IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Jan 22 2018, 08:55 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისეთ დღეშიც ვყოფილვარ, აღსარებას არც არავისგან ვიღებდი და არც არავის ვაბარებდი, რადგან ჩეკისტები ნიადაგ აღსარების გათქმას ითხოვდნენ და არა მარტო ჩეკისტები, არამედ სასულიერო პირებიც, რომლებსაც სული უკვე გაეყიდათ."

/მამა გიორგი (ბასილაძე)
"კარიბჭე" N26, 2010, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 11:56 AM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დარბევას და აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა - ბერები გამოიყვანეს და ციხედ ქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის - ივანეც (მამა პართენის საერო სახელი), - ხანგრძლივი ტანჯვის, დაკითხვისა და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან ძლივს გამოიმეტეს (ათწლიანი პატიმრობის ნაცვლად იქ ხუთი წელი დაყო)".

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს - ძალზე სახიფათო იყო მისთანების არსებობა ხელისუფლებისთვის... ცილისმწამებელს ერთადერთი, სრულიად ჯანსაღი ვაჟი იმავე საღამოს უეცრად გარდაეცვალა.

- შვილი თავადვე მოვკალი, ამ ანგელოზის დარ კაცს ცილი რომ დავწამე. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, მორწმუნე რომ იყო, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 08:19 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უღმერთო ბოლშევიკურ ხელისუფლებას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და დევნის შემდეგ ერთი ქართული სოფლის, მოხისის ახალგაზრდა და "მოურჯულებელი" მღვდელი, სამსონ მძინარაშვილი უკანასკნელად დააპატიმრა.

მამა სამსონს იქამდეც ხშირად აპატიმრებდნენ - ჩასვამდნენ ხოლმე ყოველი აღდგომის წინ საკანში, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა და აღდგომაჩავლილს ისევ უშვებდნენ. თან ხალხში მისი დიდი ავტორიტეტის ეშინოდათ და, როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც უთმინეს ამდენ ხანს.

ხშირ-ხშირი დაპატიმრებებით კი დაშინების ნაცვლად მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მამა სამსონმა მოღვაწეობა უფრო გაააქტიურა.

1938 წელს ბრწყინვალე აღდგომა 24 აპრილს უწევდა. როგორც ყოველთვის, აღდგომის წინ, 23 მარტს, დიდმარხვის პირველი კვირის ჩათავებისთანავე დაატყვევეს. სხვა გზა აღარ ჰქონდათ: თავიანთი დრამბრიგადებით, კონცერტებითა და პროპაგანდით მამა სამსონს ვერ მოერივნენ და მენელსაცხებლე დედათა კვირას, 3 მაისს, ე. წ. სამეულის განჩინებით დახვრიტეს..."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.22/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 06:59 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვახტანგ გურული, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საბჭოთა ბოლშევიკური მორალი შეუთავსებელი გახლდათ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ მორალთან. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესიური ადამიანი არასდროს მიიღებდა საბჭოთა (კომუნისტური) წყობის დოგმებს და ყოველთვის მის იდეურ მოწინააღმდეგედ დარჩებოდა. აქედან გამომდინარეობდა ამოცანა: უნდა დაერბიათ ეკლესია, მოესპოთ ეკლესიური აზროვნება და ადამიანები კომუნისტური იდეებით აღეზარდათ.

მოძღვარს უნდა დაეკარგა თავისი ტრადიციული ფუნქცია - იგი აღარ უნდა ყოფილიყო მრევლის სულიერი მამა, მწყემსი, მის ადგილს კი დაიკავებდა საბჭოთა მოხელე, რომელიც ადამიანებს კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდიდა. ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ეკლესიაში ღვთისმსახურება არ შეწყდებოდა".

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 11:36 AM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა ამბროსიმ (გვაზავა) თქვა: "ჩვენი იღუმენი ამბობდა, მტრები კი არა, ჩვენი ცოდვები ხურავენ ტაძრებსა და მონასტრებს. განა ღმერთს არ შეუძლია დაიცვას თავისი კუთვნილება? მაგრამ ჩვენი გულგრილობის გამო განგვიკუთვნა, რომ განსაცდელებით გადავრჩეთ".

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2018, 08:19 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგების დროს მომისმენია, რომ ათეისტები აწყობდნენ დისკუსიებს ხალხში რწმენის აღმოსაფხვრელად, ხშირად იწვევდნენ მორწმუნეებს დ აქა-იქ შემორჩენილ მღვდლებს, რათა ხალხის წინაშე ვითომ გამოეაშკარავებინათ სარწმუნოების სიცრუე.

ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, როცა ლექტორმა დაამთავრა თავისი სიტყვა, დამცინავად მიმართა მორწმუნეებს, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, თუ რითი შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტება, წამოდგა ერთი ხნიერი კაცი და დარბაზს მხოლოდ ორი სიტყვით მიმართა: "ქრისტე აღსდგა!", ხალხმა ერთხმად უპასუხა: "ჭეშმარიტად აღსდგა!". ლექტორი მიხვდა, რომ ლექციამ ფუჭად ჩაიარა და შერცხვენილმა დატოვა დარბაზი".

/"კარიბჭე" N8, 2012, გვ.29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2018, 09:36 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათასწლოვანი ძეგლი [ბერის საყდარი] XXს-ის 20-იან წლებში კომუნისტთა ბრძანებით დაუნგრევიათ და ჩუქურთმიანი ქვებით კოლმეურნეობის ბოსელი აუგიათ."

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2018, 07:12 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ნიკოლოზს [გაგუნაშვილი] დიდხანს ამყოფებდნენ წყალში წელს ქვემოთ, რასაც სერიოზული ზიანი მიუყენებია მისი ჯანმრთელობისთვის და ვინაიდან ასაკოვანი იყო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვეღარ შეძლო სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება, რადგან სიარული ძალიან უჭირდა".

/"კარიბჭე" N7, 2011, გვ.55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2018, 01:56 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ჩემი მსახურების პირველ წლებში და მერე სოხუმის საკათედრო ტაძარში მივასწარი სისხლიან დევნას სასწაულით გადარჩენილ ბერ-მონაზვნებს. ეს დევნა 30 წელი გაგრძელდა. ალბათ თითოეულ ჩვენგანს უნახავს, როგორ აგებენ გზას. ჯერ მაზუთს ასხამენ, შემდეგ თუჯის სატკეპნით ასწორებენ ჯერ კიდევ თბილ ასფალტს. დევნის უზარმაზარმა სატკეპნმა დაანგრია და პირისაგან მიწისა აღგავა მონასტრები და ტაძრები, გასრისა მღვდელნი, მონაზონნი და ეკლესიის ყველაზე ერთგული ხალხი. მათი სისხლით მიწა იყო გაჟღენთილი. მაგრამ ქარიშხლით ფესვიანად ამოგლეჯილ და დალეწილ ხეებს შემთხვევით შემორჩება ხოლმე მცირე ნაყოფი, ასევე სოხუმსა და მის მიდამოებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სასწაულებრივად შემორჩენილი ბერ-მონაზონნი.

შუა საუკუნეებში წამების განსაკუთრებული სახე არსებობდა. ადამიანებს ფიზიკურად არაფერს ვნებდნენ, წამების საყურებლად მიჰყავდათ. მოწამეთა ტკივილისაგან დამახინჯებული სახეებით და ყვირილით შეძრწუნებულნი ფიქრობდნენ, რომ მალე მათი ჯერი დადგებოდა. ეს ფსიქოლოგიური წამება იყო.

ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნება ასეთი ტანჯვა გამოიარეს. ყოველ ღამე შეიძლებოდა შეეპყროთ, როგორც დამნაშავენი, და სასამართლოს გარეშე გადაესახლებინათ ანდა დაეხვრიტათ, ყოველ ღამე შეიძლებოდა შეიარაღებულ რაზმს მათი სახლისთვის ალყა შემოერტყა, თითქოს იქ მტრის დესანტი ყოფილიყო დამალული. ისიც ახსოვდათ, რომ შეიძლებოდა ეწამებინათ, რათა ხელი მოეწერათ თანამოძმეების "მამხილებელ" ცრუ ჩვენებებზე. ამგვარი თავისუფლება უფრო მტანჯველია, ვიდრე ციხე და ამგვარი ცხოვრება უფრო საშიშია, ვიდრე ბანაკებში სიკვდილი.

მე ზოგიერთი ასეთი მონაზვნის ნახვა მომიხდა, რომლებიც ტაძარში დადიოდნენ. სისხლიანი ტერორი სხვა სახის დევნამ შეცვალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ 30-იანი წლების საშინელებათა ხსოვნა მათ გულებში ჩარჩენილიყო და ეს ზოგჯერ სახეზე აესახებოდათ ხოლმე.

ფიქრობდნენ, რომ ომის შემდგომი დათბობები - ეს მხოლოდ ახალი ქარიშხლისწინა სიჩუმე იყო და რეპრესიების მაუწყებელი. ერთი მოხუცებული მონაზონი, ევგენია ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი განსაცდელი ზოგიერთი მღვდლისა და მონაზვნის ღალატი იყო, რომელთაც ძალით დააწერინეს თხოვნა ხელისუფლებისადმი, მონასტრების, "როგორც კონტრრევოლუციის ბუდის", დახურვაზე.

იგი ჰყვებოდა: "მოქვის მონასტრის დარბევამდე იქ ჩეკისტებთან ერთად რამდენიმე მღვდელი მოვიდა - იღუმენიასა და მონაზვნებს ბრალი დასდეს ხელისუფლებისადმი ურჩობაში. კადნიერად და მოურიდებლად იქცეოდნენ, ცდილობდნენ, პირი მიებრუნებინათ ჩვენგან და თვალებში არ ეცქირათ". რამხელა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ ადამიანთა სულებში, რომლებიც იუდობაზე დათანხმდნენ."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"კარიბჭე" N5, 2010, გვ.29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 07:39 PM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის დაკეტვა რამდენიმე წლის წინ ასე გაიხსენა მამა კონსტანტინემ: "იმ დღეს მე, როგორც მორჩილმა და ყველაზე ახალგაზრდამ, ტომრით სიმინდი წავიღე წისქვილში დასაფქვავადო. როცა დავბრუნდი, მონასტერი დარბეული დამხვდა - კომკავშირელებს ტაძარი წაუბილწავთ, ხატ-ჯვრები დაუმტვრევიათ, სენაკებიდან ყველაფერი წაუღიათ, ხოლო ბერები ძალად დაუკრეჭიათო. ღმერთმა ალბათ ჩემი მორჩილების გამო მიპატივა და მე დავრჩიო წვეროსანი", - მითხრა სულიერი სიხარულით, ხოლო იმ ბარბაროსობისა კი წყენით გამხსენებელმა მამა კონსტანტინემ."

/"კარიბჭე" N1, 2011, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2019, 05:01 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაყოლი მახსოვს, როცა გაუციათ დავალება (კომუნისტებს) [ხუნჯულაურის ხის] ეკლესიის დასანგრევად, ორსული ქალები შეკრებილან და კიბეზე ასვლის უფლება არ მიუციათ დამანგრეველებისთვის, უთქვამთ, ვიდრე ამას დაანგრევთ, მანამდე ჩვენი და ჩვენი დაუბადებელი შვილების გათელვა მოგიწევთო"

/"კარიბჭე" N7,2019, გვ. 30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:31 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კოჯორში რამდენიმე ნატაძრალია. საბჭოთა პერიოდში მათ ნანგრევებზე საცხოვრებელი სახლები აშენდა. გადმოცემით, იმ ადგილებში არავის გაუხარია და რამდენიმე გვარი მთლიანად გადაჯიშებულა."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2020, 07:15 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და კიდევ სხვა ეკლესიის ისტორიაში ეს დევნა [კორონავირუსის დროს] შევა როგორც პირახვეულთა, პირაკრულთა დევნა"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი
"კარიბჭე" N6, 2020, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2022, 12:17 PM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II არაერთხელ აღნიშნა, რომ სასულიერო პირების საშემოსავლო გადასახადის XIX მუხლით დაბეგვრა ისე გამოიყურებოდა, როგორც გასანთლული თოკის ყულფი მძიმე დამნაშავის ყელის მიმართ!! იმდენად დიდი იყო გადასახადები, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი საერთოდ გადასახადების შიშით ანებებდა თავს ღვთისმსახურებას, მის ადგილზე კი ახალი არავინ მოდიოდა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.99/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2022, 05:05 PM
პოსტი #175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ეკლესიის დევნა უკიდურესად გაძლიერდა, მისმა დევნილობამ თვით სატანა-ლენინის დევნილობასაც კი გადააჭარბა! ხრუშჩოვის მმართველობის რამდენიმე წელიწადში უფრო მეტი ეკლესია-მონასტერი დაინგრა, უფრო მეტი ხატი და სხვა სიწმინდე განადგურდა, ვიდრე მთელი მანამდელი საბჭოთა პერიოდის განამვლობაში! 1959 წელს მან საქვეყნოდ განაცხადა: 20 წლის შემდეგ მე ტელევიზორში გამოვალ და გაჩვენებთ უკანასკნელ მღვდელს საბჭოთა კავშირშიო".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2022, 08:24 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1983 წელს მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში - დაიხვრიტა ადამიანი, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა კანონსაწინააღმეგო მოქმედებასთან, ეს იყო მღვდელმსახური [თეოდორე ჩიხლაძე] - ათეისტური ხელისუფლების მიერ თავიანთი ღმერთის - სატანისათვის ზვარაკად შეწირული კრავი!

ამ მოვლენას წინ უძღოდა გახმაურებული შემთხვევა: ედუარდ შევარდნაძის, ალექსი ინაურის და ვახტანგ რაზმაძის სანქციით სასტიკად გაუსწორდნენ ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭებს", რომლებმაც 1983 წლის 18 ნოემბერს გაიტაცეს თვითმფრინავი საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით.

გეგა კობახიძის მამამ აღმოაჩინა, რომ მოსკოვში შევარდნაძის მიერ სამჯერ გაიგზავნა დეპეშა თვითმფრინავის ბიჭების, მღვდელი თეოდორეს დახვრეტის მოთხოვნის ნებართვის მისაღებად.

მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე უზიარებლად ისე დახვრიტეს ციხეში, რომ არ შეუსრულეს ბოლო თხოვნა - შვილი უკანასკნელად მაჩვენეთო... განაჩენი 1984 წლის 3 ოქტომბერს აღასრულეს. "თვითმფრინავის ბიჭების" შემდეგ, გამთენიისას დასახვრეტად ამ "ბანდის მეთაურად" მონათლული ბერი თეოდორე გაიყვანეს. სანამ მოასწრო, ლოცვითა და პირჯვრისწერით მიდიოდა, მაგრამ როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილას, სასაკლაოზე, ერთმანეთზე მიყრილ-მიხრეტილი ბიჭები დაინახა, ამოიყვირა და მათთვის წესის აგება სცადა, თუმცა პირჯვრის გადასაწერად მხოლოდ ხელის აწვევაღა მოასწრო..."

/"კარიბჭე" N8, 2022, გვ.45-46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2023, 06:42 PM
პოსტი #177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ შინ დაბრუნებულს [მღვდელი ერმილე ჩიმაკაძე] მეზობელმა ჰკითხა: "მამა ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა, - სანამ არ ჩამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო". ერთ საღამოს კომკავშირებელმა შინ მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს, იგი იმ წუთშივე აღესრულა - გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.116/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2023, 08:32 PM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გურიაში, სოფელ ციხიდან ჩოხატაურში წაუსვენებიათ წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი "ლომისკარელი" და იქ ვინმე ჟღენტს რევოლვერით დაუცრილავს (სულ მალე მას იმავე რევოლვერით მოუკლავს თავი). უძველესი, ეტრატზე ნაწერი გულანი კი კოოპერატივებში შესახვევ ქაღალდად გამოუყენებიათ"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.91/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 01:59 PM
პოსტი #179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიუხედავად იმისა, რომ სტალინის საყვარელი მასწავლებელი იყო [დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი], ბოლშევიკები აწამებდნენ და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც. ჯერ მეტეხის ციხეში იყო, მერე - ნარიყალაში. მარტში ხის საპირფარეშოში ჩაკეტეს. მთელი თვე ფეხზე მდგომმა გაატარა. ბოლშევიკებს ეგონათ, თავისი ნებით გაიხდიდა ანაფორას, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. მისი ძმაც მღვდელი იყო, მაგრამ მან კომუნისტების შემოსვლისთავანე გაიხადა ანაფორა, ეპიფანე კი სარწმუნოებას შეეწირა"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.166/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 02:21 PM
პოსტი #180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლშევიკებმა შური მასზე [დეკანოზი მოსე კაკუშაძე] მაშინ იძიეს,როცა მამა მოსეს ოჯახს სახადმა კვლავ დარია ხელი - "უებარი წამალი" შეუგზავნეს მარქსისტულად განწყობილი აფთიაქარის ხელით. თანაც აფთიაქარი გააფრთხილეს, რომ "წამალი" მხოლოდ დეკანოზისთვის მიეცა. საწამლავის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დეკანოზი მოსე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ პატრიკეთში, წმინდა გიორგის ეკლესიის კარიბჭესთან"

/"თვენი", წიგნი 23, გვ.117/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი