IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უნაყოფო ლეღვის ხე
მარიამი
პოსტი Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)

მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე.
როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?
აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა.

იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 16 2021, 09:52 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, რათა ეს მოყვასისთვის ქცეულიყო მაგალითად, ხოლო მტრებისთვის - გაფრთხილებად. მან გაახმო ლეღვის ხე, რათა ეჩვენებინა, რომ უკვე აღარ იყო საჭირო ლეღვის ის ფურცლები, რითაც იმოსებოდა ადამი, რადგან იგი ამაღლებულ იქნა ძველ დიდებაში, რომლის დროსაც მას არ სჭირდებოდა, არც ფოთლებით შემოსვა და არც სხვა ტანსაცმელი".

/წმ. ეფრემ ასური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 10:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი