IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 22 23 24 25 >  
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
marine
პოსტი Feb 2 2020, 07:58 PM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შორეულ ფერეიდანში

"შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადასახლებული ქართველები ასუპასში უნახავს 1627 წელს უცხოელ მოგზაურს, თომას ჰერბერტს. მარტო ასუპასში 40 ათასი კაცი ყოფილა. ამ ხალხს მფარველად ჰყავს წმინდა გიორგი, რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენო, - ამბობს ჰერბერტი. წმინდა მთავარმოწამეც მრავალგზის შეეწეოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს.

ერთხელ ირანს ავღანელები შემოესივნენ და ფერეიდნის დაპყრობის სურვილიც გაუჩნდათ. იქაური ქართველები (მათ სათავეში იოსებ გუგუნაშვილი ედგათ) საბრძოლველად მოემზადნენ. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. თუმცა ბევრი კი ჟლიტეს მტერი, მაგრამ ავღანელებს მაშველი ჯარები ემატებოდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს და სოფლის დასაწყისს მიადგნენ. საგონებელში ჩაცვივდნენ, რადგან რამდენ ავღანელსაც მოკლავდნენ, ორი იმდენი ემატებოდათ. ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, ჩამოსხდნენ და ფიქრს მიეცნენ. გაახსენდათ თავიანთი სამშობლო, გადასახლების სისხლიანი წლები, ცოლ-შვილი, დედ-მამა, ახლობლები, მიხვდნენ, რომ მეტი ძალა აღარ შესწევდათ, ტყვია-წამალიც გამოლეოდათ და უნდა დანებებულიყვნენ.

ამ დროს ფერეიდნის ჩრდილოეთით, ამაღლების მთებთან, "თამზიანის გორაზე", ქართველებს გამოეცხადათ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შეუძახა მეომრებს და სულიერად განამტკიცა. მათაც ერთი თავზე ხელაღებული შეტევით მთლიანად განდევნეს ავღანელები. მტერი გაიქცა და აღარ დაბრუნებულა.

იმ ადგილს ქართველები "ამაღლების მთას" ეძახიან. გადმოცემით, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ნათლით იყო მოსილი. სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვა, სადაც წმინდანი იდგა, მისმა ძალამ გახეთქა. ეს ქვა ახლაც იქვეა, თითქოს მაკრატლითაა გაჭრილი, კუთხეები კი სამკუთხედად აქვს ჩამოპობილი. ხელი რომ დაადო, ცხელია. ამ ადგილს სპარსელებიც გაურბიან. 50 მეტრის რადიუსზე ვერავინ ეკარება, რადგან ყველას წმინდა ალაგად მიაჩნია, - ბრძანებს ფერეიდნელი ქართველი ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი."




წმინდა გიორგი

"მესხი ბაგრატ დევნოსაძის შვილი, გიორგი, ჰყვებოდა, რაც იხილა. ზემო ვარძიაში უხვად მოდის ხილი. II მსოფლიო ომის დროს აქ ხშირად ჩამოდიოდნენ მახლობელი სოფლებიდან დამშეული ბავშვები და ამ ხილით შიმშილს იკლავდნენ. ერთხელ უკან გაბრუნებულებმა ხიდიდან დაინახეს აჩქარებით მომავალი მხედარი, რომელმაც გააფრთხილა ბავშვები, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას, წყალდიდობაა მოსალოდნელიო. შეშინებული ბავშვები გაიქცნენ და ხიდიდან დაინახეს, როგორ გაქრა მხედარი კლდესთან. სულ მალე მართლაც მოვარდა წყალი და იქაურობა დაფარა. ბავშვთაგან ერთი მოუნათლავი იყო. მხოლოდ მან ვერ იხილა მათი მხსნელი მხედარი, დანარჩენებმა ყველამ დაინახა."

/"თვენი" N31, გვ. 286, 292/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2020, 09:42 PM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა გიორგი

დიდგორში ქართველთ ლაშქრის წინ
მტრის ურდო დადგა მრავალი,
წინ დავით მეფე გვიძღოდა,
ბაგრატთა შთამომავალი.

წმინდა გიორგი გამოჩნდა,
თეთრ რაშზე ამხედრებული,
მთიდან დაეშვა, ბრწყინავდა,
ბასრ მახვილ აღერებული.

ქართველებს გვერდით დაუდგა,
მუსრა მახვილით მტარვალი,
ქართველ მებრძოლთა გმირობით
მტერმა დაჰყარა ფარ-ხმალი.

მტერს აბრმავებდა პირსისხლას
წმინდა გიორგის ნათელი,
სხვა დროსაც დაგვხმარებია,
როცა იბრძოდა ქართველი.

წმინდა გიორგი გვმფარველობს,
ქართველებს გვიყვარს ძალიან,
წმინდანს დავუნთოთ სანთელი,
ყველა ჩვენგანის ვალია.

/თენგიზ ლორთქიფანიძე
"კრიალოსანი" N5, 2010, გვ.29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2020, 06:41 PM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ოზურგეთიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარებოს. აჭისწყლის ხეობა თვალწარმტაც ბუნებრივ გარემოს ქმნის. აღნიშნულ ხეობაში მდებარეობს ქვა, რომელსაც "დევის ქვას" უწოდებენ.

გავრცელებული ლეგენდის მიხედვით ხეობას დევი შემოაჩვია. შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისათვის. წმინდანმა განგმირა დევი, ხოლო მადლიერმა ხალხმა ტაძარი ააგო წმინდა გიორგის სადიდებლად. სწორედ ამ საუცხოო სილამაზის მქონე ადგილზე, მდინარის პირას არსებულ ბორცვზე მდებარებოს ტაძარი...

ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია. დიდი ადგილი უჭირავს სცენებს წმინდა გიორგის ცხოვრებიდან (დასავლეთ კედელზე). მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა, რომლის ანალოგიც არ მოიპოვება როგორც ქართულ, ბიზანტიურ ფერწერულ ძეგლებში".

/"კრიალოსანი" N5, 2010, გვ. 26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2020, 06:23 PM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუჯუნის წმიდა გიორგის "მარჩქილენი" წმინდა გიორგიდ იხსენიებდნენ. ეს იმიტომ, რომ ამ ეკლესიაში წმინდა გიორგის ყური ყოფილა ჩატანებული; ხალხი ამბობდა, რასაც შესთხოვ, აუციებლად შეისმენსო; ამიტომ შეურქმევია ხალხს "მარჩქილენი", ანუ შემსმენელი წმიდა გიორგი"

/"კრიალოსანი" N5, 2010, გვ. 29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2020, 08:41 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ეჰა, შენ შვიდწილ უძლეველო..."

/"კარიბჭე" N4, 2020, გვ.50/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2020, 08:09 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის დანარჩენ ატრიბუტებთან ერთად, ძველი დროიდან გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო გერბიც, რომელსაც ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით, ამშვენებდა წმინდა გიორგის გამოსახულება. ამ წმინდანის გამოსახულება ქართულ სახელმწიფო სიმბოლიკაში, კერძოდ, ნუმიზმატიკურ მასალაზე, დოკუმენტურად დასტურდება XI საუკუნის პირველი ნახევრიდან"

/ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2020, გვ. 20/

---------------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2020, 03:35 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდგორის ომში განსხეულებული წმინდა გიორგი"

/პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი
"კანდელი" N4, 2020, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2020, 07:07 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე ათონელი მამა ხარლამპე (+2001) და მისი ძმა 1941 წელს ბულგარელმა ნაციონალისტებმა დაატყვევეს. ძმებს სიკვდილი ელოდათ. განსაცდელის ჟამს მამა ხარლამპემ შეწევნა წმინდა გიორგის სთხოვა და აღუთქვა, რომ სიცოცხლეს ღმერთს შესწირავდა. წმინდა გიორგი გამოეცხადა და იმედი მისცა.

მართლაც, დასახვრეტად რომ გაიყვანეს, ჯალათებთან მივიდა ერთი ახალგაზრდა კაცი და უბრძანა, ხელი არ ეხლოთ უდანაშაულო ხალხისათვის. შეშინებული ჯალათები გაიფანტნენ, მათთან ერთად გაქრა ის ახალგაზრდაც. გახარებულმა ტყვეებმა ერთმანეთს დახვრეტის წინ დადებული აღთქმები გაანდეს.

ხარლამპემ თქვა: მთელ ცხოვრებას უფალს ვუძღვნიო, მისმა ძმამ კი - აღთქმა დავდე, სანამ ცოცხალი ვარ, წმინდა გიორგის ხატის წინ კანდელი მუდამ ანთებული მექნება-მეთქი. მათმა ბიძაშვილმა ბასილმა - მე წმინდა გიორგის ჩემს ცხენს შევპირდიო.

მალე ბულგართა მეფეს ძე შეეძინა და ამნისტიით ტყვეები გაათავისუფლა. ხარლამპე აღთქმისაებრ ბერად შედგა, მის ძმას, დამიანეს წმინდა გიორგის ხატის წინ კანდელი არასოდეს ჩაჰქრობია, ბასილი კი არ ჩქარობდა. ომის დროს ცხენები ჭირდა და ბასილიც ცხენით ინახავდა ოჯახს. "აღთქმას მოგვიანებით ავასრულებ, როცა ცხენი მაინცდამაინც არ დამჭირდებაო", - ამბობდა.

გავიდა 5-6 თვე. წმინდა გიორგიმ არ დაივიწყა მისი აღთქმა. ერთხელ, ღამით, ძილში გამოეცხადა ბასილს და უთხრა: - ჩემი ცხენი შინ რატომ გყავს დაბმულიო. შეშინებულმა ბასილმა უთხრა: "წმინდაო გიორგი, შენთან ცოტა მოგვიანებით მოვიყვანო. რაზეც წმინდანმა უპასუხა: - არა, აღთქმის დღიდან ცხენი შენ აღარ გეკუთვნის, ის ჩემია, შენ კი ცუდად იქცევიო.

ინათა თუ არა, ბასილმა ცხენი წაიყვანა და წმინდა გიორგის ეკლესიის ღობეზე მიაბა - გადამარჩინე და ამიტომაც შენთვის არაფერი მენანებაო."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.8/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 07:38 PM
პოსტი #469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სახვითი ხელოვნების კატეგორიაში თავს იყრის XVIII-XIX საუკუნეებით დათარიღებული ხატწერის ნიმუშები. მათ შორის აღსანიშნავია: ხბოს ტყავზე შესრულებული ხატი წმინდა გიორგისა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეთიოპიიდან ჩამოაბრძანა და [სამთავროს] მონასტერს შესწირა"

/"კარიბჭე" N8, 2020, გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2021, 08:35 PM
პოსტი #470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-------------------------

"დავითის ისტორიკოსი ამ ბრძოლის შესახებ წერს: "დიდგორის ომთან დაკავშირებით იწერება მრავალი ვარაუდი, გამოკვლევა, არადა ომში ქართველთა გამარჯვების მიზეზი გაცხადებული აქვს დავითის ისტორიკოსს: პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათ და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედმოწევნებულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი აღიარებდენ და მოგვითხრობდენ სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა". ალბათ, ამ სასწაულის აღსანიშნავად სინას მთაზე დავით მეფის მიერ აშენებულ მონასტერში შემონახულია ფრესკა, სადაც გვერდიგვერდ არიან წმიდა გიორგი და დავით მეფე".

/ლია ბარბაქარძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ. 303/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2021, 08:37 PM
პოსტი #471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2020, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2021, 04:47 PM
პოსტი #472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წიგნში "ცხოვრება მეფეთა მეფის დავითისი", აღწერილია დიდგორის ომის მსვლელობა, ოღონდ ძალზე ლაკონურად. აღნიშნულია, რომ ზეციური მხედრობა წმიდა გიორგის მეთაურობით არა დაფარულად, არამედ ყველასთვის ხილულად ეხმარებოდა ქართულ ლაშქარს და ებრძოდა მტერს. ამიტომაც მეფემ "პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა... ბრძოლამ სულ სამ საათს გასტანა, მეფემ გაქცეულთ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნა და მოსრა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.62/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2021, 08:22 PM
პოსტი #473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა გივარგია მგზავრების მფარველი. შეგეწიოს მისი მადლი"

/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ. 108/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2022, 09:07 PM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გფარვიდეს ყველგან ხმალმოწვდილი თეთრი გიორგი!"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ნათელმოსილნი", გვ.123/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 07:47 PM
პოსტი #475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - დიდად ჰშველოდა ჩვენს ხელმწიფეს წმიდა გიორგი. გასაჭირში ყველგან ჰქროდა ფრთიანი რაშით.
- მის ხმალის ქვეშ თვით ბეგთარი ძონძისავით იფხრიწებოდა.
- მისი გურზი ფარს ამსხვრევდა ხის ტაბაკივით.
- საქართველოს მფარველი წმიდა გიორგი".

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.494/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 08:42 PM
პოსტი #476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვის წილად ხვედრილს საქართველოს არ გასწირავს გიორგი წმიდა"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.463/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2022, 08:05 PM
პოსტი #477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე-პოეტის [არჩილი] სიტყვით ქვეყანაში იმდენი ზნეობრივი ნორმა იყო, რამდენი წმინდა გიორგის ეკლესიაც არსებობდა: "საქართველოში იტყვიან სამასსამოცდახუთსაო/ ზნეობას სხვას არ აგდებენ ქვეყნისას თუ არ მათსაო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 07:59 PM
პოსტი #478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა ადამიანის სიყვარულს გვამცნებს უფალი იესო ქრისტე! ...განურჩევლად იმისა, მოგვწონს ადამიანი, თუ არა, ან როგორ გვექცევა იგი - ეს მცნება უნდა შევასრულოთ!.. სიყვარულის ოქროს წესი გულისხმობს ქმედით სიყვარულს!.. თუ ამას ვერ შევძლებთ, ჩვენი ქრისტიანობა იქნება ამაო და ფუჭი!.. წმინდა გიორგიმ შეძლო ასეთი სიყვარულის გამოვლენაც და მისი პირით სულიწმიდამ დაამოწმა ჭეშმარიტება!.."

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2022, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 08:28 PM
პოსტი #479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გახსოვთ? როდესაც მას აწამებდნენ, წმინდა გიორგის ჰკითხეს:
- რა არის ჭეშმარიტება, შენ რას ემსახურებიო?
მან თქვა: "მე ვემსახურები ჭეშმარიტებას!"
- რა არის ჭეშმარიტება?
- ჭეშმარიტება არის უფალი იესო ქრისტე! - ბრძანა მან - ეს არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება!"
და აი, ამისთვის ეწამა და ამისთვის აღესრულა, და ამიტომ ვადიდებთ ჩვენ მას, ამიტომ გვიყვარს ჩვენ იგი, ამიტომ ვეთაყვანებით და ამიტომ არის განდიდებული ასე წმინდა გიორგი ჩვენს ეკლესიასა და მთელ მსოფლიოში!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2022, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 09:07 PM
პოსტი #480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა გიორგისთვის იყო ერთადერთი გზა და ერთადერთი ჭეშმარიტება - ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე! სხვა გზა მან არ იცოდა, სხვა გზით იგი არ დადიოდა! და ამიტომაც გახდა დიდი მოწამე და ჩვენთვისაც მაგალითია, რომ ჩვენც ამ გზით ვიაროთ! და ჩვენი ერიც ყოველთვის ცდილობდა ამას, ჩვენი გზაც იყო ეს, ამ გზით სვლა, ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზით სიარული - რაც არის ჩვენი ეკლესია და რაც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე! და აი, ამ გზაზე სიარულით მოვედით ჩვენ აქამდე! და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ ესაა ჩვენი შემდგომი გზაც და გადარჩენის გზაც! ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ეს სიბრძნე!
შეგვეწიოს წმინდა გიორგი ჩვენ, ყოველ თქვენთაგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს! და მისი ლოცვით უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება, ამინ!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2022, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 22 23 24 25 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 08:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი