IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> არის თუ არა მსახიობობა ცოდვა
სარდიონ
პოსტი May 11 2009, 10:31 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(KAIROS @ Apr 21 2009, 11:19 PM) *

ბეთანელის ნაწერი არის სრული ალოგიზმი,

არა უფრო კანონიკაა.





--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 12 2009, 07:33 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ამიტომაც შესაძლებელი ხდება ხშირად მისი ხილვა იქ,სადაც ''ავადმყოფები''იმყოპებიან,რამეთუ ავადმყოფები საჭიროებენ მკურნალობას და არა ჯანმრთელნი.

betaneli luka
ანუ შენ ჯანმრთელი ხარ და არასოდეს გიყურებია თეატრისთვის ან ფილმისთვის? სხვა რამეებს ( რაც მართლა ავადმყოფურია და კავშირში არცაა მსახიობობასთან ოფიციალურად) რომ თავი დავანებოთ, რაც თავად იცი smile.gif შეეშვი ქადაგებას მგონი აჯობებს smile.gif ინფორმაციის სახით შეიძლება ცხადია განთავსება, მაგრამ არა მაგ ტონით, თითქოს ფრთები უკვე კაი ხანია წაგჩიტვია.

პ.ს. ყველამ ჩვენ ცოდვებს მივხედოთ და მათ შორის შენც !

ციტატა
მამა დავითმა შეგვახსენა ეკლესიის აზრი თეატრთან დაკავშირებით

ვინ არის მამა დავითი და რატომ თვლის სარდიონი მის ნათქვამს კანონად, ესეც გაგვიმარტეთ yes.gif

სარდიონ
ციტატა
ბანძი ფორუმია და ეს მოდერების დამსახურებაა.

სარდიონ, შენ რავა სულ მთვრალი და დაბოლილი უნდა იყო biggrin.gif თუ სიმთვრალეში ლაპარაკობენ სიმართლესო, ახლა იმას იტყვი ? laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 12 2009, 09:20 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



staywhite
როგორ არ დავლიო, ხო ხედავ დაჭამეს ერთმანეთი ამ უღმერთოებმა.
ქვეყანას აქცევენ, მოკლედ მართლა მოსულია რა.
შენ ბედნიერი ხარ რო დროზე დაიტიშე და რაც ხდება ვერ ხედავ.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 12 2009, 11:19 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჩემი და მხოლოდ ჩემი აზრით და არავითარი ავტორიტეტების smile.gif ვფიქრობ, რომ "ჩვეულებრივი" მსახიობობა არ უნდა იყოს არანაირი ცოდვა ანუ გააჩნია გადაღებული ფილმების როლებს ან ასევე თეატრის. რამდენადაც ფილმი, თეატრი, ოპერა იწერება ჩვენივე ცხოვრებიდან და მეტად ადამიანურია, მისი განცდებით, ვნებებით, მადლით თუ ცოდვით...

პ.ს.სარდიონ
ციტატა
შენ ბედნიერი ხარ რო დროზე დაიტიშე და რაც ხდება ვერ ხედავ.

ჩამოი პაწა ხანს აქ, გვესტუმრე smile.gif 2kiss.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elifs
პოსტი May 13 2009, 06:30 AM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 13-May 09
წევრი № 6,981



ვერაფერი ვერ გავიგე თუმცა საინტერესო თემაა...მაინც ვფიქრობ ცოდვა ნამდვილად არის თეატრი სცენა კონცერტები...პატრიარქი რომ მოგყავთ მაგალითად ჯერ ერთი ის პატრიარქია მერე ბოლოს როგორც მახსოვს ოპერაში იყო დაპატიჯებული ბურჩულაძესთან და წერილით მიესალმა და დალოცა იქ მყოფები მისი არ მოსვლა კი მარხვით ახსნა...ცოტა არ იყოს დამაფიკრებელია...თან ყველამ ვიცით ჩვენი უწმინდესის მუსიკალურობა და ამ საქმისადმი სიყვარული...შეიძლება მომაკვდინებელი და მძიმე ცოდვა არ არი მაგრამ მაინც მოსარიდებელია huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 13 2009, 11:54 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(elifs @ May 13 2009, 06:30 AM) *

...ცოტა არ იყოს დამაფიკრებელია...თან ყველამ ვიცით ჩვენი უწმინდესის მუსიკალურობა და ამ საქმისადმი სიყვარული..

რას ამბობ?
ეს ხომ სიბნელეა ?
უი დედა რა გავიგონე.
ნეტა მართალია თუ ჭორია?
მარხვაში ხელოვნება ცოდვილიანია?
ვაიმე დედა გული.
laugh.gif
staywhite
რო მეპატიჟები გენაცვალოს ცემი თავი , იცი ვისთან გაქვს საქმე?
რო იცოდე ფორუმიდან ამოეწერებოდი.
laugh.gif
პატივისცემით
SARDION!


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 14 2009, 12:00 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სარდიონ
ციტატა
რო მეპატიჟები გენაცვალოს ცემი თავი , იცი ვისთან გაქვს საქმე?
რო იცოდე ფორუმიდან ამოეწერებოდი.

ვინ გეპატიჟება ის რომ იცოდე, მიხვდები რომ არ ამოვეწერები ფორუმიდან laugh.gif
არ ვარ მშიშარა ხომ იცი და რას ატრაგედიებ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 14 2009, 01:50 AM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა(მნათე @ Nov 27 2008, 12:07 PM) *

IPB-ს სურათი

ეჰ, ჩემო უმცროსო ძმაო...
მე პატივსვცემ ნოვოდვორსკაიას......


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი May 29 2009, 04:18 PM
პოსტი #49


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



მე როგორც ვიცი მსახიობობა ცოდვააა...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 29 2009, 10:24 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



მაშიკო
ციტატა
მე როგორც ვიცი მსახიობობა ცოდვააა...

კარგით რა ხალხო....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 29 2009, 11:51 PM
პოსტი #51


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მაშიკო
ვისგან იცი? biggrin.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 9 2009, 10:52 AM
პოსტი #52


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(მნათე @ Nov 27 2008, 05:34 PM) *

მე ეკლესიურად მაცხოვრებელი ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ჩემ ცხოვრებაში biggrin.gif


ვერც მე ვნახე ჩემი თავის ჩათვლითsad.gif


ციტატა(ქევანა @ May 30 2009, 12:51 AM) *

მაშიკო
ვისგან იცი? biggrin.gif


ეკლესიური სწავლების მიხედვით...
თუმცა ცოდვა ბევრი რამ არის მაგრამ ჩვენ მოძღვრები 21 საუკუნეში იმ ყველაფრის შესრულებას არ გვთხოვენ... და ბუნებრივია ვერც ჩვენ შევასრულებთ, მთავარია მომაკვდინებელი ცოდვები არ ჩავიდინოთ...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 3 2010, 07:07 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



ჩემი აზღრIთ როლზეა დამოკიდებული თუ რამე ცუდს არ აკეთებს და რამე საშინელ მაგალითს არ აძლევს სხვებს ალბათ დღEვანდელობიდან გამომდინარე არაა ცოდვა რავიცი , თუთAშხიას რო უყურო ჩემი აზრIთ მაგაში ცუდი არაფერი არაა პირიქით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 4 2010, 06:47 PM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეკლესიური სწავლების მიხედვით

ასეთი სწავლება არ არსებობს smile.gif
გაიგეთ, ახლა როდესაც ეკლესია / იერარქია, პატრიარქი/ იწონებს, აჯილდოებს და ხანდახან თავადაც უკვეთავს (ისტორია, წმიდანთა ცხოვრება და ა.შ.) ან ურჩევს საქმიანობის პროდუქტს, შეუძლებელია თავად ამ საქმიანობას ცოდვად თვლიდეს, შეიძლება როგორც ფხიზელმა მოძღვარმა ამათუიმ სფეროში სხვადასხვა საფრთხეზე იფხიზლოს, და არა მთლიანად ცოდვად შერაცხოს.
ეს ლოგიკაა და "ეკლესიური სწავლება" რომ დაწერთ ტერმინს მტკიცებაც ან ლოგიკური მსჯელობა მაინც მიაყოლეთ თან.
ეჰ-ით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 4 2010, 07:11 PM
პოსტი #55


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



და უკვე ჩამოყალიბებულ ე.წ. სამსახიობო კულტურაზე რას იტყვით?

რომლის მიხედვითაც მსახიობს არცერთი როლის თამაში არ უნდა ეუკადრებოდეს.

ჩემი აზრით პრობლემა არა თავად სფეროში არამედ ზოგადად ზომიერების დაცვაში თუ ვერდაცვაშია...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 4 2010, 07:32 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



პავლე მოციქულის 6-ე განწესება: "თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს"

წმ. მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი (IIIს.) ასე მოძღვრავს თავის თანამედროვე ქრისტიანს: "თანახმად ორმხრივი სიყვარულისა და შენი თავმდაბლობისა, საჭიროდ ჩაგითვლია ჩემთვის რჩევა გეკითხა, ძვირფასო ძმაო, თუ რას ვფიქრობ მე ერთი მსახიობის თაობაზე, რომელიც იმყოფება რა თქვენს (ე. ი. მართლმორწმუნეთა – გ.გ.) შორის, არ წყვეტს თავის სამარცხვინო ხელოვნებას... შენ მეკითხები: დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი ადამიანი თანაეზიაროს მორწმუნეებს? – მე ვთვლი, რომ ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან: ეკლესიის სიწმინდისა და ღირსების შელანძღვა ეგზომ სამარცხვინო და საზიზღარი შეხებით დაუშვებელია" (იქვე. გვ. 169).

ნეტარი ავგუსტინე იტყვის: "ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი და არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნები; ასე მუშაკობენ: მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი" (იქვე. გვ. 170).



წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "გაიხსენე, რა ემართება სულს თეატრსში და წარმოდგენის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა სულისათვის. თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა, და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ, – დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი, ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია..." (Письма о Христианской жизни; стр. 69). და კვალად: "თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ – რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას (წმ. მამა ქრისტიანულ მთავრობებს გულისხმობს; მის ეპოქაში – XIXს – ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთები – გ.გ.); ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოსნი და წმინდანები ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო..." (იქვე. გვ. 71-72).


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 4 2010, 07:39 PM
პოსტი #57


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



terra საინტერესოა...
საინტერესოა ისიც თეატრისადმი მსგავსი დამოკიდებულება რითი იყო პროვოცირებული... ცხადია ალბათ შენობას არ ერჩოდნენ...
რამე წარმართობები ხომ არ ხდებოდა?
თუ სპექტაკლი იყო ასე დაგმობილი?

ითამაშო მკვლელი, მეძავი, და რაც მთავარია, ითამაშო კარგად და ქარიზმატულად.... ხომ არ ნიშნავს მავანთათვის მრუდე გზის თვალისთვის ლამაზად მოჩვენებას წმინდანთა გადმოსახედიდან?



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 4 2010, 07:45 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ნონა @ Mar 4 2010, 07:39 PM) *

terra საინტერესოა...
საინტერესოა ისიც თეატრისადმი მსგავსი დამოკიდებულება რითი იყო პროვოცირებული... ცხადია ალბათ შენობას არ ერჩოდნენ...
რამე წარმართობები ხომ არ ხდებოდა?
თუ სპექტაკლი იყო ასე დაგმობილი?

ითამაშო მკვლელი, მეძავი, და რაც მთავარია, ითამაშო კარგად და ქარიზმატულად.... ხომ არ ნიშნავს მავანთათვის მრუდე გზის თვალისთვის ლამაზად მოჩვენებას წმინდანთა გადმოსახედიდან?

თეატრი, წარმოდგენა, დადგმა, ზოგადად წარმართული წარმოშობისაა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 4 2010, 08:03 PM
პოსტი #59


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(terra @ Mar 4 2010, 08:45 PM) *

თეატრი, წარმოდგენა, დადგმა, ზოგადად წარმართული წარმოშობისაა.

unsure.gif
ფილოსოფია სადაური წარმოშობისაა?
მეცნიერებათა უმეტესი ნაწილი სწორედ წარმართულ სამყაროშ იღებს სათავეს, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ იმიტომაცაა გონიერი რელიგია რომ ისინი ერთი ხელისმოსმით კი არ უარყო, არამედ დაწმიდა და ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა.
ფილოსოფია კი ამის ერთერთი უცხადესი მაგალითია...

ისეც ნუ გამიგებთ თითქოს მსახიობებს ვიცავდე, თუ ავტორიტეტული ეკლესიური წყარო იტყვის აღარო, მეც აღარ შევხედავ smile.gif
მაგრამ მანამდე ხომ უნდა ვიცოდე სწორი პასუხი?! rolleyes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 4 2010, 08:26 PM
პოსტი #60


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ტერრა,
გვიანდელი და ადრეული შუასაუკუნეების წესები განპირობებული იყო იმდროინდელი ცხოვრების მიხედვით, ამიტომ იყო, რომ
ციტატა
პავლე მოციქულის 6-ე განწესება
-დ წოდებული კანონი უკრძალავდეს
ადამიანს
ციტატა
მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე

აქედან გამოდის, მომღერალიც , მსახიობიც, სპორტსმენიც და ოლიმპიელიც ცოდვილ საქმეებშია, ეს ხომ აბსურდია ჩემო ტერრა?
აბსურდს კი იწვევს კანონიკური შეცდომა, იმ დროინდელი აკრძალვის რეალობის გაუთვალისწინებლად გადმოტანა დღევანდელ რეალობაში, ნონამ სწორი კითხვა დაგისვა (პასუხი კი საერთოდ არაფერ შუაში იყო), რომ რამ გამოიწვიაო ასეთი დამოკიდებულება, იმან რომ ეს იყო მაშინ საყოველთაო გარყვნილების და სიბილწის შესაკრები, და სწორედ ამას ებრძოდა ეკლესია.
თეოფანე დაყუდებულის პოზიცია კი მისი პირადი აზრია, და არაა გაზიარებული ეკლესიის მიერ, ვატყობ აქაც კონსერვატიზმის ყველაზე ექსტრემალურ ფრთას იცავ ტერრა და მოვემზადოთ ბრძლოსათვის,
ერთი მიპასუხე, პატრიარქი ლოცავს ყველას მსახიობებს, სპორტისმენებს, ოლიმპიელებს, ჩვენი ეკლესია მათზე ლოცულობს , აზიარებს და ა.შ.
და რახდება ტერრა? შენ იცი და მათ არა? ხომ არ გგონია რომ ხისტად და შავთეთრად უდგების საკითხს (ავატარის ანალოგია)?
რაც შეეხება ამ პროფესიას ვიმეორებ:
ეკლესიამ, შეიძლება როგორც
ციტატა
ფხიზელმა მოძღვარმა ამათუიმ სფეროში სხვადასხვა საფრთხეზე იფხიზლოს, და არა მთლიანად ცოდვად შერაცხოს.

მთლად ირანს ნუ დავემგვანებით ახლა.
აუფ-ით;
კაიროსი!

ციტატა
ფილოსოფია სადაური წარმოშობისაა?
მეცნიერებათა უმეტესი ნაწილი სწორედ წარმართულ სამყაროშ იღებს სათავეს, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ იმიტომაცაა გონიერი რელიგია რომ ისინი ერთი ხელისმოსმით კი არ უარყო, არამედ დაწმიდა და ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა.
ფილოსოფია კი ამის ერთერთი უცხადესი მაგალითია...

წარმოიდგინე და გეთანხმები biggrin.gif
ტერრა რასაც ამბობს არაა ეკლესიური სწავლება, არამედ ეკლესიის ყველაზე ულტრაკონსერვატორთა მიერ ეკლესიის კანონებიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტები, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ამიტომ სჯობს გაეცნოს რჯულისკანონის განმარტებებს, სადაც შავთეთრზე (ავატარულად) არის ნაწერი, რომ ეკლესია არ ებრძვის ხელოვნებას (აქ თეატრს), არამედ
ცოდვას, და ამ პოზიციას ეკლესია დღესაც ინარჩუნებს, ყავს რა ზიარებაში
უამრავის მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ. ანუ ეს ჩაკეტილი ქრისტიანობა ნამდვიოლად მცდარია და მავნე.

ციტატა
მსახიობთა შესახებ საეკლესიო კანონები იმ ეპოქაშია შექმნილი, როდესაც მსახიობები წარმართები ანუ არაქრისტიანები იყვნენ, ხოლო წარმოდგენები და ცეკვები წარმართული, ან ეროტიკული სცენებისგან შედგებოდა, და ჯამბაზები ქრისტიანებს დასცინოდნენ. ამ კონკრეტული უარყოფითი ფაქტების გამო მიიღეს წმ. მამებმა ასეთი საეკლესიო კანონები, ცხადია 5-ე 10-ე საუკუნის თეატრალური წარმოდგენები და ცეკვები განსხვავდება დღევანდელი თანამედროვე თეატრალური სპექტაკლებისგან და ცეკვებისგან. რომელიმე მკრეხელური სპექტაკლის გამო არ შეიძლება ყველა თეატრალური სპექტაკლი აკრძალო

ციტატა
პატრიარქიც ესწრება ხოლმე საქველმოქმედო აქციებს ოპერაში ან თეატრში სადაც მრავალი მსახიობი თუ მომღერალი გამოდის და რა გამოვიდა მაშინ ვერ გავიგე? კინოც ცოდვა ყოფილა მაშინ ბალეტიც ოპერაც და ა.შ .

ციტატა
საპატრიარქოს რადიოში მსახიობები კითხულობენ ტექსტებს. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგი ეკლესიურია



ციტატა
ის წიგნები სადაც მსახიობობა ცოდვად წერია, არის ამოღებულები და აღარ ვრცელდება საპატრიარქოდან(ან უბრალოდ რეცენზია არა აქვს და მაინც ვრცელდებსა სამწუხაროდ), არამედ სპონტანურად;ზოგადად კი ცოდვა რაა ეგ პატრიარქის სინანულის ლოცვაში კარგადაა გადმოცემული , ასე რომ აი რაა ცოდვები:

ნაწყვეტი სინანულის ლოცვიდან - ცოდვების ჩამონათვალი-

http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=456

"... მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს~ (იგავნი 29.23). .....შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა......, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა. ....., მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით. ..... დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არა წმინდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვის გატეხვით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითა და მომხვეჭელობით.... შეგვინდე უფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობა და ღვარძლი, სხვისი განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, განდიდების სურვილი, ქონების და ფულის ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველება და დაზარება. .... ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა, სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეგვინდე უღირსად მსახურებაი შენი. დაცემულნი აღგვადგინე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ.

ამის იქით კი მერე წავიდეთ, როცა ამათ გამოვასწორებთ!





ციტატა
აწყალი პატრიარქი, რა მადლმოკლებული დადის...რაც ეგ დასწრებია ოპერაში თუ სხვაგან სპექტაკლებს, აქამდე მადლის ნასახი არ უნდა შერჩეს

პ.ს.
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო...ასეთი უაპელაციობა სიგიჟის ტოლფასია
მართლმადიდებელი ეკლესია არსად მსგავსს არ გაფრთხილებთ, ეს თქვენ მიგაჩნიათ თავი ეკლესიად და გვაფრთხილებთ ჩვენ



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი