კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ |
კანუდოსელი |
Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.
მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას. მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს. მოდით ვიმსჯელოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Jun 27 2007, 07:18 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჯერჯერობით ვერ მოვიცალე, ისე კი ერთერთი კრეაციონისტიც თუ "ულტრა-კრეაციონისტის" შეხედულებების ხილვაც არ გვაწყენდა, სხვათაშორის სოტირისის შეხედულება, დავიჯერო მოხდა სასწაული და ემთხვევა კანუდოსელისას?
ინტერესით, კაიროსი! გიორგი, აქაც უნდა შეგისწორო და ეს მაინც მიიღე, იმიტომ რომ შენ არ გითქვამს წარწერაში რაც წერია, ცოტა ალოგიკურია, როცა არ იყო დრო, არ შეიძლება დროზე ლაპარაკი... ციტატა ოდესღაც იყო დრო, როდესაც არ არსებობდა არც დრო, აბა დროებით! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Jun 27 2007, 09:22 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
წარწერაში რაც წერია, ცოტა ალოგიკურია, როცა არ იყო დრო, არ შეიძლება დროზე ლაპარაკი... კოსმოლოგებში ეგ გამოთქმა: "იყო დრო როცა დროც არ იყო" - ძალიან მიღებულია და ნუ ჭედავ ახლა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2024 - 02:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი