IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს
დავით ივერიელი
პოსტი Jun 3 2007, 11:34 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....



მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.”


რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია...

ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? laugh.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2007, 03:16 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქვეყნის შიგნით მოპოვებულმა წარმატებებმა გიორგი V-ს ფართო საერთაშორისო აღიარებაც მოუპოვა. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ილხანების მტრებთან - ოქროს ურდოსა და ეგვიპტესთან.

ეგვიპტის სულთანმა დიდი შეღავათები მიანიჭა ქართველ მლოცველ-მოგზაურებს და ვაჭრებს.

საქართველოს დაუბრუნდა წმინდა მიწაზე მუსლიმთა მიერ ჩამორთმეული ეკლესია-მონასტრები.

გიორგი V-მ მოახერხა კვლავ გაეგრძელებინა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე.
მისი ზეობის დროს რომის პაპმა სმირნიდან (ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე) კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა თბილისსში გადმოიტანა.

საქართველომ ურთიერთობა დაამყარა იტალიის გავლენიან ქალაქ-სახელმწიფოსთან - ვენეციასა და გენუასთან."




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 12 2007, 04:48 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა(დავით ივერიელი @ Jun 3 2007, 10:34 PM) *

ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.”
რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია...

ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? laugh.gif

ეს მართლმადიდებლობის უარყოფას ნიშნავს?
ვერ გავიგე ცოტა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 8 2007, 01:59 AM
პოსტი #4


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ მეც ვერ გავიგე. ანუ ეს რას ნიშნავდა?
ვინმეს თუ შეუძლია განგვიმარტეთ რა?
და ამ ყველაფერს რომელი ისტორიკოსი წერს?
ერთი გადავხედავ ხვალ ისტორიის ფურცლებს.biggrin.gif
მაგრად დამაინტერესა ამ ფაქტმა.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2007, 09:40 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ზესქვი_უჩა @ Aug 8 2007, 01:59 AM) *

აუ მეც ვერ გავიგე. ანუ ეს რას ნიშნავდა?
ვინმეს თუ შეუძლია განგვიმარტეთ რა?
და ამ ყველაფერს რომელი ისტორიკოსი წერს?
ერთი გადავხედავ ხვალ ისტორიის ფურცლებს.biggrin.gif
მაგრად დამაინტერესა ამ ფაქტმა.


ჩვენი ფორუმელი athos-ი დამპირდა, რომ მალე შეაგროვებს ამ თემაზე მასალებს და მოგვაწვდის smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 11 2007, 10:55 PM
პოსტი #6


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ამ თემამ ძალზედ დამაინტერესა და სახლში რა წიგნებიც მქონდა გადავხედე და აი დავდებ რაც ამოვიკითხე.smile.gif



ივანე ჯავახიშვილი. 12 ტომეული, III ტომი, გვ. 173. 1982წ.

რომის პაპის იოანე XXII ის 1328წ და 1329წ დაწერილი ეპისტოლეებიდან ჩანს რომ ტფილისი იმ დროისთვის საუკეთესო, ერმრავალი და მდიდარი, თან შესანიშნავი ქალაქი იყო. მის ასეთ თვისებათა მნიშვნელობის გამო, დას ევროპის ქრისტიანთა მწყემსმთავარმა და კარდინალების საბჭომ გადაწყვიტა თავისი მოქადაგეობითი მოღვაწეობის ცენტრი ქ. სმირნიდან ტფილისში გადმოეტანათ, რაც ასრულებულ იქნა კიდეც. [ისტ. კათოლიკ. გვ 32-33 და 580-582 (ლათინ.ტექსტ.)]

ხო საქართველოს ისტორიის ნარკვევებში კიდე ცოტა უფრო ვრცლად წერია:
8 ტომეული, IIIტომი გვ 658-659. 1979წ.

ქ. თბილისის დაწინაურებულ მდგომარეობას მოწმობს რომის პაპის იოანე XXII-ის 1328 და 1329წწ. ეპისტოლეები სადაც თბილისი დახასიათებულია: ,,მეტად შესანიშნავ, ხალხმრავალ, მარჯვე და მდიდარ ქალაქად" სწორედ ამიტომო იუწყება რომის პაპი, აღმოსავლეთის სამისიონერო ცენტრი ქ. სმირნადან ,,გადაგვაქ ხსენებულ ტბილისის ქალაქსა." [მ. თათარაშვილი ისტირია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 1902 გვ 32, 580]
ქ. სმირნაში საეპისკოპოსოს გაუქმება გამოწვეული იყო ოსმალთაგან ქალაქის შევიწროებითა და მოსახლეობის შემცირებით.
თბილისის საეპისკოპოსოს დაარსება და კათოლიკეების დაუბრკოლებელი პროპაგანდა, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ იქნებოდა. [შემონახული გვაქვს რომის პაპის იოანე XXII-ის 2 წერილი გიორგი ბრწყინვალისათვის 1321წ. და 1329წ. მ. თათარაშვილი, დასახ.ნაშრ. გვ 29-31 578-579, 38, 584]
ცნობების უქონლობის გამო ჩვენ არ ვიცით როგორ შეხვდა ამ ფაქტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი მესაჭე ქართლის კათალიკოსი ( სავარაუდოა რომ მწვავე რიაქცია ექნებოდა) მაგრამ უდავოა რომ საქართველოს მთავრობას ეს ძალზედ აწყობდა დასავლეთ ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკურ კულტურული ურთიერთობისათვის.

@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

მოკლედ ასე აქვთ აღწერილი ეს ფაქტი ამ ისტორიკოსებს.
მე ასე მგონია და ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
რომ ეს ფაქტი მართლა მოხდა. რადგან ეს ქართულ სახელმწიფოს ხელს აწყობდა და ეკონომიკურად აწყობდა გიორგი ბრწყინვალემაც ნება დართო პაპს.
თუმცა ჩემი აზრით აქ ეკუმენიზმი არაფერ შუაშია და ამ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არანაირ კავშირში არ არი. თვითონ ისტორიკოსიც გამოთქვამს აზრს რომ ქართლის კათალიკოსი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იქნებოდაო.
საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ეს ნაშრომები დაწერილია გაქანებული საბჭოთა ხელისუფლების დროს და ჩემი აზრით ამიტომ არაა ამ ნაშრომებში დაფიქსირებული თუ რა პოზიცია ქონდა ამასთან დაკავშირებით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. თან ამის მერე 15 ზე მეტი წელი გავიდა და თანამედროვე ისტორიკოსებს ამასთან დაკავშირებით რამე აუცილებლად ექნებათ გამოკვლეული. ხოდა თუ რამეს წავაწყდი აქაც დავდებ.smile.gif
იქნებ თქვენც მოიძიოთ რამე? საინტერესოა მაგარი.wink.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Sep 27 2007, 01:13 AM
პოსტი #7


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ამ თემასთან დაკავშირებით ხო არაფერი არ მოგიძიებიათ?smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 21 2007, 11:48 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



საეპისკოპოსო კათედრის გადატანა თბილისში ცვეულებრივი მოვლენა იყო

კათოლიკებს მრევლი შეუმცირდათ სმირნაში და ოდნავ მოემატათ თბილისში

ამის გამო კათედრა აქ გადმოიტანეს თუმცა არ აქ ჰქონდათ დალხენილი

მდგომარეობა საერთოდ საქართველოში შიმშილით ძვრებოდათ სული მათი

ერთ-ერთი ეპისკოპოსი რომელიც სებასტოპოლისში ანუ ცხუმში იჯდა

კენტერბერგის არქიეპისკოპოსს სთხობდა დახმარებას მიშველე თორემ

გაგვძვრა მშივრებს სულიო. აქ მხოლოდ ღარიბი ქართველების

შემოწირულობებზე ვარსებობთ თვით საფლავის ქვებიც კი სქიზმატიკოსებმა

მუსლიმებთან და ებრაელებთან ერთად წაგვართვესო.

თავიდან კი გამიკვირდა რაში უნდა დაჭირვებოდათ ქართველებს (წყაროში

ეწ სქიზმატიკოსებს) მუსლიმების და ებრაელების დახმარება მაგრამ მერე

მივხვდი რომ ეგ ავტორმა განგებ ჩაწერა იმისთვის რომ ყველაფერ

სიკეთესთან ერთად მართლმადიდებლებისათვის ურჯულოებთან კავშირი

დაებრალებინა თითქოს ეს ურწმუნოები ერთად ამხედრდნენ ჩვენს

წინააღმდეგო.

ასე რომ მაგათ დალხენილი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონიათ საქართველოში გიორგი V დროს, ეს წერილიც 1330 წელს არის დაწერილი და კარგად აჩვენებს კათოლიკების ყოფას საქ-ი


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 23 2007, 04:46 PM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.”


მატიანეს სიტყვებიდან შეიძლება ისეთი აზრის გამოტანა, თითქოს მხოლოდ ერთი ევროპელთა საქრისტიანო კათედრა იყო, და მისი გადმოტანა მოხდა სმირნადან თბილისში. სინამდვილეში ასეთი კათედრები მრავალი იყო, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიას დარჩა მრევლი ახლო აღმოსავლეთში, და ამას ემატებოდა მისიონერული საქმიანობით შეძენილიც. ამიტომ ეს ინფორმაცია არაფერ განსაკუთრებულს არ მიანიშნებს, გარდა იმისა, რომ თბილისში უფრო სტაბილური ვითარება იყო, ვიდრე სმირნაში


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Oct 23 2007, 04:51 PM
პოსტი #10


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



საინტერესოა .... unsure.gif g.gif


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 23 2007, 07:58 PM
პოსტი #11


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



საინტერესოა აუცილებლათ ვეცდები ამ თემის შესახებ რამე საინტერესო მოვიძიო


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2007, 09:56 AM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(t.d @ Oct 23 2007, 07:58 PM) *

საინტერესოა აუცილებლათ ვეცდები ამ თემის შესახებ რამე საინტერესო მოვიძიო


წინასწარ დიდი მადლობა smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
little akacia
პოსტი Feb 28 2011, 02:35 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,562



ალბათ მიხვდით საუბარია გიორგი ბრწყინვალეზე

რას ფიქრობთ ამ თემაზე, საინტერესო იქნება თქვენი აზრი


იხილეთ ბმული მეტი ინოფრმაციისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 28 2011, 03:35 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



აუცილებელია. აქამდეც უნდა დადგმულიყო


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikolas
პოსტი Feb 28 2011, 11:38 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 154
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,201



ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუვერენი smile.gif


--------------------
"აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2014, 10:57 AM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაჰმადიანი მბრძანებლები ასე მიმართავდნენ გიორგი ბრწყინვალეს:

დიდებულმა ალაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, სახელოვანისა, რაინდისა, მამაცისა, ლომისა, კეთილშობილისა, დაუცხრომელი მებრძოლისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოთა განძისა, რაინდთა დაცველისა, წინაპართ ტახტ-გვირგვინის მემკვიდრისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხევლისა, იერუსალიმის განმადიდებლისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგულ მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2014, 01:11 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი ბრწყინვალეს არცერთი დიდი და სერიოზული ომი არ მოუგია, მაგრამ გონივრულად წარმართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წყალობით, მან თითქმის უსისხლოდ აღადგინა საქართველო დავით აღმაშენებლისდროინდელ საზღვრებში".

/თემურ გაბუნია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2015, 07:15 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[გიორგი ბრწყინვალემ] პირდაპირ აუკრძალა ქადაგება საქართველოში კათოლიკებს"

/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2015, 10:55 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ-ნაწილ დაყოფილი სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას, რაც ძვირად დაუჯდა, რადგან ზოგიერთი მთავარი და ერისთავი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.

მეფეს გული არ გაუტყდა. იგი მაინც ცდას მიეცა და შინაურ მტერთა მოსპობა განიზრახა. შეკრიბა დიდი ჯარი და მიეცა სამზადისს და დიდი ნადიმის გადახდას და ყველა მტრის ამ ნადიმზე მოწვევას. მათ შორის იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. მეფემ ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზე გადაწყვიტა. დაპატიჟება ყველამ სიამოვნებით მიიღო.

გიორგიმ აქაც განიზრახა ყველას დაყოლიება და სისხლდაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოჩნდა. მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი. ამ დროს მათ უკვე გადააკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი გულში გიორგის წინააღმდეგ ჰქონდათ, ყველაფერი თქვეს.

გიორგიმ შეიტყო, რომ ისინი უსისხლოდ არაფერს დათმობდნენ და თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ-სტუმრები დიდ სანადიმო სუფრაზე ამოაწყვეტინა, მათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც".

/ზაქარია ჭიჭინაძე, 1916
"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2017, 10:31 AM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე-14 საუკუნის დამდეგს საქართველოს მოევლინება წმინდა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას. შეიძლება გავიაზროთ, რა გააკეთა მეფემ, მაგრამ ძნელია უპასუხო კითხვას: როგორ, რა ძალით გააკეთა ყოველივე ეს? ერთი რამ აშკარაა: წმინდა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ეპოქის მეფეებმა. ის იყო საოცარი ალღოს მქონე პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატი, ბრწყინვალე მხედართმთავარი, გაბედული ადამიანი, მართლაც უფლისგან რჩეული. ის უფალმა შეაყენა ამ გზაზე, უფალმა მისცა პირველი ბიძგი. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია."

/პროფესორი ვახტანგ გურული
"კარიბჭე" N24, 2009, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი