IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით
ალექსანდრე
პოსტი May 1 2007, 05:46 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით


ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილი სადღესასწაულო წირვების დროს

თუ გსურთ, დაუკავშირდეთ რომელიმე ნატვრის ავტორს და აუსრულოთ ნატვრა,
დარეკეთ ნომერზე: 377-533, 375-003



ხმის მიცემა SMS-შეტყობინებით
ტელეფონის SMS-ფუნქციაში აკრიფეთ სიტყვა ნატვრა, გამოტოვეთ ერთი სიმბოლოს ადგილი, შემდეგ კი ჩაწერეთ ტურის ნომერი, დეფისი და იმ ნატვრის ნომერი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ და რომელიც გსურთ, რომ ახდეს. SMS-შეტყობინება გამოგზავნეთ ნომერზე 8884.

მაგალითად, ამ # 27 ტურში მოგეწონათ მესამე ნომრით გამოქვეყნებული ოცნება და გინდათ, რომ თქვენი ხმა მას მისცეთ. ტელეფონის სერვისში, სმს-ფუნქციაში აკრიფეთ: ნატვრა 27-3 და გამოგზავნეთ ნომერზე: 8884.
სმს-შეტყობინების გამოგზავნა შეიძლება «მაგთიდან» და «ჯეოსელიდან». ერთი სმს-შეტყობინების ღირებულება 50 თეთრია.
გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობს 26 აპრილის 15 საათამდე გამოგზავნილი სმს-ები.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ:
37-50-03; 37-75-33


XXVII ტურში 355 «ნატვრის ბარათი» მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ ეს ნატვრები აარჩია

«ახდენილი ნატვრის» ჟიურის თავმჯდომარე მერაბ სეფაშვილი წარმოგიდგენთ:


--------------------------------------------------------------------------------

1 - გიორგი გ., 8 წლის, თბილისი

ძალიან გთხოვთ, მომიტანოთ დიდი, ფუმფულა ძაღლი. რამდენი ხანია, მინდა. ჩემს მშობელს არა აქვს იმის საშუალება, რომ მიყიდოს. დიდი მადლობა.

2 - მანანა ა., 12 წლის, თბილისი

ჩემი პატარა ძმა დიდი ხანია, ნატრობს გლობუსს. ძალიან გთხოვთ, ეს ნატვრა ამისრულოთ. მე და ჩემს 10 წლის დას კი ძალიან გვინდა რუსულ-ქართული ლექსიკონი, რისი ყიდვაც ჩემმა მშობლებმა ვერაფრით მოახერხეს. კეთილი ადამიანების დიდი იმედი გვაქვს.

3 - თინა ა., 66 წლის, ახმეტა, ქვემო ალვანი

ვარ პენსიონერი, ჩემი ნატვრაა, მქონდეს ბიბლია, რის შეძენასაც პენსიით ვერ ვახერხებ. ძალიან გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ ბიბლია. წინასწარ გიხდით მადლობას.

4 - თეკლე ე., 15 წლის, თბილისი

თუ გინდათ, რომ გაახაროთ
დარდით სავსე ბავშვის გული,
გეხვეწებით, მისახსოვრეთ
ერთი კარგი მობილური.

სამუდამოდ მეხსომება ეს ლამაზი გაზაფხული.

5 - ლამარა ტ., 70 წლის, თბილისი

ვარ მარტოხელა პენსიონერი. ვცხოვრობ მარტოდმარტო. წელს მისრულდება 70 წელი. ძალიან მიჭირს მარტოობა, ამხელა დღის დაღამება.

გთხოვთ, მაჩუქოთ ტელევიზორი, გინდ ფერადი იყოს, გინდ შავ-თეთრი, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

6 - ანანო ი., 7 წლის, თბილისი

ძვირფასო რედაქციავ, უკვე მეხუთედ გწერთ ჩემს ნატვრას. ძალიან მინდა ლამაზი თოჯინა. თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან გამახარებთ, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.

7 - მარიკა გ., 37 წლის, თბილისი

ბავშვობიდან ვოცნებობდი მტვერსასრუტზე, რატომღაც ამ ასაკამდე ამ ნატვრის შესრულება ვერ შევძელი. არადა, მართლაც ძალიან მჭირდება. გთხოვთ, თუკი ვინმეს ამის საშუალება გაქვთ, ეს ნატვრა ამისრულეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

8 - ნონა ვ., 32 წლის, დუშეთი, სოფ. დავათი

სოფელი, სადაც ვცხოვრობ, მაღალმთიანია. ტელეარხებიდან მხოლოდ ორ არხს აჩვენებს. შაბათი და კვირა ჩემთვის დღესასწაულია, რადგან ქართულ ფილმებს უჩვენებენ, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი უდიდესი ნატვრაა, მქონდეს ქართული ფილმების ვიდეოკასეტები, ყველა ფილმი ჩემთვის სანატრელია, განსაკუთრებით «ჭრიჭინა», «ხევსურული ბალადა», «გლახის ნაამბობი», «ისინი ჩამოვიდნენ მთიდან» და სხვა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში, რასაც ჩემი ხელფასით ვერ ვახერხებ.

9 - მარიამ ტ., 6 წლის, თბილისი

6 წლის გავხდი და წელს სკოლაში სასწავლებლად წამიყვანენ. ჩემი და ჩემი 4 წლის დაიკოს ნატვრაა იაკობ გოგებაშვილის «დედა ენის» ეკლესიური გამოცემა მღვდელი კონსტანტინეს (გიორგაძის) რედაქციით. ვცხოვრობთ ეკლესიურად, ხშირად ვეზიარებით. 4 წლის ეკატერინეს კითხვა უკვე ვასწავლე.

10 - ლია ო., 40 წლის, თბილისი

უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ, ამდენ მადლიან საქმეს რომ აკეთებთ და მრავალი ადამიანის გულს სიხარულით ავსებთ. მეც მოგწერთ ჩემს ნატვრას, რომელსაც დიდი ხანია, ვნატრობ, მაგრამ ჯერჯერობით არ შემსრულებია. გულით მინდა, გაზქურა მქონდეს. თუ გულთან მიიტანთ ჩემს ნატვრას, მადლობელი დაგრჩებით. უფალი გფარავდეთ. გმადლობთ წინასწარ.

11 - ნინო ხ., 8 წლის, ზესტაფონი

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს პიანინო, რადგან დავიწყე მუსიკაზე სიარული. სახლში პიანინოს მაგივრად მაგიდაზე ვაკაკუნებ თითებს და ასე ვვარჯიშობ.

12 - ანატოლი ჩ., 70 წლის, ონი

ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ნატვრა 70 წლის კაცსაც აქვს. ორი წელია, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, ჯერ მიწისძვრამ დამინგრია სახლი, ახალი, 2007 წლის წინა დღეებში კი ნაწილობრივ აღდგენილი სახლი ხანძარმა დამიწვა. ჯდომა შემიძლია მხოლოდ სხვათა დახმარებით. ჩემი ნატვრაა ფანჯარაში გახედვა, ამისთვის კი, ინვალიდის ეტლი.

13 - გიორგი ა., 8 წლის, თბილისი

მე მქონდა საწოლი, მაგრამ გავიზარდე, საწოლზე აღარ ვეტევი. დედაჩემი და მამაჩემი უმუშევრები არიან და ვერ ვყიდულობთ. გთხოვთ, მაჩუქოთ საწოლი.

14 - ირმა ბ., 29 წლის, დედოფლისწყარო, სოფ. ჯაფარიძე

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მათი დღემდე აუხდენელი ოცნებაა ფერადი ტელევიზორი. მათი სურვილი ჩემი ნატვრაა. ამასთან, გთხოვთ, «ბიბლია» მაჩუქოთ. გმადლობთ.

15 - იამზე ბ., 67 წლის, ქუთაისი

ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. მაქვს ხელოვნური სახსარი, რომელმაც ძალიან დიდი ხანია, თავისი ფუნქცია ამოწურა და შემიზღუდა მოძრაობა. მიჭირს სარეცხის რეცხვა. ძველი მანქანა გაგვიფუჭდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება, ახლის შეძენა არ შეგვიძლია. მეუღლეც მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ვცხოვრობთ მხოლოდ პენსიით. ძვირფასო ჟიური, ბევრჯერ მოგწერეთ ჩვენი ნატვრა, გთხოვთ, აგვისრულოთ ეს ნატვრა, კეთილო ადამიანებო. წინასწარ დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

16 - თეონა ს., 10 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს როლიკები. ჩემი ოჯახი ვერ ახერხებს როლიკების ყიდვას. ძვირფასო ჟიურივ და ძვირფასო მკითხველებო, გთხოვთ ამიხდინოთ ნატვრა.

17 - თამარ ა., 44 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, ჩემს 21 წლის ნათლულს, ნინო მელიქიშვილს ვაჩუქო ბიბლია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ავტოგრაფით. დარწმუნებული ვარ, იგი ჩემს ნათლულს დაიცავს და დაიფარავს მთელი ცხოვრება. პატივისცემით, თქვენზე მლოცველი.

18 - თაზო კ., 9 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი. მაგრამ ვინ შემისრულებს? რადგან დედას და მამას საშუალება არა აქვთ, ვინც ამას შემისრულებს, ღმერთი დალოცავს, დაულოცავი არც ადამიანისგან დარჩებით, ანუ ჩემგან.

19 - ქეთი ყ., 15 წლის, თელავი, სოფ. კურდღელაური

ნატვრა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მაქვს (დედას 3 შვილი ჰყავს), მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი დის ნატვრა აასრულოთ, თუ შეიძლება. იგი სულ პიანინოს გაიძახის. მას ნატო ჰქვია, არის 4 წლის, დაავადებულია ლეიკემიით. ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში წევს. წინასწარ გიხდით მადლობას.

20 - შორენა ვ., 27 წლის, ლანჩხუთი

გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა, ვცხოვრობ მიტოვებულ ბინაში, მყავს ორი შვილი, მეუღლე არ მყავს, თუ საშუალება იქნება, მაჩუქოთ ტელევიზორი, ბავშვებს აინტერესებთ ტელევიზორი, სულ სხვას ხომ არ დავუსხდებით სახლში.

21 - თემურ ჟ., 16 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა ჩემი მომავალი დისშვილისთვის, რომელიც მალე დაიბადება, პატარა საწოლი და ღვთისმშობლის ხატი. იქნებ ერთხელ მაინც გავახარო ჩემი და. ღმერთმა დაგლოცოთ.

22 - სალომე მ., 15 წლის, თბილისი

გამარჯობათ! მართალი გითხრათ, ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი და ხშირად ვკითხულობ. 1 მაისს ჩემი დაბადების დღეა. ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს, მაგრამ მუსიკის გარეშე, აბა, რა იქნება? მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს ცენტრი, იმიტომ, რომ ყველა ჩემს მეგობარს დაბადების დღეზე ჰქონდა და მე რომ არ მქონდეს, ძალიან დამწყდება გული. იმედია, ჩემი ნატვრა ამისრულდება. დიდი მადლობა!

23 - ქეთინო ნ., 58 წლის, თბილისი

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, გულით და ასთმით დაავადებული. ოჯახში არავინ მყავს მარჩენალი. იმდენჯერ გთხოვეთ, სარეცხი მანქანის შეძენაში დახმარება, უკვე მეხათრება, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავ. ამიხდინეთ ეს სანუკვარი ოცნება, ეგება სიცოცხლე გამიხანგრძლივოთ სიხარულით. თქვენზე მლოცველი ქეთინო.

24 - თამილა გ., 43 წლის, ქუთაისი

იტყვიან, ქართველს საოცნებოს რა გამოულევსო. მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გოგონასთვის მინდა ყველაფერი. მას არ აქვს სამაგიდო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ეს მისი ნატვრაა, ოღონდ მე მინდა, გავახარო, ისე, რომ მან არ იცოდეს. თუ შეგიძლიათ, ორივეს აგვიხდინეთ ნატვრა. გმადლობთ.

25 - დარეჯან მ., თბილისი

ჩემი ძმა პაატა დაბადებიდან ინვალიდი, დაუნის დიაგნოზით დაავადებული ახალგაზრდაა, სამწუხაროდ, მის ერთადერთ გასართობს წარმოადგენს ნათხოვარი ვიდეომაგნიტოფონით ქართული ფილმების ყურება. ნატრობს, ჰქონდეს ვიდეომაგნიტოფონი და «აბესალომ და ეთერის» კასეტა. პატივისცემით, პაატას და დარეჯანი.

26 - სალომე, 12 წლის, ანი, 10 წლის, ა-ები., ხაშური

ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი, ცელქი და მხიარული ძამიკო, რომელიც გიჟდება მანქანებზე. იგი მალე ორი წლის ხდება და ვოცნებობთ, ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაეხარდება. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დიდი მანქანა, რომელშიც შეძლებს ჩაჯდომას და მართვას.

თუ აგვისრულებთ ამ ნატვრას, ძალიან გაგვაბედნიერებთ და, ალბათ, ეს სიხარული არასოდეს დაგვავიწყდება. გმადლობთ.

27 - მარიკა ხ., 10 წლის, ვანი, სოფ. დიხაშხო

ყველა ნატვრა რომ სრულდებოდეს, პირველ რიგში, დედაჩემისთვის მარჯვენა ხელს ვინატრებდი, მაგრამ, ვიცი, რომ ეს შეუძლებელია და მოკვეთილ ხელს ვერავინ აღუდგენს. მე ხშირად ვეხმარები დედას, მაგრამ პატარა ხელებით რეცხვა არ შემიძლია და ამის გამო, ხშირად ვტირი, ჩემი და-ძმა კი ჩემზე პატარები არიან. გთხოვთ, დედაჩემს აჩუქოთ სარეცხი მანქანა. რომელიც შეგვიმსუბუქებს შრომას და მეტი დრო მექნება სწავლისთვის.

28 - ლილი ლ., 56 წლის, თბილისი

ვარ უმუშევარი, მოვყევი შემცირებაში. ვარ მარტოხელა. ძალიან მინდა, მქონდეს მიკროტალღური ღუმელი, რომ გამოცხობილი ნამცხვრები ჩავაბარო მაღაზიაში, რადგან ასაკის გამო, ვერ ვშოულობ სამსახურს.

29 - მაგდა ს., 27 წლის, თბილისი

მე სამი შვილი მყავს, უფროსი, თამარი 10 წლის ხდება, ის პატარა ხელოვანია და ვერ ავუსრულე ნატვრა, რადგანაც საშუალება არა მაქვს. მისი ნატვრაა, ჰქონდეს თეთრი თიხა, გუაშების და ფუნჯების «ნაბორი». წინასწარ გიხდით მადლობას მისი ნატვრის ასრულებისთვის.

30 - ირინა ბ., 22 წლის, თბილისი

მოგესალმებით, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი კეთილი საქმე წამოიწყო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ საქმეში მთელი რედაქცია და ხალხი მონაწილეობს. ჩემი ნატვრაა, «ბიბლია» - ეს წმინდა წიგნი მისახსოვროთ.

31 - ნანუკა ბ., 12 წლის, თბილისი

გამარჯობათ, გულისფანცქალით ველოდები თქვენი გაზეთის გამოსვლას. ძალიან, ძალიან, სულ ძალიან მინდა საბავშვო ენციკლოპედია. კეთილ ადამიანებს ვთხოვ, გულთან ახლოს მიიტანონ ჩემი თხოვნა და ოცნების შესრულებაში დამეხმარონ. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გამახარებთ და დამიბეჭდავთ ჩემს ნატვრას. გემუდარებით, გამიხარეთ გული.

32 - ლევან ჩ., 11 წლის, ზესტაფონი

უკვე დიდი ხანია, გწერთ. ოცნება კი არ ამისრულდა. ხშირად ისტორიის გაკვეთილზე პროექტის მოსამზადებლად მიხდება სურათების გადაღება ციხე-ტაძრებისა და ისტორიული ადგილებისათვის, ფოტოაპარატი კი არ მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში.

33 - მზია კ., 45 წლის, თბილისი

უმორჩილესად გთხოვთ, ამიხდინოთ ეს პატარა სურვილი და დამეხმაროთ მობილური ტელეფონის შეძენაში. არ ვნატრობ ძალიან ძვირიანს. გმადლობთ წინასწარ დახმარებისთვის.

34 - თინა გ., 59 წლის, თბილისი

თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი გათხოვილი, 28 წლის შვილის დაჩაგრულ გულს გაახარებთ და სარეცხის მანქანას აჩუქებთ. ის ცხოვრობს ქირით, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. უფროსი, 7 წლის დათუნა 5 თვიდან მიკროცეფალიით არის ავად. დანარჩენი თქვენ თვითონ გაითვალისწინეთ. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!

35 - დოდო ნ., 50 წლის, ხაშური

ღმერთის და განგების გავლენით და თქვენი წყალობით ბევრს აუსრულდა ნატვრა და ოცნება, იდღეგრძელოს თქვენმა ქველმოქმედებამ.

რადგან განგებამ ინება,
თავისი მადლი გვაპკურა,
უკვე მეხუთედ მოგმართავთ,
ძალიან მინდა გაზქურა.

ველი თქვენს თანადგომას.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   May 1 2007, 05:46 AM
თათი87   :) ასე ჯობია :) იქნებ ...   Sep 24 2007, 10:59 AM
catherina_10   მეც გეთანხმებით ბა...   Sep 24 2007, 01:14 PM
ნიანია   სული სიამაყით მევს...   Sep 24 2007, 01:34 PM
ნათია   სული სიამაყით მევ...   Sep 24 2007, 01:39 PM
marine   ბავშვებო, მალე მეც ...   Sep 24 2007, 01:37 PM
kato_Bato   ოქტომბრის დასაწყი...   Sep 24 2007, 01:42 PM
ალექსანდრე   ფორუმზე დარეგისტრ...   Sep 24 2007, 11:18 PM
Nona10   15 ოქტომბრიდან რამდ...   Sep 25 2007, 03:11 PM
ალექსანდრე   დღეს ვიკითხე სამე...   Sep 27 2007, 12:44 AM
ნათია   დღეს ვიკითხე სამე...   Sep 27 2007, 09:13 AM
ubralod ninka   mec tqventan migulet   Sep 27 2007, 12:50 PM
kato_Bato   ალექსანდრე 20-30 ლარა...   Sep 27 2007, 12:58 PM
ალექსანდრე   ნათია ხელფასს რომ ...   Sep 27 2007, 10:30 PM
.nino   რატომ შევწყიტეთ ნა...   Oct 12 2007, 03:45 PM
marine   სმენის აპარატს რომ...   Oct 12 2007, 03:47 PM
ნათია   სმენის აპარატს რო...   Oct 12 2007, 03:51 PM
marine   ძალიან ძვირი ღირს.....   Oct 12 2007, 03:51 PM
ნათია   უი, არ ვიცოდი ნათო.. ...   Oct 12 2007, 03:53 PM
marine   გაიხარე! შენთან ...   Oct 12 2007, 03:54 PM
ნათია   marine კოორდინატები მ...   Oct 12 2007, 03:54 PM
marine   marine კოორდინატები მ...   Oct 12 2007, 03:56 PM
ქავთარაძე   მე მაქვს კარგი ბურ...   Oct 12 2007, 04:01 PM
ნათია   მე მაქვს კარგი ბურ...   Oct 12 2007, 04:12 PM
ქავთარაძე   მიშიკოს დავურეკე დ...   Oct 12 2007, 04:12 PM
catherina_10   ქავთარაძე გაიხარე ...   Oct 12 2007, 04:14 PM
ქავთარაძე   მიშიკო მჭედლიძე 10 წ...   Oct 12 2007, 04:17 PM
ნათია   ქავთარაძე გიო როც...   Oct 12 2007, 04:19 PM
ქავთარაძე   ნათია კარგი   Oct 12 2007, 04:21 PM
ubralod ninka   ნათია კარგი gaixare gio ;)   Oct 12 2007, 11:19 PM
ალექსანდრე   ნათია არ დავკავში...   Oct 13 2007, 10:35 AM
::სალომე::   ისევ მომივიდა ეს PM......   Oct 19 2007, 08:29 PM
ნათია   ალექსანდრე ალექს, ...   Oct 19 2007, 08:40 PM
ქავთარაძე   ნათია 09 ით გაიგებ.   Oct 19 2007, 08:46 PM
ალექსანდრე   აბა რა ხდება გავარ...   Oct 20 2007, 02:09 AM
ქავთარაძე   აი ნახეთ :(   Nov 2 2007, 10:53 AM
მათველა   თამარ გოქაძე, 80 წლი...   Nov 16 2007, 10:18 PM
ნათია   ასრულებულია დიდ...   Nov 2 2007, 11:57 AM
ქავთარაძე   +1 :lol: :მპუა:   Nov 2 2007, 12:04 PM
mariami-k   ღმერთმა შეუწიროს   Nov 2 2007, 12:26 PM
ნათია   ასრულებულია მხოლო...   Nov 9 2007, 12:45 AM
marine   [b][color=#6600CC] ასრულებული...   Nov 16 2007, 02:23 PM
მათველა   მაყვალა ასლამაზაშ...   Dec 1 2007, 10:22 PM
keto-keto   მაყვალა ასლამაზაშ...   Dec 1 2007, 11:02 PM
t.d   ქალბატონო მაყვალა...   Dec 2 2007, 07:29 PM
kisish   მაყვალა ასლამაზაშ...   Dec 4 2007, 10:00 PM
ნათია   keto-keto ტელ ნომერი არ ე...   Dec 2 2007, 08:30 PM
keto-keto   არ ეწერა ნომერი უბ...   Dec 3 2007, 09:39 PM
ნათია   keto-keto სადნ ნახე ეს წე...   Dec 4 2007, 12:10 AM
keto-keto   keto-keto სადნ ნახე ეს წ...   Dec 4 2007, 08:26 PM
kato_Bato   keto-keto შენს სახელს რო...   Dec 4 2007, 08:44 PM
ნათია   keto-keto სადაც ამოიკით...   Dec 4 2007, 10:57 PM
შოთაძე   ნათია ჩემი ნატვრა ...   Dec 5 2007, 12:16 AM
ნათია   შოთაძე და რას ნატრ...   Dec 5 2007, 12:52 AM
შოთაძე   შოთაძე და რას ნატრ...   Dec 6 2007, 03:02 AM
t.d   ნიკუშა 15 წლის. თბილ...   Dec 13 2007, 12:15 PM
გიორგი   t.d ააგროვეთ ფული და ...   Dec 13 2007, 12:22 PM
ნათია   ვეცდებით რაღაც თან...   Dec 13 2007, 12:25 PM
ket_ketevani   აუცილებლად მოვიფი...   Dec 13 2007, 12:34 PM
თათი87   არ ვიცი ერთად რამდ...   Dec 13 2007, 03:51 PM
t.d   თანხა რო გადავცეთ ...   Dec 13 2007, 06:16 PM
ნათია   პატარა ნიკუშას ნატ...   Dec 13 2007, 06:58 PM
ნათია   დღეს მე, მარიმ და ად...   Dec 24 2007, 10:25 PM
ნათია   შეუწიროს უფალმა! ...   Jan 16 2008, 05:14 PM
ნათია   RE: "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   Feb 6 2008, 01:50 PM
xornabujeli   :) ნათია ,გამახარა ა...   Feb 7 2008, 12:38 PM
zviadauri   ძალიან გამიხარდა,ძ...   Feb 20 2008, 01:40 PM
ნათია   ძალიან დიდი მადლობ...   Feb 21 2008, 05:21 PM
marine   ძალიან დიდი მადლო...   Feb 21 2008, 05:26 PM
მათველა   ნათია , პმ მოგწერე, ...   Feb 21 2008, 09:32 PM
ნათია   მათველა მაპატიე, რ...   Feb 21 2008, 11:59 PM
marine   ნათია ნათი, ნატვრე...   Feb 26 2008, 05:30 PM
tamuna m   ახალი მობილურის ყი...   Feb 26 2008, 10:19 PM
marine   ახალი მობილურის ყ...   Feb 27 2008, 11:19 AM
ნათია   marine კი მარი tamuna m მარ...   Feb 26 2008, 10:20 PM
zviadauri   ეს ნამდვილად ადვილ...   Feb 27 2008, 01:57 PM
marine   ეს ნამდვილად ადვი...   Feb 27 2008, 02:08 PM
zviadauri   შეგიწიროს უფალმა, ...   Feb 27 2008, 02:49 PM
marine   :wub: გაიხარე მარინე, ...   Feb 27 2008, 04:48 PM
ნათია   marine მარი, თანხის აგრ...   Feb 27 2008, 03:28 PM
ნათია   marine ოკ მარი, და ამ პო...   Feb 27 2008, 04:51 PM
ნათია   RE: "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   Mar 10 2008, 06:01 PM
marine   ნათია ყველას შეუწ...   Mar 11 2008, 10:39 AM
ნათია   RE: "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   Mar 11 2008, 10:52 AM
ნათია   შეუწიროს უფალმა   Mar 15 2008, 09:39 PM
nini_1   შეუწიროს უფალმა ყვ...   Mar 15 2008, 09:42 PM
ნათია   დიდი მადლობა ჩვენ...   Mar 27 2008, 11:26 PM
ნათია   გაიხარე გიო!   Mar 29 2008, 10:19 AM
marine   გაიხარე გიო! შეუ...   Mar 29 2008, 06:26 PM
ნათია   დიდი მადლობა ყველ...   Apr 3 2008, 02:26 PM
marine   ნათია ნათი, მარიკა ...   Apr 7 2008, 04:02 PM
ნათია   marine მადლობა მარი შე...   Apr 7 2008, 04:11 PM
basasuna   დამეწვა გული :ფიქრ...   Apr 24 2008, 05:30 PM
ნათია   დიდი მადლობა ყველ...   May 1 2008, 10:31 AM
marine   დიდი მადლობა ყველ...   May 1 2008, 10:32 AM
marine   ფორუმელებო, ყველამ...   May 1 2008, 12:25 PM
ნათია   უფალმა შეუწიროს ჩ...   May 15 2008, 09:04 PM
nananikusha   ჩემო საყვარელო ფორ...   May 18 2008, 01:28 PM
tamuna m   ნიკუშას თხოვნას მი...   May 18 2008, 01:49 PM
ნათია   RE: "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   May 18 2008, 05:39 PM
anuki11   გამარჯობა... ღმერთი ...   May 20 2008, 02:22 AM
3 გვერდი V < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 02:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი