IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> Celitel "გაახალგაზრდავება უჯრედულ დონეზე", ღეროვანი უჯრედებით. საუკეთესო ღეროვანი უჯრედები ადამიანის ემბრიონისგან
lamara
პოსტი Apr 15 2010, 12:56 PM
პოსტი #1


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



http://www.e-info.ge/Medicine/private.php?...Celitel&lang=GE

http://www.hoodenia.ru/index.php?categoryI...fian-kmi-msh-si

პირველად მსოფლიოში ,"გაახალგაზრდავების პრეპარატი" დაფუძნებულს პეპტიდო- ანტიოქსიდანტური კომპლექსით, მიღებულ იქნა სანქტ- პეტერბურგის ბიორეგულაციისა და გერონტოლოგიის ინსტიტუტში.
პეპტიდო- ანტიოქსიდანტური კომპლექსი "ოქსინორმი", რომელსაც შეიცავს Celitel-ის კოსმეტიკა, ხელს უწყობს ჩვენივე ღეროვანი უჯრედების გააქტიურებასა და გამრავლებას. ამაშია მისი უნიკალურობა.
Celitel-ის კოსმეტიკა დამზადებულია ნანო ტექნოლოგიით და გვაძლევს იმის საშუალებას, სახლის პირობებში ყოველგვარი მეზოთერაპიისა და სამედიცინო ჩარევების გარშე ,მივაღწიოთ, გაახალგაზრდავების დაუჯერებელ ეფექტს.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ჟურნალ ”გუმბათ”-ში რომ საქართველოშიც შემოვიდა ეს ფირმა. ღეროვან უჯრედებზე ადრეც დაწერილა, მაგრამ საქართველოში თუ იყო უკვე შემოსული მსგავსი საშუალებები არ ვიცოდი.

http://forum.ge/?f=83&showtopic=33856856
ღეროვანი უჯრედები არის 2 ნაირი ძირითადად: პირველი არის ემბრიონიდან მიღებული (ამაზე არის ყველაზე დიდი დავა) და მეორე არის მოზარდის. მოზარდის ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე არ არის პრობლემები. როგორც სიტყვა ემბრიონული მიუთითებს, ამ უჯრედების შექმნისათვის განაყოფიერებული უჯრედია საჭირო. განაყოფიერებული უჯრედი კი ახალი სიცოცხლის დასაბამია. დღეს ბევრი ყურადღება გადატანილია მოზარდ ადამიანში მოიძებნოს მსგავის უჯრედები. მაგალითად ჭიპლარის სისხლძარღვებში არის მსგავსი რამ ნაპოვნი. რა თქმა უნდა ძვლის ტვინში არის ბლომად ღეროვანი უჯრედებ (და სხვაგანაც კიდევ: მაგალითად ფიბრობლასტები ან ღეროვანი წინარე-ეპითელიუმის უჯრედები), მაგრამ ამ ღეროვან უჯრედებს მხოლოდ გარკვეული ტიპის უჯრედებში დიფერენციაცია შეუძლია.

მსგავს უჯრედებს ქვია მულტიპოტენტური. ყველაზე დიდი მოთხოვნილება კიდევ არის ე.წ. ტოტიპოტენტურ და პლურიპოტენტურ უჯრედებზე. ტოტიპოტენტური უჯრედი არის ის უჯრედი, რომელსაც შეუძლია ყველა ფორმის უჯრედში დიფერენციაცია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და მისი დაყოფით მიღებული რამოდენიმე უჯრედი არის ტოტიპოტენტური. ტოტიპოტენტური ნიშნავს იმას, რომ ამ უჯრედებს შეუძლიათ დიფერენციაცია ემბრიონის და არაემბრიონულ (რომელიც აძლევს დასაბამს პლაცენტას) უჯრედებად. პლურიპოტენტური უჯრედები დასაბამს აძლევენ ყველა ემბრიონული შრის უჯრედებს.

დიფერენციაციის პროცესი როგორ ხდება, მეცნიერებამ არ იცის საერთოდ. სკეჩები აქვთ ამის თაობაზე, მარა ძირითადად ყველაფერი უცნობია. იმის გამო რომ ემბრიონულ უჯრედების გამოყენებაზე ბევრი ორგანიზაცია წინააღდეგია (ამაში შედის კლონირების შედეგად მიღებული უჯრედების გამოყენება ღეროვან უჯრედებათ) ამიტომ არის კიდევ მიმართულება, რომელიც ცდილობს რომ უკვე დიფერენცირებული უჯრედის (ან ნაკლები პოტენციის უჯრედის) გარდაქმნა (გადაპროგრამირება) მოახდინონ პლურიპოტენტულ უჯრედში გარკვეული სიგნალების გამოყენებით.

http://www.tavisupleba.org/content/article/1550503.html

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს - შეძლეს ამ უჯრედების ისეთი წყაროს პოვნა, რომელიც საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ემბრიონების გამოყენებაზე.
მეცნიერების თქმით, მათ ღეროვანი უჯრედები მოიპოვეს ამნიონის გარსიდან, რომელიც ემბრიონს ერტყმის გარს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დადგება დრო, როდესაც ამ უჯრედების გამოყენებით არაერთი დაავადების მკურნალობა გახდება შესაძლებელი.

ემბრიონული ღეროვანი უჯრედებიდან შესაძლებელია ორგანიზმში არსებული ნებისმიერი უჯრედის თუ ქსოვილის მიღება. სწორედ ეს გახლავთ ის თვისება, რომელიც ამ უჯრედებს მედიცინის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ უჯრედების გამოყენებით არაერთი დაავადების მკურნალობა გახდება შესაძლებელი - იქნება ეს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები თუ დიაბეტი.

მაგრამ ამ ეტაპამდე ამ სფეროში წარმოებული კვლევები ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებოდა - უჯრედების მოსაპოვებლად ადამიანის ემბრიონი ნადგურდებოდა.


რას ფიქრობთ ამაზე?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2010, 01:00 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(lamara @ Apr 15 2010, 12:56 PM) *


მაგრამ ამ ეტაპამდე ამ სფეროში წარმოებული კვლევები ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებოდა - უჯრედების მოსაპოვებლად ადამიანის ემბრიონი ნადგურდებოდა.
რას ფიქრობთ ამაზე?


ეს რათქმაუნდა მიუღებელია unsure.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2010, 03:26 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



lamara

კიდევ ერთხელ გადავიკითხე თქვენი თემა და ძალიან საინტერესოა.

რამდენადაც ტელევიზორიდან მახსოვს, 2-3 თვის წინ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, კაცს გულის ოპერაცია გაუკეთეს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

ძალიან საინტერესოა ეს ოპერაცია შედეგიანი გამოდგა თუ არა. ინფორმაცია არ მაქვს, ტელევიზორში აღარ გაუშუქებიათ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 17 2010, 09:39 PM
პოსტი #4


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



უფრო კარგად რომ გავერკვეთ ყველაფერში კიდევ დავდებ მასალებს:
http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=17664
ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია.
ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარი აქვთ და შეუძლიათ, წარმოქმნან ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი, რომლებისგანაც სხეული შედგება. მაგალითად, დაზიანებულ ღვიძლში გადანერგვისას ღეროვანი უჯრედები ღვიძლის ფუნქციას ითავსებენ. ამის გამო, მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადების მართვისა და განკურნებისათვისაც კი. დაავადებების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია. სიაში შედის: გულის დაავადებები, სისხლის დაავადებები, პარკინსონი, დიაბეტი და ზურგის ტვინის დაზიანებებიც კი.
არსებობს ემბრიონული, ფეტალური და მოზრდილ ადამიანთა ღეროვანი უჯრედები. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისაგან მიიღება. ფეტალური ღეროვანი უჯრედები - აბორტის შემდგომი ნარჩენებისა და ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან, ხოლო ზრდასრული ადამიანების ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან და ცხიმოვანი ქსოვილიდან იღებენ.
მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონულ უჯრედებს მიიჩნევენ, რადგან მათ თვითგანახლების ყველაზე დიდი უნარი აქვთ. თუმცა, კვლევებისთვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია და მის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეიძლება; მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ 8-უჯრედიანი ემბრიონი არ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს. ოპონენტების აზრით, ემბრიონული უჯრედების კვლევის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და მოზრდილთა იმ ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ, რომლებსაც ძვლის ტვინიდან და პერიფერიული სისხლიდან მოიპოვებენ.
მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ასეთია:. ჩანასახი ცოცხალი არსებაა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციისათვის იყენებენ, თანხმობას ავადმყოფისგან ამის შესახებ წინასწარ იღებენ, ჩანასახს კი ასეთი თანხმობის მიცემა არ შეუძლია; ასევე, ამ მეთოდის დანერგვით შეიძლება გაჩნდეს აბორტის გაკეთებაზე ქალების უნებლიეთ წახალისების საფრთხე. "გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხშირად ქალები ხელოვნური განაყოფიერებით რამდენიმე შვილს აჩენენ და შემდეგ მათ კომერციული მიზნით იყენებენ _ ბავშვებს ასხვისებენ. იგივე შეიძლება მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც...თუმცა,მართლმადიდებლური ეკლესია ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჭიპლარის სისხლის გამოყენებას მიესალმება, რადგან ეს მართლმადიდებლურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.

"მოკლედ" ღეროვანი უჯრედების შესახებ

ემბრიონული ღეროვანი უჯრედები განსხვავდებიან ზრდასრული ღეროვანი უჯრედებისაგან თავიანთი უფრო ფართოდ გამოხატული პლურიპონტეტობით და მეტი გენომური სტაბილურობით. ამასთანავე ზრდასრული ღეროვანი უჯრედების ნაკლი ისაა, რომ ისინი დღეს ტუმორ-პროგენიტორებად დისკუტირდებიან, რადან მათი მარკერი სიმსივნის უჯრედებში იქნა ნაპოვნი. ღეროვანი უჯრედების დღეისთვის ცნობილი, მნიშვნელოვანი ტრანსკრიფციის ფაქტორები არიან oct4, Nanog და STAT-P. ეს უჯრედები მათ მიკროგარემოზე ე.წ. ღეროვანი უჯრედების ნიშაზე არიან დამოკიდებული. იქ არსებული ე.წ. ზრდის ფაქტორები, რომლებიც უმთავრესად ექსტრაცელულარულ მატრიქსთან არიან დაკავშირებული და სხვა ქიმიური სიგნალპროტეინები, რომლებიც ამ უჯრედების პლურიპოტენციის შენარჩუნებას და თვითგანახლებას განაპირობებენ ახდენენ მათი ფუნქციების და მორფოლოგიის რეგულაციას . ემბრ. ღერ. უჯრედების დიფერენცირება მიმდინარეობს მხოლოდ საფეხურებრივად ყველა ადრეემბრიონული ფაზების გავლით. მაგ. სანამ ისინი კუნთის უჯრედებად დიფერენცირდებიან მეზოდერმული ხასიათის საფეხური უნდა გაიარონ. ბლასტომერები ტოტიპოტენტურნი მხოლოდ 2 - 8-უჯრედის სტადიაში არიან და ამის გამო მათი იზოლირებით სრული ორგანიზმის განვითარებაა შესაძლებელი. საბედნიეროდ დღეს ეს ლეგალურად მხოლოდ მოდელორგანიზმებზე ხდება. პლურიპოტენტობა ნიშნავს, რომ ასეთი უჯრედებიდან ყველა ქსოვილის განვითარებაა შესაძლებელი, მაგრამ არა მთელი ორგანიზმის. მულტიპოტენტი უჯრედები აიან ისინი, რომელთაც სხვადასხვა უჯრედებად დიფერენცირება შეუძლიათ, ძირითადად ერთერთი ემბრიონული ჩანასახოვანი ქსოვილის დერივატების, თუმცა ყველა სახეობის უჯრედებად ვერ დიფერენცირდებიან. ღეროვანი უჯრედებისათვის დამახასიათებელია იშვიათად და ასიმეტრიულად გაყოფა. ეს უკანასკნელი ორი პრინციპის; მიკროგარემოს გავლენის ან შვილობილ უჯრედებში გრადიენტების არათანაბარი გადანაწილებითაა განპირობებული. შვილობილი უჯრედებიდან მხოლოდ ერთი აგრძელებს დიფერენცირების გზას, მეორე კი პლურიპოტენციას, ანუ ღეროვან ხასიათს ინარჩუნებს (თვითგანახლება). ემბრიონალურ ღეროვან უჯრედებს ახასიათებთ თითქმის შეუზღუდავი თვითგანახლების უნარი და დიფერენცირების პოტენციალი, რაც მათი ბირთვების სიდიდის, ტელომერაზების მაღალი აქტივობის, სტაბილური გენომის და უჯრედის ციკლში მოკლე G1-ფაზის არსებობით აიხსნება. ღეროვანი უჯრედების თერაპიული გამოყენება ხდება გულის ქსოვილის აღსადგენად (Stamm et al., Lancet 2003,Tse et al., Lancet 2003), ნეიროდეგენერატიული პათოლოგიების, როგორებიცაა პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებები (Drucker-Colin, Cell Mol Neurobiol. 2004 Sugaya Cell Mol Life 2003), "დიაბეტის მელი-ტუსის" დროს ლანგერჰანსის უჯრედების (Robertson, N Eng J Med 2004,Hussain, Lancet 2004) და ძვლის ქსო-ვილების არსადგენად ( Oakes, Med J Aust. 2004,Vats et al. J Bone Joint Surg Br. 2004). თერაპიული მიზნებისა-თვის პაციენტის სომატური უჯრედის ბირთვი ფუზიონირდება ბირთვგამოცლილ სუროგატ კვერცხ-უჯრედში საიდანც ბლასტოციტები წარმოიქმნება და მათი რეპროგრამირებით ხდება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ეტაბლირება, რომელთა შემდგომში in vivo- დიფერენცირებაა შესაძლებელი. ამ მეთოდით მზადდება იმუნოლოგიურად შეთავსებადი ანუ აუტოლოგი ქსოვილები. ამ მეთოდს თერა-პიულ კლონირებასაც უწოდებენ, რომლის ერთად-ერთი შემზღუდავი პრობლემა კვერცხუჯრედის ფაქტორებია.
ღეროვანი უჯრედების სხვა გამოყენება ხდება ე.წ. სტანდარტ-SCNT(somatic cell nuklear transfer) ფუზიონირების საფუძველზეც. ამ დროს სომატური უჯრედის ბირთვი ინერგება ბირთვგამოცლილ ოოციტში, მისგან განვითარებული ბლასტოცისტისაგან აიღება ემბრიონული ღეროვანი უჯრედები და ხდება მათი ეტაბლირება. მათი გენეტიკური მანიპულირება (ფუქციის მოპოვება ან მისი ნოკაუტი) იძლევა საშუალებას შეიქმნას ამ უჯრედების შტამები, რომლებიც გამოიყენება მედიკამენტების წარმოების, უჯრედების განახლების ( cell replacement) ან კვლევების მიმართულებებით. ალტერნატიული გზაა ღეროვანი უჯრედების იზოლირება თმის ფოლიკულისა და ძვლის ტვინის ე.წ. (Bonemarrow) ნიშებიდან.
ჰემატოპოეტური ანუ Bonemarrow ღეროვანი უჯრედების თვითგანახლების თვისება ძირითადად დამოკიდებულია N-cadherin, Wnt-5A, BMP-ების გავლენაზე. Wnt და Notch სიგნალები განაპირობებენ მათ პროლიფერაციას და პლურიპოტენციას. c-Myc-ის N-cadherin-ზე რეპრიმირებადი გავლენით ეს უჯრედები ნიშას ტოვებენ და დიფერენცირდებიან. Wnt- ლიგანდი თავის რეცეპტორ-კომპლექსთან (Krm1/2,LRP5/6,Freezled) დაკავშირებით იწვევს GSK3-beta, Axin, APC, Dsvl-ის კომპლექსიდან Axin-ის Freezled-თან დაკავშირებას. მის გარეშე Dsvl ხელს უშლის beta-catenin-ის GSK3-beta ის მიერ მისი ფოსფორილირებით გამოწვეულ უბიქვიტარულ დეგრადაციას , რომელიც შემდეგაც beta-catenin უჯრედის ბირთვში გადაინაცვლებს და იქ LEF/TCF ტრანსკრიფციის ფაქტორებს ებმის და მათთან ერთად Wnt-ტარგეტ გენების ტრანსკრიფციას ააქტივებს. მისი პროდუქტ-პროტეინები კი ინდუცირებენ უჯრედების პროლიფერაციას. ეს კი თავის მხრივ c-Myc-ის ექსპრესიას სტიმულირებს რომელიც N-cadherin-ის ინჰიბიტორია. Notch ამ დროს თრგუნავს c-Myc-ის გააქტივებას თუმცა მეორე მხრივ უჯრედების პროლიფერაციას სტიმულირებს. მისი ლიგანდი Delta კი მის ინჰიბირებას იწვევს. ამასთან ერთად Osteopontin (Opn), Angiopoetin (Ang) და Tie2-რეცეპტორი თრგუნავენ, Parathormon related protein-ს რაც ასევე ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციას აფერხებს.
შედარებით განსხვავებულია ნაწლავის ნიშაში არსებული ე.წ. ინტესტინალური ღეროვანი უჯრედების(ISC) რეგულაციის მექანიზმი. აქ BMP-სიგნალპროტეინი ებმის BMPr1a რომელიც თავის მხრივ Pten-ს სტიმულირებს და ის კი P13K/Akt-კომპლექსს რეპრიმირებს. ამ უკანასკნელის აქტივაცია კი Wnt-beta-catenin კანონიკურ სიგნალკასკადის ააქტივებს რომელიც პროლიფერაციისთვისა და პლურიპოტენტობისთვისაა აუცილებელი. Noggin ინჰიბირებს BMP-ს და ამ უკანასკნელის Wnt-ზე ნეგატივ მარეგუ-ლირებელი გავლენა დეაქტივირდება. განსხვავებით ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედებისა აქ c-Myc ინტესტინალური ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციას უწყობს ხელს, რაც ისევ BMP-ს გააქტივებას იწვევს და Smad-კასკადების გზით Wnt-ს თრგუნავს. არსანიშნავია რომ ამ ნიშაში ღეროვანი უჯრედები განსხვავებით ჰემატოპოეტურისაგენ (ქმნიან უჯრედების კლუსტერს) გაცალცალკევებულნი არიან ეპითელური უჯრედების შრეებით.
თმის ფოლიკულარულ ღეროვან უჯრედებში (ბულგეს უჯრედები) განირჩევა ორი პოპულაცია; ერთი, რომელიც ზემოდან ქვემოთ დერმალური პაპილისაკენ მიგრირებს სადაც თმას ქარმოქმნის და მეორე, რომელიც ზემოთ მიემართება და ბაზალურ უჯრედებს და კერატინოციტებს წარმოქმნის. ამ შემთხვე-ვაშიც რეგულაციის მექანიზმი ინტესტინული ვარიანტის მსგავსია და BMP-ს, Wnt-ის, და c-Myc-ის აქტივაციის ბალანსზეა დამოკიდებული. ამ სიგნალკასკადების გარდა ამ პროცესების რეგულაციაში მონაწილეობს ასევე TGFβ , JAK/STAT, MAPK და Nfk-b სიგნალკასკადებში მონაწილე პროტეინებიც. ზემოხსენებული გენები დღევანდელი შეხედულებით ტუმორასოცირებულ გენებად ითვლებიან და მათი ექსპრესიის რეგულაციის დარღვევა როგორც ადამიანში ისე მოდელ-ორგანიზმებში იქნა შემჩნეული. ამ ბოლო დროს აღმოჩენილი იქნა სიმსივნის ღეროვანი უჯრედები რომელთა კვლევაც ამჟამად ძალიან ინტენსიურად ხდება.
თუ დაწვრილებით გსურთ რაიმე შეკითხვაზე გიპასუხოთ უჯრედის და მოლეკულური ბიოლოგიის დარგიდან, რასაც ჩემი პროფესიული და უჯრედის ბიოლოგიის თანამედროვე ცოდნა გაწვდება დიდი სიამოვნებით.

http://www.mkurnali.ge/index.php?option=co...&Itemid=220
ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია. წყაროს მიხედვით ღეროვანი უჯრედები იყოფა ემბრიონულ, ფეტალურ და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად. განვითარების რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფება წყარო, მით უფრო მეტი ტიპის უჯრედს უდებს დასაბამს ღეროვანი უჯრედი. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მიიღება 5–14 დღის ემბრიონიდან. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან ყველა ტიპის (ან თითქმის ყველა ტიპის) უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში კულტურაში, თუმცა ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ტერატოკარცინომა. ეს პრობლემა შესაძლოა უჯრედების წინასწარი ლაბორატორიულ პირობებში დიფერენცირებით გადაიჭრას. მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები კი ძირითადად იმ ქსოვილს აღადგენენ, საიდანაც წარმოიშვნენ. მათი პოტენციალი საგრძნობლად ჩამოუვარდება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების პოტენციალს, თუმცა მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები უკვე მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან წარმატებით გამოიყენება კლინიკაში ლეიკემიების, ლიმფომების, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტებისა და ანემიების, ლიზოსომური დაავადებების სამკურნალოდ.. ფეტალური ღეროვანი უჯრედები მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლიდან.


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 17 2010, 09:39 PM
პოსტი #5


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



თუ ვინმეს სხვა მასალებიც მოგეპოვებათ გთხოვთ დაწეროთ, ასევე თქვენი აზრიც დააფიქსიროთ.


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 18 2010, 10:57 AM
პოსტი #6


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ემბრიონის განადგურება ხო მიუღებელია და მიუღებელი, უსაშინლესობა, სადიზმი, მკვლელობა....

მაგრამ ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ იმ დონემდე დაეცა მსოფლიო, რომ საკუთარი გარეგნობის გაახალგაზრდავების გამო ჩადიან ამ მკვლელობას. მართალია, მკვლელობას გამართლება არასოდეს არა აქვს, მაგრამ როდესაც იმიტომ კლავ, რომ უფრო ლამაზი იყო, ეს მემგონი ადამიანის ამპარტავნების უმაღლესი გამოვლინებაა... ამპარტავნებაა იმიტომ, რომ გარეგნობით თავის მოწონება ხალხისთვის უკვე ამპარტავნებას შეიცავს თავის თავში, აბადა შემომხედეთ რა ლამაზი ვარო. მე არ ვამბობ, რომ ქალმა კოსმეტიკა არ უნდა იხმაროს საერთოდ, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, რომლის იქითაც უკვე ამპარტავნება იწყება. ხოდა ასეთი პრეპარატის ხმარება, ამ ზღვარს კარგა გადაცილებულია ამპარტავნების უფსკრულისაკენ... იმ მდგომარეობისაკენ, როდესაც ამპარტავნება სხვა უამრავ ცოდვასაც წარმოშობს...

პ.ს. ეს მასალები არ წამიკითხავს ჯერ, მხოლოდ თემის სათაურის მიხედვით ვიმსჯელე... როდესაც გავეცნობი ამ მასალებს, თუ რაიმეს სხვანაირად ვიფიქრებ, დავწერ. ჯერ-ჯერობით ჩემი მოსაზრება ასეთია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 18 2010, 02:05 PM
პოსტი #7


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



და გერონტოლოგიის ინსტიტუტში.
პეპტიდო- ანტიოქსიდანტური კომპლექსი "ოქსინორმი", რომელსაც შეიცავს Celitel-ის კოსმეტიკა, ხელს უწყობს ჩვენივე ღეროვანი უჯრედების გააქტიურებასა და გამრავლებას. ამაშია მისი უნიკალურობა.

ეს როგორ უნდა მოხდეს? თუ სხვა ღეროვან უჯრედებს არ გამოვიყენებთ? თუ ასეა, მაშინ არ არის ეს მიუღებელი. ამ ფორუმზე მგონი ყველა პროფესიის ადამიანი მოიძებნება. იქნებ ვინმემ გაგვარკვიოს თუ არის შესაძლებელი ჩვენი ღეროვანი უჯრედების გააქტიურება ისე, რომ არავის სიცოცხლე არ განადგურდეს? პირადად მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და არ მჭირდება მსგავსი საშუალებები მაგრამ ხომ შეიძლება ჩემს ახლობლებს დასჭირდეს მსგავსი რამ? როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ვურჩიო რომ თავი შეიკავონ, თუ არც არაფერი ვუთხრა, რადგან ეს არაა მიუღებელი?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 18 2010, 02:40 PM
პოსტი #8


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



http://liberali.ge/node/128

მშობიარობის შემდეგ სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ ექიმებმა ახალშობილის ჭიპლარის ვენიდან სისხლი აიღონ, შემდეგ რამდენიმე საათში ღეროვანი უჯრედები გამოიყვანონ, მინუს 196 გრადუსზე სინჯარაში გაყინონ, ახალშობილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნახონ და ის მოსალოდნელი დაავადებებისგან დაიცვან.
"ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს, ამით ნაწილობრივ მაინც უზრუნველვყავი მომავალში ჩემი შვილის ჯანმრთელობა", - აღნიშნავს 36 წლის მხატვარი ლიკა შხვაცაბაია. წლინახევრის გიორგის ღეროვანი უჯრედები სისხლის ბანკში ინახება.
ჭიპლარის სისხლის ბანკი "ჯეოქორდი" საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარი აქვთ და შეუძლიათ, წარმოქმნან ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი, რომლებისგანაც სხეული შედგება. მაგალითად, დაზიანებულ ღვიძლში გადანერგვისას ღეროვანი უჯრედები ღვიძლის ფუნქციას ითავსებენ. ამის გამო, მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადების მართვისა და განკურნებისათვისაც კი. დაავადებების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია. სიაში შედის: გულის დაავადებები, სისხლის დაავადებები, პარკინსონი, დიაბეტი და ზურგის ტვინის დაზიანებებიც კი.
არსებობს ემბრიონული, ფეტალური და მოზრდილ ადამიანთა ღეროვანი უჯრედები. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისაგან მიიღება. ფეტალური ღეროვანი უჯრედები - აბორტის შემდგომი ნარჩენებისა და ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან, ხოლო ზრდასრული ადამიანების ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან და ცხიმოვანი ქსოვილიდან იღებენ.
მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონულ უჯრედებს მიიჩნევენ, რადგან მათ თვითგანახლების ყველაზე დიდი უნარი აქვთ. თუმცა, კვლევებისთვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია და მის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეიძლება; მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ 8-უჯრედიანი ემბრიონი არ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს. ოპონენტების აზრით, ემბრიონული უჯრედების კვლევის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და მოზრდილთა იმ ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ, რომლებსაც ძვლის ტვინიდან და პერიფერიული სისხლიდან მოიპოვებენ. მომხრეები ფიქრობენ, რომ მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების მოქმედება, თვითგანახლების შედარებით დაბალი უნარის გამო, შეზღუდულია, ემბრიონული უჯრედების გამოყენება კი - უფრო ეფექტური.
შეერთებულ შტატებში ღეროვანი უჯრედების კვლევის დაშვება-არდაშვების საკითხი პარტიული დაპირისპირების მიზეზი. რესპუბლიკელები ე.წ. სიცოცხლის მომხრები (პრო ლიფე) არიან და, რადგანაც ემბრიონს ცოცხალ ორგანიზმად განიხილავენ, მის მოსპობასა და გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, ხოლო დემოკრატებისათვის (pro choice) არჩევანის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, ემბრიონი კი - მხოლოდ უჯრედების გროვა. აქედან გამომდინარე, ემბრიონების კვლევისათვის გამოყენებას ლიბერალურად უდგებიან.
საქართველოში ემბრიონს ღეროვანი უჯრედების მისაღებად არასდროს იყენებდნენ. საკითხიც არასდროს მოხვედრილა პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმებში. თუმცა, აბორტის ნარჩენებისგან ღეროვანი უჯრედების გამოყვანის პრაქტიკამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მეცნიერებსა და სასულიერო პირებს შორის. 2001 წლიდან 2006-მდე, ვიდრე ჭიპლარის სისხლის ბანკს გახსნიდნენ, გიორგი ლოლაძე და მისი კოლეგები ფეტალურ, ანუ აბორტის ნარჩენებისგან მიღებულ ღეროვან უჯრედებზე მუშაობდნენ. თუმცა, შემდეგ საქმეში საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭო ჩაერთო, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოა. საბჭოში ექიმებთან ერთად სასულიერო პირებიც შედიოდნენ. საბჭომ 2002 წლის 29 აპრილს მოამზადა დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენება საქართველოში შეწყდა.
საბჭოს თავმჯდომარის გივი ჯავაშვილის თქმით, "არ შეიძლება ადამიანის სხეული ან მისი ნაწილები იყოს შემოსავლის წყარო". მისი აზრით, დაუშვებელია, სასარგებლო შედეგს ელოდე აბორტული მასალის გამოყენებისგან, რადგან თავად აბორტი "არაეთიკური ქმედების შედეგია", მიუხედავად იმისა, რომ მას კანონი არ კრძალავს.
აბორტირებული ჩანასახის კვლევას ეწინააღმდეგებოდა ეპისკოპოსი იოანეც, რომელიც საბჭოს წევრი იყო. ის მამა ადამთან ერთად საბჭოს მუშაობის დროს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას გამოხატავდა. მეუფე იოანე დღესაც ორ არგუმენტს ასახელებს. მისი თქმით, ჩანასახი ცოცხალი არსებაა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციისათვის იყენებენ, თანხმობას ავადმყოფისგან ამის შესახებ წინასწარ იღებენ, ჩანასახს კი ასეთი თანხმობის მიცემა არ შეუძლია; ასევე, ამ მეთოდის დანერგვით შეიძლება გაჩნდეს აბორტის გაკეთებაზე ქალების უნებლიეთ წახალისების საფრთხე. "გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხშირად ქალები ხელოვნური განაყოფიერებით რამდენიმე შვილს აჩენენ და შემდეგ მათ კომერციული მიზნით იყენებენ _ ბავშვებს ასხვისებენ. იგივე შეიძლება მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც", - ამბობს მეუფე იოანე და დასძენს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჭიპლარის სისხლის გამოყენებას მიესალმება, რადგან ეს მართლმადიდებლურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.
კვლევის ავტორთა ჯგუფი, გიორგი ლოლაძის ხელმძღვანელობით, საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. "ჩვენ ხალხს აბორტისკენ არ მოვუწოდებდით, უბრალოდ ვფიქრობდით, რატომ არ შეიძლებოდა გაფუჭებული საქმიდან დადებითი შედეგი მიგვეღო და დავხმარებოდით მას, ვისაც ეს სჭირდება", _ ამბობს ლოლაძე.
ლოლაძე იხსენებს ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევას, რომელსაც ჰოჯკინის ლიმფომა - ლიმფური სისტემის ავთვისებიანი დაავადება ჰქონდა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ. ამ პროცესის დროს სიმსივნურ უჯრედებთან ერთად კვდება ძვლის ტვინისა და სისხლის უჯრედებიც. "პაციენტის ლეიკოციტების რაოდენობა თითქმის ნულამდე დაეცა, შემდეგ მას ღეროვანი უჯრედი გადავუნერგეთ და ავადმყოფი რამდენიმე დღეში მომჯობინდა".
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი წარმატებული შემთხვევა ლოლაძის ჯგუფს ბევრი ჰქონია, მისი თქმით, ამ მეთოდის დანერგვას კვლევის გაგრძელება სჭირდებოდა. ამიტომაც ექიმებმა მიიღეს საბჭოს დასკვნა და აირჩიეს მეთოდი, რომლის ეთიკურობაზეც არავინ დავობს.
"ჯეოქორდში" ფეტალური უჯრედის მიღების ალტერნატიულ წყაროდ ამჟამად ჭიპლარის სისხლს იყენებენ. ამ დროს ეთიკური დილემა ნაკლებია, სამაგიეროდ, ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ემბრიონული უჯრედებივით უნივერსალური არ არის. მათი გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც უჯრედი უშუალოდ ეკუთვნის, დედმამიშვილებში თავსებადობის ალბათობა შეადგენს 1:4-ს, არამონათესავე პირებში კი ალბათობა 1:70000-მდე მცირდება.
გიორგი ლოლაძე მათ ლაბორატორიაში შენახული ნიმუშების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ნიმუში ბევრი აქვთ. "თუმცა, საქართველოს მთელი მოსახლეობის გათვალისწინებით, გამოდის, რომ ჩვენი მომსახურების შესახებ მაინც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის", - აცხადებს ლოლაძე.
ლოლაძის თქმით, ბანკი თბილისის ყველა სამშობიაროსთან თანამშრომლობს. სისხლის ჩაბარების მსურველები რეკავენ რეგიონებიდანაც, ყველაზე ხშირად - ქუთაისიდან. კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალს მეან-გინეკოლოგი ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებზე უყვება, უხსნის პირობებს და თუკი დედამ სისხლის ჩაბარების სურვილი გამოთქვა, ხელშეკრულება ფორმდება.
დავით გაგუას სახელობის კლინიკის მეან-გინეკოლოგის თინათინ გაგუას თქმით, ღეროვანი უჯრედების შენახვაზე მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია. "თვეში 200 პაციენტიდან, საშუალოდ, მხოლოდ ხუთი აბარებს სისხლს", - აღნიშნავს გაგუა. ამის მიზეზი, შესაძლოა, მომსახურების ფასიც იყოს. იმისათვის, რომ თქვენი ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედები მიიღონ, 780 ევრო უნდა გადაიხადოთ (თანხის დაფარვა განვადებითაც შეიძლება), უჯრედის ყოველწლიური შენახვა კი 100 ევრო ღირს.
22 წლის ცისანა კიღურაძემ ორი თვის წინ დავით გაგუას სახელობის კლინიკაში იმშობიარა, მაგრამ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესახებ ადრე არაფერი სმენია. სისხლის შესანახად გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით ამბობს: "ეს, როგორც ჩანს, მდიდრებისთვისაა! შენახული სისხლი ჩემს შვილს ან დასჭირდება ან არა, ჩემს საგვარეულოში არავის ჰქონია ლეიკოზი ან სისხლის სხვა რაიმე დაავადება, 10%-ია იმის შანსი, რომ ასეთი რამ ჩემს შვილს დაემართოს, ამიტომ 780 ევროს და მერე ყოველწლიურად 100 ევროს გადახდა, ნამდვილად არ მიღირს".
ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილის ნატა ყაზახაშვილის თქმით: "ღეროვანი უჯრედების შენახვა დაზღვევას ჰგავს. ის მაშინ არის მომგებიანი, თუ ადამიანი ავად გახდა, თუ ჯანმრთელია, წაგებული რჩება".
განვითარებად ქვეყნებში მაღალი ტექნოლოგიები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ეს დამოკიდებულია საზოგადოების ინფორმირებულობასა და შემდეგ უკვე - ოჯახების შემოსავალზე. "საქართველოში 32 000-ზე მეტი დიაბეტით დაავადებულია, ამის შესახებ ყველამ რომ ზუსტად იცოდეს, რაღაც ნაწილი მაინც ისურვებდა, რომ თავისი ღეროვანი უჯრედი შეენახა", - ამბობს ნატა ყაზახაშვილი.
ექიმ გოჩა შათირიშვილის თქმით, პირველ ჯერზე მიღებული ღეროვანი უჯრედების რაოდენობა მხოლოდ 5-6 წლის ბავშვებს ჰყოფნით, რადგან მისი გამოყენება სასურველ ეფექტს მხოლოდ 25 კგ.-მდე წონის ადამიანისთვის იძლევა. ამიტომ ლაბორატორიამ უჯრედების გამრავლება, ანუ კულტივაცია გადაწყვიტა. "ერთი ღეროვანი უჯრედიდან შესაძლებელია 300 000 მივიღოთ; ანუ პაციენტი საჭიროების შემთხვევაში თავის უჯრედებს რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებს", - აღნიშნავს შათირიშვილი.
"ჯეოქორდი" ჯერჯერობით ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც ღეროვან უჯრედებზე მუშაობს. თანაც, ეს კომერციული დაწესებულებაა და იქ ღეროვანი უჯრედების გამოყვანა ბიზნესია. მსოფლიოში, უკვე წლებია, ორი ტიპის სისხლის ბანკი არსებობს - სახალხო და კერძო. სახალხო ბანკში სისხლის დონაცია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები კი, საკუთრივ "მფლობელის" ან დედმამიშვილების გარდა, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს, რადგან ბანკებში ასეთი უჯრედები დიდი რაოდენობით ინახება. საქართველოში მსგავს ფუფუნებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. ასეთი სისტემის განვითარებისთვის საჭიროა დრო, სახელმწიფო დაფინანსება და საზოგადოების უკეთ ინფორმირება.


ფაქტი
ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ 200-ზე მეტი ტიპის ქსოვილად ჩამოყალიბება: თუ ღეროვანი უჯრედების ჩასახვა პანკრიასში მოხდება, მათგან წარმოიქმნება პანკრიასის უჯრედები, რომლებსაც შეეძლებათ დიაბეტით დაავადებული ადამიანის განკურნება. თუ ღეროვან უჯრედებს ჩასახავენ და გაამრავლებენ გულის კუნთში, მათ შეეძლებათ დაზიანებული გულის უჯრედების შეცვლა, რითაც შესაძლებელი გახდება გულის დაავადებების, მათ შორის, ინფარქტის განკურნება. თუ ღეროვან უჯრედებს ღვიძლის ქსოვილში გადანერგავენ, ისინი გამრავლდებიან და შეცვლიან დაზიანებულ ღვიძლის უჯრედებს, რითაც შესაძლებელი გახდება ჰეპატიტების მკურნალობა. ღეროვანი უჯრედებიდან მიღებულ ნერვულ ქსოვილს შეეძლება ზურგის ტვინის დაზიანებების, ინსულტისა და პარკინსონის განკურნება.
2007 წლისათვის იმ დაავადებების სტატისტიკა საქართველოში,
რომლებიც ღეროვანი უჯრედის გადანერგვით შეიძლება განიკურნოს.
A ანემია 19 030 შემთხვევა
D დიაბეტი 59 875 შემთხვევა
G ლეიკემია 419 შემთხვევა
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის სამსახური



--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikoloza1997
პოსტი Aug 6 2012, 08:00 PM
პოსტი #9


აპოკალიფსის მხედარი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 5-August 12
წევრი № 12,550



მე ამ ტექნოლოგიის გამოყენების წინააღმდეგი ვარ განსაკუთრებით ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების განსაკუთრებით მაშინებს ის შედეგები რაც მსგავს რამეებს შეუძლია (მაგ გენების ჩანაცვლების ტექნოლოგიას) ევგენიკა მაგალითისთვის საუკეთესოა რამდენი მილიონი ებრაელი შეეწირა ამ იდეას შეიძლება იგივე განმეორდეს ამიტომ სადაც შენი ადგილი არ არის იქ არ უნდა ჩაერიო ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწე ამბობდა თუ მეცნიერებისკენ დგამ ერთ ნაბიჯს ზნეობისკენ უნდა გადავდგათო ორი ხოლო დღეს მსოფლიოში ზნეობა რა არის აღარ იციან ამიტომ მეშინია მსგავსი რამეების
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia27
პოსტი Aug 7 2012, 02:54 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,472



ხო ეს ინფორმაცია მეც ვიცი არ შეიძლება სხვისი სიკვდილით მეორე ადამიანის განკურნება. ემბრიონისაგან დაუშვებელია ბლასტულის უჯრედების გამოყენება. თუმცა თვით იმ ადამიანში ვინც ვთქვათ დაავადებულია მასში შემორჩენილია ღეროვანი უჯრედები ოღონდ როგორც ზვინში ნემსი ისაა ჩამალული წარმოიდგინეთ ამის ძებნა როგორც მოლეკულურ დონეზე რა რთულია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს კანის და სისხსლის ღეროვანი უჯრედები ოღონდ არა ემბრონისა არამედ ზზრდასრულ ადამიანში როიმელიც თვით მას განკურნავს და ის ღეორვანი უჯრედი ნებისმიერ სისხლის უჯრედად ჩამოყალიბდება ამ შემთხვევაში ამიტომ გააჩნია ამ სიახლეს ვინ როგორ გამოიყენებს.



--------------------
21313
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 7 2012, 02:58 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



tatia27
ააა...
შენ აგაშენა ღმერთმა.
ასე გააგრძელე ამ განყოფილებაში.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia27
პოსტი Aug 7 2012, 03:06 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,472



A.V.M
ხო ეს საიკითხი კი ვიცი კლასგარეშე რაც მაქვს ცაკითხული და ისე ვერ შეგპირდები biggrin.gif რაც არ ვიცი აბა რა დავწერო biggrin.gif


--------------------
21313
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 7 2012, 05:42 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რაც არ ვიცი აბა რა დავწერო

ძალიან მივხვდები ახლა რას წერ და რას არა...biggrin.gif

მარა ბიოლოგიაში ატესტატზე 9 ავიღე და დიდი მონდომებით კი ვსწავლობ.
სპორტიდანაც თითქმის ყოველდღიურად მჭირდება ბიოლოგია-ანატომია-ფიზიოლოგია და აგრეთვე შეიძლება ცოტა უცნაური იყოს,მარა მომავალში ჩემი პროფესიით აუცილებლად დამჭირდება ამ საქმის კარგად ცოდნა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia27
პოსტი Aug 8 2012, 09:43 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,472



ყოჩაღ ყოჩაღ ადვილია ისწავლი ადვილად


--------------------
21313
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 12 2013, 04:58 PM
პოსტი #15


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857





ცა და მიწა გადავლენ და 1 სიტყვა არ გადავა უფლისა

ეხალ გინდა სამუდამო ცხოვრების უჯრედები ეძებეთ და გინდა რობოტები გამოიგონეთ


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი