IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გადადის თუ არა მშობლების ცოდვები შვილებზე?
ann_ann9
პოსტი Jul 5 2009, 11:29 AM
პოსტი #1


ana L
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 23-November 07
წევრი № 3,233



გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jul 7 2009, 10:12 AM
პოსტი #2


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



როგორც ვიცი არ გადადის...
მგონი სადღაც არის მსგავსი თემა. ასე მახსოვს...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jul 7 2009, 10:17 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



გადადის მიდრეკილება ცოდვისაკენ, ცოდვა პასუხისმგებლობით არ გადადის...

მაგალითად თუ მშობლები ეწევიან, შვილს უჩნდება მიდრეკილება მოწევისაკენ, თუ მშობლები მრუშობენ შვილს ყჩნდება მიდრეკილება მრუშობისაკენ...

როგორც ვიცი ს-4 თაობაზე გადადის ცოდვისაკენ მიდრეკილება, ისევე როგორც სიკეთისაკენ მიდრეკილება.

ამიტომ აქცევდა ქრისტიანული, (და არა მარტო ქრისტიანული) კულტურა გვარის ჩამომავლობას...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 27 2009, 10:03 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რადგან ეს საკითხი ძალიან აქტუალურია გთავაობთ ედიშერ ჭელიძის პუბლიკაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა გაზეთ "საეკლესიო სიწმინდენის" 2000 წლის ნომერში.

ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე.ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.
ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ “ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია”. მაგალითად, მიუთითებენ: “ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა”. რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.
პირველი თვალსაზრისის მომხრენი იშველიებენ საღვთო წერილის სიტყვებს: “ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს” (II სჯ. 24,16).

მეორე თვალსაზრისის მომხრენიც საღვთო წერილს იმოწმებენ: “და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსვლ. 34. 6-7; შდრ. გამოსვლ. 20.5).
მეორე თვალსაზრისის საფუძვლად მიჩნეულია ის დაშვება, რომ მშობლის სულიერი მდგომარეობა სპერმატულად, თესლობითად გადადის შთამომავლობაზე. ამ აზრის დასტურად მიიჩნევენ სახარების სიტყვებს:
“რაითა იძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყველთა, დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან, სისხლთაგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა” (ლუკ. 11,50). ამბობენ შემდეგსაც: “იმ იუდეველთა შვილებიც, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ: “სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” – ნამდვილად მშობელთა ცოდვებისათვის დაისჯებიან”.

ამრიგად, მეორე თვალსაზრისის მომხრენი ამტკიცებენ, რომ მშობლის სულის ცოდვილიანობა ჩანასახშივე გადაეცემა შვილს და შეიძლება გახდეს მისი საუკუნო წარწყმედის მიზეზი.

ერთი შეხედვით, თითქოს ორივე ზემოაღნიშნულ თვალსაზრისს მოეპოვება თავისი საყრდენი საღვთო წერილში, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ შესაძლებელია, რომ წმინდა წერილი ოდნავ მაინც წინააღმდეგობაში იყოს? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელობა ენიჭება არა ჩვენი შეხედულებისამებრ ბიბლიის გაგებას, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ განმარტავენ საღვთო წერილის ზემორე მუხლებს ღვთივგანბრძნობილი მამები, რა მოძღვრებას გვაწვდიან ისინი ზემორე საკითხზე.

საღვთო წერილში და წმინდა მამებთან მოცემულია სავსებით პირდაპირი სწავლებანი წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად მხედველობაში გვაქვს იოანეს სახარების ცნობილი ეპიზოდი ბრმადშობილის განკურნების შესახებ. სახარებაში, კერძოდ მოთხრობილია, თუ როგორ ნახავს იესო დაბადებიდან ბრმა ადამიანს. მოწაფეები ეკითხებიან უფალს, თუ რა უნდა იყოს ამ ადამიანის სიბრმავის მიზეზი, მისი პირადი ცოდვა თუ მშობელთაგან ნამემკვიდრევი ცოდვა. უფალი უპასუხებს:
“არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა...” (იოანე 9,3).

ეს პასუხი ეკლესიის მამათა მიერ შერაცხილია უფლის ზოგად განჩინებად იმასთან დაკავშირებით, რომ თანდაყოლილი სენის მიზეზი არც ამ სნეული ადამიანის პირადი ცოდვის შედეგია, რადგან დაბადებამდე ვერ შესცოდავდა იგი, არც – მისი მშობლებისა, რადგან მშობელთა ცოდვის გამო საღვთო მართლმსაჯულება არასოდეს არ განუკუთვნებს სასჯელს მათგან შობილთ. მოგვაქვს კონკრეტული განმარტებანი:

წმ. კირილე ალექსანდრიელი აღნიშნული მუხლის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაცხოვარი ამ სიტყვებით ორ საცთურს უარყოფს: ა) ელინურს (ორიგენისტულს), რომლის მიხედვითაც ადამიანი ფიზიკურად ნაკლულევანი იბადება მისი სულის იმ შეცოდებათა გამო, რაც თითქოს ჩადენილ იქნა მის მიერ ხორციელ შობამდე (ე.ი. თითქოს სული ხორცის უწინარეს არსებობდა და, გახდა რა ცოდვილი, ფიზიკურ ნაკლულევანებაში განსხეულდა); ბ) იუდაისტურს, რომლის თანახმადაც მშობელთა ცოდვების გამო ღმერთი თითქოს მათ შვილებს სჯის და წარწყმედს.
მეორე საცთურთან დაკავშირებით წმ. კირილე, კერძოდ, ამბობს:

“უბადრუკი იუდეველნი, თითქოსდა წინამშობელთა უღვთოების გამო სასჯელდადებულნი, არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი, რომელმაც თითქოსდა უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეცოდებანი. ამიტომ, დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს, როგორც უმეტესად უსამართლოს, და იგავის სახით ამბობდნენ: “მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს” (იერ. 31,29)... მაგრამ ერთი და მოკლე სიტყვით დაარღვია ქრისტემ მათი (ელინებისა და იუდეველების) უგულისხმოება, დაამტკიცა რა, რომ არც თვით ამ ბრმას შეუცოდია, არც მის მშობლებს. ამრიგად, უფალი ერთი მხრივ, დაამხობს იუდეველთა დოგმას და ამბობს, რომ არავის შეცოდების გამო არ დაბადებულა ადამიანი ბრმა, არც – თავისი, არც – წინამშობლებისა, არცთუ – მამისა ან დედისა, მეორე მხრივ კი არღვევს იგი სხვათა ნაყბედობის მონაჩმახებს, რომლებიც ამბობენ, რომ სულები სხეულებამდეც სცოდავდნენ” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება).

შემდეგ ხსენებული წმინდანი იკვლევს იმის მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და ამ აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).
ამრიგად, წმ. კირილე გვასწავლის, რომ უფალმა ზემორე სიტყვებით დაამხო იუდეველთა დოგმა იმის შესახებ, რომ შვილები ისჯებიან მამათა შეცოდებების გამო, ხოლო ამგვარი ცთომილების მიზეზად ხსენებულ წმინდანს მიაჩნია საღვთო სიტყვის დამახინჯებულად გაგაბე მათ მიერ.

რომელი საღვთო სიტყვა იგულისხმება აქ?
წმ. კირილეს მხედველობაში აქვს უფლის შემდეგი უწყება მოსესადმი:
“უფალი ღმერთი, მოწყალე და შემწყნარებელი, სულგრძელ და დიდად მოწყალე... და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსვლ. 34, 6-7); შდრ. გამოსვლ. 20,5).
ესაა ის სიტყვები, რომლებსაც მეორე თვალსაზრისის მომხრენი იმოწმებენ ზემოხსენებული იუდეველური ცრუსწავლების დასამტკიცებლად, რომ თითქოს უფალი მამათა ცოდვებისათვის სჯიდეს მათ შვილებს მესამე-მეოთხე თაობებამდე და თითქოს ამით აიხსნება მშობელთა გამო შვილთა საუკუნო წარწყმედა.

მაგრამ ვნახოთ, თუ რა უნათლეს და უსაღვთოეს განმარტებას გვაწვდის წმ. კირილე, რომელიც სიტყვა-სიტყვით ბრძანებს:
“ამრიგად, წარმოჩნდა, რომ ყოველთა ზედა ღმერთი თვით სწამებს თავისი თავის შესახებ კაცთმოყვარეობას და უმწვერვალეს ძვირუხსენებლობას. ამიტომ, ამიერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამოც შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ავმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ვფიქრობ, რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერცთუ ის შეძლეს, რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოსდა არა ურჩეულესად თქმულნი, არამედ ფრიად გადაცდენილნი სამართლიანობის რჯულს, შეემთხვათ კი ეს მხოლოდ მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ კიდეც მას (უფალს), როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. როგორღა არ იქნებოდა უფრო მართებული, თუკი იყვნენ ვინმე ბრძენნი, ჯეროვნად გაეაზრებინათ, რომ სამართლიანობის წყარო ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა! მართლაც, ადამიანები კანონთამიერ სასჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას სჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ მათ, რომლებიც იმათგან არიან ნაშობნი, თუ, რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე და ცთომილებათა მოზიარე. ამიტომ იგი, რომელმაც ჩვენც ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა რჯულნი, როგორღა არ იქნება მხილებული იმგვარ დამსჯელობაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა? კიდევ, ამასთან ერთად ესეც განსაჭვრეტია: მან (უფალმა) აურაცხელი რჯულდება გვამცნო მოსეს მიერ და მრავალგზის განაჩინა უწმინდური ჩვევებით მცხოვრებთა დასჯა, მაგრამ არსად ჩანს იგი რჯულმდებლად იმისა, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინიც, რომლებიც მათგან არიან, რამეთუ ცოდვილთა წინააღმდეგაა სასჯელი” (იქვე).

ამ უსაღვთოესი სწავლების გადმოცემის შემდეგ წმ. კირილე უშუალოდ წმ. წერილის ზემოციტირებულ სიტყვებს განგვიმარტავს:

“მართლაც როგორღაა სულგრძელი და მრავალმოწყალე ანდა ურჯულოებისა და ცოდვის აღმხოცელი ის, ვინც ვერ დაითმენს, რომ მცოდველის თავს მოუზომოს (განუკუთვნოს) სასჯელი, პირიქით, მესამე თაობამდე განავრცობს მას და მეხივით ატყდება უდანაშაულოებს? მაშასადამე, მთლად დაუჯერებელი რამ და უკიდურესი სისულელე უნდა იყოს იმის ფიქრი, რომ ღმერთი თავისი თავისთვის დასაშვებად ადასტურებს ამგვარად გახანგრძლივებულ და უგუნურეს რისხვას. შემდეგ, ამას გარდა, სხვა რამესაც დასძენენ იუდეველურად მოაზროვნენი, თვლიან რა, რომ ღმერთმა არც თითოეული საქმის შესაფერისი ჟამი უწყის, რადგან თუკი ითქმის, რომ სულგრძელია იგი და თუკი ვლინდება, რომ ძალიან ადვილად იცხრობს იგი რისხვას, რატომღა დასძენს” მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე?” მართლაც ამგვარი რამ სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ამის მოქმედი მოსურნე ყოფილა შიშის ზარი დაეცა მათთვის, რომლებიც მისგან (უფლისგან) შეცოდებათა მიტევებას მოელოდნენ, რამეთუ მაშინ არსაიდანღა არსებულა მათთვის იმედის მომცემი რამ, თუკი ნამდვილად ავმეხსიერი და ხანგრძლივად მრისხანე ყოფილა იგი, ვინც სამართლიანად იყო გამწყრალი მათზე. მითხარით, რაღას უნდა წარმოადგენდეს ჩვენთვის თვით სიწმინდეთმჩენი მოსეც? განა უუგუნურესი საქმის მოქმედად არ წარმოჩნდება იგი, თუკი მიდის ღმერთთან მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეურაცხყო უფალი და დასჯა მოელის, მოსე კი, ევედრება რა ღმერთს და ითხოვს რა მისგან პატიებასა და კაცთმოყვარეობას, უდროო დროს ეუბნება მას: “ბუნებით იმგვარი ხარ, რომ მამათა შეცოდებებს შვილებზე ზღვავ”. ეს ხომ უფრო მრისხანებისკენ წაქეზება იქნებოდა, ვიდრე მოწყალებისკენ მოხმობა, და უფრო ავმეხსიერების მოთხოვნა, ვიდრე სულგრძელებისა?” (იქვე).
მაშ, როგორ გაიგება უფლის სიტყვები? წმ. კირილე განაგრძობს:

ამ სიტყვებით უფალს “სააშკარაოზე გამოაქვს, რომ არსობრივია მისთვის სულგრძელება და ძვირუხსენებლობა, და რომ მამათა შეცოდებებს დასდებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე, მაგრამ არც მამის გამო სჯის შვილს, - არ იფიქრო ეს, - რა არც შორეულ შთამომავალზე დადებს ტვირთივით წინაპართა შეცოდებებს, არამედ გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, იყო ვინმე ურჯულო კაცი, რომელსაც ყოველგვარი უკეთურებით სავსე ჰქონდა გონება. მართებული იქნებოდა, რომ იგი, ამგვარი ცხოვრების მიმდევარი, დაუყონებლივ დასჯილიყო, მაგრამ მაინც თავი შეიკავა ღმერთმა ძვირუხსენებლად და არ მოაწია მასზე კუთვნილი რისხვა. შემდეგ ამ კაცს შეეძინა ძე, რომელიც შეეჯიბრა მამას უღვთოებაში და გაუსწრო კიდეც ბოროტებაში მის მშობელს, მაგრამ მასზეც სულგრძელება გამოაჩინა ღმერთმა. შემდეგ ამისგანაც იშვა მესამე ანდა მესამისგან მეოთხე, რომლებიც, - იმ მხრივ, რაც უკეთურების სახეს შეეხება, - არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამებს და მამათა თანასწორად მოქმედებდნენ უღვთოებას. აი, მაშინ მოაწევს ღმერთი ზემოდან იმ რისხვას, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა მთელ მოდგმას, გამოიჩინა რა უკვე საკმარისი (უფრო კი საკმარისზე მეტი) ძვირუხსენებლობა. ამიტომ, სასჯელის დაყოვნება ვიდრე თვით მეოთხე თაობამდეც კი როგორღა არ უნდა ჩაითვალოს როგორც ღვთისმშვენი უდრტვინველობის სადიდებელი? მართლაც ის, რომ არც შვილის დასჯა სჩვევია მას მამის გამო და არც მამისა შვილის გამო, ამის სწავლა სიძნელის გარეშე შეიძლება იმ სიტყვებისგან, რაც წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით გარკვევით უთხრა მან იუდეველებს, რომლებიც სწორედ ამის გამო დრტვინავდნენ და ამბობდნენ: “მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოჰლბეს”. მოსე იტყვის: “და იყო ჩემდა მომართ სიტყუაი უფლისაი და თქუა: ძეო კაცისაო, რაი არს თქუენდა იგავი: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტყვის უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაი, ეგრეცა სული ძისაი ჩემი არს. სულმან, რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს. და ძემან არა მიიღოს ცოდვაი მამისაი, არცა მამამან ცოდვაი ძისა თვისისაი” (ეზეკ. 18, 1-3;20). ყველა კვდება თავის იმ ბოროტებაში, რითაც მან სცოდა” (იქვე).

აი, სიდიადე საღვთო მოძღვრებისა, აი სადიდებელი ღვთის გულმოწყალებითი მართლმსაჯულებისა!
ამრიგად, როგორც ვნახეთ, წმინდა წერილის ის სიტყვები, რაც მავანთა მიერ იუდეველური ბუკვალურობით გაიგებოდა, სინამდვილეში საღვთო გულმოწყალების სადიდებელი ყოფილა. დიახ, უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამათა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობითად, გააზრებულად და განზრახულობითად აღსრულებული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულებითი შეგნებით შეუერთდება მამისეულ ცოდვას და გააღრმავებს მას, შეგნებულად გაკერპდება მასში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ბრმადშობილის შესახებ უფლისაგან თქმულ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი:
“ჰკითხეს, ვითარმედ: “მოძღუარ, ვინ ცოდა? ამან, ანუ მშობელთა ამისთა?”
ცთომილ არს კითხვაი მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიცა ვითარ იტანჯა?... ნუუკუე ამანცა ცოდა? არამედ ესე შეუძლებელ არს, რამეთუ შობითგან ბრმაი არს; ანუ მშობელთა მისთა ცოდვისათვის არსა? არამედ ესეცა შეუმსგავსებელ არს, რამეთუ შვილსა მშობელთათვის სასჯელი არა მოეხადების” (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა. II, თბ. 1993, გვ. 66).
შემდეგ დიდი მოძღვარი განმარტავს, რომ, ცხადია, ამ ბრმის მშობლებიც, საზოგადოდ, ცოდვილნი იყვნენ, როგორც ადამიანები და თვით ამ ბრმასაც ექნებოდა შეცოდებანი, როგორც ზრდასრულ კაცს, მაგრამ არც ერთი ეს მხარე არ იყო საკუთრივ მისი ბრმადშობილობის მიზეზი, რადგან, ერთი მხრივ, თვით ეს კაცი ასე დაიბადა და დაბადებამდე ცოდვილი ვერ იქნებოდა, მეორე მხრივ კი მშობლების ცოდვილობა არ განაპირობებს მათგან შობილის ნაკლულევანებას და ტანჯულობას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წმ. იოანე ოქროპირი უფლის სიტყვებს საზოგადო განჩინებად თვლის და არა კონკრეტულად ხსენებული კაცისადმი ნათქვამად. იგი უმკვეთრესი სიცხადით აღნიშნავს:
“ხოლო როდესაც უფალი ამას ამბობდა, ამბობდა არა იმის საჩვენებლად, რომ ამ შემთხვევაშია ეს ასეო, სხვები კი შეიძლება იყვნენ დაბრმავებულნი მშობელთა ცოდვების გამოო, რადგან შეუძლებელია, რომ სხვამ შეცოდოს და სხვა დაისაჯოს მისი ცოდვისთვის” (იქვე).

შემდეგ დიდი წმინდანი განაზოგადებს თავის ნათქვამს და წმ. კირილეს მსგავსად მოუხმობს ძველი აღთქმის ზემოციტირებულ სიტყვებს:
“ეგრეთვე არს ყოველივე და ამისთვის ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყვის: “ცხოველ ვარ მე, - იტყვის უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: “მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემხუნეს” და მოსე იტყვის: “არა მოკუდეს მამაი შვილისათვის” (იქვე, გვ 67).
შემდეგ პირდაპირ ზემოხსენებული მეორე თვალსაზრისის მომხრეებს მიმართავს საღვთო მოძღვარი:
“ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარ თქუმულ არს თუ: “რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე”, არამედ ჩუენ ვიტყვით ამისთვის, ვითარმედ ბრძანებაი არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათვისმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგვიპტით გამოვიდეს, ხოლო სიტყუაი ესე ესევითარი არს, რამეთუ ვინაითგან ეგვიპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტეს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთვის იტყვის, ვითარმედ: “რაი-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმე ქმნეს! და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთვის თქმუმულ არს” (იქვე).

როგორც ვხედავთ, წმ. იოანე ოქროპირი მთლიანად უკუაგდებს მშობელთა ცოდვების შვილებზე გენეტიკურ გადასვლას და წმ. კირილეს მსგავსად, რჯულმდებლობს, რომ შთამომავალთაგან მხოლოდ და მხოლოდ იმათ შეეხებათ სასჯელი, რომლებმაც შეცოდება აღასრულეს (“იგივე საქმე ქმნეს”), რაც მშობლებმა და თვით მათზე უბოროტესნიც გახდნენ (“იქმნეს იგინი უბოროტეს მათსა”).
ზემოთქმული აშკარას ხდის, თუ რას გულისხმობდა წმ. ანასტასი სინელი, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება იმის შესახებ, რომ მამათა ცოდვებისათვის მესამე-მეოთხე თაობებამდე მიეგებათ შვილებსო: ღმერთმა გააუქმა არა თავისი განჩინების შინაარსი, არამედ განჩინება, როგორც გამონათქვამი, როგორც ფორმა, რადგან იუდეველებმა ზედაპირული ბუკვალურობით, სულიერი წვდომის გარეშე გაიგეს იგი და ამიტომაც ანდაზურად დასცინეს კიდეც ღმერთს როგორც თითქოსდა უსამართლოს: “მამებმა კაწახი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ”. ამ უღვთო სწავლების მოსასპობად და იუდეველთათვის თავის მართლების ყოველგვარი საბაბის გასაუქმებლად უფალმა უკვე პირდაპირ და აშკარად გააცხადა რჯულდება: შვილები არ დაისჯებიან მამათა ცოდვების გამო. დაისჯება მხოლოდ ის, ვინც პიროვნული ნებით, მთელი შეგნებით განზრახულობითად და საქმითად თანაეზიარება წინაპართა ცოდვებს და გადაამეტებს მათ ბოროტებაში. ამავე აზრს შეიცავდა მისი ადრინდელი განჩინებაც, თუკი სულიერად ჩაწვდებოდა მას ვინმე, მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, უფალმა იუდეველებს გარეგნული საბაბიც მოუსპო და ის, რაც ადრე დაფარულად აუწყა მათ, შემდეგში აშკარად და გახსნილად რჯულდებულყო.

საგულისხმოა, რომ მეორე თვალსაზრისის მომხრენი უთითებენ თეოფილაქტე ბულგარელზე. მაშ, მოვუსმინოთ ამ მოძღვარს:
“მან (ბრმამ) თვით სცოდა? არ შეიძლება ამის თქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლებმა? მაგრამ არც ეს შეიძლება, რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება... რამეთუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ ამის გამო როდი იყო სიბრმავე, რადგან არ არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ” (თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება).
შემდეგ წმ. იოანე ოქროპირის კვალობაზე, თეოფილაქტე ასე განაჩინებს:
“მაგრამ როგორღა წერია: “რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე?” უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, ეს განჩინება საყოველთაო არ არის, არცთუ ყოველთა წინააღმდეგ თქმული, არამედ მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსულთა მიმართ. მეორეც, მოდით განვჭვრიტოთ ამ განჩინების აზრი, არათუ ის თქვა, “შვილები დაისჯებიანო იმ ცოდვათა გამო, მშობლებმა რომ ჩაიდინეს”, არამედ ის, რომ “მშობელთა შეცოდებები”, ე.ი. “შეცოდებათა გამო სასჯელნი” მიეგებათ მათ შვილებსაც როგორც მსგავს ცოდვათა ჩამდენთ”. იმისათვის, რათა არ ვიფიქროთ ეგვიპტიდან გამოსულებს, რომ თუნდაც მამებზე უარესი ცოდვა ჩაედინათ, იმგვარადვე არ დაისჯებოდნენ, ამიტომ თქვა უფალმა: ასე კი არ იქნება, არამედ მამათა შეცოდებანი ანუ სასჯელნი თქვენზედაც მოიწევა, რადგან არ გახდით უკეთესნი, არამედ იგივე და უფრო უარესიც კი შესცოდეთ” (იქვე).

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს “ძველი აღთქმის” ზემორე სიტყვებს ნეტარი თეოდორიტე კვირელი:
“და თქვა: “და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე”. ის, რომ უღვთოებაა შიშვლად გაგება წერილისა, თვით ღმერთი გვასწავლის ამას, როდესაც საწინააღმდეგოს რჯულმდებლობს: “არა მოკუდენ მამანი შვილთათვის და ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს” (II რჯულ. 24,16). კიდევ, ეზეკიელის მიერ ამბობს: “რაი არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაელისათა, რომელ თქვიან, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტყვის უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაი, ეგრეცა სული ძისაი ჩემი არს”, და ასე შემდეგ. ესეც იმავე აზრს შეიცავს. მე კი ვფიქრობ, რომ მუქარა უფრო საღვთო კაცთმოყვარეობას წარმოაჩენს, რადგან დასძენს: “მოძულეთა ჩემთა” (შდრ. “მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსვ. 20,5). ეს ნიშნავს: “სულგრძელი ვიქნები მამებისადმი, რომლებმაც შესცოდეს, სულგრძელი ვიქნები შვილებისადმიც, მაგრამ თუ ნაშიერნი და ნაშიერთა ნაშიერნი დაეშურებიან მამათა და წინაპართა უკეთურებას, მოვაწევ სასჯელს, მაშინ როცა წინაპართა კეთილმსახურება მრავალ თაობამდე იქნება ცხონების შემძენი” (გამოსვლათა განმარტება).

ბოლოს დიდი მოძღვარი დასძენს:
“ისინი, რომლებიც ეგვიპტეში ეგვიპტელთა ღმერთებს დაემონენ, არც თვით დასჯილან, არც მათი მამები, არც მამათა მამები, მაგრამ ისინი კი, რომლებიც დაეშურნენ მათ უღვთოებას, დაისაჯნენ, რადგან ესოდენი ქველმოქმედებისა და მრავალი საკვირველების შემდეგაც არ მოიძაგეს ეს უღვთოება” (იქვე).
ვფიქრობთ, უცხადესია ყოველივე: ისჯება მხოლოდ ცოდვის ჩამდენი, ხოლო მის შთამომავლობაში ისჯება მარტოოდენ ის, ვინც განზრახულობითად დაეშურება წინაპრის ცოდვას და ყოვლითურთ გაკერპდება მასში. რაც შეეხება მადლს, იგი მიეფინება თაობებს, ე.ი. თესლობითად კი არ გადადის, - ნუ იყოფინ, - არამედ საღვთო ნებით სულიერად მიეფინება თაობათა შორის სათნოების აღმსრულებლებს და აცხოვნებს მათ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 27 2009, 10:10 PM
პოსტი #5


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



აფხაზის პოსტი ვერ წავიკითხე დიდია მერე ამოვბეჭდავ და გადავავლებ თვალს,
რაც შეხება იმას რომ პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოშჭრა კბილებიო, მე მხოლოდ ერთი რამით ავხსნი ამას ჩვენ გვგგონია რომ პაპის ცოდვებს ვიმკიტ ან მსობლების, ცოტა ცუდათ არა გრამატიკულად ავხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ,
როცა ადამიანი არ ცხოვრობს სწორად ანუ ეკლესიურად არის მკვლელი და ათასი სიბინძურის ჩამტარებელი, ალბათ ასეტი ადამიანის ოჯახშიც დახლოვებით იგივე ადამიანი აღიზრდება გამონაკლისი იშვიათია,
აქედან გამომდინარე მერე ბავშვებიც ჩადიან ცოდვებს და მერე აბრალებენ მამაპაპას ცოდვებს,კი რათქმა უნდა ცოდვა რომ ჯერ პირველრიგში არ ზრდი ბავშვებს სწორედ მერე ისენიც გაიმრუდებენ გზას და მამა პაპის ცოდვებს ვაბრალებთ.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 27 2009, 10:16 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ბიძია თომა
ციტატა
რაც შეხება იმას რომ პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოშჭრა კბილებიო, მე მხოლოდ ერთი რამით ავხსნი ამას ჩვენ გვგგონია რომ პაპის ცოდვებს ვიმკიტ ან მსობლების, ცოტა ცუდათ არა გრამატიკულად ავხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ,

კარგად და დაკვირვებით წაიკითხე თემო. smile.gif smile.gif

დავასრულებ

კვლავ დავუბრუნდებით ბრმადშობილის ეპიზოდს და მოვიტანთ ექვთიმე ზიღაბენის სწავლებას, რაც, მისსივე მითითებით, ეფუძნება მხოლოდ წმიდა მოძღვართა განმარტებებს:
“აქედან უკვე ვსწავლობთ, რომ მამათა შეცოდებებისათვის არ ისჯებიან შვილები, რადგან თუმცა “გამოსლვათა” წიგნში უფლის შესახებ წერია, რომ “მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე”, მაგრამ ეს ითქვა ისრაელთაგან მხოლოდ მათთვის, რომლებიც კერპთმსახურებას შეუდგებოდნენ. მართლაც, რადგანაც ისინი დაეშურნენ უღვთოებას მათი მამებისას, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობდნენ ეგვიპტეში, ჯეროვნად მიაგო მათ იმათი სასჯელი, რამეთუ რომელთა ცოდვებიც თანასწორია, მათი სასჯელნიც უთუოდ თანასწორია. დიახ შემდეგში ასე რჯულმდებლობს იგი მოსეს მიერ, როდესაც ამბობს: “არ მოკვდებიან შვილები მამათა გამო”, და კიდევ, ეზეკიელის მიერაც იტყვის: “რა არის თქვენთვის ეს იგავი, ამბობთ რა: “მამებმა ჭამეს კაწახი და შვილებს მოეკვეთათ კბილები?” ცხოველ ვარ მე, ამბობს უფალი, უკუეთუ იყოს ესე იგავი, არამედ ვინც კაწახს შეჭამს, მას მოეკვეთება კბილები” (იოანეს სახარების განმარტება).
როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მშობელთა ცოდვების გამო შვილთა წარწყმედის ამღიარებელნი უთითებენ სახარებისეულ სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ყოველი სისხლი, დათხეული აბელიდან ზაქარიამდე “მოიწიოს ნათესავსა ზედა” (იხ. ლუკა 11, 50-51; მათე 23, 35-36). ვნახოთ, როგორ განმარტავს ხსენებულ მუხლს წმ. იოანე ოქროპირი:
“თარგმანი (განმარტება): ვინაითგან უძვირეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთვის თქუენდა უძვირეს შეგემთხვიოს”.
დიდი მოძღვარი სახარებისეულ სიტყვებს აკავშირებს “ძველი აღთქმის” ზემოციტირებულ მუხლებთან (გამოსვლ. 20,5) და გვამცნობს:
“და ესე არს, რომელსა იტყვის ღმერთი წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: “მივაგნეო ცოდანი მამათანი შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსლ. 20,5). არათუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათაცა მიჰხადის სასჯელი, ნუ იყოფინ! არამედ რომელთა იგი იხილნეს მრავალნი, ცოდვათათვის ტანჯულნი, და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძვირესისაცა მიღებად, ეგრეთ ამათ, ვინაითგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკვლელთა ზედა და თვისითა პირითა წამებდეს, - “უკუეთუმცა ვიყვნეთო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვნეთო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა”, - და მერმე იქმნეს იგინი მკვლელ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაითა მოიწიოს მათ ზედა” (იქვე).
როგორც უნათლესად და უსაღვთოესად არის სწავლებული, წინასწარმეტყველთა სისხლის დათხევის შესაბამისი სასჯელი მხოლოდ მათზე მოიწია, რომლებმაც მათ წინაპრებზე მეტი შესცოდეს (“უძვირეს ყოველთა სცოდეს”), რომლებმაც უშუალოდ განიზრახეს და მოკლეს უფალი, მოციქულები, სხვა მართალნი. მოტანილი ციტატა კიდევ ერთხელ უარყოფს იუდეველურ აზრს მშობელთა ცოდვების თესლობითი გადაცემადობისა და მათი მიზეზით უდანაშაულო და პიროვნულად უმანკო შთამომავალთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, რადგან წმინდანის შეუვალი ბრძანებით “არათუ რომელი-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათამცა მოჰხადა სასჯელი, ნუ იყოფინ!”
თეოფილაქტე ბულგარელიც სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ უფლის ზემორე სიტყვები მხოლოდ მაშინდელი ებრაელებისადმი ითქვა, რომლებიც თანაეზიარნენ თავიანთი წინაპრების უსჯულოებას. აი მისი სიტყვები:
“მან თქვა, რომ მაშინ მყოფ ებრაელებზე მოიწეოდა ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, რადგან ისინი, რომლებიც ამდენი მაგალითის შემდეგაც არ გამოსწორდნენ, მათსავე მამაებზე მეტად დაისჯებიან” (მათეს სახარების განმარტება).
როგორც ავღნიშნავდით, მოაქვთ აგრეთვე მეორე ციტატა:
“და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა იყოს და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27,25).
ცნობილია, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვრის ჯვარცმისათვის განცოფებულმა ბრბომ.
დიახ, გაგიჟებული ბრბო სწორედ ასე ფიქრობდა. იმდენად დიდი იყო უგუნურთა ჟინი მაცხოვრის ჯვარცმისა, რომ მათ საკუთარი განცოფებული ჭკუით მთელი შთამომავლობა გაწირეს, ოღონდაც კი საწადელს სწეოდნენ. მართლაც, მხოლოდ გონდაკარგული თუ იტყვის ზემორე სიტყვებს, რადგან მათში ნაგულისხმევი შინაარსი, კერძოდ ის, რომ თითქოს მშობლის შეცოდება მთელ მის შთამომავლობაზე სპერმატულად გადადიოდეს და უსაშინლესი სასჯელის (საუკუნო წარწყმედის) სახით მოიწეოდეს სისხლისმიერი მემკვიდრეებზე, ჭეშმარიტი გონდაკარგულობა და სიშლეგეა.
ნახეთ, რა უმძაფრესი სიტყვებით იწყებს წმ. იოანე ოქროპირი ზემორე ციტატის განმარტებას:
“აწ იხილეთ აქა განსაკვირვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაი ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთ-ღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახველნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაი; იყავნ წყევაი ესე და ცოდვაი თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ, შვილთა თქუენთა ზედა რაისათვისღა მიიყვანებთ წყევასა მას?”
წმ. იოანე ოქროპირი განაგრძობს:
“ეჰა ვითარ გარდამეტებულ იყო უკეთურებაი მათი და ვითარ გამოუთქმელ არს სახიერებაი უფლისაი, რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა (სიგიჟესა) მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაი იგი და წყევაი მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაი იგი არცა თუ თვით მათ ზედა, არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღის-ყვა, რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეული იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალემს, ვითარცა წერილს არს, ვითარმედ: “ჰრქუა იაკობ პავლეს: ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი?” (საქმე 21,20). იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღხოცა ცოდვანი მათნი, ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”.
აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა! დიახ, რაც არ უნდა მძიმე იყოს მშობლისა თუ წინაპრის პირადი ცოდვა, თუნდაც უმძიმესზე უმძიმესი და წარმოსადგენადაც კი უშემზარავესი (სწორედ ასეთია მაცხოვრის მოკვლა და ამ მკვლელობასთან თანაზიარება), - თვით ეს ცოდვაც კი არ გადადის შთამომავლობაზე თესლობითად, თვით ამ ცოდვის გამოც არანაირად არ წარწყმდებიან საუკუნოდ აღნიშნულ ცოდვაში პიროვნულად უდანაშაულო მომდევნო თაობები, რადგან საუფლო ნებით მხოლოდ განზრახულობით უკეთურნი, ე.ი. ცოდვებში უკიდურესად და ბოლომდე გაკერპებულნი ექვემდებარებიან სასჯელს ანუ “რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”.
დიახ, ეკლესია გვასწავლის, რომ “თავით თვისით” ისჯება ყველა და არა წინაპართაგან თესლობითად გადმოცემული ცოდვების შედეგად.
სახარების აღნიშნულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ვრცელი სათაური აქვს და ასე იწყება: “იმის შესახებ, რომ არ არის უსაფრთხო მსმენელთათვის მიჩუმათება იმისა, რაც ეკლესიაში ითქმის”. დიდი წმინდანი სიტყვა-სიტყვით შემდეგს რჯულმდებლობს:
“თუ იქნებოდა მისი სისხლი მათზე და მათ შვილებზე, აღარ იქნებოდა მათი შვილებიდან მოციქულები, არ იწამებდა ერთბაშად სამიათასი და ხუთიათასი. ხედავ, როგორ ველურები და სასტიკები იყვნენ ისინი მათ შვილებთან დაკავშირებით და არ იცოდნენ თვით ბუნება, ხოლო უფალი ყველა მამაზე უფრო კაცთმოყვარე და დედებზე უფრო შვილთმოყვარე იყო. და იქმნა “სისხლი მისი მათზე და მათ შვილებზე”, მაგრამ მათ შვილებზე ყველაზე არა, არამედ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მიჰბაძეს მამათა უღვთოებასა და ურჯულოებას და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით, მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”.
მთელი ციტატა უძვირფასეს სწავლებას შეიცავს, მაგრამ საკუთრივ სასჯელისა და დაუსჯელობის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გასაღებს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც კვლავ გავიმეორებთ:
“და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”.
დიახ, ასე აშკარად, შეუვალად და საფუძველითურთ დაამხო წმინდანმა იუდეველური სწავლება შვილებში მშობელთა პირადი ცოდვების ბუნებისეული ანუ გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ და გახსნილად რჯულდებულიყო, რომ მხოლოდ იმგვარი შთამომავლები აგებენ პასუხს წინაპართა ცოდვებზე, მხოლოდ ისინი წარწყმდებიან, რომლებიც თავიანთი არჩევანისეული განცოფებით თანაეზიარებიან მათ.
თეოფილაქტე ბულგარელიც, განმარტავს რა “მოციქულთა საქმეების” სიტყვებს: “რაოდენ ბევრნი არიან იუდეველთაგანნი” (საქმე 21,23), აღნიშნავს:
“ესე “ბევრნი” იმათგანნი არიან, რომლებმაც ღაღადყვეს: “სისხლი მისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა”, მაგრამ მაინც კაცთმოყვარე უფალმა მათგანნიც და მათი შვილებისაგანნიც მიიღო და ბევრი სიკეთის ღირსი გახდა”.

ამრიგად, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მშობლის პირადი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ გადადის შვილზე სპერმატულად, თესლობითად, რადგან შვილი მემკვიდრეა თავისი მშობლის შეცოდებისა არა თესლობითად, გენეტიკურად, არამედ პასუხისმგებლობითად. ეს ნიშნავს: მშობლის ცოდვისათვის კი არ წარწყმდება საუკუნოდ შვილი, არამედ მშობლის (და სხვა წინაპრის) ცოდვებთან შეგნებული, გაცნობიერებული თანაზიარებისათვის და იმავე (ან უფრო მძიმე) ცოდვების აღსრულებისათვის.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 27 2009, 10:17 PM
პოსტი #7


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



წავიკითხავ აუცილებლად დავით ამოვბეჭდავ პრინტერზე და წავიკითხავ.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 27 2009, 10:18 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ რომ ითქვას ცოდვა არ გადადის თაობებზე, უბრალოდ როდესაც ადამიანი რჩება იმავე ცოდვაში რაშიც იყო მისი წინაპარი ამისთვის აგებს პასუხს, ეს კი უკვე მისი პირადი ცოდვაა და არა ვინმე ბაბუის ან ბებიის...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Oct 27 2009, 10:56 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ვიცი რომ ფსიქოლოგიურად გადადის , ამაზე ერთი ფსიქოლოგის სტატია მაქვს წაკითხული .. მე არ მაქვს ამხელა ბაგაჟი რომ ჩამოვაყალიბო რატომ?..


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 28 2009, 12:21 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ვიცი რომ ფსიქოლოგიურად გადადის , ამაზე ერთი ფსიქოლოგის სტატია მაქვს წაკითხული .. მე არ მაქვს ამხელა ბაგაჟი რომ ჩამოვაყალიბო რატომ?..

ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 28 2009, 12:28 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება

ნამდვილად, და სანამ დაწერთ წაიკითხეთ რაც აფხაზმა დაწერა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 28 2009, 12:41 AM
პოსტი #12


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ალექსანდრე
ციტატა
ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება


და რატომ უნდა მოჭრას მშობლის ცოდვისკენ მიდრეკილებამ შვილს კბილი?

ცოდვა თავისთავად ვერ გადავა მარა მისი ბუნება ზიანდება და შესაბამისადაც ჩანასახიც :Fუჭდება"... მაგრამ ცუდი ძალიან


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Oct 28 2009, 01:55 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ციტატა(KAIROS @ Oct 28 2009, 01:28 AM) *

ნამდვილად, და სანამ დაწერთ წაიკითხეთ რაც აფხაზმა დაწერა!


მე გეუბნებით რომ ფსიქოლოგიაში ეგრეა და დალშე არ ვიცი!



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 28 2009, 12:57 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.

ციტატა
იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და ამ აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).

და თუ იუდეველები მცდარ აზრზე იყვნენ და ეგონათ რომ მართლები იყვნენ,...

და მაშინ დავით მეფსალმუნის შვილმა რა დააშავა ჩვილობისას რომ მოკვდა?

რაღაც სხვანაირი, უცხო თვალით ვუყურებ ნათან წინასწარმეტყველს biggrin.gif ანუ გამოდის უფალს არ მოუკლია, ხო? რატომ უნდა მოეკლა, როცა ვამობობთ, რომ მამათა ცოდვების გამო არ სჯის შვილებს (ეს ხომ ქრისტემ დაამტკიცა).. ის ჩვილი ჯანმრთელი დაიბადა და რა მოკლავდა? ანუ იგულისხმება, რომ მივიდა ეს ჩვენი ნათანი და ... biggrin.gif

ო ღმერთო, მაშინ სად იყო ნათანი როცა დავით ცდუნდებოდა sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2014, 08:37 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,302
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წლის შემდეგ რომაელებმა მთლიანად გაანადგურეს ისრაელი, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი იქნა მოკვდინებული, აღსრულდა მათზე მათივე ნათქვამი სიტყვა, რომელიც პილატეს უთხრეს უფლის ჯვარცმის განაჩენის გამოტანის სანაცვლოდ:
„სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა იყოსო“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 5 2014, 04:20 PM
პოსტი #16


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



marine
არ გადადის შვილზე მშობლის ცოდვა tongue.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2014, 06:30 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,302
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Nov 5 2014, 05:20 PM) *

marine
არ გადადის შვილზე მშობლის ცოდვა tongue.gif


მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია? smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 6 2014, 09:58 AM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



marine
ციტატა
მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია?

შენ უფრო ჯიუტი ხარ smile.gif გინდა მართლმადიდებლურ სოფმხედველობას შეეწინააღმდეგო.
მაგ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დაიწყევლეს თავი, რაც იმის მსგავსია. მე რომ ვთქვა მე და ჩემი შთამომავლობა აქ ვიცხოვრებთ თქო, მაგრამ რომ არ მეთქვა ჩემი შთამომავლობა აუცილებლად იქ იცხოვრებს?!


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2014, 07:57 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,302
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც რაღაც არასწორად გამიკეთებია, ზოგჯერ განსაცდელი მოსულა არა ჩემთან, არამედ ჩემს ახლობელთან და ვიცი, რომ ეს ჩემი სასჯელი უფრო იყო, თეოლოგიური კუთხითაც რომ ვიმსჯელოთ, შვილები ხშირად ისჯებიან მშობლების გამო".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 18 2014, 08:06 PM
პოსტი #20


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



leluka
ციტატა
და რატომ უნდა მოჭრას მშობლის ცოდვისკენ მიდრეკილებამ შვილს კბილი?

ერთ-ერთ ადამიანს აქვს დაწერილი შვილი ეგოიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებააო, როცა მშობელი თავისთვის გზრდის კარგთან ერთად ცუდ რაღაცეებსაც გასწავლის და რა თქმა უნდა მიდრეკილი იქნები, სხვაგვარად წარმოუდგენელია ქრისტიანობაში სხვისი ცოდვის გამო დაისაჯო


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2019 - 08:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი