IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კითხვა ქრისტეს შესახებ
achiko (A)
პოსტი Apr 19 2013, 11:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-April 13
წევრი № 13,094



მაინტერესებს რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? (გარდა რელიგიურისა) ყველასათვის ცნობილია, რომ პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსები დეტალურად აღწერდნენ იმ დროინდელი რომის ცხოვრებას და მოსახლეების ყოფასაც კი. საინტერესოა რატომ არ არსებობს ცნობები ისეთი პოპულარული პიროვნების შესახებ როგორიც ქრისტე იყო? თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ქრისტეს არსებობისა და მოღვაწეობის ისტორიული მტკიცებულება, რომელიც პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის მიერაა შედგენილი თხოვნა იქნება მოგვაწოდოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
achiko (A)
პოსტი Apr 19 2013, 11:54 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-April 13
წევრი № 13,094



სახარებები სამას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და ბევრი შეუსაბამობებია ერთმანეთთან. გარდა ამის ის ერთადერთი წყაროა(არა ისტორიული) სადაც ქრისტეს შესახებაა მოძღვრება და ამიტომ მივიჩნევ საეჭვოდ. საერთოდ როცა მსგავსი მოვლენა ხდება (რაც სახარებებსა და ბიბლიაშია აღწერილი) მედროვეები მას აქტიურად ინიშნავენ და ის საუკუნეების შემდეგ არსებობს როგორც ფაქტის დამადასტურებელი წყარო, რაც სახარებებში მონათხრობ ისტორიებზე არ არსებობს. ამიტომ მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია მაშინ განვითარებულ მოვლენებზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
achiko (A)
პოსტი Apr 20 2013, 01:37 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-April 13
წევრი № 13,094



მე უბრალოდ არ მინდა ბრმად მივენდო...არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტეზე ცნობები პირველ საუკუნეში დაწერილ წყაროებში არ გვხვდება და ამ ვარაუდის უარსაყოფად უბრალოდ საჭიროა ვინმემ აჩვენოს ეს წყაროები. მე დიდი ხანია ამის ძიებაში ვარ ჩემი შესაძლებლობებით და ეს ქრისტიანი ისტორიკოსების თავსატეხიცაა. მე ამიტომ ვსვამ აქ კითხვას...პასუხის გაცემას ველი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 20 2013, 03:38 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რაობაა აქ?
უმოდეროდ რატომ ერთვებით იუზერები მოძღვრის განყოფილების კითხვებზე პოლემიკაში?
ზედმეტ პოსტებს წავშლი და თემას გადავიტან!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 20 2013, 04:00 AM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



achiko (A)
რაღაცა თუ არ იცი ამაში არც სატრაგედიოა არაფერი და არც დასაძრახი , მაგრამ რაც არ იცი და იმას ამტკიცებ უკვე ძალიან ცუდია , უპირველესად შენთვის.
ახლა შენ პოსტებს მივუბრუნდები და დეტალურად განვიხილავ მას :
ციტატა
მაინტერესებს რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? (გარდა რელიგიურისა)

ახლა მე მაინტერესებს , რელიგიურში ქრისტიანულს გულისხმობ შენ თუ ზოგადად სხვა რელიგიებისას?
თუ ამას გულისხმობ , გეტყვი რომ ქრისტეს შესახებ მოგვითხრობს აგრეთვე ბუდისტური , ისლამური , ინდუისტური და.ა.შ წყაროები . აი ამათგან მართალი რომელია და რომელი მტყუანი . რაში ეთანხმებიან და რაში ეწინააღმდეგებიან ისინი ქრისტიანულ სწავლებას , უკვე სხვა საკითხია.

ციტატა
ყველასათვის ცნობილია, რომ პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსები დეტალურად აღწერდნენ იმ დროინდელი რომის ცხოვრებას და მოსახლეების ყოფასაც კი. საინტერესოა რატომ არ არსებობს ცნობები ისეთი პოპულარული პიროვნების შესახებ როგორიც ქრისტე იყო?

პირველი საუკუნისა რა გითხრა , მარა პირველი საუკუნეებისას დაგისახეებ თუ გინდა არაერთ წყაროს , არაერთი ისტორიკოსის მიერ შესრულებულს , და არაერთ ენაზე.
გაწყობს?

(ხო მართლა.პირველი საუკუნის მოღვაწე იყო დიონისე არეპაგელი . უძიერესი ფილოსოფოსი . ამის ცნობები სარწმუნოა თუ არა შენთვის)?
ციტატა
თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ქრისტეს არსებობისა და მოღვაწეობის ისტორიული მტკიცებულება, რომელიც პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის მიერაა შედგენილი თხოვნა იქნება მოგვაწოდოს.

რომ გამცემ პასუხს ზემოთდაწერილ კითხვებზე , მერე დაგელაპარაკები ამაზე...

ციტატა
სახარებები სამას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და ბევრი შეუსაბამობებია ერთმანეთთან.

აუჰ.....ეს საიდან მოიტანე.biggrin.gif
მოდი უფრო გავშლი შენ პოსტზე მსჯელობას.
დავიწყებ იმით , რომ შენ თუ დაწერასა და გადაწერას შორის ვერ ხედავ განსხვავებას , კარგად ყოფილა ჩვენი საქმე .ამ ლოგიკით 3 კი არა , 21 საუკუნეა უკვე ,,იწერება სახარება.''
ახლა მეორე , შენ თუ სახარებებში , აპოკრიფულებს გულისხმობ მაშინაც მტყუანი ხარ , რადგან ესეც 21 საუკუნეა იწრება მაშინ .
(მაგალითისთვის მოგიყვან ყირგიზი მწერლის-აითმათოვის ნაწარმოებს, ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული თომას მანის-იოსებ და ძმანი მისნი , ) და საერთოდ შორს რომ არ წავიდეთ , დენ ბრაუნის ბესტსელერი–დავინჩის კოდი , ჩვენი თანამედროვეა.

მაგრამ შენ თუ ,,სახარებებში'' გულისხმობ 3 სინოპტიკურ (მათე , მარკოზ ,ლუკა) და იოანეს სახარებას მაშინ ,,გვატყუებ.'' და ეს ტყუილი იმედი მაქვს უცოდინარობით მოგდის და არა მიზანმიმართული ცილისწამებით.

ახლა შემდეგი . შენ ჩვენ ,ქრისტიანებს ( დავაკონკრეტებ მართლმადიდებლებს ) წაგვიყენე სერიოზული ბრალდება , რომ სახარებებში ბევრი შეუსაბამობაა . ხოდა ახლა ნება იბოძე მეგობარო და ეგ ,,შეუსაბამობები'' დაგვიწერე რომ პასუხი გაგცეთ , თუ არადა სიცრუე და ცილისწამება გამოგივა.

ციტატა
გარდა ამის ის ერთადერთი წყაროა(არა ისტორიული) სადაც ქრისტეს შესახებაა მოძღვრება

სიცრუეს გვიწერ ძმაო...
ციტატა
ამიტომ მივიჩნევ საეჭვოდ

შენ რას მიიჩნევ და რას არა ჩემო კარგო ეს შენი საქმეა .
მაგრამ როდესაც რამეში ბრალს გვდებ , მაშინ არგგუმენტები მოგვიყვანე . მაგ : ,,სახარებისეულ შეუსაბამობებზე.''

ციტატა
მედროვეები მას აქტიურად ინიშნავენ და ის საუკუნეების შემდეგ არსებობს როგორც ფაქტის დამადასტურებელი წყარო, რაც სახარებებში მონათხრობ ისტორიებზე არ არსებობს.

აუჰ........
სახარებაზე კი არა , თუ გინდა მოსეს დროინდელ ეგვიპტეზე მოგიყვან შესაბამის წყაროებს და ძვ.წელთაღრიცხვის მე–17 საუკუნეზე გელაპარაკები , და არგუმენტად კიდევ ეგვიპტელი ქურუმის–მანეთონის შრომებს მოგიტან .

ციტატა
ამიტომ მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია მაშინ განვითარებულ მოვლენებზე.

ხოდა თუკი გაინტერესებს , გაიგებ კიდეც...

ციტატა
არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტეზე ცნობები პირველ საუკუნეში დაწერილ წყაროებში არ გვხვდება

მე კი ვარაუდებს ფაქტები მირჩევნია...

ციტატა
ვარაუდის უარსაყოფად უბრალოდ საჭიროა ვინმემ აჩვენოს ეს წყაროები.

მოდი ჯერ ჩემ პოსტს გაეცი პასუხი , და მერე წყაროებზე დაგელაპარაკები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 20 2013, 08:57 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ისე ჩანს, რომ "ახალ აღთქმას" ხელწამოსაკრავად მიიჩნევენ. ეს ასეა არაერთ მკვლევართა შორის. რას ვიზამთ, გაუჩნდათ ასეთი დამოკიდებულება. მაგრამ მეტი ყურადღება, მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ ხელის ერთი მოსმით არ მოხვეტო უმნიშვნელოვანესი რამ.

"სკეპტიციზმი, რომელიც სახარების გამოცხადებების, როგორც ფიზიკურად აღსრულებული რეალობის ანტიპათიას ეფუძნება მთლიანად გაუმართლებელია. იმისათვის, რომ ეს ისტორიები მთავარ ლეგენდად იქცეს, დროის მნიშვნელოვანი სიგრძეა საჭირო, საჭიროა ძალზედ ხანგრძლივი პერიოდი ახ. აღთქმისეულ ტრადიციათა ევოლუციისა და განვითარებისათვის, ანუ სანამ ისტორიულ ელემენტებს არაისტორიული გამორიცხავს.

ეს ფაქტორი, როგორც წესი, უგულვებელყოფილია "ახალი აღთქმის" მკვლევართა შორის, როგორც ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები შენიშნავენ. ასეთია, მაგალითად, პროფესორი შერვინ-უაიტი. იგი თეოლოგი არ გახლავთ, რომაული და ბერძნული ეპოქების გამოჩენილი ისტორიკოსი და მკვლევარია, უხეშად რომ ვთქვათ, ამავდროულად "ახალი აღთქმისაც".

პროფესორ შერვინ-უაიტის მხედვით, რომის ისტორიის წყაროები ჩვეულებრივ არაობიექტურია და ჩაწერილი მოვლენებიდან მრავალია ამოღებული, სულ მცირე ერთი ან ორი თაობის, ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში. თუმცა, იგი ამბობს, რომ ისტორიკოსები სრული სანდოობით აღადგენენ იმას, რაც მოხდა (ხდებოდა). იგი მკაცრად კიცხავს და საყვედურობს "ახალი აღთქმის" კრიტიკოსებს იმის გამო, რომ არ აცნობიერებენ თუ რა ფასდაუდებელი წყაროები აქვთ მათ სახარებებში".

დანარჩენი შემდეგ. დროდადრო, იმედია, ჩავერთვები მეც საუბარში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 25 2013, 11:12 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ასეო...ისეო... სახარებაში უზუსტობებიაო და შეცდომებიო...

ვერ ვხედავთ ხალხნო ამ უზუსტობებსა და შეცდომებს 21 საუკუნეა და ეგებ თქვენ დაგვანახოთ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 26 2013, 12:00 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არაფერი. უბრალოდ, ეს XIX და XX საუკუნის დასაწყისის ათესტური "გამონათებები" იყო, მორიგი "არგუმენტი", რომელსაც შესაბამისმა მკვლევარებმა უპასუხეს კიდეც, როგორც იმავე საუკუნეებში, ისე მის შემდეგაც - დღემდე. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 26 2013, 11:57 AM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დავიწყოთ იოსებ ფლავიუსით (ეს იყო პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი). ის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ისტორიული მოწმეა. კარლ მარქსი ამბობდა: „სარწმუნო ისტორია უნდა იწერებოდეს მხოლოდ ისეთი საბუთების საფუძველზე, როგორიც არის იოსებ ფლავიუსის თხზულებანი“.

გარდა ამისა, ფლავიუსს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეეძლო ყოფილიყო იმ მოვლენათა ცენტრში, რომლებიც აღწერილია სახარებაში. და ბოლოს, ფლავიუსი არ იყო ქრისტეს მიმდევარი და, ამის გამო, არ გვაქვს საფუძველი ველოდოთ მისგან რაიმე გადაჭარბებას, რომელიც ხელსაყრელი იქნება ქრისტიანებისათვის.

როგორც ათეისტები ამტკიცებენ, ნუთუ მართლაც არაფერს ამბობს ფლავიუსი მაცხოვრის აღდგომის შესახებ? ერთხელ კიდევ ჩავიხედოთ იოსებ ფლავიუსის თხზულბებში. იქ შავით თეთრზე წერია: „ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ“. როგორ ეწყობა ეს ყოველივე იმ მტკიცებებს, რომ ფლავიუსი სიტყვასაც კი არ ახსენებს ქრისტეს შესახებო?

გავაკეთოთ მცირე გადახვევა.

ასი წლის წინათ ფლავიუსის ამ ცნობაში ეჭვი შეიტანეს და იგი მიიჩნიეს შემდგომში ქრისტიანთა მიერ ჩამატებულ ცნობად. მაგრამ მალევე იქნა აღმოჩენილი იოსებ ფლავიუსის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი, და ფლავიუსი სამივე ამ ვარიანტში იმეორებს ცნობას იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

...ლაბირინიოსი იესო ქრისტეს აღდგომას შეესწრო თავის ჩინოვნიკებთან ერთად. მათ ცხადად დაინახეს ქვის ჩამოვარდნა, რომელიც ფარავდა სამარეს. დაინახეს არაჩვეულებრივი სინათლით მბრწყინავი ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა იმ ადგილზე. ლაბირინიოსი თავის თანამგზავრებთან და დარაჯებთან ერთად გაექანა ამის შესახებ ხელისუფლებისათვის შესატყობინებლად.

...ბერძენი ჰერმიდეოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ბიოგრაფის ოფიციალური თანამდებობა ეკავა, წერდა ასევე პილატეს ბიოგრაფიასაც. მისი ცნობები განსაკუთრებულად საყურადღებოა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ისინი შეიცავენ უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ და საფუძვლად დაედვნენ იუდეის ისტორიას, და მეორე, ჰერმიდეოსი მკვეთრად გამოირჩევა თავისი გადმოცემის მანერით. როგორც აკადემიკოსი ს.ჟებელევი ამბობს: „იგი ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოგვცემს ყველაფერს“.

ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ იმით არის ძვირფასი, რომ ისიც იმყოფებოდა მაცხოვრის აღდგომისას საფლავის სიახლოვეს, მიაცილებდა რა პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს. ამასთან, ჰერმიდეოსი დასაწყისში ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი, და როგორც თავად ამბობდა, ცდილობდა დაერწმუნებინა პილატეს ცოლი, რათა მას ხელი არ შეეშალა ქმრისთვის ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე იგი ქრისტეს მატყუარად თვლიდა, ამიტომ თავისი ინიციატივით გაემართა შაბათ ღამეს სამარისაკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო ქრისტე არ აღდგებოდა და მისი სხეული სამუდამოდ დარჩებოდა მიწაში. მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყოველივე.

„მივუახლოვდი სამარეს, და ვიმყოფებოდი რა მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე, - წერს ჰერმიდეოსი, - სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე ჩვენ დავინახეთ სამარესთან მყოფი დაცვა: ორი ადამიანი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იყო საოცარი სიჩუმე. ჩვენ მივდიოდით ძალზედ ნელა, და გადაგვასწრო დაცვამ, რომელიც მიდიოდა სამარისაკენ იმათ შესაცვლელად, რომლებიც იქ საღამოს შემდეგ იმყოფებოდნენ. შემდეგ უეცრად ძალზედ განათდა. ჩვენ ვერ შევძელით გაგება, თუ საიდან იყო ეს სიწითლე, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ იგი მოდიოდა ზემოდან - მბრწყინავი ღრუბლიდან, რომელიც დაეშვა საფლავისაკენ და გამოჩნდა ადამიანი, ბრწყინვალე შუქით შემოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წამოიჭრნენ და შემდეგ დაეცნენ. ამ დროს, საფლავისაკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ მოდიოდა ქალი. მან უეცრად დაიყვირა: „განიხვნა! განიხვნა!“ და ამ დროს ჩვენ დავინახეთ, რომ მართლაც ძალზედ დიდი ქვა, რომელიც ხერგავდა გამოქვაბულის შესასვლელს, როგორღაც თავისით აიწია და გახსნა სამარეში შესასვლელი. ჩვენ ძალზედ შევშინდით. მცირეოდენი დროის შემდეგ სინათლე საფლავზე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც ჩვენ მივუახლოვდით საფლავს, ცხადი გახდა, რომ იქ უკვე აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული“.

ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ ერთი მხრივაც არის საინტერესო: ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე, იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ერთი მხრით კეისრის (ტიბერიუსის) დიდი გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს პილატეს პატარა გამოსახულებით. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი (იმიტომ რომ იგი მთელი ღამე იტანჯებოდა ძილში მის გამო), ქალმა იკითხა: „რითი გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენს მიერ სიკვდილმისჯილი მართლად ღვთის ძეა და არა დამნაშავე?“ პილატემ უპასუხა: „თუ იგი მართლაც ღვთის ძეა, იგი აღდგება, და მაშინ, პირველი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება ის, რომ მე ავკრძალავ ჩემი გამოსხულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ მე ცოცხალი ვარ“.

მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეოსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც.

...სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი მკურნალი იყო. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა ღამე გაეთია ქრისტეს საფლავზე, შაბათ საღამოდან კვირა დილამდე, თავის განუყრელ ხუთ თანაშემწესთან ერთად. იგი ასევე მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოიხილა საფლავი, ხოლო საღამოთი კი კვლავ საფლავზე დაბრუნდა ღამის გასათევად. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფხიზლობდნენ.

„ჩვენ ყველანი - მკურნალები, დარაჯები, - წერს ეიშუ - ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს ვგრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. ჩვენ არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შესაძლებელი იყო გარდაცვლილი გაცოცხლებულიყო. მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა! და ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ საკუთარი თვალით.“

შემდეგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.

ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ვ.პ.ბუზესკული (1958-1931 წ.) ამბობდა:

„იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით, და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავერლიუსის და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას“.

ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტელი, სარდიონ პანიდორელი, იპოლიტე მაკედონელი, ამონ ალექსანდრიელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტატინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებენ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები. მათი უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ, საერთოდ დუმს აღდგომის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დროის ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც პირდაპირ მოგვითხრობენ აღდგომის შესახებ, შეიძლება ჩამოვთვალოთ ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანია ექიმი, ნავეინ ანტიოქელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. იგი იყო სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, მნე. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისათვის ოცდაათი ვერცხლი. მაგრამ როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ იუდეველთა შორის განგაში ატყდა, მაფერკანტი იყო პირველი სინედრიონის წევრთაგან, რომელიც მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად. იგი დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. იგი მივიდა იქ ოდნავ ადრე, დარაჯებისათვის ფულის გადასახდელად, და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა ფული დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავი ძალის მეშვეობით გადაგდებულ იქნა. უკან მობრუნებულმა მაფერკანტმა შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს, მაფერკანტს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში „პალესტინის მმართველთა შესახებ“, რომელიც მიეკუთვნება პალესტინის ისტორიისათვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს.


ჩემი დაწერილი არ გეგონოთ. აკადემიკოს ივანე ბელეცკის ნაშრომიდანაა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 28 2013, 06:26 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აქაც შეგვიძლია ბატონო ჩემო გავაგრძელოთ საუბარი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2014, 03:28 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქრისტეს ვნებების შინაარსი საიდუმლოა, რომელსაც შეუძლებელია ადამიანის გონება მისწვდეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 6 2014, 07:37 PM
პოსტი #12


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



საჭირო თემაა ხშირად მიხდება კამათი ურწმუნოებთან და რომ არ დამჯაბნონ ვცდილობ ფაქტები მეც მოვიძიო ხოლმე გარდა სახარებისა, რომელსაც ასევე ტყუილს უწოდებს ზოგი ან დამახინჯებულად მოსულს 21 საუკუნეში


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2014, 08:54 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Nov 6 2014, 08:37 PM) *

საჭირო თემაა ხშირად მიხდება კამათი ურწმუნოებთან და რომ არ დამჯაბნონ ვცდილობ ფაქტები მეც მოვიძიო ხოლმე გარდა სახარებისა, რომელსაც ასევე ტყუილს უწოდებს ზოგი ან დამახინჯებულად მოსულს 21 საუკუნეში


ურწმუნოებთან კამათი, სანდრო, ძალიან სახიფათოა... უფალი გვაფრთხილებს, რომ მარგალტები ღორებს არ დაუყაროთო... თუ ატყობ რომ ვერაფერს ხდები, ისინი კი ქრისტეს შეუარცხყოფენ, ჯობია აღარაფერი უთხრა და განერიდო, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ და შენც განრისხებული დარჩები... ჯობია მათზე ილოცო შენთვის და უფალი მათ გულებსაც შეახებს ხელს smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 7 2014, 10:19 AM
პოსტი #14


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
საჭირო თემაა ხშირად მიხდება კამათი ურწმუნოებთან და რომ არ დამჯაბნონ ვცდილობ ფაქტები მეც მოვიძიო ხოლმე გარდა სახარებისა, რომელსაც ასევე ტყუილს უწოდებს ზოგი ან დამახინჯებულად მოსულს 21 საუკუნეში

კამათით ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევ მხოლოდ შეგონებით.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 7 2014, 02:17 PM
პოსტი #15


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
G_saxva
მადლობთ რჩევებისთვის ვეცდები განვერიდო ხოლმე


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 9 2016, 12:05 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



იოსებ ფლავიუსი იმდენად სანდო ისტორიკოსია , რომ ლამისაა ბიბლია გადავდო და მის დაწერილს ვერწმუნო მხოლოდ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი