IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 17 2006, 04:53 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს გვერდზე თემაშიც დავდე მაგრამ მემგონი ამ განყოფილებას შეესაბამება.

წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონოჟელი

რად გამიუცხოვდი ადამიანო?


მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.




- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Aug 18 2006, 12:31 AM
პოსტი #3


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.



ეს ძალიან მიყვარს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 18 2006, 02:26 PM
პოსტი #4


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



უფლის შეგონებებს ნუ უგულებელყოფ, შვილო და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას ამხელს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს

სოლომონ ბრძენი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 18 2006, 09:33 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ჩვენ დროში როცა ცოდნა გამრავლდა, ლოგიკამ რწმენას საფუძველი შეურყია, სული ეჭვებით და შეკითხვებით აღივსო . შემდეგი ნაბიჯი ის იქნება , რომ მოგვაკლდება სასწაულები, რადგან სასწაული ლოგიკით კი არ უნდა ახსნა, არამედ განიცადო "
მამა პაისი ათონელი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 19 2006, 02:00 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



სოლომონ ბრძენმა რომელმაც ყოველივე ამქვეყნიური მიიღო სიმდიდრე, ძალაუფლება, ქონება,პატივი,ქება დიდება და ა.შ რომელიც არც მანამდე და არც მის მერე არცერთ ადამიანს არ მიუღია თქვა:ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა.ჭეშმარიტად რამეთუ ყოველივე ამქვეყნიური ამაო და წარმავალია.მხოლოდ უფალია მარადის და ყოველივე მისით სულდგმულობს და მას ადიდებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 20 2006, 05:16 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

წმინდა იოანე ოქროპირი



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 20 2006, 11:21 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



IPB-ს სურათი


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 21 2006, 01:14 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



წმიდა ეფრემ ასური

სიყვარულისათვის

ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.

ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.

ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 21 2006, 05:06 PM
პოსტი #10


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ერთი ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისთვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)





--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 22 2006, 09:34 PM
პოსტი #11


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ერთხელ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცნობილ ფიზიოლოგს, პავლოვს, რომელიც მღვდლის შვილი იყო, ჰკითხეს: ნუთუ თქვენ, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი მორწმუნე ბრძანდებით? მან უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შიძლება წმინდანი გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობას და მის ძალას.



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 23 2006, 04:13 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



მართალია მამა სერაფიმე როუზი ჯერ არ არის წმინდანად შერაცხული, მაგრამ მის გამონათქვამს აქ მოვიყვან, რომელიც ძალიან მომწონს:


" უკვე იმაზე გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 23 2006, 05:09 PM
პოსტი #13


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



"მე მუდამ მაქვს ამისი განცდა, მუდამ ვაგვიანებ"


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 23 2006, 06:57 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



"ის, ვინც მას შემდეგ , რაც ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნია, კვლავ განაგრძობს რაღაცის ძებნას, სიცრუეს დაეძებს"

"ვისაც არ სურს ჭეშმარიტების მოწაფე იყოს, ის შეცდომილების მასწავლებელი ხდება"


წმ.ლეონი დიდი


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 23 2006, 06:58 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმ.ლეონი დიდი


რაიმე გააქვს მისი დაწერილი? sad.gif მე არაფერი sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 23 2006, 07:16 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



არა, უბრალოდ ციტატები მაქვს ამოწერილი ბლოკნოტებში(მაქვს 5 ბლოკნოტი),
რაც ეკლესიური გავხდი 5 წელია, და როდესაც ვკითხულობ საინტერესო მასალებს, ბლოკნოტში ამოვიწერ ხოლმე , საიდან მაქვს ამოწერილი არ მახსოვს, ხშირად წმიდა მამათა ნაწერებს ვკითხულობ, ღვთის წყალობით ბევრი ლიტერატურა შემოდის და რუსულადაც არ მიჭირს კითხვა. და მერე თან ვატარებ ხოლმე რომელიმეს .


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 24 2006, 11:29 AM
პოსტი #17


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



"ცხონება არ არის რთული, ცხონების მონდომებაა რთული"


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
eka-ekaterine
პოსტი Aug 24 2006, 07:58 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-August 06
წევრი № 111



"იყავით არა "უგუნურნი", არამედ ბრძენნი, გაუფრთხილდით დროს, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან"
(ეფ.5.15-16)


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Aug 25 2006, 04:27 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



„იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები, რომ ის ცათა სასუფევლის კარია“.

წმიდა იოანე ოქროპირი



„ღვთის მყოფობის შეგრძნება ჩვენთვის კბილის ტკივილივით აშკარა უნდა იყოს“

წმიდა თეოფანე დაყუდებული





--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Aug 25 2006, 10:25 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



"ცოდვისაგან განწმენდილი გული საგანძურია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ გულს შეუძლია გახდეს ტახტი უფლისა'

წმ.ნექტარიოსი


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი