IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> უნიკალური ფოტო მასალა და ფოტოზე ასახული ჩვენი ისტორია..
qetevano
პოსტი May 28 2013, 09:36 PM
პოსტი #101


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი
ამ ხედით, ალბათ, ბევრს არ გინახავთ ეს თბილისი.
1992 წელი. sad.gif გადამწვარი ქალაქი


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 2 2013, 07:22 PM
პოსტი #102


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი
მიხეილ მესხი და ბრაზილიელი ჯალმა სანტოსი


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 09:06 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გენიალურმა გურამ დოჩანაშვილმა, ფოტოობიექტივში აღბეჭდილ კადრს "წამის უკვდავება" უწოდა. ფოტოგრაფია ხომ მართლაც ფოტოხელოვანის თვალით დანახული ერთი შეჩერებული კადრია, რომელიც დროის განზომილებას არ ექვემდებარება... ფოტოგრაფია, რომელსაც "სინათლის ხატვის ხელოვნებადაც" მოიხსენიებენ, უდიდესი გამოგონებაა კაცობრიობის ისოტირიაში და შეუცვლელი ადგილი უკავია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში"

/ამირან-ლაზარე სინაურიძე
"კარიბჭე" N8, 2020, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2020, 08:45 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას შემდეგ, რაც 1839 წელს ფოტოგრაფია შეიქმნა, სამყარო თითქოს შეიცვალა. მან უდიდესი პოზიტიური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარებაში. ერთი ფოტოთი შესაძლებელი გახდა ისტორიული ფაქტის მოყოლა და უკვდავყოფა"

/ამირან-ლაზარე სინაურიძე
"კარიბჭე" N8, 2020, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 06:58 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფოტოგრაფიის განვითარებას საკმაოდ უცნაური ტრადიციის დამკვიდრება მოჰყვა, რაც მიცვალებულისათვის ფოტოს გადაღებას გულისხმობდა. ვინაიდან ძველ დროში სურათის გადაღება საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ და ბევრი ვერ ახერხებდა სიცოცხლეშივე თავისი თავის ფოტოზე ასახვას, საქართველოში დამკვიდრდა ტრადიცია გარდაცვლილი მაინც აღებეჭდათ ფოტოზე, რათა განსვენებულის სახე სამუდამოდ დარჩენილიყო ოჯახის ხსოვნაში და შთამომავლობასაც შემორჩენოდა ამქვეყნიური ხატება თავიანთი წინაპრებისა"

/ამირან-ლაზარე სინაურიძე
"კარიბჭე" N8, 2020, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2022, 09:35 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახტანგ ღამბაშიძე [ექიმი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი] გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მას ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მის მიერ დაარსებულ სანატორიუმ "პატარა ცემში", სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ფოტოგრაფიის შესწავლა აქცია. ამისათვის სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც მოაწყო.

მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. აქ ნახავთ, როგორც საოჯახო, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ფოტოებიც. გარდა სამხედრო აღლუმების, საზეიმო დემონსტრაციებისა და დამფუძნებელი კრების სხდომების ფოტოებისა, მას გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები. იშვიათ ფოტოებზე ასახულია მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა ტრაპიზონის კონფერენციაზე მიმავალმა, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციამ 1918 წელს, ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში, იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება (ეს ადგილი დღეს არ არსებობს), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები, ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, 1920 წელს ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმში, გიორგი მაჩაბელი გემბანზე, ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი და ენვერ ფაშა, საქართლვეო-სომხეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა, 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა და პოლიტიკური შინაარსის სხვა მნიშვნელოვანი ამბები.

საზოგადოებრივ მოვლენებს შორის, რომლებსაც ვახტანგ ღამბაშიძის სტერეოფოტოები გადმოგვცემენ, არის არჩილ ჯორჯაძისა და კოტე მესხის დაკრძალვა თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა საფრანგეთშ 1931 წელს, ასევე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობის დღესასწაული) თბილისის ქუჩებში, სპორტული საზოგადოება "შევარდენის" გამართული ღონისძიებები, მათი გამოსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაკეში და ა.შ. იგი იღებს აივნიდან, ფანჯრიდან, დემონსტრანტებს შორის მდგარი, ერთი სიტყვით, როგორც უშუალო თანამონაწილე და არა შეკვეთის შემსრულებელი ფოტოგრაფი. მის ფოტოებს სწორედ ეს თვისება აერთიანებთ - მინიმალური დისტანცია და მაქსიმალური თანამონაწილეობა.

ფოტოგრაფიით გატაცებული იყო ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს, პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს, გიორგი ნიკოლაძეს. ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ. მაშინ მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ისინიც ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს საფრანგეთში. გიორგის უდროო გარდაცვალების შემდეგ, ჟორჟეტა პარიზში დაბრუნდა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების მდიდარი ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნუ არქივშია დაცული".

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ. 48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 03:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი