IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”
მევიოლინე
პოსტი Jul 6 2007, 04:44 PM
პოსტი #1


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთ ნაწილს საერთო პოზიცია ჩამოგვიყალიბდა. ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს დამოკიდებულებას იზიარებს სტუდენტებისა და პედაგოგების, აგრეთვე ჩვენთვის ცნობილი სასულიერო პირების უმრავლესობა. თუმცა სხვადასხვა მიზეზით ისინი დუმილს არჩევენ. ჩვენც დიდხანს ვდუმდით. მაგრამ, ჩვენი აზრით, წლების მანძილზე წაყრუებისა და დუმილის პოლიტიკამ ვერანაირად გაამართლა და ამ წერილზე ხელმომწერნი პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ეკლესიაში დღესდღეობით არსებული კრიზისის გამო; ჩვენი მთავარი დანაშაული სწორედ დუმილი იყო. ამიტომ ღიად ვაცხადებთ: აღარ გვსურს ჩუმი და გულგრილი მოწმენი ვიყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ეკლესიის წინააღმდეგ მიზანდასახული ან თუნდაც გაუცნობიერებელი ბრძოლისა, აღარ გვსურს შევურიგდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდით მოვაჭრეებს, მისი სახელის მიმტაცებლებს. ჩვენ ვსარგებლობთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სწორედ ღვთითბოძებული თავისუფლებით, რათა ამ გზით შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა.

უმწვავესი საკითხი, სასწრაფოდ რომ ითხოვს რეაგირებას, მრავალია. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საეკლესიო კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამღვდელო და სამღვდელმთავრო კანდიდატი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით სდება ამა თუ იმ პიროვნების ხელდასხმა. ფაქტია, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილის განათლებისა და სულიერი გამოცდილების ხარისხი მეტად დაბალია. განათლების დეფიციტის გამო ტოტალურად მახინჯდება დოგმატური და ეკლესიოლოგიური სწავლება, მორალის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება კი უკიდურესად ფანატიკურ ხასიათს იძენს. სულიერი გამოცდილების ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოდ მოძღვრის მხრიდან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში ვლინდება. საკუთარი სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი უმწეობის შესანიღბად ასეთი ,,სულიერი მამები” ,,სულიერ შვილებს,” მარტივად რომ ვთქვათ, ართმევენ ყოველგვარ თავისუფლებას - მოარულ გვამებად აქცევენ მათ...

სრულიად მოუწესრიგებელია სასულიერო პირების ცხოვრების ფინანსურ - ეკონომიკური მხარეც, რაც მათი უმრავლესობის მხრიდან საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისას თანხის მოთხოვნის, მრევლის ღარიბი ნაწილისადმი უყურადღებობის, ხშირ შემთხვევაში კი - ,,საეკლესიო“ კორუფციაში ჩართვის საბაბი ხდება. ეს პრობლემა ეკლესიის მიმართ არაეკლესიური ადამიანების უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზია.

ეკლესიის წიაღში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად არ შექმნილა საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც სათანადო პასუხს გასცემდა თანამედროვეობის ამა თუ იმ გამოწვევას. ყველაზე მწვავე გარჩევის საგნად ბოლო წლებში - არც მეტი, არც ნაკლები - უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრისა და ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის საკითხი იქცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი არ კითხულობს სახარებას, სამრევლო-საეკლესიო ცხოვრება მშრალ რიტუალიზმამდე, აზროვნება კი - ფსევდოსასწაულებისა და სიზმარ-გამოცხადებების ,,ღვთისმეტყველებამდეა“ დაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოდის სულ მცირე 50 დასახელების ჟურნალი და გაზეთი, არც ერთი მათგანი რეალურად არ გამოხატავს მართლმადიდებლურ პოზიციებს, არც ერთ მათგანში არ სუნთქავს საღი აზრისა თუ ეკლესიის ღვთისმეტყველების სული (გამონაკლისს წარმოადგენდა ჟურნალი ,,გზა სამეუფო“, გაზეთები: ,,თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ და ,,საეკლესიო სიწმინდენი“, რომლებიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო აღარ გამოიცემა). საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს ერეტიკულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურის მიმართ სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთმა ,,ერი და ბერი“ ანტიქრისტეს ვინაობა გვამცნო: მაშ, გიხაროდენ! ანტიქრისტე დასახელებულია, იგი გახლავთ აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი(!). აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ჩვენი იერარქიისა და მრევლის ნაწილი განსხვავებული აზრის, სხვა აღმსარებლობათა მიმდევრების, დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ შეუწყნარებლობით ხასიათდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საეკლესიო პრესის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტირება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი სულიერ-ზნეობრივი სიმდიდრის პროფანაცია და ამ გამოცემების უმრავლესობაზე აღბეჭდილი ამა თუ იმ იერარქის ლოცვა-კურთხევას მინდობილი მრევლის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან სრული მოწყვეტაა.. ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ავისმსურველებისთვის ეს მართლაც საშური პერსპექტივაა, რადგან ქვეყანა, სადაც მოქალაქეთა 85 პროცენტი თავს მართლმადიდებლად აცხადებს და ეკლესიისადმი ნდობის ხარისხი ყველა სხვა ინსტიტუტისადმი ნდობაზე შეუდარებლად მაღალია, ერთ მშვენიერ დღეს ანტიქრისტეს შიშით შეიძლება უბრალოდ პარალიზებულ იქნას, ანდა დასავლეთის მიმართ ფობიის გამო ისევ რუსეთის მარწუხებში აღმოჩნდეს.

მთელი საქართველოსათვის კარგადაა ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქის ტოლერანტობა, მისი დამოკიდებულება საერო კულტურის, ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის, მოქალაქის აქტივობისა და, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისადმი. უწმინდესი და უნეტარესი გამუდმებით მოგვიწოდებს სხვადასხვა კულტურის მიმართ ღიაობისა და დიალოგისკენ, მოგვიწოდებს სამრევლო ცხოვრებაში გულახდილობისა და მეტი თავისუფლებისკენ, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მისი პოზიცია სასულიერო პირთა განათლებასა და მათ მსახურებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში მკვეთრად აკრიტიკებს მღვდელმსახურთა სამოძღვრო საქმიანობას, მათ ავტორიტარულ მიდგომას სულიერი შვილებისადმი. მაგრამ ამ ფონზე ფაქტია, რომ ეკლესიის დღევანდელობა უწმინდესისა და უნეტარესის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

ჩვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იზოლაციაშია მოქცეული საპატრიარქოს აპარატის თანამშრომლების ერთი ნაწილისა და ამ აპარატთან დაახლოებული სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან. ამას არაერთი ეპისკოპოსი თუ მღვდელმსახური ადასტურებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, თავს იკავებენ ამ საკითხზე ღიად საუბრისგან; ამას ადასტურებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც წლების მანძილზე მეგობრობდა და თანამშრომლობდა უწმინდესსა და უნეტარესთან. და ამის შესახებ ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ; კერძოდ: უკვე ზედიზედ ორი წელია პატრიარქი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ჯგუფს (რომელშიც შედის ნაწილი ამ წერილზე ხელმომწერებისა) ეკლესიაში არსებული პრობლემების შესწავლას ავალებს. მაგრამ ამ ანალიტიკურ ჯგუფს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ინიციატივით.

ჩვენთან საუბარში სასულიერო თუ საერო პირები ერთხმად აღიარებენ, რომ საპატრიარქოში ყველაფერს განსაზღვრავს და აკონტროლებს საპატრიარქოს აპარატი ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით. მის სახელს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვასაც უკავშირებენ. რამდენიმე ხნის წინ პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ცნობა საპატრიარქოს მიერ ხაშმის ღვინის ქარხნის, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩოლოყაშვილების ისტორიული სასახლისა და კარის ეკლესიის დაგირავების ფაქტის თაობაზე. საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა 1994-95 წლებში საპატრიარქოს სახელით წარმოებული კომერციული საქმიანობის შესახებ. ამ მასალაში საქართველოში სხვა პროდუქციასთან ერთად შემოტანილ სიგარეტზე, ბენზინზე, დიდი ოდენობით სპირტიან სასმელებზე და აქედან გატანილ ლითონებზეა საუბარი...

ბუნებრივია, რომ ეკლესიური თუ არაეკლესიური საზოგადოება ხსენებული ფაქტების გამო საპატრიარქოს თანამშრომელთა მორალური პასუხისმგებლობის გარკვევის საკითხს დასვამს. ჩვენ კი ყოველგვარი პათოსისა და უქმსიტყვაობის გარეშე გავიმეორებთ: მთავარი დამნაშავე თითოეული ჩვენგანის გულგრილობა, დუმილი და უმოქმედობაა. შესაბამისად, გამოსავალიც ჩვენს ერთობაში, აქტიურობასა და ერთმანეთისათვის გულწრფელად ნათქვამ სიმართლეშია. რწმენა და სიყვარული არ შეიძლება იყოს ბრმა, რადგან, სხვა შემთხვევაში, რწმენა ფანატიზმად, სიყვარული კი მონობად იქცევა.

ეკლესიაში შექმნილი მძიმე სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის ფონზე იმედის სხივად საქართველოს გაბრწყინების იდეა ჩანს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ამკვიდრებს თავის ქადაგებებში. ჩვენც სწორედ ამ რწმენით გვსურს ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ. რადგან გვწამს, რომ არასდროს მიგვატოვებს ჩვენი ცხოვრების მასულდგმულებელი ძალა - იესო ქრისტე და მისი წმინდანები, არასდროს დადუმდება უფლის სიტყვა, რომელიც სიბნელეს - სინათლით, მონობას - თავისუფლებით, სიკვდილს კი - სიცოცხლით ამარცხებს.


1. კახა აბაშიძე
2. იაკობ ახალაია
3. კახა ბუაჩიძე
4. დიმიტრი ბურდული
5. მირიან გამრეკელაშვილი
6. დიმიტრი გამრეკელაშვილი
7. ანტონ გუნიავა
8. თეიმურაზ გრძელიშვილი
9. დავით თინიკაშვილი
10. ერეკლე თურქაძე
11. რომან ლაშხია
12. გიორგი ლომიძე
13. კახა მაჩაიძე
14. ბექა მინდიაშვილი
15. ევგენი მიქელაძე
16. ვაჟა ნიქაბაძე
17. გელა ჟვანია
18. მიხეილ რობაქიძე
19. ჯაბა ტოროშელიძე
20. მიხეილ ცირდავა
21. ირაკლი ცხადაძე
22. ზურაბ ჯაში
23. ზაალ ჯუღელი

____________________________________________________



რას ფიქრობთ, სწორად მოიქცნენ ეს სტუდენტები თუ არა? მე ბევრ რამეში ვეთანხმები...


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 04:55 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მევიოლინე @ Jul 6 2007, 04:44 PM) *

რას ფიქრობთ, სწორად მოიქცნენ ეს სტუდენტები თუ არა? მე ბევრ რამეში ვეთანხმები...


რამდენჯერ უნდა დადო ერთი და იგივე?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 6 2007, 06:07 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მევიოლინე
რაში გჭირდება ამის გამოქვეყნება, ამ ბიჭებიდან უმრავლესობას კარგად ვიცნობდი და ვიცნობ და კარგად ვიცი ამ წერილის ისტორია. მთლად გულწრფელად არაა დაწერილი, ეს ბიჭები გამოიყენეს უბრალოდ და ხელი მოაწერინეს, თუ ვინ გამოიყენა კარგად მოგეხსენება.

სხვათა შორის კობა სუბელიანსაც ქონდა მოწერილი ხელი ამ წერილზე, რატომღაც თანამდებობაზე რომ დაინიშნა, რა ვიცი დამალეს თუ რა ქნეს, სხვა სახელით შეცვალეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 6 2007, 06:08 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მევიოლინე
თუ მკაფიოდ და კონკრეტულად არ ამიხსნი ამ თემის გახსნის მიზეზს, ვორნი გარანტირებული გაქვს wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 6 2007, 06:22 PM
პოსტი #5


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



რომ ვკითხულობ ხოლმე 1832 წლის შეთქმულების ამბებს, სულ ის მახსენდება და მეცოდება - იასე ფალავანდიშვილი, რომლმაც გასცა და უღალატა თავის ძმებს.

სულ მიკვირდა, ეს კაცი როგორ, საიდან გაჩნდა, თავადიშვილი, გაზრდილი საუკეთესო ოჯახში, ქართველი, რამ აიძულა რომ ამ ნაბიჯს დგამდა-მეთქი.

კიდევ იმასაც ვფიქრობდი, დღეს რომ დადგეს ასეთივე სიტუაცია ნეტა იესე ფალავანდიშვილები კიდევ თუ იქნებიან მეთქი??

აი პასუხიც:

ამ წერილს 23 იასე ფალავანდიშვილი აწერს ხელს. გამრავლებულან...

ციტატა
,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”


სწორედაც ბატონო გუჯა, სწორედაც.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 6 2007, 07:50 PM
პოსტი #6


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(კანონისტი @ Jul 6 2007, 07:08 PM) *

მევიოლინე
თუ მკაფიოდ და კონკრეტულად არ ამიხსნი ამ თემის გახსნის მიზეზს, ვორნი გარანტირებული გაქვს wink.gif


კანონისტ, დამშვიდდი მეგობარო. ეს თემა ადრე რომ გავხსენი ისე დახურე მიზეზიც არ ვიცოდი რატომ!

მე გეკითხებით, სწორად მოიქცნენ თუ არა? და თუ არა რატომ? პასუხი მაინტერესებს

მე რამოდენიმე საკითხში ვეთანხმები და თუ ნებას მომცემ დავაფიქსირებ ჩემს აზრს....

და კიდევ, რატომ მეკუთვნის ვორნი?


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 07:56 PM
პოსტი #7


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ბევრი რამ შეიძლება მართებული შენიშვნა იყოს ზემოაღნიშნულ წერილში, თუმცა ხელმომწერებში მე ვერ ვხედავ ჯანსაღი, მოაზროვნე ახალგაზრდების გულწრფელ წუხილს! ჩემი აზრით ფარისეველი, და ამგვარი პოზიის მქონე ადამიანი ბევრად საცოდავია, ვიდრე მათ მიერ გაკიცხული ,,დამნაშავეები" ! გულწრფელად მეცოდებიან!


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 6 2007, 08:26 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მევიოლინე
ციტატა
მე გეკითხებით, სწორად მოიქცნენ თუ არა? და თუ არა რატომ? პასუხი მაინტერესებს

მე გიპასუხებ რატომ არ მოიქცნენ სწორად, აქ აღინიშნა რომ გულწრფელი წუხილი არ იყო გამოხატული ამ წერილში და ეს სიმართლეა, იმიტომ რომ ამ ამბების პერიოდში მქონდა ურთიერთობა ამ ბიჭების უმრავლესობასთან და კარგად ვიცი რამდენად წუხდნენ ეკლესიის საჭირბოროტო საქმეებზე. ამ წერილის გამოქვეყნება გავდა აი რას: არიქა ხალხო რაღაც ცუდი აღმოუჩინეთ ეკლესიას (არც იყო წესიერად დასაბუთებული) და ყველამ ნახეთ როგორ გვატყუებს ეკლესიაო.

მეორეც სემინარია-აკადემიის სტუდენტები ცდილობენ ჟურნალისტებს მიაწოდონ (ვინც დაგეშილნი არიან პროვოკაციებზე) ასეთი ინფორმაცია და იმის მაგივრად რომ საკუთარ ტკივილად გაითავისონ ეკლესიის პრობლემა ცდილობენ ამ ფაქტით ზიანი მიაყენონ (ვერც მიაყენებდნენ).

და ბოლოს ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს ბიჭები ძალიან ცუდად გამოიყენეს, ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის (სწორედ ამ ფაქტის მერე დაიწყეს გერმანულში მზადება).

მოკლედ არ გინდა გუჯა ასეთი რამეების გამოქვეყნება, მარტო ერთი მხრიდან რომ უყურებ საკითხს ეცადე მეორე მხრიდანაც შეხედო, ასე არ შეიძლება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 6 2007, 08:52 PM
პოსტი #9


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
და ბოლოს ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს ბიჭები ძალიან ცუდად გამოიყენეს, ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის (სწორედ ამ ფაქტის მერე დაიწყეს გერმანულში მზადება).


ეგ ოცდაათ ვერცხლზე მეტია ნეტა თუ ნაკლები?

გუჯა, თუ მორწმუნე ხარ და ის ბიჭებიც მორწმუნეებად თვლიდნენ თავს, მისულიყვნენ მოძღვრებთან და დალაპარაკებოდნენ, შემდეგ ეპისკოპოსებთან, შემდეგ პატრიარქთან.

იყვნენ, სცადეს? თუ მართლა გერმანიაში წასასვლელად მოაეერეს ხელი??

ციტატა
ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის


მაინტერესებს გაუშვეს მაინც? თუ არც ეგ აღირსეს??


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 6 2007, 09:10 PM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Lenus
ციტატა
მაინტერესებს გაუშვეს მაინც? თუ არც ეგ აღირსეს??

გაუშვეს არა, ხომ ვთქვი გამოიყენეს მეთქი.

იმდენად კარგად ვიცი ეს ამბები რომ არ ღირს ამ წერილით რაღაცის მტკიცება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 09:30 PM
პოსტი #11


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



afxazi


მართალია!

ისე ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია ვაი-ქრისტიანობისა და არაჯანსაღი სულიერობის


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 6 2007, 09:33 PM
პოსტი #12


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



gasagebia kvelaferi, dzalian samcuxaroa ase rom gamoikenes studentebi garkveulma dzalebma da mere moatyues sad.gif ar gamixsnia es tema provokaciulad, es mainteresebda da informacia c gavige....

eh...kargi iqneba tu daxuravt temas, cashlit ar cashalot, ikos mainc, sxvebic gaigeben ra moxda...


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 09:58 PM
პოსტი #13


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



თუ საიდუმლო არაა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 7 2007, 09:12 AM
პოსტი #14


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
თუ საიდუმლო არაა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?

ოო, ეგ საიდუმლოა smile.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 7 2007, 10:08 AM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მევიოლინე
კარგი ადამიანი ხარ გუჯა, დარწმუნებული ვარ რომ თემებს აჟიოტაჟის გამოსაწვევად არ ხსნი, შენ მართლა გაინტერესებს, მაგრამ ერთი მეგობრული რჩევასავით მექნება, მოვლენებს ნაადრევად ნუ აფასებ, მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ უყურებ, როგორი ცხადიც არ უნდა იყოს ამბავი, მაინც ნუ ირწმუნებ ბოლომდე.

ამ ბიჭების წერილი ერთი შეხედვით გულის ამაჩუყებელია, ეკლესიაზე ზრუნვით გამოწვეული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. კიდევ ერთხელ ვამბობ უმრავლესობასთან პირადი ურთიერთობა მქონდა, სხვები ისე ვიცოდი შორიდან და კარგად ვიცი ნამდვილად ზრუნავდნენ თუ არა ეკლესიაზე. ვუყურებდი მათ და ასკარად ვხედავდი რომ ვიღაცამ ცუდად გამოიყენა ისინი და მეცოდებოდნენ.

უამრავი ადამიანი დაიხვიეს თავზე, ჟურნალისტები მოიყვანეს რომ ვითო გამოეაშკარავებინათ ეკლესია. გარდა ამისა ძალიაბ ბინძურადაც იტყუებოდნენ თითქოს მათ სემინარიაში დევნიდნენ და ძალიან ცუდად ექცეოდნენ, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, იქ ვიყავი და კარგად მახსოვს, ყველა გაგვაფრთხილეს რომ ვცდილიყავით კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მათთან ჯერ ერთი იმიტომ რომ მათი გარიყვა არასწორი იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ და ჩვენს ძმებად ითვლებოდნენ და მეორეც იმთავითვე ცხადი იყო რომ ნებისმიერ დაპირისპირებას ცუდად გამოიყენებდნენ.

მახსოვს ერთხელ მცირე შელაპარაკება მოხდა ეზოში პირად საკითხზე და მეორე დღეს ყველა ტელევიზიამ იცოდა. თვითონ წარმოადგენდნენ სიტუაციას ისე თითქოს დევნულობაში იმყოფებოდნენ. არადა ხომ ვიცი რომ ასე არ ყოფილა.

ძნელია იმაზე ილაპარაკო ვინ გამოიყენა ეს სტუდენტები, მაგრამ კარგი მიზნები რომ არ ამოძრავებდა ხომ ცხადი იყო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 7 2007, 04:43 PM
პოსტი #16


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



აფხაზ, ამ საკითხზე განსხვავებული აზრებიც აქვთ, ზოგი ეთანხმება-მწერალი ნაირა გელაშვილიც...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox_82
პოსტი Jul 7 2007, 05:01 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 28-December 06
წევრი № 759



რა აღშფოთებს საპატრიარქოს?!


იღუმენი კირიონ ზეინკლიშვილი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
[b]
უფალო შეგვიწყალენ
[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 7 2007, 08:40 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მევიოლინე
ციტატა
ზოგი ეთანხმება-მწერალი ნაირა გელაშვილიც...

კარგი რა რა მოგივიდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 7 2007, 09:14 PM
პოსტი #19


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(afxazi @ Jul 7 2007, 09:40 PM) *

მევიოლინე

კარგი რა რა მოგივიდა.


მამა კირიონზე რას იტყვით?


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი Jul 9 2007, 11:34 AM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



მე ვფიქრობ, რომ საეკლესიო პრობლემების გაშუქების ის ფორმები, რომლებსაც ამ სტუდენტებმა მიმართეს, შესაძლოა არ იყო ბოლომდე მართებული დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, თუმცა ისტორიულად ვიცით, რომ თვით წმინდა მამები გაცილებით მეტ გულისწყრომას გამოხატავდნენ სასულიერო პირთა გაუნათლებლობასა და უზნეობაზე. მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება და მასზე ეკლესიაში გულწრფელად და გულისტკივილით უნდა ვისაუბროთ და მათი გადაწრის გზები ვეძიოთ როგორც სასულიერო და ისე საერო პირებმა, თორემ დუმილი კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პრობლმებს.

ეკლესია ქვეყნიერებას უნდა უცხადებდეს ღმერთის ჭეშმარიტ სახეს და მას უნდა ახარებდეს ქრისტეს მიერ სიკვდილის დაძლევის კეთილ ამბავს; იგი უნდა იმეორებდეს ქრისტეს მიერ ქვეყნიერებისათვის გაღებულ მსხვერპლს და მისთვის ჯვარს უნდა ეცმოდეს. მაგრამ თუ ეკლესიის წევრები (განსაკუთრებით სასულიერო პირები) არ იქნებიან თავისი მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ "მარილი" უსარგებლო გახდება და რითღა "დამარილდება" ქვეყნიერება, რომ არ გაიხრწნას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 05:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი