ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც... |
tamara |
Dec 12 2007, 05:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ეს თემა კოპირებულია - ამიტომ თუ ვინმე მას სხვა ფორუმზეც ნახავთ,
არ გაგიკვირდეთ... საბრძოლო იარაღებიდან დავიწყოთ ხმლები აღწერით . ხმალი უძველესი საბრძოლო იარაღია - ხმალი შედგება მახვილისგან და სახელურისგან, მახვილის სიგრძით განისაზღვრება ხმალია იარაღი თუ ხანჯალი, ხოლო სახელურით და მისი მოხატულობით დგინდება ამ ხმლის დამზადების ადგილი და ეპოქა. პირველი ხმალი მზადდება 2000 წელს ჩვ. წ.ა-ღმდე და იგი ბრინჯაოსი იყო, ხოლო პირველი რკინის ხმლები ჩნდება 1300 წელს - ტროას ომის დაწყებამდე. პირველი ბრინჯაოს ხმლები ჰქონდათ ეგვიპტელებს - და მას ხოპეში, კჰოპეში ერქვა - რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს საქონლის წინა ფეხს - თავისი მოხაზულობის გამო. წააგავს იატაგანს. იგი შედგებოდა სახელურისგან და ნალის მსგავსი მახვილისაგან. ხშირად იყო ორპირი ალესილი, სახელური და მრგვალი. სახელური სიგრძე აღწევდა 50 სმ. ხოპეში იყო საუკეთესო - ელიტარული მებრძოლების იარაღი და იგი ძალზე საშიში იყო. მისი სიგრძე საშუალებას იძლეოდა ეხმარათ იგი ეტლიდან ბრძოლის დროს. http://www.bronze-age-craft.com/swords_for_sale.htm * * * აკინაკი - (греч. akinakes) იყო მოკლე ხმალი, (40—60 სმ), რომელიც ძირითადად ჰქონდათ სპარსელებს და სკვითებს პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. მას ჰქონდა დამახასიათებელი მომრგვალებული სახელური ბრტყელი მახვილი ეს აკინაკი სკვითურია და მისი სიგრძე 44,5 სმ -ია. ბერძნები ბრძოლაში იყენებდნენ კსიფოსებს - ეს იყო სწორი ხმალი- 75 სმ-სიგრძის, გოპლიტები მე-6 საუკუნიდან იყენებდნენ კოპისებს - ოდნავ მოხრილ ხმლებს, 50-70 სმ სიგრძის, სპარტელებს კიდევ უფრო მოკლე ხმლები ჰქონდათ, თუმცა ბერძნები ხმლებზე უფრო მეტად შუბებს იყენებდნენ. 4 საუკუნეში ათენელმა სტრატეგმა იფიკრატმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა და ორჯერ გაზარდა მეომრების ხმლების სიგრძე. ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ხმარობდნენ ასევე მოკლე ხმლებს. რომაელებს ჰქონდათ ე.წ. გლადიუსები, რომელიც დაახლოებიტ 1 კგ იწონიდა. და 66 სმ სიგრძის იყო. კელტები იყენებდნენ 1 მეტრის სიგრძის ხმლებს. ეს რომაული გლადიუსის რეკონსტრუქციაა კოპისი - (греч. κόπτω, лат. kopis) — ეს არის მოხრილი ხმალი ცალმხრივი ალესილი პირით - რომელსაც ძველი ბერძნები იყენებდნენ. თუმცა მოხრილ ხმლებს ბერძნებამდე მრავალი ხალხი იყენებდა - პირველი ასეთი მოხრილი ხმალი იყო ეგვიპტური ხოპეში - რომელიც ჩვენ უკვე აღვწერეთ - хопеш (англ. khopesh), - რომელიც ალბათ ნალისგან წარმოიშვა. კოპისი ბერძნულად ნიშნავს - ჭრას, ჩეხვას - ევრიპიდემ და პლუტარქემ ეს ტერმინი იხმარეს ხორცის მჭრელი დანის აღსანიშნავად, ხოლო ქსენოფონტე ასე უწოდებდა სპარსელების და ეგვიპტელების ხმლებს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების აღმწერი კურციუსი ახსენებს მაკედონელებისათვის უცხო ხმლებს - კოპიდებს, რომლითაც კვეთავდნენ სპილოს ხორთუმებს - «Слегка изогнутые мечи, похожие на серпы, назывались копидами, ими рубили хоботы слонов.» არის კიდევ ერთი ასეთი მოხრილი ხმალი, რომელსაც მაჰაირა ეწოდება, махайра (греч. μάχαιρα, makhaira, machaera), რასაც ბერძნულად დანა ეწოდება. ამ ტერმინს იყენებდნენ ბერძნები უფრო ფართოდ - მათ შორის როგორც დანა, ხანჯალი. ქსენოფონტე ახსენებს კოპისს და მაჰაირას ერთი და იგივე ხმლის აღსანიშნავად - საუბარია მოხრილ - ცალმხრივ ალესილ ხმალზე - თუმცა მაჰაირას ქვეშ ალბათ მაინც გულისხმობდა დაჩნას, რომელიც ჩხვლეტის გარდა გამოიყენებოდა ასევე ჭრითი დანიშნულებისათვისაც ანუ იყო ალესილი. ამგვარად მაჰაირა უფრო ფართო გაგებით გამოიყენებოდა, ვიდრე კოპისი. მე-10 საუკუნის ბიზანტიურ ნაწერებში მაჰაირას უძახიან უბრალოდ ხმალს, იგი თავის მხრივ პოლიბიუსის ნაწერებს ეყრდნობოდა ხოლო პოლიბიუსი კელტ-იბერების და რომაელების ორმხრივ ალესილ ხმლებს მაჰაირას ეძახდა, ხოლო უფრო ადრეულ ნაწერებში ბერძნები ასეთ ხმლებს ქსიპოსებს უწოდებდნენ. კოპისი როგორც ხმალი ეტყობა ბერძნებმა გადაიღეს სპარსელებისგან 6 საუკუნეში ჩვ.წ.აღმდე. ჰეროდოტე ახსენებს ასეთ იარაღს სპარსულ კავალერიის აღჭურვილობაში, (5 საუკ ჩვ/წ/ა-ღმდე). კოპისის მახვილის სიგრძე არის - 53 სმ-დან 70 სმ-მდე. ზოგჯერ საზურგე ნაწილი სწორია და ამით კოპისი წააგავს მაჩეტეს. საბერძნეთში კოპისებს შეზღუდულად იყენებდნენ, სამაგიეროდ იდი ნაციონალურ იარაღად იქცა (ესპანელ) იბერებში, სადაც იგი შეიტანეს ვაჭრებმა 6-5 საუკუნეებში ჩვ.წ.ა-ღმდე. რომაელმა მეომრებმა გადაიღეს კოპისები იბერიელებისგან ჰანიბალთან ომის შემდეგ და მას დაარქვეს გლადიოლუსი - “gladius hispanicus” - ანუ ესპანური ხმალი. ესპანურმა ხმალმა უკვე XIX საუკუნეში მიიღო სახელი ფალკატა - фалката (falcata) - ასეთი უვნაური სახელი მას დაერქვა ერთ-ერთი მთარგმნლის გამო, რომელმაც ლათინურიდან არასწორედ თარგმნა სიტყვა falcatus, რაც ლათინურად ნიშნავს ნალივით მოხრილს. ესპანელი მჭედლები აწრთობდნენ სუკეთესო ფალკატებს. 2 საუკუნის იბერიელი მჭედლები ხმლის ხარისხს ამოწმებდნენ ასე - ხმალს იდებდნენ ტავზე და ბოლოებს ისე ხრიდნენ, რომ ეხებოდა მხრებს - ხელის უცებ გაშვებით ხმალი სწორდებოდა თავდაპირველი ფორმამდე. 5-4 საუკუნის ფალკატები წააგავს ბერძნულ კოპისებს - სახელურზე გამოსახავდნენ ცხოველის ან ფრინველის თავს. ფალკატას სიგრძე 60 სმ იყო. ესპანელები ატარებდნენ მას ზურგზე, ზოგჯერ ქამართან. ფალკატების ფორმა ისე იყო გაკეთებული, რომ დარტყმისას უდიდესი ძალა წვერზე მოდიოდა. რომაელების თქმით, ვერანაირი მუზარადი ვერ უძლებდა ფალკატას დარტყმას. 3 საუკუნეში რომაული არმია იყო შეიარაღებულ იასეთი ესპანური ხმლებით - ლივიუსის აღწერით ამ ხმლებით რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონელები. «Филипп [македонский царь Филипп V] обратил особое внимание на похороны людей, павших в стычке кавалерии, и приказал их тела принести в лагерь... Зрелище похорон должно было пробудить в солдатах боевой пыл и готовность не щадить своей жизни, а вместо того преисполнило их страха и уныния. До сего времени приходилось им видеть лишь раны от дротиков или стрел, изредка — от пик, да и воевать привыкли они только с греками и иллирийцами; теперь, увидев тела, изуродованные испанскими мечами, руки, отсеченные одним ударом вместе с плечом, отрубленные головы, вывалившиеся наружу кишки и многое другое, столь же страшное и отвратительное, воины Филиппа ужаснулись тому, с какими людьми и против какого оружия придется им иметь дело.» Фалката из музея в Мадриде(IV в. до н. э.) Фалката с остатками ножен из музея в Мадриде(III в. до н. э.) |
marine |
Dec 12 2007, 05:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოში ძვლისგან დამზადებული საბრძოლო დანიშნულების იარაღებიდან ყველაზე უფრო გავრცელებული იყო ისრისპირები. ისრისპირების სხვადასხვა ფორმები და ტიპები შეესაბამებოდა განსაზღვრულ დანიშნულებასა და მოთხოვნილებას.
ძვლის ისრისპირები გვხდება შუაბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ფეოდალური ხანის ჩათვლით. ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა შუაბრინჯაოს ხანაში. შემდეგ მათი რაოდენობა კლებულობს და ანტიკურ და ფეოდალურ ხანებში მცირე რაოდენობით გვხდება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamara |
Dec 12 2007, 06:54 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ისრისპირებზე ძალიან ბევრის მოყოლა შეიძლება -
1—2 — каменные наконечники стрел эпохи неолита; 3 — бронзовый наконечник скифской стрелы; 4 — железный наконечник сарматской стрелы; 5 — железный наконечник кыргызской стрелы; 6—11 — железные наконечники русских стрел. შევეცდები კიდევ მოვიპოვო ილუსტრაციები.. ეს ნაპოვნია ძველ კლხეთში http://www.kolhida.ru/index.php3?path=_arc...onov_voorujenie აფსუების საიტია |
ქევანა |
Dec 12 2007, 07:42 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ნუთუ დავითფერულზე ინფო არავის აქვს?
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamara |
Dec 12 2007, 10:07 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
დავითფერული, სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად "ლიბრი" (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, "ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ" ხმლად ითვლებოდა მთელს საქართველოში და ძვირად ფასობდა.
გორდა, მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დაღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური. კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, "ამას ქართველი ჰყვარობენ". აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა, როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახევალი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი. ლიტერატურა ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962; ჩოლოყაშვილი კ., ქსე, ტ. 3, გვ. 224, თბ., 1978 მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90"-დან |
ქავთარაძე |
Dec 12 2007, 10:09 PM
პოსტი
#6
|
დაურეგისტრირებელი |
tamara
მე მქონდა რაღაც წიგნი სქელი წიგნი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების სადაც იყო ბევრნაირი საბრძოლო იარაღი, მაგრამ ბეჭდური ვარეანტია და თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა მითხრას და მოვუძებნი დასასკანირებლად |
tamara |
Dec 12 2007, 10:12 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აი კიდევ აქაა საინტერესო ცნობები
http://forum.ge/?f=83&showtopic=33765092 tamara მე მქონდა რაღაც წიგნი სქელი წიგნი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების სადაც იყო ბევრნაირი საბრძოლო იარაღი, მაგრამ ბეჭდური ვარეანტია და თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა მითხრას და მოვუძებნი დასასკანირებლად კარგი იქნებოდა... |
ქავთარაძე |
Dec 12 2007, 10:12 PM
პოსტი
#8
|
დაურეგისტრირებელი |
tamara
კი კაი რამეა... |
tamara |
Dec 12 2007, 10:16 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
სკანერი თუ საჭიროა - გვაქვს სამსახურში...
ის წიგნი აღარ გაქვს? ავტორი თუ გახსოვს? |
tamara |
Dec 12 2007, 10:34 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ლითონის დამუშავება საქართველოში
არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სპილენძის ცივი ჭედვა ხდებოდა ძვ.წ მე–3 ათასწლეულის დასაწყისიდან, ხოლო მე–2 ათასწლეულის შუა ხანებში კი შეიძლება ითქვას, არსებობდა საკმაოდ განვითარებული მეტალურგია. ასევე არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით თვალსაჩინო ხდება, რომ ქართველურ ტომებს ამ საქმიანობის განვითარების საკუთარი ბაზა გააჩნდათ. წერილობითი წყაროების თანახმად, ელინისტურ ხანაში და მის წინა პერიოდშიაც ქართველთა ერთ–ერთი წინაპარნი – ხალიბები რკინის მადნის ექსპორტს ახდენდნენ, ეს მადანი კი იმდენად დაფასებული იყო, რომ საგანებო იარაღის დასამზადებლად იყენებდენენ. ასურული წარწერებით დასტურდება , რომ მუსკები ძვ.წ. XI საუკუნეში ძირითადად მევენახეობითა და ლითონ დამუშავებით იყვნენ ცნობილი. კიდევ უფრო დაწინაურებული ჩანს მეტალურგიაში თაბალთა ტომი. სწორედ მათი ვერცხლის მაღაროები დაიპყრო ძვ.წ. 837 წელს სალმანსარ II-მ. ბიბლიაში მოხსენიებული თუბალ კაინიც (კაინი სემიტურად მჭედელს ნიშნავს) "იყო კვერით ხურო, მჭედელი რვალისა და რკინისა" . აქ სხვათა შორის, კარგად ჩანს, რომ მეტაფორად დამკვიდრებული "რვალური სიმტკიცე" რკინის კულტურამდელი ცნებაა, რადგან "რვალად" სპილენძი და ზოგჯერ კი მისი შენადნობები იწოდებოდა, რომლებიც სიმტკიცით რკინას ვერ ედრებიან. ბიბლიის თანახმად, ხსენებული ტომები საკმაოდ ვრცელ არეალზე ვაჭრობდნენ თავიანთი ლითონის ნაწარმით. ფსევდოარისტოტელე აღწერს რა ხალიბთა ტექნოლოგიურ პროცესს, დასძენს – "როგორც ამბობენ, მხოლოდ ეს რკინა არ იჟანგებაო". თუ ეს მართალია, თავისთავად საინტერესოა, და თუ არა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა მეტალურგიული ცოდნა იმდენად აღმატებული იყო სხვისაზე, რომ მაშინდელი თანამედროვენიც კი ლეგენდებს თხზავდნენ. ლითონთა სახელები ზოგიერთ ერს დღემდე ქართველურ ტომთა სახელწოდებიდან ნაწარმოები სახით შემორჩა. – ბერძნები ფოლადს "ხალიუბდიკოს" –ად მოიხსენიებდნენ, რაც ივანე ჯავახიშვილის შენიშვნით, ხალიბურს ნიშნავს. – თითბერს გერმანულად – MESSINE, ანგლო საქსურად – MASTLING, ნორმანდიულად – MESSING, პოლონურად – MOSIANDZ ჰქვია, რაც, ცხადია, მოსინიკების სახელიდან არის ნაწარმოები. – ბრონზე, ბრინჯაოს ევროპული სახელწოდება, ნაწარმოებია სპარსული ბირინჯისაგან, რომელიც ქართული ენიდანაა შეთვისებული და სპილენძს, სპირ–ენძს (მეგრულად "ლინჯ") ანუ სპერის, ისპირის მადანს ნიშნავს. ჩვენი მეცნიერები 50–იანი წლების დასაწყისში წარმოებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში ქართველთა წინაპრები ლითონის გაწნევისთვის ჩარხს იყენებდნენ. ანუ ფურცლოვანი ლითონის დამუშავებას მბრუნავშპინდელიან საგანგებო დანადგარზე აწარმოებდნენ. ცნობილი არქეოლოგის ბ. კუფტინის მიერ 1949 წელს წარმოებული გათხრების დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ორ მხარეს ნალესი (განსხვავებული გეომეტრიით) ბრინჯაოს საჭრისიც ("თეგი" აქედან სიტყვა "თეგვა" ანუ "ჩეკანკა" ), რომლის სიმაგრე 3–4 ჯერ აღემატება ოქროსა და ვერცხლის სიმაგრეს. ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელოსნო საქმის ამგვარი განვითარება მხოლოდ მასში დასაქმებული ხალხის სხვა საქმიანობისაგან გამონთავისუფლებით, ანუ შრომის პროფესიული დანაწილების შედეგადაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი სტრუქტურის შედარებოთ მაღალ განვითარებაზე მიანიშნებს. http://kakhaberzarnadze.ge/new_page_1.htm ბულატი გავრცელებული აზრის თანახმად მისი ისტორია აღმოსავლეთში იღებს სათავეს! მის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთის ჩრდილო პროვინციები სახელდება, სადაც გათხრების შედეგად ნაპოვნია კვერის ფორმის, რთული კომპოზიტური თვისებების მქონე, ლითონის სხმულები, საიდანაც შემდგომ ჭედებოდა "ბულატის" მახვილები! ჯერ კიდევ მეფის არმიის რუსმა ოფიცერმა და მოგზაურმა ანოსოვმა, მიაკვლია რა ბულატის მიღების ზოგიერთ წყაროს, ურალში ააშენა "ზლატოუსტი", სადაც იგი შეეცადა აღედგინა საბრძოლო ფოლადის მიღების ეს უძველესი ტექნოლოგია...თვით ანოსოვის მოგონებებიდან ირკვევა, რომ გარკვეული წარმატების მიღწევა მან შეძლო მხოლოდ მას მერე, რაც საქართველოდან წაიყვანა ვინმე მჭედელი ელიზარაშვილი, რომელიც ფლობდა ე.წ. "დამასკოს" ხმლის საიდუმლოს, რომელიც, მან ფშავ ხევსურეთში წინაპრებიდან მიიღო...! ელიზარაშვილის ნაჭედი ხანჯლები და ბებუთები დღემდე ინახება კრემლის არუჟეინაია პალატის მუზეუმში...! არავინ იცის, რატომ დაერქვა დამასკოს ხმალი უძველესი, კავკასიური " ბაწარაულის" ტექნოლოგიით ნაჭედ მახვილებს ....არსებობს აზრი, რომ ეს უძველესი კავკასიური ტექნიკა გატანილ იქნა და შემდგომ დიხვეწილი სახით მოგვევლინა დამასკური ფოლადის სახელით! იქნებ არიელებმა წაიღეს ინდო-ჩინეთში რკინის გამოდნობის და ფოლადის მიღების ტექნიკა კავკასიიდან?! ჰიპოთეზები ბევრია, მაგრამ ფაქტი ერთია - ბულატის მახვილი, რომლის პირის მიკროსტრუქტურული ანალიზის შედეგად ნახეს რომ მას მიკრო-ხერხის ფორმა ჰქონია, სადაც, რბილ და დრეკად რკინაში, მონაცვლეობით ჩალაგებულია ალმასივით ზემაღალი სიმტკიცის ჩანართები...ზუსტად ეს კომპოზიტური თვისება განაპირობებს იმას, რომ ბულატის მახვილი ერთდროულად საათის ზამბარასავით დრეკადია და ერთნაირად ჭრის ბუმბულსაც და რკინასაც ისე რომ არ ბლაგვდება! "ბულატის გამოდნობის საკითხზე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული პროფესორ თავაძეს |
tamara |
Dec 15 2007, 04:34 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ეს კოპისების სურათებია...
ბერძნენი და სპარსელი მეომრები - ხელში კოპისი უჭირავთ |
neo |
Dec 15 2007, 06:44 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
-------------------- www.cordesign.ge
|
tamara |
Dec 17 2007, 10:19 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ხანჯალი - არაბულად ხანჯარი -( Кинжал )
- ცივი იარაღია - 50 სმ-მდე სიგრძის , სწორი ან ოდნაც მოხრილი ორმხრივი მახვილით. უფრო ხშირად ხანჯალი გამოიყენებოდა ახლო ბრძოლისთვის, თუმცა არის ხანჯლების სახეობები, რომლებსაც მანძილზე ისროდნენ ხოლმე. ხანჯლები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ნადირობის და ბრძოლის დროს. ხანჯლის აუცილებლობა ბრძოლაში ადრიდანვე იყო ცნობილი - ის გარკვეულწილად თითოეული მეომრის პირად ნივთად ითვლებოდა. პირველი ხანჯლები ხის, ძვლისგან ან ცხოველთა რქებისგან კეთდებოდა - ხოლო მერე როცა მეტალურგია განვითარდა ამისათვის სპილენძს და ბრინჯაოს იყენებდნენ. უკვე მაკედონელები, ასურელები და ბერძნები ხმარობენ რკინის ხანჯლებს. (დაახლოებით 30 სმ სიგრძის) а) черен б) головка в) ограничитель г) клинок д) голомень е) грань или дол ж) остриё ბერძნულ და მაკედონურ არმიაში ფალანგისტების (მეომრები, რომლებიც ფალანგას ქმნიდნენ) აღჭურვილობაში შედიოდა შუბი და ფარი - და ეს საკმარისი არ იყო ახლო ბრძოლებისათვის. მეორეს მხრივ ბერძნული პელტასტები, რომლებიც იბრძოდნენ გაშლილ ბრძოლებში საჭიროებდნენ შუბივით მჩხვლეტავ დამატებით იარაღს, - ამიტომ თან დაჰქონდათ 50 სმ -ის სიგრძის ხანჯალი. ასეთი გრძელი ხანჯლები ჰქონდათ ასევე სპარსელ "უკვდავ" მეომრებს და რომაელ ლეგიონერებს. ხანჯალი არ გამოდგებოდა ჭრითი დარტყმებისათვის - очень мало подходили для рубящего удар- მაგრამ როცა ბრძოლები მჭიდრო და ძალზე ახლო მიმდინარეობდა ხოლმე, ხანჯალი აქ შეუცვლელი იყო, რადგან სიმჭიდროვეში ხმლის მოქნევა ძალზე ძნელია და შესაძლოა მარტო წინ მიმართული ჩხვლეტითი დარტყმების მიყენება. ამისათვის კი ხმალი ვერ გამოდგებოდა. ხანჯლები ჰქონდათ სხვა ხალხებსაც - მაგალითად საქსების "სკრამასაქსი" ანუ მოკლედ "საქსი" იყო 0,6-0,7 კგ და 45 სმ -ის ხანჯალი. შუა საუკუნეებში ხანჯლები თვითდაცვის იარაღად იქცა. ვერ გამოიყენებდი მას კავალერიაში. მე-14-16 საუკუნეებში ხანჯლებს კორდები ან ლანდსკნეხტული ხმლები ეწოდა. კავკასიელები ხანჯალს მუდმივად თან ატარებდნენ და ტრადიციულ იარაღად იქცა. აზიაში კი ხანჯალი ბრძოლებში პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა, მაგრამ სწორედ აზიაში კეთდებოდა ამ იარაღის უამრავი ნაირსახეობა. აზიაში იგი გამოიყენებოად როგორც მოქალაქეს ( და არა მეომრის) იარაღი. არსებობს ცნობები ე/წ/ ფლორენციული ხანჯლების შესახებ - რომლის შიგნით გაკეთებული იყო ღრუ - სახელურიდან დაშნის მიმართულებით - და ამ ღრუში ასხამდნენ შხამს. ამ ხანჯლებს შხამიანი ხანჯლები ეწოდებოდა. თუმცა ეს უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოად ვიდრე სინამდვილეს, რადგან შხამის ასეთი გზით მოხვედრა მტრის სხეულში არც ისე უსაფრთხო იყო თავად ხანჯლის პატრონისთვისაც. ბებუთი - თურქული სიტყვაა- Бе́бут (тюрк.) — არის კავკასიური ხნჯლების ერთ ერთი სახეობა. სავარაუდოდ იგი ირანული წარმოშობისაა - ხანჯლისგან განსხვავებით - მისი დაშნა ორმხრივ ალესილია - მოხრილია - სიგრძე 50 სმ-მდეა. 1907 წელს ბებუთი შედიოდა რუსული არმიის აღჭურვილობის შემადგენლობაში ეს 1907 წლის არმიული ბებუთის ნიმუშია კაზაკების ბებუთი |
tamara |
Dec 17 2007, 11:30 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ახლა კიდევ ერთი საინტერესო იარაღი -
კუკრი, (კჰუკრი, კუკური ) კუკრი ლეგენდარული იარაღია... ეს ნეპალური ხანჯალია, რომელსაც რჩეული დანაყოფი - გურკჰები ატარებენ. გურკჰები ერთგვარი სპაცნაზია, რომელთა შესახებ ლეგენდები დადიოდა. ისინი უძველესი დროიდან ფლობენ საბრძოლო ხელოვნებას, რომელსაც კუკრი შეარქვეს - ეს არის მთელი რიგი ილეთები, რომელშიც მთავარი როლი ნეპალულ ხანჯალს - კუკრის ეკუთვნის... ინგლისელებმა კუკრის ძალა პირველად მაშინ შეიგრძნეს, როცა ნეპალის დაპყრობა გადაწყვიტეს, თუმცა კი უშედეგოდ. ბოლოს იმით დამთვრდა, რომ ბრიტანელებმა გურკჰები თავის არმიაში მოიწვიეს... ანუ - ახლა უკვე გურკჰები ნეპალელი კომანდოსები არიან, რომლებიც 19 საუკუნიდან ბრიტანეთის რეგულარულ არმიაში ირიცხებიან - და მონაწილეობდნენ ბრიტანთის მიერ წარმოებულ ყველა ომში გურკჰები მეორე მსოფლიო ომშიც გამოირჩეოდნენ მამაცობით და სწორედ მათი დამსახურებაა რომ მეორე მსოფლიო ომში ინდლისელებმა ბირმაში და ტუნისში გაიმარჯვეს 1943 წელს. გურკჰებს იმდენად დიდი რეპუტაცია აქვთ, რომ 1982 წელს ინგლის-არგენტინის კონფლიქტის დროს ფოლკლენდის კუნძულებზე, როცა მოწინააღმდეგემ გაიგო, რომ ბრიტანეთმა გურკჰები ჩამოიყვანაო - მხოლოდ ეს ცნობა აღმოჩნდა საკმარისი, რომ მებრძოლეები ჯგუფ ჯგუფად ბარდებოდნენ ტყვედ ინგლისელებს. სავარაუდოდ გურკჰებს ასეთი სახელი ამ იარაღის გამო დაექვათ. გურკჰების ხასიათი მეტად სანტერესოა, ისინი გამოირჩევიან ამაყობით და ძლიერ თავშეკავებული ხასიათით. მათი გამოყვანა მწყობრიდან და გაბრაზება მეტად ძნელია, ისინი არასოდეს ამოიღებენ კუკრის უმიზნოდ, და თუ ამოიღეს - ვაი იმისი ბრალი, ვისაც გაუქანებენ. ერთი დარტყმით გურკჰი დათვს კლავს. გარდა ამისა გურკჰები კამიკაძეებივით არიან - ან იმარჯვებენ ან კვდებიან. სხვა გზა მათთვის არ არსებობს. ისინი გამოირჩევიან დიდი გამძლეობით და ისეთი ტკივილის ატანა შეუძლია, რომელიც სხვა ნებისმიერს შოკში ჩააგდებდა. და რაც საინტერესოა - გურკჰები - ერთი შეხედვით არიან დაბლები - გამხდრები - პატარა ბიჭებს მოგაგონებენ... კუკრის დაშნას აქვს დამახასიათებელი და უნიკალური ფორმა - მას "შევარდენის ფრთებს" უწოდებენ - «крыла сокол - რომელსაც აქვს ნაჭდევი შიდა მხრიდან. მისი ასეთი ფრომა დარტყმის ძალას ისე ანაწილებს, რომ ამ წონის სხვა იარაღთან შედარებით დარტყმის ძალა 17-ჯერ იზრდება. ანუ ხანჯლის მახვილი უფრო მძიმეს სახელურზე - ეს კი სიმძიმის ცენტრს ანაწილებს მახვილისაკენ და დარტყმისას მთელი ძალა სიმძიმის გამო მახვილისკენ მიდის. მეორე საიდუმლო - ეს რა თქმა უნდა თავად მახვილის მასალაა. ცნობილია, რომ კუკრი ერთი დარტყმით ჭრის 20 დიამეტრის ხეს და იშვიათად ბლაგვდება. ითვლება, რომ კუკრი წარმოიშვა ბერძნული კოპისიდან და ის მოხვდა ნეპალში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შედეგად. 4 საუკუნეში ჩვ. წ-ა-ღმდე. შემდგომ ის სიგრძეში დაპატარავდა და ხმლიდან ხანჯლად გადაიქცა. არსებობს მისი წარმოშობის მეორე ვერსიაც - ფიქრობენ, რომ ის აფრიკიდან საბერძნეთში მოხვდა 6 საუკუნეში ჩვ/წ/-აღმდე, იქიდან კი გავრცელდა ბალკანეთში და შუა აზიაში. ყველაზე ძველი კუკრი ინახება ნეპალის ნაციონალურ მუზეუმში და თარიღდება 14-15 საუკუნით. http://emigration.russie.ru/news/9/7352_1.html http://russwords.narod.ru/RUS/kxukri.html თავისი აგებულების წყალობით კჰუკრი შეიძლება უამრავი მიზნისთვის გამოვიყენოთ - იგი ძალზე პრაქტიკულია. კჰუკრი იაპონურ კატანას ჰგავს - იგი ფართოდ გამოიყენებოდა მეორემსოფლიო ომშიც და სამხედროების შეიარაღებაში შედიოდა იგი დღესაც რჩება სამხედროების შეიარაღებაში. Длина кукри (мм): 323.9 Длина клинка (мм): 203.2 Длинна рукояти (мм):120.7 Толщина обуха (мм): 6.4 Сталь клинка: Carbon Steel, зонная закалка. Материал рукояти: латунь, Рог. Материал ножен: Кожа არსებობს კჰუკრის რამდენიმე სახეობა - ანგ-კოლა, ჩიტლანგი, პანავალი, სირუპატი და სხვ. ნეპალში არსებობდა ცალკე მჭედლები - კამი, რომლების ამ იარაღს ა,ზადებდნენ და მისი დამზადების საიდუმლოს თაობებს გადასცემდნენ. კჰურკი დაახლოებით 40 სმ სიგრძისაა, თავად დაშნა 30 სმ-ია. სისქე 1 სმ, მასა 750 გრამია, და სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებულია წინ რაც საშუალებას აძლევს, რომ დარტყმისთვის დიდი ძალა არაა საჭირო. უკან გურკჰების ემბლემაა... |
xornabujeli |
Dec 18 2007, 03:36 AM
პოსტი
#15
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ლითონის დამუშავება საქართველოში არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სპილენძის ცივი ჭედვა ხდებოდა ძვ.წ მე–3 ათასწლეულის დასაწყისიდან, ხოლო მე–2 ათასწლეულის შუა ხანებში კი შეიძლება ითქვას, არსებობდა საკმაოდ განვითარებული მეტალურგია. ასევე არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით თვალსაჩინო ხდება, რომ ქართველურ ტომებს ამ საქმიანობის განვითარების საკუთარი ბაზა გააჩნდათ. წერილობითი წყაროების თანახმად, ელინისტურ ხანაში და მის წინა პერიოდშიაც ქართველთა ერთ–ერთი წინაპარნი – ხალიბები რკინის მადნის ექსპორტს ახდენდნენ, ეს მადანი კი იმდენად დაფასებული იყო, რომ საგანებო იარაღის დასამზადებლად იყენებდენენ. ასურული წარწერებით დასტურდება , რომ მუსკები ძვ.წ. XI საუკუნეში ძირითადად მევენახეობითა და ლითონ დამუშავებით იყვნენ ცნობილი. კიდევ უფრო დაწინაურებული ჩანს მეტალურგიაში თაბალთა ტომი. სწორედ მათი ვერცხლის მაღაროები დაიპყრო ძვ.წ. 837 წელს სალმანსარ II-მ. ბიბლიაში მოხსენიებული თუბალ კაინიც (კაინი სემიტურად მჭედელს ნიშნავს) "იყო კვერით ხურო, მჭედელი რვალისა და რკინისა" . აქ სხვათა შორის, კარგად ჩანს, რომ მეტაფორად დამკვიდრებული "რვალური სიმტკიცე" რკინის კულტურამდელი ცნებაა, რადგან "რვალად" სპილენძი და ზოგჯერ კი მისი შენადნობები იწოდებოდა, რომლებიც სიმტკიცით რკინას ვერ ედრებიან. ბიბლიის თანახმად, ხსენებული ტომები საკმაოდ ვრცელ არეალზე ვაჭრობდნენ თავიანთი ლითონის ნაწარმით. ფსევდოარისტოტელე აღწერს რა ხალიბთა ტექნოლოგიურ პროცესს, დასძენს – "როგორც ამბობენ, მხოლოდ ეს რკინა არ იჟანგებაო". თუ ეს მართალია, თავისთავად საინტერესოა, და თუ არა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა მეტალურგიული ცოდნა იმდენად აღმატებული იყო სხვისაზე, რომ მაშინდელი თანამედროვენიც კი ლეგენდებს თხზავდნენ. ლითონთა სახელები ზოგიერთ ერს დღემდე ქართველურ ტომთა სახელწოდებიდან ნაწარმოები სახით შემორჩა. – ბერძნები ფოლადს "ხალიუბდიკოს" –ად მოიხსენიებდნენ, რაც ივანე ჯავახიშვილის შენიშვნით, ხალიბურს ნიშნავს. – თითბერს გერმანულად – MESSINE, ანგლო საქსურად – MASTLING, ნორმანდიულად – MESSING, პოლონურად – MOSIANDZ ჰქვია, რაც, ცხადია, მოსინიკების სახელიდან არის ნაწარმოები. – ბრონზე, ბრინჯაოს ევროპული სახელწოდება, ნაწარმოებია სპარსული ბირინჯისაგან, რომელიც ქართული ენიდანაა შეთვისებული და სპილენძს, სპირ–ენძს (მეგრულად "ლინჯ") ანუ სპერის, ისპირის მადანს ნიშნავს. ჩვენი მეცნიერები 50–იანი წლების დასაწყისში წარმოებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში ქართველთა წინაპრები ლითონის გაწნევისთვის ჩარხს იყენებდნენ. ანუ ფურცლოვანი ლითონის დამუშავებას მბრუნავშპინდელიან საგანგებო დანადგარზე აწარმოებდნენ. ცნობილი არქეოლოგის ბ. კუფტინის მიერ 1949 წელს წარმოებული გათხრების დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ორ მხარეს ნალესი (განსხვავებული გეომეტრიით) ბრინჯაოს საჭრისიც ("თეგი" აქედან სიტყვა "თეგვა" ანუ "ჩეკანკა" ), რომლის სიმაგრე 3–4 ჯერ აღემატება ოქროსა და ვერცხლის სიმაგრეს. ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელოსნო საქმის ამგვარი განვითარება მხოლოდ მასში დასაქმებული ხალხის სხვა საქმიანობისაგან გამონთავისუფლებით, ანუ შრომის პროფესიული დანაწილების შედეგადაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი სტრუქტურის შედარებოთ მაღალ განვითარებაზე მიანიშნებს. http://kakhaberzarnadze.ge/new_page_1.htm ბულატი გავრცელებული აზრის თანახმად მისი ისტორია აღმოსავლეთში იღებს სათავეს! მის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთის ჩრდილო პროვინციები სახელდება, სადაც გათხრების შედეგად ნაპოვნია კვერის ფორმის, რთული კომპოზიტური თვისებების მქონე, ლითონის სხმულები, საიდანაც შემდგომ ჭედებოდა "ბულატის" მახვილები! ჯერ კიდევ მეფის არმიის რუსმა ოფიცერმა და მოგზაურმა ანოსოვმა, მიაკვლია რა ბულატის მიღების ზოგიერთ წყაროს, ურალში ააშენა "ზლატოუსტი", სადაც იგი შეეცადა აღედგინა საბრძოლო ფოლადის მიღების ეს უძველესი ტექნოლოგია...თვით ანოსოვის მოგონებებიდან ირკვევა, რომ გარკვეული წარმატების მიღწევა მან შეძლო მხოლოდ მას მერე, რაც საქართველოდან წაიყვანა ვინმე მჭედელი ელიზარაშვილი, რომელიც ფლობდა ე.წ. "დამასკოს" ხმლის საიდუმლოს, რომელიც, მან ფშავ ხევსურეთში წინაპრებიდან მიიღო...! ელიზარაშვილის ნაჭედი ხანჯლები და ბებუთები დღემდე ინახება კრემლის არუჟეინაია პალატის მუზეუმში...! არავინ იცის, რატომ დაერქვა დამასკოს ხმალი უძველესი, კავკასიური " ბაწარაულის" ტექნოლოგიით ნაჭედ მახვილებს ....არსებობს აზრი, რომ ეს უძველესი კავკასიური ტექნიკა გატანილ იქნა და შემდგომ დიხვეწილი სახით მოგვევლინა დამასკური ფოლადის სახელით! იქნებ არიელებმა წაიღეს ინდო-ჩინეთში რკინის გამოდნობის და ფოლადის მიღების ტექნიკა კავკასიიდან?! ჰიპოთეზები ბევრია, მაგრამ ფაქტი ერთია - ბულატის მახვილი, რომლის პირის მიკროსტრუქტურული ანალიზის შედეგად ნახეს რომ მას მიკრო-ხერხის ფორმა ჰქონია, სადაც, რბილ და დრეკად რკინაში, მონაცვლეობით ჩალაგებულია ალმასივით ზემაღალი სიმტკიცის ჩანართები...ზუსტად ეს კომპოზიტური თვისება განაპირობებს იმას, რომ ბულატის მახვილი ერთდროულად საათის ზამბარასავით დრეკადია და ერთნაირად ჭრის ბუმბულსაც და რკინასაც ისე რომ არ ბლაგვდება! "ბულატის გამოდნობის საკითხზე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული პროფესორ თავაძეს გაიხარე!კარგი გოგო ხარ თამარ,ასეთი კარგი თემა რომ გახსენი.აწ განსვენებულ კახა ზარნაძეს მე ვიცნობდი,საკმაოდ კარგი ოსტატი და ადამიანი იყო,ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს და ამრავლოს უფალმა მისი საქმის გამგრძელებელი ხალხი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
tamara |
Dec 18 2007, 04:18 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
იარაღის დამზადების და რკინის საიდუმლოს ოდითგანვე იცნობდნენე ჩვენი წინაპრები - მთელი მსოფლიოს იარაღი აქედან - ანატოლიიდან განვითარდა.
თუნდაც ის კუკრი -დააკვირდით - იმეორებ ფლკატას ზორმებს - ბალკატა (ფალკატა) კი ითვლებოდა იბერიულ ხმალად - ანუ იგულისხმებოდა ესპანეთის იბერია, თუმცა კი ცნობილი ესკალიბუსი - იგივე - ესხალიბუს- ხალიბუსი იყო - ანუ ხალიბების ხმალი. ესპანელი და კავკასიელი იბერიის საერთო წარმოშობა კი ნამდვილად არ არის მითი... ის რომ ხმალი კარგი გამოსულიყო და ძლიერი იარაღი ყოფილიყო - გარდა ფოლადის კარგი გამოწრთობისა- დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხმლის ფორმასაც - ბალკატა და კუკრი უნიკალურია - მათ სიმძმის ცენტრი ისეთნაირადაა აქვთ განაწილებული, რომ დარტყმის ძალას აორმაგებს... იმიტომ იყო ესპანური (ხალიბების) ხმლები საუკეთესო.... |
guest |
Dec 18 2007, 09:26 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ მხოლოდ ძველ საბრძოლო იარაღებზეა საუბარი თუ ახლებიც ანუ ახლაც რომ გამოიყენება ისინიც შეიძლება? თუ კი,მაშინ ავტვირტავ ჩემს კოლექციას
ეს არის მე-16 საუკუნის გერმანული ხმალი, მთლიანად სიგრძეა დაახლოებით 46 სმ: |
კოლხი |
Dec 24 2007, 08:43 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 |
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემის გახსნისთვის, ეს სურათები, ახლა რასაც ვაქვეყნებ, არის ერთი ქართული საიტიდან გადმოწერილი, აქედან http://bichinaguri.mylivepage.ru/image/996/13652_prang-4.jpg
[spoiler] [/spoiler] |
Lenus |
Dec 26 2007, 09:35 AM
პოსტი
#19
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
კოლხი
ეს ქართული ხმალი და ფარი ახალი გაკეთებულია თუ ძველებური? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
cibira |
Dec 31 2007, 01:36 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: sanzona წევრი № 2,238 |
მართლა ძააან მაგრებია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი