IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თვითმკვლელობა ანუ სუიციდი
tekla2007
პოსტი Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 28-April 07
წევრი № 1,777



მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Dec 12 2008, 04:25 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩემი აზრით, სუიციდს ნორმალური ჯანმრთელობის (ფსიქიკის) მქონე ადამიანი ვერ ჩაიდენს.

მაგ ლოგიკით, მაშინ არც იუდას ჩაუდენია უდიდესი ცოდვა და არც ეკლესიაა მართალი წესს რომ არ უგებს smile.gif
სინამდვილეში კი სავსებით შესაძლებელია ეს ჩაიდინოს სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის მქონემაც, სხვადასხვა მიზეზია, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო...
მომყავს სხვადასხვა წყაროები ( ჩემს პოზიციას ზოგი აქ გამოთქმული აზრი ბოლომდე არ ეთანხმება ან დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ მაინც იყოს )
"
თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, რამეთუ სიცოცხლე ღმერთის მოცემულია და მხოლოდ ღმერთსა აქვს უფლება მისი წართმევისა. თვითმკვლელისათვის ლოცვა არ შეიძლება, ეკლესია მათ არ იხსენიებს და არც წესის აგების ნებას რთავს, მათი ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალვა და ჯვარის აღმართვაც კი დაუშვებელია. ასეთი სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ თვითმკვლელმა გადაიგდო თავისი ჯვარი, უარყო მისი სიმძიმე, ღმერთის შეწევნის იმედი დაკარგა და უგულებელყო უფლის გამოუთქმელად მოწყალე მზრუნველობა ყოველივე კაცისათვის, უფალმა ხომ თქვა, "თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიანო"(მათე, 10, 30). მკურნალობაზე უარის თქმა, ექიმის დარიგების განზრახ უგულებელყოფა, საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, ზედმეტი ღვინის სმა, თამბაქოს წევა, წამლების ბოროტად გამოყენება, ნარკომანია და საერთოდ, საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის არად ჩაგდება იმავე თვითმკვლელობის სახესხვაობებია. სხეულის სულის ტაძარია, ასევე, როგორც მთლიანად კაცია სული წმიდის ტაძარი, ხოლო წმ. წერილი ამბობს: "რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან"(1 კორ. 3, 17)."

http://www.orthodox.ge/index.php?id=damckebtatvis/doc10.php

კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია?

პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს.

არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“.

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ.

კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში?

პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია.

კითხვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ.

პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი.

ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან.

http://www.orthodoxy.ge/skhva/evtanazia.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tekla2007   თვითმკვლელობა ანუ სუიციდი   Dec 11 2008, 06:07 PM
დათიკო   tekla2007 თემას გადავიტა...   Dec 11 2008, 06:15 PM
tamara   ჩემი აზრით, სუიციდ...   Dec 11 2008, 06:58 PM
Маиа   მოგესალმებით ყველ...   Dec 11 2008, 10:29 PM
ართი ვარდი   მეც მაინტერესებს. ...   Dec 28 2008, 10:30 AM
milana   როცა სასოწარკვეთი...   Dec 12 2008, 12:37 AM
tekla2007   როცა სასოწარკვეთი...   Dec 12 2008, 04:51 PM
milana   დიდი მადლობა არის ...   Dec 15 2008, 03:08 PM
KAIROS   მაგ ლოგიკით, მაშინ ...   Dec 12 2008, 04:25 AM
subterranean   სიცოცხლე ღმერთის ...   Apr 13 2009, 10:43 AM
kikina   ხალხო დამეხმარეთ ა...   Apr 13 2009, 12:30 AM
kikina   არის თითქოს განსაზ...   Apr 13 2009, 12:35 AM
syd   წამიერი სულიერი მდ...   Apr 13 2009, 12:38 AM
maZiebeli   პირად ლოცვებში მოხ...   Apr 13 2009, 02:06 AM
kikina   როგორც გამიგია არი...   Apr 13 2009, 02:45 AM
KAIROS   მაგაზე იყო დაწერი...   Apr 13 2009, 03:30 AM
KAIROS   http://church.ge/index.php?showtopic=6222&hl=   Apr 13 2009, 03:44 AM
KAIROS   ეს ლა ჭკვიანი ბაია...   Apr 13 2009, 11:14 AM
*ana*   KAIROS მე სიმართლე მეგ...   Apr 13 2009, 01:44 PM
ქევანა   KAIROS გააჩნია რა კუთხ...   Apr 13 2009, 01:54 PM
KAIROS   ახლა უნდა გავიაზრ...   Apr 14 2009, 04:23 AM
ქევანა   KAIROS ხო მაინც დაგაწე...   Apr 14 2009, 12:23 PM
მაშიკო   თვითმკვლელობამდე ...   Sep 20 2009, 01:14 AM
kinoteli   მაინტერესებს რამდ...   May 15 2010, 01:37 PM
kinoteli   ???   May 15 2010, 02:04 PM
kinoteli   არავინ იციით....თუ მ...   May 15 2010, 02:59 PM
kinoteli   მაინტერესებს რამდ...   May 16 2010, 02:06 PM
peritoniti   ჩემი შეხედულება სუ...   Nov 14 2010, 03:53 AM
OMEGACURE   KAIROS მე როგორც ვიცი პ...   Feb 14 2011, 10:15 AM
მხევალი ნინო   OMEGACURE ეს შეკიტხვა კ...   Feb 14 2011, 10:39 AM
OMEGACURE   OMEGACURE ეს შეკიტხვა კა...   Feb 14 2011, 10:41 AM
ნაინა   OMEGACURE ეს ძალიან დიდ...   Feb 14 2011, 11:27 AM
OMEGACURE   ნაინა მაგიტომ მაი...   Feb 14 2011, 11:56 AM
მხევალი ნინო   OMEGACURE წესის აგება თ...   Feb 14 2011, 11:59 AM
OMEGACURE   მხევალი ნინო გასაგ...   Feb 14 2011, 12:10 PM
მხევალი ნინო   OMEGACURE იმედს და რწმე...   Feb 14 2011, 12:17 PM
OMEGACURE   მხევალი ნინო ეგ გა...   Feb 14 2011, 12:23 PM
Heinrich von Sinsheim   ეს გასაგებია, მაგრ...   Feb 14 2011, 01:38 PM
ნაინა   OMEGACURE არც მე ვიცი :(   Feb 14 2011, 08:04 PM
peritoniti   ასეთი შეკითხვა მინ...   Dec 23 2011, 12:59 PM
dr.house...   ასეთი შეკითხვა მი...   Dec 23 2011, 06:22 PM
ikanosi   :D :D უფრო წვეტიან კი...   Dec 23 2011, 01:09 PM
A.V.M   მე კი ასეთი რამე მი...   Dec 23 2011, 04:31 PM
nikoloza1997   ბერი გაბრიელი ამბო...   Aug 6 2012, 07:44 PM
peritoniti   მერე განა ადამიან...   Sep 21 2012, 06:12 PM
ქევანა   peritoniti დანაშაული ისა...   Sep 23 2012, 10:14 PM
A.V.M   ქევანა +1986 %   Sep 24 2012, 12:55 AM
peritoniti   ქევანა მომწონს ას...   Oct 22 2012, 05:02 PM
A.V.M   peritoniti რავა ხარ თუ იცი...   Oct 23 2012, 01:30 AM
peritoniti   peritoniti რავა ხარ თუ იც...   Jan 4 2013, 08:11 PM
peritoniti   A.V.M გაუმარჯოს, მიხარ...   Oct 23 2012, 03:10 PM
ქევანა   peritoniti ეს სიტყვაზე ამ...   Oct 23 2012, 09:15 PM
A.V.M   peritoniti ბათუმში ხო არ გ...   Oct 24 2012, 02:16 AM
peritoniti   A.V.M კი, ბათუმში ვარ, ა...   Oct 24 2012, 10:16 AM
A.V.M   მე ქობულეთელი ვარ ...   Oct 25 2012, 03:04 AM
A.V.M   peritoniti :D ბოლო პმ ნახე?   Jan 4 2013, 09:37 PM
peritoniti   კი, ვნახე. მაგრამ PM-შ...   Jan 5 2013, 11:46 AM
marine   "თუკი თითოეული თვ...   Feb 24 2016, 12:05 PM
marine   "თვითმკვლელს დაკ...   Aug 16 2017, 11:21 AM
peritoniti   ნაწყვეტს მოვიყვან ...   Aug 16 2017, 02:39 PM
marine   peritoniti - რატომ იკრძალ...   Aug 16 2017, 03:37 PM
peritoniti   marine სულ ერთიდა იგივ...   Aug 16 2017, 04:15 PM
marine   peritoniti "...ცხოვრება წ...   Aug 16 2017, 06:34 PM
marine   მოტივი ერთხელ გად...   Aug 24 2017, 11:06 PM
marine   "ჩვენ დროში, სამწ...   Aug 30 2017, 11:12 AM
marine   "საშინელი ცოდვაა ...   Sep 1 2017, 10:07 AM
marine   "მამა პაისისთან ე...   Sep 14 2017, 10:13 PM
marine   სასოწარკვეთილები...   Sep 30 2017, 10:24 AM
marine   - სასოების უქონლობ...   Oct 4 2017, 11:28 AM
marine   "სასოწარკვეთილე...   Oct 5 2017, 11:27 AM
marine   "არაღვთიური სასო...   Oct 5 2017, 11:42 AM
marine   "თავგანწირვის დრ...   Jul 19 2018, 08:03 PM
marine   “მე ვიყავი მოწამე, ...   Sep 25 2018, 11:10 AM
marine   "უკიდეგანო სიყვა...   Feb 11 2019, 06:51 PM
marine   "თვითმკვლელობა ყ...   Feb 11 2019, 07:35 PM
marine   "სასოწარკვეთილე...   Jul 29 2019, 09:12 PM
marine   "...ხარ სასოწარკვე...   Aug 5 2019, 12:07 PM
marine   "არაეკლესიური ად...   Aug 5 2019, 08:32 PM
marine   "კითხვა: ყველა თვ...   Aug 9 2019, 01:26 PM
marine   "კითხვა: გარდამეც...   Aug 12 2019, 11:21 AM
marine   "სინანული და არა ...   Aug 17 2019, 03:05 PM
marine   "ხშირი შემთხვევა...   Nov 12 2019, 04:10 PM
marine   როგორ გადაარჩინა ლ...   Jan 10 2020, 03:29 PM
marine   "სუიციდის ზრდა ქვ...   Jan 30 2020, 06:54 PM
marine   "ნეტარმა ავგუსტი...   Jan 31 2020, 03:28 PM
marine   "ღმერთმა სიცოცხლ...   Mar 5 2020, 02:35 PM
marine   "ეშმაკს უხარია! ...   Apr 15 2020, 08:28 PM
marine   "ამჟამად კი, ისე მ...   May 17 2020, 03:08 PM
marine   "შვილებს უნდა ასწ...   Jul 21 2020, 08:53 PM
marine   ,,ადამიანს ყველა ცო...   Aug 22 2020, 11:10 AM
marine   "თავის მოკვლა ქარ...   Aug 27 2020, 10:09 PM
marine   "თუ ადამიანს სანუ...   Sep 2 2020, 10:41 PM
marine   „მოქალაქეობრივი გ...   Sep 3 2020, 03:37 PM
marine   "ახალგაზრდებში ე...   Sep 10 2020, 10:35 PM
marine   "თვითმკვლელების ...   Dec 9 2020, 08:48 PM
marine   "თვითმკვლელობა - ...   Dec 11 2020, 02:20 PM
marine   "თვითმკვლელობის ...   Dec 11 2020, 06:30 PM
marine   "შევარდნაძის პერ...   Feb 1 2021, 05:17 PM
marine   "გაუპატიურებულ ბ...   Feb 14 2021, 01:07 PM
marine   "ადამიანი, რომესა...   Jul 1 2021, 06:59 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 03:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი