IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
.ნინო
პოსტი Aug 30 2008, 09:52 PM
პოსტი #181


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



გიორგი

ანუ ისევ მსხვერპლი...
ღმერთო გვაკმარე


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 10:09 PM
პოსტი #182


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მე არ ვიცი რა ახარებს გიორგის ომის რაიმე ფორმით დაწყებასთან დაკავშირებით....ეს აფხაზეთს მაინც ვერ დაგვაბუნებინებს, თუ სერიოზულად არ შეუტიე...აი ამაზე ამერიკა წამსვლელი არაა, თუ ცხადია ჭკუა აქვს

ისე ეს დღეები ნამეტანი ნეიტრალური გახდა ჩვენს მმართ ბიბისი...ადრე უფრო მიშისტური სტილი ემჩნეოდა...ახლა კი უკვე იმასაც წერენ, რომ მართალია რუსეთმა შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, მაგრამ მიშაც არ იყო მართალი და ბევრჯერ შეცდაო...ასევე არაა მართალი, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს განადგურებას ფიქრობსო - ეჰ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 10:12 PM
პოსტი #183


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
ისე ეს დღეები ნამეტანი ნეიტრალური გახდა ჩვენს მმართ ბიბისი...


ეგ მაფიქრებს მეც, რომ არაფერი გაგვამაზვინონ... კიდევ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 10:14 PM
პოსტი #184


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



staywhite
მაგარი შეცდომა იყო ცხინვალზე თავდასხმა...მაგარი...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 30 2008, 10:16 PM
პოსტი #185


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



კანუდოსელი
უპს , ხო პუტინს მიშა დაემართა ერთი ერთზე იწყებს ინფორმაციულ ომს მიშასთან .ვითომ არაფერიო ისეთ ხაზს იჭერენ გაოცებული სახეებით ნიშნის მოგებით გულდაწყვეტით იმედოვნებენ თურმე რო პარლამენტის ინიციატივა დიმპლომატიური კავშირის გაწყვეტაზე რუსეთან მთავრობის მიერ არ იქნება მიღებულია , რუსული პოლიტიკა ჩვეულ კალაპოტშია როგორც ჩვევიათ ხოლმე დაცინვაა ეს მეტი არაფერი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 10:19 PM
პოსტი #186


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლილიანა
რუსეთი თუ აგებს ინფორმაციულ ომს ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიგებთ - ჩვენც ვაგებთ და მე ეს მადარდებს, თორე რუსეთი ბოდიშიდა სულ ფეხებზე მკიდია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 10:20 PM
პოსტი #187


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
მაგარი შეცდომა იყო ცხინვალზე თავდასხმა...მაგარი...


მასეა, მაგრამ ჩემი აზრით, მაგის მერეც შეიძლებოდა რაღაცის ქნა... რა ვიცი აბა..თუმცა,ამ რაღაცისთვის ჯერ მზად არ ვიყავით, პროფი ბოევიკი არ შველის საჰაერო თავდასხმის მოგერიებას, მანდ აღჭურვილობაა საჭირო და იმ აღჭურვილობას კნოპკები აქვს, მუსკული არ ჭირდება sad.gif მიწაზე კიდევ მჯერავს , რომ იქნებ გავუმკლავდებოდით ბოლომდე. თუმცა, შეგვარგებდნენ კი, რომც მოგვეგო? არაა გამორიცხული სერბიის სცენარი განმეორებულიყო.აქედან გამომდინარე, ჯერ მაინც ადრე იყო... არ ვიცი,არ ვიცი, მოსახლეობას რომ აწიოკებდნენ ისინი,ეგეც ადვილი საყურებელი არ იყო sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 30 2008, 10:21 PM
პოსტი #188


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78




კანუდოსელი
რუსეთი იწყებს ზრუნვას ინფორმაციული ომის მოგებაზეც ეს უკვე ნიშნავს რაცხას tongue.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 30 2008, 10:27 PM
პოსტი #189


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
რუსეთი თუ აგებს ინფორმაციულ ომს ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიგებთ - ჩვენც ვაგებთ და მე ეს მადარდებს, თორე რუსეთი ბოდიშიდა სულ ფეხებზე მკიდია


არც ჩვენ ვითვლებით ინფორმაციულ ომში მოგებულებად, მე პირადად დასავლურ და ევროპული მასმედიის ზუსტი პოზიცია ვერ დავაფიქსირე,ირიბად დაგვცინიან კიდეც. თავიდან აშკარადაც დაგვცინოდნენ, მეწერა აქ მე ამის მაგალითი: გერმანელი ექსპერტის გამოსვლა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 30 2008, 10:30 PM
პოსტი #190


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
მე არ ვიცი რა ახარებს გიორგის ომის რაიმე ფორმით დაწყებასთან დაკავშირებით....

მე არანაირი ფორმით ომი არ მახარებს. უბრალოდ ვთვლი რომ ამის გარკვეული შანსი არსებობს და ეს გამორიცხული არაა...
ციტატა
აი ამაზე ამერიკა წამსვლელი არაა, თუ ცხადია ჭკუა აქვს

აშშ ძალიან ბევრ რაიმეზეა წამსვლელი. გააჩნია რა დონეზე აქვს სურვილი თავის წესებს დაუმორჩილოს მსოფლიო. აქ მარტო დემოკრატიულ ღირებულებებზე და მითუმეტეს საქართველოს მხარდაჭერაზე არაა ლაპარაკი.


აშშ-ს შეუძლია რუსეთის სამი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხელა თანხები რამოდენიმე თვეში დახარჯოს მხოლოდ ლოკალური კონფლიქტის საწარმოებლად. ეს გადაჭარბებული არ არის. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს და სხვა ყველა ვარიანტში კატასტროფული მარცხისთვისაა განწირული.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თუ ატომურ იარაღს გამოვრიცხავთ, აშშ უფრო მეტად ძლიერია რუსეთზე ვიდრე რუსეთი საქართველოზე.

ისევ და ისევ გააჩნია აშშ-ს პოლიტიკურ ნებას... დანარჩენი მეორე და მეათე ხარისხოვანია, მათ შორის ევროკავშირიც... თუ აშშ-სსურვილი ექნა უპრობლემოდ გააგდებს რუსეთს აფხაზეთიდან, ალბათ ომი მაინც არ იქნება, რადგან თუ აშშ სერიოზულ მუქარაზე გადავიდა რუსეთი მსოფლიოს თავში ისე არ დაიმცირებს თავს რომ მისი ჯარისკაცები ერაყის ან კოსოვოს ომის მსგავსად სამარცხვინოდ ჩახოცონ და დროის გაწელვით ნელ-ნელა თვითონ დატოვებს ტერიტორიას.

თანაც აშშ-ს ბიუროკრატიული აპარატი ნელა მოქმედებს, მაგრამ თავისი გააქვს მაინც. ევროპის არ ვიცი და აშშ ნამდვილად დაუწესებს ძალიან სერიოზულ სანქციებსაც, მოქალაქეების დეპორტაციის დონემდეც და ევროკავშირზეც დიდი გავლენას მოახდენს "ჩერეზ" ინგლისი.

ციტატა
ისე ეს დღეები ნამეტანი ნეიტრალური გახდა ჩვენს მმართ ბიბისი

ეს პირველმა ეიფორიამ გადაიარა თუ არა რეალური შედეგები აწი მოვა. მუდმივად ერთ ტონში, ეს რა საშინელება მომხდარაო არავინ ილაპარაკებს.

ციტატა
მაგარი შეცდომა იყო ცხინვალზე თავდასხმა...მაგარი...

ქართველები ძალიან სულსწრაფები და არა-ადექვატურები ვართ...

ისიც კი არ შეგვიძლია რომ ენამ არ გაგვასწროს და სხვები რომ 1-2 წელი ითმენენ, ჩვენ რამოდენიმე თვე მაინც მოვიცადოთ და მერე გამოვიტანოთ ისტორიული დასკვნები.

კანუდოსელი
ციტატა
ჩვენც ვაგებთ

ჩვენ არავითარ ინფორმაციულ ომს არ ვაგებთ... ეს მართლაც მეტისმეტია უკვე. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 30 2008, 10:39 PM
პოსტი #191


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 29 2008, 11:58 PM) *

კი, ზუსტად მასეა, ეს მე ადრე დავწერე აქ...მეთიუმ თქვა რომ გადამეტებული იყო ძალაო


ხოდა ეგ დავწერე მეც ზემოთ მაგათ რომ ცხინვალის და საერთოდ კონფლიქტური ზონების იქით არ მიეშვათ

მათი არმია და საქართველოს ქალაქების ეს უაზრო ოკუპცია არ დაეწყოთ (თუმცა მთლად უაზროც არ იყო. რუსებს

მიშას

მოშორება უნდოდათ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეს რომ ქართველ ხალხს მიშაზე უფრო კრემლი ეჯავრება)

დღეს საქართველის საქმე მართლა არ იქნებოდა კარგად, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ასეთი კრეტინი მეზობელი

გვყავს ჩრდ.-ით თორემ მტრისას ამათ ხელში ესენი ჭკვიანები რომ იყვნენ.

ხომ გაგიგიათ რუსული ანდაზაა ''სილა იესტ უმა ნი ნადა [ბლიად]''


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 10:41 PM
პოსტი #192


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
ციტატა
ჩვენ არავითარ ინფორმაციულ ომს არ ვაგებთ

გადახედე რაა პრესას....რავი მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 30 2008, 10:52 PM
პოსტი #193


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი

ციტატა
მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...

დაგრჩება აბა რა იქნება, საკმარისია ერთმა ვინმემ რაიმე სადმე ცოტა "ისეთი" თქვას და ეგრევე იმაზე აკეთებ აქცენტს და გულს იხეთქავ და საქართველოს ღიად მხარდამჭერი სტატიები თუ გამოსვლები უყურადღებოდ გრჩება...

ეს ერთი და მერეც მეორე, რატომღაც ასე მგონია რომ ვერ ხვდები რა არის მხარდაჭერა და რა არა, უბრალოდ დემოკრატიული სამყარო ძალიან ობიექტური გამოდგა, ბევრად უფრო ობიექტური ვიდრე აქამდე მეგონა, ისინი სიმართლის პატარა ნიშანსაც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ და აღნიშნავენ რომ ომი საქართველომ დაიწყო, მიზეზებსაც არ ტოვებენ უყურადღებოდ და რუსეთის ამაზრზენ ქმედებასაც ცივ ომამდე მისვლას უწინასწარმეტყველებენ.

ის მომენტი რომ ომი მიშამ დაიწყო სულაც არ ნიშნავს რომ აშშ მაქსიმალურად არ დაგეხმარება და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 30 2008, 11:05 PM
პოსტი #194


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი
ციტატა
დაგრჩება აბა რა იქნება, საკმარისია ერთმა ვინმემ რაიმე სადმე ცოტა "ისეთი"

სადმე არა და ცოტა ისეთი არა...თითქმის ყველა სტატია არის ან ფაქტების ერთობლიობა წყაროს მითითებით: ქართული მხარე ამბობს...რუსული მხარე ამბობს... ან ანალიტიკური, სადაც დიდ უმრავლესობაში - აქ თავს ვდებ რამდენიმე წყაროზე (ბიბისი, გარდიანი, ვშინგტონ პოსტი, სიენენი და ინდეპენდენტი) - არის საქართველოს შეცდომებზე ლაპარაკი, რუსეთის შეცდომებთან ერთად

ევროპის მხარდაჭერის გარეშე ამერიკა ვერ გააკეთებს კი არა, უბრალოდ არ გააკეთებს და ახლა ჩვენ წყალივით გვჭირდება ევროპის მხარდაჭერა, ოღონდ ბლაბლაბლა არა, სერიოზული მხარდაჭერა

გიორგი
ციტატა
ბევრად უფრო ობიექტური ვიდრე აქამდე მეგონა, ისინი სიმართლის პატარა ნიშანსაც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ და აღნიშნავენ რომ ომი საქართველომ დაიწყო

არა საყვარელო....ობიექტური კი არა, ახლა როგორმე ცდილობს ჩვენც გვიპოვოს შეცდომა, რომ მერე თავი გაიმართლოს, თუ რატომ არ დაუწესა ძლიერი სანქციები რუსეთს...

სტრიქონებს შორის კითხვაა საჭირო და არა ზედაპირზე...ეს პოლიტიკაა

პ.ს.
სულ რაღაც რამდენიმე ათეულ საათში გაირკვევა სანქციების თაობაზე მე ვარ მართალი თუ შენ...მოვიცადოთ...ნეტა სასწაული მოხდეს...მე წინააღმდეგი კი არ ვარ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2008, 11:42 PM
პოსტი #195


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



კი გასაგებია რომ ცალსახა აღარა მსოფლიო პრესიის პოზიცია, თუმცა არის მიზეზები, მაგალითად რუსეთის ამბოლოდროინდელი გააქტიურება მასმედიის მიმართ რადგან მცირედით მაინც შეძლონ დაკარგული ავტორიტეტის აღდგენა და საკუთარი ქმედებების გამართლება, ამიტომ პრესაში აქა-იქ ჩვენი გასაქილიკებელი პოზიცია ადეკვატურია იმ დიდი მონდომების რაც რუსეთს დაჭირდა ამისთვის. თუმცა არ მგონია დღეს ვინმეს სურდეს თავი დახაროს ისეთი ქვეყნის წინაშე რომელმაც დპირისპირება გაბედა დანარჩენ მსოფლიოზე და ახლა რატომ ვწერ ამას, ჯერ ერთი რომ "კაი ბიჭობის" არ იყოს ნამეტანი ცუდი დასანახი იქნება მსოფლიო საზოგადოებისთვის თავის ნათქვამებს გადასული და პოზიცია დახეული ევროპა, მეორეც ელემენტარულია რომ როცა ქვეყანას მიიჩნევ თავისუფალ და სუვერენულდ და "გვერდით გიზის" მის დაპყრობას 21 საუკუნეში ასე მშვიდად ვერ უნდა უყურებდე! კიდევ ყველამ ვიცით რომ ევროპას აზიიდან 2გზა აკავშირებს ერთი რუსეთი და მეორე საქართველო.პირველი მათთვის ძალიან საშისად ქცეულა ეს ბოლო წლებია და ლამის ყურმოჭრილ მონებად უქცევია ნახევარი ევროპა და მეორე ალტერნატივაც თუ კარგად არ მოგვიარეს პირველს გაუტოლდება და იცეკვონ მერე პუტინის დაკრულზე ბატონო, ასე თუ უნდათ! ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და მომკალით თუ გინდა ....ჩვენი გაწირვა საკუთარი თავის გაწირვის ტოლფასი რომ არ იყოს მეც შემეშინდებოდა მაგრამ ვჭირდებით და მოგვივლიან!!!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 12:01 AM
პოსტი #196


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
სერიოზული მხარდაჭერა

გვინდა, რასაკვირველია გვინდა...

მე არ ვთვლი რომ მიშას შეცდომა მოუვიდა და რატომ...

მიშამ მოამზადა საკმაოდ სერიოზული არმია იმისათვის რომ დაემარცხებინა ოსი სეპარატისტები თუნდაც რუსეთის არაპირდაპირი შეიარაღებული დახმარებით და ჩრდილო-კავკასიელი "ბოევიკების" შემოყვანით. ეს ჩემი აზრით, ამ საქმისთვის, სრულიად საკმარისი იყო, რადგან ჩვენ რუსეთის რეგულარულ არმიას ომს მაინც ვერასოდეს ვერ მოვუგებთ.

შედეგიც სახეზე იყო, საქართველოს სამთავრობო ძალებმა 16 საათში დაამყარეს კონტროლი სამხრეთ ოსეთის 90%-ზე. რუსეთს რჩებოდა ორი გზა: 1) დამარცხებულიყო და ეს რეგიონი საქართველოს სამართლებრივ სივრცეს დაბრუნებოდა. 2) ოფიციალურად ჩართულიყო ომში, რადგან საქმეს "სეპარატისტობანა" და დაქირავებული "ბოევიკობანა" ვეღარ უშველიდა, ჩამოეხია საკუთარი ნიღაბი და რეგულარული არმიით წამოსულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, რომელსაც გარკვეული საგარეო იმიჯი გააჩნია, აშშ-ს სერიოზული მოკავშირეა და NATO-ს წევრობის კანდიდატია.

თუ გავიდოდა I ვარიანტი მაშინ შეიძლება ვიღაცას ელაპარაკა საქართველოს არასწორ საქციელზე კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის გამო, მაგრამ რადგან არ იქნებოდა გენოციდი, რადგან ის საქართველოს ტერიტორიადაა აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ, რადგან არსებობდა ალტერნატიული და გაცილებით დემოკრატიული მმართველობა სანაკოევის მთავრობის სახით, რადგანაც მზად იყო ევროკავშირის და ადამიანთა უფლებების სტანდარტების ავტონომიის პროექტი, არავინ ბევრს არ ილაპარაკებდა, ცეცხლი მალევე შეწყდებოდა და შედეგები წარმატებული იქნებოდა.

თუ გავიდოდა II ვარიანტი მაშინ თავისთავად გადაიჩრდილებოდა ის რომ ომი საქართველომ დაიწყო, მთელი მსოფლიოს სამართლებრივი და დემოკრატიული ორგანიზაციები ჩვენ დაგვიჭერდნენ მხარს, რუსეთს ჩამოეხეოდა ნიღაბი და თუ ვინმე ფიქრობდა რომ ისინი სამშვიდობოები არიან ანდა არ ფიქრობდა, მაგრამ ამის დასაჯერებელ მიზეზს ეძებდა, ყველა უპრეცენდენტოდ ძლიერად დაგვიჭერდა მხარს. მხარდაჭერა იქნებოდა ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰქონია ევროპის და აშშ-ს მიერ.

მოხდა II შემთხვევა. ამას უნდა მაქსიმალურად გამოყენება, რადგან ეს გათვლილია იმაზე რომ უახლოეს თვეებში მოხდეს რუსეთის სამშვიდობოების გაძევება რეგიონიდან. თუ ეს მოხდა მაშინ მიშამ მართლაც მაგრად გაიმარჯვა.

ახლა რუსეთი აგონიაში და არ ასრულებს სარკოზის ცნობილ 6-პუნქტიან გეგმას ძალთა საწყის ადგილებზე დაბრუნების შესახებ. ამით რუსეთი კატასტროფულ მდგომარეობაში იგდებს თავს და საფრანგეთი და გერმანიაც კი სერიოზულად აიმხედრა, ლაპარაკია "მაპის" დეკემბრის მინისტერიალამდე მოცემა და ა.შ. არა მარტო აშშ-სთვის, არამედ ევროპისთვისაც კი საშინლად გამაღიზიანებელია, როდესაც ევროკავშირის შუამდგომლობით შესრულებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ხელმოწერილია რუსეთის პრეზიდენტის მიერ არ სრულდება. ამის გამო მთელი ფრონტით უტევს აშშ რუსეთს, იყენებს ევროკავშირსაც, NATO-ც გვიჭერს მხარს, სიტყვითაც საქმითაც, აძევებს რა რუსეთს თანამშრომლობის საბჭოდან, ხმელთაშუა ზღვიდან და უამრავი კრეისერით შემოდის შავ ზღვაში, თუნდაც სიტუაციის გასაკონტროლებლად... ახლა ჩნდება კითხვა, რატომ არ სურს რუსეთს ტუნდაც იმ 6-პუნქტიანი გეგმის შესრულება? ამით ხომ იზოლაციის და ცივი ომისკენ მიისწრაფვის? ამან არა ერთხელ გაიჟღერა და რუსეთმა ბევრი უარყოფითი უკვე ნახა, დაკარგა 50 მილიარდ დოლარზე მეტი, მიიღო პოლონეთში ანტი-სარაკეტო სისტემა 100 კმ-ში მისი საზღვრიდან, კარგავს სევასტოპოლს და ალბათ მთელს უკრაინას და ნელ-ნელა უგო ჩავესის და ჰამასის ტიპის ანკლავებთან რჩება...

საქმე იმაშია, რომ 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებაც კი მიშას ნაწილობრივი გამარჯვებაა. გაგიკვირდება როგორო... ამდენი ბიჭები ჩავხოცეთ და სტატუს-ქვო ჩვენი გამარჯვება როგორააო, თუნდაც ნაწილობრივიო?... აბა, შევეცადოთ და რუსეთის პოზიციიდან შევხედოთ ყველაფერს, ქვეყანას ზესახელმწიფოებაზე გაქვს პრეტენზია, მეზობელ სახელმწიფოში გეგმავ ინტერვენციას და ხელისუფლების შეცვლას (ეს არც დაუმალიათ) და ამ დროს უცბად ხდება ძალიან ცუდი რამ, ომის შედეგად იღებ ბევრად უფრო დიდ დანაკარგს რიცხობრივად, შენი სანაქებო რამოდენიმე ზებგერითი ბომბდამშენი გიფეთქდება, შენი ჯარისკაცები მსოფლიოს თვალში გარდა ოკუპანტებისა, ნახმარი უნიტაზების და ჩექმების მშიერი მარადიორების დონეზე ჩანან, ამის სანაცვლოდ იკავებ გარკვეულ ტერიტორიებს, მაგრამ ეს პატარა სახელმწიფო თავისი დიპლომატიით გაიძულებს რომ უმეტესი მათგანი ასე "გაფარჩაკებულმა" დატოვო და შენს წინაშეა ვალდებულება სულ მთლიანად დატოვო ის ტერიტორიები რაც მოიპოვე. ამის შემდეგ შენ გრჩება მშიერი სალდათები, სამარცხვინო ალაფი, რომელიც ნახმარ კბილის ჩოთქებსაც კი შეიცავს, პირწმინდად დაკარგული ტერიტორიები, სადაც შეხვედი და აბსოლუტურად განადგურებული იმიჯი. არანაირი მორალური უფლება აღარ გრჩება რომ სამშვიდობოდ დარჩე რეგიონში და სტატუს-ქვოს აღდგენის შემდეგ უკვე სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაციაზე წავა ლაპარაკი, თვით ევროკავშირის მხრიდანაც. ეს ყველაფრის დაკარგვას ნიშანავს და საქართველოდან გაძევებას, ანუ პირწმინდად დამარცხდი. ასეთ აგონიაში მყოფმა რა უნდა ქნა? უნდა შეასრულო სტატუს-ქვოს გამომხატველი დოკუმენტი? ცხადია არა? აბა, რა უნდა ქნა? ცხადია უნდა აღიარო ორივე რეგიონი და საკუთარი იზოლაცია შეუქცევადი გახადო, უკვე წახვიდე არა საქართველოს, ან დემოკრატიული ღირებულებების, არამედ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. უგულებელყო საკუთარი ხელმოწერილი ყველა რეზოლუცია, ყველა დოკუმენტი და იმ დონეზე გადაიკიდო მსოფლიო რომ მხარი საკუთარი სატელიტების ისეთმა "დემოკრატიულმა" ნაწილმა როგორიცაა ბელორუსია, სომხეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი... მხარი არ დაგიჭირონ და აღმოჩნდე ბანდიტური ანკლავის შეშლილი დიქტატორის უგო ჩავესის და ერთ-ერთი უპირველესი ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" გვერდით. ეს იმას ნიშნავს რომ ნელ-ნელა გაერიყები მსოფლიოს, მსოფლიო კი დაგამარცხებს, ისე როგორც სსრკ დამარცხდა... როცა დამარცხდები აფხაზეთსაც დაკარგავ და ოსეთსაც, რომელსაც საქართველო დაიბრუნებს.

მე მესმის რომ ასე მარტივად არაა საქმე, მესმის რომ ძალიან ძნელია მსოფლიოს კონსოლიდაცია საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ზუსტად ამას ცდილობს მიშა... გარისკა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გადაკიდა მსოფლიო რუსეთს საქართველოს ამ პატარა რეგიონის გულისთვის...

ლაპარაკი იოლია, მაგრამ აბა რა უნდა ქნა როდესაც მსოფლიოს ასეთი დიდი სახელმწიფო შენი უშუალო მეზობელია, პირდაპირ ესაზღვრება შენს კონფლიქტურ რეგიონებს და ყოვლად უცერემონიოდ მიერთებას ცდილობს, არ იცავს საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის არანაირ ნორმას. კონფლიქტი გაყინულია ანუ ოკუპირებულია აქვს შენი ტერიტორიები და არ გიშვებს. გაძლიერების დრო კი არ გრჩება, რადგან დრო შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მიმდინარეობს მოსახლეობის რუსული პასპორტიზაცია, ცამოსახლება ეთნიკური ბალანსის შესაცვლელად, ეკონომიკური ჯაჭვებით შეერთება და რაც მთავარია უკვე საქართველოში მოდის თაობა რომელსაც სოხუმი და ცხინვალი არ უნახავს და არც აინტერესებს. დრო არითმენს. დასავლეთი შენი გულისთვის არაფერს გააკეთებს შენს გარეშე. ტერიტორიები კი პრაქტიკულად დაკარგულია "მცოცავი ანექსიით", თავს ზემოთ ძალა არაა, ჰოდა მიშამ ეს გაყინული კონფლიქტი ააფეთქა...

ღმერთმა ქნას ყველაფერი ჩვენთვის საუკეთესო სცენარით ან მასთან მიახლოებულად მაინც წავიდეს, თუმცა ესიც რომ არ მომხდარიყო ცვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა, რადგან ტერიტორიებს უკვე ვკარგავდით, ახლა NATO-ში შესვლის შანსი მაინც დაჩაქარდება, რადგან მერკელიც კი ითხოვს MAP-ს ჩვენთვის და რუსეთის დასუსტების და იზოლაციის მოლოდინში, ჩვენი NATO-სთან ინტეგრაციის ფონზე, საკუათარი გაყინული კონფლიქტების ჩვენს სასარგებლოდ შებრუნების შანსს ვინარჩუნებთ, რადგან ეს კონფლიქტები არც ისე გაყინულია მსოფლიოსთვის და რუსეთი კი პირდაპირი აგრესორი...







--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 31 2008, 12:15 AM
პოსტი #197


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



გიორგი
გეთანხმები ბევრ რამეში, მაგრამ ცოტა მიშას ქმედებების წინასწარ განსაზღვრულობის, დალაგების, ანალიზის და რისკების და ა.შ არ მჯერა... ჩემი და ალბად ბევრის პოზიციიდან ასეთ საკითხებზე საუბარი ცოტა სასაცილოთაც მეჩვენება, დუმბაძის ილიკოს და ილარიონის მსოფლიო პოლიტიკის გარჩევას რომ არ მივბაძოთ biggrin.gif tongue.gif biggrin.gif მაგრამ მანდ "სხვების" ჩაძახილი უფრო მგონია მე ეგ! ეგ არაფრის გამბედავი არ იყო ისე...


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 31 2008, 12:39 AM
პოსტი #198


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მართა
ციტატა
მაგრამ მანდ "სხვების" ჩაძახილი უფრო მგონია მე ეგ! ეგ არაფრის გამბედავი არ იყო ისე...

მით უმეტეს, ე.ი. ეს აშშ-დან მოდიოდა... ე.ი. ჩვენი შანსები კიდევ მეტი ყოფილა საერთაშორისო დონეზე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 31 2008, 12:42 AM
პოსტი #199


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მშვენიერია, საოცარია, დიდებულია...


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 31 2008, 01:00 AM
პოსტი #200


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



გიორგი
ხო რა ამ ფაქტებზე გამოძახილმა, კიდევ უფრო დამარწმუნა მაგ ეჭვში...ფაქტიურად საქართველომ მიართვა მსოფლიოს ლანგრით რუსეთის გამოუსწორებელი, საშიში და არასაპატიო შეცდომები, ჯერი ახლა მათზეა ვნახოთ რა ადეკვატური ქმედებებით უპასუხებენ!!! ჰიტლერობას, ნაპოლეონობას და მეკედონელობას დღეს ახლა ვინ შეგარჩენს? ნამეტანი კი მოინდომა რუსეთმა და ესე დიდხანს არ გაუგრძელებდნენ პუტინს "ბაირამობას" არც აფხაზეთი უნდათ მაგათ და არც ოსეთი აქ ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი, ნუ მოიტყუებენ თავს რომ თუ ეს მიწები დათმო საქართველომ დანარჩენი ისე დარჩება თავისუფალი....რუსეთს მთლიანი საქართველო ჭირდება, რადგან ჰაერივითაა მისთვის საჭირო კავკასია და თუ საქაღთველო მასთან იქნება კავკასია მისია და შესაბამისად ევროპა ყურმოჭრილი მონა!!!
ერთმა ახლობელმა მომიყვა სამეგრელოდან (კი გამაბრაზა... არაყი მივეციო რუს ჩინოსანს, რამ დაგალაპარაკა და არაყი რამ მიგაცემიათქო მე შევუყვირე)თქვენ ნუ გეშინიათ მეგრელები კაი ხალხი ხართ ქართველებს კი არ გავხართო, მალე ჩვენთან ერთად იქნებითო, ფოთი რუსეთის იქნება რაც არ უნდა დაგვიჯდესო და მთელი სამეგრელო აფხაზეთს შეუერთდებაო....აი მათი გეგმები, ნუ ერთის ნათქვემით ვერ განსაზღვრავ მაგრამ რომ ვერ ელევიან მართლაც ამ სამეგრელოს და ფოთს ყველამ ვიცით ჰოდა, დანარჩენ მსოფლიოს ვჭირდებით რუსეთისთვის და რუსეთს ვჭირდებით დანარჩენი მსოფლიოსთვის !!!!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th December 2021 - 03:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი