იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
KAIROS |
Oct 25 2010, 01:35 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერიდეთ ეთნოფილეტიზმს!
ეს მართლაც ერესია და გადაცემულია ანათემას... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ioanezosime |
Oct 25 2010, 12:45 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
კაიროს!
აბა პატრიარქი, რომ ქადაგებს ქართული ენა განსაკუთრებული მადლით მოცული ენააო? არ იცის, რომ ერესია და ანათემასაა გადეცმული? ნახე ბმულები: http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914 ან http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../qada..._2010-10-10.flv გამოდის, რომ იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველებაც ერესია და ჩვენს ეკლესიას ანათემისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ქართულ ეკლესიას ეს წინასწარმეტყველება დაეგმო. |
ioanezosime |
Oct 25 2010, 05:22 PM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
არ მინდა ვინმეს შეურაცხოყა მივაყენო. ამიტომ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ზოგიერთების პოსტებზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არიან ადამიანები ვინც რომის პაპზე უფრო კათოლიკეა და პატრიარქზე უფრო მართლმადიდებელი.
|
მხევალი ნინო |
Oct 25 2010, 08:19 PM
პოსტი
#44
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ioanezosime
უი, ეს ვინ გვსტუმრებია : ) ციტატა პატრიარქზე უფრო მართლმადიდებელი. ეს რაღაც ახალია : ) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
manjavidze |
Dec 26 2010, 05:44 AM
პოსტი
#45
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 20-November 09 წევრი № 7,743 |
ენის მარგი კოეფიციენტი ცხონების საქმეში ერთხელ უკვე და ალბათ ყველაზე თვალნათლივ დაფიქსირდა 20 საუკუნის წინ. კონკრეტულად კი, ენაზე,რომელზეც თვით ქრისტე საუბრობდა, სწორედ ამ ენაზე მეტყველი ერი განვარდა ღვთის პირიდან.ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე,რომ ენა არ განსაზღვრავს ცხონების საქმეს.
გარდა ამისა: სულიწმინდის გარდამოსვლის დროს მოციქულები ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე,რაც ნიშნავს იმას,რომ ყველა ენა იკურთხა. და კიდევ: თუ მაინცადამაინც ენის პრიორიტეტულობაზე ვისაუბრებთ,როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანები,მართლა უხერხულია ასეთად ქართული მივიჩნიოთ. ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება,რომ სამი სახარება ბერძნულად არის დაწერილი.ამას გარდა სწორედ ეს ენა იყო ფლაგმანი და ძირითადი ინსტრუმენტი მთელი კორპუსისა თეოლოგიური თუ ლიტურგიული ტექსტებისა. სწორად გამიგეთ მეგობრებო,ამით მე არანაერად არ ვაკნინებ ქართულ ენას,მაგრამ ეს ისტორიული მოცემულობებია. ჩვენ დიდ წინაპრებს ხომ უდიდესი შრომა და თავგანწირვა დასჭირდათ იმისათვის , რომ ქართული ქრისტიანული საღვთისმეტყველო ენა როგორმე მიეახლოვებინათ და შესაბამისობაში მოეყვანათ სწორედ ბერძნულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიასთან და ზოგადად ლიტურგიკულ ენასთან. |
ioanezosime |
Dec 26 2010, 09:23 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. "უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით",-აღნიშნა ილია მეორემ.
ამის დამადასტურებელი ბმული აქ იხილეთ http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914 ამ ბმულზე კი არის ვიდეო პატიარის ზემოთ მოყვანილი ქადაგების. http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../qada..._2010-10-10.flv ვითომ ზოგიერთმა თქვენთაგანმა პატრიარქზე უკეთ იცის, რომელი ენაა მადლმოსილი? |
კანუდოსელი |
Dec 26 2010, 10:58 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აბა პატრიარქი, რომ ქადაგებს ქართული ენა განსაკუთრებული მადლით მოცული ენააო? ცდება პატრიარქი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 26 2010, 11:02 PM
პოსტი
#48
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანუდოსელი
დიდი ბრძოლის გადატანა მოგიწევს ამ სიტყვებისთვის -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანუდოსელი |
Dec 26 2010, 11:04 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დიდი ბრძოლის გადატანა მოგიწევს ამ სიტყვებისთვის რატო რა? უცდომელია პატრიარქი? პ.ს. უცდომელი მარტო მე ვარ და რომის პაპი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 26 2010, 11:20 PM
პოსტი
#50
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანუდოსელი
არა უცდომელი არაა რელიგიური ლიდერის საჯარო "მხილებისა" და "კრიტიკისათვის" დაგცხებენ აგერ ნახავ თუ არა პ.ს. ჩემი აზრის დაწერისგან თავს შევიკავებ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ligia |
Dec 27 2010, 01:02 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
პ.ს. უცდომელი მარტო მე ვარ და რომის პაპი ანუ რავარი უცდომელიცაა რომის პაპი ისეთივე უცდომელი ხარ შენც? ხალხნო ნახეთ სიმდაბლის რა მაგალითია კანუდოსელო შენ ამას არ გწერ: ისა და იოანე ოქროპირი რომ შეცდა მეორედ მოსვლაზე და გრიგოლი დიოლოღოსი ჯოჯოხეთზე, ისე დიდი ამბავი ჩვენი პატრიარქიც თუ ცდება (თუ რა თქმა უნდა, მართლაც ფიქრობს რომ განკითხვა ქართულ ენაზე მოხდება). ამით როგორც ნახსენებ ორ ადამიანს არაფერი მოსვლია ამით და მეტიც წმინდანთა დასში არიან, ასევე ჩვენს პატრიარქსაც არ დააკლდება არაფერი და არც არაფერია საგანგაშო თუ საქართველოს პატრიარქი რაღაცაში შეცდა. არ დაკნინდება არანირად, მითუმეტეს უამრავი კარგი რამ აქვს გაკეთებული, ნათქვამი, ნაქადაგარი, ნამოქმედარი. პატრიარქზე მართლმადიდებელი არც ქევანაა, (იმედია არ მიწყენს ) არც ლიგია, და არც სხვანი, ისევე როგორც იოანე ოქროპირზე მართლმადიდებლენი არ იყვნენ ისინი ვინც არ შეცდნენ და მეორედ მოსვლის ზუსტი დარიღი არ დაასახელეს. |
terra |
Dec 27 2010, 01:05 AM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი რელიგიური ლიდერის საჯარო "მხილებისა" და "კრიტიკისათვის" დაგცხებენ აგერ ნახავ თუ არა გვერდით ვუდგავარ მაგ საკითხში. ციტატა პ.ს. ჩემი აზრის დაწერისგან თავს შევიკავებ და რატომ?? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
კანუდოსელი |
Dec 27 2010, 01:12 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
Ligia
დასტურ ლიგიუს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
Dec 27 2010, 01:53 AM
პოსტი
#54
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ციტატა და რატომ?? ასეა საჭირო და იმიტომ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
Dec 27 2010, 02:37 AM
პოსტი
#55
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვუერთდები კანუდოსელს და ლიგიას, არაფერია დასამატებელი.
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Dec 28 2010, 01:38 PM
პოსტი
#56
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რაში უნდა გვაინტერესებდეს რა ენაზე იქნება განკითხვა მეორედ მოსვლისას?
ღმერთს ყველა ენაზე აღვლენილი ლოცვა ესმის, ნუ გეშინიათ ყველას გაგვააგებინებს თავის სიტყვებს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ლეონტი |
Dec 28 2010, 03:10 PM
პოსტი
#57
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მე ვაღიარებ რომ პატრიარქი არ სცდება.
და აქვე დავამატებ, იმ ენას რომელზეც ამეტყველდება ყველა მეორედ მოსვლისას და რომელზეც იქნება მხილება სხვათა ენათა ტომთა, დღევანდელ სალიტერატურო ქართულთან ნაკლები საერთო აქვს, ის მეგრულს , ლაზურს და სვანურს უფრო მეტად უახლოვდება. ასევე ეს მოვლენა ეროვნებით ქართველ ხალხის ღირსებასთან ან სიწმინდესთან ან ძლიერ რწმენასთან არანაირ კავშირში არ იქნება.თუმცა ეს თვისებები შეიძლება უკიდურესად გაძლიერდეს ჩვენ ხალხში (და მე ამას ვისურვებდი)მომავალი გაჭირვების დროს. გთხოვთ პასუხის ღირსად ნუ ჩამთვლით. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
terra |
Dec 28 2010, 03:14 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ლეონტი
ციტატა იმ ენას რომელზეც ამეტყველდება ყველა მეორედ მოსვლისას და რომელზეც იქნება მხილება სხვათა ენათა ტომთა, დღევანდელ სალიტერატურო ქართულთან ნაკლები საერთო აქვს, ის მეგრულს , ლაზურს და სვანურს უფრო მეტად უახლოვდება. რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც სუახილი იყოს. p.s. ეს წაიკითხე? : manjavidze ციტატა ენის მარგი კოეფიციენტი ცხონების საქმეში ერთხელ უკვე და ალბათ ყველაზე თვალნათლივ დაფიქსირდა 20 საუკუნის წინ. კონკრეტულად კი, ენაზე,რომელზეც თვით ქრისტე საუბრობდა, სწორედ ამ ენაზე მეტყველი ერი განვარდა ღვთის პირიდან.ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე,რომ ენა არ განსაზღვრავს ცხონების საქმეს. გარდა ამისა: სულიწმინდის გარდამოსვლის დროს მოციქულები ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე,რაც ნიშნავს იმას,რომ ყველა ენა იკურთხა. და კიდევ: თუ მაინცადამაინც ენის პრიორიტეტულობაზე ვისაუბრებთ,როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანები,მართლა უხერხულია ასეთად ქართული მივიჩნიოთ. ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება,რომ სამი სახარება ბერძნულად არის დაწერილი.ამას გარდა სწორედ ეს ენა იყო ფლაგმანი და ძირითადი ინსტრუმენტი მთელი კორპუსისა თეოლოგიური თუ ლიტურგიული ტექსტებისა. სწორად გამიგეთ მეგობრებო,ამით მე არანაერად არ ვაკნინებ ქართულ ენას,მაგრამ ეს ისტორიული მოცემულობებია. ჩვენ დიდ წინაპრებს ხომ უდიდესი შრომა და თავგანწირვა დასჭირდათ იმისათვის , რომ ქართული ქრისტიანული საღვთისმეტყველო ენა როგორმე მიეახლოვებინათ და შესაბამისობაში მოეყვანათ სწორედ ბერძნულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიასთან და ზოგადად ლიტურგიკულ ენასთან. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
marine |
Dec 12 2013, 02:59 PM
პოსტი
#59
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამითქვას რაგინდარა ენით.
აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რომ არათუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, ისე მდიდრულია, რომ ყოველ აზრს მაღალმხატვრულად გამოსახავს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.“ /ნიკო მარი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 13 2013, 12:15 PM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!"
/გრ. ორბელიანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი