IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა პაისი მთაწმინდელი
leluka
პოსტი Oct 4 2007, 10:05 PM
პოსტი #1


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გარეგან ხმაურზე და შინაგან უშფოთველობაზე

ადამიანებმა მშვიდი ბუნება შეცვალეს


ტექნიკურ საშუალებათა უმრავლესობა, რომლითაც დღეს ხალხი სარგებლობს, რათა მოხერხებულად მოეწყონ, ხმაურს იწვევს. ვაი რომ, ამ ხმაურით ადამიანებმა მშვიდი ბუნება ჭკუიდან შეშალეს, მთელი ამ ტექნიკით მათ ის შეცვალეს და დაანგრიეს. არადა როგორი სიჩუმე იყო წინათ! როგორ ცვლიდა და ცვლის ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ისე, რომ ვერც კი ამჩნევს.
დღეს ყველა მიეჩვია, რომ ხმაურთან ერთად უნდა იცხოვროს. ბევრ თანამედროვე ბავშვს უყვარს კითხვის დროს როკ-მუსიკას მოსმენა, ანუ მათ მეტად მოსწონთ მუსიკის ფონზე კითხვა, ვიდრე - სიჩუმეში. მათ მოუსვენრობა ასვენებთ, რადგანაც მოუსვენრობაა მათ არსებაში ჩაბუდებული. ყველგან ხმაურია. აბა, უსმინე! ეს გესმის გამუდმებით: „ვუ-უ-უ... ვუ-უ!“ კვამლი იფრქვევა - „ვუ-უ“... ხეებს წამლიან საწამლით, მაშინაც - „ვუ-უ“... შემდეგ მოდიან სხვა შემასხურებლები - თვითმფრინავების მსგავსი, რათა უფრო მეტად იხმაურონ და თქვან: „ეს შემასხურებლები უკეთესია იმიტომ, რომ ხეებს ქვევიდან ზევით კი არა, ზევიდან ქვევით წამლავს და არც ერთი ბოჭკო არ რჩება ხელუხლებლად“. უნდა ვეძებოთ ასეთი შემასხურებლები და სიხარულს გვანიჭებდეს ისინი. ადამიანს უნდა ერთი პატარა ნახვრეტის გაკეთება ლურსმნისათვის და ამისთვის ისევ მანქანას მომართავს - რისთვის? რათა წყალი ნაყოს!? თანაც უხარია ეს და საოცარია, ამაყობს კიდეც! სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი რომ ჩაყლაპოს, ამისთვის ვენტილატორს ყიდულობს და მის ხმაურს ისმენს. ადრე, სიცხის დროს ხელით ინიავებდნენ, ეხლა კი ცოტაოდენი გრილი ჰაერისთვის ყურებს იყრუებენ. ზღვაზეც დიდი ხმაურია შექმნილი. ოდესღაც ზღვებზე უხმაუროდ დაცურავდნენ აფრიანი ნავები, ეხლა კი ყველაზე პატარა ძრავაც კი საშინლად ხმაურობს. მალე ადამიანების უმრავლესობა თვითმფრინავებით იწყებს ტრიალს მიწის პირზე! და იცით, სად მიგვიყვანს ეს?! მიწა ხომ ცოტა მაინც ახშობს ხმაურს, ხოლო ჰაერში ისეთი ამბები დატრიალდება, რომ ღმერთო, შენ გვიშველე!..

ადამიანებმა თვით უდაბნოების წმინდა ადგილებიც კი გაანადგურეს


ჩვენი ეპოქის მსოფლიო სულმა, თავისი ფსევდო-ცივილიზაციით უდაბნოების ის წმიდა ადგილებიც კი გაანადგურა, რომლებიც ამშვიდებენ და განანათლებენ სულებს. მოუსვენარი ადამიანი ვერსად ისვენებს. ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს. თვით წმიდა მიწაც კი... - რად გადააქციეს დღეისათვის იგი?! ფოტინე მეუდაბნოეს [1] ცხოვრებაშიც მოხსენებულია, რომ იმ უდაბნოში, სადაც იგი მოღვაწეობდა, მოგვიანებით დადგეს კიოსკები და სასადილოები გახსნეს. იმ გამოქვაბულებსა და სენაკებში, სადაც ამდენი ბერი, ამდენი წმიდანი მოღვაწეობდა, გამაგრილებელი სასმელების სავაჭროები გახსნეს ინგლისელებმა. მორჩა, უკვე აღარ არსებობს უდაბნო! ის აივსო სახლებით, რადიომიმღებებით, მაღაზიებით, ატელიეებით, აეროპორტებით! ჩვენ იმ დროს მივაღწიეთ, რომლის შესახებაც წმიდა კოსმა ეთოლიელი [2] ამბობს: „მოვა დრო და სადაც დღეს ვაჟკაცები თავის იარაღს კიდებენ, ბოშები ჩამოკიდებენ მუსიკალურ საკრავებს“. მე მინდა ვთქვა, რომ სწორედ აქამდე მივაღწიეთ ჩვენ: იქ, სადაც ადრე ბერები მოღვაწეობდნენ, იქ, სადაც ადრე მათი სკვნილები ეკიდა, ეხლა რადიომიმღებების ხმა ისმის და გამაგრილებელი სასმელები ჩქეფს!.. დიახ, ცხადია, გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და ყოველივე ეს საჭირო აღარ იქნება. საერთოდ, ყველაფერი იქიდან, რაც ხდება, ერთი დასკვნა გამოდის: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. სიცოცხლის და ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება.
- წმიდაო მამაო, წმიდა მთაზე სადმე თუ მაინც შემორჩა წყნარი ადგილი?
- რომელ წყნარ ადგილზეა ლაპარაკი, თუნდაც წმიდა მთაზე! ათონის ტყეებში დაუსრულებლად გაჰყავთ ახალი და ახალი გზები. ყველგან მანქანები დადიან. თვით იმათაც კი, ვინც ყველაზე უდაბნო და უშფოთველ ადგილებში ცხოვრობენ, მანქანები იყიდეს. მე არ მესმის - რას ეძებენ ეს ადამიანები უდაბნოებში? როდესაც არსენი დიდმა უდაბნოში ნელი სიოს მიერ შერხეული ლერწმის შრიალი გაიგონა, იკითხა: „რა ხმაურია, მიწისძვრა ხომ არ არის?“ [3] წმიდა მამებს რომ ის ენახათ, რაც დღეს ხდება: ძველად თანაცხოვრებულთა მონასტრებში ბერები მორჩილებზე მეტად იღლებოდნენ. განსაკუთრებით - ტრაპეზარი და მესტუმრე. უნდა გაერეცხათ თეფშები, სპილენძის ჭურჭელი გაესუფთავებინათ, დღეს კი იოლია ეს ყველაფერი, ბერებისთვის ხომ მისაწვდომია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხმაურს იწვევს. მახსოვს, როგორ მოგვქონდა მონასტერში წყალი წყალსატევიდან და ჯალამბარის საშუალებით გარკვეული ტევადობით მეოთხე სართულზე სრულიად უხმაუროდ ვზიდავდით. ეხლა წყალს ძრავის საშუალებით ქაჩავენ და გამუდმებით მისი ტრახტრახი ისმის. კედლები ირყევა, მინები მოძარობენ, რაიმე ხმის ჩამხშობი მაინც მოეწყოთ. არმიაში, სამოქალაქო ომის დროს, რაციის ბატარეის დატენვისას ხმის ჩამხშობს ვხმარობდი, რომ მტრის მხარეს ხმაური არ გაეგონა.
ერთხელ ჩემთან სენაკში ერთ-ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. „ხმადაბლა ისაუბრეთ, ჩვენ კარგად გვესმის.“ - ვუთხარი ერთ-ერთ მათგანს. ის ყვირილს აგრძელებდა. „ჩუმად ილაპარაკე“. - ხელახლა ვთხოვე მას. „-შეგვინდეთ, წმიდაო მამაო, ჩვენ მონასტერში მივეჩვიეთ ასეთ ღრიალს, ჩვენთან გენერატორი მუშაობს და ამიტომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ, სხვანაირად ვერაფერს გავიგონებთ.“ - მიპასუხა მან. გესმით, რას ამბობენ? იმის მაგიერ, რომ იესოს ლოცვა შეასრულონ და ჩუმად ილაპარაკონ, მათ გენერატორი აქვთ ჩართული და ამიტომ ყვირიან! ზოგიერთი მოზარდი თავის მოტოციკლს ხმის ჩამხშობს აცილებს, რომ მისი ხმა ყველგან ისმოდეს. ცუდია, რომ იგივე სული მსჭვალავს დღეს მონაზვნობას. დიახ - ჩვენ დღეს აქეთკენ მივდივართ - ხმაური ახარებს ბერებს. დღეს დილას მონასტრის ერთ-ერთ დას ვაკვირდებოდი. ის კოსმონავტს ჰგავდა. ფართოფარფლიანი ჩალის ქუდით თავზე და - რესპირატორით - სახეზე. ბენზინის სათიბელით ხელში ის კლდეზე ჩამოდიოდა და თავს იწონებდა. ასტრონავტებს არ უამაყიათ ასე, მთვარიდან რომ ჩამოფრინდნენ! გავიდა ცოტაოდენი დრო და მესმის: „ტრა-ტა-ტა-ტა-ტა“. ვხედავ, დაუწყია ბალახის ჭრა სათიბით, თან ისე, რომ აღარ ვიცოდი, ხმაურს სად დავმალვოდი. როგორც კი მან დაამთავრა, მოვიდა მონასტრის მუშა და კიდევ უფრო ხმაურიანი ტრახ-ტრახათი მიწის დამუშავება დაიწყო. დარბის ტრახტრახა წინ და უკან, წინა და უკან! შემდეგ მან გააჩერა თავისი ბენზინის გუთანი, აიღო მეორე მექანიზმი - დაიწყო მიწის დაფარცხვა. რა მწარე ხვედრი აღარ გვხვდა წილად ჩვენ!
- და მაინც, წმიდაო მამაო, ეს ტექნიკა რადგან არსებობს, შემამსუბუქებელია...
- იცი კი, რამდენნაირი შემამსუბუქებელი ტექნიკა არსებობს?.. თავი აარიდეთ ყოველივე მოტრახტრახეს და მოგრუხუნეს, თავი აარიდეთ ხმაურს. ეს ხმაური მონასტრიდან გვაძევებს. მაშ, რად კიდია თქვენთან, ქვემოთ, ფირფიტა - წარწერით: - „ისიხასტური“ [4]. დააწერეთ, ჯობია, მაგალითად, „ხმაურისტური“ ან „მოუსვენარისტური“. რად გინდათ მონასტერი - საერთოდ, თუ იქ სიწყნარე არ არის?! დააკვირდით და ეცადეთ, შეზღუდოთ ყველაფერი ის, რის შესახებაც ეხლა ვლაპარაკობდით. თქვენ ჯერაც არ გამოგიცდიათ, რა ტკბილია უშფოთველობა. ეს რომ გესმოდეთ, იმასაც უკეთესად გაიგებდით, რასაც მე ვლაპარაკობ და - ზოგიერთ სხვა რამესაც. თქვენ რომ სულიერი უშფოთველობის ტკბილი ნაყოფის გემო იცოდეთ, მაშინ უეჭველია, რომ კეთილად შეშფოთებულნი იქნებოდით და სულიერ ცხოვრებაში წმიდა უშფოთველობისაკენ ისწრაფებდით.


უშფოთველობა - ეს საიდუმლო ლოცვაა


მთელი ამ ხმაურიანი ტექნიკით ბერი ლოცვისა და მონასტრული ცხოვრების ყოველგვარ წანამძღვრებს განაგდებს. ამიტომ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ხმაურიანი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას უნდა მოერიდოს. ყველაფერი ის, რაც ადამიანებს მოსახერხებლად ეჩვენებათ, უმეტეს შემთხვევაში ბერს თავისი მიზნის მიღწევაში არ ეხმარება. ამ მდგომარეობაში მყოფი ბერი ვერ შეძლებს, მოიპოვოს ის, რისთვისაც მონაზვნობის გზას შეუდგა.
უშფოთველობა დიდი საქმეა. უშფოთველობის დაცვით ადამიანი ულოცველადაც უკვე ლოცულობს, უშფოთველობა საიდუმლო ლოცვაა და ძალიან ეხმარება ლოცვაში, ისევე როგორც ადამიანისთვის კანით სუნთქვას მოაქვს სიკეთე [5]. ის ვინც უშფოთველობით ეძლევა სულიერ საზრუნავს, შედეგად ლოცვაში ჩაიძირება. იცით კი, რა არის ჩაძირვა? დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.
ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასთან და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა. აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მხოლოდ მისი სხეულიღა იმყოფება, მაშინ როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული.

ესმის თუ არ ესმის ხმაური - თვით ადამიანზეა დამოკიდებული


- წმიდაო მამაო, მაშინ რა ვქნათ, თუ ხმაურიანი მორჩილება გვიწევს, ან მის შესასრულებლად ხმაურიანი მანქანაა საჭირო?
- როდესაც ხელსაქმე ხმაურიანია, ძალიან შველის ჩუმი ფსალმუნება, თუ იესოს ლოცვის შესრულება შეუძლებელია, რაიმე საეკლესიო საგალობელი იგალობეთ. მოთმინებაა საჭირო, გემზე, რომლითაც ათონიდან მოვდივარ, ან იქით მივემგზავრებით, დიდი ხმაურია ხოლმე, მე მივჯდები რომელიმე კუთხეში, თავს მოვიმძინარებ, რომ არავინ შემაწუხოს, თვალებს დავხუჭავ და გალობას ვიწყებ. რას აღარ ვგალობ! რამდენ „ღირს არს...“, რამდენ „წმიდაო ღმერთოს...“ გემის ძრავაც თავისი ხმაურით ძალიან უხდება გალობას. ძრავს უჭირავს ისონი [6], ზუსტად პაპუ ნიკოლოზის „ღირს არსის“ ტონალობაში, „წმიდაო ღმერთოზე“ კი - ნილევსის [7] ტონალობაში, ისე გუგუნებს, რომ მსგავს ვერაფერს ნახავ! მე გონებით ვგალობ და გალობაში გულიც მონაწილეობს.
და მაინც, მე მგონია, რომ გარეგან ხმაურს იმდენი ვნება არ მოაქვს ჩვენთვის, რამდენიც - შინაგან შფოთს. გესმის თუ არა გარეგნული ხმაური, ეს შენზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა შინაგანი შფოთისგან გაქცევა ძნელია. საფუძველი გონებაა. თვალები შეიძლება უცქერდნენ და არ ხედავდნენ. როდესაც ვლოცულობ, შეიძლება რაღაცას ვუყურებდე, მაგრამ - ვერ ვამჩნევდე. შემიძლია, სადღაც წავიდე, შემიძლია, რაიმე პეიზაჟს ვუმზირო, კიდევ სხვა რაღაცას და ვერაფერი ვერ შევნიშნო. თუ ადამიანს ხმაურში იესოს ლოცვის [8] წარმოთქმა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან გონება არ გადასცა ღმერთს. ადამიანმა საღმრთო განდგომის მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რათა შინაგანი უშფოთველობით ცხოვრება შეძლოს და აღარც ხმაური შეაშფოთებს ლოცვის დროს. ამ შემთხვევაში კაცს ის საღმრთო განდგომილება აქვს მოპოვებული, რომლის დროსაც მას ხმაური აღარ ესმის, ან ესმის მხოლოდ მაშინ, როცა მოინდომებს, ან უფრო ზუსტად, როცა მისი გონება ზეცას მოსწყდება. თუ ადამიანი სულიერად იშრომებს, თუ იღვაწებს, მაშინ მიაღწევს ამას. მაშინ იგი შეძლებს, რაღაც ესმოდეს ან არ ესმოდეს, ისე, როგორც თვითონ ისურვებს ამას.
ერთხელ, არმიაში რომ ვმსახურობდი, ერთ ჩემს თანამშრომელს, ღვთისმოსავ ადამიანს განსაზღვრულ ადგილას დავუნიშნე შეხვედრა. „იქ ხომ პირდაპირ ყურებთან გაჰყვირის მეგაფონი“. - მითხრა მან. „- მოუსმენს თუ არა მეგაფონს, თვით ადამიანზეა დამოკიდებული“. - ვუპასუხე მე. განა გვესმის ირგვლივ რა ხდება, როცა ჩვენი გონება რაღაცით არის დაკავებული?! მახსოვს, ათონზე, ჩემი სენაკის პირდაპირ ბენზინის ხერხებით ჭრიდნენ ტყეს, მთელი გორა მოაშიშვლეს. და მაშინ, როცა მე ვკითხულობდი, ან ვლოცულობდი და მთლიანად ამით ვიყავი დაკავებული, არაფერი მესმოდა, მაგრამ როცა სულიერ ვარჯიშს შევწყვეტდი, ხელახლა გავიგონებდი ხოლმე ყველაფერს.


სხვათა უშფოთველობას პატივი ვცეთ


თუ ხმაურის მიზეზნი თვით ჩვენ არა ვართ, მაშინ არაფერია, - ღმერთი ყველაფერს ხედავს. მაგრამ საქმე ცუდადაა, თუ ხმაურს თვითონ ვიწვევთ. ამიტომ გამუდმებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სხვები არ შევაშფოთოთ. თუ ვინმე თვითონ ვერ ლოცულობს, უკიდურეს შემთხვევაში, სხვებს მაინც ნუ დააბრკოლებს. რომ იცოდეთ, თქვენი ხმაური რა დიდი ზიანის მომტანია მლოცველი ადამიანისათვის, ძალიან ყურადღებით იქნებოდით. რადგანაც, თუ ვერ გააცნობიერე, რომ სიჩუმე პირადად შენთვისაც აუცილებელია და საერთოდ ყველას ეხმარება და ამასთან ის მთელი გულით, სიყვარულით უნდა დაიცვა და არა ჯოხის შიშით, მაშინ კეთილ შედეგს სიჩუმე ვერ მოგიტანს. თუ ადამიანი დაძაბული იცავს სიჩუმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დისციპლინის წესებს დაემორჩილოს, თუ საკუთარ თავს ეუბნება: „ეხლა ისე უნდა გაიარო, რომ არავინ შეაწუხო, ეხლა ფეხის წვერებზე უნდა იარო“... ეს წმინდა წყლის სატანჯველია. მიზანი ისაა, რომ ამგვარად მთელი გულით, მთელი სიხარულით იქცეოდე. სიჩუმეს იცავდე იმიტომ, რომ ვიღაც ლოცულობს, ვიღაც ღმერთთან ერთობაში იმყოფება. რა დიდი სხვაობაა ამ პირველ და მეორე შემთხვევებში სიჩუმის დაცვას შორის! ის, რასაც ადამიანი გულით აკეთებს, მას ახარებს და ეხმარება. თუ სიჩუმის აუცილებლობას გააცნობიერებ და პატივისცემით განეწყობი მის მიმართ, ვინც ამ დროს ლოცულობს, მაშინ რაღაცნაირი კრძალვა დაგეუფლება. სხვისი პატივისცემით კი ადამიანი საკუთარ თავს სცემს პატივს, მაგრამ საკუთარ თავს არაფრად თვლის, იმიტომ, რომ თავმოყვარეობით კი არა, ღვთისმოყვარეობით მოქმედებს. საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოიდგინო, ასე უნდა იფიქრო: „იმ ადამიანის ადგილას რომ ვიყო, როგორ დამოკიდებულებას ვისურვებდი ჩემდამი? დაღლილი რომ ვიყო, ან ვლოცულობდე, მომეწონებოდა, კარს ასე რომ აჯახუნებენ?“ საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება რომ შეგვეძლოს, ბევრი რამ შეიცვლებოდა.
რა შესანიშნავი იყო ადრე თანაცხოვრებულთა მონასტრებში! უშფოთველობაში! ყოველ მეოთხედ საათში ზარი ირეკებოდა, რომ ბერებს იესოს ლოცვის აუცილებლობა გახსენებოდათ. თუ ვინმე ლოცვას მოსწყდებოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში საათის ხმას რომ გაიგონებდა, კვლავ უბრუნდებოდა მას. საათის რეკვას ძალიან დიდი სარგებლობა მოჰქონდა. მამები ლოცვას აღასრულებდნენ და მონასტერში უშფოთველობა, სრული სიჩუმე სუფევდა. წმიდა მთის იმ თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ვცხოვრობდი, სამოცი ძმა მოღვაწეობდა. შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, რომ სავანეში ერთი ისიხასტი იმყოფებოდა. ყველა იესოს ლოცვას ასრულებდა, ტაძარშიც უმრავლესობა გონიერ ლოცვას იყო მიცემული, ცოტა თუ გალობდა. მორჩილებებზეც იგივე ხდებოდა. ყველგან უვნებელობა სუფევდა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, არავინ ყვიროდა, ყველა თავისი მორჩილებით იყო დაკავებული. ყველა უხმაუროდ მოძრაობდა - როგორც ცხვრები. ყველაფერი, რაც მონასტერში კეთდებოდა, უხმაუროდ სრულდებოდა. არ იყო ის, რაც სხვა მონასტრებში მოიგონეს: „მორჩილების საათები“, „უშფოთველობის საათები“... ისღა გვაკლია, წყნარი საათი შემოვიღოთ! ადრე თავის დროს ყველა იმის მიხედვით საზღვრავდა, თუ რა მორჩილებას ასრულებდა.
თუ ჩვენ გვსურს, რომ კურთხეული უდაბნო თავისი წმიდა სიცარიელითა და ტკბილი სიმშვიდით დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენც დავმშვიდდეთ, ვნებათაგან დავცარიელდეთ და ღმერთს მივუახლოვდეთ, მაშინ ჩვენც უნდა შევიყვაროთ იგი და პატივისცემით მოვეკიდოთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ წმიდა უდაბნო ჩვენს ვნებიან „მეს“ არ შევაგუოთ. ეს დიდი უბედურებაა - იგივე, რომ წმ. გოლგოთაზე მუხლისმოსადრეკად საესტრადო სიმღერით წახვიდე.

ხმაურის შხამსაწინააღმდეგო - კეთილი ზრახვები



თანამედროვე ადამიანები სამწუხაროდ უმნიშვნელო საქმეებისთვისაც კი ხმაურიან ტექნიკას იყენებენ. ამიტომ, თუ ვინმე დროებით თავს გაარიდებს ხმაურიან ვითარებას, მან საკუთარ თავში კეთილი ზრახვები უნდა ჩაინერგოს. ადამიანებს შენ ვერ აიძულებ, რომ ესა თუ ის ხმაურიანი ტექნიკა არ ჩართონ. ამის მაგიერ შენ თვითონ ჩართე საკუთარ თავში კეთილი ზრახვები. ვთქვათ, შესასხურებლის მუშაობის ხმა გესმის და ის ვეტმფრენის ხმაურს გაგონებს, იფიქრე ასე: „შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ რომელიმე და მძიმედ დაავადებულიყო და ვერტმფრენი საავადმყოფოში მის გადასაყვანად მოფრენილიყო, წარმოიდგინე, რა აღელვებული იქნებოდი მაშინ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარო“. გონება და მიხვედრილობაა საჭირო, რომ მოხერხებულად წარმოშვა კეთილი აზრი. ვთქვათ გესმის, როგორ ხმაურობს ბეტონის ამრევი, მუშაობს ამწე, კიდევ რაღაც ხმაურობს: თქვი: „დადება შენდა, ღმერთო, რომ არ გვბომბავენ, რომ სახლები არ ინგრევა! პირიქით, ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ და სახლებს იშენებენ“.
- წმიდაო მამაო, თუ ნერვები გაფუჭებულია, მაშინ რა ვქნათ?
- ნერვები გაფუჭებფლია?! ეს რაღას ნიშნავს? იქნებ ზრახვებია გაფუჭებული?! კეთილ ზრახვაზე უკეთესი არაფერი არსებობს. ერთმა ერის ადამიანმა სახლი წყნარ ადგილას აიშენა. დრო გავიდა და მისი სახლის ერთ მხარეს გარაჟი ააშენეს, მეორე მხარეს გზა გაიყვანეს, მესამე მხარეს კი გახსნეს ბარი - დისკოთეკით. შუაღამემდე უსმინე, როგორ გრიალებენ ინსტრუმენტები! საწყლმა ძილი დაკარგა. ლოგინში ყურსაცობებით იწვა, აბების მიღებაც კი დაიწყო. ცოტაც და გონება დაებინდებოდა. ის წმიდა მთაზე მივიდა, მე მომძებნა და მიამბო: „ასე და ასე მომივიდა, წმიდაო მამაო, სიმშვიდე აღარა გვაქვს, სხვა სახლის აშენებას ვფიქრობ“. კეთილი ზრახვები აამუშავე - მივუგე მე. - აბა იფიქრე, ვთქვათ, ომია, და გარაჟში ტანკებს არემონტებენ, იქვე განლაგებულ ჰოსპიტალში სანიტარულმა მანქანებმა ავადმყოფები მოიყვანეს, შენ კი გეუბნებიან: „ადგილზე იყავით, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას გაძლევთ, არავინ შეგეხება, შეგიძლია, მშვიდად გამოხვიდე სახლიდან, მაგრამ მხოლოდ ამ ნაგებობებს შორის უნდა გადაადგილდე, იმიტომ, რომ ტყვია აქამდე არ აღწევს“. ან გითხრან: „ცხვირს ნუ გამოყოფ სახლიდან და არავინ არაფერს გერჩის“. განა ეს შენთვის ცოტა იქნებოდა?! განა ასეთ პირობებს ნამდვილ ლოცვა-კურთხევად არ მიიჩნევდი?! ამიტომ ეხლაც უთხარი საკუთარ თავს: „დიდება შენდა, ღმერთო, რომ არანაირი ომი არ არის, რომ ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელნი არიან და ყველა თავის საქმეს აკეთებს. გარაჟში არანაირი ტანკები არ არის და ადამიანები საკუთარ მანქანებს არემონტებენ, დიდება შენდა, ღმერთო, რომ არ არის არანაირი ჰოსპიტალი, არც დაჭრილები და სხვა უბედურებები, რომლებიც ომს მოაქვს. გზაზე არ ჩანან სატანკო ნაწილები, არამედ ადამიანები სამსახურში მიდიან მანქანებით“. თუ შენ ამგვარად ჩართავ და აამუშავებ კეთილ აზრებს, მაშინვე ღვთის დიდებას მოჰყვები“.
საბრალო, მიხვდა, რომ მთავარი - ეს მდგომარეობასთან სწორი მიდგომაა და დამშვიდებული წავიდა. ნელ-ნელა მან შეძლო, რომ განსაცდელებისთვის კეთილი აზრები დაეპირისპირებინა, მერე აბებიც გადაყარა და უკვე უპრობლემოდ იძინებდა. ხედავ, ერთ კეთილ აზრს როგორ შეუძლია ადამიანის მოწესრიგება?!
ერთხელ სადღაც მივდიოდი ავტობუსით. კონდუქტორის რადიო ხმამაღლა მუშაობდა. ჩვენს თანამგზავრებს შორის რამდენიმე მორწმუნე ახალგაზრდაც იყო. მათ კონდუქტორს უთხრეს, რომ ავტობუსში ბერი იმყოფებოდა და არაერთგზის ანიშნეს, რომ რადიო გამოერთო. თხოვეს ერთხელ, მეორედ, ის კი ვითომც არაფერი, პირიქით - მოუმატა კიდეც ხმას. „დაანებეთ თავი, - ვუთხარი ბიჭებს, - ეს ხელს არ მიშლის, მე საეკლესიო საგალობელს ვგალობ, რადიო კი მხარს მიბამს, ბანს მაძლევს“ [9]. გულში კი ვფიქრობდი: „ღმერთო, დაგვიფარე და სადმე გზაზე ავარია რომ მოხდეს და ჩვენს ავტობუსში დასახიჩრებული ადამიანები ჩასვან, - ერთი მომტვრეული ფეხით, მეორე - გატეხილი თავით, როგორ გავუძლებდი ამ სანახაობას? დიდება ღმერთს, რომ ადამიანები ცოცხალნი და ჯანმრთელნი არიან. აი, მღერიან კიდეც“! აი, ასე მივდიოდი სასულიერო გალობით, შესანიშნავი მოგზაურობა იყო!
კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან, რათა გაიგოთ, როგორ აწესრიგებს ადამიანს ერთი კეთილი აზრიც კი - რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთ ნაცნობთან ერთად იერუსალიმში ვიყავი, ჩვენი იქ ყოფნა რაღაც ადგილობრივ დღესასწაულს დაემთხვა. ხალხი დღესასწაულობდა და გაუჩერებლად გაიძახოდა „ალალ-ახ!“ ამბავი ტრიალებდა - ღმერთო, დაგვიფარე! ხმაური, ღრიალი, შეძახილები. ზეიმობდნენ, როგორც შეეფერებოდა - „წინწილითა ღაღადებისათა“ [10]. მხოლოდ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. მთელი ღამე ჟრიამული იდგა. ჩემი ნაცნობი განერვიულდა, რაფაზე იჯდა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მე ავამუშავე კეთილი აზრები, ჩვილივით ჩამეძინა: მახსენდებოდა ებრაელების გასვლა ეგვიპტიდან [11] და ამის გამო გულიც კი ამიჩვილდა.
ასევე თქვენც, ნებისმიერი განსაცდელი კეთილი აზრებით უნდა განდევნოთ. ვთქვათ, კარი დაჯახუნდა. უთხარით საკუთარ თავს: „ღმერთო დაიფარე, რომელიმე დას რაიმე რომ შემთხვეოდა, რო დავარდნილიყო და ფეხი მოეტეხა, განა ღამით დაძინებას შევძლებდი?! ეხლა კი კარი გაჯახუნდა, ესე იგი მას რაღაც საქმე ჰქონდა“. თუ მონაზონი განიკითხავს და იტყვის: „აი, როგორი დაბნეულია! კარებს აჯახუნებს, წარმოიდგინეთ, რა თავხედობაა?“ - განა ამის შემდეგ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებს იგი?! ვთქვათ ვიღაცის მაღვიძარა დიდხანს რეკს. რეკს - ჩერდება, რეკს - ჩერდება. თუ მონაზონი, რომელიც სხვისმა მაღვიძარამ გააღვიძა, ასე იფიქრებს: „როგორც ჩანს, ეს და ძალიან დაიქანცა, წამოწევაც არ შეუძლია. ჯობია, რომ თავისი სენაკის წესი მან ნახევარი საათით გვიან დაიწყოს.“ - იგი არ შეშფოთდება და ეს მოულოდნელი გამოღვიძება არ განარისხებს. მაგრამ თუ საკუთარ თავზე იფიქრა, რომ „აი, როგორ მაღვიძებენ ვიღაცეების მაღვიძარები“! შეიძლება ისიც თქვას: „და რას გავს ეს? მოსვენებას არ მაძლევენ!“ სწორედ ამიტომ ერთი კეთილი აზრი ისე ეხმარება ადამიანს, როგორც - სხვა არაფერი.

ჩვენ შინაგანი უშფოთველობა უნდა მოვიხვეჭოთ


ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ყველაფრისაგან სულიერი სარგებელი მოიპოვოს. შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭაა საჭირო. სწორი აზროვნების შედეგად ხმაურმაც კი სარგებლობა უნდა მოგვიტანოს. საფუძველი - მოვლენებთან სწორი დამოკიდებულების შერჩევაა. ყველაფერს კეთილი აზრები უნდა დაუპირისპიროთ. თუ ხმაურში შინაგან უშფოთველობას მიაღწევ, ეს ცოტა არ არის. ხოლო თუ ვინმემ შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭა გარეგნულ ქაოსში ვერ შესძლო, ის ვერც გარეგნულად მშვიდ ვითარებაში იქნება მშვიდად. როცა ადამიანს შინაგანი უშფოთველობა ეწვევა, მასში, შიგნით, ყველაფერი ჩუმდება და აღარაფერი აღშფოთებს. თუ იმისათვის, რომ შინაგან უშფოთველობას მიაღწიოს, ადამიანი უშფოთველ გარემოში მოხვედრას ცდილობს, მაშინ, როცა იქ მოხვდება, ის ჯოხს დაიჭერს და დღისით კალიებს დაუწყებს დევნას, ღამით კი - ტურებს, რომ მათ სიმშვიდე არ დაურღვიონ, ანუ ის იმათ გარეკვას მოუნდება, ვისაც მისთვის ეშმაკი შეკრებს. როგორ გგონიათ, სხვას რას აკეთებს ეშმაკი? ის ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ჩვენ, რითაც შეუძლია, მანამ ცოცხლები ვართ.
ერთ სკიტში ორი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, მათ იყიდეს ვირი - ყელზე ეჟვანით. ერთ ახალგაზრდა ბერს, რომელიც ახლოს ცხოვრობდა, დაყუდებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მას აწუხებდა ეჟვნის ხმა, ამბობდა, რომ ბერებს ვირების ყოლა ეკრძალებათ და ამის დასამტკიცებლად სხვადასხვა კანონები მოჰქონდა, რისი მოძებნაც კი შეძლო! დანარჩენი სკიტების ბერები კი ამბობდნენ, რომ ეჟვანი მათ ხელს არაფერში უშლიდათ. „- მომისმინე, - ვუთხარი ახალგაზრდა ისიხასტს, - ეს მოხუცი ბერები ხომ არანაირად არ გვაწუხებენ მე და შენ სხვადასხვაგვარი სათხოვარით, არამედ ამ ვირის დახმარებით საკუთარ თავს თვითონ უვლიან. განა ეს ცოტაა? აბა, წარმოიდგინე, ვირს რომ ეჟვანი არ ჰქონდეს, დაიკარგებოდა, მის მოსაძებნად წასვლა კი ჩვენ მოგვიხდებოდა! ჩვენ კიდევ ვუჩივით?!“ თუ კეთილი აზრები არ გვექნება, თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებელს არ მივიღებთ, სულიერ წარმატებებს ვერ მივაღწევთ, წმინდანების გვერდითაც რომ ვცხოვრობდეთ. მაგალითად: მე აღმოვჩნდი არმიაში. მაშინ, ჯარისკაცური გონგის ხმა მონასტრის ზარს შემიცვლის და ავტომატი გამახსენებს სულიერ იარაღს, რომლითაც ბოროტს ვებრძოდი. თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებლობას არ გამოვწურავთ, ზარიც კი შეგვაშფოთებს. ან ყველაფრისაგან სარგებლობას მივიღებთ ჩვენ, ან ყველაფრით ეშმაკი ისარგებლებს. მოუსვენარი ადამიანი თვით უდაბნოშიც კი თან წაიღებს თავის მოუსვენარ „მე“-ს. სულმა შინაგანი უშფოთველობა უნდა მოიხვეჭოს - ჯერ კიდევ გარეგნული ქაოსის პირობებში. როცა მას მოიხვეჭს, მაშინაც კი უშფოთველი იქნება, როცა სოფელს უშფოთველობისათვის დატოვებს.



მამა პაისი მთაწმინდელი
ბერის გამონათქვამებიდან


„ჩვენს მიერ განვლილი წლები მეტად ძნელი და მეტად სახიფათოა,
მაგრამ, ბოლოსდაბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს“


ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანიებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ [1], ამდენად მათ არა აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად, სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუკი თვით ისინიც კი, ვინც წმიდა მთაზე მოდიან, ასე გახელებული და დაბნეულნი არიან, როგორებიღა უნდა იყვნენ ისინი, ვინც შორსაა ეკლესიისაგან და ღვთისაგან.
ყველა ქვეყანაში ქარიშხალი და უდიდესი არეულობაა! უბედური სამყარო (დაე, განიპყრას უფალმა ხელი თვისი მის დასახსნელად) სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა! თანაც, ძალიან ჩქარა...
ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, ვკითხე, - რატომ ყურადღებას არ აქცევთ, რაც ხდება, სადამდე მივა ეს ყველაფერი? მან მომიგო: - მამაო, ადრე ბოროტები უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ამჟამად კი ის დიდი ზვავია, ამას სასწაული თუ უშველის“. მაგრამ ზოგიერთი იმ საშუალებებით, რომლითაც თითქოს მდგომარეობის გამოსწორება სურთ, ბოროტების ზომები მიიღონ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით, რაიმე დადებითაც შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ, იმისათვის კი არ ზრუნავენ, რომ ეს ზვავი დაადნონ, არამედ მის ზრდას უწყობენ ხელს. თავიდან ხომ თოვლი არც ისე ბევრია. მაგრამ თუ იგი ქვევით ჩამოიწევს და დაქანდება, ზვავად იქცევა. თოვლი იკრებს თოვლს, ხეებს, ნაგავს, ქვებს, უფრო და უფრო იზრდება და დიდ ზვავად იქცევა. ასევეა ბოროტებაც: ცოტ-ცოტაობით ის უკვე თოვლის უდიდეს მასად იქცა და ქვევით მიექანება. ახლა იმისათვის რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.
- წმიდაო მამაო, თქვენ ყოველივე ეს გაწუხებთ?
- აჰ, აბა რის გამოა, რომ წვერი უდროოდ გამითეთრდა? მე ორმაგად მტკივა. თავიდან, როდესაც მოახლოებულ საფრთხეს ვგრძნობ და ხმამაღლა ვყვირი, რომ ავიცილოთ უბედურება და შემდეგ, როდესაც ამას უყურადღებოდ ტოვებენ, ბოროტეbა აღესრულება და მე დახმარებისათვის მომმართავენ. ახლა მესმის, როგორ იტანჯებოდნენ წინასწარმეტყველები. ისინი უდიდესი მოწამეები იყვნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მოწამეები, ვიდრე რომელიმე მოწამე, თუმცა ზოგიერთ მათგან მოწამეობრივი სიკვდილი არ ხვდომია. ეს იმიტომ, რომ მოწამეები მცირე ხანს ევნებოდნენ, მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველები ხედავდნენ, თუ როგორ აღესრულებოდა ბოროტება და გამუდმებით იტანჯებოდნენ. ისინი გამუდმებით გაჰყვიროდნენ და გაჰყვიროდნენ, დანარჩენები კი თავ-თავიანთ საყვირზე უკრავდნენ. და მაშინ, როცა ამ დანარჩენების ქმედებების გამო ღვთის რისხვა მოიწეოდა, მათთან ერთად წინასწარმეტყველებიც იტანჯებოდნენ.


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 4 2007, 10:48 PM
პოსტი #2


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მაგრამ მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში ადამიანების გონება შეზღუდული იყო და ამის გამო ტოვებდნენ ისინი ღმერთს და კერპებს სცემდნენ თაყვანს. დღეს, როდესაც ადამიანები შეგნებულად ტოვებენ უფალს - უდიდესი კერპთმსახურება აღესრულება.
ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. მან მოაწყო „პანიკინია“ [2], რათა სამყარო დაღუპოს, ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა. ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია“ [3]. ის ახლა იქცევა იმ დამნაშავესავით, რომელიც, რადგან ხედავს, რომ ალყაშია მოქცეული, ამბობს: „ვერ გადავრჩები, ისინი შემიპყრობენ“... და მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს. ანდა როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, როცა საომარი მასალა გამოილევა, ჯარისკაცები ხიშტსა და ხმალს მოიმარჯვებენ, ომში გადაეშვებიან და მოხდეს, რაც მოსახდენია! „სულერთია, - ამბობენ ისინი, - მაინც ვიღუპებით. რაც შეიძლება მეტი მტერი მაინც გავანადგუროთ!“ ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია, თქვენ გესმით ეს! უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ისინიც კი ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს უვნებლად ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს. როდესაც დიდი ხანძარი ჩნდება და მეხანძრეები მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, ადამიანები ხომ იძულებულნი ხდებიან, ღმერთს მიმართონ და მისგან დიდი წვიმა გამოითხოვონ, რათა ცეცხლი მან დააცხროს. იგივეა სულიერი ხანძარიც, რომელიც ეშმაკმა აღაგზნო და მხოლოდ ლოცვაა საჭირო, რომ შეგვეწიოს უფალი.
მთელი სამყარო ერთისკენ მიდის. საყოველთაო ნგრევაა. ვერ იტყვი, რომ სახლში ერთი მინაა გაბზარული, ან რაღაც ამგვარი, მოდი და შევაკეთებო, - მთელი სახლი ინგრევა! სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. მდგომარეობა უკვე უკონტროლოა. მხოლოდ მაღლიდან ღმერთს შეუძლია შველა. ახლა ღმერთი შრომობს: ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლკვერით, ზოგან შოლტით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს. სამყარო მოწყლულია, ის გაყვითლებულია და დასაღუპადაა გამზადებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომწიფებულა, ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიქონში [4], რომელსაც სენისაგან განწმენდა სჭირდება, „დეზინფექცია“ დაიწყება.



თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები


ადამიანთა ტანჯვას დასასრული არა აქვს. საყოველთაო ხრწნილება სუფევს - მთელ ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. მხოლოდ იმ სახლებში, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ ადამიანები, გრძნობენ თავს მშვიდად. სხვაგან კი - აქ გაყრა, იქ - გაკოტრება, სადღაც ავადმყოფობა, სადღაც უბედური შემთხვევები, ზოგი წამალს ეძალა, ზოგი - ნარკოტიკს... საცოდავები! ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით - დღეს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს სწოვენ, სახლებიდან ასახლებენ, ტანჯვა-წამების მთელი გროვაა. და ეს არა მხოლოდ ერთ-ორ დღეს! თუკი ასეთ ოჯახში ერთი ან ორი ჯანმრთელი ბავშვი არსებობს, ყოველივე ამისგან ისინიც ავადდებიან. ამგვარ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთი დღითაც რომ შეეძლოთ მონაზვნური უზრუნველობა მოიპოვონ, ეს მათთვის ყველაზე საუკეთესო აღდგომა იქნებოდა.
რა დიდი უბედურება ტრიალებს სამყაროში! თუკი საკუთარ თავზე კი არ ზრუნავ და შენი ტკივილი კი არ გტკივა, არამედ - სხვების, მაშინ მთელ ქვეყნიერებას ისე ხედავ, როგორც - რენდგენზე, რომელიც „სულიერი სხივებითაა“ განათებული. ლოცვისას ხშირად ხედავ, თუ პატარა, საბრალო, უბედური ბავშვები სიმწრით როგორ მოდიან ჩემს წინაშე და ღმერთს დახმარებას სთხოვენ. მათ ოჯახებში პრობლემები და სირთულეები აქვთ და ამიტომ დედები ლოცვაზე აყენებენ, რათა ღვთისგან შემწეობა ითხოვონ. ისინი „ამავე სიხშირეზე გადმოეწყობიან და ჩვენ ამგვარად ვუკავშირდებით მათ“.

უსაფრთხოება და უმწეობა


დღეს ქვეყნიერება სხვადასხვაგვარი „უსაფრთხოებებითაა“ სავსე, მაგრამ იგი განშორებული ქრისტესგან - უდიდესი უმწეობის შეგრძნებით იტანჯება. არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები არიან. და რამდენადაც ადამიანური უსაფრთხოება მათ არ აკმაყოფილებთ, ისინი ეკლესიის ხომალდს მიელტვიან, რათა სულიერი უსაფრთხოება იგრძნონ, რადგან ხედავენ, რომ ერის ხომალდი ფსკერისკენ მიდის, მეორე მხრივ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ეკლესიის ხომალდშიც შედის წყალი და იქაც ამსოფლიური სულით არიან შეპყრობილნი და სულიწმიდა არ იმყოფება მაში, მაშინ ადამიანებს სასო წარეკვეთებათ, რადგან ამის შემდეგ ხელჩასაკიდი აღარაფერი ექნებათ.
სოფელი იტანჯება, იღუპება და საუბედუროდ, ადამიანები იძულებულნი არიან ამ ერული სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ. უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს, განსაკუთრებით ამჟამად იგრძნობა ყველგან ეს ყოველივე, ადამიანებს საყრდენი არა აქვთ. როგორც ანდაზაშია: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო“, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაღრჩობად განწირული ადამიანი ცდილობს რაიმეს ჩასჭიდოს ხელი, რათა გადარჩეს. ხომალდი იძირება და ვიღაც ცდილობს, გადარჩეს, ცდილობს, ანძაზე ავიდეს. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ანძაც ფსკერისკენ წავა ხომალდთან ერთად. ის ანძას ჩაეჭიდება და კიდევ უფრო ჩქარა დაინთქმება. მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები საყრდენს, ხელის ჩასაჭიდს ეძებენ. და თუ მათ არა აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან, თუ მათ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მთლიანად მას მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.
ჩვენს მიერ გადატანილი წლები მეტად მძიმე და სახიფათო იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს. თქვენ ნახავდით, თუ როგორი პატივისცემით განეწყობოდნენ ადამიანები ეკლესიის მიმართ, ჩვენ - ქრისტიანები რომ სწორად ვცხოვრობდეთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანები მიხვდებიან, რომ სხვაგვარად კარგი არაფერი გამოვა. პოლიტიკოსებმა უკვე გაიგეს, რომ თუკი ვინმეს შეუძლია ადამიანებს დახმარება გაუწიოს ამ ქვეყანაზე, რომელიც საგიჟედაა გადაქცეული, ეს ეკლესიური ადამიანები არიან. დიახ, ნუ გაოცდებით! თქვენმა პოლიტიკოსებმა თავიანთი უძულრება აღიარეს და ხელები ასწიეს. ჩემთან სენაკში რამდენიმე პოლიტიკოსი მოვიდა და მითხრეს:
- ბერები საქადაგებლად ერში უნდა გავიდნენ და განსწავლონ ადამიანები, სხვა გამოსავალი არ არსებობს - მძიმე წლებია!.. თქვენ რომ იცოდეთ, თუ სადამდე დავედით და წინ რა გველოდებაო!


ადამიანი ძიებაშია


როგორღაც ისე მოხდა, რომ ზამთარში, ჩემს სენაკში ჩვიდმეტი სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა. სტუდენტიდან დაწყებული - თეატრის რეჟისორით დამთავრებული. ეს ადამიანები ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ღვთისმეტყველების სწავლას! ერის მდგომარეობა სრული უგუნურებაა! ყველა რაღაცას ეძებს და უმრავლესობამ არც იცის - თუ რას. ერთნი ჭეშმარიტებას გართობის ცენტრებში ეძებენ, მეორენი კი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ...
- და მართლაც, წმიდაო მამაო, როგორ ძიებაში არიან ადამიანები! თქვენთან ამდენი ხალხი მოდის და რიგში საათობით დგანან, რომ თქვენ შეგხვდნენ.
- ესეც დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშანია - ადამიანები შემწეობას ეძებენ (თვით) ჩემისთანა უღირსთან. მე საკუთარ თავში ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ და მიკვირს: რას ხედავენ ასეთს, რომ თავპირისმტვრევით მოიჩქარიან ჩემსკენ? ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მე: გოგრა საზამთროს კურკით. ჩვენს დროში კი გოგრას საზამთროს მაგიერ ჭამენ, რადგან მისი კურკები საზამთროსას ჰგავს. ადამიანები ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა. ჩემთვის კი როგორია: ერთის მხრივ, მე საკუთარი თავის მრცხვენია, მეორე მხრივ კი - ადამიანები ტკივილით იტანჯებიან. სადამდე დავედით. როგორ დაეცა ერი! წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები იპოვიან ვინმეს ერთი შესამოსელის მქონეს და ეტყვიან: „გაგვიხდი მთავრად შენს ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო“ [5]. შეგვიწყალე, უფალო!
წმიდა არსენი კაბადოკიელი ოცდამეშვიდე ფსალმუნს კითხულობდა მათთვის, ვინც „ზღვასა შინა იჭირვიან“. მე კი როდესაც მას ვკითხულობ, ვამბობ: „ღმერთო ჩემო, ახლა ხომ ხმელეთის - ანუ მთელი სამყარო - ზღვაზე უფრო საშიშად იქცა, ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში“. როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვერული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ: „ღმერთი შურის ძიებათა, ღმერთი შურის ძიებათა განცხადნა, ამაღლდი, რომელი შჯი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა... ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს... და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა“... ეს წმიდა სიტყვები მეტად ანუგეშებენ სულს. ამ უბედურ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ რომ მიეპყროთ მზერა ცისთვის, მაშინ ბევრი რამ შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს ადამიანები ღმერთზე არ ფიქრობენ, ამიტომ სულიერი დახმარების მცდელობა მათთვის გამოძახილს ვერ პოულობს და მათთან ურთიერთგაგების მდგომარეობის დამყარება ვერ ხერხდება.
მე გამუდმებით ვთხოვ ღმერთს, გამოუჩინოს ქვეყნიერებას კეთილზნეობრივი ადამიანები, ქრისტიანები, რათა ისინი შეეწიონ დანარჩენებს. დაე, უფალმა ასეთ ქრისტიანებს მრავალი წლის სიცოცხლე მიჰმადლოს. ვიცოცხლოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო და მოგვევლინონ სხვა ადამიანები. არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან - სამყაროს რომ ანგრევენ, არამედ ახლები, წმინდები, ვევედროთ ღმერთს, რომ მან გამოაჩინოს ახალი მაკაბელები [6]. ახალგაზრდებს შეიძლება გამოცდილება არ ჰყოფნით, სამაგიეროდ მათში არ არის სიცრუე და ცბიერება.
მოდით ვევედროთ ღმერთს, რომ მან განანათლოს არა მარტო ისინი, ვინც დღეს ეკლესიას ეკუთვნის, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რათა მათ ღვთის შიში ჰქონდეთ და შეეძლოთ, თქვან რაიმე - სულთა განმანათლებელი. უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე. ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით - მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება კეთილად მოაქცევს ქვეყანას, ხოლო ცუდი გადაწყვეტილება - კატასტროფაა მისთვის. ადამიანების უბედურება მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის მარტო, არა მხოლოდ იმაში, რომ უქონელნი და ღატაკნი არიან. მათი სულიერი სიდუხჭირე უფრო საშიშია. ლოცვა დიდად საჭიროა იმისთვისაც, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს. ქრისტე თითქოს ხელთ იღებს პატარა სახრახნისს, სადღაც მეტად მოჭერაა საჭირო, სადღაც - მოშვება და წესრიგია! როდესაც ღმერთი გააბრწყინებს ზოგიერთ რჩეულ ადამიანს, მაშინ თვით ბოროტების ფასი თანდათან ეცემა და მასზე მოთხოვნილება აღარ არის. რადგან ბოროტება ღმერთს კი არ ანადგურებს, არა! ის ანადგურებს საკუთარ თავს. მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მე ვხედავ, რომ მრავალ მათგანს, ვისაც რაღაც მაღალი მდგომარეობა უკავია, ესმის, თუ რა ხდება, მათ სტკივათ და ებრძვიან ბოროტებას. ყოველივე ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.


ჩვენს ეპოქაში ცოცხალი მაგალითები მოგვაკლდა


- წმიდაო მამაო, რატომ ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ უკანასკნელი ჟამის მოწამეები სხვა ჟამის მოწამეებზე აღმატებულნი იქნებიან?! [7]
- იმიტომ, რომ ადრე მრავალი სულიერი გოლიათი ცხოვრობდა, ჩვენს დროში კი საკმარისად არ არის ცოცხალი მაგალითები, მე ეხლა ზოგადად ეკლესიასა და მონაზვნობაზე ვლაპარაკობ. ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. ჩვენ მხოლოდ აღფრთოვანებას გამოვხატავთ ჩვენი ეკლესიის წმიდა მოღვაწეთა მიმართ და არ გვესმის, თუ რა დიდი იყო მათი შრომა. ეს რომ გავიგოთ, თავადაც უნდა ვიშრომოთ, უნდა შევიყვაროთ წმინდანები და φιλοτιμο [8], მთელი ძალისხმევა იქით მივმართოთ, რომ მათ მივემსგავსოთ. რა თქმა უნდა, სახიერი ღმერთი ჩვენი ეპოქის თავისებურებებსაც გაითვალისწინებს, იმ პირობებს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ჩვენგან ყოველივეს მასთან შესაბამისობაში მოითხოვს. და თუ ჩვენ სულ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები.
ძველად მოღვაწეობრივი სული ცოცხლობდა, თითოეული ცდილობდა, სხვისთვის მიებაძა. ამიტომ ვერც ბოროტება, ვერც უსულგულობა ფეხს ვერ იკიდებდა. უხვად იყო სიკეთე, ღვაწლის სურვილი, ამიტომ დაუდევარი ადამიანი ვერ ახერხeბდა თავის დაუდევრობაში განმტკიცებულიყო. მას სიკეთის დიდი ნაკადი იზიდავდა თავისკენ. მახსოვს სალონიკის ქუჩაში შუქნიშნის ნიშანს ველოდით, რომ გზა გადაგვეკვეთა. მწვანე აინთო, ადამიანების მასა შეიძრა და მე ვიგრძენი, რომ სხვებთან ერთად არ ვიყავი. მაშინ ისღა დამრჩენოდა, რომ ფეხები გადამედგა და ქუჩის მეორე მხარეს გადავსულიყავი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ყველა ერთი მიმართულებით მიდის, მაშინ ვიღაც ერთს ძალიან გაუჭირდება მათ გვერდით არ იაროს - მაშინაც კი, როდესაც მას ეს არ სურს. სხვები იზიდავენ, რომ მანაც მათთან ერთად იაროს. მაგრამ თუ ადამიანს სურს პატიოსნად, სულიერად იცხოვროს, ამქვეყნად მისთვის ადგილი არ მოიძებნება, მას ძალიან გაუჭირდება და თუ ყურადღებას მოადუნებს, მთიდან დაექანება და ქვეყნიური ნიაღვარი ძირს წაიღებს.
ძველ დროს იყო სიუხვე სიკეთისა, სიუხვე ქველმოქმედებისა, იყო კეთილი მაგალითები, და ბოროტება სიკეთის სიუხვეში დაინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა, რომელიც ერში თუ მონასტერში არსებობდა, შეუმჩნეველი იყო და ხალხს არ ვნებდა. ეხლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტი მაგალითები, ხოლო ის ცოტაოდენი სიკეთე, რომელიც კიდევ დარჩა, გროშადაც არ ღირს. ანუ დღეს სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდება, ცოტაოდენი სიკეთე დიდ ბოროტებაში ქრება და ხელისუფლებაშიც ბოროტებაა გამეფებული.
თუ ერთ ადამიანს ან რამდენიმე მათგანს მოღვაწეობრივი სული აქვს, ეს მეტად ეხმარება სხვებს, რადგან თუკი ვინმე სულიერად წარმატებულია, ამისაგან სიკეთეს მარტო თვითონ კი არ იღებს, არამედ ისიც, ვინც მასთან არის. ეს ეხება ადამიანების მოშვებულობასაც - ეს მოქმედებს სხვებზეც. თუ დასუსტდა ერთი, სხვებიც სუსტდებიან. ანუ გამუდმებით და შეუმჩნევლად ირგვლივ უკვე კარგი აღარაფერი დარჩება. ამიტომ გამეფებული მოშვებულობის ატმოსფეროში მეტად შველის მოღვაწეობრივი სული. ჩვენ მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამგვარ ურთიერთობებში, რადგანაც ამჟამინდელი ადამიანები სამწუხაროდ იქამდე მივიდნენ, რომ კანონებსაც კი იღებენ, რომ ეს მოშვებულობა და აღვირახსნილობა გაბატონდეს, იღწვიან კიდეც ამ კანონების აღსასრულებლად. ამიტომ ის, ვინც კეთილი ღვაწლი იტვირთა არა მარტო ერული სულის ზეგავლენას არ უნდა ემორჩილებოდეს, არამედ საკუთარ თავს ამა ქვეყნის ადამიანების გვერდით არც უნდა აყენებდეს [9], რადგან მათ გვერდით ქრისტიანები თავს წმინდანებად წარმოიდგენენ ხოლმე და საბოლო ჯამში იქამდე დადიან, რომ იმათზე უარესნი ხდებიან, ვისაც თავს ადარებდნენ. სულიერი ცხოვრების მაგალითები წმინდანები უნდა იყვნენ და არა ამსოფლური ადამიანები. კარგია, თუ თითოეულ სათნოებასთან დაკავშირებით ამგვარ შრომას აღასრულებ: მოძებნე წმიდანი, რომელიც ამა თუ იმ სათნოებით გამოირჩეოდა და ყურადღებით წაიკითხე მისი ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიხვდება, რომ ჯერაც არაფერი გაუკეთებია და თავის სულიერ ღვაწლს მორჩილებით განაგრძობს. სტადიონზე მორბენლები იმის დასანახად, თუ ბოლოში ვინ მირბის, უკან არ იცქირებიან, რადგან თუ მათ ცქერას დაიწყებენ, თვით გახდებიან უკანასკნელნი. თუ მე შევეცდები, მათ მივბაძო, ვინც წარმატებულია, ჩემი სინდისი იხვეწება, ხოლო მათ ცქერაში, ვინც უკან მოჩანჩალებს, საკუთარ გამართლებას ვხედავ და თავს ვარწმუნებ, რომ მათ ცოდვებთან შედარებით, ჩემი ცოდვები არც თუ ისე დიდია. მე იმ აზრით ვინუგეშებ თავს, რომ ვიღაც ჩემზე უარესია. ამგვარად ვახშობ სინდისს, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, იმით ვამთავრებ, რომ ჩემი გული უგრძნობელი ხდება, თითქოს იგი ბათქაშის ფენით დაფარეს.



ძალიან ადვილია იპოვო „ტკბილი გორაკი“
და მისი საშუალებით ძირს დაეშვა


- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ასე გვიჭირს სიკეთის ქმნა და ამდენადვე ადვილია ბოროტებაში ჩაძირვა?
- იმიტომ, რომ სიკეთისათვის, უპირველეს ყოვლისა, შრომაა საჭირო, ადამიანს ამისთვის ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში მას ეშმაკი ეხმარება. ამის გარდა კი ადამიანები არ ბაძავენ კეთილს და არც კეთილი ზრახვები აქვთ. მე ხშირად მომაქვს ეს მაგალითი ერისკაცთათვის: ვთქვათ, მე მაქვს ავტომობილი. ვიწყებ განსჯას: „რისთვის მჭირდება ის? საქმეებზე შეიძლება მატაროს ნაცნობმა, რომელსაც ასევე აქვს მანქანა, აუცილებლობის შემთხვევაში ტაქსის აყვანაც შემიძლია. ჯობია, ეს ავტომანქანა ერთ ნაცნობ მრავალშვილიან მამას ვაჩუქო, რათა მან თავისი საბრალო ბავშვები ქალაქგარეთ, მონასტერში ატაროს, რომ იქ დაისვენონ და ძალა მოიკრიბონ“. ამგვარად, თუ მანქანას სხვას ვაჩუქებ, არავინ მომბაძავს, მაშინ როცა, თუკი მე მას შევცვლი და ვიყიდი უკეთესს, ისეთი მარკისას, როგორიც თქვენია, ან თქვენსაზე უკეთესს, აი, მაშინ ნახეთ, რომ ღამით არ დაგეძინებათ მანამ, ვიდრე თქვენც არ შეიცვლით მანქანას და ისეთს არ შეიძენთ, როგორიც მე მექნება. იმის შესახეს რომ მანქანა, რომელიც ამჟამად გაქვთ, თავისთავად კარგია, აღარც იფიქრებთ. ასეთ შემთხვევაში იტყვით: „გავყიდი რამეს, ვალს ავიღებ, მაგრამ ავტომანქანას აუცილებლად გამოვცვლი“. პირველ შემთხვევაში კი პირიქით, არავინ მომბაძავს, არავინ იტყვის: „რაში მჭირდება ეს მანქანა, მოდი იმას ვაჩუქებ, ვისთვისაც ის ნამდვილად აუცილებელია“, პირიქით, იმასაც კი დამაბრალებენ, ჭკუაზე შეცდაო.
ადამიანები ადვილად ექცევიან ბოროტის ტყვეობაში. სულის სიღრმეში ისინი სიკეთეს აღიარებენ, ის მათში პატივისცემას იწვევს, თუმცა ისინი ადვილად ექცევიან ბოროტების ზეგავლენის ქვეშ და გაიტაცებთ ხოლმე ბოროტება, რადგან მისი საშუალებით ბოროტი ხელმძღვანელობს მათ. ანუ “კანონარხობს“ [10] ადვილია მოძებნო „ტკბილი გორაკი“. ბოროტი ხომ მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ უბიძგოს ღვთის ქმნილებას ამ გორაკისაკენ, ხოლო ქრისტე უსაზღვრო კეთილშობილებით მოქმედებს, იგი ამბობს: კეთილ არს, როდესაც ვინმეს „ჰნებავს შემოდგომად ჩემდა“ [11]. ის არ აიძულებს ვინმეს, არ ეუბნება: „აბა, ნაბიჯით იარ, ჩემსკენ!“ ეშმაკი ბილწია. ის ადამიანს ხელებსა და ფეხებზე ეპოტინება, რათა იქით წაიყვანოს, საითაც თვით სურს, მაშინ, როცა ღმერთი ადამიანის თავისუფლებას სცემს პატივს, მან ადამიანები მონებად კი არ შექმნა, არამედ - ძეებად... მან ამჯობინა შეეწყნარებინა ისინი, ხორცი შეესხა, ჯვარცმა დაეთმინა და ამგვარად ეხსნა ადამიანი. ადამიანს ღმერთმა თავისუფლება მიჰმადლა. და მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკს ძალუძს მრავალი ბოროტი საქმის აღსასრულებლად გამოიყენოს იგი, ადამიანისათვის ბოძებულ თავისუფლებაში არის ხელსაყრელი პირობა იმისათვის, რომ ადამიანები განმტკიცდნენ.
აშკარაა, თუ რას აკეთებს ადამიანი გულით და რას - არა. და თუ ვინმეს ზედმეტი ამპარტავნება აქვს, ეს ძალიან შესამჩნევია ხოლმე.

ღმერთი ბედის ანაბარა არ გვტოვებს


ადამიანები, რომლებიც დღეს ასეთ საშინელ მდგომარეობაში არიან, რაც თავში მოუვათ, ყველაფერს აკეთებენ. ერთნი - აბებით ცხოვრობენ, სხვები - ნარკოტიკებით. ამგვარად, სამი შეცდომილი ქმნის რომელიღაცა ახალ რელიგიას. ყოველივე ამასთან შედარებით დანაშაულებები, უბედური შემთხვევები, ბოროტმოქმედებები ნაკლებად ხდება. ღმერთი ეხმარება ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ ჩემთან სენაკში ერთმა ახალგაზრდა კაცმა ამოჰყო თავი და იკითხა: „მისმინე, გიტარა არა გაქვს?“
ის ხომ არ კმარა, რომ ჰაშიშს ეწევა, არ კმარა, რომ ენას ატარტარებს და არ კითხულობს, არის თუ არა ვინმე მისი მოსმენის ხასიათზე, ახლა გიტარაც მომინდომა! სხვები ცხოვრებამ დაღალა და სურთ, რაიმე ბოროტება ჩაიდინონ ან ერთი კარგი აურზაური ატეხონ. აქ იმათზე კი არ ვლაპარაკობ, ვისაც მსგავსი სურვილი ბოროტი განზრახვის სახით უჩნდება და შეეწინააღმდეგება ამ სურვილს. ეხლა იმ ადამიანების შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც ცხოვრებისაგან დაიღალნენ და აღარ იციან, რა აკეთონ. ერთმა მითხრა: „მინდა გაზეთებში ჩემზე დაწერონ, რომ გმირი ვარ“. აი, ამგვარ ადამიანთაგან ზოგიერთს იყენებენ კიდეც ბოროტი მიზნის მისაღწევად - მადლობა ღმერთს - ამასთან შედარებით ბოროტება მართლაც ნაკლებად ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ თავი, ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა - შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნიერება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო!.. ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს, ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძილობით იტანჯება და ხედავ, თუ როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლეტებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებსს შრომობენ საფრთხის ქვეშ. რა, განა ყველა მათგანი არის საჭირო ფორმაში? მრავალი მათგანი შეიძლებოდა, დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი! ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით.
მახსოვს, ადრე ჩვენი მშობლები როგორ მიდიოდნენ მინდორში სამუშაოდ და ჩვენ მეზობლის ამარა გვტოვებდნენ. ჩვენ მათ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით. იმ დროში ბავშვები გაწონასწორებულნი იყვნენ. მეზობელი მხოლოდ დროდადრო გადმოგვხედავდ ხოლმე და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ჩვენ კი ჩუმად ვთამაშობდით. ასევე, ქრისტე, დედა ღვთისა და წმიდანები უწინ მხოლოდ მეთვალყურეობდნენ სამყაროს. დღეს კი ქრისტეც, დედა ღეთისაც და წმიდანებიც გამუდმებით ხან ერთს სტაცებენ ხელს სადღაც, ხან მეორეს რაღაცისაგან გადაარჩენენ, რადგან დღეს ადამიანები გაუწონასწორებელნი არიან. ეხლა ისეთები ხდება, რომ, ღმერთო დაგვიფარე!.. ეს ისეა, რომ რომელიმე დედას ჰყავდეს სამი რთული ბავშვი: ერთი - უჭკუო, მეორე - კუზიანი, მესამე - ყრუმუნჯი... აბა, მიდი და უპატრონე ჯერ - შენებს, მერე მეზობლებისასაც. ერთი მაღლა აცოცებულა და სადაცაა ძირს ჩამოვარდება, მეორეს დანა აუღია და ცდილობს ყელი გამოიჭრას, მესამე ცდილობს მეოთხე დაჩაგროს... დედას არ შეუძლია მოეშვას. თვალს არ ხუჭავს, უკან დასდევს მათ, ბავშვები კი მის შეშფოთებას ვერ იგებენ. ასევე ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ღმერთი ეხმარება მათ. ღმერთი რომ არ მიხმარებოდა, თანამედროვე სახიფათო ტექნიკის ასეთი სიმრავლე დიდი ხანია დაასახიჩრებდა სამყაროს. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს დამცველები: მამა ჩვენი - ღმერთი, დედა ჩვენი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ძმანი და დანი ჩვენნი - წმიდანები და ანგელოზები.
ამდენადვე დიდია ეშმაკის სიძულვილი ადამიანთა მოდგმისადმი! რა ძლიერია მტრის სურვილი, რომ გაგვანადგუროს. ჩვენ კი გვავიწყდება, თუ ვის ვეომებით. ჩვენ რომ ვიცოდეთ, თუ უკვე რამდენგზის შეამოაგრაგნა ეშმაკმა თავისი კუდი დედამიწას, რათა დაღუპოს იგი! მაგრამ ღმერთი ამის ნებას არ აძლევს. ანადგურებს მის გეგმებს. ღმერთი სარგებელს გვაწვდის თვით ამ ბოროტებიდანაც, რომლის აღსრულებასაც ბოროტი ესწრაფის, ღმერთი ბოროტებიდანაც დიდ სიკეთეს გვანიჭებს. ეშმაკი დღესაც ხნავს მიწას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ხნულს დათესავს ქრისტე.
შეხედეთ: სახიერი ღმერთი ხომ არასოდეს უშვებდა, რომ დიდი განსაცდელები სამ თაობაზე უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო?! ის ყოველთვის ტოვებს საკვეთელს. ბაბილონის ტყვეობამდე ებრაელები ცარიელ ჭაში მალავდნენ უკანასნკელი მსხვერპლშეწირვის ცეცხლს, რათა შემდეგ მისგან ახალი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აენთოთ. და მართლაც: - სამოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ტყვეობიდან დაბრუნდნენ, პირველი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი ჭაში შედედებული იპოვეს [12]. ნებისმიერ მძიმე დროში ბოროტებისაკენ ყველა არ მიისწრაფის. ღმერთი საკვეთელს ტოვებს მომავალი თაობებისთვის. კომუნისტები წინ გვეღობებოდნენ 75 წელი და 75 წელს გასძლეს მათ - სწორედ რომ სამი თაობის განმავლობაში. ხოლო სიონელები მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია წინ გვეღობებიან, შვიდ წელსაც ვერ ძლებენ.


უმძიმესი დრო მოდის


ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ - გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.
მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხტება, გული ტკბილად ძგერას იწყებს. მაგრამ, როცა ღამის სტუმარი მთხოვს: „დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის“, მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები: „აჰ, აი, რა ხდება, როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა“. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.
წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ ჩვენ. ჩვენ ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.
ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან [13]. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი - ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ - ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.
ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.






--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 4 2007, 11:19 PM
პოსტი #3


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მამა პაისი მთაწმინდელი
იმის შესახებ, რომ ცოდვას უბედურება მოაქვს


- შეწამლე ხეები მუხლუხოებისაგან დასაცავად?
- შევწამლე, წმიდაო მამაო.
- ამდენი მონაზონი ხართ და რაღაც მუხლუხოების დახოცვა ვერ შეძელით! როდესაც ოკუპაციის დროს მინდვრებს კალია დაეცა, აქ ქალკედიკში [1] ვატოპედის მონასტრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყელი მოაბრძანეს [2] და კალია, როგორც ღრუბელი, ისე დაინთქა ზღვაში. ხოლო ეპირში, მახსოვს, ის თოვლივით ფარავდა მინდვრებს. ჩვენ მინდვრებში გავედით, ზეწრებით ვაგროვებდით კალიას და გაგვქონდა. რა საშინელი შიმშილობა იყო მაშინ, ნუ იკითხავთ! კალიის შემდეგ მარცვლეული გამოსწორდა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო.
კალიის შემოსევა, ომი, გვალვა, ავადმყოფობა - ეს უბედურებაა. და საქმე იმაში კი არა, რომ ღმერთს სურს, ამგვარად აღზარდოს ადამიანი. არა, ეს უბედურება ადამიანის ღვთისგან გაშორებას მოჰყვა. ყველაფერს ის იწვევს, რომ ადამიანი შორდება ღმერთს და მოდის რისხვა ღვთისა - იმისათვის, რომ ადამიანმა გაიხსენოს ღმერთი და დახმარება სთხოვოს მას. არა ისე, თითქოს ღმერთმა მოაწყო ეს ყოველივე და ინება, რომ ადამიანს ესა თუ ის უბედურება დამართოდა. არა... მაგრამ ღმერთი, როდესაც ხედავს, თუ სადამდე მივიდა ადამიანის ბოროტება და იცის, რომ ისინი არ შეიცვლებიან, უშვებს, რომ უბედურება მოხდეს - მოხდეს მათივე გამოფხიზლებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თვითონ აწყობს ყოველივე ამას.
ისუ ნავეს [3] ღმერთმა უბრძანა, არ მოესრა წარმართი მოდგმა - ფილისტიმელებისა, იმიტომ, რომ, როცა ებრაელები ივიწყებდნენ ღმერთს, ფილისტიმელებს მათთვის უბედურება მოჰქონდათ. როდესაც ებრაელები ღმერთს განეშორებოდნენ, ეშმაკი თავის უფლებებს აცხადებდა, აღძრავდა თავის „საძმოს“ - ფილისტიმელებს და ისინი ებრაელებს ბრძოლას უცხადებდნენ. ისინი იტაცებდნენ ებრაელ ყრმებს და ქვით სრავდნენ მათ, რათა გაენადგურებინათ ერი. მაგრამ, როდესაც მტერი თავს დაესხმოდა უდანაშაულო ებრაელებს, მაშინ მათ მხარეს თვით ღმერთი იბრძოდა. ღმერთი ისრაელის მტერს მუსრავდა ქვის სეტყვით [4] და ანადგურებდა მათ, რადგან ამ დროს ებრაელებს უფლება ჰქონდათ, ღვთის შემწეობა მიეღოთ.
რამდენი მცნება მისცა ღმერთმა სოლომონის ტაძრის შესახებ! და მაინც რამდენგზის დაიწვა და განადგურდა ეს ტაძარი! როდესაც ისარელი ერი განეშორებოდა ღმერთს, წინასწარმეტყველები უხმობდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ, რომ გონს მოსულიყვნენ. მაგრამ მათი ძალისხმევა ამაო იყო, როგორც - კედელს შეყრილი ცერცვი. ადამიანები ამ აზრით იმშვიდებდნენ თავს: „როცა სოლომონმა ტაძარი ააგო, ღმერთმა მრავალი კურთხევა გამოგვიგზავნა და თქვა, რომ ამ ადგილიდან იკურთხება და განათლდება ყოველი ადამიანი [5], ესე იგი, ყოველივე ეს უვნებელი დარჩება - ჩვენი კედლები და ჩვენი ტაძარიც, ასეთი აღთქმა მოგვცა ღმერთმა“. დიახ, ღმერთმა მოგვცა ეს აღთქმა, მაგრამ - იმ შემთხვევაში, თუ თვით ისრაელი იცხოვრებდა სწორად. ღმერთმა მადლი მიანიჭა სოლომონის ტაძარს, მაგრამ, როდესაც ებრაელები მცნებათა აღსრულებას შეწყვეტდნენ, ტაძარს ცეცხლი ანადგურებდა. ხოლო სინანულის შემდეგ ისრაელი ხელახლა აგებდა მას. მაგალითად, მეფე სედეკიას დროს, როდესაც ისინი განეშორნენ ღმერთს, მოვიდა ნაბუქოდონოსორი, ტაძარი გადაწვა, დაარღვია იერუსალიმის კედელი, ხოლო შებორკილი ებრაელები ბაბილონის ტყვეობაში [6] წაიყვანა. რა თქმა უნდა, უდანაშაულონიც დაატყვევეს. მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი ვნებიათ. ვისაც დიდი დანაშაული ჰქონდა, მან გამოისყიდა. ხოლო ვისი დანაშაულიც არც ისე დიდი იყო, შესაბამისი სასყიდელი მიიღო. როდესაც ვინმე ღვთის რისხვას დაიმსახურებს და უდანაშაულონიც მასთან ერთად მიეცემიან სატანჯველს, ამ უდანაშაულოს დიდი ჯილდო ელის, ხოლო დამნაშავე მაინც დაისჯება მისი დატანჯვისათვის, რადგან უდანაშაულო ადამიანები ცათა სასუფეველს უტანჯველადაც დაიმკვიდრებენ და მით უფრო მაშინ, როცა დიდი ტანჯვის ატანა უწევთ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მორწმუნე, მცნებების დამცველი ადამიანები ღვთის მადლს მიიღებენ და ღმერთი, „აუცილებელი თანმიმდევრულობით“, ეხმარება მათ მძიმე წლებში. მე შევიტყვე, რომ ამერიკაში ახალი ავადმყოფობა [7] გაჩნდა, ბევრი, ვინც გარყვნილი ან ბუნებისსაწინააღმდეგო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ავადდება და კვდება. ეხლა გავიგე, რომ ეს სნეულება ჩვენშიც გამოვლინდა. ხედავთ?! ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, ადამიანები თვითონ ანადგურებენ საკუთარ მოდგმას, საკუთარ თავს. ანუ ღმერთი კი არ სჯის მათ, არამედ საკუთარი ცოდვილი ცხოვრებით თვითონვე ქმნიან თავის სასჯელს. აშკარაა, რომ აღმოიფხვრებიან ის ადამიანები, ვის ცხოვრებასაც აზრი არა აქვს.
- წმიდაო მამაო, რატომ ვერ პოულობენ კიბოს წამალს. ღმერთი არ უშვებს ამას, თუ ადამიანები თვითონ არ ითხოვენ ღვთის შეწევნას?
- ცუდი ის არის, რომ კიბოს წამალი კიდეც რომ მოიძებნოს, რაიმე სხვა ავადმყოფობა გამოჩნდება. პირველად იყო ტუბერკულოზი - იპოვეს მისი წამალი და გამოჩნდა კიბო. თუ ღმერთი შეეწევათ კიბოს დამარცხებაში, კიდევ სხვა რაიმე იქნება. ამ ახალ დაავადებათა გაჩენის მიზეზი თვით ადამიანები იქნებიან და ამას დასასრული არ ექნება.



რასაც ღმერთი უშვებს, ყველაფერი კაცთმოყვარულია


- რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უბედურებას?
- ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ შემთხვევაში ღმერთი უბედურ შემთხვევას უშვებს იმისთვის, რომ მისგან რაიმე უკეთესი გამოვიღეს, მეორე შემთხვევაში - „პედაგოგიური“ მიზნით. ერთი იღებს სასყიდელს, მეორეს - მიეზღვება ცოდვებისათვის - არაფერი იკარგება. იცით, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს - მისი კაცთმოყვარების გამო ხდება, თვით ადამიანების სიკვდილიც კი?! ღმერთი ხომ „გულმტკივნეულია“. გახსოვთ, რამდენი წინასწარმეტყველი გაწყვიტა ილიამ? [8] - ბაალის სამასი ქურუმი. მან უთხრა მათ: „თქვენ ილოცეთ და მეც ვილოცებ. ვისი ცეცხლიც თავისით აინთება, მისი ღმერთია ჭეშმარიტი“. მაშინ ბაალის ქურუმებმა ყვირილი დაიწყეს: „ისმინე ჩვენი, ღმერთო ჩვენო ბაალ, ისმინე ჩვენი“. - პასუხი კი არ მიუღიათ. „თქვენი ღმერთი დაკავებულია და თქვენი არ ესმის, აბა, უფრო ხმამაღლა იყვირეთ“. - უთხრა ილიამ. ისინი კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულების მიხედვით დანებით იჭრიდნენ სხეულებს, რომ ტკივილისგან უფრო ხმამაღლა ეყვირათ და ბაალს ესმინა მათი ბოლოს და ბოლოს, როცა ვერაფერს მიაღწიეს, ილია წინასწარმეტყველმა უთხრა: „დაასველეთ ჩემი შეშა“... შემდეგ კვლავ თქვა: „გაიმეორეთ“ - შეშა და მსხვერპლი წყლით დაასველეს, შემდეგ - კვლავ და კვლავ! იმდენი დაასხეს, რომ შეშაც დასველდა და წყალი სამსხვერპლოს გარშემო გადმოიღვარა. როგორც კი ილია წინასწარმეტყველმა ილოცა, ციდან გადმოვიდა ცეცხლი და დაწვა ყველაფერი, რაც სამსხვერპლოზე იყო შესაწირად - თვით სამსხვერპლოსთან ერთად. „შეიპყარით ქურუმები! - უბრძანა წინასწარმეტყველმა ხალხს - იმიტომ, რომ ისინი კერპთმსახურებით აცდუნებენ ადამიანებს“. და ამიტომ მან დახოცა ყველა ეს ცრუწინასწარმეტყველი.
ბევრი ამბობს: „მომიტევეთ, მაგრამ როგორ დახოცა ილია წინასწარმეტყველმა ამდენი ადამიანი?“ ღმერთი სასტიკი არ არის. ის არც წინასწარმეტყველს ჰქონდა. მაგრამ კერპის ქურუმებმა იმ დროში უკვე მთელი ხალხი აცდუნეს. იქამდე მივიდა, რომ წინასწარმეტყველი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა - მარტო დავრჩიო. წარმოიდგინეთ! მაგრამ გარდა ამისა ქურუმები საკუთარი ჭრილობების გამო მეტნი გაწყდნენ, ვიდრე ილიას მახვილით, რომელმაც მხოლოდ მათ ტანჯვას მოუღო ბოლო. მათ ტკივილს ამძაფრებდა თვითტანჯვა. ხედავ: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს კაცთმოყვარულია, მაშინ, როცა ის ჭრილობები, საკუთარ თავს რომ მიაყენეს, მტანჯველი იყო მათთვის.
- წმიდაო მამაო, რატომ იყო, რომ ძველ აღთქმაში სასჯელი ასე დაუყოვნებლივ მოდიოდა?
- ძველი აღთქმის ადამიანებისათვის გასაგები იყო ასეთი ენა, ასეთი კანონები. ღმერთი მაშინაც ისეთი იყო, როგორიც ეხლაა, მაგრამ ძველი აღთქმის სჯული იმ დროის ადამიანებისათვის იყო, იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ არ ესმოდათ. ძველი აღთქმის სჯული მკაცრად და სახარებისგან მოწყვეტილად ნუ მოგეჩვენებათ. იმ ეპოქისთვის ის სჯული იყო კეთილისმოქმედი. სჯული კი არ იყო მკაცრი, მკაცრი იყო თვით ის თაობები. თანამედროვე ადამიანებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ დღეს მათ, უკიდურეს შემთხვევაში, ამის მიხვედრა მაინც აქვთ. ჩვენს დროში საკმარისია ერთი კანდელის შერხევა და ადამიანები თრთიან, მაგრამ იმ დროში რას არ აკეთებდა ღმერთი! შეხედეთ: მან ცხრა წყლულით მოწყლა ფარაონი, რომ ისრაელი ეგვიპტიდან გამოეყვანა, ამოაშრო ზღვის უფსკრული, რომ მათ გადაელახათ იგი. დღისით ღრუბელს აძლევდა, რომ მზეს არ შეეწვა ისინი, ხოლო ღამით - ცეცხლის სვეტს, რომ გზა ეჩვენებინა მათთვის. ისინი კი ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ოქროს ხბოს გაკეთება ითხოვეს და როგორც ღმერთს, „თაყვანი“ სცეს მას [9]. თანამედროვე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ იტყოდნენ, რომ რომელიღაც ხბოს შეუძლია, ისინი აღთქმულ მიწაზე მიიყვანოს.

დღეს ღმერთი ბოლო ადგილზეა


სახიერი ღმერთი თავის მდიდარ კურთხევას გვაძლევს. ნუ გამოვიჩენთ უმადურობას და ნუ განვარისხებთ მას. რადგან „მიიწევის რისხვა ღმრთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა“ [10]. ნუ ვიქნებით ჩვენც ასეთი შვილები. ჩვენი დროის ადამიანებს არც ომი განუცდიათ და არც შიმშილი. „და ღმერთიც არ გვჭირდება ჩვენ“ - ამბობენ ისინი. მათ ყველაფერი აქვთ და ამიტომ არაფერს აფასებენ. თუმცა, თუ ძნელი დრო დადგება, შიმშილობა ან რაიმე ამდაგვარი და საჭმელად არაფერი ექნებათ, მაშინ, როგორც წესია, ისე გაიგებენ პურის და უბრალო ნახარშის ფასს, ყველაფრის ფასს, რაც მათ მოაკლდებათ. თუ ღმერთს არ ვადიდებთ, ის რაიმე განსაცდელს უშვებს ჩვენზე, რათა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. თუ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ღმერთი არანაირ ბოროტებას არ მოგვივლენს.
ძველ დროში, როცა ყველა ეს კეთილმოწყობა არ იყო, როცა მეცნიერებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ასეთი დიდი ნაბიჯები გადადგმული, ადამიანებისთვის აუცილებელი იყო, რომ ყველა უმნიშვნელო სიძნელისას ღმერთისთვის მიემართათ და ღმერთიც შეეწეოდა მათ. დღეს კი მეცნიერებამ დიდ წარმატებებს მიაღწია და ღმერთმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. დღეს ადამიანები უღმერთო ცხოვრებას მისდევენ, ხან რას გეგმავენ, ხან - რას, იმედი აქვთ ხან სახანძრო დაცვის, ხან - ჭაბურღილის, მეხუთის, მეათის, მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს უღმერთოდ? მხოლოდ ღვთის რისხვას დაიტეხენ თავზე. ხედავ როგორაა: როცა წვიმა არ მოდის, ადამიანები კი არ ამბობენ: „ღმერთს ვევედროთ“, არამედ იტყვიან: ჭისთვის ჭაბურღილები გავაკეთოთ. ცუდი ისაა, რომ ამ ტექნიკური საშუალებების პირობებში ასე ფიქრობენ არა მარტო ურწმუნოები, არამედ - მორწმუნეებიც.
და ისინი ნელ-ნელა იწყებენ ღვთის ძალის დავიწყებას. საბედნიეროდ ღმერთი გვიწყნარებს ჩვენ. მაგრამ ადამიანებს ისიც კი არ ესმით, რომ ღმერთი ფიქრობს მათზე.
მოხდა, რომ ჩემთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი და ასეთი ლაპარაკი წამოიწყეს: „ჩვენ არ გვჭირღება ღმერთი: ჩვენ არტეზიული ჭები გვაქვს“. და ეს იმ დროს, როდესაც საჭიროა, როგორც არასდროს, ვთხოვოთ ღმერთს, რომ მან ორმაგი სასწაული აღასრულოს, რადგან ადამიანებმა საკუთარი ხელით უკვე თვით ბუნება დაამახინჯეს. ერთხელ ღრუბლებს ვაკვირდებოდი - ქარი მათ აქეთ-იქით აბორიალებდა, ისინი ხან ერთ ადგილას იკრიბებოდნენ, ხან სხვაგან გადაფრინდებოდნენ - ხან ზემოთ აიჭრებოდნენ, ხან ქვემოთ ჩამოვარდებოდნენ... ქარი ამოვარდება და საწვიმარი ღრუბლების გაფანტვას იწყებს. ხოლო ადამიანები იმის მაგივრად რომ თქვან: „ეხლა ღმერთმა ორმაგი სასწაული უნდა აღასრულოს, რომ ღრუბლები არ გაიფანტნენ“, ამბობენ: „ჩვენ არ გვჭირდება ღმერთი“. საბედნიეროდ, ღმერთი არ ეკიდება ჩვენს სიტყვებს. როგორც რაღაც სერიოზულს, თორემ ეს ასე ტკბილად არ ჩაგვივლიდა.
წყლის ძებნაში ადამიანები 100-150 მეტრის სიღრმეზე ჭრიან არტეზიულ ჭებს, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ. ქალაქ ნავპლიონში [11] 170 მ. სიღრმის ჭაბურღილი გაჭრეს და მტკნარი წყლის მაგიერ ზღვის წყალამდე დავიდნენ. სხვები შეეცადნენ მდინარე ელენოსი [12] ათენში შეეყვანათ. ამისთვის საჭირო გახდა10 წლის შრომა და უდიდესი ხარჯები, მაგრამ ბოლოს სულ ერთია, ეს წყალიც გათავდება. ადამიანები არ ამბობენ: „ვცოდე“. ცოტა ხნის წინ, გვალვა რომ იყო [13], ერთ ყრუ სოფელში ვიღაც პოლიტიკოსი მოვიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ მათ სოფელში დადგამენ სისტემას კანალიზაციის გასაწმენდად, რათა სასმელი წყალი ჰქონოდათ. მართლაც ამ ამბავს მოეკიდნენ, როგორც - ძალიან მნიშვნელოვანს! ასეთი აზრის უბრალო დაშვებაც კი მიუღებელია! შეხედთ, სადამდე დადიან ადამიანები - სვამენ - უკაცრავად ამ სიტყვაზე - საკუთარ შარდს! თუკი რაიმე ამის მსგავსი ხდება რომელიმე დიდ ქალაქში, სადაც ადამიანები ასცდნენ ჭეშმარიტების გზას, ეს კიდევ გასაგებია, ამაში არის რაღაც გამართლება, რადგან ქალაქში ერული სულით არიან გატაცებულნი. მაგრამ, როცა ყრუ სოფელში, როგორც გამოსავალს, ისე სთავაზობენ საკუთარი შარდის გაწმენდას და დალევას და ისინი, იმის მაგიერ, რომ თვალი ღმერთს მიაპყრონ, თქვან ერთადერთი სიტყვა: „შევცოდე“ და მიიღონ წყალი მისგან, უპირატესობას ანიჭებენ ამგვარ გამონაგონს - ეს საშინელებაა!
წმიდა მთის ერთ-ერთ მონასტერში ასეთი რამ მოიფიქრეს - დაერგოთ ნაძვები და ქაღალდის წარმოებისთვის მიეყიდათ. და ღმერთმა დასაჯა ისინი - მთელი ნარგავი ნაძვები გახმა. და რა, ჩემო ძმაო, წმიდა მთა ხელსაწმენდისა და ტუალეტის ქაღალდის სავაჭროდ უნდა იქცეს? ხვდებით, რა ხდება? და აი - იშრომეს, დარგეს ხეები, და ყველაფერი, რაც დარგეს - გახმა. ღვთის რისხვაა!..
- წმიდაო მამაო, შეიგნეს მათ საკუთარი შეცდომა?
- ოჰ, საქმეც მაგაშია, რომ არა! ამის შემდეგ მათ გერმანიიდან საბურღავი მოწყობილობა ჩამოიტანეს, რომ წყალი ზღვის სიღრმიდან ამოექაჩათ. შედეგად ის წყალიც გაქრა, - რაც ადრე იყო. ხედავთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ვაჭრული დამოკიდებულება საქმესთან, თუკი სულიერი სიფაქიზე დაიკარგა?! ამიტომაც მონაზვნობიდან ნელ-ნელა ქრება ღვთისმოსაობა. არ ესმით, რომ თუ წვიმა არ იქნა, ვერაფერი უშველის, ის წყალიც გაქრება, რაც წყალსატევებშია დარჩენილი. ადამიანები მხოლოდ ლოგიკას იყენებენ, ღმერთი კი უკანასკნელ ადგილს გადაიყვანეს.
ძველ აღთქმაში ასეთი შემთხვევაა აღწერილი [14]: ასურელების მიერ სამარიის ალყის დროს ქალაქში წყალიც კი გათავდა. დაიწყო საშინელი უბედურება, შიმშილი, იხოცებოდა პირუტყვი, დედები იქამდე მივიდნენ, რომ საკუთარ შვილებს ჭამდნენ. წინასწარმეტყველი ელისე მმართველ მეფესთან - იორამთან მივიდა და უთხრა: „ცხოველები დაეცნენ, ადამიანები შიმშილისაგან იხოცებიან, მაგრამ ღმერთი შეგვეწევა“. მმართველი ყველაფერს ლოგიკის თვალსაზრისით უყურებდა: „როგორ დაგვეხმარება, ციდან გამოგვიგზავნის?“ - ჰკითხა მან. „ხვალ ღმერთი დახმარებას გამოგვიგზავნის, - უპასუხა მას წინასწარმეტყველმა - მაგრამ შენ ამით ვერ გაიხარებ“. და მართლაც: მეორე დღეს ღმერთის ნებით საშინელი პანიკა დაეუფლა მტრის რიგებს. ასურელებს მოესმათ ცხენის ფლოქვების თქარათქური, ეტლების წკრიალი, ყურებში ჟღრიალი ედგათ და მათ ეგონათ, რომ ისრაელის დასახმარებლად ეგვიპტელები მოდიოდნენ. ისინი გაიქცნენ და ყველაფერი, რაც ქონდათ - კარვები, სურსათი, იარაღი - კედლებთან დატოვეს. და როდესაც მათ თავის მამულს მიაღწიეს, ეშმაკმა ისეთი საშინელი აურზაური მოუწყო, რომ ას სამოცდაათიათასმა ადამიანმა ერთმანეთი გადათელა. ამასობაში ოთხმა კეთროვანმა, რომლებიც სამარიის კარიბჭესთან ისხდნენ, ერთმანეთს უთხრეს: „ხომ არ შევიდეთ მტრის ბანაკში, იქნებ რაიმე საჭმელი ვიპოვოთ, ასე თუ ისე, მაინც ხომ ვკვდებით!“ მივიდნენ ერთ კარავთან - არავინაა, მეორესთან - არავინაა! მტრის ჭაჭანება არ არის. შეაგროვეს პროდუქტები, მთელი ტომრებით ნივთები. შემდეგ ქალაქში დაბრუნდნენ და ებრაელებს უთხრეს, რომ მტერმა ალყა მოხსნა. ებრაელებმა იფიქრეს, რომ აქ რაღაც ეშმაკობა იყო - „მტერი დაიმალა, რომ ჭიშკარი გავაღოთ და ქალაქში ამგვარად შემოაღწიონ“. - ამბობდნენ ისინი. მაშინ ერთმა მხედართმთავარმა განაგრძო: „ჩვენ ხუთი ცხენი დაგვრჩა, იქნებ მხედრები გაგვეგზავნა და გაგვეგო, რაშია საქმე“. მეომრები ყველა თავისი მიმართულებით წავიღნენ და დაბრუნყბულებმა აცნობეს: „მტერი შეშინებული მირბოდა და გზად ტოვებდა ყველაფერს“. მაშინ მთელი ხალხი ჭიშკრისკენ გაიქცა, რათა გარეთ გასულიყვნენ და მტრის ბანაკიდან საჭმელი და ნივთები აეღოთ. თვით მმართველი ჭიშკართან იმყოფებოდა და წესრიგის დამყარებას ცდილობდა. და, აი, ჭიშკართან მომწყდარმა ტალღამ გადათელა იგი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელისე წინასწარმეტყველმა აუწყა: მმართველმა იხილა ღვთის შეწევნა, მაგრამ ვერ გაიხარა ამით. ხედავთ, როგორ მიუჩინა ღმერთმა ყველაფერს თავისი ადგილი?!


რათა შეიწყალოს უფალმა ქვეყანა და მოსცეს მას წვიმა


რა ბრძნულად არის ღვთის მიერ მოწყობილი ყველაფერი! დნება თოვლი, ივსებიან სათავეები. მაგრამ ახლა [15] არც თოვლია და არც წვიმა. რა მოყვება ყოველივე ამას? რას დალევენ ადამიანები? დაე, შეიწყალოს უფალმა ქვეყნიერება, მოწყალე იქნას ჩვენ ზედა და მოგვცეს წვიმა. რადგან თუ გვალვა გაგრძელდა, ნელ-ნელა ფოთლებიც კი გახმებიან ხეებზე. ზეთისხილზე მწვანე ნაყოფს კი არა, - მწვანე ფოთოლსაც ვეღარ დაინახავ. რაც არ უნდა დათესოს ადამიანმა, თუ მაღლიდან უფლის მიერ წმინდა წყლით არ მოირწყო, ყველანაირი ნარგავი გახმება. წვიმა - ეს წმინდა წყალია.
საბრალო ადამიანები! რა უნდა ქნან მათ წყლის უკმარისობის შემთხვევაში, როცა მის სიუხვეს არიან მიჩვეულნი? ღმერთი წყალს ცოდვების გამო არ მისცემს. ან უბრალოდ ადამიანურად რომ განვასჯოთ: როგორ იკმარებს წყალი, როცა მას ასე განუსჯელად ხარჯავენ? წარმომიდგენია, რა ხდება ქალაქებში! მხოლოდ ერთი ჩასაშვები ბაკისთვის ტუალეტში ხომ მთელი კასრი წყალია საჭირო. ქალაქები მიკრობებითაა სავსე, იწყება ქოლერა. ადამიანები დაიხოცებიან და დაუმარხავნი დარჩებიან. ხოლო გვამებს რაიმე ფხვნილით დაფარავენ დეზინფექციისათვის. ჩვენდა საბედნიეროდ ღმერთს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია ქვეყნიერება და ფიქრობს მასზე.
ჩვენ აპოკალისფურ დროში ვცხოვრობთ. რას წარმოადგენს, თქვენი აზრით, გვალვა, უწვიმობა, რომელიც ყოველწლიურად გვტანჯავს? განა წარსულში ამის მსგავსი გვალვები იყო? აი, აქ, ქალქედიკში ამოშრა მდინარე, დაიღუპა თევზი, მთელ ოლქში სიმყრალე მოედო. სალონიკშიც მწვავედ დგას წყლის პრობლემა, მარათონის ტბაში [16] წყლის დონემ ძლიერ დაიწია და უკვე მშრალი კუნძულები გამოჩნდა. პინეოსშიც [17] დავარდა წყლის დონე. ევროსში [18] ადრე ცოტა წყალი მაინც იყო, მაგრამ დინების ზემოთ ბულგარელებმა კაშხალით გადაფარეს და ისიც არაფერს იძლევა. რაღაც აურზაური რომ ატყდეს, ტანკებს მდინარე გასვლაზე არ გაუჭირდებათ. კვიპროსზეც, თუ წელსაც არ იქნა წვიმა, წყლის პრობლემა სერიოზულად დადგება. და განა მხოლოდ ეს? კიდევ რამდენი რამ არის!.. ხეები - ზოგი ხმება, ზოგი ავად არის... ადამიანები ავადმყოფობენ და კვდებიან. თუ ადამიანები არ შეინანებენ, რა წვიმა მოვა? განა ღმერთი მოგვცემს მას? იცით, როგორ იცვლება ყველაფერი, თუ ღმერთს მიენდე?! ღმერთის მეკავშირედ ყოლა სახუმარო საქმე არ არის. ღმერთისთვის რთული ვითარება არ არსებობს. მისთვის ძნელი არ არის ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მოძებნოს. ღმერთისთვის ყველაფერი უბრალოდაა. ის უფრო მეტ ძალას არ ხარჯავს ზებუნებრივისთვის და ნაკლებს - ბუნებრივისთვის. ერთი და იმავე ძალით ცვლის ყველაფერს. მთავარია, ადამიანი მიენდოს მას - აი, რა არის უმთავრესი.
გილოციათ იმისათვის, რომ გაწვიმდეს? თუ ეს საკითხი თქვენ არ გაწუხებთ?! დღეს ადამიანებს სწორედ ის დრო უდგათ, რომ მიწა მოხნან და თესვა დაიწყონ. მიწები კარგა ხნის დათესილი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ხვნაც ვერ მოუხერხებიათ [19]. ეს უწვიმობა ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელია. ხოლო ასეთი განსაცდელის დროს ლოცვა არის სწორედ მონაზვნის საქმე. არ ვმალავ, რომ უკმაყოფილო ვარ თქვენით: გასულ წელს, როდესაც გვალვის გამო ადამიანები იძულებულები გახდნენ მარცვალი თივად გაეთიბათ, თქვენ არ განძრეულხართ ლოცვასთან დაკავშირებით. რატომ?! იმიტომ, რომ თვითონ თქვენ ბოსტანს რეზინის მილით რწყავთ. ეს ბოლო შემთხვევა იყოს. - შემდეგში თქვენ უნდა გაითავისოთ ადამიანების ტკივილი! როდესაც შეიტყობთ, თუ რა ხდება, აუცილებლად ლოცვა აღასრულეთ. მეც მომწერეთ, თუ რა ხდება. თქვენ გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. თუ ჩააბარეთ - ანუ თუ წვიმა მოვა, მაშინ ლოცვაში ჩემს თანამშრომლებად გაქცევთ. და ყველაფერს, რაც საღვთო განგებულებით მოგვეცემა, თქვენთან გავიყოფ.
როცა წვიმისათვის ვლოცულობ და ცაზე თუნდაც ერთი პატარა ღრუბლის გამოჩენას შევამჩნევ, ღმერთს ვადიდებ, რომ ის გამომიგზავნა - თუნდაც წვიმა არ წამოვიდეს. ხოლო საკუთარ თავს ვსაყვედურობ, რომ ჩემში მრავლადაა სულიერი ღრუბლები - ღვთის ღრუბელს რომ განდევნის. თუ ჩვენ ღვთის მოწყალებას სიმდაბლით ვითხოვთ, ღმერთი შეგვეწევა. გვალვის დროს თავმდაბალი ადამიანის ლოცვა საწვიმარ ღრუბლებს მოკრებს, იმისთვისაც ვილოცოთ, რომ ღვთის მიერ გამოგზავნილ წვიმას სულიერი ზემოქმედაბაც ჰქონდეს, რომ მან ჩააქროს ის სულიერი ხანძარი, რომელიც ეშმაკის გაბოროტების გამო მძვინვარებს ერში და ადამიანების სულებს ფერფლავს.
გამეხარდა, როდესაც მოვისმინე, ზოგიერთები რომ ამბობდნენ: „უღირსები ვართ, მაგრამ ღმერთმა კვლავ შეგვიწყალა: ცოტაოდენი წვიმა და თოვლი მოგვცა“. თუ ჩვენ ასეთი თავმდაბლური აზრები გვექნება, ღმერთი უფრო მეტს მოგვცემს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი უღირსების აღიარება - ეს უკვე სინანულია. საბედნიეროდ, ცოტაოდენი საფუარი კიდევაა დარჩენილი. ევედრეთ ღმერთს, რომ მან სახრახნისი აიღოს და ადამიანების თავებზე ხრახნები გაამაგროს. ვხედავ, რომ ბევრი, ვისაც მაღალი მოვალეობა აკისრია, სასიკეთოდაა განწყობილი, მათ ესმით, თუ საით მივდივართ.



[size=2]შევთხოვოთ ღმერთს, რომ ქვეყანას სინანული მისცეს


ჩვენ რომ ღვთის უსაზღვრო მოთმინებას ვაცნობიერებდეთ! ნოეს კიდობნის აშენებას 100 წელი დასჭირდა [20]. როგორ ფიქრობთ, ღმერთს არ შეეძლო, უცებ აეგო რაღაც კიდობანი? რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ მან ნოე 100 წელი სატანჯველად იმიტომ დატოვა, რომ დანარჩენებსაც გაეგოთ, რა ელოდათ და შეენანებინათ. „შეხედეთ, - ეუბნებოდა ნოე ხალხს, - წარღვნა იქნება, შეინანეთ!“ მაგრამ მას სასაცილოდ იგდებდნენ. „რა ყუთს აშენებს ნეტა!“ - ირონიულად იღიმებოდნენ ნოეს თანამედროვენი და თავისას აგრძელებდნენ. ეხლაც შეუძლია ღმერთს, ორ წუთში შეაბრუნოს ქვეყნიერება და ყოველივე შეცვალოს, ისე რომ ყველა მორწმუნე და „სუპერმორწმუნე“ გახდეს. როგორ?! აი, როგორ: თუ ის მიწისძვრას აღძრავს და ნელ-ნელა გამაძლიერებელ რეგულატორს „რიხტერის შკალის 5 ბალიდან“ „6“-ზე, შემდეგ კი ,,7“-ზე გადაატრიალებს, „8“-ზე ცათამბჯენები მთვრალებივით აბარბაცდებიან და ერთმანეთის მიყოლებით დაიქცევიან. „მეათეზე“ ყველა იტყვის: „ვცოდეთ, გევედრები, გვიშველე!“ შეიძლება ადამიანებმა, უკლებლივ ყველამ, ბერობის აღთქმაც კი დადონ. მაგრამ საკმარისია, მიწისძვრა დასრულდეს, რომ ადამიანები, შეიძლება ცოტა ისევ ქანაობდნენ, მაგრამ რაკი ფეხზე დგომას შეძლებენ, ხელახლა ბარებში და დისკოთეკებზე გაიქცევიან! იმიტომ, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულებით ღმერთთან, ჭეშმარიტი სინანული არ მოვა, ისინი სინანულის სიტყვებს ზერელედ იტყვიან, მხოლოდ იმისთვის, რომ უბედურებას გადაურჩნენ.
- წმიდაო მამაო, თუკი სადმე, სტიქიური უბედურება მოხდება, როგორც ღვთის რისხვა, ხოლო მართალი ადამიანები შეწყალებას ითხოვენ ღმერთისგან, მაშინ ღმერთი თუ შეისმენს მათ ლოცვას?
- იცი, აქ რაშია საქმე?! ადამიანებს სინანული არა აქვთ და ამიტომ ღმერთი მართალთა ლოცვას არ ისმენს? თუ ღმერთს განვარისხებთ და ჩვენს დანაშაულს შევიგნებთ, ეს სულ სხვა საქმეა - ღმერთი შეგვიწყალებს ჩვენ, მაგრამ თუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ღმერთს არისხებს და თავისას უკრავს, მაშინ როგორღა შეისმენს ღმერთი მართალთა ლოცვას? იმისათვის, რომ ღმერთმა ადამიანს რაღაც დანაშაული შეუნდოს, მან უნდა გააცნობიეროს თავისი დანაშაული. და ამის გარდა, თუ ცოდვას სულიერი ადამიანები აღასრულებენ, მდგომარეობის შემამსუბუქებლად ეს არ მიიღება. „ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის“... [21] ნათქვამია ერთ-ერთ ლოცვაში. თუ საბრალო ერის ადამიანების დანაშაული „უმეცრებაა“, სულიერი ადამიანების დანაშაული უკვე „ცოდვაა“. ამიტომ თუ დანაშაულს სულიერი ადამიანები აღასრულებენ, ეს სახუმარო სულაც არ არის. დანაშაული მდგომარეობის გამო შეიძლება, მხოლოდ ერის ადამიანებს შეუმსუბუქდეთ.
წელს [22], როცა მიძინების მარხვაში წმინდა მთაზე ხანძარი გაჩნდა, რაღაც საშინელება ხდებოდა. საუკეთესო მეხანძრეები მოგროვდნენ ათონზე, მაგრამ ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ისღა დარჩენოდათ, ეცქირათ, როგორ ბურბურებდა ცეცხლი. სახანძრო დაცვის ვერტმფრენები, როგორც ჩანს, მხოლოდ აძლიერებდნენ და უბერავდნენ სანძარს. ერთი მონასტერი საგანგებო ხანძარსაწინააღმდეგო სარტყლებით შემოღობეს, რომ ცეცხლს შიგნით არ გაევლო, მაგრამ ცეცხლმა ამ სარტყლების გავლით შეაღწია სწორედ იქ, სადაც არავინ ელოდა - არქონდარიკში. წმიდა მთა 15 დღის განმავლობაში იწვოდა და15 აგვისტოს [23] ხანძარი თავისით ჩაქრა. ზოგიერთი ამბობდა: „ღვთისმშობელმა რად არ ჩააქრო ცეცხლი?“ ანუ ჩვენ უკვე იქამდე მივედით, რომ ღვთის სახელის გმობა დავიწყეთ. მაგრამ როცა ექვსი დღის მერე ისევ დაიწყო ხანძარი და ამჯერად უკვე წმიდა მთის სულ სხვა მხარეში - სწრაფად წამოვიდა წვიმა და ყველაფერი ჩააქრო. ერთი ხანძარი ჩაქრა, მეორე - არა. ნუთუ გაუგებარია, რატომ ხდება ასე?!
ზოგიერთი ადამიანი, მოქმედი სულიერი კანონები რომ არ იცის, დიდი ტკივილით ლოცულობს, მაგრამ მათი ვედრება შესმენილი არ არის იმიტომ, რომ მომხდარი უბედურება ღვთის რისხვადაა მოვლენილი. სხვები კი საერთოდ არ ლოცულობენ უბედურების ჟამს, იმიტომ, რომ ესმით, რაოდენ სამართლიანია ღვთის რისხვა, ადამიანების გამოსაფხიზლებლად რომ მოდის. დაე, მეტად განგვანათლოს ღმერთმა ჩვენ - მონაზვნები, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ სულელი ქალწულები [24] ვართ. ხოლო ჩვენი ჭურჭელი წყლითაა სავსე, მხოლოდ ფითილია ცოტაოდენი ზეთით გაჟღენთილი. ერის ადამიანები კი ელიან, რომ ჩვენ გავუნათებთ გზას და ისინი არსად წაიბორძიკებენ.
ვევედროთ ღმერთს, რომ მოსცეს მან ქვეყანას სინანული და ჩვენ მის სამართლიან რისხვას გადავურჩეთ. ღვთის რისხვას, რომელიც ჩვენზედ მოწევნულა, სხვანაირად ვერ გავექცევით, თუ არა - სინანულით და მისი მცნებების დაცვით.



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 5 2007, 12:02 AM
პოსტი #4


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მამა პაისი მთაწმინდელი
ღვთის სიბრძნისა და გარემოს შესახებ


„ყოველივე სიბრძნით ჰქმენ...“ [1]
- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ მერცხლების ბუდეები მოვშალოთ? ყველაფერს აბინძურებენ და ჭუჭყს აგროვებენ.
- შენ თუ შეგიძლია, გააკეთო მერცხლის თუნდაც ერთი ბუდე? ოჰ, რა მშვენიერება შექმნა უფალმა თავისი მხოლოდ ერთი სიტყვით! რა ჰარმონია, რა მრავალფეროვნება! საითაც არ უნდა გაიხედო, ღვთის სიბრძნესა და დიდებულებას დაინახავ. - შეხედე ზეციურ მნათობებს, ვარსკვლავებს... - რა უბრალოებით გააბნია ისინი ღვთის ხელმა! ხელსაწყოები, რომლითაც ოსტატები სარგებლობენ, მას არ დასჭირვებია. როგორ ისვენებს ადამიანი, როცა ვარსკვლავიან ცას უცქირს! მაშინ, როცა ლამპიონების მწყობრი რიგის ცქერაში ძალიან იღლება. რა ჰარმონიით მოაწყო ყველაფერი ღმერთმა! შეხედე ადამიანის მიერ გაშენებულ ტყეს. ხეები საჯარისო რიგებივით დგანან - როგორც ჯარისკაცები ასეულში. და ამავე დროს, როგორ აღადგენს ადამიანის ძალებს არა ხელოვნური, არამედ - ნამდვილი ტყე! ერთი ხე უფრო დიდია, მეორე - პატარა, თითოეული ერთმანეთისგან განსხვავებულია - თვით ყვავილებიც კი. ერთი პაწაწინა ბუნებრივი ყვავილი უფრო მშვენიერია, ვიდრე ქაღალდის ყვავილების მთელი თაიგული. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც სული - პოლიეთილენისგან [2].
საოცარია ყველაფერი, რაც ღმერთს შეუქმნია. ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი. ეს ხომ მთელი საწარმოა. ღმერთმა სიბრძნით დააწესა თითოეული ორგანოს მდებარეობა - გულის, ღვიძლის, ფილტვების... და მცენარეები?! რა სიბრძნით განალაგა ისინი. ოკუპაციის დროს [3] ხუთი სტრემა [4] ნესვი დავთესეთ და ვრწყავდით მათ. რატომღაც ვიფიქრე, უკეთესი იქნება-მეთქი და გავასუფთავე ნესვები, მოვჭერი დიდი ფოთლები, რომლებიც ფესვების ირგვლივ იყო განლაგებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფოთლები ერთგვარი „ფილტრები“ იყო, ანუ თირკმელები და მთელი სიმწარე მათში იყრიდა თავს, ოჰ, რა ნესვები გვქონდა მაშინ! ენები დავიწვით!..
- წმიდაო მამაო, თქვენ ყველაფერს ამჩნევთ!..
- დიახ, მე ყველაფერში ღმერთს ვხედავ!.. მცენარეებში, ცხოველებში, ყველაფერში... და როგორ არ გაგიკვირდეს! პატარა ჩიტუნია სამოგზაუროდ მიდის, აფრიკამდე აღწევს, შემდეგ - უკომპასოდ ბრუნდება უკან და თავის ბუდეს აგნებს! ხოლო ადამიანები, რუკები და გზამკვლევები რომ აქვთ - გზას კარგავენ. თანაც ჩიტები ცაში მოგზაურობენ და არა მიწაზე, ანუ კვალს ვერ ტოვებენ. ისინი მაღლა, ზღვების თავზე დაფრენენ, იქ კვალს როგორ დატოვებ?! არიან პატარა ჩიტები, რომლებიც წეროების ზურგით მგზავრობენ - როგორც ჩვენ - თვითმფრინავებით! ნამდვილი ავიამოგზაურები არიან. ზღვის თავზე ფრენისას ჩიტები რომელიმე კუნძულზე ისვენებენ. ერთხელ პატიოსანი ჯვრის სენაკში რომ ვცხოვრობდი, დავინახე, რომ აღმოსავლეთიდან ბეღურის მსგავსი ჩიტები მოფრინავდნენ, მაგრამ უფრო დიდები და ლამაზები იყვნენ. ეს იყო მთელი გუნდი. და აი, ოთხ-ხუთ ჩიტს, აშკარა იყო, ძალა მთლად გამოლეოდა და ფრენა აღარ შეეძლო. მაშინ გუნდს კიდევ დაახლოებით თხუთმეტი ჩიტი მოსწყდა და როცა სხვებმა ფრენა განაგრძეს, ისინი დაღლილ ჩიტებთან ერთად ჩამოსხდნენ ხეზე, ცოტა ხანს ისვენებდნენ, მერე ყველა ერთად აიჭრა ცაში და გაფრინდნენ. პირველ რიგში ისინი ძალიან მაღლა ავიდნენ, რომ ორიენტაცია აღედგინათ და დანარჩენებს დაწეოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდმა დაღლილი ჩიტები მარტოდ არ მიატოვა, არამედ თხუთმეტი ამხანაგი მიუჩინა, რომ მათზე ეზრუნათ. რა ლამაზად შექმნა ყოველივე ღმერთმა! აბა, შეხედეთ კნუტებს. რა ჭრელები არიან ისინი. რა ლამაზი ქურქები აქვთ. ჩვენ ადამიანებს, ალბათ, უნდა გვშურდეს ცხოველების სამოსი, ასეთი ქურქი დედოფალსაც კი არ უტარებია! საითაც არ უნდა შებრუნდე, ყველგან ღვთის სიბრძნეს დაინახავ. და რა მშვენიერება იყო წინათ, როცა ბუნებრივი იყო ყველაფერი! აი, მამალი, ის ხომ ამინდის მიუხედავად ყივის. დგას ცალ ფეხზე და როგორც კი დაუბუჟდება, შესძახებს: „ყიყლიყო!..“ „გაიარა ამდენმა და ამდენმა საათმა“ - ამბობს. მერე მეორე ფეხზე დგება და როცა ისიც დაბუჟდება: კვლავ იტვის: „ყიყლიყო!..“ ის ყივის შუაღამისას, დილის სამ და ექვს საათზე. შეუცვლელად - ყოველ სამ საათში ერთხელ. მამალს ხომ არც მაღვიძარა აქვს, არც ბატარეა და არც მისი მომართვაა საჭირო.
ყველაფერი, რასაც ხედავთ და გესმით, ღმერთთან კავშირისათვის გამოიყენეთ. ყველაფერს ზეცისკენ უნდა აყავდეთ. ამგვარად ადამიანი ქმნილებიდან გამუდმებით შემოქმედისკენ უნდა ისწრაფოდეს. როდესაც ამერიკელები მთვარეზე ჩაფრინდნენ, იქ ის მაინც გააკეთეს, რომ იქ დატოვეს ფირფიტა წარწერით: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ [5]. რუსებიც გაფრინდნენ კოსმოსში, მაგრამ გაგარინმა თქვა, რომ მას ღმერთი არ უნახავს. მართალიცაა, როგორ ნახავდი მას იქ? შენ ხომ ღვთისკენ ზეაპყრობილი ხელებით არ გაფრენილხარ, არამედ - მაღლა აწეული ფეხებით... და შემდეგ ყოველივე ამას იქამდე მიჰყავს, რომ ამბობენ „სამყარო ბუნებამ შექმნა...“ მთელი სამყარო - როგორ? სადღაც რომ ძველი მანქანა მოიშლება, მექანიკოსების და სპეციალისტების მთელი გუნდი გროვდება, რომ შეაკეთონ. ფიქრობენ, ცდილობენ. ეს - რაღაცა ძველი მანქანის გამო, მაშინ, როცა ღმერთი ყოველგვარა ელექტრობის გარეშე აბრუნებს დედამიწის სფეროს და არც ბატარეა თავდება და არც ძრავა ჩერდება. რა სისწრაფით აბრუნებს მას და ადამიანი ამას ვერც კი გრძნობს! საშინელი საქმეა! დედამიწა რომ ნაკლები სისწრაფით ბრუნავდეს, ადამიანი ყირამალა გადავიდოდა. მიწა ასეთი სისწრაფით ტრიალებს და მიუხედავად ამისა წყალი ზღვებიდან არ იღვრება, ასევე ვარსკვლავები... - ასეთი უზარმაზარნი... თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავენ, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს არ ეხებიან. შორიდან არ უშვებენ სხვა ვარსკვლავებს თავისთან. ხოლო ადამიანი, რომელმაც რაღაც თვითმფრინავი შექმნა თავისთვის, ამაყობს და თავს იწონებს. მაგრამ საკმარისია, ცოტათი შეეცვალოს გონებაში რაიმე და ისეთი სისულელეების კეთებას იწყებს, რომ თვითონაც ვერ ამჩნევს.



რისი მიღწევა შეძლეს დღეისათვის ადამიანებმა


კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება. „ბოროტება განათლებული ადამიანებისაგან მოდის“, [6] - თქვა წმ. კოსმა ეთოლიკიელმა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება შორს წავიდა და ამდენ დიდ წარმატებას მიაღწია, ადამიანები, რომლებიც სამყაროს დახმარებას ესწრაფიან, ამას ისე აკეთებენ, რომ ანგრევენ მას, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ღმერთმა ადამიანს ნება მისცა, ყველაფერი თავისი გონებით გაეკეთებინა, მაგრამ, როცა ღმერთს არ უსმენს, ადამიანი ღუპავს საკუთარ თავს. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის.
XX საუკუნის ადამიანები... რას არ მიაღწიეს მათ კულტურით და ცივილიზაციით. მათ სამყარო ჭკუიდან გადაიყვანეს, მათ დაანაგვიანეს ატმოსფერო, მათ ყველაფერი გააფუჭეს ამქვეყნად. ბორბალი თუ ღერძიდან მოშორდა, გზას უმიზნოდ გააგრძელებს. ასევე ღვთის ჰარმონიის ღერძს მოწყვეტილი ადამიანები საშინლად იტანჯებიან. ადრე ადამიანებს ომი სტანჯავდათ, დღეს მათ ცივილიზაცია სტანჯავთ. მაშინ ომის გამო ხალხი ქალაქიდან სოფლებში სახლდებოდა და პატარ-პატარა ბოსტნები ჰქონდათ. დღეს კი ადამიანებს ცივილიზაციის შემოტევის გამო აღარ სურთ ქალაქებში ცხოვრება. მაშინ ომს მათთვის სიკვდილი მოჰქონდა, დღეს კი ცივილიზაციას - ავადმყოფობა მოაქვს.
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ კიბო ასე გავრცელებულია?
- ჩერნობილმა და ამის მსგავმა რაღაცეებმა, ფიქრობ, რომ უკვალოდ ჩაიარა? იქიდან მოდის ყველაფერი. აი, შენი ადამიანები! - ეს ყველაფერი მათი ნაყოფია. ხალხი საშინლად დამახინჯებულია... რომელ ეპოქაში იყო ამდენი ავადმყოფი? უწინ ადამიანები ასეთები არ იყვნენ. ეხლა კი, რომელი წერილიც არ უნდა გავხსნა იქიდან, მე რომ მიგზავნიან, ან კიბოზე ლაპარაკობენ, ან სულიერ ავადმყოფობაზე, ან ინსულტზე, ან ოჯახის დანგრევაზე. ადრე კიბო იშვიათობა იყო. ცხოვრება ხომ ბუნებრივი იყო. იმაზე, თუ რა დაუშვა ღმერთმა, ეხლა საუბარი არ არის. ადამიანი ბუნებრივ საკვებს იღებდა და მაინც ჯანმრთელობა ჰქონდა მოშლილი. ყველაფერი სუფთა იყო: ხილი, ხახვი, პომიდორი. ეხლა კი ბუნებრივი საკვებიც კი ვნებს კაცს. ვინც მარტო ხილით და ბოსტნეულით იკვებება, კიდევ უფრო ავადდება, იმიტომ, რომ ყველაფერი უსუფთაოა, ადრეც რომ ასე ყოფილიყო, მე ახალგაზრდა მოვკვდებოდი, იმიტომ, რომ მონაზვნობაში მხოლოდ იმით ვიკვებებოდი, რასაც ბოსტანი მაძლევდა: ხახვის პრასით, ღორის ქადით [7], ჩვეულებრივი ხახვით, კომბოსტოთი და ამის მსგავსი რაღაცებით და თავს მშვენივრად ვგრძნობდი, ეხლა კი სასუქს აყრიან, ასხურებენ... წარმოიდგინე, რით იკვებებიან თანამედროვე ადამიანები! სულიერი შფოთი, საკვები სუროგატები - ყოველივე ამას ადამიანისათვის ავადმყოფობა მოაქვს. მეცნიერებას ყოველგვარი განსჯის გარეშე იღებენ და ადამიანები ამგვარად ინადგურებენ თავს.
- წმიდაო მამაო, რატომ იტანდნენ ადამიანები შრომას უფრო მეტად და რატომ იყვნენ ფიზიკურად უფრო გამძლენი, ვიდრე ჩვენ. საკვებს აქვს მნიშვნელობა?
- დიახ, მაშინ ხომ საკვები პროდუქტები სუფთა იყო. ჩემი აზრით, ამას განმარტებაც არ სჭირდება. ყველაფერი, რითაც იკვებებოდნენ, მოწეული იყო. ეხლა კი იმისთვის, რომ ხილი და ბოსტნეული არ დალპეს, მათ შემოსვლამდე კრეფენ და მაცივრებში აწყობენ. ხიდან უმწიფარ ნაყოფს კრეფენ და ყუთებში ინახავენ: რომ იქ დამწიფდეს. ადრე ნაყოფი რომ შემოვიდოდა, ხიდან ან თვითონ ვარდებოდა, ან ხელის უბრალო მიკარებაზე წყდებოდა. ბავშვები პურს ნაღების კარაქთან ან რძესთან ერთად ჭამდნენ და ეს მათ ჯანმრთელობას ანიჭებდა. მაგრამ ადამიანები, იმის გარდა, რომ კარგი საკვებით იკვებებოდნენ, ტვინსაც ანძრევდნენ და როცა ავად გახდებოდნენ, იცოდნენ, საჭმელის გამო იყო ეს, თუ სხვა რამ მიზეზით. ეხლა კი საჭმელი ნატურალური არ არის და არც ტვინის განძრევა შეუძლიათ.
რამდენ ხალტურას აკეთებს ეხლა ადამიანი! შალი ნელ-ნელა წარმოებიდან ამოიღეს. შალის მაისურის პოვნა, ოფლი რომ მოიდინო, მთელი პრობლემაა. მაისურს რომ ვიცვამ, მაშინვე ვგრძნობ, მასში სინთეტიკა თუ ურევია. თუ არის - სუნთქვა არ შემიძლია, ვიღრჩობი. და წარმოუდგენლად ვიტანჯები. ხომ ითვლება, რომ ასეთი მაისურები უფრო მტკიცეა, ვიდრე ნატურალური. ეს პროგრესად მიაჩნიათ! მაგრამ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ისინი? არა!.. ასეთი ნივთების დამზადებით ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას ვნებენ. ეტიკეტსაც მიაკრავენ: „დამზადებულია სუფთა შალისაგან“. დიახ, როგორ არა, რეკლამის მიზნით რას არ იტყვიან! ცხვრები დღეს მხოლოდ ხორცისთვის გვინდა, რადგან შალს ნავთისაგან ვაკეთებთ. ხოლო აბრეშუმის ჭიები ამბობენ: „მაშ, რადგან ჩვენზე უკეთესი ძაფი გინდათ, თქვენ თვითონ გააკეთეთ“.

ადამიანებმა მოთმინება დაკარგეს



- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მოთმინება არ გვყოფნის?
- ის, რაც დღეს ხდება, ხალხს სიკეთეს არ მოუტანს. ადრე ცხოვრებაც მშვიდობიანი იყო და დამშვიდებული. ადამიანებიც უფრო ამტანები იყვნენ, მოთმინება შეეძლოთ. დღეს ქვეყნად შემოსულმა ამ სიჩქარემ ადამიანები მოუთმენელნი გახადა. ადრე ადამიანმა იცოდა, რომ პომიდორი ივნისის ბოლოს შემოვიდოდა. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ პომიდორი დროზე ადრე ეჭამა. ადამიანები აგვისტოს ელოდნენ, რომ საზამრთო ეჭამათ, იცოდნენ, როდის დადგებოდა ლეღვის დრო, როდის - ნესვის. ეხლა კი, რა ხდება? ვაჭრები ეგვიპტეში მიდიან და იქ დროზე ადრე ყიდულობენ პომიდორს, თუმცა ჯერ პომიდორი შემოსული არ არის. საბერძნეთში არის ფორთოხლები - იმავე ვიტამინებით. ჩემო ძმაო, ცოტა მოითმინე და მანამდე სხვა რაღაც ჭამე! არა! რაც არ უნდა დაუჯდეთ, ეგვიპტეში წავლენ და პომიდორს ჩამოიტანენ. კრეტაზე უყურეს, უყურეს ამ საქმეს და ააშენეს სათბურები, რომ პომიდორი მათთანაც ადრე შემოსულიყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სათბურები მთელ საბერძნეთს მოედო, რათა პომიდორი ზამთარშიც ჭამონ. კვდებიან და ყველანაირი ბოსტნეულისთვის აშენებენ სათბურებს, რომ წლის ნებისმიერ დროს მაგიდაზე იყოს ყველაფერი, რასაც ინატრებენ და შესაფერის დროს არ დაელოდონ.
ესეც იკმარებდა, მაგრამ საქმე უფრო შორს წავიდა. გუშინ პომიდორი მწვანე იყო, დილით კი მაღაზიაში უკვე წითელი, ხორციანი შეაქვთ. ერთ მინისტრს „ორი ტკბილი სიტყვა“ ვუთხარი კიდეც ამასთან დაკავშირებით: „სათბურებს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ხილს, პომიდორს, ბოსტნეულს ჰორმონებით ამწიფებენ! ნაყოფი ერთ ღამეში შემოდის, მაგრამ იმ საცოდავებს, ვისაც ჰორმონალური პრეპარატების მიმართ მაღალი მგრძნობელობა აქვთ, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ?! დაე, დაავადმყოფდნენ?!“ ცხოველებიც აღარაფრად ვარგანან. გინდა ქათამი აიღე, გინდა - წიწილა. ორმოცდღიან წიწილს ჰორმონებით ტენიან და ექვსთვიანის წონას აძლევენ. ადამიანი მის ხორცს ჭამს. რა სიკეთეს მოიტანს ეს?! ძროხებმა რომ მეტი რძე მოიწველონ, მათაც ჰორმონებს აძლევენ. ძროხები იწველებიან, მაგრამ მწარმოებლები შემდეგ ამ რძეს ვეღარ ყიდიან. იწყება გაფიცვები, რძის ფასი ეცემა, მას ქუჩაში ღვრიან, ადამიანები კი ჰორმონებით გატენილ რძეს სვამენ. ყველაფერი კი ისე რომ დაეტოვებინათ, როგორც ღმერთმა განაგო, ყოველივე თავისი წესით მოეწყობოდა და ხალხიც სუფთა რძეს დალევდა! ამასთან ერთად ამ ინექციების გამო ყველაფერი გაუგემურდა. უგემური პროდუქტები, უგემური ადამიანები - ყველაფერმა დაკარგა გემო. თვით ცხოვრებას აღარა აქვს გემო ადამიანებისათვის. ჰკითხე ახალგაზრდას: „რა მოგწონს?“ - „არაფერი“. აი, სადამდე დავიდა ადამიანი. თავისი ხელით სურს, რომ „ღვთის მიერ დაშვებული შეცდომები“ გამოასწოროს. იმისთვის, რომ ქათმებმა კვერცხი დადონ, ღამე დღედ აქციეს, შენ გინახავს ასეთი ქათმების დადებული კვერცხი? ღმერთს რომ მთვარე ისეთივე ბრწყინვალე შეექმნა, როგორიც მზეა, ადამიანები ხომ ჭკუიდან გადავიდოდნენ. ღმერთმა ღამე შექმნა, რომ დაესვენათ ადამიანებს, მაგრამ სადამდე არიან მისულნი ისინი ამჟამად?!
ადამიანებმა სიმშვიდე დაკარგეს. ამ სათბურებმა, ბოსტნეულის ინექციებმა და ამისთანებმა ხალხი მოუთმენლობამდე მიიყვანა. ძველად ადამიანებმა იცოდნენ, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე ფეხით რამდენიმე საათში მივიდოდნენ. თუ ვინმეს უფრო მაგარი ფეხი ჰქონდა, ცოტა უფრო ნაკლები დრო სჭირდებოდა. შემდეგ მოიგონეს ურემი, შემდეგ - ავტომობილი, შემდეგ - თვითმფრინავი და ა.შ. ცდილობენ, ახალი და ახალი იპოვონ, გადაადგილების უფრო სწრაფი საშუალებები. ისეთი თვითმფრინავი მოიგონეს, რომ მისი საშუალებით საფრანგეთიდან ამერიკაში სამ საათში ჩახვალ [8]. მაგრამ თუ კაცი ასეთი სისწრაფით გადაიფრენს ერთი კლიმატური სარტყლიდან მეორეში, კლიმატის ასეთი უეცარი შეცვლა მას აუცილებლად ავნებს. სულ სიჩქარე, სიჩქარე... ნელ-ნელა იქამდე მივა, რომ ადამიანი მფრინავ ჭურვში შევა, შემდეგ გასროლა, ფრენა, დარტყმა, აფეთქება და პუბლიკის თვალწინ გადარეული მოგზაური წარსდგება. აბა, როგორ გგონიათ? აქამდეც მივა. ესაა ნამდვილი სიგიჟე.

მთელი ატმოსფერო ვითომდა არაფერიაო,
ისე დააბინძურეს, ძვლებმა კი ხელი შეუშალათ


- წმიდაო მამაო, მოვისმინე, რომ მიცვალებულების დაწვას აპირებენ, როგორც ამბობენ, „ჰიგიენური მოსაზრებით და მიწის მასივების ეკონომიის გამო“.
- ჰიგიენური მოსაზრებით? აბა, ერთი უსმინეთ! და არ რცხვენიათ ამის თქმა?! მთელი ატმოსფერო რომ დააბინძურეს - ეს არაფერია და ძვლები უშლით ხელს?! ნაწილებს ხომ, სხვას თავი რომ დავანებოთ, ბანენ კიდეც, ხოლო რაც შეეხება - „მიწის ეკონომიას“, განა საბერძნეთში - მთელი თავისი ტყეებით - სასაფლაოსთვის ადგილი არ მოიძებნება? უნივერსიტეტის ერთ პროფესორს ვუთხარი „ორი ტკბილი სიტყვა“ ყოველივე ამასთან დაკავშირებით. ასე როგორ შეიძლება! ნაგვისთვის პოულობენ ადგილს და წმინდა ნაწილებისთვის - არა. მიწა, რა, დეფიციტია? რამდენი წმიდა ნაწილი შეიძლება იყოს სასაფლაოებზე?! ამის შესახებ არავინ არ ფიქრობს.
ევროპაში იმიტომ კი არ წვავენ მიცვალებულებს, რომ დასამარხი ადგილი არ არის, არამედ იმიტომ, რომ კრემაცია პროგრესულ საქმედ ითვლება. იმის მაგიერ, რომ რომელიმე ტყე გაკაფონ და მიცვალებულებისთვის ადგილი გამოათავისუფლონ, თვით მათგან ათავისუფლებენ მიწას, როცა წვავენ და ფერფლად აქცევენ მათ, შემდეგ ფერფლს პატარა ყუთში მოათავსებენ და ამას პროგრესად მიიჩნევენ. მიცვალებულებს იმისთვის წვავენ, რომ ნიჰილისტებს ყველაფრის გახრწნა სურთ - ადამანის ჩათვლით. მათ სურთ ისე გააკეთონ, რომ არ დარჩეს არაფერი, რაც ადამიანს მშობლებს და მისი წინაპრების ცხოვრებას გაახსენებს. მათ სურთ, ადამიანები წარსულს მოსწყვიტონ, სურთ, დაავიწყონ იმქვეყნიური ცხოვრება და ამ ცხოვრებაზე მიაჯაჭვონ ისინი.
- იმასაც ამბობენ, წმიდაო მამაო,რომ ათენის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მართლაც დადგა ეს პრობლემა - მიცვალებულების დასამარხი ადგილი არ არის!
- ამდენი ადგილი ცარიელდება, ნუთუ არსად მოინახება ცოტაოდენი მიწა? ათენის გარშემო მთელი უდაბნოებია, ქალაქს რომ ეკუთვნის. მე ვიცნობ ქალაქის ხელმძღვანელობიდან ხალხს, ქალაქგარეთ დიდი მიწები რომ აქვთ. რა, არ შეიძლება, იქ სასაფლაო დაარსდეს?! თანაც, ათენის მოსახლეობის უმრავლესობა ხომ წარმოშობით პროვინციებიდანაა. რატომ არ მიასვენებენ მიცვალებულებს თავის სოფლებსა და ქალაქებში დასაკრძალად? წაიყვანონ და თავის სამშობლოში დაფლან ყველა. იქ, პროვინციაში დაკრძალვას დიდი ხარჯები არ სჭირდება, მხოლოდ ნეშტის გადასატანად დასჭირდებათ გადახდა. გამოაცხადონ, რომ ვინც ბოლო წლებში ჩამოსახლდა ათენში, სიკვდილის შემდეგ დაიმარხოს იქ, საიდანაც წარმოშობით იყო. ასე ხომ უკეთესი იქნებოდა. ხოლო იმ ოჯახებისთვის, ვინც სამ თაობაზე არანაკლებს ქალაქში ცხოვრობს, ადგილი ათენშივე უნდა გამოძებნონ. როცა დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ ნაწილებს ამოიღებენ მიწიდან, მაშინ კი უფრო ღრმა საერთო სამარხებში შეინახონ ისინი [9]. განა ეს ძნელია? ნახე, რა ღრმად იჭრებიან ადამიანები მიწაში, ნახშირი რომ მოიპოვონ. მაშ ნეშტებისთვისაც გააკეთონ რაიმე დიდი საცავი და იქ ერთად დაფლან.
პატივისცემა სრულიად გამქრალია. შენ მხოლოდ ნახე, რა ხდება! საკუთარ მშობლებს შვილები მოხუცთა სახლებში აბარებენ. ძველად კი დაბერებულ ხარზეც კი ზრუნავდნენ, არ კლავდნენ, ეს ხომ ჩვენი მარჩენალი იყოო. მიცვალებულებს კი როგორ პატივს სცემდნენ!.. მახსოვს ომი: რა რისკზე მივდიოდით, რომ მოკლულები დაგვემარხა! მღვდელი, ცხადია, მოვალე იყო, წასულიყო, მაგრამ ჯარისკაცებიც მასთან ერთად მიდიოდნენ და მოკლული მეგობრების გვამები მიჰქონდათ - ნამქერში, თოვლში, ტყვიის ქვეშ. სამოქალაქო ომის დროს, 1945 წელს, არმიაში გაწვევამდე ჩვენი ეკლესიის დარაჯს მოკლულების შეგროვებასა და დაკრძალვაში ვეხმარებოდი. ჯერ მღვდელი მიდიოდა საცეცხლურით, როგორც კი ტყვიის ჯერი წამოვიდოდა, მიწაზე გავერთხმოდით, მერე, მიდი და წამოდექი! ისევ სროლა, ისევ - მიწაზე. შემდეგ, როცა უკვე ჯარისკაცი ვიყავი და ჩვენ ფეხშიშველნი ვისხედით თოვლში, გვითხრეს, რომ ვისაც სურს, შეუძლია, მოკლულებს გახადოს ფეხსაცმელი. ადგილიდანაც კი არავინ დაძრულა. ეჰ, წავიდა ის კარგი დრო!..
ბოროტება ის არის, რომ ვისაც ხელისუფლება აქვს, დუმან და რაც ხდება, იმას ეთანხმებიან. იმ წუთებიდან, როცა მიცვალებულებთან დაკავშირებული ეს პრობლემა წამოიჭრა, ეკლესია უნდა დაინტერესებულიყო და გარკვეული პოზიცია გამოეხატა, რომ პრობლემა გადაჭრილიყო, რადგანაც დუმილით ეკლესია ერის ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ ისინი სულიერ საკითხებში ჩაერიონ და ყველაფერი ილაპარაკონ, რაც თავში წამოუვლით. ეს ხომ უბედურებაა. როგორ ექნება თანამედროვე სამყაროს ღვთის კურთხევა? სადამდე დავედით! გამუდმებით იმას ცდილობენ, ადამიანს ღირსება წაართვან. ოჰ, დღეს ხომ მიცვალებულებისთვის საკმარისზე მეტი ადგილის გამონახვაა შესაძლებელი.







--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 5 2007, 11:49 AM
პოსტი #5


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გარემოს დაბინძურება და დანგრევა


მზე აჭერს, როგორც სინას მთაზე - ზამთარშიც კი! იმიტომ, რომ ატმოსფეროში გაიხსნა ოზონის ხვრელები. თუ სამხრეთის ქარი არ უბერავს, მზეზე ვერ დადგები.
- წმიდაო მამაო, რით დამთავრდება ოზონთან დაკავშირებული ეს პრობლემა?
- ცოტა დავიცადოთ, ვიდრე მეცნიერები 5 კილოგრამ საგოზავს აიღებენ და ხვრელს ამოავსებენ! დიახ, დიახ, აბა, წავიდნენ და ოზონის ხვრელი გადააკეთონ! მაშინ ნახავენ, რომ ღმერთმა ყოველივე ბრძნულად, მეტად ჰარმონიულად შექმნა და იტყვიან: „ბოდიშს ვიხდით, რომ გავხრწენით ყველაფერი“.
ხოლო ატმოსფეროს ამ ხვრელის გამო ილოცეთ, რომ ის დაიხუროს. ხედავთ ერთი „ლანკანი“ [10] იქაც გაიხსნა. ხეები, მცენარეები ხმება, თუმცა ღმერთს წესრიგის აღდგენა კვლავაც შეუძლია.
აბა, შეხედეთ, როგორ გაეშმაკდა ზოგიერთი შარლატანი, რომ ახერხებს ფული დასტყუოს მდიდრებს, რომლებმაც არ იციან, ეს ფული სად წაიღონ. „ატმოსფეროში ოზონის ხვრელი გაიხსნა, სამყარო იღუპება, როგორ ვუშველოთ ქვეყნიერებას? აი, როგორ: მეცნიერება ამუშავებს მიწის სიღრმეში ნაგებობების მოწყობის პროექტს და ადამიანს იქ გადაასახლებს, რათა მზისგან დაიცვას იგი“. როცა ბოლოს აშკარა გახდა, რომ მიწის ქვეშ გადასახლება შეუძლებელი იყო, სხვანაირად აყაყანდნენ: „მთვარეზე გაიშლება მშენებლობა, აიგება რესტორნები, სასტუმროები, სახლები და ადამიანები იქ გადასახლდებიან, ვისაც გადასახლება სურთ, გარანტიით შეუძლიათ გადასახადის შემოტანა“. და ყოველივე ამაში წვეთი სიმართლეც არ ურევია. რა „საცხოვრებელ ნაგებობებზეა“ ლაპარაკი, როცა ადამიანი იქ საერთოდ ვერ გაძლებს. კი, ჩაჯდა ორი ადამიანი კონსერვის ქილაში, გაფრინდნენ და უკან დაბრუნდნენ. ზოგიერთებს კი ეს არაკები სჯერა და ფულსაც იხდიან.
- წმიდაო მამაო, ბევრია შეშფოთებული საწარმოო და გამონაბოლქვი აირების გამო.
- ზოგიერთი ქარხნის დირექტორი უნდა ვაიძულოთ, რომ მილებზე გამწმენდი ფილტრები მოაწყონ, რათა საწარმოო აირებისაგან სულშეგუბებულმა ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს. იმის მაგიერ, რომ პარლამენტის დეპუტატებს ფული ასესხონ და საქმე მოიწყონ, ქარხნის დირექტორებმა ცოტა მეტი ფული დახარჯონ და გამწმენდი სისტემები შეიძინონ. ძველად ეს მიკრობები, ეს წიდა არ იყო. ეხლა კი ყველაფერი დააბინძურეს და თანაც ამას პროგრესად თვლიან. ხოლო, საით მიდის ეს პროგრესი? ის დაანგრევს ადამიანს, ქუჩაში გამოხიდარ და ჰაერში წიდის სუნი დგას. სახლში ზიხარ და საკმარისია, ფანჯარა გამოაღო, რომ ქუჩის ბოლი შინ შემოვარდება. ხელებს რომ იბან, ეს ბოლი არ გშორდება, ანუ ის უვნებელი არ არის. ღუმელის კვამლი ზეთოვანებას არ შეიცავს, ამიტომ მისგან ცოტა წამოგახველებს და ფილტვებიდან გავა. ეს ტექნიკური გამონაბოლქვი კი ფილტვებში ილექება და არ გადის.
მრავალსართულიან სახლებში ხალხი თევზებივითაა ჩაწყობილი ერთმანეთზე. ვიღაც იატაკის საფენებს ფერთხავს აივანზე, მთელი მტვერი კი მის მეზობელთან, ქვედა სართულზე ჩადის. როგორ იტანჯებიან ის საცოდავები, ვინც ქვედა სართულებზე ცხოვრობენ, ზედა სართულების მთელი მტვერი და ნაგავი თავზე ეყრებათ. ადამიანი საკუთარ აივანზე თეთრეულს ფენს ან ფანჯარას გააღებს, ზემოთ კი ფეხსაგებს ფერთხავენ და მასზე არავინ ფიქრობს. ძველ დროში ასეთ ცათამბჯენებში ენდი-კულეს [11] ციხეს მოაწყობდნენ. უბრალოდ, რაღაც საშინელებაა! იმ დროში ხომ სახლებს ეზოები ჰქონდა. იქ ცხოველები იდგნენ, გვერდით ხეხილიანი ბაღი იყო, სადაც ჩიტების მთელი გუნდი იყრიდა თავს.
- წმიდაო მამაო, დღეს ადამიანები მერცხლებსაც კი ვერ ხედავენ.
- მერცხლები რა, ჭკუიდან კი არ შეშლილან, რომ ცათამბჯენებში იფრინონ? რა, გადარეულან? ნელ-ნელა იქამდე მივალთ, რომ ადამიანებს აღარც ეცოდინებათ, რა არის მერცხალი. ამერიკაში, ერთ უნივერსიტეტში არის განყოფილება, სადაც ძველ და ახალ აღთქმას ისტორიული თვალსაზრისით სწავლობენ. იმისათვის, რომ სტუდენტებს გააგებინონ, რა არის მარცვალი, მათ აქვთ მინდორი, სადაც მარცვალია დათესილი, ხოლო იმისათვის, რომ მიახვედრონ, რას ნიშნავს „მწყემსი“ და „ცხვრები“, ცხვრის პატარა ფარა ჰყავთ მწყემსთან ერთად, რომელსაც კომბალი უჭირავს. და ეს უნივერსიტეტში ხდება!
ადამიანებმა მთელი ატმოსფერო დააბინძურეს. გარეთ ზამთარია და ეზოშია ნარეცხის სუნი! წარმოიდგინეთ, რა იქნება ზაფხულში! და რად არ აგზავნიან ვეტმფრენს, რომ ამ სანარცხეს რაიმე სადეზინფექციო ხსნარი შეასხურონ. საბედნიეროდ, უფალმა ჩვენთვის შექმნა ყვავილთა კეთილსურნელება. მთელი ეს ყვავილების სიმრავლე დიდების და პატარების, მთელი ეს ყვავილთა მრავალფეროვნება ანეიტრალებს სანარცხის სიმყრალეს. რა მოხდებოდა, რომ ატმოსფეროში ყვავილების ეს ნაირ-ნაირი სურნელი არ ვრცელდებოდეს? თუ სადმე მძორი გდია, მისი სიმყრალე ყველგან ისმის! როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე! და რა მწარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, ის რომ არ ზრუნავდეს ჩვენზე! წარმოიდგინე ყვავილები, მცენარეები რომ არ ყოფილიყო... მათი არომატით ხომ ჩვენი სიმყრალე იფარება და იფანტება.
ერთხელ ერთი ერისკაცი მოვიდა ჩემთან სენაკში და მკითხა: „მისმინე, რას აკეთებ აქ, რით ხარ დაკაგებული მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში?“ სწორედ მაშინ ირგვლივ წვრილი ყვავილები ჰყვაოდნენ და სენაკთან ზედმომდგარი ფერდობიც ველის ყვავილებით იყო სავსე. ყველაფერს საოცარი სურნელი ადგა. „მე გამუდმებით მუხლჩაუხრელად ვარ, მთელი დღეების განმავლობაში ყვავილთა რიგებს შორის დავდივარ და ამ მცენარეებსა და ყვავილებს ვუვლი, რომლესაც აქ ხედავ. ღამით კი, ნახე რამდენი კანდელი ანთია ცაში? შეეცადე ყველას ანთება მოასწრო!“ ის რაღაც უცნაურად მიცქერდა, მე კი ახსნა-განმარტებას ვაგრძელებდი „რა შენ, განა არ შეგიმჩნევია, როგორ ანათებენ კანდელები ღამით? მათ მე ვანთებ ხოლმე! და აბა, სცადე და მოასწარი! როგორ ფიქრობ, ადვილია ამდენ კანდელს ტივტივა გაუსწორო, ფითილი და ზეთი დაუმატო...“ საწყალი ამ საუბრის შემდეგ მთლად დაიბნა.
შეწამლვაც ხომ იგივე შხამია. შეწამლისაგან მარტო მავნებლები კი არ კვდებიან, არამედ საბრალო ჩიტებიც. იმისათვის, რომ ხეები განიკურნენ, მათ შხამ-ქიმიკატებით წამლიან, შემდეგ კი ადამიანები ავადდებიან. ყველაფერი შხამითაა მოწამლული. განა უფრო გონივრული არ იქნებოდა, ნაკლები ქიმიკატები გამოეყენებინათ? შხამქიმიკატების მთელი ღრუბელი! განა ის ადამიანისათვის მავნე არ არის? განსაკუთრებით - პატარა ბავშვებისათვის. მათთვის მთელი ეს ქიმიკატები პირდაპირ სიკვდილია. ამიტომაა, რომ ბავშვები უკვე ავადმყოფები იბადებიან. ერთ აგრონომს ვუთხარი: „ეს რა ხდება, თქვენ მწერები დახოცეთ, ეხლა კი ადამიანები იხოცებიან!“
მწერების დასახოცად ყვავილებს წამლავენ. ამის გამო კი ადამიანები ავადდებიან. შემდეგ კიდევ რაიმე სხვა უფრო ძლიერ შხამ-ქიმიკატს მოიგონებენ და რას მოვიგებთ ამით?
უკვე დამტკიცებულია, რომ იმ მწერების ნაწილი, რომელიც ქიმიკატებით გავწყვიტეთ, სხვა მწერებს ანადგურებდა. ეხლა იძულებული ვართ, ხელოვნურად მოვაშენოთ განადგურებული მწერები. რა ბრძნულად არის მოწყობილი ღვთის მიერ ყოველივე! იქ სადაც ჭრიჭინებია, კოღო არ ჩერდება. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი კაცი მოვიდა და პატარა მანქანა მაჩვენა, რომელიც ხმით ფანტავდა კოღოებს. ეს ხმა ჭრიჭინას სიმღერას წააგავდა, მაგრამ უფრო უხეში იყო. ჭრიჭინებს, რომლებიც თავისი ხმით გვატკბობენ, ადამიანები ხოცავენ, შემდეგ კი ცდილობენ ხელოვნურად გააკეთონ ის, რაც თვით ღმერთის მიერ იყო შექმნილი. დახოცეს ყველაფერი: ჭრიჭინაც და გვრიტებიც... ყორანსაც კი იშვიათად დაინახავ. მალე ალბათ ყორნებს დავიჭერთ და გალიაში ჩავსვამთ.
და თქვენ, ხეებს რომ წამლავთ, რაიმე ღმერთსაც დაუტოვეთ, რომ ის დაგვეხმაროს ჩვენ. თუ ქიმიკატი რომელიმე ფოთოლს არ მოხვდება, ამაში დიდ საშინელებას ნუ დაინახავთ. ვერანაირი თანამედროვე ქიმიკატი ერთად აღებული ვერ იმოქმედებს ადამიანზე ისე, როგორც - რწმენა. ერთხელ სტუმრად ვიყავი და მოვისმინე, როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები: „ნუთუ რაიმე ქიმიკატი გამოჩნდება, რომელიც ამა და ამ მავნებელისაგან დაგვიცავს? და სად? საზღვარგარეთ“. და მაშინვე, მოდი, დავრეკოთ, ჩავიწეროთ... გამუდმებით ერის ადამიანებიც და მონაზვნებიც ბოლო ადგილს აკუთვნებენ ღმერთს. ადამიანები უპირველეს მნიშვნელობას არ ანიჭებენ სულიერ ევოლუციას - რათა ყოველივე იყოს განათლებული. ბოროტება ისაა, რომ თვით ჩვენ - მონაზვნები სულიერი ევოლუციის გზაზე წინ ვერ ვუსწრებთ ერის ადამიანს.
- წმიდაო მამაო, ზეთისხილის ხეებს ნამდვილად აფუჭებს დაკოსი - ზეთისხილის მავნებელი?
- სკვნილზე ილოცეთ, რომ დაკოსი წავიდეს. მავნებელს მარტო შეწამვლით კი არ უნდა ებრძოლოთ, არამედ ქრისტეს სთხოვეთ შემწეობა. ამის გარდა ჩვენ გვინდა, ყველაფერი ისევე კარგად გავაკეთოთ, როგორც აკეთებენ ერში. იმის შესახებ, რომ მონაზვნებს სხვა „ქვეყანა“ უნდა ჰქონდეთ, ჩვენ ვივიწყებთ. ნუ შევეცდებით, ერის ადამიანებივით გავაკეთოთ ყველაფერი, ან მათზე უკეთ. ქრისტე რა - დაგვავიწყდა? მე იმას არ მოგიწოდებთ, რომ საერთოდ არ შეწამლოთ ხეები, მაგრამ ზოგიერთები ამ ქიმიკატებზე პირდაპირ ექსპერიმენტებს ატარებენ. და როდესაც შეწამვლის საჭიროება მართლაც იქნება, რესპირატორები გამოიყენეთ.
ჯობია ხოჭოებისაგან მცირედ წახდენილი ნაყოფი ჭამოთ, ვიდრე შესახედად ლამაზი, მაგრამ - შეწამლული. შეწამვლა ნუ გაგიტაცებთ, პირიქით - შეზღუდეთ. ღვთისმოსაობით ილოცეთ, პირველი ფსალმუნი იკითხეთ [12] და ხეებს ნაკურთხი წყალი ასხურეთ. თუ თქვენ სწორად იცხოვრებთ, წვიმაც წამოვა და მუხლუხოებიც [13] დაიხოცებიან. ღმერთი იზრუნებს თქვენზე - მისდამი სასოება და ნდობა უნდა იქონიოთ.


მამა პაისი მთაწმინდელი
სწორი დამოკიდებულება ეკლესიის პრობლემებისადმი


- წმიდაო მამაო, როდესაც ეკლესიაში რთული პრობლემები წარმოიშობა, როგორი დამოკიდებულება სჯობს, რომ გვქონდეს მათთან.
- უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. უკიდურესობის საშუალებით პრობლემები არ გადაიჭრება. ძველ დროში ბაყალი აქანდაზით იღებდა ცოტ-ცოტაობით შაქარს, ღერღილს და ამის მსგავს რაღაცეებს და სასწორზე ნაწილ-ნაწილ ყრიდა. ამგვარად აღწევდა იგი სიზუსტეს და სასწორი წონასწორობას ინარჩუნებდა. ანუ ის არ დაყრიდა სასწორზე უცებ და ბევრს. უკიდურესობებისაგან ყოველთვის იტანჯება დედა-ეკლესია. ისინიც, ვინც უკიდურესობის გზას ადგანან, ასევე იტანჯებიან, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკიდურესობა თავისი მახვილი კუთხეებით მტკივნეულად იჩხვლიტება. ეს იმას ჰგავს, რომ ერთი ბოლო ეშმაკეულ, სულიერად უტიფარ ადამიანს ეპყრას ხელში, ადამიანს, ვინც არავის არაფრად აგდებს, ხოლო მეორე მხარე ეჭიროს უკიდურესად ჭკუასუსტს, რომლის უგუნური მოშურნეობა ვირწოშუბლიანობასთან არის შერწყმული. ანუ სულიერად უტიფარი ადამიანი ვერასოდეს შეუთანხმდება უგუნური მოშურნეობით აღძრულ მოშურნეს. ეს ადამიანების გადაემტერებიან და გვემენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ საღვთო მადლს ორივე მოკლებული იქნება. და მაშინ - ღმერთო, მიშველე! - ორივე უკიდურესობა გამუდმებით ჩხვლეტს და გვემს ერთმანეთს დაუსრულებლად და ამას ბოლოს ვერ უპოვი. ხოლო ისინი, ვინც ამ ორი უკიდურესობის მოდრეკას, ერთმანეთთან შერიგებას და ერთ აზრზე დაყენებას შეძლებს, ქრისტეს მიერ ორი უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტისმეტად აღელდება და მრისხანებით იწყებს მის გამოსწორებას, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც, იმის დანახვაზე, რომ სანთელი წვეთავს, მთელი ძალით გარბის მის გასასწორებლად, გადაუვლის მლოცველებს, წამოედება შანდლებს და ღვთისმსახურებისას უწესრიგობას ქმნის.
საუბედუროდ, ჩვენს დროში დედა ეკლესიას ბევრი რამ აწუხებს; ერთნი - განათლებულნი დოგმატებს გონებით ეკვეთნენ და არა - წმიდა მამათა სულიერებით. მეორენი, გაუნათლებლები დოგმატებს ჩააფრინდნენ კბილებით და აღრჭიალებენ მათ, როცა საეკლესიო საკითხები ირჩევა, ამიტომ ეკლესიას გაცილებით მეტად ვნებენ ისინი, ვიდრე - მართლმადიდებლობის მტრები. კარგია, როცა მდინარის დინება ძალიან ჩქარი არ არის, რადგან ჩქარი დინება იტაცებს ხეებს, ქვებს, ადამიანებს, მაგრამ არც განსაკუთრებით მდორეა კარგი, რადგან ის დამყაყებულ კოღოებიან ჭაობად იქცევა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ - ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე - საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა - საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით - „უთხარ კრებულსა“ და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან - ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს - უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას.
ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანები სჭირდება - ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება - ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთოლიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიას სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ - ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად - მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ბუნება აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.


სხვადასხვა სარწმუნოებებსა და ეკუმენიზმზე


45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდან

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
„ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)
როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საღვთო გადმოცემებიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლულოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. ...მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში.
მამა გიორგი (ფლოროვსკი)

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე. „დაე, იყოს ერთი რელიგია“, - ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, - მეუბნებოდნენ ისინი, - გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. - „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, - ვუპასუხე მე. განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლ- თაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, - ამბობენ ისინი, - ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო.
მამა პაისი მთაწმინდელი
მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს - თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად...
სიძულვილის ღმერთი - ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი - მათ არავინ უყვართ.
წმ. იუსტინე პოპოვიჩი
ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? - და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც - ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე - როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე - როგორც გსურს, ისიამოვნე - რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.
წმ. თეოფანე დაყუდებული
ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფებ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)
დღევანდელი მსოფლიო მართლმადიდებლებს სთავაზობს ეკონომიკურ უზრუნველყოფას და სანაცვლოდ, სურს, მისი შინაგანი სამყარო შეავსოს მცდარად გაგებული ჰუმანიზმით, რომელსაც მიზნად აქვს ადამიანში ღვთიური ბუნების დაკნინება. მაგრამ ქრისტე ხომ ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას“.
უნეტარესი საბა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი


ბერი პაისი მთაწმინდელი
„ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა“


- წმიდაო მამაო, ამბა მაკარი ამბობს, რომ ღმერთი მოგვცემს ზეციურ სიკეთეებს და ჩვენ გვწამს ეს. უნდა ვიწამოთ ისიც, რომ იგი მოგვემს მიწიერ სიკეთეებსაც, რაც ესოდენ არსებითი არ არის?
- რომელ მიწიერ სიკეთეებს?
- იმას, რაც გვჭირდება.
- აი, ეს კი სწორად თქვი. ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება, თავისი ხატი და ზრუნავს იმაზე, რაც მას ესაჭიროება.
- ეს უნდა გვწამდეს და არ ვშფოთავდეთ?
- თუ ადამიანს ეს არ სწამს და თავად ჯახირობს რომ მიწიერი სიკეთეები მოიხვეჭოს, იგი აუცილებლად დაიტანჯება. მაგრამ ადამიანი, რომელიც სულიერად ცხოვრობს, იმ შემთხვევაშიც არ განაწყენდება, თუკი ღმერთი მას მიწიერსა და ნივთიერს არ მისცემს. თუ ჩვენ ვეძიებთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა, თუკი ამ სასუფევლის ძიება არის ჩვენი ერთადერთი საზრუნავი, მაშინ სხვა დანარჩენიც გვეძლევა. ნუთუ ღმერთი თავის ქმნილებას ბედის ანაბარა დააგდებს? თუ ისრაელი მეორე დღისთვის იტოვებდა მანანას, რომელსაც ღმერთი აძლევდა უდაბნოში, მანანა ხრწნას იწყებდა. ღმერთი ასე ყოველივეს იმიტომ აწყობდა, რომ ისინი საღვთო განგებულებას მინდობოდნენ.
სიტყვებიც კი „ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისას“ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ. ან გვწამს და მივენდობით უფალს ან არ გვწამს და ამიტომაც თავად უნდა ვიზრუნოთ აუცილებელზე. როდესაც საცხოვრებლად სინაზე გავემგზავრე, თან არაფერი წამიღია. თუმცა მე საერთოად არ ვფიქრობდი იმაზრ, რა მომივიდოდა უდაბნოში უცნობ ადამიანებთან, რას შევჭამდი და როგორ ვიცხოვბრებდი. წმიდა ეპისტიმიას სენაკი, სადაც უნდა დავსახლებულიყავი, უკვე დიდი ხნის მიგდებული იყო, ადამიანებისგან მიტოვებული. მე არაფერი მითხოვია მონასტრისათვის, არ მსურდა მათი დამძიმება. ერთხელ მომიტანეს მონასტრიდან პური და უკან დავუბრუნე. რატომ უნდა შევშფოთებულიყავი, როცა ქრისტემ თქვა: „უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა“? წყალიც კი ძალიან ცოტა იყო. ხელობა არაფერი ვიცოდი. აი, ახლა კი მკითხე როგორ ვცხოვრობდი და პურს როგორი მოვიპოვებდი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მქონდა, მაკრატელი იყო. მე გავყავი იგი ორ ნაწილად, ქვაზე გავლესე, ავიღე პატარა დაფა და ხატების გამოკვეთა დავიწყე. ვმუშაობდი და იესოს ლოცვას ვამბობდი. მალე გავიწაფე კვეთაში, მთელი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ხატს ვკვეთდი და ხუთდღიან სამუშაოს თერთმეტ საათში ვასრულებდი. გარკვეული ხნის განმავლობაში ამ საქმიანობას დღეში რამდენიმე საათს ვუთმობდი, შემდეგ კი ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ არ მსურდა ხელსაქმეს შევდგომოდი, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავდი, თუ რა გაჭირვებას განიცდიდნენ ბედუინები. მათთვის უდიდესი წყალობა იყო, მიეროთ საჩუქრად ქუდი და წყვილი სანდალი. და მე გამიჩნდა აზრი: - „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ბედუინებს დავეხმარო, თუ იმიტომ, რომ მთელი სამყაროსათვის ვილოცო?“ ამიტომ გადავწყვიტე, შემწყვიტა ხელსაქმე, რათა ნაკლებად მოვწყვეტოდი ლოცავს და მეტი მელოცა. შენ გგონია, ველოდი, რომ ვინმე დამეხმარებოდა? საიდან? ბედუინებს თავადაც არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ, მონასტერიც შორს იყო, მეორე მხარეს დაუსახლებელი ადგილები იწყებოდა. მაგრამ აი, სწორედ იმ დღეს, როცა მე შევზღუდე სამუშაო, რათა მეტი დრო დამეთმო ლოცვისათვის, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მაშინ სენაკთან ახლოს ვიმყოფებოდი, დამინახა და მითხრა: „აი, აიღე ეს ასი ოქრო. ბედუინებსაც დაეხმარები და შენს კანონსაც აღასრულებ და ილოცებ“. თავი ვერ შევიკავე, თხუთმეტი წუთით დავტოვე იგი მარტო და წავედი სენაკში. ღვთის განგებამ და სიყვარულმა იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ხედავ, როგორ აწყობს უფალი ყველაფერს, როცა ადამიანში არის კეთილი მისწრაფება? რამდენის მიცემა შემეძლო მე ამ უბედურებისათვის? ვაძლევდი ერთს, მაშინვე მოვიდოდა მეორე: - „მე მამამ არ მომცა“. - შემდეგ მესამე. - „მე მამამ არ მომცა“!..
- წმიდაო მამაო, რატომაა რომ ჩვენ, რომლებსაც მრავალჯერ განგვიცდია ღვთის ყოვლადძლიერება, ვერ ვხედავთ მის განგებას ჩვენზე?
- ეს ეშმაკის მახეა! ეშმაკი თვალებში ნაცარს აყრის ადამიანს იმისთვის, რომ მან ვერ დაინახოს ღვთის განგება. თავად ადამიანმა რომ დაინახოს იგი, მაშინ მისი გრანიტის გული დარბილდება, მგრძნობიარე გახდება და ღვთის დიდებას მოისურვებს... ეს კი ეშმაკს არ აწყობს.
წიგნიდან: „სულიერი გამოღვიძება“, თბილისი, 2005 წ.





--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 5 2007, 12:06 PM
პოსტი #6


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ბერი პაისი ათონელი (+1994წ.)
მაგალითი თავად მეტყველებს საკუთარ თავზე


„მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია ღვაწლი“
- მამაო, შეიძლება სულიერმა ადამიანებმა, რომლებიც ერში ცხოვრობენ, ურწმუნოთა წინაშე აჩვენონ, რომ მარხულობენ?
- თუ საუბარია ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილ იმ მარხვებზე, როგორიცაა ოთხშაბათი, პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები, მაშინ მართებთ იმარხულონ, რადგან ეს რწმენის აღმსარებლობაა. თუმცაღა სხვა მარხვები, მოსაგრეობით შესრულებული ქრისტეს სიყვარულის ან იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილ იქნას რაიმე სათხოვარის გამო, საიდუმლოდ უნდა აღესრულებოდეს.
მიზანი ისაა, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო და არა უბრალოდ მართლმადიდებლურად წერო ან ისაუბრო. ამიტომაც ხედავ?! - თუ მქადაგებელს არ აქვს პირადი გამოცდილება, მისი ქადაგება ვერ აღწევს გულამდე, ვერ ცვლის ადამიანებს.
- როცა მსმენელი ან მკითხველი კეთილგანწყობილია?
- მაშინ მას უკვე აქვს ღვთაებრივი მადლი და სწორედ ამიტომ იღებს სარგებელს. თუმცაღა, ის, ვისაც არ აქვს კეთილი განწყობა, მქადაგებლის სიტყვების გარჩევას დაიწყებს და ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს. მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია ღვაწლი.
როგორღაც ერთმა ღვთისმეტყველმა ხალხს მოუწოდა სისხლის ჩასაბარებლად წასულიყვნენ, რადგან ამის აუცილებლობა იყო. და მართლაც: მისმა ქადაგებამ მრავალი გამოაფხიზლა და ბევრი სისხლი ჩააბარეს. თავად მას არც ერთი წვეთი არ ჩაუბარებია, სისხლი კი, პირდაპირ ვთქვათ, „ჭარბად“ ჰქონდა. ადამიანები მოიხიბლნენ. „მე, - თქვა მაშინ ღვთისმეტყველმა, - ჩემი ქადაგებით გამოვაფხიზლე ხალხი სისხლის ჩასაბარებლად, ეს იგივეა, თითქოს მე ჩამებარებინოს ყველაზე მეტი სისხლი!“ ასე იმშვიდებდა იგი თავის სინდისს. ჯობდა, მას არ ექადაგა და წასულიყო, ხმაურის გარეშე თავად ჩაებარებინა ცოტაოდენი სისხლი!
ერთმა ადამიანმა, რომელიც საერთოდ არ იყო ეკლესიასთან ახლოს, მითხრა: „მე მემარჯვენე ვარ!“ - „თუ ჯვარს არ აღიარებ, რა ხეირია ამ ყველაფერში?“ - ვუპასუხე მე. „ან რა ხეირია იმაში, რომ ხელი ითვლება მარჯვენად, თუ იგი პირჯვარს არ იწერს? რითი განსხვავდება იგი მარცხენისაგან, რომლითაც არ ხდება პირჯვრის წერა, რადგან როგორც არ უნდა ეცადო, იგი მას მაინც ვერ გააკეთებს. თუ შენ მემარჯვენე ხარ, ხოლო პირჯვარს არ იწერ, რითი განსხვავდები მემარცხენეებისაგან? მიზანი ისაა, რომ სულიერი ადამიანი იყო, ქრისტესთან ახლოს იცხოვრო. მაშინ შენ სხვებსაც დაეხმარები.“
თუ ადამიანი მართალ ცხოვრებას ეწევა, მაშინ მისი საქმეები თავად მეტყველებენ. ერთ ქალაქში პროტესტანტი ცხოვრობდა, რომელიც ყველას განიკითხავდა: მღვდლებსაც და ეპისკოპოსებსაც. მახლობელ მონასტერში კი ერთი ბერი მოსაგრეობდა. ერთხელ როგორღაც ათეისტი ეკითხება პროტესტანტს: „ჰო, კარგი, ყველა მეუფეს, ყველა მოძღვარს განიკითხავ, ამ ბერზე რაღას იტყვი?“ - „ამ ბერს მე ვენდობი, - უპასუხა მან, - რადგან იგი ისეთი არაა, როგორიც დანარჩენები.“ ხედავ, როგორ ეხმარება მორწმუნე ადამიანი სხვებს, სადაც არ უნდა იყოს, თუ იგი მართებულად ცხოვრობს?! მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი იუგოსლაველი პოლიციელი საბერძნეთში მსახურობდა. მეორე მხარეს იყვნენ სერბი კომუნისტები, რომლებიც უბრალონი კი არ გახლდნენ, არამედ სწორედ უღვთონი, პარტიის ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირნი. როდესაც საზღვარს მოძღვრები კვეთდნენ, ეს პოლიციელი მათ ხელებს უკოცნიდა. კომუნისტებმა ეს შეამჩნიეს. „ბერძენი პოლიციელი და ხელებს უკოცნის სერბ მოძღვრებს?!“ - ამან კომუნისტებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი რწმენაზე დაფიქრდნენ.
როგორ ეხმარებიან სხვებს ისინი, ვინ რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებენ და ამასთან ქრისტიანული პრინციპების ერთგულნი არიან! ამიტომაც მე, როდესაც ზოგიერთი „დიდი ადამიანი“ ჩამოდის, ვცდილობ შვხვდე მათ, რათა დავეხმარო იმიტომ, რომ მათ თავისი მაგალითით შეუძლიათ სხვებზე ძალიან სასიკეთოთ იმოქმედონ. ერთი ჩემი ნაცნობი მარშალი მართლაც სამაგალითოა. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ყველაფერი შინაგანიდან, გულიდან მოდის, სხვები ხედავენ რა მას, ფიქრდებიან და სწორდებიან.
იცით, რა უთხრა ერთ ქალაქში ერთმა განათლებულმა ქალბატონმა პარლამენტის რომელიღაც წევრს? ქალი თავის მეუღლესთან ერთად იყო სადილზე. მიძინების მარხვის დღეები იყო, სუფრაზე კი მოჰქონდათ ხორცი, თევზი... ცნობილი ქალი მარხულობდა და ამიტომ არაფერს ჭამდა. დეპუტატმა ეს შეამჩნია და თქვა: „უძლურები და მოგზაურები მარხვას არ იცავენ“. - „რა თქმა უნდა, - უპასუხა ქალმა, - და განასაკუთრებით ისინი, ვინც ბორბალზე მოგზაურობენ“. მაინც არ მიკარებია საჭმელს. სადილზე სხვებთან ერთად ერთი ეკლესიის მსახურიც იყო, რომელმაც მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა“ და ა.შ. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, უამრავი საქები რამ თქვა. მაშინ ქალის ქმარმა მას გააწყვეტინა და უთხრა: „ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი“(ფს.145). რადგან ეს კაცი სხვების წინაშე თვალთმაქცობდა.
დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: „გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე განაცხადებს თქვენს კეთილ საქმეებს ხალხში“.


ბერი პაისი ათონელი (+1994წ.)
უსამართლობის დათმენის შესახებ


თუ ადამიანს უფლის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ჭეშმარიტი საგანძურია! ის, რაც ნაკურთხია, მყარად დგას და არ ინგრვა; ხოლო ის, რასაც კურთხევა არ აქვს, სუსტია და სწრაფად ეცემა. უსამართლობა უმძიმესი ცოდვაა. ნებისმიერ ცოდვას შეიძლება მოვუძებნოთ შემამსუბუქებელი გარემოებანი, მაგრამ არა უსამართლობას - იგი პირიქით, ღვთის რისხვას იხვეჭს. რაოდენ საშინელია ეს ყოველივე! ისინი, ვინც სხვებს უსამართლოდ ექცევიან, საკუთარი თავისთვის ამზადებენ ცეცხლს. ადამიანები ჩადიან რაიმე უსამართლობას და აი, კვდება მათი ახლობელი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, გააანალიზონ ამ ყოველივეს მიზეზი. განა ამდენი უსამართლობის ჩამდენ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ?! მათი ჩადენით ხომ ისინი ეშმაკს საკუთარი თავის ფლობის უფლებას აძლევენ. ამიტომაც სულ მალე მათ უბედურებები, ავადმყოფობები და სხვა ფათერაკები ეწყებათ და ვერ ხვდებიან რა ამ უბედურებების სულიერ მიზეზს, გთხოვენ ილოცო, რომ გამოჯანმრთელდნენ!
ფათერაკთა უმეტესობა უსამართლობიდან მომდინარეობს. მაგალითად, თუკი ადამიანები უსამართლობით იხვეჭენ სიმდიდრეს, მაშინ ისინი რამდენიმე წელი რძეში მოტივტივე ყველს ჰგვანან, მაგრამ შემდეგ მთელი ამ უსამართლობით მოხვეჭილს ექიმებსა და მკურნალობაზე ფლანგავენ. ფსალმუნში წერია: „შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (36,16). ყველაფერი, რაც უსამართლოდ გროვდება, ქრება, ქარს მიაქვს. ავადმყოფობა, გაკოტრება თუ სხვა უბედურებანი ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა ასეთი ადამიანებისათვის. ეს ყოველივე კი სხვებს და არცთუ ისე ბევრს იშვიათად ემართება. ამიტომ ასეთ ადამიანებს ღვთისგან მიეზღვევათ და, საბოლოო ჯამში, მართალი იობის მსგავსად ისინი უფრო მდიდრები ხდებიან....
უსამართლო ადამიანი, და საერთოდ, ნებისმიერი, რომელიც სხვის წინაშე რაღაცაში დამნაშავეა და პატიება არ ითხოვა - საკუთარი სინდისიის ქენჯნით იტანჯება. ამას ემატება იმ ადამიანის გულისწყრომა, ვისაც მან აწყენინა. რადგან ის, ვისაც უსამართლოდ მოექცა, თუ არ შუნდობს თავის მაწყენარს და მუდამ იჩივლებს მასზე, მაშინ უკანასკნელი ძლიერ ტანჯვა-წვალებას განიცდის. ასეთ დროს უსამართლო ადამიანს აღარ შეუძლია ძილი, იგი ისე იგრძნობს თავს, თითქოს უზარმაზარი ტალღები ეხეთქება. გონებისათვის მიუწვდომელია, როგორ გრძნობს იგი მის მიერ განაწყნებულის გულისწყრომას. როდესაც ერთ ადამიანს უყვარს მეორე და, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით, ფიქრობს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელიც გრძნობს მის სიყვარულს. დაახლოებით ამდაგვარი რამ ხდება განაწყენების შემთხვევაშიც. ოჰ, რაოდენ მტანჯველია, როდესაც განაწყენებულის აღშფოთება უსამართლო კაცს სულს უფორიაქებს! მაშინაც კი, როდესაც იგი სადღაც შორს იმყოფება - თუნდაც ავსტრალიაში, ან იტალიაში, თუკი ვინმეს სული მის გამო აღშფოთებულია, მაშინ იგი სიმშვიდეს ვერ პოულობს.
- მაგრამ თუკი ეს ადამიანი უგრძნობია?
- განა უგრძნობი ადამიანები არ იტანჯებიან?! იტანჯებიან, მაგრამ ისინი სხვადასხვა გასართობებით იტყუებენ თავს, რათა დავიწყებას მიეცნენ. ხდება ასეც: უსამართლოდ განაწყენებულმა შეუნდო დამნაშავეს, მაგრამ მის გულში კვლავ დარჩა მციროდენი გულისტკივილი. მაშინ, თავად ისიც, გარკვეულწილად, იტანჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, მის გულისწყრომაში დამნაშავე კიდევ უფრო მეტად იტანჯება. თუმცაღა, თუკი ის, ვინც დამნაშავეა, შენდობას ითხოვს და უსამართლოდ განაწყენებული მას არ აპატიებს, მაშინ ტანჯვას ეს უკანასკნელი იწყებს. არ არსებობს კოცონი, რომელიც უფრო მეტად წვავს, ვიდრე სულის შინაგანი ცეცხლი, რომელიც სინდისის ქენჯნისგან იბადება. ასეთ ადამიანს სინდისი უკვე ამ ცხოვრებაში ტანჯავს, მას განუწყვეტლივ ღრღნის შინაგანი ჭია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში „დაუ- ძინებელი ჭია კიდევ უფრო მეტად დაღრღნის მის სინდისს, თუკი ამ ცხოვრებაში არ შეინანებს და არ დაუბრუნებს თავის ახლობლებს იმას, რაც მათ უსამართლოდ წაართვა...
- მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?
- როგორ უნდა მოვექცეთ მათ? როგორც ჩვენს უდიდეს კეთილისმყოფელს, რომელიც ჩვენს სახელზე საუფლო საგანძურში შენატანს აკეთებს. ასეთი ადამიანი საუკუნოდ გვამდიდრებს. განა ეს ცოტაა? განა ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც კეთილისგვიყოფს ჩვენ, განა არ გამოვხატავთ მათდამი ჩვენს მადლიერებას?! სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც უსამართლოდ გვექცევა, რადგან იგი ჩვენი მარადიულობისათვის კეთილისმყოფელია. როგორც უსამართლო ადამიანები არიან საუკუნო გამართლებას ჩამოცილებულნი, ასევე ის, ვინც სიხარულით დაითმენს უსამარ- თლობას, მიიღებს მარადიულ გამართლებას.
ერთი ღვთივსათნო, ოჯახის უფროსი ადამიანი თავის სამსახურში უამრავ უსამართლობას ითმენდა. მაგრამ მას ჰქონდა მრავალი სიკეთე და ყველა უსამართლობას უდრტვინველად იტანდა. ერთხელ იგი ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, მიამბო თავისი საცდურების შესახებ და მკითხა: „რას მირჩევთ, რა გავაკეთო?“ - განაგრძე, როგორც დაიწყე, - ვუპასუხე მე, - გქონდეს ღვთის სამართლიანობისა და ღვთის კეთილად მიგების იმედი და დაითმინე. უფალს არაფერი ეკარგება. ასეთი ქმედებით შენ ღვთიურ საგანძურში სიმდიდრე შეგაქვს. ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენ იმ გამოცდების სამაგიეროს მიიღებ, რომლებიც უხვად დაგეყარა თავს. მაგრამ, ამას გარდა, ისიც იცოდე, რომ მოწყალე უფალი უსამართლოდ განაწყენებულ ადამიანს უკვე ამ ცხოვრებაშიც მიაგებს სამაგიეროს - თუნდაც არა პირადად მას, მაგრამ მის შვილებს, - აუცილებლად. უფალი ფიქრობს, ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მან კარგად უწყის, რა უნდა მიაგოს მას.
თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფრს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება. მოთმინება, რომელშიც არ იქნება მხოლოდ გონებრივი განსჯა. რახან უფალი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანმა ბოლომდე უნდა მიანდოს მას თავი. შეხედე იოსებს - ის ხომ დუმდა, როცა ძმები მონობისთვის ყიდდნენ. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“. მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, შემდეგ უფალმა თქვა თავისი სიტყვა და მეფე გახადა იგი. ხოლო თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა - მას უნდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად აწყობს. ისე, რომ ის იყოს კარგად. მაგრამ, ბუნებრივია, იგი ვერც სიმშვიდეს პოულობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას არ სურს.
თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში დაითმენს კაცთაგან, ან ეშმაკთაგან მოვლენილ უსამართლობას, მაშინ უფალი მის გამო აღარ ნერვიულობს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცაღა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვექცევა, მაშინ, როცა სინამდვილეში, ჩვენ თავად ვართ უსამართლონი სხვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება გვმართებს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი.


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2015, 11:41 AM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმინდავდა თავს და აღივსებოდა სულიწმინდის მადლით".




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2015, 12:14 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"კეთილმოკრძალება უმნიშვნელოვანესი სათნოებაა, ვინაიდან ღვთის მადლს მოიზიდავსო". მისი აზრით, კეთილმოკრძალება არის ღვთის შიში, სულიერი სიფაქიზე. კეთილმოკრძალებული კაცი მკვეთრად გრძნობს ღვთის სიახლოვეს და ყურადღებით და თავმდაბლად იქცევა. მას სურდა, კეთილმოკრძალება გულწრფელი, შინაგანი ყოფილიყო. მისი მხოლოდ გარეგნული ფორმები კი სძაგდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2015, 12:33 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისის კეთილმოკრძალება ჩანდა ხატების მთხვევისას, როგორ იღებდა სეფისკვერს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2015, 01:49 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის სურდა, ადამიანებს ღვთისთვის ყველაფერი საუკეთესო შეეწირათ, სანთელიც და ზეთიც"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2015, 11:17 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ყოველი მოძრაობა უნდა შევამჩნიოთ. საკუთარი თავის თვალყურის დევნება, მღვიძარება უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე ლოცვა და სულიერი წიგნების კითხვა"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2015, 12:14 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ჩვენს თავს დანაშაულის ადგილას არ ვაკავებთ (ანუ ყურადღებას არ ვაქცევთ საკუთარ თავს და არ განვიკითხავთ) მაშინ ვერასოდეს გამოვსწორდებით, თუნდაც ათასი წელი ვიცხოვროთ"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2015, 06:09 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცრად უბოროტო და ბოროტების არმომხსენებელი იყო მამა პაისი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2015, 06:33 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის უნახავს წმინდა დიდმოწამე ეკატერინე: "ის რომ დავინახე, მაშინვე თაყვანი ვეცი და მუხლებში ჩავუვარდი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინე ტანმაღალია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2015, 09:54 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის გახლდათ საეკლესიო აზროვნების მონაზონი. მისი ეკლესიოლოგიური შეხედულებები უაღრესად მართლმადიდებლური იყო. მას სწამდა, რომ ეკლესია სისავსით ფლობდა ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას. ამბობდა: "ეკლესიას რაც აქვს, ყველაფერი გაწმენდილია, მსგავსად დისტილირებული წყლისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2015, 10:44 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, საამისოდ ჩამოვიდა სოფელში და შეხვდა ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და სხვა დროს კი, ფლორინის მიტროპოლიტ ავგუსტინეს. მან ჰკითხა: "რაო, ბერო, ჩემს სამხილებლად მოხვედი?" "არა, მაღალღირსო მამაო, - უპასუხა მამა პაისიმ, - წმინდა სახარება გვეუბნება: "უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამ, წადი და ამხილე იგი..." სახარება არ გვეუბნება იმას, რომ მამა ვამხილოთ".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2015, 12:43 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს ჰქონდა სიყვარული, ლოცვა და განსჯის უნარი, იცოდა, როცა უნდა ელაპარაკა, როგორ უნდა ემოქმედა, რათა ფუჭი ხმაურის გარეშე დახმარებოდა დედა ეკლესიას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2016, 08:41 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შენ გგონია, რომელიმე ჩვენგანს მძიმე ჯვარი აქვს? მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო ძალიან მძიმე, რადგან ქრისტემ ჩვენი, ადამიანების, სიყვარულის გამო არ ისურვა გამოეყენებინა თავისი ღვთაებრივი ძალა"

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2016, 08:20 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ ადგილას, სადაც ბერის კელია იდგა, უამრავი ფრინველი მოგროვილიყო, ფრთებს აფათქუნებდნენ, ჭიკჭიკებდნენ, გალობდნენ, საუბარში ხელს გვიშლიდნენ. მამა პაისიმ მათ უთხრა: "შეწყვიტეთ (არ უთქვამს "გაჩუმდითო"), დალოცვილო ჩიტებო, ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ვესაუბრები! როცა ლაპარაკს მოვრჩები, თქვენ მაშინ დაიწყეთო". იმავე წამს ჩიტებმა შეწყვიტეს ხმაური და ჩუმად ისხდნენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2016, 12:41 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ კაცს უნახავს ეშმაკი, რომელიც დადიოდა მამა პაისის კალივის ეზოში და დუდღუნებდა - ნუთუ ვერასოდეს გამოვიჭერო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 12:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი