IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება
ნათია
პოსტი Dec 18 2008, 10:42 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...


"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.

ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა.

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".


რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი

მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას.

პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა.

ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია


ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.

გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ.

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია.


და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 18 2008, 10:48 AM
პოსტი #2



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ნათია
ციტატა
იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.


ვიფიქრებდი ჩვენს კანუდოსელზე საუბრობსთქო ეს რომ არა:

ციტატა
პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა.


smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 18 2008, 04:56 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



ნათია
ციტატა
პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი.

ცუდად მსჯელობს. smile.gif

ციტატა
ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."

ნეტავ რატომ? biggrin.gif


პ.ს. წყაროც დაგედო . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 18 2008, 05:22 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
ნეტავ რატომ?

იმიტომ, რომ ჰგონიათ რომ სამყარო შეიცნეს. ki.gif

აბა, მითხარი forum.ge-ზე რამდენი user არის ტექნიკურ მეცნიერებებში ჩემზე უკეთესად გარკვეული (შენ ხომ მაინც კითხულობ ჩემს პოსტებს "მეცნიერება და განათლებაში"), მაგრამ მაინც არ სწამთ და... rolleyes.gif

ეს ისეთი საკითხია, მგონი რომ არანაირ კატეგორიას არ ექვემდებარება...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Dec 18 2008, 05:42 PM
პოსტი #5


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ვა ეს რაღაც ახალია...

სიცოხლის წარმოშობის მათემატიკური გაანგარიშების შესახებ მსმენია, მაგრამ ღმერთზე არ გამიგია მსგავსი რამ... biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Delusion
პოსტი Dec 18 2008, 08:08 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 2-December 08
წევრი № 6,046



მეცნიერი და მღვდელი მაგარი "შეზავებაა". არაფერს ვამბობ იმაზე რომ პრემია ენიჭებათ იმ ხალხს, ვინც "სულიერებას" იკვლევს


--------------------
Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 18 2008, 08:26 PM
პოსტი #7


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ვერ გავიგე...

მათემატიკური ფორმულირებით სიყვარულს დაამტკიცებ ფურცელზე? გემრიელ შოკოლადს რომ შეჭამ და გესიამოვნება, ამას დაწერ ფორმულით?

აბა უფლის არსებობას რა ფორმულებით ამტკიცებენ?


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 18 2008, 09:31 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



egri3
ციტატა
პ.ს. წყაროც დაგედო . . .

გაზეთი "რეზონანსი " # 76 კვირა, 23 მარტი, 2008 წელი

ციტატა
ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია

მე ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა, როგორ დაიანგარიშა და როგორ მიიღო 62%


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 18 2008, 09:43 PM
პოსტი #9


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



რა დაიანგარიშა? რა ფორმულა გამოიყენა?


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galaqtikosi
პოსტი Dec 18 2008, 10:05 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 15-November 07
წევრი № 3,181



მდააააააააააა.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 18 2008, 11:05 PM
პოსტი #11


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ისე საინტერესო და სამსჯელო თემაა, ვიდისკუსიოთ რაა


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 19 2008, 12:26 AM
პოსტი #12


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მდაააააა

ფორმულები მაინტერესებს, არაა ნტავ სადმე?


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelai
პოსტი Dec 19 2008, 01:51 AM
პოსტი #13


ლელა
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,488



თვალში მომხვდა მაინცდამაინც ეს თემა რატომღაც.
ახლა გადავათვალიერე ეს წიგნი ინტენეტში, თუმცა ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს ამ ეტაპზე აღემატება მისი არათუ აღქმა-გაგება , წაკითხვაც კი. მით უმეტეს , ამ დაღლილი ტვინით smile.gif ჩაძიების სურვილიც არ მაქვს ყველაფერთან ერთად. ინგლისურად თუ დაგაინტესესებთ მათემატიკის მოყვარულებს და ამდენად, ჩემგან განსხვავებულებს, ბმულს დავდებ მაინც. აქ ფორმულებიცაა, გაანგარიშებებიც და მეთოდებიც. წიგნის სათაურია " Theoretical Foundations of Cosmology: Introduction to the Global Structure of Space-time " ( კოსმოლოგიის თეორიული საფუძვლები: შესავალი - სივრცისა და დროის საყოველთაო სტრუქტურა" , ავტორი Michael Heller
http://books.google.com/books?id=JJ1aNeTzm...num=1&ct=result

საერთოდ, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთში და მის მიღმაც ცდილობენ ყველა კოსმიური თუ არაკოსმიური მოვლენა ახსნან ფორმულებისა და სტატისტიკური გაანგარიშებების საშუალებით. რატომღაც, ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბევრს ვინდომებთ...

და ბოლოს.
გაზეთი "ქრისჩიან საიენს მონითორინგ" smile.gif - http://www.csmonitor.com/2008/0313/p13s02-lire.html


--------------------
"...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო.
და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა".
( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Dec 19 2008, 07:21 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
ფორმულები მაინტერესებს, არაა ნტავ სადმე?


ამსოხოხვიიიინ laugh.gif laugh.gif laugh.gif

"ფორუმულებითა გეძიო შენ, უფალო!"


იმენნო : ))))

62 პროცენტიო ესეიგი - გამოდის 38 პროცენტი ტყუილად დადიხართ წირვებზე
: )))
ეჰ რაზე მიდის ფული : )
და ვაბშემც- არაა ეს მეტაფიზიკა და უცხოპლენეტელები მეცნიერება - მაგ კაცის სტატიები ვნახე და არაა ეგ კარგი მეცნიერი ბოდიშით და.
ღმერთი კიდე გულშიო ჭკვიანი ბაბუები იძახდნენ: )))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 19 2008, 05:13 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



გიორგი
ციტატა
აბა, მითხარი forum.ge-ზე რამდენი user არის ტექნიკურ მეცნიერებებში ჩემზე უკეთესად გარკვეული (შენ ხომ მაინც კითხულობ ჩემს პოსტებს "მეცნიერება და განათლებაში"), მაგრამ მაინც არ სწამთ და...

გარკვეული ცოტაა, მაგრამ რის თქმა გინდა ვერ მივხვდი. smile.gif

ნათია
ციტატა
გაზეთი "რეზონანსი " # 76 კვირა, 23 მარტი, 2008 წელი

ყვითელ ფურცელზეა დაბეჭდილი?

lelai
ციტატა
საერთოდ, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთში და მის მიღმაც ცდილობენ ყველა კოსმიური თუ არაკოსმიური მოვლენა ახსნან ფორმულებისა და სტატისტიკური გაანგარიშებების საშუალებით. რატომღაც, ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბევრს ვინდომებთ...

დასავლეთის მიღმა რა ხდება?
ისე ყველაფრის ახსნა შეიძლება მათემატიკური ფორმულებით. smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 19 2008, 05:15 PM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



egri3
ციტატა
ყვითელ ფურცელზეა დაბეჭდილი?

მე ინტერნეტში ვიპოვე, ყვითელზეა თუ ცისფერზე არ ვიცი biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Dec 23 2008, 04:05 PM
პოსტი #17


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



რა საოცარია smile.gif
62% იქეთ იყოს და მათემატიკური ფორმულებით ღმერთის მაძიებელი მამაო რომ არსებობს რა საინტერესო ფაქტია smile.gif


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Dec 23 2008, 09:17 PM
პოსტი #18


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კანუდოსელი
ზაზ დაძაბე აბა შენი ტვინის ყველა ნაოჭი biggrin.gif და გაიხსენე, რა ფორუმლით შეეძლო ამ ადამიანს დაედასტურებინა ღმერთის არსებობა 62%-ით

ფორმულას კი არსად ახსენებენ, დაეწერათ მაინც biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 24 2008, 04:29 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არანაირი ფორმულა არ არსებობს...მე კიდე მეზარება ტვინი დავძაბო უაზრო რამეებზე, ისედაც მყოფნის დასაძაბი თემები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 24 2008, 05:08 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
არანაირი ფორმულა არ არსებობს..

ფორმულა არ არსებობს ცხადია, ზაზა, მაგრამ ჩემთვის და ვიმედოვნებ შენთვისაც, როგორც ფიზიკოსისთვის მეტი მტკიცება არ არის საჭირო, როცა ვიცით სინათლის თვისებები და მისი ორიგინალურობა smile.gif ჩემთვის ეს უკვე მეცნიერული მტკიცებაა , რომ უზენაესი არსებობს smile.gif

პ.ს. პუბლიკის ზოგიერთი წევრის კი გამკვირვებია, რა არის აქ სასაცილო ან თემიდან გასატანი. ვისაც არ მოსწონს, ნუ შემოვა, ან დაწეროს საქმიანად, ვარაუდი მაინც და არა მეცნიერებზე დაცინვა mad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი