IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
sanfol
პოსტი Nov 24 2014, 08:51 PM
პოსტი #501


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ყველა წმინდანად შერაცხული სამოთხეში ხვდება აუცილებლად?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2014, 09:27 PM
პოსტი #502


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Nov 24 2014, 09:51 PM) *

ყველა წმინდანად შერაცხული სამოთხეში ხვდება აუცილებლად?


სანდრო, მე გირჩევ, თუკი რეალურად გაწუხებს მსგავსი შეკითხვები, წიგნები, მართლმადიდებლური ლიტერატურა იკითხო და ფართო გონებრივი ჰორიზონტი გექნება...



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 24 2014, 10:39 PM
პოსტი #503


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ციტატა
სანდრო, მე გირჩევ, თუკი რეალურად გაწუხებს მსგავსი შეკითხვები, წიგნები, მართლმადიდებლური ლიტერატურა იკითხო და ფართო გონებრივი ჰორიზონტი გექნება...

მადლობა ვეცდები ბევრი ვიკითხო ხოლმე, მაგრამ ამ კითხვაზე როდის ვიპოვი პასუხს არ ვიცი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2015, 10:42 PM
პოსტი #504


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაბრიელ ბერის სისპეტაკეს ვერაფერი ჩრდილავდა"

/დედა პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2016, 11:31 AM
პოსტი #505


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარი ის არის, რომ მამა გაბრიელს ადამიანის სულის განკურნება შეეძლო. არასდროს არავის არ განიკითხავდა. თუკი ადამიანში რაიმე უძლურებას ხედავდა, სწორედ მას ჩაეჭიდებოდა და კურნავდა".

/მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2016, 08:51 PM
პოსტი #506


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფსიქიატრიული საავადმყოფოდან რომ გამოსულიყო, ვიდრე დიაგნოზს დაუსვამდნენ, ფეხებში დიდ ლურსმნებს ურჭობდნენ. ექიმი განმარტავდა: "თუ ტკივილს იგრძნობს, მაშინ ყველაფერს იგონებს, ხოლო თუ რეაქცია არ ექნება, მაშინ მართლა ავად ყოფილა და ჩვენგან სიბრალულს იმსახურებსო". "როგორ გგონია, არ მეტკინებოდა? მაგრამ რა მექნა, ვუძლებდი ყველაფერს", - უთქვამს ჩემთვის მამა გაბრიელს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2016, 09:14 PM
პოსტი #507


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბევრ მათგანს, უმეტესწილად მანდილოსნებს, ხატების წინ დააჩოქებდა და კარგა ხანს ამყოფებდა ასე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2017, 07:41 PM
პოსტი #508


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. გაბრიელი (ურგებაძე)] განსაკუთრებით შეუძლოდ ხდებოდა ხოლმე, როცა საქართელოს რაიმე დიდი განსაცდელი მოელოდა, უძლურებაში ჩავარდებოდა ხოლმე, ეს განსაცდელები მასზე პირდაპირ მოქმედებდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 05:46 PM
პოსტი #509


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელის სულიერი შვილი იგონებდა: ერთხელ ჩემს ვერელ მეზობლებსა და მეგობრებს, "ბირჟაზე" რომ დგანან, ვუთხარი, - წამოდით, მცხეთაში წავიდეთ, ერთი წმინდა ბერი უნდა განახოთ-მეთქი. მივუახლოვდით მამა გაბრიელის სენაკს. კარი იღება და მამა გაბრიელი გამოდის, ბარბაცებს, ვითომ მთვრალია, პირზე პურის ნამცეცები აყრია. "მოდი, ზაზა, იქით გამიყვანეთ". უკან მოვბრუნდით. შეგვიძღვა სენაკში, დაჯდა და დაიწყო... მაგრამ რისი ლაპარაკი დაიწყო! ათას რამეს უსაძაგლესს, არაბუნებრივს (მამათმავლობას) იბრალებდა: ამასთან ვიყავი, იმასთან ვიყავიო, თან ბიჭებს ეუბნებოდა, - თქვენ კი არ მოქცეულხართ ასეო. ვეღარ დავითმინე, ავღელდი, გამოვედი გარეთ, სენაკთან ჩავჯექი, თავზე ხელები წავიჭირე და გულში მოვთქვამ, - მამაო, რატომ იქცევი ასე, ამას რატომ ლაპარაკობ-მეთქი. კარგა ხნის შემდეგ სენაკიდან ბიჭები გამოვიდნენ უკუსვლით, თავის დაკვრით და "დაგვლოცე, მამაოს" ძახილით. მთელი გზა უკვირდათ - ეს ვინ არის, რამხელა წმინდა ბერი ყოფილაო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2017, 10:37 AM
პოსტი #510


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრობდა მონაზონი სიდონია, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. დედა სიდონია გვიამბობდა მამა გაბრიელის შესახებ იმ გახმაურებულ ამბავს, რაც რუსთაველის გამზირზე ლენინის დიდი პორტრეტის დაწვას უკავშირდება. დედა სიდონია იხსენებდა: - მაშინ ქვაშუეთის ეკლესიაში ვმსახურობდი დამლაგებლად, მოვიდა მამა გაბრიელი და ნავთი მთხოვა (რაჭველი გახლდათ დედა სიდონია) და რაჭული აქცენტით ჰყვებოდა: - აბა, რა, მღვდელი მოვიდა, ნავთი მთხოვა, მღვდელს ნავთს როგორ დავუჭერდი!
მოგეხსენებათ, ტაძარში ნავთი ყოველთვის სჭირდებათ და საწყალი დედა სიდონიაც, როგორც მახსოვს, დიდხანს ატარეს დაკითხვებზე - რატომ მიეცი ნავთიო?"

/დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2017, 10:12 AM
პოსტი #511


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაბრიელ ბერის კელიაში, ღვთის წყალობით და დიდი სარწმუნოებრივი მადლით, უბრალო, ონკანიდან აღებული სასმელი წყალიც კი არ ფუჭდებოდა. დედა პარასკევამ ბერის დავალებით სათლებში დააგროვა ონკანის წყალი და შეინახა. წლები გავიდა და როდესაც მონაზონი გადანახულ წყალს დააკვირდა, გაოცდა - გემო და ფერი არ შესცვლოდა; მას მაცოცხლებელი ძალა შენარჩუნებული ჰქონდა."

"ის [წმინდა გაბრიელ ბერი] საოცრად თანამგრძნობი იყო, შეეძლო გულისტკივილი გაეგო უთქმელად. ის არათუ გიგებდა, გრძნობდა სხვის სიხარულს, ტკივილსა და შვებას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 12:31 PM
პოსტი #512


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა გაბრიელის საფლავზე მოვიდა ქალბატონი და დაეჭვებით მკითხა: - ამ ზეთს რა ძალა აქვს, იქნებ კარგად ამიხსნათო. სანამ ვუხსნიდი, საიდანღაც კრაზანა გამოჩნდა და ქალს მკლავზე უკბინა. ქალმა შეჰკივლა. გაუწითლდა და გაუსივდა ნაკბენი. ვურჩიე, მამა გაბრიელის ზეთი გამოეყენებინა. როგორც კი ზეთი წაიცხო, ნაკბენი მაშინვე დაუამდა და ტკივილიც ჩაუცხრა. შემომჩივლა, - ვერ გავიგე, რატომ დამსაჯა ასე მამა გაბრიელმაო. კი არ დაგსაჯათ, თქვენს შეკითხვას თვითონვე უპასუხა, რადგან მე არ კარგად ვერ აგიხსენით-მეთქი".

/დედა პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 06:50 PM
პოსტი #513


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემი ყურადღება ისევ მამა გაბრიელის ხატმა მიიქცია, სადაც იგი სხვა წმინდანებისგან განსხვავებით, გაღიმებულია გამოსახული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 01:34 PM
პოსტი #514


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - აი, ეს ჯვარი კი გაბრიელის [აღმსარებელ-სალოსის] ნაქონია", - მითხრა [დეკანოზმა გიორგი ბერძნიშვილმა] უკან რომ დავბრუნდით და კვლავ ჩვენს სკამზე ჩამოვჯექით. "- ხედავ როგორი გაცვეთილია? გაბრიელს უხეში ხელები ჰქონდა და ჯვარს რომ სულ ეფერებოდა, იმისგან გაცვდა...

- მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ილიამ ეს ჯვარი მომცა და მითხრა: "აჰა, გაბრიელის ჯვარის გაძლევ და აბა შენ იცი როგორ ატარებო..."

მამა გიორგი ჯვარი მოიხსნა და მომაწოდა "წაიკითხე რა აწერიაო" " - 1797, 220 წლის ყოფილია", - ვემთხვიე ჯვარს და რადგან მოხუცებულს ხელები უკანკალებდა, მკერდზე ჯვარი ჩემი ხელით ჩამოვკიდე".

/დეკ. სერაფიმე (დანელია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 10:41 PM
პოსტი #515


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელის არაჩვეულებრივი კუთხეა მოწყობილი [სამთავროს მუზეუმში]. ეს არის ნარი, რომელზეც ის იყო დასვენებული. ის ხომ უკუბოოდ იყო დაკრძალული მისივე ანდერძის თანახმად. აი, ეს მისი ანდერძია, რომელშიც წერი, - დამმარხეთ უკუბოოდ, როგორც ნამდვილი ბერი, მანტიაში გახვეულიო. იგი, ჭილოფში გახვეული, სამი ქამრით იყო შეკრული".

/დედა სიდონია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:36 AM
პოსტი #516


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალი ისე იყო ჩაკეტილი, ამ ქალაქში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამდროს ერთ-ერთმა ასმეთაურმა, რომელსაც ქართველი მეომრებისთვის მამა გაბრიელის ზეთი მიჰქონდა, თავისი მსუბუქი ავტომანქანით მოახერხა შუა ცხინვალში შესულიყო.
მან მებრძოლებს უბრძანა, დაეტოვებინათ სანგრები და მამა გაბრიელის ზეთი ეცხოთ. როგორც კი ბიჭები ზეთის წასაცხებად გამოსულან, ყველა სანგარი აფეთქებულა.
"ცხინვალი გრადის ტიპის დანადგარებით იბომბებოდა და ცეცხლში იყო გახვეული, - ჰყვებოდა ასმეთაურის ძმა, რომელიც ამ ომში იბრძოდა, - გრადი ხომ კილომეტრებზე ანადგურებს ყველაფერს, ჩვენ მათგან სულ 100 მეტრში ვიბრძოდით, მაგრამ ვინც კი გაბრიელის ზეთი იცხო (მათ შორის მუსულმანებიც), ყველანი უვნებელნი გამოვიდნენ იქიდან იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ბოლოს მოგვიხდა ცხინვალის დატოვება.
ის მეომრები კი, ვინც უარი განაცხადა ზეთის წასმაზე, თითქმის ყველანი დაიღუპნენ, გადარჩენილთაგან კი ყველანი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს", - გვიამბობდნენ ამ მოვლენების მონაწილე მებრძოლები".

/დედა პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2017, 01:10 PM
პოსტი #517


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი [წმინდა გაბრიელ სალოსის] მრევლის წევრმა ახალგაზრდა გოგონამ წინდის ქსოვა რომ ისწავლა, პირველივე ნახელავი გაბრიელ ბერს მიართვა: "მშვიდად გადამიხადა მადლობა. შემდეგ მისვლაზე მინდოდა მენახა, ეცვა თუ არა. რომ მივედი, მამაო ჯვარს წმენდდა. უეცრად გრძელი მანტია გადაიწია, ფეხი გამოაჩინა და მაკრატლით მანტიის მორღვეულ ბოლოებს უწყო შესწორება, თან სახეზე სათნო ღიმილი დასთამაშებდა. დავინახე, რომ ჩემი მიტანილი წინდები ეცვა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2017, 08:18 PM
პოსტი #518


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა ასეთი რამ მოგვიყვა: "ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო. ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია, ასე მოვკვდე-მეთქი. როგორც ჩავთვლიმე, მამა გაბრიელი ვიხილე. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა.

მოძღვარს დავედევნე, ფეხებში ჩავუვარდი დავუთხარი: - რადგან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა: "შენ უკვე გამოჯანმრთელებული ხარო". მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრინდი, თითქოს მეორედ დავიბადე. მას შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის ტკივილი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 10:22 AM
პოსტი #519


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



----

"გაბრიელ ბერზე საამბობს რა დალევს, ალბათ, ვერც ერთი მორწმუნე ვერ გაძღება მასზე ფიქრითა და ბაასით."


"თუ რა დიდი ძალა აქვს ლოცვას, ამაში მასთან [მამა გაბრიელთან] მყოფნი ხშირად რწმუნდებოდნენ. ბერის ლოცვით მის ისედაც მცირე სენაკში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. ადგილი ახალმოსულთათვისაც კი რჩებოდა, თუმცა ერთი კაციც რომ ყოფილიყო, სიფრთხილესა და მოწიწებას იჩენდა, არაფერს წამოსდებოდა.

შესასვლელ ვიწრო და დაბალ კარშიც თავდახრილნი და ორად მოკეცილნი შედიოდნენ ხოლმე. საოცარია, მაგრამ ბერს სენაკში საკონცერტო როიალიც კი ედგა - სალოსობისას ხან დაუკრავდა, ხანაც ზედვე წამოწვებოდა. სასწაული ის გახლდათ, რომ ამ როიალის გატანა, სანამ ბოლომდე არ დაშალეს, ვერაფრით შეძლეს. ერთ-ერთი ბერი იგონებდა, რომ თავად გაბრიელ ბერს სხვათა დაუხმარბელად შეუტანია იგი სენაკში.

ერთხელ, როდესაც მონაზვნებმა ჩამოსაქნელი სანთელი წამოადუღეს, გაბრიელ ბერმა უთხრა: - აქ მოიტანეთო. დედა პარასკევა კი ეცადა, მაგრამ სასანთლე თასი კარში ვერაფრით გაატია. შეცბუნებულმა უპასუხა: - არ შემოეტია, მამაო, რომ დავხარო, გადმომეღვრებაო.

- ქრისტეს სახელით, შემოიტანე თასი! - შესძახა ბერმა, კარისკენ ჯვარი გამოსახა და მონაზონმა ვერც მოისაზრა, როგორ აღმოჩნდა თასიანად მის კელიაში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 12:20 PM
პოსტი #520


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- თქვენ სამთავროს დედათა მონასტერში მსახურობდით. მამა გაბრიელის (ურგებაძე) მორჩილიც იყავით.

- მეუფის კურთხევით, სამთავროში გავიარე მორჩილება. მამა გაბრიელთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. დედა პარასკევა ცოტა ხანს შეუძლოდ იყო და მამა გაბრიელთან მორჩილად გამგზავნეს. ტრაპეზარი ვიყავი და დედა ქეთევანს ვეხმარებოდი საქმეში. მამა გაბრიელი სულ მეჩხუბებოდა და მასთან შესვლა აღარ მინდოდა. დედა პარასკევას ვეუბნებოდი კიდეც, აღარ შევალ მის კელიაში-მეთქი. მპასუხობდა - მორჩილებაში გცდისო. სენაკში შესვლის წინ ლოცვა წავიკითხე. მამა გაბრიელმა დამლოცა და მითხრა, - შენ მალე დედა მართა იქნებიო. მონაზვნობის სახელი მიწინასწარმეტყველა.

მეუფემ რომ მაკურთხა მონაზვნად, დედა მართა დამარქვა. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება გამიცხადდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 07:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი