საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
მწირი |
Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
ბიძია თომა |
Nov 19 2008, 11:45 AM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მეც ვფიქრობ რომ მაგაზე უნდა იფიქროს მთავრობამ და რაღაც კანონი უნდა არსებობდეს რა.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თემო |
Nov 19 2008, 12:10 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება? საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 67, I ნაწილი 1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს. |
KAIROS |
Nov 19 2008, 12:28 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა აბორტების აკრძალვის შესახებ არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს, ქრისტიანობა არ მოქმედებს აკრძალვებით, და არც მკურნალობს ამდაგვარად, საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ცენტრის დაკვირვებით აბორტების აკრძალვა გამოიწვევს ე.წ. სახლის აბორტების მომრავლებას, რაც ქალთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ანუ სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით! აკრძალვა კი არაა გამოსავალი, არამედ იმაზე ფიქრი , როგორ ავიცილოთ იგი... კანონი უნდა არეგულირებდეს და მგონი არეგულირებს, აბორტის რაღაც ნორმებს, ზუსტად კანონისტი დაწერს, ანუ ამ კანონის დახვეწა სხვაა, მაგრამ აკრძალვა სრულიად არარეალური და არაეფექტურია, ჩემი აზრით რათქმაუნდა დაზუსტების სახით, აკრძალვით აბორტი არსად არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იკრძალება, ულტრაკონსევატორ მუსლიმურ ქვეყნების გარდა, არამედ არსებობს ზღვარი, ესაა 22 კვირა ( ზოგან სხვა) რომლის შემდეგ აბორტი უკვე მკვლელობაა... ვიცი, ჩვენთვის 22 წამის შემდეგაც მკვლელობაა, მაგრამ აქაა საუბარი კანონზე, და არა რწმენის დებულებაზე, კანონი კი ყველას უნდა ეხებოდეს, მორწმუნეა თუ არა იგი, ხოლო რწმენის დებულებებს კანონის სახით ვერავის დავაკისრებთ, რწმენა არჩევანია... მოკლედ ჩემო კარგებო, კარგი თემაა, ვფიქრობ სახელი და ადგილი უნდა შეეცვალოს ამ თემას და უფრო სასაუბროს თემაა, აი იქ კი ყველას ვთხოვ ( უკვე დაშინებული ვართ ) არ გვინდა ერთმანეთის ლაძღვა, დავუშვათ ის რომ შეიძლება ჩვენგან განსხვავებული აზრი არსებობდეს, ეს საკითხი კი ძალიან დელიკატურია, რადგან შეცდომა იქნება მას მივუდგეთ სუბიექტურად და მხოლოდ "სჯულისკანონით", რადგან ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც მორწმუნეა... ამაზე დასავლეთში დიდი ომია უკვე რამოდენიმე ათწლეული... მერე მოგიყვებით ამის შესახებ... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თემო |
Nov 19 2008, 12:34 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 133. უკანონო აბორტი 1. უკანონო აბორტი, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) საინტერესო მუხლია... |
თემო |
Nov 19 2008, 12:34 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
|
KAIROS |
Nov 19 2008, 12:40 PM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 133. უკანონო აბორტი 1. უკანონო აბორტი, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) ეს კანონი კრძალვს საავადმყოფოს გარეთ ჩუმად ჩატარებულ. ან დაშვებული ვადის იქით გაკეთებულ ანუ უკანონო აბორტს და მის შესაძლო შედეგებს, ანორტის აკრძალვა კი სწორედ ამათ გამრავლებას შეუწყობს ხელს, ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აბორტის აცილებაზე, და არა მის არეუალურ აკრძალვაზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თემო |
Nov 19 2008, 12:41 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
|
T_a_M_o |
Nov 19 2008, 12:47 PM
პოსტი
#9
|
Me =) ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 10-November 08 მდებარ.: In My Mind წევრი № 5,925 |
აკრძალვას რა აზრი აქვს, ვისაც უნდა მაინც გააკეთებს სამწუხაროდ..
-------------------- Sometimes i think.. sometimes i don't...
|
გიორგი |
Nov 19 2008, 12:50 PM
პოსტი
#10
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით! საინტერესო მიდგომაა და სიმართლის საკმაო ნაწილს შეიცავს. თუმცა სრული ილუზია არაა... ზოგი ამავე მოსაზრებით მომხრეა ნარკოტიკული ნივთიერებებით თავისუფლად ვაჭრობის დაკანონებით, თუმცა ძნელი გასარკვევია რომელია მართალი. ბევრი აბორტის აკრძალვვის მსგავსად იძახის რომ ნარკოტიკების ოფიციალურად დაკანონება ბევრ პრობლემას გადაჭრის, აღარ იარსებებს კონტრაბანდა, დაიკლებს ნარკომანების, მათი გამსაღებლების და საერთოდ მთლიანად ამ სფეროს პირდაპირი კონტაქტი სხვადასხვა ფორმის კრიმინალებთან, გამჭვირვალობის შედეგად უფრო ნათელი გახდება ვინ ნარკომანია და ვინ არა, რის შედეგად მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი შიდსი-თ ინფიცირება დაიკლებს, გადადება მინიმალური იქნება და ა.შ. ...მაგრამ ბევრი ევროპული სახელმწიფო არ ახდენს ამის ლეგალიზაციას. ცხადია თავისი არგუმენტებიც აქვთ. სიმართლე სად არის არ ვიცი. თავისუფლად შეიძლება რომ აბორტის კრიმინალიზაციამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ასევე დადებითიც, რადგან იატაკქვეშა აბორტები სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება, შესაბამისად ის ვერ იქნება ბევრი, ყოველთვის ხელმისაწვდომი, ასევე ის რომ დაბალი ხარისხის აბორტები იქნება სამედიცინო თვალსაზრისით, გამოიწვევს შიშს მისდამი და მსურველიც დაიკლებს და ა.შ. მე არ ვიცი რა უფრო შველის ზოგადად მსგავსი ტიპის სიბინძურეს, თავისუფლება და ადამიანის შეგნებაზე მინდობა ყველაფრის თუ პირიქით აკრძალვა. ალბათ გააჩნია სიტუაციას და ერის მენტალიტეტს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
Nov 19 2008, 12:53 PM
პოსტი
#11
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მერე მომრავლდება "იატაკქვეშა" სააბორტე "კლინიკები" და ყველა მათხოჯი "ექიმობას" დაიბრალებს.
ადამიანს თუ ეს არ აქვს შეგნებული, რომ მკვლელობაა, ადგება და კიბიდან გადმოხტება, რამეს დალევს, ოღონდ მოიწყვიტოს. ღმეროთო ყველას გვაშორე, ამ თემაზე ლაპარაკიც კი მაშინებს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
T_a_M_o |
Nov 19 2008, 12:55 PM
პოსტი
#12
|
Me =) ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 10-November 08 მდებარ.: In My Mind წევრი № 5,925 |
მერე მომრავლდება "იატაქქვეშა" აბორტები და ყველა მათხოჯი "ექიმობას" დაიბრალებს. ადამიანს თუ ეს არ აქვს შეგნებული, რომ მკვლელობაა, ადგება და კიბიდან გადმოხტება, რამეს დალევს, ოღონდ მოიწყვიტოს. +1 -------------------- Sometimes i think.. sometimes i don't...
|
კანონისტი |
Nov 19 2008, 01:03 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგი
გეთანხმები KAIROS kato_Bato რომელი ჩვენგანია აქ ისეთი, რომელიც კაცს მხოლოდ იმიტომ არ კლავს, რომ 7-წლიანი პატიმრობის ეშინია? მაგრამ, ამიტომ სახელმწიფო კრძალავს მკვლელობას! სახელმწიფოს სამართლის მიზანი სხვაა (საეკლესიოსგან განსხვავებით). სახელმწიფო ვერ დაელოდება იმას, როდის დავა ვიღაცის შეგნებამდე რამე. სახელმწიფოს კანონთა ერთობლიობა ქმნის სახელმწიფოს სამართლებრივ პოლიტიკას და აქედან ჩანს, რა უნდა ამ სახელმწიფოს, როგორ ესახება მას მის მოქალაქეთა მომავალი. ამიტომ, ჩემი აზრით, აბორტი უნდა აიკრძალოს. ამასთან დაკავშირებით, იხ. ჩემი სტატია: http://www.orthodoxy.ge/samartali/aborti.htm -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
Nov 19 2008, 01:08 PM
პოსტი
#14
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
კანონისტი
ჩემო დათო, ცოცხალი კაცის არ მოკვლის კანონით არ მრავლდება დაავადებები, ასეთი წესით კიდე, არასტერილურ მდგომარეობაში გაკეთებული აბორტით, გამრავლდება კაკ მინიმმუმ ჰეპატიტები და შიდსი და ღმერთმა ყველას გვაშოროს, უარესი. წავა მერე მასეთი ქალი სალონში, გაიკეთებს ფრჩხილებს და ღმერთმა არ ქნას ვინმე ჯანმრთელი და პატიოსანიც იქვე აღმოჩნდეს, რიგში. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თემო |
Nov 19 2008, 01:10 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
მეც აკრძალვის მომხრე ვარ, მაგრამ აქ ისმის დიდი კითხვის ნიშანი და უზარმაზარი დილემა, საკითხი მდგომარეობს შემდეგში: ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არის ამის სამედიცინო ჩვენება, თუ ის ავკრძალეთ მაშინ როგორ უნდა გაკეთდეს? თუმცა ვიცი რომ ბევრი თუნდაც ამ ფორუმზე განსხვავებულად ფიქრობს... ეს საკითხი ძალზედ მტკივნეულია და აქტუალურიც,მოდი ამაზეც ვიფიქროთ სამედიცინო ჩვენების დროს აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არა???
|
kato_Bato |
Nov 19 2008, 01:20 PM
პოსტი
#16
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
საზოგადოებას სული თუ აქვს მოსარჩენი, იმას ხორცზე მკურნალობა მაინცდამაინც ვერ უშველის.
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Nov 19 2008, 01:29 PM
პოსტი
#17
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემო
ციტატა მოდი ამაზეც ვიფიქროთ სამედიცინო ჩვენების დროს აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არა??? შეიძლება მაგის ჩაწერა კანონში, რომ არსებობს უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევები. ისე, მაგაზე ერთი შემთხვევა მახსენდება. აბორტის აკრძალვის მომხრე ერთმა ლექტორმა აბორტის მომხრე სტუდენტები შეკრიბა და უთხრა: - არის ასეთი ქალბატონი, რომელსაც აქვს თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევა. დაბადებისთანავე გარდაეცვალა 6 შვილი, ახლა არის ორსულად მე-7-ზე, ორსულობის მდგომარეობა აქვს ძალიან მძიმე. შეიძლება თუ არა გაუკეთდეს აბორტი? - სტუდენტებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ აბორტი აუცილებლად საჭირო იყო მისი სიცოცხლისათვის. ლექტორმა უპასუხა: - ეს ქალბატონი აბორტს ვერ გაიკეთებს, რადგან მან დიდი ხნის წინ ეს ბავშვი დაიტოვა და დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
Nov 19 2008, 01:34 PM
პოსტი
#18
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
კანონისტი
მაგას ქვია ემოციური ზემოქმედება მომავალ ექიმებზე, რომ არ დაავიწყდეთ მორალი. სამედიცინო ჩვენება უარესიც შეიძლება იყოს, ღმერთმა ყველას გვაშოროს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Nov 19 2008, 01:36 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
kato_Bato
შენ რაც გინდა ის დაარქვი. იურიდიულად ფაქტი ერთია – თუკი ნაყოფს ბავშვად ჩათვლი, თვით უმძიმესი სამედიცინო ჩვენების დროსაც კი დაუშვებელია აბორტი. ბეთჰოვენი რად გინდა, აგერ ჩემი ძმის კლასელს ეუბნებოდნენ პირველ შვილზე, განუვითარებელიაო, მკვდარი დაიბადებაო და შენც მძიმედ დაავადდებიო. არადა, ის ბიჭუნა 2 წლისაა უკვე, არც მას მოსვლია რამე და არც დედიკოს ჩვენ ექიმებს მტერი ენდო!.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
T_a_M_o |
Nov 19 2008, 01:39 PM
პოსტი
#20
|
Me =) ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 10-November 08 მდებარ.: In My Mind წევრი № 5,925 |
ბეთჰოვენი რად გინდა, აგერ ჩემი ძმის კლასელს ეუბნებოდნენ პირველ შვილზე, განუვითარებელიაო, მკვდარი დაიბადებაო და შენც მძიმედ დაავადდებიო. არადა, ის ბიჭუნა 2 წლისაა უკვე, არც მას მოსვლია რამე და არც დედიკოს თუმცა პირიქითაც ხდება ხოლმე,სამწუხაროდ.. ჩვენ ექიმებს მტერი ენდო!.... +111111111 -------------------- Sometimes i think.. sometimes i don't...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი