თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 28 2014, 09:57 PM

მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, რომელიც არის ყოვლად დაუძლეველი და არ იყო დრო როცა უფლის ეკლესია არ იყო! ვგულისხმობ 1 საუკუნიდან დღემდე.

სამწუხაროდ დღეს ბევრს აქვს პრეტენზია რომ მისი ეკლესია არის ჭეშმარიტი და უცთომელი, მაგრამ ეკლესიის ჭეშმარიტებას განსაზღვრავს არა ადამიანი , არამედ უფლის სული , რომელიც არის ჭეშმარიტ ეკლესიაში და თვით ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანში!

მაშ სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია? ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია იბადება იქ სადაც ეძიებიან უფლის სიტყვას და სადაც იცავენ უფლის მცნებებს. რატომ იბადება? დღეს აცხადებენ კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც რომ ისინი არიან მემკვიდრენი და ხელდასხმულნი თვით მოციქულთაგან და მათი უწყვეტი ჯაჭვი მოდის უფლის 12 მოციქულიდან... თუ ეს მართლაც ასეა მაშინ გამოდის რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის მზა პროდუქტი რომელიც შენ უბრალოდ უნდა მიიღო, რადგან განა ყოველ საუკუნეში არ იყო აღიარებული რომ მართლმადიდებლური ეკლესია ეს იყო ჭეშმარიტი და უცთომელი ეკლესია? ვენდოთ აღიარებას? თუ თავად მართლმადიდებლებმა აღიარეს თავიანთი უცთომელობა , მაშინ ეს გამოდის ამპარტავნება და ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება , რომ თვითაღიარება არ არის საკმარისი და თუ ქვეყნიერებამ აღიარა, მაშინ გამოდის რომ მთლიანად მცთარია მართლმადიდებლობა , რადგან თუ ქრისტე არ მიიღო ქვეყნიერებამ და თუ მოციქულთა პირველი საუკუნის ეკლესია სექტად შეირაცხა , მაშ როგორღა უნდა იყოს ქვეყნიერების მიერ აღიარებული ეკლესია ჭეშმარიტი? ლოგიკურია რომ ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და მისი ეკლესიაც , ამიტომ იმის მტკიცება რომ მართლმადიდებლობა ანდა კათოლიკობა ეს არის ჭეშმარიტი და უცთომელი , აზრს მოკლებულია. დღეს არსებული სექტები არ არის ახალშობილი ეკლესია , ეს ის სექტებია სადაც ჭეშმარიტება არის დაფლული. ჭეშმარიტება _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ყოველთვის იყო დიახ ყოველ საუკუნეში, უბრალოდ ის არასოდეს იყო ქვეყნიერების მიერ აღიარებული და სწორედ ამიტომ არ ჩანდა , რადგან ღვარძლმა მოაშთო იგი! ამიტომ ბრძანა უფალმა რომ ერთად იზარდონ დაე ... და ბოლოს მოხდეს მათი ერთმანეთისგან განცალკევებაო.

ეკლესია მუდამ მზად არის რომ მიიღოს ყოველი მაძიებელი ადამიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას! იესოს ბოლო ჟამის ეკლესია აქ არის დიახ აქვე ძალიან ახლოს თითოეული ჩვენგანის მიღმა , მას პოვნა უნდა, ის ძვირფასი მარგალიტია რომელიც უნდა იპოვო და დაიმსახურო!



იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2014, 10:12 PM

გილოცავ აფხაზ ! ახალი ტემაა შენს განყოფილებაში , ცოტას გაერთობი . biggrin.gif

ციტატა
დღეს არსებული სექტები არ არის ახალშობილი ეკლესია , ეს ის სექტებია სადაც ჭეშმარიტება არის დაფლული.

ეთანხმები შმაგი რომ თქვენი რელიგიური მიმდინარეობა , სექტაა ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 29 2014, 10:16 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 28 2014, 11:12 PM) *

გილოცავ აფხაზ ! ახალი ტემაა შენს განყოფილებაში , ცოტას გაერთობი . biggrin.gif
ეთანხმები შმაგი რომ თქვენი რელიგიური მიმდინარეობა , სექტაა ?
biggrin.gif

კი სექტაა. რა პრობლემაა სიტყვა სექტა განიმარტება , როგორც საყოველთაოდ მიღებული რაიმესგან განდგომა და განსხვავებული რაიმეს სწავლება , რაც არ ეთქნხმება საყოველთაოდ აღიარებულს ანუ ოფიციოზმს blink.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 11:00 AM

esre ars cheshmariteba
ისე თქვენი სექტა (რადგან თავადაც ეთანხმები) რაღაცაზერომ შეთანხმდეთ და ერთი აზრი გამოთქვათ ხოლმე , არ შეიძლება ?
აი მაგალითად , ახლადშექმნილ რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით , შენი სექტის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ძალიან მწვავე შეფასებები , იმის გამო რომ თქვენ გიწოდათ რამდენიმე წლის წინ სექტა . შენ კიდევ აღიარებ რომ ვართო....
მოკლედ , ძნელი ვითარებაა რა...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 29 2014, 06:18 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 29 2014, 12:00 PM) *

esre ars cheshmariteba
ისე თქვენი სექტა (რადგან თავადაც ეთანხმები) რაღაცაზერომ შეთანხმდეთ და ერთი აზრი გამოთქვათ ხოლმე , არ შეიძლება ?
აი მაგალითად , ახლადშექმნილ რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით , შენი სექტის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა ძალიან მწვავე შეფასებები , იმის გამო რომ თქვენ გიწოდათ რამდენიმე წლის წინ სექტა . შენ კიდევ აღიარებ რომ ვართო....
მოკლედ , ძნელი ვითარებაა რა...

ვინ ვის რა უწოდა არ მაინტერესებს. ეგრე პასტორ რასელსაც ბევრი რაღაც დააბრალეს მაგრამ ეს კაცი ყველაფერში სუფთა გამოდგა! blink.gif ამიტომ აღარ მჯერა ცრუპენტელების. შე კაი კაცო დოქტორ ვოლტერ მარტინის _ კულტების სამეფო მაინც წაიკითხე და თავად დარწმუნდი რომ პასტორი რასელი ყველაფერში სუფთა იყო და მასთან როგორ მარცხდება ბაპტისტური ეკლესიის პასტორი როსი! სად ხარ გურამ ჭურში ხომ არ ხარ blink.gif blink.gif blink.gif .

პასტორი რასელი იყო ლაოდიკიის მაცნე და ქრისტეს ჭესმარიტი ელესიის უკანასკნელი წინასწარმეტყველი , სწორედ მასზე და მის თანამოაზრეებზე ბრძანებს უფალი ფსალმუნებში _-_ არც კი შეეხოთ ჩემს ცხებულთ და ჩემს წინასწარმეტყველთ არც კი უბოროტოთ blink.gif . ასე რომ ჯერ გამოიკვლიე გურამ და მერე განსაჯე unsure.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 09:10 PM

esre ars cheshmariteba
რასელის ახალი წიგნი წაიკითხე და გიხარია ?biggrin.gif
რა პასტორი რასელი , მე გეკითხები რა გქვია და შენ მეუბნები რომ დედამიწაზე ცხოვრობ . biggrin.gif
კითხვას გავიმეორებ : რატომ უწოდებ თქვენს თავს სექტას , როდესაც შენი რელიგიური მიმდინარეობა , ოფივიალურ პროტესტს გამოთქვამს , რადგან რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარემ , თანამდებობაზე დანიშვნამდე , სექტა გიწოდათ ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 29 2014, 10:04 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 29 2014, 10:10 PM) *

esre ars cheshmariteba
რასელის ახალი წიგნი წაიკითხე და გიხარია ?biggrin.gif
რა პასტორი რასელი , მე გეკითხები რა გქვია და შენ მეუბნები რომ დედამიწაზე ცხოვრობ . biggrin.gif
კითხვას გავიმეორებ : რატომ უწოდებ თქვენს თავს სექტას , როდესაც შენი რელიგიური მიმდინარეობა , ოფივიალურ პროტესტს გამოთქვამს , რადგან რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარემ , თანამდებობაზე დანიშვნამდე , სექტა გიწოდათ ?

ვინ ვის რა უწოდა არ ვიცი! იცი მე ვინ ვარ? მე ვარ იესო ქრისტეს ბოლო ჟამის ეკლესიის წევრი . ვერ ვხვდები რატომ მაიგივებ მოწმეებთან. მე სხვა ვარ სხვა განზომილება და ჩემი რწმენაც სხვაგვარია blink.gif .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 11:43 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
იცი მე ვინ ვარ?

VIN? biggrin.gif
ციტატა
ვერ ვხვდები რატომ მაიგივებ მოწმეებთან.

ეგ მეთოდი დაგიძველდათ კაცო , კაი ხანია . აი ,მოწმე არ ვარ , ბიბლიას ვიკვლევ და ახლო ვარ მაგათთან , უბრალოდო . რამე სხვა მოიგონეთ ახლა .

ხო მართლა , თუ მაგ სექტის წევრი არ ხარ , იქნებ გვითხრა თუ რომელ სწავლებაში არ ეთანხმები ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 30 2014, 11:40 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 30 2014, 12:43 AM) *

esre ars cheshmariteba
VIN? biggrin.gif

ეგ მეთოდი დაგიძველდათ კაცო , კაი ხანია . აი ,მოწმე არ ვარ , ბიბლიას ვიკვლევ და ახლო ვარ მაგათთან , უბრალოდო . რამე სხვა მოიგონეთ ახლა .

ხო მართლა , თუ მაგ სექტის წევრი არ ხარ , იქნებ გვითხრა თუ რომელ სწავლებაში არ ეთანხმები ?

იცი რომელში არ ვეთანხმები? ყველაზე მთავარი რაცაა.... იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ეს მწამს მე და აქაც შენზე ვიმარჯვებ blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 12:02 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
აქაც შენზე ვიმარჯვებ

აბა რა . შენ მთელი 21 საუკუნოვან საეკლესიო მოძღვრებაზე გაიმარჯვე , ათანასე ალექსანდრიელიდან , დიონისე არეოპაგელით დამთავრებული და ჩემზე რომ გაიმარჯვო , რა გასაკვირია . biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი

ოჰო...ახალი ამბავი .
განსაკუთრებით კარგად მახსოვს , შენი ფორმულირება :
იესო არის მადლით გამხდარი ბუნებითი ღმერთი !
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ტერმინოლოგიას გლიჯან !!! და აქაც იმარჯვებ . biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 30 2014, 03:27 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 30 2014, 01:02 PM) *

esre ars cheshmariteba

აბა რა . შენ მთელი 21 საუკუნოვან საეკლესიო მოძღვრებაზე გაიმარჯვე , ათანასე ალექსანდრიელიდან , დიონისე არეოპაგელით დამთავრებული და ჩემზე რომ გაიმარჯვო , რა გასაკვირია . biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ოჰო...ახალი ამბავი .
განსაკუთრებით კარგად მახსოვს , შენი ფორმულირება :
იესო არის მადლით გამხდარი ბუნებითი ღმერთი !
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ტერმინოლოგიას გლიჯან !!! და აქაც იმარჯვებ . biggrin.gif

ხოდა საქმე იმაშია რომ ტერმინოლოგიაშიც კი ვიმარჯვებ შენზე. სიტყვებში რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი ,- ვგულისხმობ უამრავ რაიმეს რასაც შენ ვერ ჩასწვდები ჩემო გურამ blink.gif .

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Aug 30 2014, 04:23 PM) *

ხოდა საქმე იმაშია რომ ტერმინოლოგიაშიც კი ვიმარჯვებ შენზე. სიტყვებში რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი ,- ვგულისხმობ უამრავ რაიმეს რასაც შენ ვერ ჩასწვდები ჩემო გურამ blink.gif .

მე არსად მითქვია რომ იესო მადლით არის ბუნებით ღმერთი მეტქი! მე ვთქვი იესო მადლითაა ღმერთი, ანუ ის არსში შემოსულია მამის მიერ. რაც შეეხება ბუნებას _ იესოს ღვთაებრივი ბუნება არ შეუძენია, არამედ უკვე არსში შემოსვლისას ფლობდა ღვთაებრივ ბუნებას . ამას აღარ დავწერ მილიონჯერ , აქამდე უნდა გაგეგო და თუ ვერ იგებ სამწუხაროა blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 30 2014, 03:43 PM

ღვთაებრივი ბუნება არის უქმნელი და ყოვლადდაუსაბამო და თუ ქრისტემ გზადაგზა შეიძინა ღვთაებრივი ბუნება , გამოდის რომ ის არ ყოფილა ბუნებით ღმერთი. იესო ქრისტე არის მამის გვერდით მყოფი მხოლოდშობილი ღმერთი, ანუ მხოლოდ ქრისტეა მამის ბუნების იდენტური გამზიარებელი... ქრისტეა უშუალოდ მამის მიერ შემოყვანილი არსში . ეფეს 1:19 კეთილინება მამამ რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება ღვთაებრივობისა.

საერთოდ მთავარი არსი ქრისტიანობისა და ქრისტეს მიერ გამოვლენილი სიყვარულისა და ასევე მამა ღმერთის მიერ გამოვლენილი სიყვარულისა , მთლიანად ეფუძნება იმას რომ ქრისტე არის შექმნილი, იმიტომ რომ რატომ ეხლა? ! _ რომ არა ქრისტე გამოსყიდვა ადამიანთა ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ მამა ღმერთი უკვდავია! ქრისტეს კი შეეძლო სიკვდილი ადამიანთათვის , აი სწორედ ამიტომ მამა ღმერთი ძის შეწევნით გამოისყიდის კაცობრიობას. და თუ ქრისტე არ მომკვდარა და ისიც დაუსაბამო ღმერთია , მაშინ ახლა მე შევუბრუნებ კითხვას ბასილი დიდს _ მაშ რატომ უნდა ვჰმადლობდე მამა ღმერთს რომელმაც გამოსყიდვა აღასრულა ძე ღმერთის მეშვეობით? რატომ? თუ ქრისტემ გამომისყიდა საკუთარი მადლით მაშ მამა ღმერთი რა შუაშია ანდა სულიწმიდა? blink.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 07:18 PM

esre ars cheshmariteba
ჯერ ხომ თქვენი სექტაა საერთოდ მოვლენა , და შენ კი ამ მოვლენაში , ცალკე მოვლენა ხარ . განსაკუთრებით ტერმინოლოგიაში . biggrin.gif
სერგი და აფხაზ , გადაიკითხეთ როგორი დახვეწილი ტერმინოლოგიაა , თვით ბასილი დიდსაც ჩამჭრელი კითხვა დაუსვა . biggrin.gif

შმაგი , ძმურად შეგეკითხები ამას და გეხვეწები ,გულწრფელად მიპასუხე .
რასაც შენ წერ , გჯერა რომ მართალია ?
(გულწრფელად მიპასუხე ძმობაში და ხმას აღარ ამოვიღებ) biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 31 2014, 11:40 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 30 2014, 08:18 PM) *

esre ars cheshmariteba
ჯერ ხომ თქვენი სექტაა საერთოდ მოვლენა , და შენ კი ამ მოვლენაში , ცალკე მოვლენა ხარ . განსაკუთრებით ტერმინოლოგიაში . biggrin.gif
სერგი და აფხაზ , გადაიკითხეთ როგორი დახვეწილი ტერმინოლოგიაა , თვით ბასილი დიდსაც ჩამჭრელი კითხვა დაუსვა . biggrin.gif

შმაგი , ძმურად შეგეკითხები ამას და გეხვეწები ,გულწრფელად მიპასუხე .
რასაც შენ წერ , გჯერა რომ მართალია ?
(გულწრფელად მიპასუხე ძმობაში და ხმას აღარ ამოვიღებ) biggrin.gif

რათქმაუნდა მჯერა. აქ არ ვიცი მაგრამ საერთოდ რეალობაში პირისპირ , დამაჯერებლად ვსაუბრობ ხოლმე, ანუ იმდენად დამაჯერებლად რომ წარბსაც არ ვიხრი ხოლმე, აი მაგალითად შემიძლია ჩემზე ბევრად გამოცდილი (სულიერად) დავაეჭვო საკუთარ მრწამსში biggrin.gif . მე პირადად არ მქონია შემთხვევა რომ ვინმეს დავეეჭვებინე... ალბათ არ შემხვედრია ასეთი პიროვნება... ჩემი გადმოსახედიდან მართლმადიდებლებში ერთადერთი თეოდორე გიგნაძეა , რომელიც სიტყვით ძალაუფლებას ფლობს, სხვა მისი მსგავსი არავინ მეგულება. დავითს არ ვიცნობ ( აფხაზს) მაგრამ ვეჭვობ რომ ეგეც ძლიერი პიროვნებაა სულიერად wub.gif . გურამ შენ კი უბრალოდ პატარა ხარ ასაკით თუმცა სულიერად დიდი გამოცდილება გაქ გატყობ. სხვათაშორის ამ ფორუმზე სულ ახალი რომ ვიყავი, შენმა პოსტებმა აშკარა განხეთქილებამდე მიმიყვანა და კიდევ ერთხელ გადავამოწმე ჩემი რწმენა, ნუ საბედნიეროდ დღემდე იგივე ვარ.. რაც მწამდა ისევ ის მწამს blink.gif

ერთი ეს კაცი მომასალმეთ თუ ძმა ხარ (დავით ბატონო აფხაზ) როგორ გიკითხო? მართლა გულით გითვლი მოკითხვას თან ქრისტესმიერი სიყვარულით wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 10:55 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ამ ფორუმზე სულ ახალი რომ ვიყავი, შენმა პოსტებმა აშკარა განხეთქილებამდე მიმიყვანა

ახლაც რომ ახალი იუზერი იყო , კიდევ დავიწყებდი პოლემიკას , ნებისმიერ საკითხზე სიამოვნებით . უბრალოდ , ვიცი რომ აზრი არ აქვს , შენ მაინც შენს აზრზზე იქნები და დროს ვუფრთხილდები .
თან უზრდელი არა ხარ , ჯიგრულად ხარ და მაგიტომ ,ბანს არ გაძლევთ .მოწყენილობა როცაა ხოლმე ფორუმზე , შენს პოსტებს წავიკიტხავ და ვხალისდებით ხოლმე . აი ამაზე მაგალითად :
ციტატა
აი მაგალითად შემიძლია ჩემზე ბევრად გამოცდილი (სულიერად) დავაეჭვო საკუთარ მრწამსში . მე პირადად არ მქონია შემთხვევა რომ ვინმეს დავეეჭვებინე... ალბათ არ შემხვედრია ასეთი პიროვნება...

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 1 2014, 11:31 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 1 2014, 11:55 AM) *

esre ars cheshmariteba

ახლაც რომ ახალი იუზერი იყო , კიდევ დავიწყებდი პოლემიკას , ნებისმიერ საკითხზე სიამოვნებით . უბრალოდ , ვიცი რომ აზრი არ აქვს , შენ მაინც შენს აზრზზე იქნები და დროს ვუფრთხილდები .
თან უზრდელი არა ხარ , ჯიგრულად ხარ და მაგიტომ ,ბანს არ გაძლევთ .მოწყენილობა როცაა ხოლმე ფორუმზე , შენს პოსტებს წავიკიტხავ და ვხალისდებით ხოლმე . აი ამაზე მაგალითად :

biggrin.gif biggrin.gif

ერთადერთი , რაშიც მე მსურს რომ საუბარი მქონდეს ეს არის იესო ქრისტე და მისი მდგომარეობა და შესაბამისად ყოვლადწმიდა სამების დოქტრინაც ,. თუ გსურს გურამ ვისაუბროთ არაა პრობლემა. ოღონდ სერიოზულად ჩემი თხოვნა იქნება smile.gif . თუ არის აქ მსგავსი თემა იქ გადამისროლე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2014, 12:20 AM

esre ars cheshmariteba
შენ შემოგევლე , მე თავი გამანებე . მეტ არა ჩემი მტერი , დოგმატიკაზე მე და შენ ვერ ვისაუბროთ .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 2 2014, 12:22 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 2 2014, 01:20 AM) *

esre ars cheshmariteba
შენ შემოგევლე , მე თავი გამანებე . მეტ არა ჩემი მტერი , დოგმატიკაზე მე და შენ ვერ ვისაუბროთ .
biggrin.gif

blink.gif blink.gif blink.gif აა მე ხომ თვით ტერმინოლოგიაზე მაღლა ვდგები და რა აზრი აქ ხომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: konstantin Logos თარიღი: Sep 28 2014, 11:21 AM

ციტატა
რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი?

ეკლესია, რომელიც ქრისტემ დააფუძნა გულისხმობს არა უკვე არსებულ რომელიმე ქრისტიანულ დენომინაციას, არა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც იშვნენ ზეციდან, სწამთ იესო ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლის, იცავენ მის მცნებებს და თავიანთ ცოცხალ რწმენაზე ამყარებენ ცხოვრებას.

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Sep 29 2014, 03:47 AM

esre ars cheshmariteba
მოდერნიზებული იეღოველი ხარ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2014, 10:20 PM

Giorgi Kadagishvili

ციტატა
მოდერნიზებული იეღოველი ხარ?

thumbs.gif thumbs.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 27 2014, 10:55 PM

ციტატა(Giorgi Kadagishvili @ Sep 29 2014, 04:47 AM) *

esre ars cheshmariteba
მოდერნიზებული იეღოველი ხარ?


იესოს ბოლო ჟამის ეკლესია! ურთიერთობა არც კი იქონიოთ მათთან ვინც გამოერიდა ჭეშმარიტებას

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Sep 28 2015, 07:24 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
იესოს ბოლო ჟამის ეკლესია!

ტერმინატორი 4 -ის მსგავსია? შვარცნეიგერი თამაშობს მანდაც?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:58 PM

"შეივსეთ გონება ჭეშმარიტების მარცვლებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:01 PM

"ჭეშმარიტებას მიანდე ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებისგანვე მიგიღია და შენ არაფერს დაკარგავ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:43 AM

"უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. მაგრამ იყვნენ ერეტიკოსები ევტიქიანელები - მონოფიზიტები, რომლებიც ბოროტად ასწავლიდნენ, თითქოს იესო ქრისტეში მისი კაცებრი ბუნება სრულად გამოდევნა ღვთაებრივმა ბუნებამ და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება უნდა ვაღიაროთ. სწორედ ეს ერესი დაგმო ეკლესიის მამათა IV მსოფლიო კრებამ ქალკედონში 451 წელს.

აქ შეკრებილმა მართლმადიდებლებმა და არამართლმადიდებლებმა თავიანთი აღსარება, რწმენის სიმბოლო ჩამოწერეს თავ-თავიანთ გრაგნილზე. ორივე გრაგნილი ჩადეს ტაძარში დასვენებულ წმინდა ეფემია ყოვლადქებულის ლუსკუმაში. ილოცეს, რომ ღმერთს თავისი სათნომყოფელის მიერ მიეთითებინა მათთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება. მეოთხე დღეს განხსნეს ლუსკუმა და ერთი გრაგნილი წმინდა ეფემიას ფერხთით ნახეს დაგდებული, მეორე კი ხელთ ეპყრა. სწორედ ამ უკანასკნელში ეწერა მართალი სარწმუნოება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:09 PM

"ჯერ თვით გახდით ქრისტიანები, ვიდრე განსჯიდეთ ჩვენს წმინდა დედას [ეკლესიას]!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 11:47 AM

"ჭეშმარიტი გზა ღმერთისაკენ არის ღვთისმსახურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:28 PM

"სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:30 AM

"გახსოვდეთ, ჭეშმარიტების სიყვარული პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ"

/წმ. ფილარეტ ვოზნესენსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2018, 06:34 PM

"ვინც ეძებს ჭეშმარიტებას და სიმართლეს, ის აუცილებლად იპოვის მას, როგორც მაცხოვარი გვეუნება: "რომელი ეძიებდეს, პოვოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:04 PM

"რადგან ეკლესია თავისთავად არის სიყვარული, სიყვარულზე აშენებული საქმე კი ყოველთვის კარგია და ნათელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 12:07 PM

"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტებისთვის და უფალიც იბრძოლებს შენთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:43 PM

"ჭეშმარიტება ყველაზე თანამედროვე იყო, არის და იქნება უკუნისამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:08 PM

"რომ იტყვი, ქრისტიანი ვარო, იქვე უნდა დააკონკრეტო: პროტესტანტი ხარ, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:10 PM

"ნდობა ეკლესიის მიმართ ნიშნავს, რომ შენ ენდო თავად განკაცებულ ღმერთს და შეუვრდე მას"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:37 PM

"პატიარქს აქვს ხუმრობით ნათქვამი: ეკლესია ჰგავს ბურთს, რაც უფრო მაგრად დაარტყამენ, უფრო მაღლა ავარდებაო. ეს, რა თქმა უნდა, საერო შედარებაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა არის ჯვარცმისა და აღდგომის რელიგია და როცა იდევნებოდა ეკლესია, ის იდგა ძალიან დიდ სიმაღლეზე; ხოლო როცა დევნა შემცირდებოდა, მდორედ "მიედინებოდა"

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:40 PM

"თუ ვინმეს არ ეზარება, ყველა ეკლესიასა და სამღვდელო დასს ლანძღავს, მაგრამ ესეც ერთგვარი ხვედრია ჩვენი, როგორც იტყვიან, ყოველ წიგნს თავის ბედი აქვსო... ასეა. ეკლესიას თავისი მომავალი აქვს და ეს მომავალი დათმენის უდიდეს კულტურაში გამოიხატება.

ჩვენ ვითმენთ, მაგრამ უპასუხოდ არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს - ბრალდებებისაც და სიკეთეებისაც. პასუხი ასეთია: სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული. მაცხოვრის ეკლესია დიდი კლდეა და ამ კლდეს ვერავითარი წინააღმდგომი ძალა ვერ დაამარცხებს!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 10:32 PM

"როგორც არ შეიძლება ერთ საკითხში იყოს ორი ჭეშმარიტება, ასევე არ შეიძლება იყოს ორი ან მეტი ჭეშმარიტი ეკლესია. ჭეშმარიტი ეკლესია ერთია და მისი თავი არის უფალი იესო ქრისტე. მწვალებლურ მიმდინარეობათა კრებულის, ცრუ ეკლესიის თავი კი არის ეშმაკი და მისი ეკლესიად წოდება დაუშვებელია, რადგან ერთობა და შეკრება მხოლოდ უფალშია, ეშმაკთან კი არის განცალკევება და მტრობა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 06:02 PM

"იყო ქრისტიანი, ნიშნავს, ეკუთვნოდე ეკლესიას, რამეთუ ქრისტიანობა არის სწორედ ეკლესია, ეკლესიის გარეშე კი ქრისტიანული ცხოვრება არ არსებობს და ვერც იარსებებს"

/წმ. ილარიონი (ტროიცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 07:08 PM

"წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, ეკლესიაში ჭეშმარიტების თავისუფალი კვლევა უნდა სუფევდეს. ეკლესია მხოლოდ ამოწმებს ქრისტიანის პირად აზრებს, რამეთუ გამოდის არა ლოგიკური წინაპირობებიდან, არამედ შინაგანი, ინტუიციური წვდომიდან ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა არსში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 11:54 AM

"იქნებ რომელიმე თქვენგანს ეჭვი ეპარებოდა იმ ეკლესიის ჭეშმარიტებაში, რომელსაც ნათლისღების მადლით ეკუთვნის, ან თანაუგრძნობდა სექტანტებსა და ეკლესიდან განდგომილებს? იქნებ სხვაც აუღელვებია ჭეშმარიტებას საკმაოდ დაშორებული მსჯელობით. ძალიან ბევრი უნდა იცოდე, ბევრს გრძნობდე, ბევრი გესმოდეს, რომ უფლება გქონდეს არა მარტო მხილებისა, არამედ საერთოდ, ეკლესიაზე მსჯელობისა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რომ დავკარგეთ შიში და ისე გავკადნიერდით, რომ ვბედავთ ეკლესიის ბედიღბალზე მსჯელობას"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2022, 04:25 PM

"არც ერთ რელიგიაში არ არის ცოდვების გამომსყიდველი, მხოლოდ ქრისტიანობაში არის შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, "რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ჯვარს ეცვა ჩვენთვის". და როცა მუსულმანები, იუდაიზმის მიმდევრები და სხვები სათანადო პატივს არ მიაგებენ ღმერთის ძეს, რომელიც ქრისტეს და ქრისტიანთა დევნისათვის ათასგვარ დიდებას ჰპირდებიან თავიანთ მრევლს, როგორ შეიძლება ქრისტეს მამა მათი მამაც იყოს. ამაზე თვით უფალი იესო ქრისტე პასუხობს იუდეველებს: "ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, გეყვარებოდით, რამეთუ მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან წარმომგზავნა. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და არაა მასში ჭეშმარიტება, რადგან ცრუია იგი და სიცრუის მამა".

თუ მართლა გვწამს ღმერთი, მაშ ყური მივუგდოთ მას და აღარასოდეს არ ვთქვათ, რომ ჩვენი და სხვა რელიგიების ღმერთი ერთი და იგივეა.

ჭეშმარიტება ერთია: არსებობს სამპიროვანი ერთარსება ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)