IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
A L U B A L A
პოსტი Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში.
1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!).
მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან.

თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:სამეფო:
პოსტი Dec 2 2006, 02:28 AM
პოსტი #2


ვასილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 167
რეგისტრ.: 26-November 06
წევრი № 522



დიდი მამა იყო. მამა გაბრიელმა თქვა რომ ხედავდეთ წირვაზე რა მადლი გადმოდის ეკლესიაში მტვერს მოხვეტავდით და სახეზე წაისმევდითო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 2 2006, 06:45 PM
პოსტი #3


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მამა გაბრიელი დღეს ძალიან მეხმრება ჩემი ცხოვრების გზაზე, თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები მას და ვგრძნობ რომ ის ჩემს გვერდით არის. ყოველდღიური პრობლემების დაძლევას ძალიან მიადვილებს.
მისი სათნო სახის შეხედვისას გული საოცარი სითბოთი მევსება და დიდი მხნეობით მავსებს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A L U B A L A
პოსტი Dec 2 2006, 07:02 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



მეც ზუსტად მასე ვარ,ყოველთვის ვგრძნობ,რომ მეხმარება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 2 2006, 10:28 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



"საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება".

მამა გაბრიელი.





A L U B A L A
ქავთარაძე
waska81
iako

მე არ წამიყვანთ? sad.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaNuKa
პოსტი Dec 3 2006, 12:35 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 17-November 06
წევრი № 489



ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი და დედა პარასკევაც wub.gif ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი მის საფლავზე რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე თითქოს ვიცნობდი და ჩემი სულიერი მამა იყო .. ბევრი წიგნი იყიდება მასზე და მის ცხოვრებაზე.. სასწაულებზეც.. თუ გინდათ მერე დაგიბეცდავთ აქ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaNuKa
პოსტი Dec 3 2006, 12:52 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 17-November 06
წევრი № 489



როგორც მამა გაბრიელის დები იგონებენ ვასიკო (ასე ეძახდნენ ბავშვობაში) ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ის ხშირად ქვიშაში ეკლესიას აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ეს სანთლებიაო.საღამბით ხელით აწეულ ჯოხზე ღამურების გროვა შემოასხდებოდა და ასე დაარბენინებდა ეზოშიო. laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 3 2006, 03:54 PM
პოსტი #8


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



გაბრიელ ბერის ანდერძი.

დიდება ქრისტე ღმერთს, უწმინდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისაგან ილიაII- ისგან ვიღებ შენდობასა და ლოცვა- კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა - კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს-მართმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოებადა მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეც. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.


უდიდესი სიმდაბლის და სიყვარულის მაგალითი გვაქვს მისი სახით.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 3 2006, 04:16 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/beri_gabrieli.htm


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი Dec 13 2006, 08:50 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



მამ გაბრიელი არის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი
საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში.

"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"

ეს სიტყვები ყველამ უნდა გაიაზროს.

მეც სიამოვნებით შემოუერთდები თქვენს წამოწყებას: მამა გაბრიელის საფლავზე
წასვლის თაობაზე.


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Dec 14 2006, 12:04 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ქავთარაძე
ჩვენ უკვე ასჯერ ვიყავით და რატომ არ მოდიხარ ხოლმე ცვენთან ერთად?

kavkasieli
ციტატა
"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"

მთლად ვერ მესმის რისი თქმა უნდოდა ამითი...

ციტატა
მამ გაბრიელი არის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი

მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული

iako
ციტატა
მამა გაბრიელი დღეს ძალიან მეხმრება ჩემი ცხოვრების გზაზე, თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები მას და ვგრძნობ რომ ის ჩემს გვერდით არის. ყოველდღიური პრობლემების დაძლევას ძალიან მიადვილებს.
მისი სათნო სახის შეხედვისას გული საოცარი სითბოთი მევსება და დიდი მხნეობით მავსებს.

ქრისტეს შენთან ყოფნას თუ გრზნობ და მას თუ ესაუბრები? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 14 2006, 12:13 PM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული

ეგ არაფერ შუაშია, ეკლესიის მიერ მხოლოდ კანონიზირება ხდება, წმინდანი კი კანონიზაციამდეც წმინდანია. სხვათაშორის კანონიზაციის ერთ-ერთი პირობა (როგორც მე ვიცი) ისიცაა, არის თუ არა ის მანამდე წმინდანად აღიარებული ხალხში. ვფიქრობ, მამა გაბრიელის კანონიზაციასაც მოვესწრებით smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი Dec 14 2006, 01:06 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



ციტატა(glaxa @ Dec 14 2006, 12:04 PM) *


მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული




ჯერ არ არის შერაცხული, მართალი ხარ, მაგრამ ადამიანი წმიდანი მაშინ კი არ ხდება ან მაშინ კი არ ცხონდება
როცა ეკლესია შერაცხავს. წმიდანად შერაცხვის შემდეგ დადგინდება მისი ხსენების დღე , დაიწერება ხატი
შეიქმნება ტროპარი ...


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 14 2006, 01:09 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმიდანად შერაცხვის შემდეგ დადგინდება მისი ხსენების დღე , დაიწერება ხატი
შეიქმნება ტროპარი ...


ეს შემდგომი პროცესია. . .წმინდანად შერაცხვა ნიშნავს რომ, კათოლიკე ეკლესია უპირობოდ აცხადებს და ადგენს მისი ცხონება არ ცხონების საკითხს. სანამ უპირობო ჭეშმარიტების ხარისხში არ ავა, მანამ ვერ ვიტყვით ვერაფერს მის შესახებ wink.gif

თუმცაღა უდაოდ დიდი ბერი იყო. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 14 2006, 03:49 PM
პოსტი #15


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Dec 14 2006, 09:09 AM) *

ეს შემდგომი პროცესია. . .წმინდანად შერაცხვა ნიშნავს რომ, კათოლიკე ეკლესია უპირობოდ აცხადებს და ადგენს მისი ცხონება არ ცხონების საკითხს. სანამ უპირობო ჭეშმარიტების ხარისხში არ ავა, მანამ ვერ ვიტყვით ვერაფერს მის შესახებ wink.gif

თუმცაღა უდაოდ დიდი ბერი იყო. . .



ჩემთვის ბერი გაბრიელი წმინდანია, რადგან ქრისტესათვის მრავალჯერ აწამეს, და სიმართლისთვის დევნიდნენ, და როგორც ვხედავთ და გვწამს ის ეხლაც შეგვეწევა უძლურების ჟამს...(მე პირადად მეხმარება)


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 15 2006, 03:13 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უფალმა ბრძანა ხე ნაყოფით იცნობაო არ შეიძლება ხენეშმა ხემ გამოიღოს კარგი ნაყოფი.ვინც არ იცით მამა გაბრიელის ცხოვრება და მისი გამონათქვამები გირჩევთ გაეცნოთ და ბევრ სულისთვის სასარგებლოს ჰპოვებთ.რამაც მე გამაოცა მამა გაბრიელის ცხოვრებაში ეს იყო რომ იმ პერიოდში როდესაც ეკლესიაში სიარული მოწამეობას უდრიდა მან თავისი ხელით ააგო ეკლესია თავის ეზოში,ასევე თურმე 20 წელი სასაფლაოებზე ათევდა ღამეებს და მოკლედ მთელი მისი ცხოვრება გასაოცარია.განსაკუთრებით მე მომხიბლა როდესაც გავეცანი მის შეხედულებებსა და გამონათქვამებს სხვადასხვა საკითხებზე მათში ისეთი სიღრმე იგრძნობა და რომ ასეთ ცოდნას ვერცერთ ინსტიტუტში ვერ ისწავლი ანდა გინდაც მთელი სახარება და ფსალმუნები ზეპირად იცოდე.ასეთ სიბრძნეს მხოლოდ უფლისგან იღებს ადამიანი.ისე კი ვიტყვი რომ მამა გაბრიელის დამსახურებაცაა რომ ეკლესიაში დავიწყე სიარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxa-beri
პოსტი Dec 15 2006, 11:52 AM
პოსტი #17


kaxa-beri
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 180
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 672



თუ ადამიანს გინდა გაიგო ვინ იყო მამა გაბრიელი, მის წმინდა საფლავზე უნდა მიეახლო და ყველაფერს მიხვდები, ისეთ რამეს შეიგრძნობ რაც თვითონაც გაგაოცებს, ისეთ .... ერთი სიტყვით მოილოცეთ მამა გაბრიელის საფლავი და დანარჩენს თავად მიხვდებით


--------------------
† † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Dec 16 2006, 01:13 AM
პოსტი #18


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ციტატა(ლილიანა @ Dec 7 2006, 03:49 PM) *

წავიდეთ მამა გაბრიელის საფლავზე მე ვაპირებდი და იქნებ ერთად წავსულიყავით rolleyes.gif

მეც ძალიან მინდა მამა გაბრიელის საფალავზე წასვლა. იქნებ იქით შაბათ-კვირას მოვახერხოთ. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ერთხელ დადა პარასეკევამ მამა გაბრიელის საფლავზე გადაღებული სურათები დამათვალიერებინა, სადაც ჩანს თუ როგორ ამოდის მამა გაბრიელის საფლავიდან ნათლის სვეტები, ცეცხლის ენები; ასევე მანახა მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი (რომელიც მისი სისხლის ანალიზის აღების შემდგომ არის დარჩენილი). ასევე მსმენია თუ როგორ უშველა მამა გაბრიელის ზეთმა პატარა ბავშვს, რომელსაც თვალის კაკალი ჰქონდა საკმაოდ დაზიანებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს თვალი ისე მოურჩა, რომ ექიმი გაოგნებული დარჩენილა,ბაშვს საერთოდ არ ეტყობოდა რომ თვალი ნატკენი ჰქონდა.


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2006, 02:18 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს. რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას."

მამა გაბრიელი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 21 2006, 02:47 PM
პოსტი #20


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეს ამბავი თანამშრომელმა მიამბო.
ის მეტეხის ტაძრის გახსნაში მონაწილეობდა და ახლადგახსნილ ტაძარში, სადაც მოწყობა, მოწესრიგება მიმდინარეობდა ხშირად უწევდა ყოფნა.
ახლადგახსნილ მეტეხის ტაძარში დილით არავინ არ იყო გარდა მესანთლისა,ზემოთ ხსენებული მეგობრისა და
ერთი სტუმრისა.
ამ დროს ხმამაღალი მოთქმით და კივილით შემოვიდა მამა გაბრიელი.
ის ყვიროდა: დიდება უფალო შენს სახელს,
გმადლობ უფალო, ეს რას მომასწარი, ეს რას მოვესწარი ,ამ ტაძრის გახსნას.
იგი შუაგულში შემოვიდა, შემდეგ ანალოგიაზე მდებარე ხატის ახლოს დაიჩოქა და დაიწყო იატაკზე მთელი ძალით თავის ცემა, ამ დროს იგივე სიტყვებს მოთქვამდა მთელი ხმით.
იატაკი ჯერ მოწესრიგებული არ იყო, მას ჰქონდა უსწორმასწორო ამონაშვერები, ამიტომ მამა გაბრიელს შუბლი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ თავის ცემას განაგრძობდა.
მაშინ შეებრალა ჩვენს მეგობარს და მივარდა წამოსაყენებლად.
მამა გაბრიელი კი მოუბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა :გადიიიიი.
და გააგრძელა ღვთის დიდება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 02:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი