IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი
unknown lady
პოსტი Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343




მოგესალმებით,
ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება.
2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ.

საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს.
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 31)
G_saxva
პოსტი Jun 2 2013, 05:55 PM
პოსტი #21


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(unknown lady @ Jun 2 2013, 01:28 PM) *

ავწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე.

ამ წერილში მარტო იმაზეა საუბარი რა საშინელი და ცუდი სწავლაა. მებადება კითხვა თუ არ მოგწონს რატომ არ გადაიხარ სხვაგან? თუ ფულს ტყუილად იხდი უკმაყოფილო ხარ როგორც ლექტორებით ასე სწავლის დონით? გიჭერს ვინმე არ გადახვიდე დარჩიო?


ციტატა
რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ smile.gif რადგან საპატრიარქოს ლოგოს ატარებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მე სახელმწიფომ მომცა გრანტი, დამიფინანსა მაგისტრატურა, უნივერსიტეტმა და მე ორმხრივად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. ვარღვევ ხელშეკრულებას? გამრიცხოს.

საერთოდ რა გინდა ვერ გავიგე თან ამბობ საშინელი სწავლააო თან დისწიპლინა რომ მკაცრია არ მოგწონს ohmy.gif სიგარეტის წევა თუ გინდა მოწიე ამის გამო შენიშვნას თუ მოგცემენ და გაგრიცხავნე იმაზე ნუ დაიწყებ წუწუნს იმათი ბრალია დისწიპლინა რომ აქვთ და მკაცრად ითხოვენო. ყველას ვერ გაეკიდებიან ვინ სად მოწევს სიგარეტს და თუ თქვენ სასწავლებლის წინ ეწეოდით ისე რომ ბ ვაროდსანიძემ ფნაჯრიდან დაგინახათ არაფერი უნდა ეთქვა?
ციტატა

დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება smile.gif თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება. ახლა ბიუჯეტი იფლანგება რაზე? იმაზე, რომ ლექტორმა ლექციები გააცდინოს, ჩათვლა არ შეამოწმოს, გამოცდაზეც არ მობრძანდეს და სახლებში ვწეროთ, ფორმალურად.

უჩივლე აქ რატომ წერ და საჯაროდ რატომ განიხილავ? არ მოგწონს და გგონია შენი უფლებები ირღვევა მაშინ იჩივლე სასამართლოში თუ განათლების სამინსიტროში. კიდევ ერთხელ გაივიმეორებ თუ არ მოგწონს გადადი და უკეთესი ადგილი მოძებნე, არ გეგონოს ვიცავდე მეგობრული რჩევაა სადაც ცოდნას ვერ მიიღებ დროის ტყუილად ხარჯავ და აჯობებს ის ადგილი იპოვო სადაც ისწავლი.
ციტატა

ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ smile.gif

შენ მგონი საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგი ხარ smile.gif

ციტატა

თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება smile.gif

მგონი ყველა ადამიანი თავად ირჩევს რა გააკეთოს. ცუდ პროდუქტს თუ იყიდი იმას ნუ დააბრალებ შენი ბრალიაო, შენ იყიდე და უნდა იცოდე ცუდის ყიდვა რომ არ გარგებს. აქაც ზუსტად იგივეა საკუთარ შეცდომას სახვას ნუ აბრალებ.


პ.ს ეს რამდენი თვის წინ გახსნილი თემაა კიდევ თუ იქ სწავლობ და იგივე აზრზე ხარ ნამდვილად არ მესმის შენი ან რატომ სწავლობ ან რატომგა წერ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 2 2013, 06:26 PM
პოსტი #22


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



unknown lady
ციტატა
ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის.

ბატონ სერგოს პირადად არ ვიცნობ, (რამდენიმეჯერ კი შევხვედრილვარ მაგრამ ეგ არ ითვლება) მაგრამ ისეთი კარგი შვილი ყავს, ვერ წარმომიდგენია მამამისი მასეთი როგორ უნდა იყოს როგორც შენ აღწერ.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2013, 09:48 PM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება.

მაქამდე ვიცოცხლოთ მე და შენ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jun 9 2013, 05:38 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



სერგო ვარდოსანიძე ერთი პერიოდი სკოლაშიც ასწავლიდა და სწორედ იქ გავიცანი, იშვიათი წესიერებისა და განათლების მქონე კაცია. დღეს ქართველებს, რომ გვჭირდება მასეთი ადამიანია.


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 2 2013, 11:23 PM
პოსტი #25


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



5 ივლისს, პარასკევს, 18:00 საათზე ჩატარდება დავითიანნთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ დოქტრინას სალექციო კურსის ფარგლებში მეშვიდე საჯარო ლექცია თემაზე: "ზნესრული და გაორებული პიროვნებები საქართველოს ისტორიაში".

ლექციას წაიკითხავს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი - პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

დასწრება თავისუფალია.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია:
https://docs.google.com/forms/d/1ckg8KtTXEg.../viewform?pli=1

ყველას, ვინც დაესწრება კურსის ფარგლებში მინიმუმ 8 ლექციას, გადაეცემა სერტიფიკატი.

ლექცია ჩატარდება ქართულ უნივერსიტეტის I კორპუსში, მეოთხე სართულზე, დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #53ა


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2013, 12:02 AM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ვა...
თბილისში რომ ვიყო აუცილებლად დავესწრებოდი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 3 2013, 08:52 AM
პოსტი #27


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ძალიან საინტერესოა მაგრამ მე რომ 18:00 ვამთავრებ ზუსტად სამსახურს და ვერ მოვასწრებ რა ვქნა? იქნებ დაელაპარაკო ქეთ და ცოტა გადაწიონ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 3 2013, 11:30 AM
პოსტი #28


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ციტატა
იქნებ დაელაპარაკო ქეთ და ცოტა გადაწიონ

ხოოო რომ გაიგებენ რომ შენ მიდიხარ აბა რას იზავენ smile.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 3 2013, 11:45 AM
პოსტი #29


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Jul 3 2013, 11:30 AM) *

G_saxva

ხოოო რომ გაიგებენ რომ შენ მიდიხარ აბა რას იზავენ smile.gif

არ მინდოდა რომ მეთქვა მაგრამ სვა გზა არ არის უნდა გადავაწევინო biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 3 2013, 11:48 AM
პოსტი #30


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ნუ ხარ ასეთი მორიდებული, დაიჩაგრები ცხოვრებაში biggrin.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 3 2013, 12:00 PM
პოსტი #31


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Jul 3 2013, 11:48 AM) *

G_saxva
ნუ ხარ ასეთი მორიდებული, დაიჩაგრები ცხოვრებაში biggrin.gif

სულ მაგას მეუბნებიან მეც ეს თავმდაბლობა დაგღუპავსო biggrin.gif
პ.ს ნუ ვაოფებთ თორემ გურმაი მოვა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2013, 09:31 PM
პოსტი #32


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
პ.ს ნუ ვაოფებთ თორემ გურმაი მოვა

მოველ უკვე!
გეყოთ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 07:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი