IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 35 36 37 38 39 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია, მონასტრები
marine
პოსტი Jun 29 2017, 12:58 PM
პოსტი #721


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ალბათ, ღმერთმა დაგვანახა ყველას, რომ სწორედ ელიას მთა უნდა შერჩეულიყო მშენებლობისათვის, რადგან ეს ადგილი მართლაც შეუდარებელია თბილისში როგორც სივრცითი გადაწყვეტით, ასევე ქალაქიდან ტაძრის [წმიდა სამების საკათედრო ტაძრის] ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით", - ამბობდა ტაძრის ხუროთმოძღვარი ბ-ნი არჩილ მინდიაშვილი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2017, 01:17 PM
პოსტი #722


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა პავლე მოციქულმა თესალონიკში ააგო პირველი ტაძარი ევროპაში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2017, 09:55 PM
პოსტი #723


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სამლოცველო, ფერისცვალების ტაძრის გუმბათი და მისი შიდა სამხრეთი კედელი წარმოადგენს [ვლატადონის] მონასტრის პირვანდელ უძველეს ნაგებობებს. 1978 წლის მიწისძვრის შედეგად გაბზარულ კედელზე კირის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს უძველესი ფრესკები. ფრესკები ძლიერ დაზიანდა თურქების დროს, რომლებიც კედლებს მძიმე უროებს ურტყამდნენ, რათა კირის სქელი ფენა კარგად მოკიდებულიყო კედელს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2017, 01:44 PM
პოსტი #724


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა სამების ლავრის პროექტზე მომუშავე არქიტექტორებმა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ხის ეკლესიის აგებაც გაითვალისწინეს. სამების ტაძრის საძირკვლის ჩასხმის პარალელურად სულ რამდენიმე თვეში აღიმართა წაბლის ხისგან დამზადებული 12-მეტრიანი მცირე ტაძარი წმიდა ილიას სახელზე, რომელიც დაახლოებით 50კვ.მ ფართობს მოიცავდა. სამწუხაროდ, ამ ეკლესიამ წელიწადიც ვერ იარსება - ხანძრისგან დაიწვა. მიზეზი დღემდე გაურკვეველია. დილით ფერფლად ქცეული ტაძრის ხილვამ გააოცა მშენებლები. მათ მალევე შეძლეს, იმავე ადგილას წმიდა ილიას სახელზე ქვის ახალი ტაძარი აღემართათ."

"მშენებლობის დაწყებიდან ერთი ქვაც არ დადებულა უწმიდესის მონაწილეობის გარეშე, ამიტომ წმიდა სამების საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ქართველი ადამიანის, არამედ, უპირველესად, ერის სულიერი მამის, ილია მეორის ავტოპორტრეტია... მისი სიტყვით, "ამ ტაძრით ქართველი ერი ქრისტეს მეორედ მოსვლას შეეგებება..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2017, 02:07 PM
პოსტი #725


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ არქიტექტურაში არ არის ვიტრაჟი, ფერადი შუშა, რომელიც თითქოს ნათლის გამაძლიერებელია, ეფექტის მომხდენია. ქართული არქიტექტურული აზროვნება ამჯობინებს, წმინდა ნათელი შემოვიდეს. თანაც ქართულ ტაძრებში სარკმლები დიდი არ არის, იმიტომ რომ ნათლის ფიზიკური ზემოქმედება არ გახდეს მთავარი. მან უნდა აავსოს სივრცე მქრქალი შუქით, რათა ჩვენ დავინახოთ ნათლის სულიერი მხარე. ეკლესიაში ორი ვექტორია: ერთი - კარიბჭიდან საკურთხევლისკენ და მეორე - იატაკიდან გუმბათისკენ. კლასიკური ფრესკული ფერწერით ამ ორ ვექტორში იხილვება ზეცა. საკურთხევლისა და გუმბათისკენ ძლიერდება ნათლის შეგრძნება. ნათელი ხაზგასმულია. შუქი აღმოსავლეთიდან მოდის და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ კარიბჭესთან გამოსახულია ჯოჯოხეთი, უკანასკნელი სამსჯავრო, სადაც სიბნელე მოიცავს ყველაფერს."

/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2017, 04:23 PM
პოსტი #726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ არ ვიცით სვეტიცხოვლის ფასი. ის მკლავებგაშლილი ქრისტეა. ჩაეხუტეთ"

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2017, 10:53 AM
პოსტი #727


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩუქურთმის ქსოვილით მოქარგული გუმბათანიანი ტაძარი [ბეთანია]"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 07:57 PM
პოსტი #728


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტაძარს [წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში] აქვს ხუთი კარი. მარჯვენა მხრიდან უკანასკნელი იწოდება წმინდა კარიბჭედ და იხსნება ყოველ 25 წელიწადში ერთხელ, მხოლოდ საიუბილეო წლებში. საინტერესოა, რომ ძველად ახალი საიუბილეო წლის დასაწყისს აუწყებდნენ თხის რქისაგან დამზადებული საგანგებო საკრავზე ჩაბერვით. საკრავს ეწოდებოდა "ყობელ"; სწორედ აქედან მომდინარეობს სიტყვა "იუბილე". საიუბილეო წლის ბოლოს ტაძრის საზეიმო კარიბჭე კვლავ ილუქება მომდევნო 25 წლის განმავლობაში.

ტაძრის შინა ინტერიერს ამშვენებს მაცხოვრის დატირების ამსახველი მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება "პიეტა", შესრულებული 1498-1499 წწ.

..სხვა ეკვდერში, რომელსაც "ბერნინის კაპელა" ეწოდება, შეგვიძლია ვიხილოთ იერუსალიმის ტაძრიდან ჩამოტანილი სვეტი, რომელთანაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტემ უთხრა წმინდა პეტრე მოციქულს სიტყვები: "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2017, 10:25 AM
პოსტი #729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტაძარი რუხი პორფირის ქვით მოუპერანგებიათ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 04:53 PM
პოსტი #730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელ დვანის ეკლესიას (VI ს.) ეწოდება წმინდა გიორგი კვართისა - მაისში იმართებოდა "კვართობა". შემდეგ გადაურქმევიათ სახელი და "კოხისჯვრობა" უწოდებიათ. დვანში კოხი (სეტყვა) სცოდნია და თავის ასარიდებლად მისი დღეობა დაუწესებიათ. ეკლესიას ახლა ეწოდება წმინდა გიორგი კოხისჯვრისა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 10:31 AM
პოსტი #731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტაძარი [იტრიის ღვთისმშობლის მიძინების] სურამს ურთხვის ხევიდან გადმოსცქერის. ის XVI საუკუნეშია აშენებული, სამრეკლო - მოგვიანებით, XVII საუკუნეში აუშენებიათ ბეჟან ჩხეიძეს და წინამძღვარ ნიკოლოზს. მონასტერი სამნავიანია და ნაშენია თლილი ქვით, რომელიც დროთა განმავლობაში ხავსს დაუფარავს. მოგვიანებით გაუსუფთავებიათ კიდეც. ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს: "კელიები ისე გაუფხეკიათ, რომ მასზე უამრავი წარწერაც ზედ მიუყოლებიათ. თაღები და კედლები სულ გაუფუჭებიათ და მოუსპიათ".


"სოფელ ნულის ეკლესიას [ფრონეს ხეობაში] წმინდა გიორგი პარასკევას უწოდებენ, სადაც პარასკეობით მოდიან მლოცველები. გადმოცემით, ეკლესიის მაშენებელს პარასკევა რქმევია და თავის სულის საცხოვნებლად აუგია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 11:13 AM
პოსტი #732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ლენჯერში (ზემო სვანეთი)] ქაშვეთი წმინდა გიორგის სახელობის ძველი პატარა ქვის ეკლესიაა, დგას მეტად მაღალ ზეძირკველზე. იგი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ერთ კაცსაც უჭირს მის ინტერიერში მობრუნება. შესასვლელი ერთი აქვს, დასავლეთის მხრიდან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 08:59 PM
პოსტი #733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ტაძარი წლების წინ მიწაში იყო ჩაფლული, დიდი შრომა დასჭირდა მიწიდან მის დახსნას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 11:18 PM
პოსტი #734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელი ყორნისი [ფრონეს ხეობაში] მტილიანის წყალზეა გაშენებული. კოშკთა სიმრავლით ეს სოფელი მესტიას, გინდ შატილს მოგვაგონებს. ყორნისი ხერხეულიძეებს ეკუთვნოდა. ყორნისის ბოლოში, გორაზე დგას კარასეთის წმინდა გიორგის ეკლესია. კარასეთი ამ მხარეში ყველაზე ძლიერ ხატად ითვლებოდა. ხალხური რწმენით, ის არჩენდა ბნედიანებს, მთვარეულებს და სულით ავადმყოფებს. ასეთ სნეულს ანთებული კელაპტრით ტაძარს სამჯერ შემოატარებდნენ. თუ ავადმყოფი ქალი იყო, ნაწნავს მოიკვეთდა და ხატის ნიშში შედებდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2017, 10:48 AM
პოსტი #735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ცენტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა - ტურ-აბდინი, რომლის სახელიც "თაყვანისცემის მთად" ითარგმნება. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მის პირობით საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს მდინარე ტიგროსი, სამხრეთით - თურქეთ-სირიის თანამედროვე საზღვარი, ხოლო მის დასავლეთ ფორპოსტად ითვლება ქალაქი მარდინი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთი ცენტრი. ამ რეგიონში, რომელიც განთქმულია წმინდა მოღვაწეებით, შემონახულია უძველესი ქრისტიანული ტრადიციების კვალი.

ტურ-აბდინის სულიერ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა გაბრიელის მონასტერი - მორ გაბრიელი. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქრისტიანული მონასტერი მსოფლიოში. მისი პირველი დათარიღება 397 წელს განეკუთვნება, რაც 8 წლით უსწრებს პალესტინის წმინდა საბას მონასტრის დაარსების თარიღს, ასორმოცდაათი წლით - სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრისას და ოთხი საუკუნით - ათონის სავანეებისას."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2017, 10:59 AM
პოსტი #736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[სოფელ აჩაბეთიდან 4 კმ-ში მდგარი] თირის მონასტრის დღეობა ღვთისმშობლობას ყოფილა. მლოცველები ღამეს უთევდნენ და უამრავ შესაწირს აძლევდნენ მონასტერს. თურმე ერთი ძმა რომ თირის მონასტერს აშენებდა, მეორე - დოდოთში ქვას თლიდა. ქვასატეხში ჩაბუდებულ გველს კაცისთვის უკბენია და მომკვდარა. როცა მეორე ძმას სხვისი გამოთლილი ქვა მიუტანეს და ქვა ქვას არ მიუდგა, მიხვდა, რომ მისი ძმის გათლილი არ იყო. წავიდა სამტეხლოში. ძმა მკვდარი დახვდა. ეს ამბავი მერე თირის მონასტრის სამრეკლოს დასავლეთ კედელზე გამოუხატავთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2017, 11:54 AM
პოსტი #737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელ ატოცში, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავანებული იყო ატოცის სასწაულთმოქმედი წმინდა გიორგის ხატი. სწამდათ, რომ ის სულით ავადმყოფებს არჩენდა. ეს წმინდა ხატი ჩხარიდან ატოცში გადმოუტანიათ შოთაძეებს. ატოცის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს "ქვაბთა ქალის" ეკლესია. გადმოცემით, ატოცს ლეკები დასხმიან თავს, ხალხი გახიზნულა, ერთი ქალიშვილი კი ეკლესიაში დამალულა. ლეკებს უპოვიათ. გზაში მისი გაუპატიურება მოუნდომებიათ. ქალი ღვთისმშობელს შევედრებია, ქვად მაქციეო. ქვად ქცეული ლეკებს ჭალაში დაუგდიათ. მას ახლაც ქვადედაკაცს ეძახიან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2017, 10:52 AM
პოსტი #738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელი აბისი ფცის ფრონეს ხეობაშია. მარბიელ ლეკ-ოსთაგან დასაცავად ზაალ მახვილაძეს 1754 წელს ციხე-დარბაზი აუშენებია. ციხეში ეკლესია დგას, რომელსაც მაცხოვარ-ლხენას უწოდებენ და სამებობას დღესასწაულობენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2017, 08:58 PM
პოსტი #739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1698 წელს ძირძველ მოსკოველთა - მაქსიმე ვერხოვიტინისა და მაქსიმე შარიუნიკოვის თაოსონობით და ძალისხმევით დაიწყო წმინდა მთავართა, ბორისისა და გლების სახელობის ტაძრის აღდგენა, რომლის დროსაც კედლიდან მოწყვეტილმა ლოდმა უდიდესი საუნჯე - ნეტარი მაქსიმე მოსკოველის წმინდა ნაწილები გახსნა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 11:08 PM
პოსტი #740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შემოსევების გამო მის [ღირსი ფილიბერტ ჟიუმეჟელი] წმინდა ნაწილებს სხვადასხვა ადგილას გადაასვენებდნენ ხოლმე. ალბათ ამიტომაც საფრანგეთში სამოცი ტაძარია წმინდა ფილიბერტის სახელობისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 35 36 37 38 39 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი