IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება, მისი გვატსლის შესახებ
saria-giorgi
პოსტი Jul 5 2007, 04:37 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ნეტარი ავგუსტინეს მოგვაწეობა უპირველესად იპყრობს მკიტხველის ყურადგებას,რადგანაც მისი მოკცევა კრისტიანობასჰი მოხდა ტსარმარტობიდან.დედა მორწმუნე ყავდა,ხოლო მამა წარმართი.
მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "აღსარებანი",აქ არის აღწერილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.
მან ვერსად ვერ პოვა სამუდამო კავშირი და საყრდენი წარმართებთან.ასევე მას ქონდა წაკითხული"ჰორტენზიუსი".
ის ამბობს და თან გვიხსნის,რომ რადგანაც ვერ პოვა იქ მან ქრისტეს სახელი თავი დააღწია წარმართულ სამყაოს.
მას მანიქველებთანაც ქონდა პოლემიკა მან დაამარცხა ისინი საუბარში.ის რა თქმა უნდა ამ პერიოდში ნათელღებული იყო.ის იპონიის ეპისკოპოსი იყო ბოლოს.ნეტარი ავგუსტინე 430-წელს გარდაიცვალა.

დამატებითი ინფორმაციისატვის შეგიძლიათ კითხვით მომმართოთ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 5 2007, 04:47 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



saria-giorgi

შესანიშნავი თემაა, მითუმეტეს ნეტარი ავგუსტინე არა მხოლოდ რელიგიისთვისაა მნიშვნელოვანი smile.gif

კარგი იქნება თუ მისი ნაშრომები დაიდება smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 5 2007, 04:56 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



saria-giorgi

როგორც თემის სათაურში დაწერე:ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება და მისი ღვაწლიო,კარგი იქნება თუ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვებიsmile.gif

თუნდაც აქედან
ციტატა
მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "აღსარებანი",აქ არის აღწერილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.

ან სხვა ნაშრომებიდან smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 5 2007, 05:05 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "აღსარებანი",აქ არის აღწერილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.


საინტერესო თავებს ხომ ვერ აგვიკრეფ? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jul 6 2007, 02:48 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშე არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს. ღამისთევა? -მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს. მხოლოდ სიყვარულის და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.

ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა.

ნეტარი ავგუსტინე.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 6 2007, 03:15 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მთავარია ერთიანობა
მეორეხარისხოვანია მრავალფეროვნება
ყველაფერში სიყვარული

ნეტარი ავგუსტინე


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 6 2007, 03:33 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



მისი ნაშრომებიდან ასევე საინტერესოა 1"დროის პრბლემის შესახებ".
2"სამების დოგმატის შესახებ".და ასევე სხვა მრავალი ტრაქტატები.
მამის სახელია პატრიციუსი,რომელიც წარმართი იყო,ხოლო დედის მონიკა-კრისტეს მადიდებელი გარდაიცვალა,ის მუდამ ეხვტწებოდა მას კრისტიანობაში მოქცეულიყი,მისთვის ლოცულობდა და დედის ლოცვა შეისმინა ღმერთმა.
ახალგაზრდობაში ნეტ.ავუსტინე ეწეოდა ამაო ცოდვებით სავსე ცხოვრებას,მაგრამ სიცოცხლის ბოლოს აღმოჩნდა ეკლესიის დოგმატების დამცველად დაბურჯად.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2007, 03:44 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



saria-giorgi

გიორგი, იძულებული ვარ აქ დაგიწერო, PM-ს ვერაფრით ვერ გიგზავნი და ვერ გპასუხობsad.gif

ამას მიწერს: წევრის სურვილით, მასთან პირადი შეტყობინებით დაკავშირება შეუძლებელია.

პირადი შეტყობინება ვერ გაიგზავნა



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 6 2007, 04:11 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ძალიან ბევრი თავებია და გამიჭირდება აკრეფა მონიტორზე.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jul 6 2007, 04:16 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/netari_avgustine.htm


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jul 6 2007, 04:50 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



თუკი ცივია ჩვენი სიყვარული - ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც.

ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად. დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი.

მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ.

ნეტარი ავგუსტინე


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jul 15 2007, 06:26 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



“არიან მკრეხელნი, რომელთაც ”შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს იგი, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს მას. სწორედ მათ შორის აღმოვჩნდი, მაგრამ ”შენმა მარჯვენამ აღმიტაცა” და იქ დამადგინა, სადაც შემეძლო განმეკურნა თავი, რადგანაც შენ უთხარი კაცს: ”ღვთისმოსაობაა სიბრძნე” და ”ბრძენად ნუ იტყვი თავს”, რადგანაც ვისაც ”ბრძენკაცად მოჰქონდა თავი, შლეგად იქცა”. მე უკვე ნაპოვნი მქონდა ძვირფასი მარგალიტი, რომლის შესაძენადაც უნდა ”გამეყიდა ყველაფერი, რაც მებადა, და მეყიდა იგი”, მაგრამ ჯერ კიდევ ვყოყმანობდი...
მაინც რა მბოჭავდა და გასაქანს არ მაძლევდა? - უბადრუკობათა უბადრუკობა და ამაოებათა ამაოება - ჩემი ცხოვრების ეს განუყრელნი თანამგზავნი, ჩემს ხორციელ გარსს რომ ჩაჰფრენოდნენ დ ჩამჩურჩულებდნენ: ”მაშ, აღარ იშლი, გვტოვებ?”.. თუმცა მე მხოლოდ ცალი ყურით ვუსმენდი მათ, და ისინიც ძველებური თავდაჯერებით ვეღარ მიღობავდნენ გზას, არამედ თითქოს ჩემს ზურგს უკან მიმალულიყვნენ, მიჩურჩულებდნენ და მალულად მჩქმეტდნენ მიმავალს, რათა უკან მოვებრუნებინე. ისინი მიჭერდნენ და წინსვლას მიშლიდნენ, მე კი ვაყოვნებდი, ხელიდან დავსხლტომოდი მათ, თავიდან მომეშორებინა წყეულნი და ფრთაშესხმული გავჭრილიყავი იქით, საიდანაც მიხმობდა მბრძანებლური ხმა. ყოვლისმძლე ჩვეულება კი მაცდურივით ჩამძახოდა ყურში: ”გგონია, მათ გარეშეც გაძლებ?!
მაგრამ ამ სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა ძველებური რიხი, რადგანაც გაღმა მხარეს, საითკენაც რა ხანია მექცია პირი და ვცახცახებდი გადასვლის მოლოდინში, მთელი თავისი სიწმინდით, თავისი შეუმღვრეველი სიხარულის მთელი სიცხადით და სიმშვიდით მიღიმოდა თავდაჭერილობის ღირსეული და კეთილშობილური ხატება; გულითადი და ალერსიანი იყო მისი მიპატიჟება. დაეჭვება აღარ შეიძლებოდა. წმიდა იყო ჩემკენ გამოწვდილი ხელი, რომ ავეტაცე და გულში ჩავეკარი”.

როდემდის, უფალო, როდემდის შენი რისხვა? ნუ მოიხსენებ ძველ ცოდვებს ჩვენსას!” მაგრამ ვგრძნობდი, რომ მათი ტყვე ვიყავი, და საწყალობლად ვგოდებდი: ”როდემდის, როდემდის სულ ”ხვალ” და ”ხვალ”? რატომ ახლავე არა?
ამას ვამბობდი და მწარედ ვტიროდი გულით ურვილი. და უცებ მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა, რომელიც თითქოს ღიღინით იმეორებდა: ”აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!” ცრემლი შევიშრე და წამოვდექი, რადგანაც ეს სიტყვები ღვთის ბრძანებად მივიჩნიე: გადამეფურცლა საღმრთო წერილი და წამეკითხა პირველივე თავი, რომელზეც წიგნი გადაიშლებოდა. აკი ანტონზეც მსმენოდა, მის მოქცევას სახარების ერთმა ადგილმა შეუწყოო ხელი, რომელსაც შემთხვევით წააწყდა თურმე: ”წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ზეცაში; და გამომყევი მე!” ამ სიტყვებმა დაუყოვნებლივ მოაქცია იგი შენს მიმართ.
უმალ ავიღე მოციქულის ეპისტოლენი, გადავფურცლე და ჩუმად წავიკითხე პირველი თავი, რომელზეც წიგნი გადაიშალა: ”არა ღორმუცელობა და სიმთვრალე, არა სიმრუშე და სიბილწე, არა შური და შუღლი, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად”. კითხვის გაგრძელება აღარ ვისურვე, თუმც აღარც იყო საჭირო: გულში ნათელი ჩამიდგა და სიმშვიდემ დაისადგურა, განქარდა ჩემი ეჭვის წყვდიადი”.

ნეტარი ავტუსტინე



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2015, 05:51 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ავგუსტინე სასწავლებლიდან დროებით შინ დაბრუნდა, მონიკამ, დიდად სამწუხაროდ, ვერ შენიშნა მასში მტკიცე რწმენა და სულიერი სიწმინდის კანონებისადმი ერთგულება, რომლებიც შეძლებდნენ მოეზღუდათ იგი სახიფათო გასართობებისგან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2018, 07:48 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი ავგუსტინეს მამა ძალზე ფიცხი და ჭირვეული იყო, მაგრამ დედამისი მასთან მშვიდად და თანხმობით ცხოვრობდა. ისე რომ, ქმრებთან ნაჩხუბარი მეგობრები ხშირად აკითხავდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ, როგორ მოელბოთ მეუღლეთა გულები.

"საყვარელო მეგობრებო, - პასუხობდა იგი, - თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე. მათ შეურაცხმყოფელ სიტყვას მაშინვე პასუხს უბრუნებთ და ამით უმეტესად აბრაზებთ. მე კი, როცა ვხედავ, რომ ქმარი ბრაზობს, ჩუმად ვარ და მხოლოდ სულით ვევედრები ღმერთს, მის გულს სიმშვიდე დაუბრუნოს. მისი გაბრაზება თავისთავად გაივლის ხოლმე. მე კი ყოველთვის მშვიდად ვარ. მომბაძეთ, საყვარელო მეგობრებო, და თქვენც ჩემსავით მშვიდად იქნებითო".

"ის დაემორჩილა ქმარს, როგორც უფალს, - წერდა საკუთარ დედაზე ნეტარი ავგუსტინე, - ზრუნავდა, რომ იგი ქრისტესკენ მოექცია - ის იესო ქრისტეზე უფრო საქმეებით ესაუბრებოდა, ვიდრე სიტყვით. ასე შეიძინა ის და ამასთან ერთად მოიპოვა მისი სიყვარული და პატივისცემა. ქმრის ნაკლულოვანებას ისეთი სიმდაბლითა და მოთმინებით იტანდა, რომ მისთვის არასოდეს უსაყვედურია. ცდილობდა, ქმარს მრისხანებისას წინ არ აღდგომოდა, სიტყვით თუ საქმით.

როცა ქმარი მშვიდად იყო, მაშინ მის გაკეთებულ საქმეებზე მოუთხრობდა და ამ დროს აჩვენებდა იმასაც, რომ უსამართლოდ მრისხანებდა. ამგვარად, ცოლ-ქმარს შორის არა მარტო მიწაზე სუფევდა მშვიდობა, არამედ ცოლმა ქმარი ზეცის მკვიდრი გახადა, რამეთუ იგი მოინათლა, ქრისტიანი შეიქნა და ნეტარი სიკვდილით მოკვდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 03:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი