განსხვავებები ლუკასა და მათეს სახარებებს შორის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსხვავებები ლუკასა და მათეს სახარებებს შორის |
ა/ტალანტი |
Oct 8 2014, 07:20 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-October 14 წევრი № 13,836 |
რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში?
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსა და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშიშროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისღებიდან) ადამამდე; წინასწარ ვიხდი მადლობას პასუხისთვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 04:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი