IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 18 19 20  
Reply to this topicStart new topic
> ძალა მოწყალებისა...
marine
პოსტი Jul 9 2018, 09:40 PM
პოსტი #381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. იოანე მაქსიმოვიჩი] ამბობდა: მძიმე სულიერ გამოცდას გადიან ობოლი ბავშვები დღესასწაულების წინ, ქრისტეშობის თუ აღდგომის წინა დღეს. ხედავენ, რომ ყველა ქრისტიანული ოჯახი ემზადება დღესასწაულისთვის, მშობლები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, რასაც ესენი მოკლებულნი არიანო. ამიტომაც მეუფე იოანე ცდილობდა, მათი დედაც ყოფილიყო და მამაც. ბავშვებს საღამოებს უწყობდა, წარმოდგენებს უმართავდა დიდი ნაძვის ხის წინ, სასულე ინსტრუმენტებიც კი შეუძინა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 05:00 PM
პოსტი #382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკეთე არასდროს იკარგება"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2018, 08:53 PM
პოსტი #383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ზოგჯერ ადამიანი სიკეთეს, მოწყალების საქმეებს აღასრულებს, თუმცა გულში სხვაგვარად აქვს საქმე...

- შეიძლება ითქვას, რომ უფალმა გვაუწყა, როგორი იქნება განკითხვა, განსჯა ადამიანებისა. თუ გავიღებდით მოწყალებას - შევეწეოდით ღარიბ-ღატაკთ, ვეხმარებოდით პატიმრებს, ვმოსავდით შიშველთ და ა.შ., ჩავდიოდით სიკეთეს, ე.ი. ღირსნი გავხდებით სასუფევლისა.

რატომ იწყებს უფალი სწორედ მოწყალების საქმეების მოკითხვით? კეთილი საქმეები არის ბარომეტრი, სასინჯი, განწმენდილია თუ არა ჩვენი გული. უამისოდ ადამიანი სიკეთეს ვერ გააკეთებს. ეს იქნება გარეგნული ქმედება და არა სიკეთე, რომელიც ღვთის წინაშე წაადგება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:59 PM
პოსტი #384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალწული მონონი, რომელმაც მონაზვნობა სიყმაწვილეში გარეგნულად მიიღო, სინამდვილეში კი კერპთაყვანისმცემელი გახლდათ, სიმდიდრეს აგროვებდა და მოწყალებას არ გასცემდა. უნდოდა, ძმისწული მდიდარი კაცისთვის მიეთხოვებინა.

წმინდა მაკარს, რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავდა და მათთვის სახლი ჰქონდა აგებული, აწუხებდა მისი საქციელი. წმინდა მაკარი ახალგაზრდობაში ძვირფასი ქვების საუკეთესო დამწახნაგებელი იყო და მონონიც ასე იცნობდა. ერთხელ წმინდა მაკარმა მონაზონს უთხრა: - მავანი ორ უძვირფასეს ზურმუხტისა და იაგუნდის ქვას ყიდის. არ ვიცი, საკუთარია თუ ნაქურდალი, მაგრამ გარწმუნებ, რომ საუკეთესო სამკაული იქნება შენი ძმისშვილისთვის. თანაც ძვირიც არ არის, 500 ოქროს აფასებსო. მონონი შეეხვეწა, ხელიდან არ გაუშვა ეგ საგანძურიო და ხუთასი ოქრო გადასცა. ღვთისმოშიში მაკარი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, მონაზონს შეხსენება ერიდებოდა, რადგან იგი ყველასგან პატივცემული კაცი იყო. ერთხელ ეკლესიაში შეხვდა და ჰკითხა, - ქვები ხომ არ გიყიდიაო. შინ მაქვსო, - უთხრა წმინდანმა, - წამოდი, ნახე. თუ მოგეწონება, წაიღე, თუ არადა, ფული დაიბრუნეო. მონონი სიხარულით გაჰყვა.

"პირველად რისი ნახვა გინდა, ზურმუხტის თუ იაგუნდის?" - ჰკითხა ღირსმა მაკარმა. "რომელსაც შენ ინებებ", - მიუგო მონაზონმა. წმინდა მაკარი ერთ ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდას მამაკაცები მისხდომოდნენ და ღმერთს მის ჯანმრთელობას ავედრებდნენ. "აი, შენი იაგუნდი", - მიუთითა მათზე წმინდა მაკარმა. მერე მეორე ოთახში შეიყვანა, სადაც მოხუცებული, სნეული დედაკაცები მისხდომოდნენ სუფრას და ღმერთს მონონისთვის ევედრებოდნენ. "ესეც შენი ზურმუხტი, - უთხრა წმინდა მაკარმა, - რას იტყვი ამ ძვირფას ქვებზე? თუ გინდა, აიღე, თუ არადა შენს ფულს დაგიბრუნებო". შერცხვენილმა მონაზონმა არ იცოდა, რა ეთქვა და შინ დაბრუნდა.

გაახსენდა მონონს თავისი წარსული, ერთი კეთილი საქმეც ვერ მოიგონა და ისე შეწუხდა, რომ ლოგინად ჩავარდა. ამ დროს ეჩვენა ჯოჯოხეთის ცეცხლი, კაცი დიდებული, რომელმაც ამ საშინელებისკენ მიუთითა და უთხრა: "აი, ის საშინელებები, რომელთაგან ხსნა მხოლოდ იმ ზურმუხტსა და იაგუნდს შეუძლია, რომლებიც წმინდა მაკარმა შეიძინაო". ამ ამბის შემდეგ მონონმა თავის სულსაც მიხედა და დიდად ზრუნავდა გლახაკებისთვის."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2018, 02:32 PM
პოსტი #385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლიპოჩკას ერთი ამბავი მოაგონდა:

- ამ ორმოცდაათი წლის წინ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა საკმაოდ მძიმე ტვირთი მაწვა: ჩემი ქმარი გონებააშლილობის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. თავის რჩენის საშუალება აღარ გვქონდა. ღვთის მოწყალებით, კეთილმა ადამიანებმა სამსახური მაშოვნინეს, ქმარი კი სამკურნალოდ გაამწესეს.

ცოტათი ამოვისუნთქე, ხვალინდელი დღის აღარ მეშინოდა. ჩემი მცირე ხელფასი ქმრის სამკურნალოდ მჭირდებოდა. მორალურად ძალიან მეხმარებოდა ჩემი და, რომელიც ქმართან ცხოვრობდა. მასთან მისასვლელად კონკით ფინეთის ვაგზლამდე მივდიოდი.

ერთხელ, კონკიდან თვალი მოვკარი უბრალო მუშას, რომელსაც დასისხლიანებული ხელი შეხვეული ჰქონდა. შემეცოდა. ჩამოვედი კონკიდან, მასთან მივედი. მოტეხილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა.

სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წახვიდე-მეთქი.

ობუხოვოში უადგილობის გამო არ მიმიღეს. გარეუბნის საავადმყოფოს ბილეთი მომცეს, მაგრამ იქ წასასვლელი ფული არ მაქვსო, - მიპასუხა.

მე წაგიყვან-მეთქი. პოლიციელის დახმარებით ვაგონში ამოვიყვანე და გვერდით მოვისვი. ხალხი არათუ თანაგრძნობით, დაცინვითაც კი მომჩერებოდა - მეტი საქმე არა აქვს ამ ქალს, თავი ქველმოქმედად რომ მოაქვსო...

მეც ალბათ უარს ვიტყოდი განზრახვაზე, სიბრალულს რომ არ დაეძლია ეს მოჩვენებითი სირცხვილი.

სადგურზე სიძე დამხვდა და ერთად მოვათავსეთ სნეული საავადმყოფოში. ათშაურიანიც მივეცი ჩაისა და ორცხობილის საყიდლად, ფუნთუშისთვისაც მინდოდა დამემატებინა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გროშების გარდა არაფერი მქონდა - ზუსტად სამი მანეთი დამიჯდა მუშის საავადმყოფოში დაბინავება.

საავადმყოფოდან სიძეს აგარაკზე გავყევი. გზაში ვფიქრობდი, - ხელფასამდე კიდევ ერთი კვირაა, ფულსაც ვერსად ვისესხებ, თავი რითი გავიტანო. ის სამი მანეთი რომ მქონოდა-მეთქი... უცებ საკუთარი თავი ამ მზაკვრულ ფიქრში დავიჭირე და საპასუხოდ, ლამის ხმამაღლა წამოვიძახე:

"ღმერთი ხომ დაგვპირდა, რომ მოყვასისთვის გაწეული სიკეთის სანაცვლოდ ასგზის მოგვაგებდა. დე იყოს მისი წმინდა ნება - ის რამენაირად იზრუნებს ჩემზე".

სახლს რომ მივუახლოვდით, ჩემმა დამ შორიდანვე დამიძახა: - ლიპოჩკა, გილოცავ! მოდი და სასწრაფოდ ხელი მოაწერე. ჩვენს მისამართზე ფოსტიდან შენთვის სამასი მანეთი მოიტანესო.

სიხარულის ელდისგან მუხლები მომეკვეთა. გავხსენი კონვერტი და თვალებს არ ვუჯერებ - შიგ სამასი მანეთი დევს, წერილთან ერთად, რომელიც ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს გამოუგზავნია.

მწერდა: "მე დიდი ხნის მეგობარი ვარ თქვენი ქმრისა. მისი სამასი მანეთი მემართა. შევიტყვე, მძიმედ ავად ყოფილა და ვალს თქვენ გიბრუნებთ". გამომგზავნის ხელმოწერის გარჩევა ვერ შევძელი. ასე რომ, ვერ შევიტყვე, ვინ იყო ჩემი კეთილისმყოფელი... აბა, დაფიქრდით: ქვრივი ქალის სამი წვლილივით, სამი მანეთი შევწირე და სამასი იქვე მივიღე! ჰოი, რაღას აღარ მოიმოქმედებს ღმერთი!

აღელვებულები და სულშეძრულები მოვეხვიეთ ჩვენს ლიპოჩკას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2018, 02:50 PM
პოსტი #386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე იღებს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება."

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2018, 08:44 PM
პოსტი #387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერცხლისმოყვარეობის ცოდვის თავისებურება ის არის, რომ ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანი რაც მეტს პოულობს, მეტს ეძებს.

ბერი პაისი ათონელი წერს: "ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია, ან ქონებას დაჰკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო.

ასეა ძუნწი კაცი, რომელსაც სტკივა მაგრად მოკუმშული ხელი; მან თავისი გულიც მოკუმშა და ქვად აქცია. იმისთვის, რომ განიკურნოს, მას ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას. მაშინ იძულებული გახდება, თავისი მოკუმშული ხელი ნელ-ნელა გაშალოს, ქვადქცეული გულიც მოლბება და ადამიანის გულად იქცევა, და მისთვისაც გაიხსნება სამოთხის კარი".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2018, 02:08 PM
პოსტი #388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ამპარტავნებით აკეთებს კეთილ საქმეს, ბოლოს მაინც აბნევს. უფალიც ბრძანებს - ვინც ჩემში არ კრებს, ის აბნევსო."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2018, 04:58 PM
პოსტი #389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მშიერ ადამიანთან ღმერთი პურის სახით მიდისო"

/მაჰათმა განდი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2018, 07:40 PM
პოსტი #390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უგუნურად აღსრულებული კეთილი საქმე ბოროტებად გადაიქცევა, ანუ სიკეთის ქმნას გონიერება სჭირდება, რაშიც განსჯის უნარი არ იგულისხმება. ერთმა სულიერმა შვილმა მიამბო, როგორ დაინახა ტაძარში ჭიანჭველა და იმის შიშით, ვინმეს შემთხვევით ფეხი არ დაედგა, გარეთ ქვაზე დასვა. მაგრამ უეცრად საბრალო მწერი თურმე მთლად გაწითლდა და მოძრაობა შეწყვიტა: ქვა მზეზე ისე გაცხელებულიყო, ჭიანჭველა შეიწვა. აი, ადამიანური სიკეთის მაგალითიც, რომელსაც მწერის გადარჩენაც კი არ შეუძლია!"

/მამა თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2018, 07:08 PM
პოსტი #391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკეთე ყოველდღე უნდა აკეთო. როცა მეუფე პავლინე ბოლშევიკებმა გადაასახლეს, მამა ანდრონიკეც (ლუკაში) ნებაყოფლობით თან გაჰყვა. იქ იყო მოქმედი ეკლესია, სადაც მეუფე ხანდახან მსახურობდა კიდეც. ძალიან უჭირდათ, ხშირად პურიც არ ჰქონდათ.

ერთხელ გლახაკმა პური ითხოვა. მამა ანდრონიკეს რამდენიმე დღე პირში ლუკმა არ ჩაედო, ბოლო ნატეხს კი მეუფისთვის ინახავდა. "მიეცი", - მოესმა მეუფის ხმა. შეცბუნებულმა ანდრონიკემ მიუგო: "ბოლო ნატეხიღა დარჩა, ხვალ ვერაფერს შეჭამთ". "მიეცი", - გაუმეორა პავლინემ.

განთიადზე სარკმელზე ვიღაცამ მიუკაკუნა. ეკლესიის მამასახლისი მოვიდა, ახალგამომცხვარი პური მიართვა. მეუფემ გაიღიმა: "ხედავ, გუშინ გლახაკისთვის რომ არ მიგეცა, დღეს ამ პურს ვერ მიიღებდიო".



"გსურთ, თქვენი მოღვაწეობის წარმატებისთვის აუცილებელი სამი პირობის შესახებ შეიტყოთ? პირველი პირობაა - იყოთ კეთილნი, მეორე - იყოთ კეთილნი, მესამე - იყოთ კეთილნი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2018, 11:06 AM
პოსტი #392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავისთავის დანახვა ეთაკილება, ეზარება. რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ. მაგრამ რა? ღმერთი ხომ ჰხედავს და ხელის გულზედ სწერს... დედამიწის სარკე ზეცა არის, ის გადიცემს ხოლმე წუთისოფლის საქმესა."

/წმ. ილია მართალი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2018, 09:06 PM
პოსტი #393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება. შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის. რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს!"

"იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო".

/წმ. გაბრიელ სალოსი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 11:08 AM
პოსტი #394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის ადამიანები, ვისთვისაც ამქვეყნად სიკეთე გიკეთებია, დაამოწმებენ ამ სიკეთეს და იქნებიან მეოხნი ღვთის წინაშე".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2018, 07:28 PM
პოსტი #395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ტიხონ ამაფუნტელის მამა ხაბაზი იყო და თვითონაც ახალგაზრდობაში მამას ეხმარებოდა პურის გაყიდვაში. გულკეთილს გლახაკები ეცოდებოდა და პურს ურიგებდა, რისთვისაც მამამისმა მკაცრად დასაჯა. წმინდა ტიხონმა უთხრა: - მამავ ბატონო, ტყუილად გამიბრაზდი, მე შენს პურს ღმერთს ვასესხებ და ხელწერილი მაქვს მისგან, წმინდა წერილში დაწერილი, რომ ვინც ღმერთს აძლევს, ასწილად მიიღებს. თუ არ გჯერა, წავიდეთ და საბძელი ვნახოთო.

მოჰკიდა ხელი მამას და ძალით წაიყვანა საბძელში, სადაც, წესით, ხორბალი აღარ უნდა ყოფილიყო. გააღეს კარი - წმინდა და საუკეთესო ხორბლით სავსე დახვდათ. მამა ამის მერე აღარ უშლიდა მას მოწყალების გაღებას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2018, 07:40 PM
პოსტი #396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ კი სულ გვეჩქარება, სულ წინ გვისწრებს სული... უმალვე გვინდა ვიხილოთ შურისგებაც და კეთილისგებაც... მაგალითად, როცა ვხედავთ უკეთურ ადამიანს, რომელიც ხარობს ამ წუთისოფლის სიკეთეებით, ეჭვები გვიპყრობს, ღმერთი არსებობს თუ არა, და თუ არსებობს, რატომ არ მიაგებს უფალი უკეთურს მისი საქმეების შესაბამისად... ხოლო როცა სიკეთეს ჩავიდენთ, სულვსწრაფობთ კეთილი საზღაურის მიღებას...

რა თქმა უნდა, ადამიანი სიკეთეს რომ თესავს, მას იმის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ სიკეთეს მოიმკის, მაგრამ არა იმ დროს, როცა ეს მას სურს, არამედ იმ დროს, როცა ეს საჭირო იქნება მისი სულისთვის... როცა მკის დრო დადგება..."

/მამა იოანე კავსაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2018, 05:41 PM
პოსტი #397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკეთე არ იკარგება, მისხალ-მისხალ იწონება და აუცილებლად წინ დაგვხვდება."

"ერთმა ბერმა, რომელიც მთელ დღეებს განუწყვეტლივ ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, კითხვაზე: თუ ვინ იყო მასზე უფრო ძლიერი ასკეტი მოღვაწე, უფლისგან მიიღო პასუხი, რომ ასეთი ადამიანი იყო ოჯახის პატრონი ერისკაცი. ბერი ესტუმრა ამ კაცის ოჯახს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ ამ სახლში იყო ოთახი, რომლის კარებიც უცხო პირთათვის დაკეტილი გახლდათ. ამ ოთახში იდგა საწოლი, სადაც უცნობი კეთროვანი იწვა და ამ ოჯახის უფროსი მას 30 წელი ფარულად პატრონობდა და უვლიდა."

"წმინდა მამები ამბობენ, რომ კეთილი საქმე, რომელსაც წრფელი გულითა და განზრახვით აღასრულებს ადამიანი, მისი სულისათვის იქცევა ზეციურ მანანად, გულისათვის კი სიხარულის საცხებელად. და მაშინ შეიგრძნობს ადამიანი, თუ რამდენი სიხარულისა და ნეტარების მონიჭება შეუძლია თუნდაც ერთ ქრისტიანულ სიყვარულს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 07:18 PM
პოსტი #398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაჭირვებული თუ დალხენილი ღმერთთან უნდა იყოს"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 18 19 20
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2018 - 08:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი