სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 18 2008, 11:19 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი სამხედრო, უშიშროების და პოლიციის სტრუქტურა არ გააჩნია ის სახელმწიფო არ არის და შიდა თუ გარეშე მტრის სათამაშოა. მე რომ შესაბამისი გონებრივი და ფინანსური რესურსის მობილიზება შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი თერმობირთვულ (წყალბადის) ბომბს სახელმწიფოს სტრატეგიულობის გასაძლიერებლად. ციტატა ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ წმინდა გიორგი თვითონ სამხედრო მოსამსახურე იყო... აგრეთვე წმინდა დიმიტრი თესალონიკელიც, მასაც ხატებზე ონტოლოგიური დატვირთვის გამო შუბით და ფარით ხატავენ. აგრეთვე უამრავი წმინდა მეფის დასახელება შეიძლება, რომელიც გამოირჩეოდა ძლიერი სამხედრო პოლიტიკით. ციტატა ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. რასაკვირველია... მეც გავიარე ორთვიანი საწვრთნელი შეკრება და რეზერვის სერჟანტის წოდება მაქვს, ანუ სრული მობილიზაციისას (ღმერთმა ნუ ქნას) აუცილებლად გამომიძახებენ. სამხედრო - ნიშნავს ქვეყნისთვის ბრძოლას, ეს კი ყველა ეროვნების პატრიოტის ვალია. თვითონ ტერმინიც "სამხედრო" ნაწილობრივ ქრისტეანული საწყისისაა... არსებობს "ზეციური მხედრობა" (გადატანითი მნიშვნელობით), და არსებობს ხილული/მიწიერი "მხედრობა". ციტატა ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. ეს ასე არაა... მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს განუცხადებია რაიმე საწინააღმდეგო სახელმწიფოში ჯარის არსებობის წინააღმდეგ. სჯულის კანონში არსად მინიშნებითაც არაა მითითებული, რომ ჯარისკაცობა ცოდვაა. პირიქით, არაერთხელ უზიარებიათ ჯარიც ბრძოლის დაწყების წინ. ციტატა პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. დიდი პირადი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მარტო "კალაშნიკოვიდან" ვიცი სროლა, მაგრამ ძალიან მიყვარს სამეცნიერო-ტექნიკური გადაცემები სამხედრო ავიაციაზე. ნანახი მაქვს ამერიკული ზებგერითი თერმობირთვული ბომბდამშენების საჩვენებელი გაფრენები, ცრუ სამიზნეების განადგურება და მრავალი საინტერესო ფუნქციური დეტალი... თუ ატმოსფეროს რა სიმაღლიდან ხდება თავდასხმა, როგორ მუშოაბს ტელე და სითბური დამიზნების ხელსაწყოები და ა.შ. ვისურვებდი, რომ თუ უახლოეს ხანში ქართველები მსგავსი ტიპის სამხედრო ავიაციის აშენებას ვერ შევძლებთ, მათი ყიდვა მაინც შეგვძლებოდეს და სამხედრო მფრინავების შესაბამისად მომზადება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 18 2008, 11:29 PM
პოსტი
#3
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
მსოფლიოს და საქართველოს პოლიცია მან არ გახდება სანდო სანამ ის იქნება ძალოვანი , პოლიცია დღეს თითქმის ყველა ადამიანში იგივდება როგორც ძალოვანი და არა სამართალ დამცავი!.
ასევე აუცილებლად ვთვლი რომ პოლიცია იყოს გამოყოფილი სტრუქტურა სახელმწიფოსგან,ანუ არ შეიძლება ხელისუფლების ან ოპოზიციის და საერთოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრე ან მოწინააღმდეგე ადამიანი განაგებდეს პოლიციას და ჯარს! ასევე არ შეიძლება ვიღაცის მიერ ფურცელზე დაწერილი რაღაც კანონით მოქმედებდეს პოლიცია, ისევე როგორც მოსამართლე! არსებობს ადამიანური ღირებულებები რომელიც კანონი ვერ აკონტროლებს და ეს ყველაზე მეტად პოლიციის თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 18 2008, 11:39 PM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
შოთაძე
ციტატა ასევე აუცილებლად ვთვლი რომ პოლიცია იყოს გამოყოფილი სტრუქტურა სახელმწიფოსგან ასეთი რამ არ არსებობს მსოფლიოს ისტორიის პრაქტიკაში... ციტატა ასევე არ შეიძლება ვიღაცის მიერ ფურცელზე დაწერილი რაღაც კანონით მოქმედებდეს პოლიცია, ისევე როგორც მოსამართლე! ეს კი უბრალოდ უტოპიაა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Feb 18 2008, 11:48 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თვითონ ტერმინიც "სამხედრო" ნაწილობრივ ქრისტეანული საწყისისაა... არსებობს "ზეციური მხედრობა" (გადატანითი მნიშვნელობით), და არსებობს ხილული/მიწიერი "მხედრობა". გინდოდა გეთქვა, რომ ეს ტერმინი ეკლესიაში, სწორედ საერო წარმომავლობისაა? რაც შეეხება სამხედროს, კვლა გახლავთ ყოველთვის ცოდვა და მას შეიძლება ქონდეს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები... სწორედ ამიტომ, სამღვდელო დასს ეკრძალება მასში სამსახური... რადგან ძღვნიშემწირველი უბიწო უნდა იყოს ყოველგვარი სისხლისგან, რომელიც როგორც უკვე გითხარით. ყოველთვის ცოდვითი გარემოებაა და ყოველთვის აყენებს სულს ჭრილობას... მანახეთ სიყვარულით მკვლელი ადამიანი და მე გადავაგორებ დედამიწას... არ ვიცი, ვინ, როგორ, რას თვლის, მაგრამ ჩემთვის კვლა არის ქრისტიანული ცხოვრების უცხო ელემენტი. თუ ოდესმე ეკლესია სხვაგვარად თვლიდა, ეს არის დროის გავლენა... რომელმაც, არც თუ კარგი კვალი დაამჩნია მის საცხოვნებელ მექანიზმს... ზოგადად სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობა, იწვევს მის სტრუქტურულ პროფანაციას... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
შოთაძე |
Feb 18 2008, 11:48 PM
პოსტი
#6
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
გიორგი
ციტატა ასეთი რამ არ არსებობს მსოფლიოს ისტორიის პრაქტიკაში... და არ შეიძლება რომ შეიქმნას?მისაღები იქნება ეგეთი რამ რომ მოხდეს? რატომ არ რეაგირებს პოლიცია როდესაც პრეზიდენტის დანიშნული კაცი არღვევს კანონს? (ეს მარტო სააკაშვილზე არ იგულისხმება მსოფლიო ტენდეციაა) რატო ელოდება ის პრეზიდენტის რეაგირებას? კანონის დამრღვევი ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა ქონდეს იმ სასჯელის შეფარდება რაც კანონი ითვალისწინებს! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 18 2008, 11:59 PM
პოსტი
#7
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
მაინტერესებს რას იზამ, როდესაც გარეშე მტერი შენს ქვეყანას აწიოკებს... თვალწინ გიხოცავს მეზობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, შეიძლება ოჯახის წევრებსაც... არ არის გამორიცხული თავდამსხმელის ხელი ეკლესია-მონასტრებსაც მიწვდეს... შენ სასულიერო პირი არ ხარ (სასულირო პირისთვის გასაგებია, რომ ეგრეა), მაინტერესებს რას აკეთებს ან რისი სურვილი აქვს, რომ გააკეთოს ასეთ დროს მნათემ? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 18 2008, 11:59 PM
პოსტი
#8
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ეს კი უბრალოდ უტოპიაა. მსოფლიოს პოლიციის სტრუქტურა, არ ებრძვის დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს! როდესაც ადამიანს აპატიმრებ ადამიანს ცივი იარაღის ტარების ან გამოყენების მცდელობის გამო, ამ შემთხვევაში პოლიცია შედეგს ებრძვის და არა ამ შედეგების წარმოშობას, ანუ პოლიცია უნდა ებრძოდეს ცივი იარაღის (ჯიბის დანა) გავრცელებას! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:00 AM
პოსტი
#9
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
შოთაძე
ციტატა და არ შეიძლება რომ შეიქმნას?მისაღები იქნება ეგეთი რამ რომ მოხდეს? საჭიროა სამართლადამცავ სტრუქტურებში მოიმატოს სამართლიანობამ, მაგრამ იგი სახელმწიფო სტრუქტურისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. თვითონ სახელმწიფოს არსს ეწინააღმდეგება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Feb 19 2008, 12:02 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მაინტერესებს რას იზამ, როდესაც გარეშე მტერი შენს ქვეყანას აწიოკებს... თვალწინ გიხოცავს მეზობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, შეიძლება ოჯახის წევრებსაც... არ არის გამორიცხული თავდამსხმელის ხელი ეკლესია-მონასტრებსაც მიწვდეს... შენ სასულიერო პირი არ ხარ (სასულირო პირისთვის გასაგებია, რომ ეგრეა), მაინტერესებს რას აკეთებს ან რისი სურვილი აქვს, რომ გააკეთოს ასეთ დროს მნათემ? ის გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც პეტრეს სთხოვა უფალმა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Feb 19 2008, 12:05 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ანუ არ შეიძლება ხელისუფლების ან ოპოზიციის და საერთოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრე ან მოწინააღმდეგე ადამიანი განაგებდეს პოლიციას და ჯარს! ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, დღეს სერბიაში სამხედრო პირი არ შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას - უფლება არ აქვს ანუ, რომც უნდოდეს. მნათე, ციტატა მანახეთ სიყვარულით მკვლელი ადამიანი და მე გადავაგორებ დედამიწას... სიყვარულით მკვლელ ადამიანს ნამდვილად ვერ ნახავ, მართალი ხარ, მაგრამ დედამიწის გადაბრუნება არ მჯერავს აქ ბევრი ფაქტორებია,თუ რატომ კლავს ჯარისკაცი ომში მოწინააღმდეგეს, ეს კი მარტივი გასაგებია, თუმცა უმრავლესობას აქვს ასეთი განცდა :"Это я ведь жалел, а он убивал..", აქ "ონ"-ში რა იგულისხმება გასაგებია.ამის შედეგია სწორედ ჯარისკაცებში ათასი სახის ნერვიული დაავადების გაჩენა. იშვიათად, რომ მათ შორის იყოს ვინმე ბუნებრივად "გააზვერინებული", ეს უკვე მანიაკების ჯგუფს მიეკუთვნება. |
შოთაძე |
Feb 19 2008, 12:05 AM
პოსტი
#12
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
გიორგი
ციტატა რატომ არ რეაგირებს პოლიცია როდესაც პრეზიდენტის დანიშნული კაცი არღვევს კანონს? (ეს მარტო სააკაშვილზე არ იგულისხმება მსოფლიო ტენდეციაა) რატო ელოდება ის პრეზიდენტის რეაგირებას? იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხო -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:22 AM
პოსტი
#13
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ის გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც პეტრეს სთხოვა უფალმა. ჯერ ერთი პეტრე მოციქული არაპირდაპირი გაგებით სასულიერო პირადაც შეიძლება ჩაითვალოს, ეპისკოპოსები სამოციქულო მადლის მატარებელნი არიან. მოციქულების ცხოვრება ერისკაცების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა. "რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" - ასე ჟღერს ეს გამოთქმა ძველქართულად, ანუ აქ მაინცადამაინც იარაღზე არ არის საუბარი, მახვილი ადამიანს ვერ წარწყმიდავს, ამ სიტყვებს უფრო ზოგადი დატვირთვა აქვს. ამას ემატება ისიც, რომ საინტერესოა მახვილის ამღები ვისი მახვილით უნდა შეიმუსროს?... ანუ ღვთის სამართლიანობის აღმასრულებელი "მახვილის" მიწიერი მფლობელი (მახვილით შემმუსრავი) რა სტატუსს ატარებს. ასევე საინტერესოა, რომ იოანე (ნათლისმცემელს) წინასწარმეტყველს უარყოფითად არ შეუფასებია სამხედრო მოსამსახურეები. აგრეთვე ისტორიის მიერი უარყოფითი ელემენტების შემოტანა ქრისტეანობაში არც თუ დამაჯერებლად ჟღერს, რადგან ჭეშმარიტების მატარებელი ქრისტეს ეკლესიაა - "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მაცხოვრის ეს სიტყვები გულისხმობს ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებას ქვეყნიერების აღსასრულამდე, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კანონებით ატარებს სამართალს და ის არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდა სამხედრო სამსახურს. (სიკვდილით დასჯაზე კიდევ შეიძლება კამათი) გამოდის რომ უცდომელი ეკლესია არ უარყოფდა სამხედრო სამსახურს. სამხედრო სამსახურში ყოფილა მრავალი წმინდანი, რომელიც წმინდანად ეკლესიამ შერაცხა, თანაც ზოგიერთი მათგანი სწორედ ქრისტესმიერი სამართლიანობისათვის. (მრავალი მეფე, მთავარი თუ მხედართმთავარი) მსოფლიო ეკლესიისათვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი პრობლემა სამხედრო მოსამსახურეთა წმინდანად შერაცხვა, უფრო მეტიც, გაკვრითაც არ არის მოხსენიებული რომ მიუხედავად მათი არაქრისტეანული საქციელისა, რასაც სამხედროობა ჰქვია, ისინი წმინდანთა დასში შეირაცხენ სხვა გარდამეტებული საქმეთა გამო. ისე, მართალი რომ ვთქვა ჩემი ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ერისკაცმა გულხელდაკრეფილი უყუროს საკუთარი მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ისე რომ იარაღი ხელში არ აიღოს. ასეთ დროს ბრძოლაზე თავის არიდების სურვილს, ღმერთო მაპატიე და და-ძმის მკვლელის სიყვარულზე უფრო მეტად შიშს, გულჩვილობას, მხდალობას და მსგავს დამოკიდებულებებს ვუკავშირებ... არ არის საქმე ეგრე მარტივად... შოთაძე ციტატა იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხო ეს პოლიტიკური პრობლემაა. ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს უნდა ჩამოშორდნენ. ეს არც მომხდარა სადმე და არც ოდესმე მოხდება. უბრალოდ სამართლიანობის ხარისხმა უნდა მოიმატოს, საქართველოშიც და ნებისმიერ უცხო სახელმწიფოში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 19 2008, 12:31 AM
პოსტი
#14
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ციტატა "რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" სამართლიანობისთვის მებრძოლ მეომარს ეწინააღმდეგება უფალი? მაშინ რა არის ჩვენი მოვალეობა თუ სამშობლოსათვის და თავი არ გავწირეთ? ნამდვილი ჯარისკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს თავი გაწიროს სამშობლოსათვის და სამართლიანობისათვის! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:32 AM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
შოთაძე
ციტატა ნამდვილი ჯარისკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს თავი გაწიროს სამშობლოსათვის და სამართლიანობისათვის! ცხადია... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 19 2008, 12:37 AM
პოსტი
#16
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
გიორგი
ციტატა ეს პოლიტიკური პრობლემაა. ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს უნდა ჩამოშორდნენ. ეს არც მომხდარა სადმე და არც ოდესმე მოხდება. უბრალოდ სამართლიანობის ხარისხმა უნდა მოიმატოს, საქართველოშიც და ნებისმიერ უცხო სახელმწიფოში. რამდენიხანი უნდა ველოდოთ? რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის დროიდან ეს მდგომარეობა არ იცვლება! და ჩვენ ანუ უბრალო მოსახლეობა მშვიდად ვართ და პასუხს არავის ვთხოვთ! აღარ მინდა პოლიცია იყოს ძალოვანი და არა სამართალ დამცავი სტრუქტურა და ამისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:41 AM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
შოთაძე
ციტატა რამდენიხანი უნდა ველოდოთ? ძალიან რთული პრობლემაა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 19 2008, 12:46 AM
პოსტი
#18
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
გიორგი
ციტატა ძალიან რთული პრობლემაა. რას ვაკეთებთ ამ პრობლემის მოგვარებისთვის? არაფერს! პირიქით ხელს ვუწყობთ! ! პ.ს არ გეგონოთ რომ ვთვლიდე ყველა პოლიციელი ცუდია, მაგრამ უმრავლესობა არ არის ისეთი როგორიც ვალდებუულია რომ იყოს ! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:49 AM
პოსტი
#19
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
შოთაძე
ციტატა რას ვაკეთებთ ამ პრობლემის მოგვარებისთვის? არაფერს! პირიქით ხელს ვუწყობთ! ! ეგრეც არ არის საქმე... მაგალითად საქართველოს პოლიცია უფრო ეფექტურია ვიდრე თურქეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თვით უკრაინის პოლიციაც კი. ეს სიმართლეა. ცხადია უნდა იყოს უკეთესი, მაგრამ რადიკალური დამოკიდებულება არაფერს შეცვლის... რთული პრობლემაა... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Feb 19 2008, 12:51 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ისე, მართალი რომ ვთქვა ჩემი ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ერისკაცმა გულხელდაკრეფილი უყუროს საკუთარი მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ისე რომ იარაღი ხელში არ აიღოს. ასეთ დროს ბრძოლაზე თავის არიდების სურვილს, ღმერთო მაპატიე და და-ძმის მკვლელის სიყვარულზე უფრო მეტად შიშს, გულჩვილობას, მხდალობას და მსგავს დამოკიდებულებებს ვუკავშირებ... გიორგი, მე გეთანხმები. ასე რომ არ იყოს, ბევრი ერი დღეს არ იარსებებდა, მათ შორის ჩვენ. დავით აღმაშენებელი და სხვა წმინდა მეფენი, ჩვენი და სხვა ქვეყნების, ამის მაგალითნი არიან. გარდა ამისა, ოჯახს რომ გიხოცავს ვიღაც (სხვა სიწმინდეებს რომ თავი დავანებოთ) და ელოდები მისგან აღსრულებას დ აუყურებ , როგორ კვდებიან შენი ახლობლებლები, ლაჩრობაა უფრო. რამდენადაც სეგიძლია, უნდა დაიცვა, სანამ დაგცალდება, რათქმა უნდა. ნუ დავივიწყებთ ჯვრისა და ერისთვის დაცემულ ხალხს, მეფეებს, მთავრებს, რომლებიც დღეს ჩვენი წმინდანები არიან. ჩემი აზრით, პატიოსანი ჯარისკაცის საქმე შეუძლებელია არაქრისტიანულობაში გავაიგივოთ, ამით ბევრი რამის წინააღმდეგობაში მოვალთ. მე არ ვიცი, არ გამომიცდია უფლის შეწევნით, თუ შევძლებ ვინმეს სიცოცხლე წავართვა, თუნდაც აუცილებლობის ჟამს, თუმცა მაქსიმალურად რომ შევეცდები ახლობლის და თუნდაც თავის დაცვას, ეს უდაოა. ფიზიკურ მზადყოფნაში ყოფნა კი არ მიმაჩნია იყოს შეფასებული ეპითეტით: "არაქრისტიანი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი