიხარე, მადლობა.
თქვენც იგივეს გისურვებთ.

პატივისცემით
ბოდბელი




პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 17 2009, 02:12 PM

გაცნობებთ, რომ

18 აპრილს, 23:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf )
არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწყება მწუხრი და გარძელდება სააღდგომო ლიტანიობა და წირვით.

წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.


ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.


http://www.mrewli.de/



ციტატა(Bodbeli @ Apr 15 2009, 10:00 PM) *

P. S. მიუნხენის ქართული სამრევლოში ორი სიახლეა. პირველი, მამა თამაზი პატრიარქის მიერ იქნა დეკანოზის ხარისხში აყვანილი(იმედია სწორი სიტყვა ვიხმარე). მეორე, ჩვენს ტაძარზე მალე ჯვარი აღიმართება.


აქსიოს!
ძალიან გამიხარდა, მამა თამაზი უსაყვარლესი ადამიანია wub.gif
მომილოცავს მისი მრევლისთვისაც!


ბზობის სურათები მაქვს რამოდენიმე, მამა ისესი და რომ მოვახერხებ დავდებ wub.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 24 2009, 11:29 AM

ოდეს გათენდა შვიდეული იგი ვნებისაი, გამინათდა გონება და ვიფიქრე ლაბორატორიაში ყოფნას და ბაქტერიების “წამებას” ჯობია აღვიღო ჯუარი ჩემი და შევუდგე მუნხენის გზასო, თქმა და ქმნა ერთი იყო. დიდი მადლობა Deutsche Bahn-ს, ზუსტად ჩემთვის შესაფერისი ფასდაკლება ქონდათ უფრო მეტად შესაფერისი განრიგით.
დიდი ხუთშაბათი, ეგ დღე წელს გასაკუთრებული იყო მუნხენის ქართული მართლმადიდებლური ტაძრისთვის, ნანატრი ჯვარი აღიმართა ტაძრის “გუმბათზე”.



http://img510.imageshack.us/my.php?image=imag0894.jpg

http://img140.imageshack.us/my.php?image=imag0898.jpg

http://img510.imageshack.us/my.php?image=imag0902.jpg


ეგ თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენა, სინამდვილეში არაჩვეულებრივია. ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა პიროვნება რომელსაც თურმე ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი და ეგ პროვნება ამავე უბნელი იყო და მისი შვილი იქვე მეზობლად მდებარე ბაღის ეზოში თამაშობდა, ეგ ყველაფერი მაშინ გაირკვა როდესაც ბავშვების “ჯარი” ღობეს მოაწყდა და მათშორის ერთ-ერთი ხმამაღლა რომ გაყვიროდა ეგ ჩემი მამიკოაო.

http://img512.imageshack.us/my.php?image=imag0909.jpg


რათქმაუნდა მაშინათვე გაიგეს ჯვრისაღმმათველებმა, ეგ “ეგზოტიკური ხასიათის” საზოგადოება ქართველობა რომ იყო. ეზოში გამართულ მაგიდასთან მსხდომებს კი გვისურვეს კარგი მადა, ეგონათ ვსადილობდით, სინამდვილეში მადლის მომხვეჭელთა გუნდი სანთლებს ძერწავდა.

http://img185.imageshack.us/my.php?image=imag0892.jpg

გერმანელი სტუმრების გამასპინძლება პასკა და ლუდით, იფ იფ.. დამდინდა დორბლები.

http://img185.imageshack.us/my.php?image=imag0910.jpg

მე – ჩაი მერგო (ნეტავი ლუდზე არ დამპატიჟებენ?!:) ) სხვებსაც…

http://img18.imageshack.us/my.php?image=imag0906.jpg

http://img18.imageshack.us/my.php?image=imag0907.jpg

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 24 2009, 11:36 AM

Irma
ერთიც დაპოსტე გენაცვალე kiss1.gif და მგონი ორად გავყოფ.
კიდევ გადავხედავ, თუ რომელიმე სურათი გამომრჩა გადატანისას ჩავამატებ.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 24 2009, 01:20 PM

“მზე ამოდიოდა.., მთვარე ჩადიოდა…. ვიღაცა ტიროდა… ვიღაცა ჩიოდა… და დრო გადიოდა...” 18. აპრილი 23:00 მუნხენში კრისტალის ქუჩა სვაროსკის ბროლივით ბრწყინავდა…
გარდამოხსნის შებრძანება და ფუსფუსი ლიტანიობის დაწყებამდე….

http://img145.imageshack.us/my.php?image=imag0923.jpg

http://img145.imageshack.us/my.php?image=imag0924.jpg

http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0929.jpg

http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0930.jpg

http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0931.jpg


იმ ღამეს მიწა მართლა ცას გავდა, ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ აღდგომის მახარებელი სანთლები… ეს ქართველ მამლუქთა ჯარია, ორ ზღვას შუა გადაჭიმული მიწის ნაგლეჯის დარდით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულით გაერთიანებული.

http://img186.imageshack.us/my.php?image=imag0933.jpg

ყველა დამეთანხმებით, ალბათ, ჩვენში დიდ ზეიმს აუცილებლად დიდი ქეიფი მოსდევს. და სულ რაღაც 150-200 ჩვენ – რატომ უნდა ყოფილიყო უქეიფოდ?!…. ა, ბატონო ლამაზი სუფრა, კახური ღვინით…

http://img186.imageshack.us/my.php?image=imag0952.jpg



--
ქეთი გენაცვალეეე, ჩავვარდი ხიბლში ხომ იცი, კი ვაგინებ ჩემს კამერას და მშვენივრად გადაუღია მაგ საწყალს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2009, 02:03 PM

Irma

ციტატა
ჩავვარდი ხიბლში ხომ იცი, კი ვაგინებ ჩემს კამერას და მშვენივრად გადაუღია მაგ საწყალს

მეც ეგ არ მიკვირს? გადაგეღო უფრო მეტი სურათი მერე a075.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 24 2009, 02:47 PM

http://img524.imageshack.us/my.php?image=imag0941.jpg
და მწვადით,
http://img524.imageshack.us/my.php?image=imag0945.jpg


ნამდვილი მწვად-მაისტერებითურთ,
http://img208.imageshack.us/my.php?image=imag0944.jpg

http://img294.imageshack.us/my.php?image=imag0951.jpg

http://img208.imageshack.us/my.php?image=imag0947.jpg


და რათქმა უნდა მრავალჟამიერით.

http://img210.imageshack.us/my.php?image=imag0956.jpg


ქრისტე აღსდგა!

http://img210.imageshack.us/my.php?image=imag0936.jpg


საუკეთესო სურვილებით, მართლმადიდებლური ფორუმისათვის.
მხევალი ღვთისა - ირმა

Bodbeli
უფრო მეტი სურათი კი მაქ გადაღებული rolleyes.gif მაგრამ რა ვიცი ზოგი დასაშანტაჟებლადაა კარგი biggrin.gif მომწერე შენი ე-მაილი და გადმოგიგზავნი, და თუ დამრთავ ნებას მერე დავდებ გალერიაში tongue.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2009, 03:48 PM

ვაააააააა, ნეტა რა უნდა იყოს?
იმეილი პმ-ში მოგწერე, მადლობა.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Apr 29 2009, 11:25 AM

ეს განყოფილება ჩემი ტკივილია sad.gif


პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: May 1 2009, 10:30 PM

ირმას და ბოდბელს მადლობები საინტერესო რეპორტაჟისათვის!

პოსტის ავტორი: rey თარიღი: May 10 2009, 09:30 PM

ტარდება ესპანეთში,მხარე ლა რიოხა,არნედო.კოველ კვირას წირვაა და დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივად.მამაო პიროსი ატარებს.ასევე აღევლინება წირვა ლოცვები მთელი კვირის განმავლობაში ვიქტორიაში.აქ მამა სერაპიონია.მისამართებს დავაკონკრეტებ და განვათავსებ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 11 2009, 04:00 AM

ციტატა
ლა რიოხა,არნედო

მომენატრა მაქაური ხალხი smile.gif
ვიქტორია სადაა რეი?
ირმა და ბოდბელი!
ყოჩაღ თქვენ smile.gif
ძალიან მიხარია!

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: May 13 2009, 02:08 AM

თბილისი.11.05.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს ახალი ქართული ტაძრის გახსნაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს.

14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, პარიზში გაიხსნება წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი, რომელსაც აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ახალ ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი). ტაძრის კტიტორია ბუბა ქებურია, არქიტექტორი _ არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა შეასრულა მამუკა მიქელაძემ. პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე, ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად, პანაშვიდს აღავლენს. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 მაისს დაბრუნდება.

საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მონაზვნები და მგალობელთა გუნდი.



პარიზის ზემოთხსენებული ახალი ტაძრის ზუსტი მისამართი ხომ არ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 13 2009, 05:31 PM

მანანა
დიდი მადლობა მანანა ინფორმაციისათვის. smile.gif გერმანიის, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლოდანაც მიემგზავრებიან ავტობუსით, მამა ისე მიუძღვება.
მართლაც გასახარი ამბავია!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 13 2009, 05:37 PM

KAIROS

ციტატა
წირვა დილის ექვს საათზე დიდ შაბათს?

თბილისშიც ეგრეა მუდამ smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: May 13 2009, 05:59 PM

მანანა
რომელ საათზე იქნება კურთხევა, ხომ არ იცით?

ჩემი ძმაც პარიზშია და უნდა მისვლა smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 13 2009, 07:38 PM

k@the

ციტატა
გერმანიის, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლოდანაც მიემგზავრებიან ავტობუსით, მამა ისე მიუძღვება.


შენ არ მიდიხარ, ქეთი?
იქნებ ვინმემ გადაიღოს სურათები და ვიდეოები და დავდოთ აქ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 13 2009, 08:48 PM

Bodbeli
ვერ მივდივარ ზურა user.gif
სამსახურს ვერ ვაცდენ. სურათებს გადაიღებენ და ვთხოვ მერე გამოვართმევ.
რახანია მეც მინდა, ბზობის და აღდგომის რამოდენიმე სურათის დადება და ვერ დავადგი საშველი.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: May 14 2009, 11:32 AM

მეც ვერ მივდივარ. მისამართს გავიგებ, სამწუხაროდ ჩემს ძმას ვერ უკავშირდები, რომ ვკითხო. მერე ვეცდები სურათები დავდო.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: May 14 2009, 10:44 PM

ეს არის პარიზის ქართული ეკლესიის მისამართი.

6 impasse boieldieu, 94190 villeneuve-sain georges. France

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 15 2009, 08:43 PM

აბა ვინმე იყავით ჩვენიანი, პარიზის წმ. თამარის სახელობის ტაძარში? smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: May 15 2009, 11:12 PM

სოფი

მგონი არავინ ზუსტად არ ვიცი.
შუა კვირაში რომ არ ყოფილიყო მოვიფიქრებდი ალბათ წასვლას. სამსახურიდან ძნელია განთავისუფლება.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 28 2010, 01:13 PM

Frankfurt am Main -თან ახლოს ქართული წირვა არსად ტარდება?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 29 2010, 04:53 PM

ქეთი როგორ ხარ? 2kiss.gif პასუხი ძალიან გეჩქარება?

მომავალ შაბათს მამა თამაზი ჩამოდის ჩვენთან და ვკითხავდი. მამა თამაზი წირავს ფრანკფურტში.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 29 2010, 05:15 PM

დავადგინე უკვე ქეთი

ფრანკფურტ მაინში წირვა ტარდება ყოველი თვის მეორე შაბათს, მისამართზე:

Griechisch- orthodoxe kirche
solmsstraße 1-3
60486 Frankfurt am Main

წირვა იწყება 10:00. აღსარებების ჩაბარება - 09:00-დან

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 29 2010, 05:19 PM

iako
დიდი დიდი მადლობა იაკო kiss1.gif
ჩემი ახლობელი ჩამოვიდა ახლახანს ფრანკფურტთან ახლოს და ძალიან აინტერესებდა ეგ ინფორმაცია.
გადავცემ.

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 17 2010, 03:48 PM

7-ჯერად ზეთისცხებას მინდა რომ ძალიან დავესწრო, ვცხოვრობ Braunschweig-თან ახლოს, ქალაქ Salzgitter-ში. ჩემთვის ალტერნატივა იქნებოდა Hamburg ან Hannover. ხომ არ იცით სად ან როდის ტარდება ახლომახლოში 7-ჯერადი ზეთისცხება???

თუ ვერაფერს ვერ ვნახავ ახლოში მაშინ München-ში მომიცევს ჩასვლა...

ხომ არ იცით München-ში როდის ტარდება??? huh.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 17 2010, 04:27 PM

rcmena

München ცოტა შორი არ არის შენთვის. შუაშია Düsseldorfi. კითხე k@the როდის ტარდება იქ, თუ უკვე არ იყო. ჩემთან შტუტტგარტშიც ( თუმცა დიდად ახლოს არც ეს არის) შეგიძლია თუ გინდა, ამ კვირას არის.

ის კარგი იქნებოდა ქართული ეკლესიის მისამართებთან ერთად საკონტაქტო პიროვნებების ტელეფონის ნომრებიც მიგვეთითებინა. უფრო იოლი იქნება ინფორმაციების მოძიება.


პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 17 2010, 05:00 PM

დიდი მადლობა...

უნდა მოვიფიკრო ცოტა ჩქარა საით წავალ თორემ აიწევს მერე ჰოტელის ფასები.... :-(

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 17 2010, 05:36 PM

rcmena

დავადგინე და Düsseldorf-ში 7-გზის ზეთისცხება 21 მარტს, ანუ ეხლა კვირასაა.
წირვის შემდეგ, დაახლოებით 13 საათზე დაიწყება.
იმედია მოასწრებ და მოახერხებ ჩამოსვლას.

ბრემენში თვეში ერთ შაბათს ქართული წირვაა, ზუსტად არ ვიცი როდის უწევს და იქნება თუ არა შვიდგზის ზეთისცხება, მაგრამ სადაც ტარდება წირვა, იქ სერბული ეკლესიაა, ქართველებიც დადიან, ჩემი ახლობელიც იქნება და გავიგებ დღეს როდისაა იმათი ზეთისცხება, თუ მაინცადამაინც ქართველი მოძღვარი და ქართული წირვა არ გინდა, იქაც შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 20 2010, 06:41 PM

k@the
დიდი მადლობა, სამწუხაროდ ეხლა ვნახე შენი მოწერილი და აქედან ასე ჩქარა ვერ წავალ.

ჰამბურბში მივდივარ 26 მარტს, რუსულ ეკელიაში და იქ დავეწრები, 17:00 იწყება.

კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: აღდგომას სად ტარდება ღამისთევა გერმანიის მასშტაბით, როგორც რუსულ ასევე ქართულ ეკლესიებში? მუნხენში ჩაატარებს ალბათ მამა თამაზი? იქნებ მომწეროთ განრიგები სად და როდის ტარდება?
და თქვენ ფორუმელები სად აპირებს შეხვედრას????

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 20 2010, 11:42 PM

rcmena
რა თქმა უნდა მიუნხენში ჩატარდება წირვა ღამისთევით. დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით დავდებ აქ ინფორმაციას. შვიდგზის ზეთის ცხება ჩატარდება ვნების კვირაში. ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით დავდებ ზუსტ ინფორმაციას.

პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: Mar 23 2010, 12:44 AM

rcmena


ჰამბურგში რუსულ ეკლესიაში Messehallen-რე რომაა მანდ 7-გზის ზეტისცხება 31-შია 17:00,თუ მაგ ეკლესიაში მოდიხარ შემეხმიანე პმ-ით.




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 23 2010, 04:30 AM

ციტატა
ეს არის პარიზის ქართული ეკლესიის მისამართი.

6 impasse boieldieu, 94190 villeneuve-sain georges. France


გუგული დეიდას ვკითხე სადაა ეს მისამართითქო და სადღაც გზის პირას უჩინარში გამიშვა biggrin.gif

ასე შორსაა და აქ მსახურობს მამა ანტონი?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 23 2010, 02:41 PM

rcmena

ციტატა
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: აღდგომას სად ტარდება ღამისთევა გერმანიის მასშტაბით, როგორც რუსულ ასევე ქართულ ეკლესიებში? მუნხენში ჩაატარებს ალბათ მამა თამაზი? იქნებ მომწეროთ განრიგები სად და როდის ტარდება?
და თქვენ ფორუმელები სად აპირებს შეხვედრას????


დიუსელდორფშიც ღამისთევით იქნება smile.gif ალბათ 11-ზე დაიწყება საღამოს.
მივალ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომელ საათზე, ფორუმელები კი საკმაოდ შეორს ვართ და ერთ ტაძარში როგორ მოვგროვდებით არ ვიცი.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 23 2010, 04:49 PM

KAIROS

ქართული ეკლესია პარიზიდან მოშორებით არის. ზუსტი მისამართი არ ვიცი თუ გინდა დაგიდგენ.



მიუნხენში მოგროვება კარგი იქნებოდა ქეთ, მაგრამ შენთვის და ალბათ სხვებისთვის, საკმაოდ შორია.



პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 23 2010, 05:37 PM

მიუნხენში 7-გზის ზეთის ცხება ჩატარდება ვნების ხუთშაბათს 1 აპრილს 16 საათზე.
მიუნხენში აღდგომის ღამისთევის წირვა დაიწყება შაბათს 3 აპრილს 23 საათზე.

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 24 2010, 03:01 PM

ციტატა(k@the @ Mar 23 2010, 11:41 AM) *

rcmena
დიუსელდორფშიც ღამისთევით იქნება smile.gif ალბათ 11-ზე დაიწყება საღამოს.
მივალ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომელ საათზე, ფორუმელები კი საკმაოდ შეორს ვართ და ერთ ტაძარში როგორ მოვგროვდებით არ ვიცი.


მადლობა 'k@the'

იქნებ მომწერო სად არის დიუსელდორფის ტაძარი ტერიტორიულად?

ხო ფორუმელების შეკრებაზე შეკითხვა გეთანხმები უაზრო იყო ჩემი მხრიდან... unsure.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 24 2010, 04:56 PM

rcmena

კითხვა კარგიც იყო, უბრალოდ რთული მოსახერხებელია ეგ ამბავი ანა smile.gif

დაგიკოპირებ მისამართს

ციტატა(k@the @ Feb 15 2008, 10:42 PM) *


ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.

http://www.mrewli.de/




მეც ვიქნები, ზუსტად რომელი საათისათვის არ ვიცი, მოგწერ მანამდე PM-ში და გნახავდი თუ ჩამოხვალ smile.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 24 2010, 11:35 PM

დიდი მადლობა k@the.

მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია სად წავიდე მუნხენში თუ თქვენთან.

ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან ვინც მუნხენში ხართ,

აღარ ვიცი სად დავესწრო აღდგომის ღამისთევას მინდა ან მუნხენის ტაძარში და ან როგორც ზემოთ ნაწერებიდან მიხვდით დუსელდორფში დავესწრო

თუ მუნხენში ჩამოვალ იქნებ ვინმემ გამიგოს ღამე დარჩენის საშუალება თუ არის სადმე, ისე რომ ესე 10 ევრო დაგავიხადო ღამეში, ვიცი ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ როგორც ვიცი არსებობს სტუდენტური ბინები სადაც პატარა ზედმეტი ოთახი თუ აქვთ იქ მოგატავსებენ და მათთვის 10 ევრო ღამეში მაინც ბევრია, იქნებ იცოდეთ სად შეიძება გავიკითხო ეგეთი დასარჩენი არის თუ არა და იქნებ მომწეროთ პასუხი...

უღრმესი მადლობა...

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 25 2010, 12:48 PM

rcmena
თქვენ თუ გადაწყვეტთ მიუნხენში დასწრებას, შემატყობინეთ დროულად და მე დაგეხმარებით მიუნხენში ღამის გათენებაში, რა თქმა უნდა უფასოდ მოხდება ყველაფერი.

პოსტის ავტორი: elisabeth თარიღი: Mar 25 2010, 11:24 PM

კარლსრუეში არის ქართული მრევლი, ადრე არ იყო ეკლესია სადაც შეიძლებოდა წირვა ჩატარებულიყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ქართველებმა მოახერხეს და ერთი დარბაზი იქირავეს, ქართული ხატები ჩამოიტანეს .ქართველ მამაოს -მამა გიორგი (ქექოშვილი) სთხოვეს (რომელიც სტრასბურგში მოღვაწეობს ამჟამად) თვეში ერთხელ მაინც ჩამოსულიყო და წირვა აგევლინებინა. მას მერე უფლის შეწევნით ყოველ თვე ჩამოდის მამაო და აღევლინება წირვა.
ასე რომ გვაქვს ქართული ეკლესია. "საკრებულო" სადაც საშუალება გვაქვს, სანთლები ავანთოთ ,მამაოს ქადაგებას მოვუსმინოთ... და რწენაში გავძლიერდეთ.
იმედი მაქვს მომავალში ჩვენი -კარლსუეს მამაოც გვეყოლება და ყოველ შაბათ-კვირას აგევლინება წირვა ლოცვა. ან უკეთეს შემთხვევაში ქართული ეკლესია აშენდება და ჩვენი ეკლესია გვექნება , როგორც ეს დუსელდორფშია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 26 2010, 04:00 AM

ღვთის მადლით ქართულ ენაზე ჩატარდა წირვა დაბა ფაბრიკა დი რომაში (იტალია) და მალე ჩატარდება წირვები ზედიზედ სან კალისტოს ეკლესიაში , რომში.
წირვებს აყენებს მღვდელმონაზონი იოანე ხელაია.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Mar 26 2010, 04:24 PM

ირლანდიაში ჯერ ჯერობით წირვა ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება მხოლოდ და მხოლოდ დუბლინში.
ბზობის შემდგომ ალბათ მსახურება ყოველ დღე არესრულება ტაძარში ვიდრემდის აღდგომამდე.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Mar 30 2010, 03:05 PM

ქართული სამრევლოს ეკლესიის მისამართი არის დომენიკის კონვენტი, ნავანის ქუჩა,დუბლინ 7-ე.

წორვა ტარდება ყოველ კვირა დღეს,ახლა იმაზეც ვფიქრობთ რომ იქნებ შაბათ კვირას აღვადგინოთ მწუხრი და ცისკარი,

მაგრამ რახნა ახლაა დიდი მარხვაა,

მსახურება ჩატარდება

ხვალ დიდ ოთხშაბათს- 7 გზის ზეთის ცხება,6 საათზე
დიდ ხუთშაბათს - 12 სახარება, 7 საათზე
დიდ/წითელ პარასკევს- შუადღის 2 საათზე ჩატარდება გარდმოხსნის ზეიმი
დიდ შაბათს- საღამოს 11 სააIრდან დავუწყებთ სააღდგომო მსახურებას, ხოლო კვირას დილით ანუ შაბათს ღამისს 12 საათზე დაიწყბე სააღდგომო ცისკარი- წირვა.

ესე ც ასე

მღვდელ მსახრები

უღმენი იაკობ (მელაძე)
მღვდელმოძრვარი დავითი
ეპოდიაკვნაი იუანე

ასევე რათქმა უნდა ეკლესიას ყავს მედავითნებიი,სტიქაროსნები და რაც მთავარია უნიკალური გუნდი.

პოსტის ავტორი: რუსთაველი თარიღი: Aug 14 2010, 01:33 AM

ამერიკაში, ქართული ემიგრაციის ისტორიაში პირველად, გაიმართება ქართული საქველმოქმედო საეკლესიო ფესტივალი.


ყველა ქართველი ემიგრანტი და მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება ამ მოვლენის

საპატიო მონაწილე. ფესტივალის ჩატარება უკავშირდება ამერიკაში სასულიერო პირთა ჩამობრძანებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი).

ღონისძიებას მასპინძლობს ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია.

ფესტივალი ჩატარდება კვირას, 5 სექტემბერს. ფესტივალის განრიგი ასეთია:

10:00-12:00--ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვას აღავლენს მეუფე დიმიტრი.ეკლესიის მისამართია: St. George’s Georgian Orthodox church, 1916 Welsh Rd.. Philadelphia. PA 19115

1:00-7:00--ფესტივალი გაგრძელდება ულამაზეს პარკში, რომლის მისამართია:

პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Nov 21 2010, 12:12 AM

ციტატა


IPB-ს სურათი



მამა დოსითეოზი, ჩემი პირევლი მამაო, მერე ბელგიაში გაუშვეს და მომიწია სხვა მამაოსთან წასვლა, მემგონი ისევ ბელგიაშია... როგორ გამიხარდა მისი სურათის ნახვა..

ახლა მე ვარ საქართველოდან წამოსული გოტინგენში (გერმანია), საუნივერსიტეტო ქალაქია, ვერ ვიჯერებ რომ ამდენ სტუდენტებში ქართველები არ არიან. თუ ფორუმელები ახლომახლო ქალაქებში ხართ შემომეხმიანეთ, ახალი ჩამოსული ვარ და თან მაინტერესებს მართმადიდებლური ეკლესია თუ არის აქ, თუნდაც რუსული ან ბერძნული... (ბერლინი, მიუნხენი და დუსელდორფი შორსაა)

რა კარგი იქნებოდა მამა დოსითეოზი რომ იყოს ჰანოვერში (ეს ჩემი პატარა ოცნებაა smile.gif))) )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 21 2010, 08:01 PM

ციტატა
რა კარგი იქნებოდა მამა დოსითეოზი რომ იყოს ჰანოვერში

ჰანოვერი გერმანიაა და შესაბამისად მამა დოსითეოზი მაქ ვერ იქნება, იგი ფრანგულის მცოდნეა და ფრანგულენოვან ქვეყნებში მსახურებს, ბელგიაში, შვეიცარიაში (სტუმრობს ხოლმე საფრანგეთსაც).
მაქ მამა ისეა, დაწვრილებით ინფოსათვის იხილეთ საქ. საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ოფიციალური საიტი( ჯერ კიდევ კეთდება)
http://weudiocese.ge/index.html

პოსტის ავტორი: i_r_a_k_l_i თარიღი: Dec 11 2010, 06:29 PM

ვინმე ხომ ვერ მეტყვის ტარდება თუ არა ქართული მღვდელ-მსახურება ჰამბურგში? წინასწარ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2010, 10:29 PM

i_r_a_k_l_i

ჰამბურგში არა, მაგრამ ბრემენში ტარდება ხოლმე თვეში ერთხელ, ჰამბურგიდან შორი არაა, შეიძლება ჩასვლა smile.gif
სადღაც მიწერია მისამართი და გადმოგიკოპირებ.

კეთილი იყოს შენი შემომატება ჩვენ ფორუმზე. smile.gif

ვიპოვე და საიტიდან დავაკოპირებ :
Göttliche Liturgie wird seit 18.06.2009 ein Mal
regelmäßig am 3. Samstag des Monats in Bremen gefeiert.
Adresse: Storchenweg 1, 28201 Bremen
Zelebriert Igumen Ise.
http://mrevli.de/

პოსტის ავტორი: i_r_a_k_l_i თარიღი: Dec 12 2010, 11:35 AM

ციტატა(i_r_a_k_l_i @ Dec 11 2010, 06:29 PM) *

ვინმე ხომ ვერ მეტყვის ტარდება თუ არა ქართული მღვდელ-მსახურება ჰამბურგში? წინასწარ დიდი მადლობა.

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 21 2011, 01:11 PM

სალონიკში გიორგობას (6 მაისი 2011) წირვა ჩატარდება ქართულად!!
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: i_r_a_k_l_i თარიღი: May 15 2011, 03:49 PM

ჰამბურგში მყოფ ქარტველებს მინდა გკიტხოთ, რომელ ტაძარში დადიან ძირითადად ქართველობა? თუ შეიძლება მისამართი მითხარით
ტსინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 15 2011, 08:14 PM

i_r_a_k_l_i
მე როგორც ვიცი თვეში ერთხელ ბრემენში ჩადის მამა ისე დიუსელდორფიდან და ბევრი ჰამბურგელი ქართველი იქ ესწრება წირვას.

Göttliche Liturgie wird seit 18.06.2009 ein Mal
regelmäßig am 3. Samstag des Monats in Bremen gefeiert.
Adresse: Storchenweg 1, 28201 Bremen

და სხვა ჰამბურგის მართლმადიდებლურ ტაძრებს თუ ვინმე დაწერს, დაველოდოთ smile.gif

პოსტის ავტორი: i_r_a_k_l_i თარიღი: May 19 2011, 02:22 AM

ციტატა(k@the @ May 15 2011, 08:14 PM) *

i_r_a_k_l_i
მე როგორც ვიცი თვეში ერთხელ ბრემენში ჩადის მამა ისე დიუსელდორფიდან და ბევრი ჰამბურგელი ქართველი იქ ესწრება წირვას.

Göttliche Liturgie wird seit 18.06.2009 ein Mal
regelmäßig am 3. Samstag des Monats in Bremen gefeiert.
Adresse: Storchenweg 1, 28201 Bremen

და სხვა ჰამბურგის მართლმადიდებლურ ტაძრებს თუ ვინმე დაწერს, დაველოდოთ smile.gif


დიდი მადლობა პასუხისათვის smile.gif
ასე, რომ როგორც ვხდები, ამ შაბათს იქნება წირვა ბრემენში,
და ვეცდდები რომ წავიდე.

პოსტის ავტორი: Elene.elba თარიღი: Jan 27 2012, 10:29 PM

გამარჯობათ.... ხომ ვერ მეტყვის ვინმე ხვალ რომელ საათზე ტარდება წირვა-ლოცვა ნიუნბერგის ბერძნულ ეკლესიაში...მიუნხენიდან მოდის მამაო როგორც ვიცი...მე ახალი ჩამოსული ვარ და არ ვიციმპირველად მივდივარsmile.gifშობას რუსულ ეკლესიაში ვიყავი და იქ მითხრეს ქართველებმა..

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 28 2012, 12:31 AM

Elene.elba

გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ჩვენ ფორუმზე შემომატება.
სამწუხაროდ ვერ ვნახე ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში.
რატომღაც მგონია რომ 9-ზე იქნება, მამა თამაზი მიუნხენიდან ბონნში რომ ჩამოდიოდა მაშინაც 9 იწყებოდა, მიუხედავად დიდი მანძილისა.

პოსტის ავტორი: Elene.elba თარიღი: Mar 24 2012, 01:36 AM

ვინმე ხომ ვერ მეტყვის მამა თამაზი როდის ატარებს ამ თვეში ნიუნბერგში წირვას?

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 6 2012, 03:11 PM

თესალონიკში ამ შაბათს ( 7 აპრილს ) ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინება საღვთო ლიტურგია. დილის 9 საათზე. კორდელიო მეტამორფოსის ეკლესია.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 7 2012, 03:08 PM

Elene.elba
სამწუხაროდ არ ვიცი. იქნებ ვინმემ იცოდეს, დავძებნი მეც ინტერნეტში. smile.gif

გუდაგუდა
მადლობა ინფორმაციისათვის. smile.gif

პოსტის ავტორი: varanxvasrotang თარიღი: Apr 8 2012, 10:54 PM

მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 19 2013, 03:35 PM

ამ ინფორმაციის ადგილი აქ არის smile.gif

ციტატა(G_saxva @ Nov 19 2013, 12:18 PM) *

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის , მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით , გიორგობას 23 ნოემბერს წირვა ჩატარდება მალტაზე, ქ.ვალეტას წმ.იოანე ოქროპირის სახელობის ქართულ სამრევლოში. მსახურებას ჩაატარებს სამრევლოს წინამძღვარი იღუმენი კირიონი (მაჩაიძე). ტაძარში ასევე დაბრძანებულ იქნება წმინდანთა სანაწილე, რომელიც ეხლახანს გადმოეცა დასავლეთ ევროპის ეპარქიას.

დასაწყისი 10.00 საათზე.

ტაძრის მისამართი : 132a ARCHBISHOP STREET.VALLETA ....

ამის მერე აქ დავწერ ხოლმე სიახლეებს, თორემ აქაურობას არვინ უყურებს და გული მტკივა. შეიძლება ბევრისთვის მნიშვნელოვანი იყოს აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია.


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 10 2013, 02:59 PM

+++ პირველი წირვა ბორდოში +++

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, შაბათს 14 დეკემბერს ქ. ბორდოში პირველად ჩატარდება ქართულენოვანი წირვა, იქ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებისათვის.

http://www.weudiocese.eu/index.php?option=com_content&view=article&id=780%3Aborod&catid=1&Itemid=1&lang=ka

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Dec 22 2013, 01:21 PM

გამარჯობათ,
ხომ არ იცით ვინმემ სტრასბურგში შობას რომელ საათზე იწყება წირვა?
კეთილი სურვილებით
ირმა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 22 2013, 09:50 PM

Irma
მაგათი საკონტაქტო ინფორმაცია რომ მოგცეთ და თავად კითხო პრობლემა ხომ არ იქნება რამე ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 24 2013, 01:12 PM

წირვას არ ეხება მაგრამ ამ განყოფილებაში ყველაზე აქტიურ თემაში დავწერ, იქნებ ვინმემ შემოიხედოს წაიკითხოს და გამოადგეს.

მეგობრებო , ა.წ. 30 დეკემბერს მალტაზე ტარდება ქართული კულტურის საღამო, ღონისძიებაში წარმოდგენილი იქნება ფოკლოლური ანსამბლი, ქართველ მხატვართა გამოფენა, ლექცია ქართული კინომატოგრაფიის შესახებ და ქართული ღვინის დეგუსტაცია. დეგუსტაციისათვის ვეძებთ ქართული ღვინის კომპანიას, რომლეც დაგვეხმარებიან თავიანთი პროდუქციით მომარაგებაში ამ დღისთვის (საჭიროა 40 ბოთლი ღვინო) და ხელს შეუწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ევროპაში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)