IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Nov 5 2019, 05:57 PM
პოსტი #561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



------------

"ბერი გაბრიელი ისეთი დიდი მამა იყო, ზეცასთან საუბრობდა. მისი სიტყვებით პირდაპირი მნიშვნელობით გაგება შეუძლებელია, იმდენად ღრმა აზრის მატარებელია. ხშირად უთქვამს: - როცა ღვთისმშობელი ხალხთან იჯდა, ვინ იცოდა მაშინ, რამხელა იყო დედოფალი ცისა და ქვეყნისა? მოვა დრო და მსოფლიო გაიგებს, ვინ იყო მამა გაბრიელიო."

/მონაზონი პარასკევა (როსტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 01:27 PM
პოსტი #562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- თქვენ სამთავროს დედათა მონასტერში მსახურობდით. მამა გაბრიელის (ურგებაძე) მორჩილიც იყავით.

- მეუფის კურთხევით, სამთავროში გავიარე მორჩილება. მამა გაბრიელთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. დედა პარასკევა ცოტა ხანს შეუძლოდ იყო და მამა გაბრიელთან მორჩილად გამგზავნეს. ტრაპეზარი ვიყავი და დედა ქეთევანს ვეხმარებოდი საქმეში. მამა გაბრიელი სულ მეჩხუბებოდა და მასთან შესვლა აღარ მინდოდა. დედა პარასკევას ვეუბნებოდი კიდეც, აღარ შევალ მის კელიაში-მეთქი. მპასუხობდა - მორჩილებაში გცდისო. სენაკში შესვლის წინ ლოცვა წავიკითხე. მამა გაბრიელმა დამლოცა და მითხრა, - შენ მალე დედა მართა იქნებიო. მონაზვნობის სახელი მიწინასწარმეტყველა.

მეუფემ რომ მაკურთხა მონაზვნად, დედა მართა დამარქვა. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება გამიცხადდა."

/დედა მართა (კიკნაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2021, 11:17 AM
პოსტი #563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამა გაბრიელმა ხუთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების ზუსტი დრო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2021, 06:50 PM
პოსტი #564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სანამ ღვთის წინაშე აღთქმას დადებდე კარგად დაფიქრდი შეგიძლია თუ არა მისი შესრულება. აღთქმის დარღვევა, მითუმეტეს უფალთან, ძალიან მძიმე ცოდვაა. ასჯერ მეტი დაგეხარჯება, მრავალ ტკივილსა და განსაცდელს გადაიტან და ბოლოს უფალი მაინც შეგასრულებინებს, რასაც შეპირდო"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2021, 03:32 PM
პოსტი #565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი გაბრიელი იყო შუატანის, ოდნავ მხრებში მოხრილი, საკმაოდ გამხდარი, მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა. სარტყელიც იმდენად ჰქონდა შემოჭერილი, რომ იფიქრებდი, ჭიპი ხერხემალზე აქვს მიკრულიო, თუმცა გულ-მკერდი და ხელები დიდი და ღონიერი უჩანდა. ფეხზე გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა. ტანთ - დაბებკილ-დაკერებული, ალაგ-ალაგ გარღვეულ-ჩამოძონძილი კაბა. წვერი - თეთრი, ბუნებრივი სიგრძის, მოუვლელი და აბურდული (თითქოს სავარცხელს საერთოდ არ ხმარობსო), ნიკაპის გარშემო ჩალისფრად შემუქებული, რომელზეც მაშინ რაღაც ნამცეცებიც ჰქონდა შერჩენილი. ერთი შეხედვით მართლაც საწყალს და ყველასგან მიტოვებულს ჰგავდა, მაგრამ თვალები არ ეთანხმებოდა ამ ყოველივეს. თვალები საუკუნეების მიღმიდან მომზირალნი, ბიბლიიდან გადმოსულ სულზე მიგანიშნებდა".

/ოთარ ნიკოლაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2022, 03:33 PM
პოსტი #566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩავედი მამა გაბრიელის სანახავად. იმ დროს სულიერად დამძიმებული ვიყავი. ჩვეულებისამებრ, მასთან კელიაში შესვლამდე ვთქვი ლოცვა და შესვლის უფლება მივიღე. მამა გაბრიელთან ვნახე მასთან მისული ერთი მცხეთელი ქალბატონი, რომელიც მას თავისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბობდა... შესვლისთანავე საოცარი სინანული დამეუფლა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი ვიდექი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასთან ყოველი შეხვედრისას სინანულის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იმ დღეს ეს განსაკუთრებულად ძლიერი იყო... კუთხეში ვიჯექი და, მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ამ ქალბატონთან საუბრობდა, საოცრად მძიმედ და უხერხულად ვიგრძენი თავი, სინდისი საოცრად მქენჯნიდა, ძალიან მინდოდა, იქაურობას გავცლოდი. უცებ გამახსენდა, როგორ გავაკეთე ერთხელ წვრილმანი სიკეთე, გამუდმებით ვიხსენებდი ამ მომენტს და იმ საქებარ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მომმართეს, რათა ამ საქებარი სიტყვებით როგორმე ჩამეხშო სინდისის ქენჯნა ჩემში და გადამეფარა სინანულის ის გრძნობა, რომელმაც მაშინ მთელი ჩემი არსება მოიცვა და რომლის დატევნაც უკვე მიჭირდა. აი, ამ დროს მოხდა საოცრება, მამა გაბრიელმა, რომელიც ჩემგან გვერდულად იჯდა, უცბად თავი ოდნავ ჩემსკენ მოატრიალა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „აბა, როგორ ამბობ მაგას, (შემდეგ გაიმეორა ის საქებარი სიტყვები, რომელსაც მე ვიმეორებდი გონებაში), როდესაც ყოველდღიუად ამას და ამას ჩადიხარო, - და ის ცოდვები ჩამომითვალა, რასაც ჩავდიოდი. მან გამოიცნო არა მარტო ჩემი წინა დღეების სულიერი მდგომარეობა, არამედ ის ფიქრი, რომელიც მაშინ გონებაში მიტრიალებდა. ეს ისე მოხერხებულად ჩართო საუბარში, რომ მისი მოსაუბრე ქალბატონი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და მამა გაბრიელმა კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს."

/დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე/

"საოცარი თვალები ჰქონდა, გამჭოლი... საკმაოდ ძნელი იყო მასთან ყოფნა, ძნელად იტევდა ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა ხოლმე. მისგან ძალიან დიდი ძალა მოდიოდა. ვამჩნევდი, რომ მასთან დიდხანს გაჩერება მიძნელდებოდა. მამა გაბრიელი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ გვტოვებდა, ჩემი ცხოვრების მანძილზე ხშირად მიგრძვნია მისი შემწეობა და დახმარება. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ამაში."

/დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 08:11 PM
პოსტი #567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსობისას იტყოდა:
- "თავში ყველას თითო შიფერი აკლია, მე - ორი".
-"დედაჩემი კაპლანის ქალია".
- "ამარეტო" ისეთია, რომის პაპსაც შეშურდება. ასე იტყვის მეც დამალევინეოთ".
-"მენახშირე მიტუა ვარ!"
- "მკითხაობაში" კოდელი ნინო ვერ მაჯობებს".
- "მთავარია, სული ცხონდეს. გოგრა სად გადავარდება, რა მნიშვნელობა აქვს".
- "ღვინო კახუროს" წაიღიღინებდა, იტყოდა: - "როგორი "გოლოსი" და ტემბრი მაქვს?"

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 06:56 PM
პოსტი #568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სამთავროში მორიგი სტუმრობისას, კოშკის გვერდზე რვალის დიადემით მოსიარულე ბერს შეხვდა. ერთმანეთი სიყვარულითა და ამბორისყოფით მოიკითხეს. უწმიდესმა ჰკითხა: - მამა გაბრიელ, ეს დიადემა ოქროსია? - რას ამბობთ, თქვენო უწმიდესობავ, ეს რომ ოქროსი იყოს, თავს მამაჭრიდნენ! - ორივენი ბავშვურად იღიმებოდნენ. ამ ეპიზოდის გამო, ერთ-ერთ წიგნს, სათაურად "ბერის დიადემა" ვუწოდეთ"

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2022, 05:06 PM
პოსტი #569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კუბოსთან დაკავშირებით ერთი ასეთი კურიოზი მახსენდება. აივნიდან ვხედავ, რომ მამა გაბრიელი კოშკის გვერდით, სატრაპეზოს გასწვრივ კედელთან კუბოში წევს, შიგნით პატარა ჭიქით ღვინო აქვს და მღერის "ღვინო კახუროს", ეკლესიის ეზოში არავინ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ კიბეზე ერთი ქალბატონი ამოვიდა. როგორც კი კიბის თავს გაუსწორდა, ხედავს რომ "მკვდარი" კუბოში წევს და მღერის. მისთვის ეს შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. მაგშინვე შეშინებული უკან შეტრიალდა და კიბეზე სასწრაფოდ დაეშვა. ალბათ, იფიქრა, მკვდარი გაცოცხლდაო და ჩემს მეტი ვერავინ ხედავსო. ვინ იყო ეს ქალი და რატომ მოიმოქმედა მამა გაბრიელმა მის წინაშე ასეთი რამ, - ჩემთვის უცნობია.
კუბოს ასეთი ხშირი გადაადგილებით შეწუხებულმა, ერთხელ დედა პარასკევას ვუთხარი: მამა გაბრიელს გადაეცი კუბოებს იპარავენო და შეინახეო. არ ვიცი, მამა გაბრიელმა მართლა დაიჯერა თუ არა ჩემი სიტყვები, მაგრამ მის შემდეგ მას კუბო გარეთ აღარ გამოუტანიათ".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2022, 08:21 PM
პოსტი #570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედის დაკრძალვის მერე მე თავს ცუდად ვგრძნობდი - მქონდა ძლიერი თავის ტკივილები, მაღალი წნევა და წონასწორობის დაკარგვა. მე წამიყვანეს საავადმყოფოში, გამიკეთეს ანალიზები და ტომოგრაფია - შედეგების შეხედვით გამიშვეს ონკოლოგიურ განყოფილებაში, დამისვეს დიაგნოზი - გულის კუნთის კიბო.

თურქეთში სამკუნალოდ გამგზავრებამდე მე გავეშურე ქალაქ ტოლჩინში, სადაც გაიარა ჩემი ბავშვობის დიდმა ნაწილმა და საიდანაც იყო წარმოშობით დედაჩემი. მე ვსეირნობდი, ვიხსენებდი ბავშვობის პერიოდს და ვტიროდი.

ქალაქში მივედი "სვიატო-პოკროვსკის" მონასტერში. უცებ მე გავიგონე შესანიშნავი გალობა რაღაც უცხო ენაზე. ამ გალობაში იმდენად სევდიანი ბგერები, ვიტყოდი, საიდუმლო ჟღერადობა იყო, რომ მე გაუცნობიერებლად შევედი ტაძარში. ვუსმენდი გალობას და გულამოსკვნით ვტიროდი. გავიგე, რომ ქართველები ჩამოსულან და რომელიღაც დიდი ხატი მოუბრძანებიათ.

მრევლიდან ერთი ვიღაც მომიახლოვდა და მითხრა: "რას დგახართ? წამოდით, ნახეთ ფილმი მამა გაბრიელზე".

დამაინტერესა და გავყევი ამ კაცს. დაწყებული იყო - "ბერის დიადემა". მე ბრძოლები მქონდა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა დარბაზში.

მალე მე გავემგზავრე თურქეთში გამოკვლევებზე. დამაწვინეს ონკოლოგიურ დისპანსერში. მიდგამდნენ წვეთოვნებს, მაძლევდნენ უამრავ წამალს.

9 დღის შემდეგ მე ჩვენებაში ვხედავ - ჩემს პალატაში შემოდის დედა და თან ვიღაც შემოჰყავს. ეს იყო ვიღაც მღვდელი ძველი შესამოსლით, გამხდარი, თეთრი წვერით, კვერთხით ხელში და საოცარი, კეთილი თვალებით.

- ესაა? - უცნობმა მღვდელმა ჰკითხა დედაჩემს.

- დიახ, ესაა, - სევდიანად უპასუხა დედაჩემმა.

- მე ხომ ვიცნობ მას! - დარწმუნებით, გარკვევით თქვა მღვდელმა.

მან შემომხედა, გამიღიმა, ხელით ჯვარი გამომსახა, შემდეგ ყურში რაღაც უჩურჩულა დედაჩემს, რის მერეც ორივემ გაიღიმა და პალატიდან გავიდნენ.

მე მთელი ხმით დავიწყე დედის ძახილი. ამ დროს ექთანმა გამაღვიძა.

რამდენიმე საათში შემოვიდა ექიმი საქაღალდით ხელში. ის რაღაცას უხსნიდა თარჯიმანს, რომელიც დიდხანს და ყურადღებით უსმენდა მას. თარჯიმანმა მაუწყა: -
"ლენა, ექიმი ამბობს, რომ შენ ჯანმრთელი ხარ. შენ არავითარი კიბო არ გაქვს, ყველაფერი სუფთაა და ანალიზებიც ნორმაშია".

/ელენა სენკევიჩი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 08:08 PM
პოსტი #571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ებრაელებმა ქრისტე ვერ იცნეს, ისე ჩვენ - მამა გაბრიელი. მერე კი, ყველაზე ბოლოს, ჩვენც ვირწმუნეთ იგი წმინდანად. მოგვხედნა უფალმან აღმოსავალით გამო".

/მონაზონი ნინო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 08:26 PM
პოსტი #572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



[ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ძალიან შეუმჩნევლად იქცეოდა. ლოცვაზე ჩამოდიოდა და სვეტთან დადგებოდა, მაგრამ ვერ ვამჩნევდით. საერთოდ ვერ ვხვდებოდით, ტაძარში თუ იყო, მონასტერში თუ იყო, თუ არსებობდა.

ზამთარი რომ დადგა, საქათმეში ტილები დაეხვია და გადმოვიდა მირიან მეფის გოდოლში. კოშკის გარდა სამთავროში სიძველეთაგან შემორჩენილი იყო მირიან მეფის ბუხარი, უკვე ჩამოქცეული, და მისივე უზარმაზარი თუჯის ქვაბი, რომელშიც ეს პირველი ქრისტიანი მეფე ჯარისთვის ხორცს ხარშავდა. ჩვენ ხორბალს ვყრიდით შიგ. ტონა ჩადიოდა.

მამა გაბრიელის ქოხმახი საქათმედ აღარ გამოდგა, რადგან ვირთხები შედიოდნენ, და ხალამბარად ვაქციეთ. ათას ხარახურას ვინახავდით. გული მწყდება, რომ არ დავლუქეთ და არ შევინახეთ ის ასკეტური კელია, რომლის მსგვსიც, არა მგონია, დედამიწის ზურგზე რაიმე მოიძებნდებოდეს"

/მონაზონი აგლაიდა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 08:53 PM
პოსტი #573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელი ხომ ძალიან უბრალო იყო, უბრალოზე უბრალო"

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2022, 02:21 PM
პოსტი #574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას [მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] არაერთხელ უთქვამს - სიკვდილის შემდეგ მე არ გავიხრწნებიო. ალბათ ვისაც ეს ახსოვდა, მინი ნაწილების აღმოყვანების დღეს გულნაკლული დარჩა: სამარეში მხოლოდ ჩონჩხი ესვენა. მაგრამ მამა გაბრიელი რა მამა გაბრიელი იქნეობდა, თავისი სიტყვა რომ გაეცუდებინა. მოხდა სასწაული: თურმე ამ წმინდა ჩონჩხში მისი უხრწნელი გული იმალებოდა. და მამა გაბრიელიც ხომ ერთი დიდი გული იყო სინამდვილეში.

ეს იყო გული, მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულით რომ იწვოდა; ეს იყო გული, რომელშიც საკუთარი აღარაფერი სუფევდა - ის მთლიანად ღმერთს ეკუთვნოდა; ეს იყო გული, რომელიც ერთთავად მოყვასისთვის ძგერდა. და განა შესაძლებელი იყო მისი გახრწნა, მასში ხომ თავად ქრისტე განისვენებდა.

დღეს ეს წმინდა გული მის ლუსკუმაშია ჩასვენებული, როგორც უტყუარი მოწმე იმისა, რომ სიკვდილი არ არსებობს. თითქოს ის კვლავინდებურად ფეთქავს და იწვის ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, და კვლავ ღაღადებს: "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია!"

/იღუმენია პარასკევა/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2022, 06:15 PM
პოსტი #575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეუძლებელია ერთად შეთავსდეს ის სხვადასხვა ნიჭები, რასაც მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ფლობდა და ასეთი ძლიერი სისუსტე - ლოთობა. შეუძლებელია ლოთმა ისეთი კურნებები და სასწაულები აღასრულოს, რასაც ის მაშინ აღასრულებდა. სმით კი ნამდვილად სვამდა. და აი, ვფიქრობ: ღვინო, რომელსაც ის შესვამდა, ალბათ მაშინვე წყლად იქცეოდა მის პირში. კი ჰყვებიან, რომ სენაკში შესვლისას უკან იღებდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ყოველთვის არ იღებდა, და მეორეც, ღვინო ისეთია, სანამ სენაკში შეხვალ და ამოიღებ, ისე უკვე მოასწრებს და თავისას იზამს. ამიტომ მგონია, რომ ჭიქაში ჩასხმული ღვინო მისი ბაგეების შეხებისთანავე უალკოჰოლო სითხედ იქცეოდა ხოლმე".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2022, 07:25 PM
პოსტი #576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსიკო ბუაჩიძე ეკითხება:

- მამა გაბრიელ, თქვენი ცხოვრების მანძილზე ამდენ მამას შეხვედრიხართ, ყველაზე მეტად მაინც ვინ შეიყვარეთ?

- მე, ჩემო დაო, - პასუხობს მამა გაბრიელი, - ყველაზე მეტად ჩემი ცოდვები შევიყვარე.

ეს იყო სიტყვები, რომლებიც ნებისმიერი პატერიკის ფურცლებს დაამშვენებდა"

/მონაზონი აგლაიდა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 04:13 PM
პოსტი #577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამას გარდა, თავი ისე ეჭირა [მამა გაბრიელს], მე, საცოდავს, მეგონა, რომ ორი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, სინამდვილეში კი უზარმაზარ ცოდნას ფლობდა. როგორც ამბობენ, თავისი საყვარელი ისააკ ასურის სწავლებები ლამის ზეპირად სცოდნია; მოგვიანებით ისიც გავიგეთ, რომ სხვადასხვა მეცნიერებებში სრულყოფილი ცოდნა გამოუვლენია. ჩვენთვის კი მამა გაბრიელი ერთი უბრალო, უსწავლელი კაცი იყო. ახლა მახსენდება შემთხვევები, როცა აზრთა სხვადასხვაობისას ან კამათის დროს მას ამა თუ იმ საკითხზე თავისი აზრი გამოუთქვამს. ეს ეხება როგორც ეკლესიის სწავლებას, ასევე მონასტრულ ცხოვრებასაც. მისი აზრი ყოველთვის ზუსტად გამოხატავდა ან სახარებისეულ მცნებებს, ან მამათა სწავლებებსა თუ დადგენილებებს. და მეც გულწრფელად მიკვირდა: "რა, რა სწორს ამბობს? საიდან იცის?" მიკვირდა და თან მიხაროდა".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 05:29 PM
პოსტი #578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისაც ჩემი ეკლესია არ უნახავს, ის მე ვერ გამიგებს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2022, 07:53 PM
პოსტი #579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ზოგჯერ ამოიჩემებდა:

-სუფი მინდა, სუფი! - და ამას იმეორებდა და იმეორებდა.

ნეტავ ვის უნახავს მისი ჭამა?

ერთხელ საწყალ მზარეულს - მორჩილ ნინოს (ამჟამად მონაზონი პელაგია), მოსასწრებად რომ ჰქონდა საქმე, იმდენი ეწუწუნა, სანამ მართლაც არ გააკეთებინა სუპი. რასაკვირველია, პირი არ დაუკარებია, ეს მზარეული კი კარგად მიალანძღა.

ერთხელაც, საღამო ხანს, ასე "სუფი-სუფის" ძახილით სატრაპეზოში შევიდა. იბურტყუნა, იბურტყუნა და ყურადღება რომ არავინ მიაქცია, უკანვე გაბრუნდა. თურმე ფეხშიშველი იყო, არადა, გარეთ გაყინული თოვლი იდო. იმ დროს ქსენია, მისი "გუნდის" წევრი, ავადმყოფობდა. მამა გაბრიელმა ისე განიცადა ეს ამბავი, რომ აღთქმა დადო: სამი დღე ფეხშიშველი ვივლი, ღმერთო, ოღონდაც ჩემი და განკურნეო. ჩვენთვის ეს მორიგი სპექტაკლი იყო. ვის რაში სჭირდებოდა მისი ფეხშიშველი სიარული? განა ღმერთი ისე ვერ განკურნავდა ქსენიას? მაგრამ ის ხომ "გიჟი" იყო. იმაზე კი აღარ გვიფიქრია, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მასაც ხომ ჩვენნაირი სხეული ჰქონდა, და როგორ უძლებდა? ქსენია მართლაც განიკურნა, მამა გაბრიელს კი არაფერი დამართნია. აი, ეს იყო მისი გულითადი სიყვარული, მას სხვაგვარად არ შეეძლო. როგორც ჩანს, მან რაღაც სასიკვდილო დაინახა ქსენიას სნეულებაში და ვედრების უკიდურეს ზომას მიმართა.

სხვათა შორის, სატრაპეზოში რომ შვიდა, მაშინ იქ ერთი პატივცემული ბერიც იყო სტუმრად. მან მამა გაბრიელს უხმოდ უყურა, უყურა და როცა გავიდა, წამოიძახა:

- ვაა, რა ჯანმრთელია!

იქ მყოფი დებიც მაშინვე დაეთანხმნენ. მათ ისე მიიღეს ეს ამბავი, როგორც მამა გაბრიელის ჯანმრთელობის დემონსტრაცია. თუმცა, საინტერესოა, რისთვის შევიდა მაშინ მამა გაბრიელი სატრაპეზოში? რა საქმე ჰქონდა? უეჭველია, მან იქ ვიღაცა უსიტყვოდ ამხილა".

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2022, 08:19 PM
პოსტი #580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი გარდაეცვალა და, რომ გვენუგეშებინა, ყველანი წავედით მასთან, თბილისის ბინაში. მონასტრის ავტობუსით ვიყავით. დედა პელაგია მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] უბანში ცხოვრობდა, თანატოლები იყვნენ, და მამა გაბრიელი მას ჩვენთან ხუმრობით "ავლაბრელ ნინას" ეძახდა ხოლმე.

რაკი მამა გაბრიელის სახლთან უნდა გაგვევლო, გადავწყვიტეთ მასთანაც შევსულიყავით და მისი აშენებული ეკლესია მოგველოცა. მამა გაბრიელი დიდი სიხარულით შეგვეგება, ყველაფერი დაგვათვალიერებინა. კედლები სულ ხატებით იყო სავსე. დიდხანს არ გავჩერებულვართ, დავათვალიერეთ, ხატებს ვემთხვიეთ და წამოვედით. რასაკვირველია, მამა გაბრიელიც თან გამოგვყვა. სადღაც უნდა გაგვევლო, ახლა ვეღარ ვიხსენებ, სად. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ მომენტში ჩვენი ავტობუსი რომელიღაც აღმართზე ადიოდა. უცბად მამა გაბრიელმა მძღოლს დაუყვირა:

- გააჩერე! გააჩერე!

ავტობუსი გაჩერდა.

- ამოიყვანეთ!

აღმართს ვიღაც ხანში შესული კაცი მიუყვებოდა, ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა. აი, ამ კაცის გამო გააჩერებინა მამა გაბრიელმა ავტობუსი. დავსვით და წავიყვანეთ. მე რეაქცია არ მქონია. ჩემს გვერდით დედა ნინო იჯდა, მომიტრიალდა და გაოცებული ღიმილით მეუბნება:

- ხედავ, როგორ შეამჩნია? ყველა გაჭირვებულს ამჩნევს.

ეს სრული სიმართლე იყო. მამა გაბრიელი ყველა გაჭირვებულს ამჩნევდა და მფარველობდა".

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 12:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი