თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ტრადიციები უცხოეთში და საქართველოში

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 20 2007, 04:10 PM

მგონი საინტერესო უნდა იყოს, თუ დავწერთ იმ ხალხის და ქვეყნის ტრადიციებსა თუ ჩვევებს, რაც თვალში მოგხვედრია ჩასვლისას, რასაც საქართველოშიც მივესალმებოდით, ან რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია...
smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 20 2007, 04:55 PM

გერმანული პუნქტუალობა
სისუფთავე, ანუ ის, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო
აი ეს გვაქვს სასწავლი პირველ რიგში

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 20 2007, 05:23 PM

ციტატა(ulvashi @ Jun 20 2007, 02:55 PM) *

გერმანული პუნქტუალობა
სისუფთავე, ანუ ის, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო
აი ეს გვაქვს სასწავლი პირველ რიგში

laugh.gif გააჩნია სად მიდიან! ყოველთვის პუნქტუალურები ნამდვილად არ არიან.
აი სისუფთავეზე დაგეთანხმები! მეც გული მწყდება მაგაზე. ძირითადად ცდილობენ სისუფთავე შეინარჩუნონ, თუ ვინმე ანაგვიანებს, ეს უცხოელები არიან ან გაუთლელი გერმანელები და ქალაქის დასუფთავების სამსახურებიც მაგრად მუშაობენ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ეს ყველგან ესე არაა.

კიდევ რასაც გამოვყოფდი, ყვავილები!!!!
დასუფთავებული შესასვლელები სახლებთან და ლამაზად გაკრეჭილი ბუჩქები. მინდორი. ყვავილები ქოთნებში.
იმედი მაქვს ჩვენც დაგვილხინდება იმდენად, რომ ხალხმა თავისი საცხოვრებლის წინ ყვალიების გამრავლებას მიჰყოს ხელი.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 20 2007, 05:31 PM

ჩემს ქალაქში ყველას აქვს ყვავილი სახლის წინ, ეზოში და აპრილ-მაისში ძალიან ლამაზია ყყველაფერი
მაგრამ მაგის მეტი არაფერი გვიჭირს?
მორჩილება წესებისადმი, შუქნიშნებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ
საქართველოში მოძრაობის წესების დაცვა ტეხავს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 20 2007, 05:40 PM

ციტატა(ulvashi @ Jun 20 2007, 03:31 PM) *

მორჩილება წესებისადმი, შუქნიშნებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ
საქართველოში მოძრაობის წესების დაცვა ტეხავს

მართალი ხარ, აქ წითელზე რომ გადახვიდე გზაზე ყველა გაკიცხვის თვალით შემოგხედავს.
ერთხელ ქუჩა სულ ცარიელი იყო და თანამშრომლები ვიდექით გაჩერებაზე, მეთქი რამოხდა გადავიდეთ გზაზეთქო და არაო, ვერ ხედავ ბავშვიაო გვერძე და იმას რა მაგილითს მივცემთო. რომ გავიხედე მართლაც დედა-შვილი იდგნენ ბავშვი ესე 5-6 წლის. არადა ისე კი გადასულან წითელზეც, მთლად პედანტებიც არ არიან. უბრალოდ იციან წესი და კანონის პატივისცემა და ეგ ძალიან მომწონს.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 20 2007, 10:23 PM

რაც ექიმთან ვიზიტი დამჭირდა , განსაკუთრებით დავრწმუნდი მათ პუნქტუალობაში, ეს უკვე ფორმალურად იქცა, დარეკვა და მისვლაზე შეთანხმება. ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ იმ დღეს მასთან მოხვდები. მათთან საათობით ლოდინი ეს უკვე თავისათავად ცხადი ხდება.
ბავშვების მაგალითის მიცემა ნამდვილად მისასალმებელია, განსაკუთრებით შუქნიშანთან ლოდინის დროს.ამით შენც წვლილი შეგაქვს მათ უსაფრთხოებაში.
არ ვიცი ვის დავაბრალოდ უკვე დაბინძურებული ქალაქი აქაც, ვითომ მთლად უცხოელებს? მათი ახალგაზრდობაც აღარ ჩამოუვარდება უცხოელებს.
ერთი შეხედვით კანონის ძალიან მკაცრი დამცველები ჩანან, მაგრამ რაც ცოტა ახლოს შევედი კონტაქტში მათთან, მისგან გვერდის ახვევის შემთხვევებიც კარგად გამომჟღავნდა.
მომწონს მათი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 20 2007, 10:24 PM

გერმანელებს აქვთ - წესიერი დემოკრატია
ფრანგებს - მოსიყვარულე biggrin.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jun 20 2007, 10:43 PM

უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.
3. სისუფთავე

პოლონეთში კი:
1. სისუფთავე
2. ყველა ფანჯრის წინ ყვავილები

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 20 2007, 11:07 PM

ციტატა
უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.
3. სისუფთავე

miss_kartveli

აუ, მოსკოვში გოგოები, ასე მეშვიდე კლასელები არ იქნებოდნენ და ლუდიო და სიგარეტიო. მეთქი საღოლ თქვეეენ. tongue.gif
ხო კიდე: გაიარე პოსტი? თვალებით ხვდებიან ინსპექტორი და მძღოლიც თუ "რამდენ რუბლიანი დარღვევა" იყო. tongue.gif biggrin.gif
არა რა, ამ ხალხს არასდროს ეშველება.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 21 2007, 02:44 AM

k@the
გაიხარე თემაა 5–ზე.
მართლაც ძალიან საინტერესოა, ამერიკა როგორც მოგეხსენებათ ემიგრანტების ქვეყანაა და უამრავ სხვადსხვა ქვეყნის ტრადიციებს წააწყდები, პირველი რაც აქ მომეწონა ყველაზე მეტად ისაა რომ თვითოეული სახლის წინ ამერიკის დროშა ფრიალებს smile.gif, კიდევ სეზონების და დღსასწაულების მიხედვით ულამაზეს დეკორაციებს აკეთებენ სახლში, ძალიან ძალიან მომწონს ამათი BBQ Party ები... და რათქმაუნდა ულამაზესი Christmas Lights...

კიდევ ბევრი რამ მომწონს და ნელნელა დავწერ...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 24 2007, 11:53 AM

კარგი თემაა:

1) იტალიელები - უპირველესად უნდა ითქვას, რომ ძალიან "ქართული " ხასიათი აქვთ ცუდშიც და კარგშიც biggrin.gif

კარგი თვისებები- სტუმართმოყვარეობა, სიალალე, მხიარულობა, გახსნილობა, აქვთ ძალიან დახვეწილი ტურიზმი, უსაფრთხოება, ტელევიზია, რეკლამა, გაზეთები, ძალიან საინტერესოა ამათი "ედიკოლა", აქ ნახავთ , რომ გაზეთებს მოყვება ყველაფერი, ანუ მისაღებ ან ძალიან იაფ ფასებში შეიძლება იყიდოთ უველაფერი რაც პატარა ზომისაა, ესაა მთელი ენციკლოპედიები ( გავიყიდე biggrin.gif ) , ათასი ჟანრის ვიდეო-დვდ-აუდიო კასეტები და დისკები, ათასი საკოლექციონერო საგნები, მოდელები, ათასი მცირე ხელსაწყო და რა ვიცი, უამრავი რამე, აქვთ უმაღლესი ხარისხის ჩაცმის კულტურა და უგემრიელესი ნაყინები, შესაბამად გამოირჩევიან ჭამა-სმის ( და "გულავის" biggrin.gif ) დიიიიიდი სიყვარული, ნუ განსაკუთრებით ჭამის, აქ მთელი აკადემიაა ჭამისა ( როგორც ჩვენთან სმის) , მაგალითად კლასიკური დიდი სადილი ასე მიმდინარეობს:

1)უპირველესი სუფრაზე დაჯდომისას აპერიტივო, ოდნავ ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც გემო უნდა გაუხსნას მოსადილეს, ასევე მცირე დოზით ნელნელა ჭამენ მცირე გუნდებით მოცარელას ( იტალიური სულგუნი) , ზეთისხილის კეკლებს და პროშუტოს ( ერთგვარი გამოყვანილი მშრალი ხორცი) თხელ ნაჭრებს, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ გემოს აღსაძვრელად და საჭმლის მომნელებელი ორგანოების "დასაქოქად" smile.gif

2) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პირველი თეფში, ძირითადად ეს პასტა, ჩვენებურად მაკარონი, მაგრამ მაკარონნი აქ განირჩევა სპაგეტისაგან და თავად პასტისაგან, ყველა ამათგანი მზადდება მილიონი სხვადასხვა სტილით, ხორცში, ყველში, თევზში, ათას ბოსტნეულში, პასტა ასხამენ ზეთისხილის ზეთს და აყრიან დაფხვნილ უგემრიელეს პარმეჯანოს ყველს ( მაგრამ როცა პასტა თევზიანია, მაშინ პარმეჯანო არ ეყრება) ... ან შეიძლება პასტა ჩაენაცვლოს ( თუმცა ორივეა და არჩევანს თავად მოსადილე აკეთებს) მინესტრონეთი, ეს არის ერთგვარი წვნიანი, თითქმის მხოლოდ წვენი, რომელსაც ცხლად ხვრიპავენ... ეს ყველაფერი რათქმაუნდა უპუროდ და ღვინის ან რაიმე სხვა სასმელის გარეშე, შეიძლება წყალი.

3) პირველ თეფშის შემდეგ, სანამ გადავლენ მეორე თეფშზე, არის ერთგვარი შესვენება, რომელიც სჭირდება კუჭს, ამიტომ, ამ დროს მოაქვთ ხოლმე ინსალატა, ჩვენებურად სალათის ფოთლები, რომელსაც მოსადილე ხელის მარჯვე მოძრაობით დანა-ჩანგლით აქუცმაცებს და მერე გემოვნებით იქვე შეკაზმავს, მარილი, ძმარი ან ზეითუნის ( თუ ზეთისხილის, ერთიდაიგივეა მგონი ) ზეთი, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩანაცვლდეს "აჩეტო ბალაზამიკოთი", რაც ბალზამურ ძმარს ნიშნავს, ეს არის შავი ძმარი, სპეციფიკური გემოთი და საკმაოდ უხდება სალათს.

4) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მეორე თეფში, აქ უნდა ვთქვა მართალი, ქართველებს უფრო დიდი მრავალფეროვნება და ფანტაზია გვაქვს ვიდრე იტალიელებს, თუმცა იტალიელებს იმხელა ცერემონია აქვთ მეორე თეფშის წინ და შემდეგ, რომ არაა გასაკვირი მეორე თეფშის შედარებითი "სიღარიბე", ესაა ხორცი, ან თევზი მოხარშული ან შემწვარი, შეიძლება თან ახლდეს რაიმე დანამატი ( მწვანე ლობიო, ან კარტოფილი) და წრუპვით წითელი ან თეთრი ღვინო, არის აზრი რომ წითელი ღვინო ისმევა ხორცზე და თეთრი თევზზე, ძირითადში ეს სწორია, მაგრამ არის ბევრი გამონაკლისიც, თითოეულ ღვინოს ბოთლზე აქვს დაწერილი, რაზე შეიძლება დავაყოლოთ ესათუის ღვინო. სხვა ალკოჰოლურ სასმელიდან იტალიელები იყენებენ "გრაპას" ჩვენებურ ერთნახად არაყს გავს, ან უგემრიელეს "ლიმონჩელოს", რომელიც გემრიელი ლიმნის არაყია...

5) ამის შემდეგ ყველა ღებულობს ხილს ( ვაშლი, ბანანი)

6) თუკი ზაფხულია, მაშინ ნაყინსაც მიირთმევენ, თუა შესაძლებლობა ცოტა ვისკით.

7) ყველაფერი ეს მთავრდება იტალიელებისათვის უსაჭიროესს - ყავათი, ყავის უამრავი სახეობაა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი დრო, დოზა , შაქრის რაოდენობა და სმის ფორმაც კი


შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ძლიერ მარგებელია,რაც ღიპებზეც შესანიშნავად აისახება biggrin.gif



ცუდი თვისებები კი ის არის, რომ ჩვენსავით მოუწესრიგებლები არიან, მუშაობა არ უყვართ ( სულ გაფიცვებია ხოლმე ), ქალაქები ჭუჭყიანია, ძალიან არაპუნქტუალები არიან, როგორც ხალხი ისე ტრანსპორტი ( რაც გადამდებია smile.gif ), შიგდაშიგ წაიფაშისტებენ ხოლმე, ძალიან გარყვნილებია, 83 წლის მიხრწნილი ბებერი შეიძლება 23 წლის გოგოსთან ნახოთ, ცოლი და ქმარი პანტა-პუნტით ღალატობენ ერთმანეთს და 30-34 წლამდე არავინ ქორწინდება, მანამ ასევე პანტა-პუნტით იცვლიან ქალებს და კაცებს sad.gif ... მანქანებს და მოტოებს ( რომლებითაც სავსეა ქალაქი) გიჟებით ატარებენ, არანაირი წესი ამათვის არ არსებობს, უყურადღებოები და უხეშები არიან ოფისებში.

ერთიანობაში კი იტალია ულამაზესია, და ვერცერთი ევროპის ქვეყანა ვერ შეედრება ( საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით smile.gif ) აქ ყველა პატარა ქალაქი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და ყველა პატარა სოფელი სულ ფოტოაპარატიათაა გადასაღები, რომ არაფერი ვთქვათ ტურინზე, ვენეციაზე, ფლორენციაზე, პერუჯაზე, სიენაზე, არეცოზე, პიზაზე, ნეაპოლზე, ბარზე, პალერმოზე, კალაბრიაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო ... აი რომი კი მართლა რომია, წლები კი არა მგონი სიცოცხლეები არ გეყოფა ეს საოცარი ქალაქი რომ ამოწურო, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს მნახველიც და თავად რომაელებიც და ღმერთმა უწყის რამდენს საიდუმლოს ინახავს კიდევ მარადიული ქალაქი!

კარგია იტალია!

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2007, 12:04 PM

კაიროს ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც შეიძლება ჭამა... ჩვენს ხინკალს რა შეედრება laugh.gif

მაგდენი რომ ვჭამო ხომ გავაღატაკე საქართველო და ჩემი ოჯახი ....laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 24 2007, 02:48 PM

KAIROS
ერთმა ჩემმა ნაცნობმა თურქმა გოგომ მითხრა (სტუმრად იყო იტალიაში თავისი მეგობრის ოჯახში) ხოდა სადილის მერეო იტალიელები იქვე გადაწვებიან სავარძელშიო, შუადღისას როცა დიდი სიცხეებია, და იძინებენო laugh.gif laugh.gif

ისე მე სპაგეტი მიყვარს ბოლონეზიური სოუზითsmile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 24 2007, 03:02 PM

ციტატა
სპაგეტი მიყვარს ბოლონეზიური სოუზით



Spaghetti alla bolognese smile.gif



ციტატა
ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც შეიძლება ჭამა... ჩვენს ხინკალს რა შეედრება


ხო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ასეთი ჭამა უფრო მარგებელია და უფრო ჯანმრთელობისათვისაა სასარგებლო, ვიდრე ჩვენთან, აბა ისაა საქმე დილის 6 საათზე, იტალიაში მარტო კორნეტოს და კაპუჩინოს რომ ჭამენ, ჩვენთან კი უზარმაზარ მათლაფში ორ კოვზ ნიორჩაყრილ და სქელ ქონიან ხაშს რომ ხვრიპავენ და სამ-სამ არაყს აყოლებენ ზედ? კათხა ლუდებთან ერთად? უბრალოდ, ვფიქრობ, რაღაც ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რაღაც ამათმაც, და ასე ხდება განვითარება smile.gif

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Oct 28 2007, 10:43 PM

შოტლანდიაში იუბკიანი კაცები და შარვლიანი ქალები

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 31 2007, 03:05 AM

Nodar
თათი87
თემას ნამდვილად არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციებს. ამ თემაში მინდოდა საზღვარგარეთ მყოფ/ნამყოფ ქართველებს მოეყოლათ ნანახი ქვეყნის ტრადიციები, ისინი რომლებზეც მათ გაეცინათ და ისეთებიც რომლებიც მათთვის, როგორც ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა.

შოტლანდიაში იმას 'იუბკა' არ ქვია და ტრადიციული მამაკაცური სამოსია, თუმცა მართალია მეც მეხამუშება ეგრე გამოწყობილი მამაკაცის დანახვა, თუნდაც შონ კონერი იყოს biggrin.gif
ხოლო ქალები შარვლით რა გასაკვირია ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Oct 31 2007, 05:03 AM

ციტატა(k@the @ Oct 30 2007, 11:05 PM) *

Nodar
თათი87
თემას ნამდვილად არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციებს. ამ თემაში მინდოდა საზღვარგარეთ მყოფ/ნამყოფ ქართველებს მოეყოლათ ნანახი ქვეყნის ტრადიციები, ისინი რომლებზეც მათ გაეცინათ და ისეთებიც რომლებიც მათთვის, როგორც ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა.

შოტლანდიაში იმას 'იუბკა' არ ქვია და ტრადიციული მამაკაცური სამოსია, თუმცა მართალია მეც მეხამუშება ეგრე გამოწყობილი მამაკაცის დანახვა, თუნდაც შონ კონერი იყოს biggrin.gif
ხოლო ქალები შარვლით რა გასაკვირია ვერ გავიგე.


ის ტრადიციები რაზეც შეიძლება გაგეცინოსო, ვიცი რო მაგათი ტრადიციულია კილტი მაგრამ თავიდან მართლა მეცინებოდა. კილტში კაცი და ცოლი შარვალში ერთად იყო ძალიან მიუღებელი ჩემთვის, თორე შარვლები ქალებს ჩვენთანაც აცვიათ smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 31 2007, 02:11 PM

ციტატა(Nodar @ Oct 31 2007, 02:03 AM) *

ის ტრადიციები რაზეც შეიძლება გაგეცინოსო, ვიცი რო მაგათი ტრადიციულია კილტი მაგრამ თავიდან მართლა მეცინებოდა. კილტში კაცი და ცოლი შარვალში ერთად იყო ძალიან მიუღებელი ჩემთვის, თორე შარვლები ქალებს ჩვენთანაც აცვიათ smile.gif

კი, ნამდვილად გეთანხმები. კიდევ რას გვეტყვი შოტლანდიელებზე?
რას სვავენ, ლუუდს? რაიმე განსაკუთრებული კერძი ექნებათ მაგათ, რა მოგეწონა smile.gif
რწმენა როგორი აქვთ? დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ წესით smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 31 2007, 02:59 PM

მე მაოცებენ ბასკები... biggrin.gif ყველაფრით....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 31 2007, 09:58 PM

k@the
მაშ მე რათ მეგონა ქართულ ტრადიციებზე? sad.gif

ციტატა
რწმენა როგორი აქვთ? დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ წესით

ხოოო smile.gif ტრადიციების მოყვარული ხალხია როგორც ინგლისელები. ეხლა საქართველოს შოტლანდიასთან რო ქონდა თამაში (იმედია იცით მოვიგეთ tongue.gif) თბილისის ცენტრალური ქუჩები 2-3 დღით ადრე კილტიანი კაცებით აივსო smile.gif შენ წარმოიდგინე ისეთი ამაყი სახეებით დადიოდნენ smile.gif (ალბათ მატჩის მერე ვეღარ იქნებოდნენ ეგეთი ამაყები tongue.gif)

ketino
ციტატა
მე მაოცებენ ბასკები...

რომელი ბასკები დააკონკრეტე biggrin.gif


პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 1 2007, 12:19 AM

თათი87

ციტატა
რომელი ბასკები დააკონკრეტე

რომელი და ეს ბასკები biggrin.gif
http://en.wikipedia.org/wiki/Basque_people#Culture

აბა გაბედეთ და დაუძახეთ: შე ესპანელოო... რას განრისხდება.... biggrin.gif
ვიღაცისგან მომისმენია რომ ბასკები ფელამუშს ამზადებენ ჩვენნაირად... მაგრამ აი ჩურჩხელამდე ვერ მივიდნენ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Nov 2 2007, 03:15 AM

ციტატა(k@the @ Oct 31 2007, 10:11 AM) *

კი, ნამდვილად გეთანხმები. კიდევ რას გვეტყვი შოტლანდიელებზე?
რას სვავენ, ლუუდს? რაიმე განსაკუთრებული კერძი ექნებათ მაგათ, რა მოგეწონა smile.gif
რწმენა როგორი აქვთ? დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ წესით smile.gif


დალევით ლუდს და ვისკის სვამენ და განსაკუთრებული კერძი აქვთ ჰაგისი (რაღაც კუჭმაჭისნაირია ოღონდ უგემური)

ხო თავის ქვეყანა უყვართ და კიდე განსხვავებით ინგლისელებისგან იძახიან შოტლანდიელები ვართო და მერე ბრიტანელებიო.

სპორტიდან გოლფი უყვართ ძალიან, მე რომელ ქალაქშიც ვარ აქ გამოიგონეს გოლფი და აქ მითუმეტეს. ფეხბურთიც უყვართ ერთ ამბავში იყვნენ აუ თქვენ რას გიზამთო მაგრამ პანაშვიდი ქონდათ რო ვუგებდით პაბებში მაგრამ მერე ტაში დაგვიკრეს რო მორჩა თამაში =)

ხო რავი რწმენას მე რელიგიასთან ვაიგივებ და დიდი მორწმუნეები არ არიან ჩემი აზრით. გამოკითხვა ჩაუტარებია რომელიღაცა ჟურნალს თურმე და დაახლოებით 60 პროცენტმა არ იცის შობა რა დღესასწაულია (აღნიშნავენ მაგრამ არ იციან სინამდვილეში რას უკავშირდება ეს დღესასწაული)

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Nov 2 2007, 09:53 AM

ketino
კი ქეთ, ძალიან ბევრი რამ აქვთ ჩვენნაირი, ანუ ქართული.
არსებობს წიგნი ,,იბერიის ლეგენდა'' თუ დაინტერესდები წაიკითხე.
მარტო ფელამუში კი არა სიტყვებიც აქვთ ქართულთან შესატყვისი.
აი მაგალითად სიტყვები ,,მაღალი და დაბალი'' არსებობს მათ სასაუბრო ენაში და იგივე მნიშვნელობა აქვთ რაც ქართულში, ასევეა ,,დიდი და პატარაც''.
კიდევ არის ბევრი მსგავსება ჩვენთან, ანუ ქართულთან.

დაზუსტებით ვერაფერს დავამტკიცებ მართლა ქართული წარმოშობის არიან თუ არა, მაგრამ იბერიის ლეგენდაში სწორედ ბასკების და ქართველების საკმაოდ დიდ მსგავსებაზეა საუბარი.
დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და ავტორს ვერ ვიხსენებ, თუ გამახსენდა დაგიწერ აუცილებლად. smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Nov 2 2007, 10:51 PM

ფორუმზე ხშირად აძაგებდნენ ქართულ ზოგ მართლაც მოსარიდებელ ადათებს , მაგრამ ასე ვიტყვი პატივს ვცემ ჩემთვის უცნაურ სხვის ადათებს ხოლო ჩემსას? იგი ჩემი სისხლი და ხორცია. შეიძლება მოძველებულიც , მაგრამ რაკი ჯერჯერობით არსებობს ე.ი. საჭიროა რომ კარგი დავაფასოთ და განსხვავებაც ვიგრძნოთ. როცა ზედმეტი აღმოჩდება მას ერი თვითონ უმტკივნეულოდ მოიშორებს.
გაიხარეთ აბო.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 2 2007, 11:15 PM

არ მომწონს იაპონელთა დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ რაზეც ბევრ ანეკდოტებს ყვებიან.ასევე სასტიკად არ მომწონს იაპონელთა ხარაკირი.
მომწონს ჩინელთა შრომისმოყვარეობა.
მომწონს იტალიელთა ჭკუამხიარულობა

პოსტის ავტორი: geller04 თარიღი: Nov 3 2007, 07:09 AM

მომწონს ამერიკელების ბუნება ურთიერთობაში ძალიან იოლად შედიან თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობს, შობა ახალი წელის დროს სახლების და ქუჩების მორთვა იციან ძალიან ლამაზად, იტალიელების მხიარული ხასიათი და გერმანელების დისციპლინა

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Nov 3 2007, 03:09 PM

ციტატა(geller04 @ Nov 3 2007, 07:09 AM) *

მომწონს ამერიკელების ბუნება ურთიერთობაში ძალიან იოლად შედიან თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობს, შობა ახალი წელის დროს სახლების და ქუჩების მორთვა იციან ძალიან ლამაზად, იტალიელების მხიარული ხასიათი და გერმანელების დისციპლინა

აუ ნიკააა ამერიკელების ბუნებას მოგცემ შეენ biggrin.gif biggrin.gif ეს ნახეთ რაა tongue.gif რა ურთიერთობაში კარგად შედიან რეებს ლაპარაკობ tongue.gif ვინც კი ჩამოდის ყველა მაგას ამბობს მაგარი ცივი ხალხია და რო კვდებოდა ხელს არ გაატოკებენო და რამე ხომ არ გერევა? biggrin.gif biggrin.gif ნუ იტალიელებს რაც შეეხება მაგარი ხალხია ძალიან ნუ გერმნელების დისციპლინას მეც ვაფასებ და ასევე ვაბოდებ იაპონურ კულტურაზე უმაგრესი ტრადიციები და კულტურა აქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 5 2007, 08:25 AM

მე საშინლად მაღიზიანებს ,ეთიკურ ნორმებსაც რომ თავი დავანებოთ. ცხვირის მოხოცვა რომ იციან ხმაურიანი, და ეს ხდება სუფრასთანაც კი ! სოციალური სტატუსი სულერთია, ყველა ასე აკეთებს, რადგანაც სირცხვილად არ არის მიღებული. სირცხვილი იქეთ და გულისამრევია სხვა თუ არაფერი.

რაც ძალიან მომწონს , ესაა ადვენტის დროს ანუ კათოლიკურ შობამდე დაახლ. 1 თვით ადრე იხსნება საშობაო "ბაზრები", აშენებენ თითქმის ზღაპრულ ლამაზ პატარა სახლებს, ქოხებს, მორთულია ყველაფერი, მთავარი კოლორიტი კი ცხელი ღვინოა და დარიჩინიანი (*zimt) ნამცხვრები, ასევე წაბლი, მარციპანის ტკბილეული, პრიანიკები (ამათგან მხოლოდ პრიანიკის ცდუნება მძლევს, სამარხოა თან). უბრალოდ სიტუაციაა ლამაზი. მიუხედავად იმისა მე ამ ბოლო დროს ძლიერ უხალისო გავხდი და იშვიათად გავდივარ გარეთ, როცა დრო მაქვს მაშინაც მეზარება, მაგრამ ხშირად შევივლი ხოლმე იმ "დასახლებაში", ბავშვობა მახსენდება და მართლა ძალიან გახარებული ვიქნებოდი ბავშვობაში რომ მენახა ასეთი რამ (მშესანიშნავი ბავშვობა მქონდა,მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მენახა, ბევრად უცხოა ).

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 5 2007, 06:00 PM

მგონი თქვა ვიღაცამ უკვე აღარ მახსოვს, მარა თუ თქვეს ვეთანხმები და თუ არა და მე ვიტყვი მაშინ biggrin.gif ამერიკელების შობა-ახალი წლის აღნიშვნის მეთოდები მომწონს და ჰელოუნი კიდე tongue.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 5 2007, 06:22 PM

აუ, ისე ევროპაში საშობაო მომზადება კარგად იციან smile.gif რა ლამაზია ხოლმე მაგ დროს ქუჩები... მე კიდე საახალწლოდ თბილისში თოვლი მენატრება... biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 5 2007, 06:31 PM

კი თათი და ქეთევან, მაგას ვერ წაართმევ, მართლა ლამაზად იციან ეგ ამბები smile.gif
ჰალოვენზე ბავშვები ითხუპნებიან, ეს ორი წელია რაც დაიწყეს, მე ცოტა არ მომწონს,მაგრამ ისე რას ასავებენ, ჩვეულებრივი მასკარადია, უწყინარი, ყველაფერს ხომ ვერ დავუშლი, თან არაფერ ცუდს არ აკეთებენ რა ვიცი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 5 2007, 06:32 PM

აუ საახალწლოდ ბალ-მასკარადი მინდა... sad.gif

პ.ს. მაგრამ როცა ქვეყანას უჭირს, ეს მარტო ოცნებებში თუ შეიძლება ...

პ.პ.ს.
staywhite

smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 5 2007, 06:40 PM

ქეთი,

ჩამო საშობაოდ, ორონდ ამათ საშობაოდ, მერე კვდება ისევ ყველაფერი smile.gif სიამოვნებით მიგიღებთ და კმაყოფილიც იქნები2kiss.gif მესტუმრეთ ვისაც გსურთ და მადკარადები ჩვენზე იყოსsmile.gif


ესეც შარშანდელია, მე არ ვიყავი მაგ დროს სერბიაში ვიყავი და ისარგებლეს მომენტით: (წელს არ შეღებილან, იმიტომ რომ სახლში ვიყავი smile.gif )

IPB-ს სურათი

არ მომწონს მაგრამ რა ვქნა, ყველაფერს ვერ დავუშლი.იცინიან ხუმრობენ, უხარიათ, ცელქობენ და ეგაა, არაფერი შავდება.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2007, 09:40 PM

staywhite
ცხვირის მოხოცვაზე მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif

მეც რომ ჩამოვედი, ერთ-ერთი პირველი რაც თვალში და ყურში უსიამოვნოდ მომხვდა ეგ იყო სწორედ. თან არ აქვს მნიშვნელობა ტრანსპორტში არიან, სუფრაზე თუ სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე. თუმცა უფრო მეტად ეგ ახალგაზრდა თაობას ახასიათებს. smile.gif

კიდევ ერთი, ჩვენ ინსტიტუტში არის 'პალასი' დაგებული, ჰოდა ხშირად მაგიდას რომ უზიან თანამშრომლები, ფეხზე იხდიან biggrin.gif ანუ კომფორტულად უნდათ თავი იგრძნონ თუ რაა არ ვიცი, ეს ჩემი თაობის ხალხი. უფროსი თაობის რამოდენიმეს სახლის ჩუსტების მაგვარი აქვს ინსტიტუტში და იმით დადის. (ვიმეორებ ყველას არ ეხება smile.gif) ჰოდა ერთხელაც, შევდივარ ჩემს უფროსთან და ჩვენი სტუდენტი-თანამშრომელი (SHK რა დავარქვა, დიპლომი არ აქვთ ჯერ და მუშაობენ 8 საათი კვირაში ჩვენთან) კაი მეთევზესავით დგას, აუკეცია შარვალი და ფეხშველაა, blink.gif ასე ელაპარაკებოდა ჩვენ უფროსს. თვალები დავაჭყიტე და ეგრეც მშრალად გამოვბრუნდი, თურმე წვიმაში მოხვედრილა და ასე ცდილობდა გამშრალ-გამთბარიყო biggrin.gif

საშობაო ბაზრობები კი მეც ძალიან მიყვარს, ეხლა გახსნიან მალე და დავდოთ სურათები smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 09:52 PM

ციტატა
საშობაო ბაზრობები

ხოო ეგეც კარგი ტრადიციაა და კიდევ უცხოელებს აქვთ ძალიან კარგი ის რომ შვილს გარკვეული ასაკიდან ასწავლიან ფულის ყარდს, ანუ ზაფხულის გარკვეული პერიოდი ახალგაზრდები მუშაობენ და აღებული თანხით თვითონვე იფინანსებენ vacation-ს smile.gif გარკვეულწილად აქაც ტარდება პროექტები, რომლებიც რაღაც მსგავს სიტაცის ქმნის მაგრამ ჩვენში არ ჯდება ეგეთი ცხოვრების სტილი სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2007, 10:08 PM

თათი87
თათ მე ასე ვიტყოდი, კარგია ბავშვმა ფულის ყადრი იცოდეს, მაგრამ მშობლისა და შვილის ურთიერთობები ზედმეტად მატერიალიზებულია აქეთ. ამიტომ ხშირად მას ის სითბო და სიყვარული არ ახლავს თან, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მშობლების მიმართ smile.gif


ჰო რაც არ მომწონს აქაურ თაობაში, საკუთად მშობლებზე მეგობრებთან საუბარი, მშობლებზე ხუმრობა და მათი დასაცინ ობიექტად გახდააა მიღებული. 'აი დედაჩემი ნერვს მიშლის, ამის და ამის გამო', 'აუფ, რა აიტანს, სტუმრად მივდივარ შაბათ-კვირა სახლში' და ა.შ.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 10:15 PM

k@the
ხო მანდ საერთოდ ცივი ხალხია ყველანაირი გაგებით smile.gif დედასთან "სტუმრად" მიდიან და თანაც წინასწარ ურეკავ თუ გცალია 10 წუთით რო მოვიდეო! მატერიალიზებული ურთიერთობებია კი და ალბათ ზუსტად მაგისი ბრალია რო მშობეს როცა ამაგი არ აქვს მერე მოხუცებულობაში მისი პანსიონში გაგაზავნა უფრო ხელსაყრელია მათთვის ვიდრე ის, რომ თვითონ მოუარონ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2007, 10:20 PM

თათი87
არა თათ, ცივები არ არიან smile.gif
საქმეც მაგაშია, რომ ძაან თბილებიც არიან და ძაან მოსიყვარულეებიც. უცხო ადამაისნ, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა არ ჩაიკრავენ გულში, მაგრამ რო გაგიცნობენ და დაინახავენ შენს კარგს, მერე მართლა თბილები არიან. 2 შობა მაქ აქაურ ოჯახში გატარებული კათოლიკური და რასაც ქვია გადამყვნენ. ამას ვერ დავუკარგავ. უბრალოდ მართლა ძალიან მატერიალიზებული აქვთ ურთიერთობები. მე როგორც ქართველს და მიჩვეულს ხო იცი ჩვენებურად biggrin.gif, მიჭირს ამასთან შეგუება. ეხლა კიდევ მივეჩვიე. ყველა წვრილმანს ვერ ჩამოთვლი, მარა აქვთ ეს ანგარიაშიანობა. smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 10:25 PM

k@the
ეტყობა შენ ხარ განსაკუთრებული თორე მანდ ვინც კი ჩამოსულა ყველა ამბობს ნამეტანი ცივები არიანო wink.gif ერთ ჩემ ახლობელს ყავს მანდაური რძალი ხოდა გადარეული იყო რო ჩამოვიდა ეს რა ვნახეო, ბრინჯს გრამებით წონიდა საჭმელში რო ყრიდაო, რამდენიმე გრამს რავა გავეკიდები შე ქალოო? biggrin.gif biggrin.gif ნუ ყველას ჩვენ ჩვენი თავისებურება გვახასიათებს და რაც უცხოა ჩვენთვის ის გვიკვირს თორე აბა იმათ კითხე როგორ ეუცხოებათ ქართველების ხელგაშლილობა?!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 17 2007, 01:19 AM

თათი87
ჰოო, რა არის იცი, საჭმლის კეთება იციან ზუსტად რეცეპტებით და მართლა აქვთ ყველას სასწორი, გრამების სიზუსტით ამზადებენ biggrin.gif
აბა ჩემსავით თვალის ზომით არ ყრიან ყველაფერს და მე მაინც იმათზე 'გემრიელი' გამომდის biggrin.gif.
ასე, რომ ეგ ცივს არ ნიშნავს, უბრალოდ ძალიან თავშეკავებულები არიან, დიდი ხანი უნდათ რომ გაგიცნონ და დაგითბენ smile.gif

რა არის იცი თათ, ზედმეტად მომჭირნეები არ არიან. შეიძლება საჭმელზეც დაგპატიჟონ და მეტადაც გამოიჩინონ ყურადღება. უბრალოდ არ უყვართ ვინმესგან დავალებულები იყვნენ, მითუმეტეს თუ ეს ვიღაც არც ისე ახლობელია. smile.gif უბრალოდ ჩვენ პატივისცემას ვიღებთ 'კაკ დოლჟნოე', ეს ყოველდღიურობაა საქართველოში და სულაც არ ვგრძნობთ თავს ზედმეტად დავალებულად, აქ კი ყოველ შენს სიკეთეს ხედავენ და არ დაგიკარგავენ smile.gif
ცხადია იმასაც გააჩნია რა წრეში ტრიალებ, ყველგან არის მეტ-ნაკლებად კარგი ხალხი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 17 2007, 10:00 AM

თათი87,

ცივები არ არიან,გერმანელებზე თუ საუბრობsmile.gif ეგ არასწორი შეფასებაა ამათი.რაცხანაირები კი არიან,მარა ცივები არა, იუმორიც კარგად ესმით ისე.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 17 2007, 04:25 PM

ციტატა(staywhite @ Nov 17 2007, 09:00 AM) *

თათი87,

ცივები არ არიან,გერმანელებზე თუ საუბრობsmile.gif ეგ არასწორი შეფასებაა ამათი.რაცხანაირები კი არიან,მარა ცივები არა, იუმორიც კარგად ესმით ისე.

yes4.gif მაგარი თბილები არიან... ტოესტ მეგობრულები


უბრალოდ ლიქნი არ ახასიათებთ და მაგიტომ ჰგონია ზოგს ცივი...

იუმორი კი უყვართ მაგრამ... ძალიან მარტივ რაღაცეებზე ხარხარებენ smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 17 2007, 05:02 PM

Genesis
შენ კაცმა რომ მოგისმინოს იმასაც იტყვი ზოგ ქართველს ზოგი გერმანელი სჯობიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 17 2007, 06:22 PM

Genesis
მართალი ხარ.
ძალიან მარტივი რაღაცეები ახალისებთ, მაგრემ ეს მხოლოდ გერმანელები არ არიან. თან ყველაფერზე შეუძლიათ იხუმრონ და რავი, მე მთლად ყოველთვის ვერ მესმის, რა საჭიროა ამდენი ხუმრობა biggrin.gif
ალბათ უბრალოდ ქართველები ვართ სიცილში თავშეკავებულები.

Misha Songulashvili
ცუდი და კარგი ყველა ერშია და რა გიკვირს? smile.gif

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 27 2007, 12:33 PM

მოგესალმებით ყველას))))) მინდა ვთქვა რომ იუმორში ნამდვილად მოკოჭლებენ ჩვენი ევროპელები და რატომღაც ყველა დაყენებული ღიმილით დადის, თუმცა შეიძლება გამონაკლისიც არსებობს მაგრამ ალბათ უფრო ნაკლებად.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 1 2008, 10:35 PM

ერთი ტრადიცია არსებობს, ამ რეგიონში გერმანიის სადაც მე ვცხოვრობ. (და არა მხოლოდ ამ რეგიონში)
თუ გინახავთ ფილმი ''რაჭა ჩემი სიყვარული'' მიმიხვდებით. smile.gif)

ესაა, მაისის პირველი დღის შეგებება, ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან გოგონები და ბიჭუნები. გოგონები ხალისობენ და 12 საათს ცეკვა-თამაშით ხვდებიან, თან ერთი სული აქვთ გათენებულზე ფანჯარაში გაიხედონ და იქ ლამაზი ლენტებით მორთული ალვის ხის დიდი ტოტი ნახონ. ასეთ ტოტს მათი სატრფო ბიჭები იპარავენ ღამე, რთავენ ლამაზად, ზოგი სახელსაც აწერს გოგონასას ზედ და ამაგრებენ გოგონას ფანჯრის წინ სიყვარულის ნიშნად wub.gif .

ეს მაისის ხე, დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე, მაგრამ თქვენ არაფერი გეგონოს, მესამე სართულზე ვცხოვრობ და თან ზედ სხვა გოგოს სახელი ეწერა გულში biggrin.gif biggrin.gif

IPB-ს სურათი

კიდევ რა იცით ამ ტრადიციის შესახებ? მე ბევრი არაფერი...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 1 2008, 10:40 PM

k@the :s

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 1 2008, 11:14 PM

leluka
შენსკენაც მოვა გაზაფხული. :* რათ გინდა აბა ეგ მაისის ხე, არც მე მიმიღია მარა განა ვდარდიანობ 2kiss.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: May 1 2008, 11:37 PM

რა მაგარი ტრადიციაა,ვგიჯდები ეგეთ რაგაცეებზე, განსაკუთრებით ფანჯრისწინ სერენადებზეეეეეე whistling.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 2 2008, 03:11 AM

ციტატა
ზოგი სახელსაც აწერს გოგონასას ზედ და ამაგრებენ გოგონას ფანჯრის წინ სიყვარულის ნიშნად

ვაჰ, კარგია smile.gif
იტალიაში კი ხეების წინდაუკან სათრევად თავს არ იწუხებენ, აიღებენ საღებავს და პირდაპირ გოგონას (ისე ბიჭუნასათვისაც წერენ ხოლმეbiggrin.gif) ფანჯრის ქვეშ წავა ტექსტებიი... ერთერთმა ბიჭმა მთელ 300 მეტრზე დაწერა შუა გზაზე, სადაც გოგოს დილით უნდა გაევლო, ბოდიშები ( აწყენია და გოგო დაშორდა) და სიყვარულების ახსნები, მეორე დღესვე ტვ-ში მოხვდნენ ორივე და გოგოც შეურიგდა, იტალიაში ამაზე არ აჯარიმებენ და არის ქუჩები აჭრელებული biggrin.gif თუმცა გერმანიაში კაი მწარე ჯარიმაც იქნება ალბათ გრაფიტებით ქუჩების მორთვაზე...

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 2 2008, 03:21 PM

k@the
ვაიმე რა მაგარია biggrin.gif მე კი მეგონა ეგ უფრო ბალტიისპირეთისკენ იცოდნენ smile.gif

გერმანიაშიც თუ იქნებოდა არ მეგონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: May 3 2008, 12:33 AM

ციტატა(k@the @ May 1 2008, 09:35 PM) *

ერთი ტრადიცია არსებობს, ამ რეგიონში გერმანიის სადაც მე ვცხოვრობ. (და არა მხოლოდ ამ რეგიონში)
თუ გინახავთ ფილმი ''რაჭა ჩემი სიყვარული'' მიმიხვდებით. smile.gif)

ესაა, მაისის პირველი დღის შეგებება, ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან გოგონები და ბიჭუნები. გოგონები ხალისობენ და 12 საათს ცეკვა-თამაშით ხვდებიან, თან ერთი სული აქვთ გათენებულზე ფანჯარაში გაიხედონ და იქ ლამაზი ლენტებით მორთული ალვის ხის დიდი ტოტი ნახონ. ასეთ ტოტს მათი სატრფო ბიჭები იპარავენ ღამე, რთავენ ლამაზად, ზოგი სახელსაც აწერს გოგონასას ზედ და ამაგრებენ გოგონას ფანჯრის წინ სიყვარულის ნიშნად wub.gif .

ეს მაისის ხე, დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე, მაგრამ თქვენ არაფერი გეგონოს, მესამე სართულზე ვცხოვრობ და თან ზედ სხვა გოგოს სახელი ეწერა გულში biggrin.gif biggrin.gif

IPB-ს სურათი

კიდევ რა იცით ამ ტრადიციის შესახებ? მე ბევრი არაფერი...

უი მაიბაუმი, მაგარი რაღაცაა, სკოლაში გვასწავლეს გერმანულის გაკვეთილზე, გერმანულ ტრადიციებს რომ ვეცნობოდით. კიდევ იყო რაღაცები, მაგრამ აღარ მახსოვს სამწუხაროდ biggrin.gif


პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 3 2008, 02:12 AM

ალბათ მალე გერმანულ "ტრადიციებში" შევა 1 მაისს დიდ ქალაქებში მემარცხენეების და მემარჯვენეების დატაკება ... მაგარი ამბები იყო ჰამბურგსა და ბერლინში, პოლიციელები გააქციეს, ისეთი ბუღი დააყენეს . უამრავი დაშავდა... ეს მეორდება ყოველ წელიწადს, ლამის ტრადიციად იქცეს.. sad.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 3 2008, 10:22 AM

ციტატა
leluka
შენსკენაც მოვა გაზაფხული. :* რათ გინდა აბა ეგ მაისის ხე, არც მე მიმიღია მარა განა ვდარდიანობ


უბრალოდ გულს უხარია ეგეთი რარაცებიი... ძნელი ხომ არ არისა არაა

პოსტის ავტორი: qartveli_nini თარიღი: Jun 9 2008, 08:53 PM

ფრანგი ქალების მოუვლელობა საქართველოში ესეთ ვიდებზე არ დადიან გოგოები
ხო კიდევ უცნაური ხალხი ვნახე საფრანგეთში უცნაური პრიჩოსკებით და რამე თავიდან მიკვირდა ეხლა მივეჩვიე

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Sep 11 2008, 12:20 PM

თურქებზე რა ვთქვა g.gif ფეხზე იძრობენ ეგ ხომცხადია ყველაზე სასაცილო ეგაა რომ სადმე როცა მიდიან გამოიპრანჭებიან , კაბას ჩაიცმევენ მოემზადებიან და მერე მტელი საღამო ფეხშველა დადიან ძალიან ულამაზოები ჩანან ფეხშველა საღამოს კაბაში დაახლოებიტ ყველა მამაკაცები წინდებში,მერე მუქ ჩაის დალევენ ერთ 20 25 ჭიქას გაბრუვდებიან და ეგაა მაგათი საღამოც და სიმთვრალეც.არა ყველა ასე არაა მაგრამ ეს უმეტესად მაგათი ტრადიციაა.

პოსტის ავტორი: qartveli_nini თარიღი: Oct 27 2008, 10:50 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jun 20 2007, 10:43 PM) *

უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.

და მოგწონთ ეს ყველაფერი?

მე საფრანგეთში თვალში მომხვდა ის რომ საფრანგეთში კი არა ცივილიზირებულ არაბეთში ვარ

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 2 2008, 12:24 PM

ისე საფრანგეთში იმდენად ბევრი უცხოელია, წლები უნდა იცხოვრო რომ გარჩევა შეძლო ფრანგის არა ფრანგისაგან.


პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Dec 5 2008, 02:48 PM

KAIROS
კი მიყვარს და მომწონს იტალია!!! ერთადერთი, აი ეს მოცარელლა რა ჯანდაბის ერთია არ ვიცი biggrin.gif და რატომ გიჟდება ეს ევროპა არც ეგ ვიცი... ეხლა კაცო მაგ ყველს ათას სუნელს თუ დაუმატებ მერე იგემებს მარა მოუვა biggrin.gif და ისე მე თუ მკითხავთ, არაფრის გემოც არ აქვს! დაილოცოს ქართული ჭყინტი ყველი!!!

რაც შეეხება საჭმელებს და ჭამის კულტურას - ნუ რომაელები უხსოვარი დროიდან იყვნენ მაგის სპეციალისტები (და არამარტო მაგის smile.gif)

და რაც შეეხება არაპუნქტუალობას, მე მგონი ეგ ტემპერამენტთანაა დაკავშირებული. აი გერმანელებზე ითქვა და სიმართლე თუ გინდათ სულაც არ მინდა მე რომ ვიყოთ ჩვენ ქართველები ესეთი პუნქტუალურები... ადამიანები ვართ და მიტომ! სხვა ამბავია კანონის პატივისცემის და დამორჩილების გრძნობა და უნარი, აი ეს კია მისაბაძი! თუმცა კანონსაც გააჩნია... რაც არ მოსწონთ ესენიც (გერმანელებიც) მშვენივრად აპროტესტებენ და ძალიანაც ჭკვიანურად: მთელი არგუმენტაციით, ფაქტებით და ობიექტურობით, და არა ისე როგორც ჩვენ ქართველები - ”შენი არ ვარგა ჩემი ჯობია იმიტომ რომ მიტომ”... აი ესაა მისაბაძი!




k@the

ციტატა
ძალიან მარტივი რაღაცეები ახალისებთ, მაგრემ ეს მხოლოდ გერმანელები არ არიან. თან ყველაფერზე შეუძლიათ იხუმრონ და რავი, მე მთლად ყოველთვის ვერ მესმის, რა საჭიროა ამდენი ხუმრობა biggrin.gif
ალბათ უბრალოდ ქართველები ვართ სიცილში თავშეკავებულები.


მასე მეც ვხუმრობ, და ქე მიცნობ კარგადაც ვიცინივარ... დაიცა რა გინდა მითხრა ეხლა რო ქართველი არ ვარ biggrin.gif ??? ხუმრომბა საჭიროა...!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2008, 12:42 AM

ციტატა
მოცარელლა რა ჯანდაბის ერთია არ ვიც

არ გაპატიებს კაცობრიობა biggrin.gif თუ არ გაამზადე და ცოტა მარილი არ მიეცი ისე რა ვარგა? ohmy.gif გემოვნებაზე არ დაობენ, მარა მოცარელას ასე მოხსენიება შეიძლება? biggrin.gif
აი ასეა სულ ახალი

IPB-ს სურათი

ნუ ეს ტიპიურია..

IPB-ს სურათი

ეს რაც სჭირდება, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცოტა პომიდორი, ცოტაც რაიმე მწვანილეული...

IPB-ს სურათი

დიდია არჩევანი

IPB-ს სურათი

არც პროშუტოსთანაა ცუდი biggrin.gif

IPB-ს სურათი

უუუფ, რა გინდოდა ახლა რა გამახსნე ეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 6 2008, 01:06 AM

უფფ, კაი ახლა კაიროს, ნუ მომადინე ნერწყვები და ნუ გამიშვებ ეხლა მოცარელას საყიდლად. biggrin.gif

ძალიან მომწონს სხვადასხვა სანელებლებით ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი.
გემრიელია ნამეტანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Dec 7 2008, 01:42 AM

KAIROS
მოცარელლა იმის მოცარელლა მეგონა მე რო მარილი არ უნდა მისცე biggrin.gif ხოდა სწორედ ეგ მოგახსენეთ... თუ ამდენი ბასილიკა (მწვანე რეჰანი), პამიდორი და ა.შ. მიაყოლე მერე ეხლა რცხა გემო ექნება... biggrin.gif ხოლო ჩვენებური ჭყინტი ყველი უყველაფროდაც ყველობს!


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 7 2008, 04:58 AM

ციტატა
რცხა გემო ექნება...

ohmy.gif რაცხა გემოს გულისათვის დავდე იმდენი სურათები? biggrin.gif არ დაგინახო "მარგარიტა" ან საერთოდ პიცა რომ ჭამო biggrin.gif
ციტატა
ჩვენებური ჭყინტი ყველი უყველაფროდაც ყველობს!

ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მოცარელასგანაც რა კეთდება, ის არ გამოდის ჭყინტიდან და პირიქით...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 7 2008, 12:01 PM

KAIROS
შენ იმდენს იზამ, საცივის ჭამას დავანებებ თავს და მოცარელას დავიწყებ. biggrin.gif


დიდი მოკითხვები მამაქალაქიდან.
მონატრებული აბო.

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Dec 7 2008, 06:39 PM

KAIROS
პიცა "მარგარიტას" მხოლოდ მოცარელლა არ აქვს, მე როგორც ვიცი. აბა გააკეთე მარგარიტა მხოლოდ მოცარელლათი... მიიღებ ხაჭაპურს ? ან მსგავს რაიმეს ? ნწუ ვერა!
გემოვნებაზე ხომ არ დაობენ კეთილო, ასე რომ... smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 7 2008, 07:24 PM

ისე მაკუშ smile.gif მოცარელას მეც ჩვენი სულგუნი და ჭყინტი ყველი მირჩევნია. სად არის თორე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Dec 8 2008, 02:48 PM

iako
ეგრე რა, გაგახაროს ღმერთმა! smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 8 2008, 07:08 PM

არ გადამრიოთ ახლა biggrin.gif არ შეიძლება ხალხო ასე, ხაჭაპური არ სჯობია პიცას და არც პიცა სჯობია ხაჭაპურს, ერთი სხვაა და მეორე სხვა, ორივე კარგია და მორჩა, ასე ყველების ამ სახეობებზე, ამათ გარდა იტალიელებს ასობით სხვადასხვა ყველი აქვს, მარგარიტა კეთდება ჩემო კარგო მხოლოდ ერთი ყველით "მოცარელათი"
PIZZA MARGHERITA

Ingredienti: ( dosi per 4 pizze)
1 kg di farina;
un panetto di lievito di birra;
sale;
olio d oliva;
400 g di mizzarella;
salsa di pomodoro;
basilico.

და მას მეგრული სულგუნით ვერ გააკეთებ, ასევე ხაჭაპურს ვერაფრით ვერ ვაკეთებთ აქაური ყველით, მოკლედ მე ერთიც მიყვარს და მეორეც და შეპირისპირებას ვუპირისპირდები, თორე, ჩემი რომ მირჩევნია სხვებისას ამას რა წერა უნდა? biggrin.gif
აბოს სიცოცხლე, საცივთანა რ მიდის აბო ეგა smile.gif ამიტომ ჯერ საიცივ და მერე მიაყოლე biggrin.gif
იმოცარელეთ მხოლოდ ხსნილში biggrin.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 9 2009, 05:17 PM

ტრადიციებს მოვუბრუნდეთ და საბერძნეთში მყოფებთან მაქვს შეკითხვა:

ახალ წელს მყავდა სტუმრად მარაბელლა და ერთი ნახევრად ბერძენი ნახევრად ქართველი გოგო. ჩამომიტანეს საბერძნეთიდან ჩამოტანილი დიდი პასკისმაგვარი რამ, ზედ 2009 ეწერა. (უფრო სწორად ნახევარი, მეორე ნახევარი მარაბელლას ერგო biggrin.gif)
ხოდა, შიგ ჩატანებულიაო ხურდა, თუ რაღაც მონეტა და ეს პასკა ადამიანების სახელებზე უნდა დაჭრა ნაჭრებადო და იღბალი ელისო მონეტიანს თუ რაღაც, დამავიწყდა. ვინ გვეტყვის ცოტა მეტს ამ ტრადიციის შესახებ? smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 21 2009, 04:38 AM

ციტატა
საბერძნეთიდან ჩამოტანილი დიდი პასკისმაგვარი

საინტერესოა და იტალიელებს აქვთ საინტერესო ტრადიცია პანეტონე და პანდორო, ეს ორი საშობაოდ არის და კოლომბო ( მტრედი -სიმბოლურია) კი სააღდგომოდ, აი თქვენს მონა-მორჩილს პანეტონეზე აქვს გართულება biggrin.gif ( შესაბამისად მერე მიწევს ვარჯიშში წუთების დამატება biggrin.gif)
აა, დატკბით:
ესაა კლასიკური:

IPB-ს სურათი

მიშოკოლადებული biggrin.gif (ნათ, დახუჭე თვალები, ოთხშაბათია biggrin.gif)

IPB-ს სურათი

ჰოოოდა ივსება მაღაზიები...

IPB-ს სურათი

და მიაცუნცულებენ სახლებში, სადაც ყველა სუფრაზე უნდა იყოს შობიდან ლამის ამ დღეებამდის:

ნახეთ რამხელააა ohmy.gif

IPB-ს სურათი


ისე ესაა საოცარი ნაკრები და დატკბით biggrin.gif

http://www.flickr.com/photos/21980834@N08/

ნამ-ნამ-ით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 21 2009, 11:05 AM

KAIROS

ციტატა
საინტერესოა და იტალიელებს აქვთ საინტერესო ტრადიცია პანეტონე და პანდორო, ეს ორი საშობაოდ არის და კოლომბო

ჩვენთანაც გამოდის ეგ საშობაოდ და სააღდგომოდ და ნუ გვახარბებ biggrin.gif თუმცა უფრო პანეტონე smile.gif

პ.ს. მარა მე არ მიყვარს . პატარა ვიყიდე სააღდგომოდ და ვაკურთხებინე, აბა პასკის თავი ვის ქონდა smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 21 2009, 06:26 PM

პანეტონე მეც მაჩუქეს შარშან საშობაოდ. ძალიან გემრიელი იყო smile.gif, თუმცა შოკოლადი არ ქონდა მოსხმული.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Jan 24 2009, 04:19 PM

რა სისატიკეა ასეთი მადისაღმძვრელი სურათების დადება, ცოტა შეგვიბრალე შენი მოყავსნი ვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 24 2009, 11:05 PM

ციტატა
რა სისატიკეა ასეთი მადისაღმძვრელი სურათების დადება, ცოტა შეგვიბრალე შენი მოყავსნი ვართ

+1 biggrin.gif
ცოტა ნაკლებ მადისაღმძვრელი რა..

გთხოვ-ით
მარად თქვენდამი ღრმა პატივისცემით გამსჭვალული ფორუმელი

პ.ს. არადა თვალს უხარია კულინარიული მშვენიერება, მაგრამ ... რეცეპტი (ქართულად) მაინც მოაყოლეთ ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 24 2009, 11:25 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 24 2009, 08:05 PM) *


პ.ს. არადა თვალს უხარია კულინარიული მშვენიერება, მაგრამ ... რეცეპტი (ქართულად) მაინც მოაყოლეთ ხოლმე biggrin.gif


ამ თემაშია რეცეპტები და იხილეkiss1.gif იქნებ გაცოცხლდეს ეს თემა და დავამატებ კიდევ :

http://church.ge/index.php?showtopic=3112

პ.ს. აქ რაც არ მოგვწონს ის იწერება ისეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 24 2009, 11:29 PM

პანეტონე ჩვენთანაც იყიდება, დაბლა მაღაზიაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ალბათ ისეთი არ იქნება

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 24 2009, 11:38 PM

staywhite
მადლობა 2kiss.gif
და მააინც, რატომ აქვს საშობაო ნამცხვარს

ციტატა
ხოდა, შიგ ჩატანებულიაო ხურდა, თუ რაღაც მონეტა და ეს პასკა ადამიანების სახელებზე უნდა დაჭრა ნაჭრებადო და იღბალი ელისო მონეტიანს თუ რაღაც, დამავიწყდა


მსგავსი რამ კიდევ ჩვენთან საქორწილო ტორტზეც იციან smile.gif.. ნუ გამიგონია, უთქვიათ... თუმცა არ შემხვედრია მსგავსი ნაჭერი laugh.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 24 2009, 11:52 PM

ხოხოხო წარმოიდგინე ის ხურდა რომ გადაეყლაპოს ვიღაცას tongue.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 25 2009, 01:07 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 6 2008, 12:42 AM) *

არ გაპატიებს კაცობრიობა biggrin.gif თუ არ გაამზადე და ცოტა მარილი არ მიეცი ისე რა ვარგა? ohmy.gif გემოვნებაზე არ დაობენ, მარა მოცარელას ასე მოხსენიება შეიძლება? biggrin.gif
აი ასეა სულ ახალი

IPB-ს სურათი

ნუ ეს ტიპიურია..

IPB-ს სურათი

ეს რაც სჭირდება, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცოტა პომიდორი, ცოტაც რაიმე მწვანილეული...

IPB-ს სურათი

დიდია არჩევანი

IPB-ს სურათი

არც პროშუტოსთანაა ცუდი biggrin.gif

IPB-ს სურათი

უუუფ, რა გინდოდა ახლა რა გამახსნე ეგ biggrin.gif



დამბალი ხაჭო მომაგონა sad.gif

დამბალი ხაჭო მინდაააა sad.gif

ციტატა(KAIROS @ Jan 21 2009, 04:38 AM) *

საინტერესოა და იტალიელებს აქვთ საინტერესო ტრადიცია პანეტონე და პანდორო, ეს ორი საშობაოდ არის და კოლომბო ( მტრედი -სიმბოლურია) კი სააღდგომოდ, აი თქვენს მონა-მორჩილს პანეტონეზე აქვს გართულება biggrin.gif ( შესაბამისად მერე მიწევს ვარჯიშში წუთების დამატება biggrin.gif)
აა, დატკბით:
ესაა კლასიკური:

IPB-ს სურათი

მიშოკოლადებული biggrin.gif (ნათ, დახუჭე თვალები, ოთხშაბათია biggrin.gif)

IPB-ს სურათი

ჰოოოდა ივსება მაღაზიები...

IPB-ს სურათი

და მიაცუნცულებენ სახლებში, სადაც ყველა სუფრაზე უნდა იყოს შობიდან ლამის ამ დღეებამდის:

ნახეთ რამხელააა ohmy.gif

IPB-ს სურათი
ისე ესაა საოცარი ნაკრები და დატკბით biggrin.gif

http://www.flickr.com/photos/21980834@N08/

ნამ-ნამ-ით;

კაიროსი!



პასტა მინდააააააააა sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 25 2009, 06:05 AM

ციტატა
ალბათ ისეთი არ იქნება

ნამდვილად smile.gif
ციტატა
პასტა მინდააააააააა

ჩამოდი, ჩამოიტანე დამბალ ხაჭო და გპატიჟებ პასტაზე biggrin.gif
ვიქეიფოთი;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 02:14 PM

Kölle alaaf!

http://imageshack.us

ხვალ, გერმანიაში მდ. რაინის სანაპიროს მრავალ ქალაქში კარნავალის აღნიშვნა იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პომპეზური აღნიშვნა კი, სწორედ ქალაქ კიოლნში ხდება.

კიოლნის შემოგარენში, გერმანელები საუბრობენ დიალექტზე, კიოლშ-ს ეძახიან. მოსასმენად საკმაოდ მელოდიურია, კლასიკური გერმნაულისაგან განსხვავებით. smile.gif თან ჩქარა თუ მიაყოლებენ, ბევრ ვერაფერს გაიგებ.
Kölle alaaf! - დაახლოებით ითარგმნება, როგორ ან, 'კიოლნი ყველაზე წინ!', ან 'ყველაფერი უნდა გავიდეს კიოლნიდან!'
მეორე ვარიანტს თარგმანისას, უკავშირებენ მარხვის დაწყებას, რომ სახლიდან საკვები კარგი უნდა შეიჭამოს და ასე შემდეგ.

ზოგადად, ეს კარნავალი, სწორედ აღდგომის მარხვის დაწყების წინ, კაი დიდი ლხენის ტრადიციიდან მოდის.




პ.ს. დანარჩენს კიდევ ნელ-ნელა მივამატებ და ძველ სურათებსაც მოვქექავ. წელს ვერ გადავიღებ, სახლში მირჩევნია მშვიდად ყოფნა biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2009, 02:52 PM

k@the

ციტატა
Kölle alaaf!

ალბათ ნიშნავს : Köllner, alle ab ! biggrin.gif

პ.ს. ცხადია ამ დღესასწაულს მხოლოდ კათოლიკები აღნიშნავენ, რახან დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს ხდება .

არა და რა ბარდაგია მაგ დროს biggrin.gif რომ არ ეზარებათ თან smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 06:53 PM

staywhite
უფ, კათოლიკები კი არა, "ყველა ძაღლი და მამაძაღლი" აღნიშნავს biggrin.gif
ქალაქში გასვლა არ ღირს ფხიზელი თავით. ყველა გადაცმულია კოსტიუმებში და დილიდან გონზე არ არიან ლუდის სმისგან. ან როგორ უძლებენ ამდენს არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2009, 07:12 PM

ციტატა
უფ, კათოლიკები კი არა, "ყველა ძაღლი და მამაძაღლი" აღნიშნავს

ხო, ღრეობისთვის, თორემ ბევრმა არც იცის რატომ არის ეს კარნავალი smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 07:18 PM

staywhite
კი, მართალი ხარ ეგრეა. არც აინტერესებთ დიდად.
უფ, თან როგორ იციან ზოგმა ეს ღრეობა, აღარაფერი ახსოვთ, არც ოჯახი და არც რამე. smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 1 2009, 05:25 PM

ციტატა
ხოდა, შიგ ჩატანებულიაო ხურდა, თუ რაღაც მონეტა და ეს პასკა ადამიანების სახელებზე უნდა დაჭრა ნაჭრებადო და იღბალი ელისო მონეტიანს თუ რაღაც, დამავიწყდა

ადრე ბებიაჩემი ახალწელს გვიცხობდა (ახლა მიივიწყა რაღაც) ერთი 20სმ-იან კაცუნას biggrin.gif ხურდას აყოლებდა რომელიღაც ნაწილში,ვისაც ამოუვიდოდა,იმას ბედნიერი წელი ექნებოდა.. ვითომ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamtab თარიღი: May 4 2009, 05:23 AM

ბექა <--- საინტერესოა შენ რომელ ამერიკელს შეხვედრილ;ხარ და რომელმა ამერიკელმა გითხრა დახმარებაზე უარი,ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო ნათქვამია, 6 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი ამერიკელისგან ვიგრძენი მხარსი დგომა და დახმარება, სკოლა ამერიკაში დავამთავრე, კოლეჯში აქ ვსწავლობ და საკმაოდ გამოცდილი ვარ მაგ საკითხში, სხვათაშორის ამ საიტზე შენ როგორ მოხვდი არ ვიცი,შენმა კომენტარებმა უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა smile.gif

მე იცით ამერიკელებსი რა მომეწონა ყველაზე მეტად? სკოლაში სწავლის პერიოდში აგვფრთოვამნდი მასწავლებლების დამოკიდებულებით,ძალიან თბილი და უშუალოა აქ მასწავლებელი,ძალიან დამხმარე,ბევრ მადგანს შენობით მივმართავდი თავისი მოთხოვნით ..გაუგებრობის დროს გვერდით მერხზე მეჯდა და მეხმარებოდა,მიტუმეტეს რომ გაიგეს რომ ქარტველი ვიყავი ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოიჩინეს.
კიდევ მომწონს ამერიკელი ექიმი ! აქ არ არსებობს ბრილიანტებში ჩაკარგული და შუბა წამოსხმული ექიმი რომელიც,წარბ აწევით უყურებს პაციენტს (რაც საქარტველოსი დამახასიათებელია )აქ როდესაც გჭირდება დახმარება არ კითხულობენ გაქვს ფული თუ არა,ან ვისი შვილი ხარ! აქ ექიმის მოვალეობაა დაგეხმაროს ყველანაირად თუნდაც არ გქონდეს 1 ცენტიც. აქ ექიმი ძალიან უბრალოა ,ჩვენ ექიმებთან შედარებით.
ბევრ იკარგი რამის თქმა შემიძლია ამერიკელ ხალხზე, დიდი გამოცდილება მაქვს. ერთს კი ვეტყვი ყველას : ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო,შეიძლება ამერიკელებზე ბევრს უარყოფითად გსმენიათ მარა სანამ უშუალოთ თქვენ არ შეგეხებათ მათთან ურთიერთობა სხვის უარყოფით ყურით მოთრეულ ჭორებს არ დაუჯეროთsmile.gif!

კიდევ დავამატებ რა მხიბლავშ ამერიკელებსი: აქ განგსჯიან პირადათ შენ,ვინ ხარ რა კაცი ხარ და რას წარმოადგენ და არა გგვარიშვილობით,ვინ არის მამაშენი,ბიძა თუ ბებია ! დასაფასებელია ეს ყველაზე მეტად.

პოსტის ავტორი: იმედა თარიღი: Jun 19 2009, 05:36 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 25 2009, 06:05 AM) *

ნამდვილად smile.gif

ჩამოდი, ჩამოიტანე დამბალ ხაჭო და გპატიჟებ პასტაზე biggrin.gif
ვიქეიფოთი;
კაიროსი!


მაგაზე საშინელ კარნავალებს და ორგიებს თურმე საქართველოში აწყობენ.

რა ხდება ქართველობო იქნებ გამაგებინოთ?

რა ეშველება მომავალ თაობას?

ნახეთ რა უბედურებაა ჩვენ თავს!

საწყალი ახალგაზრდობა, ვინ დაარისხებს ზარებს? იქნებ გვიანიცაა უკვე?

http://www.youtube.com/watch?v=VLfTKrJYu-8




პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 19 2009, 05:51 PM

tamtab
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ ბევრ რამეში ვერც ვერასოდეს დაგეთანხმები, მით უმეტეს ექიმებზე. მაგათთან მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მაქვს და არა მარტო მაგათთან, სასწრაფოთი თუ მიგარნებინეს კი ბატონო, აღმოგიჩენენ დახმარებას, უარის თქმის უფლება არა აქვთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში გეკითხებიან სამედიცინო დაზღვევა გაქვს თუ არა, თუ გაქვს შესანიშნავია, მაგრამ თუ არა გაქვს კი აღმოგიჩენენ პირველად დახმარებას, მერე კი იმხელა ბილს გამოგიგზავნიან სახლში რომ მთელი ცხოვრება მოუნდები მის გადახდას.
ბილში კი ჩამოწერილია უამრავი ისეთი გამოკვლევა რაც არც კი გაუკეთებიათ პაციენტისთვის.
ჰქონდა ძალიან ახლობელს მსგავსი შემთხვევა, თან არა ერთი, ასე რომ მაგაზე ნუ შემომეკამათები ძალიან გთხოვ.

პოსტის ავტორი: ზაზა_147 თარიღი: Jan 17 2011, 02:24 AM

ორჯერ კოცნა არ მხიბლავს მაინცდამაინც , მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ზოგ ქვეყანაში ოთხჯერ კოცნიან არა უშავს. smile.gif





პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 17 2011, 11:02 PM

საშინელებაა ჩემი აზრით ის, რომ დაბადების დღეზე გეპატიჟებიან და შენი სასმლით და საჭმლით უნდა მიხვიდე biggrin.gif
ის კი არა, ბიჭმა საუნაში გადაიხადა დაბადების დღეს და ბოლოს ფული აგვაგროვებინა რომ ქირის ფული გადაეხადა :E ეს რა დაპატიჟება იყო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2018, 08:10 PM

"რელიგიური თვალსაზრისით საფრანგეთს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. იქ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს. თავად ფრანგები ამბობენ, - ჩვენ ათეისტურ ქვეყანას ვაშენებთო. ეს აშკარად ეტყობა კიდეც. ტაძრების მშენებლობის დროს ცდილობენ, რომ შენობებს არ ჰქონდეს რელიგიური დატვირთვა, გარეგნულადაც კი. თუმცა არიან მორწმუნეები, მაგრამ ცოტა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)